ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი

2025 წლის თებერვალში ქართულ მედიაში გავრცელდა ცნობა, თითქოს ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა, რუხისა და ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფოებმა – მიიღეს ე.წ. „საერთაშორისო აკრედიტაცია“ გერმანული ორგანიზაციის, KTQ-ს მიერ.

ამ განცხადებას ხელი შეუწყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებისა და კლინიკების მიერ გაზიარებულმა მესიჯებმა. თუმცა პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა და უკავშირდება გერმანიის ოფიციალურ მისიას საქართველოში და გერმანიის განვითარების თანამშრომლობის წარმომადგენლობებს, რომლებიც:

  • არ უზრუნველყვეს სათანადო ტექნიკური ექსპერტიზა და ფაქტების გადამოწმება
  • არ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რომ KTQ არ წარმოადგენს საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს
  • დაუშვეს, რომ გერმანიის სახელით მოხმარებულიყო არაგანმტკიცებული და არაღიარებული სერტიფიკატები, რაც საბოლოოდ შეცდომაში შეჰყავს ჯანდაცვის სისტემა და აზიანებს პაციენტებს

რაშია პრობლემა – და ვისი პასუხისმგებლობაა ეს?

KTQ – ანუ Kooperation für Transparenz und Qualität im Gesundheitswesen – არის გერმანიაში მოქმედი შიდა სერტიფიცირების სისტემა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ არამომგებიან და მუნიციპალურ კლინიკებში შიდა მენეჯმენტის ოპტიმიზაციისთვის.

  • KTQ არ არის აკრედიტაციის ორგანო!
  • KTQ არ არის აღიარებული ISQua-ს, IEEA-ს ან WHO-ს მიერ!
  • KTQ არ არის საერთაშორისოდ მიღებული ხარისხის გარანტი!

და მიუხედავად ამისა, მის დეზინფორმაციულ სტატუსს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწიეს გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობებმა საქართველოში – არც საელჩომ, არც განვითარების სფეროს პარტნიორებმა.

გერმანიის დუმილი = საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი

KTQ-ს მოჩვენებითი “აკრედიტაცია” ქმნის რამდენიმე სახიფათო შედეგს:

  1. შეცდომაში შეყვანილი ჯანდაცვის სამინისტრო

გერმანიის საელჩოსა და განვითარების ორგანიზაციების ვალდებულებაა, მინიმუმ, ტექნიკური კონსულტაცია გაუწიონ პარტნიორ სამინისტროს. მაგრამ მათ არ მიუთითეს, რომ ეს ორგანიზაცია არ შეესაბამება საერთაშორისო აკრედიტაციის კრიტერიუმებს და არ უნდა განხილულიყო სანდო პარტნიორად.

  1. დაზარალებული საზოგადოება და პაციენტები

KTQ-ს სერტიფიკატით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ კლინიკები “აკრედიტირებულნი არიან”. სინამდვილეში კი ეს სერტიფიკატი:

  • არ მოიცავს რისკების მართვას
  • არ უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას
  • არ ნიშნავს ხარისხიან მკურნალობას

პაციენტები მოტყუებულნი რჩებიან და შეიძლება რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

  1. გერმანული რეპუტაციის დაზიანება

როცა მსგავსი ხარისხის არასანდო მექანიზმები გერმანიის სახელით მოქმედებენ და გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები დუმან – ეს აზიანებს თავად გერმანიის საერთაშორისო იმიჯს და ამცირებს ნდობას გერმანული პარტნიორობისადმი საქართველოში.

KTQ არ წარმოადგენს აკრედიტაციას – რატომაა ეს ასე?

  • არ ფლობს აკრედიტაციის ორგანოს სტატუსს
  • არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო სტანდარტების მიმდევარად
  • არ აკმაყოფილებს თანამედროვე, პაციენტზე ორიენტირებულ სტანდარტებს
  • არ მოიცავს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კლინიკურ პროტოკოლებს
  • არ ეწევა შიდა პროცესების მონიტორინგის გარეთ სრულყოფილ აუდიტს

პროფესორ  გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„KTQ-ს შემთხვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია, როცა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობები – მათ შორის, გერმანიის ოფიციალური მისია – ვერ ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. დუმილი დეზინფორმაციის წინაშე არის თანაბრად საზიანო, როგორც მოქმედება. აუცილებელია, გერმანიის მისია საჯაროდ განმარტოს, რატომ არ გაუწია ტექნიკური შეფასება ან მინიმუმ მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე.“

რას ვითხოვთ და რას უნდა ველოდოთ?

  1. გერმანიის საელჩოსა და განვითარების ორგანიზაციებმა უნდა გასცენ განმარტება – რატომ არ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო KTQ-ს შესახებ
  2. მოვითხოვოთ საჯარო პოზიცია გერმანიის მხრიდან, რათა აღარ მოხდეს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება
  3. შევაჩეროთ არასანდო და არაღიარებული ორგანიზაციების გავლენა ჯანდაცვაზე
  4. დავიცვათ გერმანიის რეპუტაცია – სწორი წარმომადგენლობითა და პროფესიონალიზმით

წყაროები:

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – პაციენტის უფლებები, დაავადებები და მკურნალობა: https://www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ტრადიციული და კომპლემენტური მედიცინა: https://www.shenimedicina.ge

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე:

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (www.phig.ge), WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

გთხოვთ გააზიაროთ – საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და დაცულ ჯანდაცვას!

#გიორგიფხაკაძე #KTQარა #drpkhakadze #აქხარისხია

#სანდოჯანდაცვა

„ნიუ ჰოსპიტალსს“ საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა: https://www.newhospitals.ge/…/niu-hospitalss-saertashoriso…/

მიხეილ სარჯველაძე აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანიის, KTQ-ს დირექტორს შეხვდა, რომლის აკრედიტაციაც ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ მოიპოვა: https://1tv.ge/…/mikheil-sarjveladze-akreditaciis…/

გაგუას კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა: https://gaguaclinic.ge/…/advi…/advices-for-pregnants/ktq2020

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ემზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად: https://kirurgia.ge/…/qirurgiis-erovnuli-centri…/32020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა: https://jandacva.ge/…/pirvel-sauniversiteto-klinikas…

კლინიკა “ახალმა სიცოცხლემ” წარმატებით გაიარა KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია!: https://nlife.ge/…/klinika-akhalma-sitsotskhlem…/31862

სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია წარმატებით გაიარა: https://www.gmnews.ge/geo/11673

ჩაჩავას კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.: https://www.chachava.ge/ka/261-siaxleebi/

სს „საქართველოს კლინიკების“ ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა: https://www.interpressnews.ge/…/807683-ss-sakartvelos…/

https://rustavi2.ge/ka/news/306060: https://rustavi2.ge/ka/news/306060

https://tiflis.diplo.de/…

https://www.kfw-entwicklungsbank.de/Internationale-Finanzierung/KfW-Entwicklungsbank/Weltweite-Präsenz/Europa/

https://www.giz.de/de/weltweit/359.html

https://dwv.ge/ge/

https://www.boell.de/…/20/buero-suedlicher-kaukasus-tbilissi

https://www.freiheit.org/south-caucasus

https://www.kas.de/de/web/suedkaukasus/home

https://www.fes.de/…/fes…/regionalbuero-suedkaukasus

https://mwsgeorgien.hypotheses.org

https://www.goethe.de/ins/ge/ka/index.html

https://www.daad-georgia.org

https://www.auslandsschulwesen.de/…/fachberatung-deutsch…

https://deutscheschule.ge/?lang=GEO

https://www.fu-berlin.de/sites/easterneurope/index.html

https://m.facebook.com/KulturerhaltGeorgien/?wtsid=rdr_0uj91B8mYCpM3FP3G

https://einung.org

https://elkg.info/ka

@highlight

Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniEmigranti.ge

European Union in Georgia

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Botschaft der Bundesrepublik Deutschland Tiflis Herzlich willkommen! രാനാാ ഈരറയനറ ා ാരൻ ++ ++ മായാനഗ്ദായ്നം ടാതോഭ3 9 DEUTSCHE BOTSCHAFT TIFLIS മാന லോയന တဝဲဂဏာဂဂ > Die Beziehungen zwischen Deutschland sowie der Europäischen Union und Georgien befinden sich in einer Krise. Deutschland unterstützt dabei weiterhin alle Bemühungen für eine freiheitlich demokratische und europäische Zukunft Georgiens. Botschafter Ernst Peter Fischer“ გამოსახულება

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტკიპები
#post_seo_title

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ქმედებები ტკიპის მოძრობისას და მის შემდეგ:
1. ტკიპის მოძრობა ხდება ძალიან ფრთხილად, მისი ხორთუმი ღრმად არის შეჭრილი კანის სიღრმეში, არ შეიძლება ხორთუმის კანის შიგნით დატოვება, ვინაიდან გამოიწვევს
დაინფიცირებას.
2. ტკიპის მოძრობა უნდა მოხდეს რეზინის ხელთათმნიანი ხელით ან პინცეტით. ორივე შემთხვევაში მოჭიდება ხდება ტკიპის თავის მიდამოსთან ახლოს, რის შემდეგ მას ვაძლევთ კანისადმი პერპენდიკულარულ მდებარეობას და ვატრიალებთ ღერძის ირგვლივ კანიდან მოსაძრობად;
3. აუცილებელია ამოძრობის ადგილას კანის დამუშავება ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალებით (700 სპირტით, იოდით, ოდეკოლონით და სხვა). შესაძლებელია კანში დარჩენილი ხორთუმის ამოსაღებათ საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევა;
4. ტკიპის მოცილების შემდეგ აუცილებელია ხელების ზედმიწევნით დაბანა;
5. კანიდან ამოძრობილი ტკიპა, თუ შესაძლებელია, უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, იმისათვის, რომ დადგინდეს გააჩნია თუ არა მას რომელიმე ინფექციის გამომწვევი აგენტი, თუ ლაბორატორიაში გაგზავნა ვერ ხერხდება, იგი უნდა განადგურდეს ადუღებული წყლის დასხმით ან ცეცხლში დაწვით.
ტკიპის ლაბორატორიაში გადაცემის წესები:

1. სასურველია ფეხსახსრიანი იყოს ცოცხალი;
2. არ უნდა იყოს დამუშავებული პრეპარატებით ან სხვა სითხეებით;
3. იგი უნდა იყვეს მოთავსებული სინჯარაში, ან სხვა შესაფერის მინის ჭურჭელში, რომელშიდაც სინოტივის შესაქმნელად უნდა მოვათავსოდ წყალში დასველებული ქაღალდი;
4. ფეხსახსრიანი ლაბორატორიაში უნდა მივიტანოთ გამოჭერიდან არა უმეტეს ორი დღეღამისა.

სავაჭრო ქსელში არსებული ფეხსახსრიანებზე მომქმედი საშულებები იყოფა 3 ჯგუფად
1. რეპელენტები-რომლებიც აფრთხობენ ფეხსახსრიანებს და მწერებს;
2. აკარიციდები -რომლებიც კლავენ მათ;
3. ინსექტოციდ-რეპელენტები –კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც აფრთხობენ და კლავენ მათ.
რეპელენტები
რეპელენტებს განეკუთნებიან საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დიეთილტოლუამიდს:
აღნიშნული პრეპარატებით იჟღინთება ტანისამოსი და შესაძლებელია ზოგიერთი მათგანის წასმა სხეულის ღია ნაწილებზე, მაგალითად მკერდზე, მუხლებზე, იდაყვებზე.
ბავშვებისათვის გამოიყენება ნაკლებად ტოქსიური კომპონენტებიანი პრეპარატები-რაც აღნიშნული უნდა იყოს პრეპარატზე

საშიში პრეპარატების გამოყენება სხეულის ღია ნაწილებზე დაუშვებელია.

აკარიციდული საშუალებები
აკარიციდულ საშუალებებში აქტიური ნივთიერებად გამოყენებულია ინსექტოაკარიციდი
ალფამეტრინი (ალფაციმეტრინი), რომელსაც გააჩნია ნერვულ-პარალიზური მოქმედება. ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტანისამოსზე, სხეულის ღია ნაწილებზე მათი გამოყენება არ შეიძლება ტოქსიურობის გამო. აღნიშნულ ნივთიერებასთან შეხების დროს ტკიპებს ემართებათ დამბლა და ისინი ცილდებიან ტანსაცმელს. დღეისათვის ასეთი პრეპარეტების ჩამონათვალი 30-მდეა. ასეთი პრეპარატებით ადამიანის სხეულზე ჩაცმული ტანისამოსის დამუშავება დაუშვებელია.
რეპელენტებით წინასწარ დამუშავებულ ტანისამოს აშრობენ, რის შემდეგ ტანისამოსის ჩაცმა დასაშვებია და მას აკარიციდული თვისება უნარჩუნდება 14 დღეღამის განმავლობაში.
ინსექტიციდურ – რეპელენტური საშუალებები
ინსექტიციდურ-რეპელენტური პრეპარატები შეიცავენ 2 ძირითად ნივთიერებას დიეთილტოლუამიდს და ალფამეტრინს, რომელთა საშუალებითაც ისინი იცავენ ადამიანებს როგორც ტკიპებისაგან ასევე სისხლის მწოველი სხვა მწერებისაგან.
ყველა ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ტანისამოსზე.

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა
#post_seo_title

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა.

2023 წელს ტუბერკულოზის შედეგად მსოფლიოში 1,25 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
ტუბერკულოზზე გავლენას ახდენს ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა:
– სიღარიბე
– არაჯანსაღი კვება ან საკვების უკმარისობა
– ცხოვრების არასასურველი პირობები
ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ტუბერკულოზით ინფიცირებაზე, დაავადების განვითარებასა და მკურნალობის შედეგებზე.
ტუბერკულოზი განკურნებადია, თუმცა წარმატებული მკურნალობის პროცესი მოითხოვს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას, სიმამაცესა და გამბედაობას პაციენტებისა და მათი ოჯახების მხრიდან. მკურნალობის დასრულება მნიშვნელოვანია პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის და ასევე რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად. შეწყვეტილი მკურნალობა ხელს უწყობს წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას, რაც მსოფლიოში მზარდი საფრთხეა.

ტვინის ლიმფური სისტემა შესაძლოა მეხსიერების დაქვეითებასა და დაბერებას უკავშირდებოდეს!

ტვინის ლიმფური სისტემა შესაძლოა მეხსიერების დაქვეითებასა და დაბერებას უკავშირდებოდეს!
#post_seo_title

ტვინის ლიმფური სისტემა შესაძლოა მეხსიერების დაქვეითებასა და დაბერებას უკავშირდებოდეს!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ახალი ნეირომეცნიერული კვლევა აჩვენებს, რომ ტვინის ლიმფური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერების შენარჩუნებასა და ტვინის ჯანმრთელ დაბერებაში.
ასაკის მატებასთან ერთად, ეს სისტემა შესაძლოა სუსტდებოდეს – და სწორედ ეს იყოს კოგნიტიური დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
ლიმფური სისტემის დაქვეითება იწვევს ნერვულ ქსოვილში ტოქსინების დაგროვებას
ტვინის სუფთა გარემო მნიშვნელოვანია ინფორმაციის დამუშავებისა და დამახსოვრებისთვის
მოხალისეებში, ვისაც ტვინის ლიმფური დინამიკა დარღვეული ჰქონდა, აღენიშნებოდათ მეხსიერების დარღვევები და ტვინის დაბერების ნიშნები
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
ტვინი სჭირდება არა მხოლოდ სისხლის, არამედ ლიმფის სწორ მიმოქცევას
ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა დაგვჭირდეს ლიმფური სისტემის ხელშეწყობა
ეს მიგნება შეიძლება გახდეს ახალი თერაპიული მეთოდების საწყისი, მაგალითად ალცჰაიმერის წინააღმდეგ
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ტვინის ლიმფური სისტემა დღეს უკვე აღიარებულია მეხსიერებისა და ტვინის ჯანმრთელობის საფუძვლად. თუ გვინდა, რომ დავიცვათ თავი კოგნიტიური დაქვეითებისგან, საჭიროა გავუფრთხილდეთ იმ სისტემებს, რომლებიც ჩვენი ტვინის წმენდაზე არიან პასუხისმგებელნი.“
დამატებითი ინფორმაცია:
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესი ცვლის ტვინის განვითარებას და ქცევას

ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესი ცვლის ტვინის განვითარებას და ქცევას
#post_seo_title

ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესი ცვლის ტვინის განვითარებას და ქცევას

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე
ახალი მიმოხილვითი კვლევა ადასტურებს:
ბავშვობის ადრეულ ეტაპზე გადატანილმა სტრესმა – მათ შორის არაპროგნოზირებადმა გარემო გამოცდილებამ – შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სტრუქტურის და ფუნქციის მყარი ცვლილებები.
რა აჩვენა კვლევამ?
  • სტრესი ცვლის გენის ექსპრესიას და არღვევს ნერვულ კავშირებს
  • ზრდის კოგნიტური და ემოციური დარღვევების რისკს
  • არასტაბილური მოვლა, სოციალური უთანასწორობა და ეკოლოგიური მავნებლები (მათ შორის დაბინძურება) ასევე ახდენს გავლენას
  • სხვადასხვა ტიპის სტრესი სხვადასხვა შედეგს იწვევს – მნიშვნელოვანია დრო და ბიოლოგიური ფაქტორები
ძირითადი მიგნებები:
  • სტრესი არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალადობა ან უყურადღებობა
  • არაპროგნოზირებადი გარემო, არასრულფასოვანი ყურადღება და ქრონიკული შფოთვა შესაძლოა იმავე შედეგებს იწვევდეს
  • ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა – სტრესის ტიპს, დროს და ხანგრძლივობას განსხვავებული გავლენა აქვს ტვინზე
პროფესორი  გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ადრეულ ასაკში განცდილი სტრესი ტოვებს ღრმა კვალი ტვინის განვითარებასა და ფსიქიკაზე. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სოციალური მხარდაჭერა, სტაბილური გარემო და თანასწორი პირობები ბავშვებისთვის – ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის საწყისი წერტილი.“
დამატებითი რესურსები:
sheniekimi.ge – შენი ექიმი
shenimedicina.ge – შენი მედიცინა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

„გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე“-ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ - ივანე ჩხაიძე
#post_seo_title

„გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე – ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.

„ბოლო მონაცემებით, გრიპის საერთო წილი 85%-დან 70%-მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, შემცირების ტენდენციას ვაფიქსირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წელს დომინანტური იყო B ტიპის ვირუსი და აქაც შემცირების ტენდენციაა სახეზე. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ საავადმყოფოებში, მკვეთრად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებამ. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ეს არაპირდაპირ მიმანიშნებელია გრიპის ვირუსის დასრულებისკენ.

კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში

სავარჯიშო პროგრამის პერიოდიზაცია – ვარჯიშის პროგრამის პერიოდიზა ციას დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის დროს პროგრესის მისაღწევად და პლატოების თავიდან ასაცილებლად

სავარჯიშო პროგრამის პერიოდიზაცია
#post_seo_title

სავარჯიშო პროგრამის პერიოდიზაცია:

ვარჯიშის პროგრამის პერიოდიზა ციას დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის დროს პროგრესის მისაღწევად და პლატოების თავიდან ასაცილებლად. აქ ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის პერიოდიზაცია მნიშვნელოვანი:

1. პროგრესი და ადაპტაცია: პერიოდიზაცია საჭიროა პროგრესისა და ორგანიზმის სტიმულისათვის. რეგულარული ვარჯიშით ორგანიზმი ეჩვევა დატვირთვას და პროგრესი შეიძლება შენელდეს ან შეჩერდეს პროგრამაში ცვლილებების გარეშე.

პერიოდიზაციისას ცვლილებები შეგაქვს ვარჯიშების მოცულობაში, გადაწვრთნის თავიდან ასაცილე ბლად საჭიროა დატვირთვების პერიოდიზაცია.

ინტენსიურად ვარჯიშობ და საკმარისი დროით არ ისვენებ, ამან შეიძლება შედეგების გაუარესება გამოიწვიოს. ტრავმების რისკი გაიზრდება და დაქვეითდება მოტივაცია. პერიოდიზაცია მოიცავს აქტიური აღდგენის პერიოდებს და ვარჯიშის მოცულობისა და ინტენსივობის შემცირებას, რაც ორგანიზმს აძლევს აღდგენისა და ვარჯიშის დატვირთვებისადმი ადაპტირების შესაძლებლობას.

2. მოტივაციისა და მრავალფეროვნების შენარჩუნება: ვარჯიშის პროგრამის რეგულარულად შეცვლა ხელს უწყობს ვარჯიშის მიმართ მოტივაციისა და ინტერესის შენარჩუნებას. მონოტონურობამ და ერთფეროვნებამ შეიძლება მოტივაცია შეამციროს და მოგბეზრდეს კიდეც. ეს შეაფერხებს მიზნების მიღწევას. ვარჯიშის პროგრამაში მრავალფეროვნების, მათ შორის, ახალი ვარჯიშის მეთოდებისა და პერიოდიზაციის ციკლების შეტანა, ხელს უწყობს ვარჯიშის ეფექტურობასა და მის მიმართ ინტერესისა და მოტივაციის შენარჩუნებას.

დატვირთვის შემცირებას და ვარჯიშის დატვირთვის სათანადო განაწილება, გარემოს სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ოპტიმალური შედეგების მიღწევაში.

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით: 

1. კლიმატური პირობების გათვალისწინება: კლიმატურმა პირობებმა, როგორიცაა: მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, სიცივე ან დიდი სიმაღლე, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ფიზიოლოგიურ დატვირთვაზე ვარჯიშის დროს. მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების გათვალისწინება და ვარჯიშის პროგრამის ადაპტირება შესაბამისად. მაგალითად, მაღალ ტემპერატურაზე უმჯობესია ვარჯიში დღე-ღამის გრილ პერიოდში, დასვენების პერიოდების გაზრდა და საკმარისი დატენიანების უზრუნველყოფა.

2. ბალანსი ვარჯიშსა და აღდგენას შორის: გარემო სტრესორებს, როგორიცაა: არასაკმარისი ძილი, ცუდი კვება, ემოციური ფაქტორები ან მუშაობის მაღალი ინტენსივობა, შეუძლია სხეულის საერთო დატვირთვის გაზრდა. მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების გათვალისწინება და ვარჯიშებს შორის საკმარისი დროის გამოყოფა აღდგენისათვის. დღეების დაგეგმვა უფრო მსუბუქი ვარჯიშით ან დასვენების სრულფასოვანი პერიოდები ხელს შეუწყობს საერთო გადაღლილობის თავიდან აცილებას.

3. მოქნილობა: მოულოდნელი სტრესული ფაქტორების შემთხვევაში, როგორიცაა: საგანგებო გარემოებები ან სამუშაო გრაფიკის ცვლილება, მნიშვნელოვანია, რომ მოქნილად შეგეძლოთ ვარჯიშების დაგეგმვა. ვარჯიშის გეგმის რამდენიმე ვერსია გაგიადვილებთ ცვალებად პირობებთან შეწყობას. მაგალითად, შეგიძლიათ შეამციროთ ვარჯიშის ხანგრძლივობა, შეცვალოთ ინტენსივობა ან მომდევნო დღეს განაახლოთ ვარჯიში.

4. მოუსმინეთ თქვენს სხეულს: მნიშვნელოვანია ისწავლოთ თქვენი სხეულის სიგნალების მოსმენა და მათზე რეაგირება. თუ გრძნობთ ძლიერ ფიზიკურ ან ემოციურ გამოფიტვას, დაღლილობას ან სტრესის მიმართ ჰიპერმგრძნობელობას, თქვენ გჭირდებათ დატვირთვის შემცირება.

ტალღური და ხაზოვანი პერიოდიზაცია არის სპორტსა და ფიტნესში სასწავლო პროცესის ორგანიზების ორი განსხვავებული მიდგომა. ისინი გამოიყენება სხვადასხვა მიზნის მისაღწევად და გამოირჩევა საკუთარი მახასიათებლებით.

1. წრფივი პერიოდიზაცია: y წრფივი პერიოდიზაცია გულისხმობს სავარჯიშო ციკლის ფაზებად დაყო ფას, რომელშიც ვარჯიშის ინტენსივობა იზრდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო ვარჯის მოცულობა ნაკლებია

ჩვეულებრივ, წრფივი პერიოდიზაცია მოიცავს დაგროვების (აკუმულაცი ის), ინტენსიფიკაციისა და შეჯიბრე ბისთვის მომზადების ფაზებს; y ეს მეთოდი საშუალებას აძლევს სპორტსმენს თანდათან გაზარდოს ფიზიკური ფორმა და შეჯიბრებებისთვის მზადყოფნა.

2. ტალღური პერიოდიზაცია: y ტალღური (არაწრფივი პერიოდიზა ცია) გულისხმობს ვარჯიშის ინტენსივობისა და მოცულობის ცვლილებას ერთი კვირის ან მიკროციკლის განმავლობაში; y ამ მეთოდში ყურადღება გამახვილებულია ვარჯიშის დატვირთვების ციკლურობასა და ცვალებადობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაქანცვის თავიდან აცილებასა და ვარჯიშის სტიმულებთან ადაპტაციის გაუმჯობესებას; y ვარჯიშის პარამეტრები იცვლება სპორტსმენის მიმდინარე ფიზიკური მდგომარეობისა და მიზნების მიხედვით და ამან შეიძლება ვარჯიშის პროცესი უფრო მოქნილი გახადოს.

3. საპირისპირო პერიოდიზაცია: ამ სავარჯიშო ციკლის დროს ყურა დღება ეთმობა მოცულობას და არა – ინტენსივობას. იზრდება ვარჯიშის მოცულობა და აკლდება ინტენსივობა. არჩევანი ამ მეთოდებს შორის დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ მიზანზე, მომზადების დონესა და ინდივიდუალურ უპირატესობებზე. ზოგი სპორტსმენი და მწვრთნელი ამჯობინებს ორივე მეთოდის კომბინაციას საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ასევე მნიშვნელოვანია სპორტსმენის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საჭიროებების გათვალისწინება, კონსულტაცია გამოცდილ მწვრთნელთან ან ფიზიკური მომზადების სპეციალისტთან, ვარჯიშის საუკეთესო სტრატეგიის შემუშავების მიზნით. სავარჯიშო პროგრამის მოცულობა, ტონაჟი და სტრუქტურა ვარჯიშის და გეგმვის მნიშვნელოვანი ასპექტებია.

აქ მოცემულია თითოეული კონცეფციის ახსნა:

1. ვარჯიშის მოცულობა: ვარჯიშის მოცულობა არის ვარჯიშის დროს შესრულებული სამუშაოს რაო დენობა. იგი განისაზღვრება ვარჯიშების, გამეორებების, მისვლების საერთო რაოდენობითა და ვარჯიშის საერთო დროით. მაღალი მოცულობის ვარჯიში, ჩვეულებრივ, მოიცავს მეტ ვარჯიშს, გამეორებას და მისვლას და ვარჯიშის უფრო ხანგრძლივ დროს. ვარჯიშის მოცულობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვარჯიშის მიზნების, მომზადების დონისა და ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით.

2. ვარჯიშის ტონაჟი: ვარჯიშის ტონაჟი დაკავშირებულია ვარჯიშში გამოყენებულ საერთო წო ნასთან. იგი განისაზღვრება ვარჯიშის დროს აწეული ან გამოყენებული ყვე ლა სიმძიმის საერთო წონით. ვარჯიშის ტონაჟი შეიძლება იყოს მაღალი, თუ გამოიყენება მძიმე წონა და ინტენსიური ვარჯიშები, ან დაბალი – თუ გამოიყენე ბა მსუბუქი ან საკუთარი სხეულის წონა. ვარჯიშის ტონაჟი შეიძლება დარეგულირდეს ვარჯიშის მიზნებისა და სიძლიერის დონის მიხედვით.

სავარჯიშო პროგრამის ტონაჟის გა მოთვლა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა: გამეორებების რაოდენობა, გამოყენებული აღჭურვილობის წონა და მისვლების რაოდენობა. აქ მოცემულია მარტივი ფორმულა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ტონაჟის გამოსათვლელად: ტონაჟი = (აღჭურვილობის წონა) × (გამეორებების რაოდენობა) × (მისვლების რაოდენობა) მაგალითად, თქვენ ასრულებთ ვარჯიშს შტანგით და იყენებთ 50 კგ-იან წონას, 10-ჯერ იმეორებთ და აკეთებთ

3 მისვლას. ტონაჟი ასე დაანგარიშდება: ტონაჟი = 50 კგ x 10 გამეორება x 3 მისვლა; ტონაჟი = 1500 კგ. ამრიგად, ამ შემთხვევაში ვარჯიშის ჯამური ტონაჟია 1500 კგ. ტონაჟის გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფორმულა თქვენი სავარჯიშო პროგრამის ყველა ვარჯიშისთვის.

ეს საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ ვარჯიშის დროს შესრულებული დატვირთვის რაოდენობას და აკონტროლოთ თქვენი პროგრესი. განმავითარებელი და მატონიზირე ბელი ვარჯიშები:

განმავითარებელი ვარჯიში: განმავითარებელი (ასევე ცნობილი, როგორც ძალისმიერი ან ფიზიკური შე საძლებლობების განვითარების – ფუნქციური ტრენინგი) ვარჯიში მიზნად ისახავს ორგანიზმის სიძლიერის, გამ ძლეობის, სიჩქარის და/ან მოქნილობის გაზრდას. ჩვეულებრივ, ეს გულისხმობს ისეთი სიმძიმეების გამოყენებას, როგორიცაა: ჰანტელები, შტანგები, ტრენაჟორები, ელასტიკური ლენტები და წინააღმდეგობის შესაქმნელად და კუნთებსა და ქსოვილებში ადაპტაციური ცვლილებების გამოწვევისთვის გამიზნული სხვა აღ ჭურვილობა.

განმავითარებელი ვარჯიში ხელს უწყობს ფიზიკური ფუნქციური უნარების განვითარებას.

მატონიზირებელი ვარჯიში: მატონიზირებელი (ცნობილი, როგორც აღდგენითი ვარჯიში ან ფორმის შენა რჩუნებისთვის) ვარჯიში მიზნად ისახავს საერთო ფიზიკური ფორმის შენარჩუნე ბას და გაუმჯობესებას, გამძლეობისა და ენერგიის გაზრდას. ჩვეულებრივ ის მოიცავს აერობულ ვარჯიშებს, როგორიცაა: სირბილი, სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება ან საშუალო/დაბალი ინტენსივობის ვარჯიშს წონებით. ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას, სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებასა და საერთო გამძლეობის გაზრდას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ორი ტიპის ვარჯიში არ არის ურთიერთგამომრიცხავი, ბევრი სავარჯიშო პროგრამა შეიძლება შეიცავდეს განმავითარებელი და მატონიზირებელი ვარ ჯიშების ელემენტებს.

კომბინირებუ ლი მიდგომა შეიძლება ეფექტიანი იყოს სხვადასხვა ფიზიკური მიზნის მისაღწევად და ზოგადი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად. ვარჯიშის პროგრამების ციკლები

1. მიკროციკლი: მიკროციკლი არის უმოკლესი დროის ინტერვალი სასწავლო პროგრამაში, რომელიც, ჩვეულებრივ, მოიცავს რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე პერიოდს. მიკროციკლის ფარგლებში იქმნება ვარჯიშის კონკრეტული მოცულობა და ინტენსივობა. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირიანი ფოკუსირება ვარჯიშის კონკრეტულ ასპექტზე ან აღდგენის ფაზა ინტენსიური დატვირთვების შემდეგ. მაგალითად, თუ თქვენ ასრულებთ ძალის მიერ ვარჯიშს, მიკროციკლი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე დღეს – ძალის მუშაობაზე ფოკუსირებით და რამდენი მეს – აღდგენისათვის.

2. მეზოციკლი: მეზოციკლი არის ვარჯიშის პროგ რამის შემდეგი დონე, რომელიც საშუალო დროის ინტერვალია, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვე მდე. მეზოციკლში, როგორც წესი, გა ნისაზღვრება ვარჯიშის კონკრეტული მიზნები და მიმართულობა. მაგალითად, მეზოციკლი შეიძლება გამიზნული იყოს ძალის, გამძლეობის გაზრდაზე ან კონ კრეტულ სფეროში უნარების გაუმჯობესების სპეციალურ ვარჯიშებზე. მეზოციკლები შეიძლება განსხვავდებოდეს ხანგრძლივობითა და ინტენსივობით, სპორტსმენის სპორტული მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. 3. მაკროციკლი: მაკროციკლი არის სავარჯიშო პროგ რამის უმაღლესი დონე, რომელიც გამოირჩევა ყველაზე ხანგრძლივი დროის ინტერვალით, ჩვეულებრივ, რამდენი მე თვიდან ერთ წლამდე.

იგი მოიცავს სპორტსმენის განვითარების ზოგად კონცეფციას და გეგმას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაკროციკლი შეიძლება დაიყოს რამდენიმე მეზოციკლად, რომელშიც თითოეული მიმართულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე და მოიცავს მიკროციკლებს, რომლებიც არეგულირებს ვარჯიშის დეტალებს მო კლე დროში. მაგალითი: ვთქვათ, თქვენი მიზანია, გაირბინოთ 10 კმ.

თქვენი მაკროციკლი შეიძლება გაგრძელდეს მთელი წელი და მოიცვას სხვადასხვა მეზოციკლი, როგორიცაა: საბაზისო გამძლეობა, ტემპის გაზრდა, გაძლიერება და შეჯიბრებისათვის მომზადება. თითოეული მეზოციკლის შემადგენლობაში იქნება კონკრეტული მიკროციკლები, რომლებშიც იმუშავებთ ვარჯიშის კონკრეტულ ასპექტებსა და დასვენებაზე – ოპტიმალური პროგრე სისა და გადაქანცვის თავიდან ასაცი ლებლად.

ასე რომ, მიკრო-, მეზო- და მაკროციკლები გაერთიანებულია ვარჯიშის პროგ რამის ერთ სტრატეგიულ დაგეგმვაში, რაც ხელს უწყობს გარკვეული სპორტუ ლი მიზნების მიღწევას და უზრუნველყოფს პროგრესს და მრავალფეროვნებას ვარჯიშში.

სტატიაში გაანალიზებულია სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის ონკოლოგიური პროფილის  კლინიკებში ჩატარდა

სტატიაში გაანალიზებულია სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის ონკოლოგიური პროფილის  კლინიკებში ჩატარდა
#post_seo_title

 

საერთაშორისო გამომცემლობა Sage-ს ჟურნალში: “Breast Cancer: Basic and Clinical Research” გამოქვეყნდა კლინიკა “კონსილიუმ მედულას” ონკოფსიქოლოგის და ფსიქიატრის, თამარ კახნიაშვილის სტატია “კორელაცია სოციო-დემოგრაფიულ მახასიათებლებსა და დეპრესიას შორის  ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში: მულტიცენტრული, ჯვარედინ-სექციური კვლევა“.

სტატიაში გაანალიზებულია სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის ონკოლოგიური პროფილის  კლინიკებში ჩატარდა: კლინიკა “კონსილიუმ მედულა”, კავკასიის მედიცინის ცენტრი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა. 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 207 პაციენტი ქალი, რომლებიც ონკოლოგის მეთვალყურეობით აქტიურად მკურნალობდნენ. პაციენტების საშუალო ასაკი 53 წელია, ქორწინებაში იმყოფებოდა 131 ქალი (63,2%), 207 პაციენტიდან დასაქმებული იყო 92 (44.5%), მათგან მხოლოდ 14.5%-ს ჰქონდა ადეკვატური ფინანსური სტატუსი.

კვლევამ გამოავლინა, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების თითქმის ნახევარს (42%) აქვს სხვადასხვა სიმძიმის დეპრესიული სიმპტომები, მათგან 15%-ს აღენიშნება საშუალო/ მძიმე დეპრესიული სიმპტომატიკა და საჭიროებს პროფესიულ დახმარებას. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია გამოვლინდა დეპრესიას  და ფინანსურ სტატუსს, უმუშევრობას, განათლების დონეს შორის.

კვლევის  მიგნებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში ფსიქო-სოციალური ფაქტორების მნიშვნელობას.
კვლევა ღირებულია, როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ონკოპაციენტების მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე კილაძემ. კვლევაში მონაწილეობდა, ასევე, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი.

„კონსილიუმ მედულა“

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.
#post_seo_title

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

კონფერენციაზე სახელმწიფოს მხრიდან დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის შედეგები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია; სახელმწიფოს ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევების 70%- მდე შემცირება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და ასევე – სამკურნალო მედიკამენტებს, მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, 2024 წელს, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8 515 000 ლარით დაფინანსდა – 35 404 სამედიცინო მომსახურება.

„ქვეყანაში დანერგილია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის და ხანმოკლე რეჟიმებით მკურნალობის, უახლესი მეთოდები, რამაც ხელი შეუწყო მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას; გაფართოვდა ტუბერკულოზური ინფექციის პრევენციული მკურნალობა; დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული რენტგენო-დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც ხელს უწყობს ტუბერკულოზის დროულ გამოვლენას, ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში; მიმდინარეობს ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენისთვის სკრინინგი რისკ-ჯგუფებში, რენტგენო-დიაგნოსტიკური სისტემით აღჭურვილი ავტომობილის გამოყენებით.

2025 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია – „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“. ტუბერკულოზის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მ.შ. პაატა იმნაძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

კონფერენციას, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ. ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად
#post_seo_title

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად.

ბუნებაში დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ძალიან დაკავებული ხართ…

ამ დროს — საჭიროა ერთ საათიანი ყოფნა ბუნებაში.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,გვირჩევს, რომ ბუნება ასუფთავებს გონებას, ამშვიდებს გულს და გვაბრუნებს საკუთარ თავთან. ნუ დაგავიწყდებათ ყველაზე ბუნებრივი თერაპია — ბუნება თავადაა მკურნალი.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights