როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი
რატომ არის ყველაზე რთული მუცლის ცხიმთან ბრძოლა?
რატომ არის ყველაზე რთული მუცლის ცხიმთან ბრძოლა?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი | MD, MPH, PhD | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
საქართველოში ახალგაზრდა ქალების კვებითი სტატუსი მჭიდროდ უკავშირდება როგორც მათ პირად ჯანმრთელობას, ისე მომავალი თაობების ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას.
სამწუხაროდ, მრავალი მათგანი განიცდის რკინის, ფოლიუმის მჟავას, B12 ვიტამინის და სხვა აუცილებელი ელემენტების დეფიციტს, რაც უშუალოდ აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე და რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე.
WHO-ის და UNICEF-ის საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ მოზარდი გოგონების კვებითი საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში.
ძირითადი პრობლემები:
❌ რკინის დეფიციტი და ანემია – იწვევს დაღლილობას, სისუსტეს, კონცენტრაციის დაქვეითებას
❌ ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა – ორსულობის დროს ზრდის ნაყოფის განვითარების რისკებს
❌ მიკრონუტრიენტების დეფიციტი – არაჯანსაღი დიეტების და თვითშიმშილის შედეგად
❌ ჭარბი წონა და სიმსუქნე – დამუშავებული საკვების და ფიზიკური უმოქმედობის ფონზე
❌ სილამაზის სტანდარტების ზეწოლა – აჩენს თვითდაზიანების და კვებითი დარღვევების ტალღას
UNFPA-ს მონაცემებით, საკვებით უკმარისობა პირდაპირ აისახება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ზრდის ნაყოფის დაბალი წონისა და სხვა რისკების ალბათობას.
ვისთვის არის ეს საკითხი პრიორიტეტი?
➡️ ოჯახებისთვის – ჯანმრთელი ქალები = ჯანმრთელი მომავალი შვილები
➡️ მასწავლებლებისთვის – სწორი ინფორმაცია გადამწყვეტია სკოლებში
➡️ ჯანდაცვის სისტემისთვის – პრევენცია უფრო იაფია, ვიდრე მკურნალობა
➡️ სახელმწიფოსთვის – ინვესტიცია ქალების ჯანმრთელობაში = ეროვნული განვითარება
თუ ხართ მასწავლებელი, მშობელი ან პოლიტიკის შემქმნელი, აუცილებლად გაეცანით WHO-ს და UNICEF-ის გზამკვლევებს მოზარდთა ჯანმრთელობაზე.
გამოსავლები და რეკომენდაციები:
სკოლებში კვებითი განათლება უნდა გახდეს სავალდებულო უფასო რკინისა და ვიტამინების პროგრამები სოციალურად მოწყვლად ჯგუფებში სოციალური კამპანიები – სხეულის რეალური, ჯანსაღი წარმოდგენისთვის დიეტოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რეგიონში მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობის გაძლიერება
ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც აქტიურად აშუქებს შენი ამბები, ხოლო ჯანმრთელობის საკითხებზე შეგიძლიათ გაეცნოთ შენი ექიმი-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს.
ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ცხოვრების ჯანსაღ სტილზე და სილამაზის რჩევებზე შენი სილამაზე-ზე და გაეცნოთ ქართულ ტრადიციულ მენიუსა და სუფრის კულტურას შენი სუფრა-ზე.
🗣 პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ჩვენი საზოგადოების სიძლიერე იწყება გოგონების ჯანმრთელობიდან. თუ დღეს არ ვიზრუნეთ მათ სწორ კვებაზე, ხვალ გვექნება ქრონიკული დაავადებების, უნაყოფობის და დეპრესიის ტალღა. პრევენცია ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მკურნალობა. მოდით, ვივარგოთ ახლა – თეფშიდან ვიწყოთ ჯანმრთელობა!“
წყაროები
World Health Organization (WHO) UNICEF UNFPA შენი ექიმი – sheniekimi.ge შენი ამბები – sheniambebi.ge შენი სილამაზე – shenisilamaze.ge შენი სუფრა – shenisupra.ge
➡️ მეტი რჩევა და თემატური სტატიები იხილეთ ჩვენს პარტნიორ პლატფორმებზე!
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #შენიექიმი #შენიამბები #შენისილამაზე #შენისუფრა #კვება #გოგონებისჯანმრთელობა #ქალებისმხარდაჭერა #საზოგადოებრივიჯანმრთელობა #აქხარისხია #შენიშანსაღიცხოვრება
პროფესიულ დღეს ვულოცავთ ყველა ექთანს! მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის. თითოეული ექთნის როლი ფასდაუდებელია, სამედიცინო საქმიანობაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას, პროფესიულ საქმიანობაში!
ექთანს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემაში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი უკავია.
ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
საქართველოში ექთნის საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად 2024 წლის თებერვალში იქნა აღიარებული საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად. ეს მიმართულება დამოუკიდებელ სერტიფიცირებას ექვემდებარება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობას.
“ნარკოტიკი რომელიც აქტიურად გამოჩნდა ბაზარზე და არის ძალიან ტოქსოური, იყიდება როგორც მეფედრონი ან ალფა-პვპ ან და შერეულია სხვა და სხვა ნარკოტიკებში
ეს არის ნაროტიკი რომელიც იპყრობს შენ გონებას და გომონენს!!
კლეფედრონი (4-CMC) — კიდევ ერთი “კრისტალი”, რომელიც დარტყმას იქით უფრო იძლევა, ვიდრე სიამოვნებას
კლეფედრონი — იგივე 4-ქლორომეთკათინონი — ეკუთვნის სინთეზური კათინონების ოჯახს. ქიმიურად ჰგავს მეფედრონს, მაგრამ ქლორის ატომი აძლევს სხვა ტოქსიკურ პროფილს. გარეგნულად — თეთრი ან მოყვითალო კრისტალები ან ფხვნილი. ხშირად იყენებენ შესუნთქვით, ზოგჯერ ყლაპავენ ან ხსნიან და ინიექციურად იღებენ.
რას იძლევა?
მოქმედებს დოფამინის და ნორადრენალინის დაბრუნებაზე — ანუ აგზავნის ადამიანს ეგრეთ წოდებულ “აპზე”:
ენერგია, ეგო, ლაპარაკი, მუსიკის გაძლიერება, სექსუალური მოტივაცია — მაგრამ ნაკლებად ეიფორია და ემოციური სიახლოვე, რაც მეფედრონის ეფექტია
რისკები?
• ნეიროტოქსიურობა — კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ კლეფედრონი აზიანებს ნეირონებს.
• გულის რისკები — ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, არითმიები.
• სიფსიხე და ფსიქოზები — განსაკუთრებით დიდ დოზებზე ან შერევით.
• დამოკიდებულება — სწრაფად ვითარდება ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა; “ერთი ხაზი” ხშირად სრულდება binge-ით.
• გადაზიდვა და მოტყუება — საქართველოში და სხვა ქვეყნებში მას ხშირად ყიდიან მეფედრონის სახელით, ანუ მომხმარებელი არ იცის, რას იღებს სინამდვილეში.
საკვანძო მომენტი: კლეფედრონი ბევრად უფრო ტოქსიკურია და არაპროგნოზირებადია, ვიდრე მეფედრონი. სიამოვნება ნაკლებია, ზიანი — მეტი. როგორც ერთმა მომხმარებელმა თქვა: “გარტყმის მეტი ვერაფერი ვიგრძენი.
კლეფედრონის მომხმარებლები რეანიმაციაში ხვდებიან მაშინ, როცა ვითარდება:
1. ჰიპერთერმიული სინდრომი (გადახურება)
ინტენსიური ფიზიკური აქტივობა + ვაზოკონსტრიქცია + სეროტონინერგული აგზნება იწვევს სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას (39–41°C).
კლინიკურად:
• ცხელი, მშრალი კანი
• დაბნეულობა
• თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
• კრუნჩხვები
• დამთავრდება მულტიორგანული უკმარისობით, თუ დროულად არ მოხდა ინტერვენცია.
2. კრუნჩხვები და აგზნებული დელირიუმი
კათინონებმა (განსაკუთრებით კლეფედრონმა) შეიძლება გამოიწვიოს დოფამინერგული ზედაქტიურობა, რაც ზოგჯერ გადადის:
• გადაუვალ აგზნებულ მდგომარეობაში (Excited Delirium Syndrome)
• ხშირია ტაკიპნეა, ტაქიკარდია, ძლიერად გამოხატული პარანოია და ძალადობრივი ქცევა
ეს მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც პაციენტს, ასევე პერსონალს და ხშირად საჭიროებს სედაციას, სუნთქვის მხარდაჭერას, ინტენსიურ მონიტორინგს.
3. რაბდომიოლიზი + თირკმლის მწვავე უკმარისობა
გადაჭარბებული აგზნების, ტემპერატურის მატებისა და დეჰიდრატაციის ფონზე ვითარდება:
• კუნთოვანი ქსოვილის დაშლა
• მუქი შარდი, ურია
• ჰიპერკალიემია და საშიში არითმიები
4. გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი ან არითმიები
კლეფედრონის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტები და ნორადრენალინის ზრდა იწვევს:
• ჰიპერტენზიურ კრიზს, ტაქიარითმიას
• შემდეგ — გულის შეტევას, აკვაპულს, მიოკარდიუმის დაზიანებას
5. მძიმე ფსიქოზური კრიზი ან სუიციდური ქცევა
კონკრეტული შემთხვევები ფიქსირდება, როცა კლეფედრონის აბსტინენციის ან ბინჯის შემდეგ პაციენტი მძიმე ფსიქოზური ან დეპრესიულ-სუიციდური მდგომარეობით ხვდება რეანიმაციულ განყოფილებაში (ზოგჯერ ბენზოდიაზეპინებისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენების ფონზე).
როგორ უნდა დავეხმაროთ-
• პირველადი სიმპტომების სწორად ამოცნობა გადამწყვეტია: თუ ადამიანი აჩვენებს ჰიპერთერმიის, კუნთოვანი სპაზმების, ან დეზორიენტაციის ნიშნებს — აუცილებელია დაუყოვნებელი გადამისამართება რეანიმაციულ სერვისში.
• ზოგჯერ უკვე ფატალური გართულებები ვითარდება 3-4 საათში ბინჯის დაწყებიდან, განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს მრავალჯერად მიღებას. ეს არის და მგონი როცა გაქვს ასეთი ინფორმავია არ უნდა გარისკო მაგის მიღება!!”,- წერს სიხარულიძე.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კბილებს შორის სივრცის, მიზეზებისა და მკურნალობის შესახებ
ღიმილი ადამიანურ ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ, კბილებს შორის არსებული სიცარიელე, განსაკუთრებით წინა კბილების მიდამოში (ე.წ. დიასთემა), ბევრისთვის ყურადღების ობიექტი ხდება. ეს ყოველთვის არ არის პრობლემა, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობას.
დიასთემა წარმოადგენს კბილებს შორის არსებულ ხილულ შუალედს, რომელიც ხშირად წინა ზედა კბილებს შორის გვხვდება. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ესთეტიკური ნიშანი, სხვებისთვის კი – ფუნქციური დისკომფორტის წყარო.
კბილებისა და ყბის ზომის შეუსაბამობა
როდესაც ყბა ფართოა, ხოლო კბილები შედარებით პატარა, კბილებს შორის ბუნებრივად ჩნდება შუალედები.
კბილების არარსებობა ან დაგვიანებული ამოჭრა
სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა და მუდმივი კბილების არასწორი ამოჭრა ხშირად იწვევს სივრცეების გაჩენას.
ლაგამის (ფრენულუმის) არასათანადო მდებარეობა
ზედა ტუჩის ქვემოთ მდებარე ლაგამი, რომელიც ღრძილზე “ჩადის”, შეიძლება მექანიკურად წყვეტდეს წინა კბილების ერთმანეთთან კონტაქტს.
ბავშვობის ჩვევები
მუდმივი თითის წოვა, მატყუარას ხანგრძლივი გამოყენება ან სხვა მავნე ჩვევები ბავშვობაში – გავრცელებული მიზეზებია.
დიასთემა ყოველთვის არ წარმოადგენს კლინიკურ პრობლემას. თუ ის მხოლოდ ვიზუალური ხასიათისაა და არ იწვევს მეტყველების დარღვევას, ღეჭვის სირთულეს ან ღრძილების გაღიზიანებას, მკურნალობა აუცილებელი არ არის. თუმცა, თუ შუალედი ქმნის ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ დისკომფორტს, სასურველია ორთოდონტთან კონსულტაცია.
დიასთემის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და პაციენტის საჭიროებებზე:
ორთოდონტიული მკურნალობა
ბრეკეტები და გამჭვირვალე კაპები (ინვიზალაინის ტიპის ელაინერები) – ეს მეთოდები თანდათან აჭრელებენ კბილებს სწორ პოზიციაში და ავსებენ სიცარიელეს.
ვინირები ან ლამინატები
კოსმეტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკლე დროში აუმჯობესებს ღიმილის ვიზუალურ მხარეს და ფარავს სივრცეს.
ქირურგიული ჩარევა
თუ პრობლემის ძირითადი მიზეზი ლაგამია, შესაძლებელია მისი მოცილება ან კორექცია მცირე ოპერაციით.
თუ შენიშნეთ, რომ კბილებს შორის სივრცე იწვევს მეტყველების დარღვევას, ღეჭვის პრობლემებს ან ესთეტიკურ დისკომფორტს – უმჯობესია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ სტომატოლოგს ან ორთოდონტს. დროული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს და მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ ღიმილიან იერს.
დასკვნა
დიასთემა ხშირად არ არის საშიში, მაგრამ ყოველთვის ღირს მისი მიზეზის გარკვევა. თანამედროვე სტომატოლოგია მრავალი ეფექტური მეთოდით გთავაზობთ როგორც ფუნქციურ, ისე ესთეტიკურ გამოსავალს.
საუბარია გენეტიკურ მუტაციაზე SIK3-N783Y, რომელიც მეცნიერთა გუნდმა მოდიფიცირებულ თაგვებშიც გამოიკვლია და დაადგინა, რომ ასეთ თაგვებსაც გამოსაძინებლად ნაკლები დრო სჭირდებოდათ.
ახალაღმოჩენილი მუტაცია ერთ-ერთია იმ რამდენიმე მუტაციათაგან, რომლებსაც მეცნიერები ძილის უფრო მოკლე რეჟიმს უკავშირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ასეთი ადამიანების გენეტიკის შესწავლით, ძილის დარღვევებისთვის უკეთესი მკურნალობის მეთოდების შემუშავებას შეძლებენ.