როგორ მუშაობს ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ?


პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილია დედა უგონო მდგომარეობაშია. ლუგარის ლაბორატორიიდან პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა. დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებულ მასაში პირველადი კვლევით სალმონელა ამოითესა. კვლევები გრძელდება.
სახლში მომზადებული საკვების პოპულარობა ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება. თუმცა ბევრი ოჯახი არ ითვალისწინებს, რომ ცივი სეზონისთვის მომარაგებული კონსერვები შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკს შეიცავდეს. ბოტულიზმი და სალმონელოზი — ეს ორი დაავადება, რომლებიც ხშირად სახლში დამზადებული საკვებით გადაეცემა, სრულიად განსხვავებული ფორმით აზიანებს ორგანიზმს.
ბოტულიზმი არ არის ბაქტერიული ინფექცია კლასიკური გაგებით. ეს ტოქსიკოზია, ანუ მოწამვლა ძლიერ შხამზე რეაქციის შედეგად. პრობლემა ის არის, რომ საკვები უკვე შეიცავს ტოქსინს, ბაქტერიის მიერ გამოყოფილ ეგზოტოქსინს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერებაა ბუნებაში.
ბოტულინის ტოქსინი იმდენად ძლიერია, რომ მცირე დოზაც კი საკმარისია უმძიმესი კლინიკური სურათის განვითარებისთვის. მკურნალობა თითქმის არ არსებობს — ერთადერთი გამოსავალია სპეციალური შრატი, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ დროულად ჩაერევიან სპეციალიზებული კლინიკიდან.
სხვადასხვა ტიპის ბოტულინის ბაქტერია არსებობს (მთლიანობაში — 5 ფორმა), რომელთა ნაწილი მაღალ ტემპერატურაზეც არ იშლება. მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვი, რომელიც შეიძლება მთელი საათით ვადუღოთ და მაინც შეიცავდეს აქტიურ ტოქსინს — შედეგად არ რჩება ვიტამინები, არანაირი სასარგებლო ნივთიერება, და მაინც არსებობს მოწამვლის საფრთხე.
ბოტულინის ბაქტერია სპორის სახით ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში. ეს სპორები იმდენად გამძლეა, რომ უძლებს:
გაყინვას
ადუღებას
მზის სხივებს
საფრთხე იწყება მაშინ, როცა სპორა უჟანგბადო გარემოში ვეგეტატიურ, აქტიურ ფორმაში გადადის. ასეთ პირობებს ქმნიან:
კონსერვები
შებოლილი ხორცი
ყველი
თევზი
შებოლვის ან არასწორი სტერილიზაციისას იშვიათად, მაგრამ შეიძლება შხამის გამომუშავება უშუალოდ ქილაში დაიწყოს, რაც სიცოცხლისთვის უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს. და რაც ყველაზე საგანგაშოა – საკვები ვიზუალურად არაფრით არ განსხვავდება: სუნი, გემო, ფერი — უცვლელი რჩება.
🔴 არ გააკეთოთ კონსერვები სახლის პირობებში, განსაკუთრებით ნიადაგთან კონტაქტში მყოფი ბოსტნეულით (ბადრიჯანი, ლობიო, მარწყვი და სხვა).
🔴 მინიმუმამდე დაიყვანეთ შებოლილი პროდუქტის სახლში შენახვა, თუ არ ხართ დარწმუნებული მისი უსაფრთხოებაში.
🔴 მოერიდეთ იმ პრაქტიკას, რომ ქილაში დამატებული რაიმე “წამალი” დაიცავს მას გაფუჭებისგან — ბოტულინის შხამზე ეს გავლენას არ ახდენს.
რას შეიძლება, გამოეწვია ბავშვის უეცარი გარდაცვალება და დედის ასეთი მდგომარეობა, შესაძლო მიზეზებსა და ზოგად საჭირო რეკომენდაციებზე ტოქსიკოლოგი, მარინა გიორგობიანი გადაცემაში “პირველამდე” საუბრობს:
„სამწუხაროდ, ასეთი საკითხების განხილვა ექსპერტიზის დამთავრებამდე უხერხულია. მაგრამ, კონსერვების, ზამთრისთვის მარაგების შევსების სეზონი მოვიდა. ბოტულიზმი და სალმონელოზი საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს ანუ მოწამვლებს მიეკუთვნება. ბოტულიზმი ტოქსიკოზია, სალმონელოზი ტოქსიკოინფექცია. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, რომ ტოქსიკოზები გაცილებით უფრო მძიმე პათოლოგიას წარმოადგენს. ტოქსიკოზი არის ის კვებითი ინტოქსიკაცია, რომელიც შხამითაა გამოწვეული და არა ბაქტერიით. ორგანიზმში შედის ბაქტერია ისეთი სახით, რომ მას უკვე ბოტულინის შხამი, ეგზოტოქსინი აქვს გამოყოფილი და ის იწვევს მოწამვლას. ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია და მისი ლეტალობა ძალიან მაღალია. მკურნალობა არ არსებობს. მხოლოდ არის შრატი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მაშინვე მიხვდება, რომ საქმე ბოტულიზმთან გვაქვს და პაციენტს მაშინვე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. 5 ტიპი არსებობს და ხუთივეს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყონ.
ბოტულინის 5 სახეობიდან ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე არ კვდება. მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვია გაკეთებული. ის 1 საათი რომ ვადუღოთ, აქვს ფასი? აღარც ვიტამინებია, აღარც სასარგებლო ნუტრიენტები. თუ 1 საათი ვადუღებთ, შეიძლება ტოქსინი დაიშალოს. შეიძლება, არც დაიშალოს. გააჩნია დოზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ბინის პირობებში იმ კონსერვების გაკეთებისაგან თავი შეიკავოს, რომლებიც საშიშია. მიწის, ნიადაგის მცირე ნამცეციც რომ იყოს, რომელშიც კლოსტრიდიუმის ჩხირია, ძალიან სახიფათოა. ის ნიადაგში სპორის სახითაა. გაყინვას, ადუღებას, მზის სხივებს, ყველაფერს უძლევს. ბოტულიზმის გამოწვევა შეუძლია არა სპორას, არამედ ვეგეტატიურ ფორმას, რომელსაც სპორიდან ამ ფორმაში გადასვლა მხოლოდ უჟანგბადო არეში შეუძლია. უჟანგბადო არე კი ან სტერილიზაციით წარმოიქმნება ან ხორცის, ყველის, თევზის შებოლვით. შებოლვის დროსაც უჟანგბადო არე იქმნება. სპოროვანი ფორმა ვეგეტატიურ ფორმაში გადადის და ვეგეტატიური ფორმა შხამის პროდუქცირებას იწვევს.
ასევეა, შებოლილი ხორციც, ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, ნიადაგის უმცირესი ნაწილაკებითაც კი იყოს დაბინძურებული.
მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რას ვეძახით პროდუქტების ძალიან კარგად გარეცხვას. მეორეც, რატომ ვიგდებთ თავს ასეთ საფრთხეში? იყო შემთხვევა, მწვანე ლობიოთი სკოლის დირექტორი, თავისი მასწავლებლებით მოიწამლა და გარდაიცვალა.
მარწყვის კომპოტი ისეთივე საშიშია, როგორც ბადრიჯნის კონსერვი, რადგან ის ნიადაგთან კავშირშია. ვაშლის ნაკლებად საშიშია. მაგრამ, რატომ უნდა გავაკეთოთ? ვაშლი ზამთარშიც ხომ არის?
სეზონური კვება საუკეთესოა. იქ არის ყველა ის ნუტრიენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. კომპოტებში ვიტამინები აღარ არის. თავს ნუ მოვიტყუებთ. კომპოტები, ძირითადად, ნახშირწყლებია.
მწნილების სტერილიზაცია არ შეიძლება. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ სპორა ასეთ ქილაში მოხვდეს, შემდეგ ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროსაც კი ქილის შიგთავსი ფორმას, გემოს, სუნს არანაირად არ იცვლის. შევთანხმდეთ, რომ ბოტულიზმი ძალიან საშიშია. თუ ვერ მივუსწარით და ვერ მივხვდით, რომ ბოტულიზმია, ინფექციურ კლინიკაში სპეციფიკური მკურნალობა თუ არ დავიწყეთ, პაციენტი დაიღუპება.
კონსერვების დროს იმ წამლის გამოყენება, რომელიც, მოსახლეობის აზრით მას გაფუჭებისგან დაიცავს, არაფერს აკეთებს. შესაძლოა, მაინც გაფუჭდეს. თუ ბოტულიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით, ანაერობული, უჟანგბადო არე არ უნდა შეიქმნას, რომ არ მივცეთ სპორას იმის საშუალება, ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. ვეგეტატიური ფორმა იძლევა იმ შხამს, რომელიც საშინელ შედეგს იწვევს.
ინკუბაციური პერიოდი 24 საათიც ყოფილა. დაიწყება ისეთი პროცესები, რომლებიც აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს. ეს ზემოდან ქვემოთ წამოსული დამბლებია. ნერვულ დაბოლოებებსა და შემდგომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მთლიანად თიშავს. პირველი, რაც უნდა შეამჩნიოთ, ზედა ქუთუთოს დაშვებაა. შემდეგ, შესაძლოა, პაციენტს ერთი გუგა გაფართოებული ჰქონდეს, მეორე შევიწროებული. ან ორივე გაფართოებული იყოს. შეიძლება, ადამიანს გაორებული მხედველობა ჰქონდეს. შემდეგ ხმის ჩახლეჩა იწყება. პაციენტს ყლაპვა უძნელდება, სუნთქვა ჩერდება, გულიც ჩერდება და ავადმყოფი იღუპება.
კუჭის ამორეცხვა არ შეიძლება. ერთადერთი, რითაც შეიძლება, ადამიანი გადავარჩინოთ, არის ის, რომ სასწრაფოდ ინფექციურ კლინიკაში გადავიყვანოთ.
სიმპტომები, 2, 4, 6 საათის და როგორც აღვნიშნე, 24 საათის შემდეგაც კი გამოვლენილა. თუმცა, უფრო ხშირად, სიმპტომები პროდუქტის მიღებიდან 2-3 საათში იწყება. ძალიან ძლიერი შხამია, საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, 27% მაინც დაიღუპოს.
სალმონელოზი ტოქსიკოინფექციაა. ასეთ დროს ორგანიზმში ტოქსინი კი არ შედის, არამედ ბაქტერია, რომელიც ნაწლავებში მრავლდება, იღუპება და ამას ენდოტოქსინი ჰქვია. ლეტალობა დაბალია. თუ დიდი დოზა არ არის, ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან მცირეა. საფრთხილოა იმ ადამიანებთან, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ.
სალმონელოზი ნაკლებად საშიშია, მაგრამ უსაფრთხო არ არის.“
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე.
პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
16 ივლისს, 2025 წელს, ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის როლი ჰოსპიტალში“, რომელსაც გაუძღვება თათია გოჩაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ეს ტრენინგი წარმოადგენს Accreditation Canada-ის უწყვეტი პროფესიული განათლების (CME) პროგრამის ნაწილს და გათვლილია საქართველოს კლინიკების ფართო აუდიტორიაზე.
პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი (Patient Experience Officer /Patient Relations Coordinator ) წარმოადგენს ჰოსპიტლის ერთ-ერთ ახალ ფუნდამენტურ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს:
“პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი არ არის, უბრალოდ, ადმინისტრაციული ფუნქცია — ეს არის კულტურული ელემენტი, რომელიც ქმნის ნდობას, გამჭვირვალობას და მაღალ კლინიკურ ეფექტიანობას.”
— თათია გოჩაძე, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი
საქართველოში დღემდე ნაკლებად არის გააზრებული აღნიშნული როლის ღირებულება. პაციენტების უკმაყოფილება ხშირად იზრდება კომუნიკაციის ნაკლებობის, ინფორმაციის გაურკვევლობის ან ემპათიის არქონის გამო. ბევრი ჰოსპიტალი არ ფლობს კონკრეტულ მექანიზმს უკუკავშირის ან კონფლიქტის პრევენციისთვის.
Accreditation Canada სტანდარტებით, ეს პოზიცია სავალდებულოა როგორც კლინიკური ხარისხის, ასევე მომსახურების უწყვეტობის თვალსაზრისით.
“საქართველოში საჭიროა კლინიკური პროცესების ჰუმანიზაცია. პაციენტის ხმა სისტემაში უნდა ისმოდეს — და სწორედ ეს არის კოორდინატორის მისია.”
— თათია გოჩაძე
Accreditation Canada მოითხოვს, რომ ყველა დაწესებულებაში არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც:
პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი სწორედ ამ სისტემური ცვლილების რგოლია. მისი როლი აკრედიტაციის პროცესში გამოკვეთილად იზრდება.
“გამართულ სისტემაში არავინ უნდა დარჩეს ხმის გარეშე. პაციენტი არ არის სტატისტიკა — ის არის ცენტრი და მის გარშემო უნდა მუშაობდეს გუნდი.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ტრენინგზე განხილული იქნება:
ტრენინგი განკუთვნილია კლინიკების მენეჯერებისთვის, ხარისხის ოფიცრებისთვის, სოციალური მომსახურების დეპარტამენტისთვის, ადმინისტრაციული გუნდებისთვის და კომუნიკაციის კოორდინატორებისათვის.
📅 თარიღი: 16 ივლისი, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (ბმული დაემატება)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge
დამატებითი რესურსები:
#პაციენტთანურთიერთობა #PatientExperience #AccreditationCanada #თათიაგოჩაძე
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi #accreditationge #აქხარისხია
#პაციენტუსაფრთხოება #CME #სამედიცინო_ხარისხი #PatientCentredCare #ჰოსპიტლისკომუნიკაცია
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
18 ივლისს, 2025 წელს, ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო დაწესებულებების PR ონლაინ მედიაში“, რომელსაც წარუძღვება თათია გოჩაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ეს ტრენინგი წარმოადგენს CME სერტიფიცირებულ პროგრამას, რომელიც შემუშავებულია Accreditation Canada-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.
სამედიცინო დაწესებულებების რეპუტაცია ციფრულ ეპოქაში არა მხოლოდ კლინიკურ შედეგებზე, არამედ ეფექტურ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია განსაზღვრავს:
“დღეს უკვე საკმარისი არ არის მხოლოდ კარგი მკურნალობა — კლინიკას სჭირდება კარგი ამბის ეფექტურად მოყოლა. სწორედ აქ იწყება პროფესიონალური PR ჰოსპიტალში.”
— თათია გოჩაძე, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი
ბევრ კლინიკაში PR ფუნქცია ან არ არსებობს, ან ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. არ არსებობს კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმა, მედიის პროტოკოლი, ვერც სოციალური ქსელების მართვის სტრატეგია. მედიკო-კომუნიკაციური გარღვევები კი ხშირად ვლინდება საყოველთაო განხილვებში.
“სამედიცინო PR არ უნდა მოქმედებდეს მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უკვე მოხდა. უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც მუშაობს პრევენციულად, მუდმივად და ეთიკურად.”
— თათია გოჩაძე
Accreditation Canada მოითხოვს PR-ის კომპონენტის არსებობას დაწესებულების ადმინისტრაციასა და ხარისხის სისტემაში. სტანდარტების მიხედვით, PR სისტემას უნდა ჰქონდეს:
ტრენინგზე განხილული იქნება:
ტრენინგი განკუთვნილია PR მენეჯერებისთვის, ადმინისტრაციული გუნდისთვის, კლინიკური მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის და ხარისხის ოფიცრებისთვის.
📅 თარიღი: 18 ივლისი, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (ბმული დაემატება)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge
დამატებითი რესურსები:
#ჰოსპიტლისPR #სამედიცინოკომუნიკაცია #AccreditationCanada #თათიაგოჩაძე
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi #სამედიცინოPR #accreditationge
#აქხარისხია #ჯანდაცვისრეპუტაცია #CME #მედიაწმენისსტრატეგია
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
Accreditation Canada-ის წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
დღევანდელ მსოფლიოში სამედიცინო ტექნოლოგიების როლი სულ უფრო მეტად იზრდება. სამედიცინო აპარატურა — იქნება ეს მართვის აპარატები, მონიტორინგის სისტემები, თუ დიაგნოსტიკური მოწყობილობები — წარმოადგენს პაციენტის მოვლის პროცესის განუყოფელ ნაწილს.
თუმცა, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა გლობალურად წარმოადგენს პაციენტის ზიანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. WHO-ის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ტექნიკური გაუმართაობა დაკავშირებულია კლინიკური შეცდომების მინიმუმ 15%-თან. WHO – Medical Equipment Maintenance
საქართველოში არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ ბევრ ჰოსპიტალს არ აქვს ჩამოყალიბებული აპარატურის მართვის პოლიტიკა. 2024 წელს ჩატარებულმა შიდა მონიტორინგმა აჩვენა, რომ 50-ზე მეტი ჰოსპიტლიდან:
🧰 “სამედიცინო აპარატურა არ არის მხოლოდ ლითონი ან პროგრამული უზრუნველყოფა — ის პაციენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მექანიზმია. ტექნიკური გუნდის და კლინიკური ჯგუფების სინერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
— ირაკლი ფშინაშვილი, ექსპერტი, Accreditation Canada
სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ონლაინ ტრენინგს თემაზე: „სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მართვა ჰოსპიტალში“. ტრენინგი ტარდება 24 ივნისს, 2025 წელს, 16:00 საათზე, და მას გაუძღვება ირაკლი ფშინაშვილი.
ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილება:
⚙️ “მუდმივი დიალოგი ტექნიკურ და სამედიცინო გუნდებს შორის აუცილებელია. ჩვენ ვერ მივიღებთ უსაფრთხო გარემოს, თუ აპარატურა არ ფუნქციონირებს სწორად, დროულად და დოკუმენტურად.”
— ირაკლი აფშინაშვილი
Accreditation Canada-ის სტანდარტებით განსაზღვრულია:
იხილეთ დეტალურად სტანდარტები: accreditation.ca/standards
“ჩვენი მიზანია, ტექნიკური უსაფრთხოება გახდეს საქართველოში ყველა კლინიკის ყოველდღიური სტანდარტი. საერთაშორისო მოთხოვნები, როგორიცაა ისინი, რასაც Accreditation Canada აწესებს, მხოლოდ ქაღალდზე არ არის — ისინი პირდაპირ მოქმედებს პაციენტის სიცოცხლესა და კლინიკის რეპუტაციაზე.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე, წარმომადგენელი საქართველოში, sheniekimi.ge
#სამედიცინოაპარატურა #აკრედიტაცია2025 #AccreditationCanada #სამედიცინოტრენინგი #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #საერთაშორისოაკრედიტაცია #აქხარისხია #დაცულიექიმი #დაცულიპაციენტი #ირაკლიფშინაშვილი #ჰოსპიტალისხარისხი #drpkahakdze
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
2025 წლის 11 ივნისს, 21:00 საათზე, გაიმართა პირველი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „აკრედიტაცია კანადა” – თანამედროვე მოდელის დანერგვა საქართველოში“. ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც წარმოადგენს Accreditation Canada-ს საქართველოში და უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის გაუმჯობესების პროცესებზე.
აკრედიტაციის თანამედროვე მოდელი არ წარმოადგენს მხოლოდ ქულების სისტემას ან შემოწმებას. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს გაუმჯობესებაში, უსაფრთხოების ამაღლებასა და პაციენტის უფლებების დაცვაში.
Accreditation Canada მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ორგანიზაციაა ჯანდაცვის ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების სფეროში. მისი მოდელი ეფუძნება evidence-based მიდგომას და ყოველწლიურად ხდება მისი განახლება პრაქტიკული გამოცდილებისა და კვლევების მიხედვით.
სტატისტიკა:
დამატებით, კანადის მოდელი ინტეგრირებულია ორგანიზაციებთან, როგორიცაა:
Accreditation Canada-სთან ოფიციალური თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო. 2025 წლიდან დაგეგმილია კლინიკების რეგულარული შეფასება საქართველოში. პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს:
“ჩვენი მიზანია არა მხოლოდ აკრედიტაციის მიღწევა, არამედ საქართველოში კლინიკური კულტურის შეცვლა — მეტად პაციენტზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და გუნდურობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.”
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
კითხვა: შეფასების პროცესი რთულია?
პასუხი: შეფასება მოიცავს დოკუმენტაციის, სტრუქტურის, პროცესების და რეალური შემთხვევების ანალიზს. ეს რთულია, მაგრამ არა დასჯის, არამედ განვითარებისთვის გამიზნული პროცესია.
კითხვა: სერტიფიკატი საერთაშორისო დონეზე მოქმედია?
პასუხი: დიახ. “აკრედიტაცია კანადა” აღიარებულია როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ისე ევროპის და აზიის ქვეყნებში.
დამატებით კითხვებზე პასუხები ხელმისაწვდომია Accreditation Canada’s FAQ-ს განყოფილებაში.
აკრედიტაციის დანერგვა ნიშნავს კლინიკის სისტემურ განვითარებას, ხარისხის კულტურის დამკვიდრებას და საერთაშორისო ქსელთან ინტეგრაციას. გეგმის მიხედვით, 2026 წლის ბოლომდე საქართველოში უნდა შეფასდეს მინიმუმ 50 კლინიკა.
დამატებით, დაგეგმილია პარტნიორობა შემდეგ ორგანიზაციებთან:
📧 დამატებითი ინფორმაცია და ჩართულობის სურვილის შემთხვევაში: info@accreditation.ge
🔗 იხილეთ ასევე:
Accreditation Canada
შენიექიმი – ოფიციალური პლატფორმა
Health Standards Organization
WHO – Patient Safety
#AccreditationCanada #სამედიცინოტრენინგი #გიორგიფხაკაძე #sheniekimi
#accreditationge #საერთაშორისოაკრედიტაცია #აქხარისხია #ჯანდაცვისსტანდარტები
#ჰოსპიტალისხარისხი #CME #პაციენტუსაფრთხოება
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
24 ივნისს, 2025 წელს, გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მართვა ჰოსპიტალში“, რომელსაც გაუძღვება ირაკლი აფშინაშვილი — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ტრენინგი ჩატარდება Accreditation Canada-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წარმოადგენს CME სერტიფიცირებულ სასწავლო კურსს.
მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებში აპარატურულ ინციდენტებზე მოდის პაციენტთა უსაფრთხოების დარღვევების მნიშვნელოვანი წილი. WHO და ISQua რეგულარულად ხაზს უსვამენ აპარატურის მართვის სისტემური ჩარჩოს არსებობის აუცილებლობას, განსაკუთრებით განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებში.
ჰოსპიტალში ტექნიკური ინციდენტი შეიძლება გამოწვეული იყოს:
“ტექნიკური უსაფრთხოება ჰოსპიტალში არ იწყება მოწყობილობის შეძენით, არამედ იწყება სტრუქტურით — ვინ, როდის, როგორ და რატომ არის პასუხისმგებელი ამ სისტემაზე.”
— ირაკლი აფშინაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი
საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სტანდარტიზებული სისტემა სამედიცინო აპარატურის რეგისტრაციის, მომსახურებისა და ამორტიზაციის შეფასების პროცესში. ხშირია თვითნებური შესყიდვები ტექნიკური ანალიზის გარეშე.
“ტრენინგის მიზანია კლინიკებმა გაიაზრონ, რომ აპარატურა არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ კლინიკური რესურსია — და მისი მართვა უშუალოდ აისახება პაციენტის შედეგზე.”
— ირაკლი აფშინაშვილი
Accreditation Canada მოითხოვს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდეს:
მოდელი უკვე დანერგილია 35+ ქვეყანაში და გამოიყენება, როგორც პაციენტის უსაფრთხოების მართვის ერთ-ერთი ბირთვული კომპონენტი.
ტრენინგზე განხილული იქნება:
ტრენინგი გათვლილია კლინიკის დირექტორებზე, ბიომედიცინის ინჟინრებზე, ხარისხის ოფიცრებზე და ტექნიკურ მენეჯერებზე.
“საქართველოში აპარატურის მართვის სუსტი წერტილი არის პასუხისმგებლობის დიფუზია. სწორედ აკრედიტაციის სტანდარტები გვაძლევს იმ ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს სისტემურ პასუხისმგებლობას, ეფექტიანობას და, რაც მთავარია, პაციენტის დაცვას.”
📅 თარიღი: 24 ივნისი, 2025
🕒 დრო: 16:00 – 17:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (ბმული დაემატება)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge
დამატებითი რესურსები:
#სამედიცინოაპარატურა #ტექნიკურიმართვა #AccreditationCanada
#ირაკლიფშინაშვილი #გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi
#accreditationge #საერთაშორისოაკრედიტაცია #CME #პაციენტუსაფრთხოება
#სამედიცინო_ხარისხი #ჰოსპიტალისსტანდარტები #ჯანდაცვაშისტანდარტი
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
4 ივლისს, 2025 წელს, გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სასტერილიზაციო, მინიმალური საერთაშორისო სტანდარტი“, რომელსაც გაუძღვება სოფიო ქუთათელაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ტრენინგი ჩატარდება Accreditation Canada-ის სტანდარტებით და წარმოადგენს CME სერტიფიცირებულ პროგრამას.
სტერილიზაცია არა მხოლოდ ტექნიკური პროცედურაა, არამედ სიცოცხლის გადამრჩენი პრაქტიკაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დაბინძურებულ იარაღებზე ან ინსტრუმენტებზე განპირობებული ინფექციები ყოველწლიურად ათასობით პაციენტს აზარალებს.
“სასტერილიზაციო პროტოკოლების არქონა ან მათი შეუსრულებლობა არა მხოლოდ ჰოსპიტალური ინფექციის გავრცელების მიზეზია, არამედ სამართლებრივი და კლინიკური რისკია დაწესებულებისთვის.”
— სოფიო ქუთათელაძე, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი
სტერილიზაციის პროცესის სუსტი წერტილებია:
საქართველოში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ სტერილიზაცია ხშირად აღიქმება როგორც მექანიკური მოვალეობა და არა სისტემური უსაფრთხოების ნაწილი. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰოსპიტალური ინფექციების მინიმუმ 35% უკავშირდება სტერილიზაციის პროცესის დარღვევას. ბევრ კლინიკაში ჯერ კიდევ არ გამოიყენება ბიოლოგიური ან ქიმიური ინდიკატორები რეგულარული მონიტორინგისთვის.
“ტრენინგის მიზანია, საქართველო გადავიდეს რეაქტიური მიდგომიდან პრევენციულ სისტემაზე — სადაც სტერილიზაცია იწყება დაგეგმვით და მთავრდება პასუხისმგებლობით.”
— სოფიო ქუთათელაძე
Accreditation Canada წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის ხარისხის მართვის სფეროში. მისი სტანდარტები შემუშავებულია Health Standards Organization (HSO)-ის მიერ და მათ იყენებენ 35-ზე მეტ ქვეყანაში. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პაციენტზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და სისტემურ მიდგომებს.
სტერილიზაციის მოდულები
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა აკრედიტაციის პროცესში, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყიფე რგოლი პაციენტის უსაფრთხოების ჯაჭვში. აკრედიტაციის ფარგლებში, სტერილიზაციის შეფასება მოიცავს:
“სტერილიზაცია არის კლინიკის პასუხისმგებლობის ინდიკატორი. მისი ხარისხი პირდაპირ აისახება პაციენტის უსაფრთხოებაზე, დაწესებულების რეპუტაციაზე და საბოლოოდ — ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის სანდოობაზე.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ტრენინგი მოიცავს:
ტრენინგი განკუთვნილია კლინიკური დირექტორებისთვის, სტერილიზაციის დეპარტამენტის მენეჯერებისთვის, ტექნიკური ჯგუფისთვისა და ხარისხის ოფიცრებისთვის.
📅 თარიღი: 4 ივლისი, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (დაემატება ბმული)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge
დამატებითი რესურსები:
#სტერილიზაცია #ინფექციებისპრევენცია #AccreditationCanada #სამედიცინოტრენინგი
#სოფიოქუთათელაძე #გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi
#accreditationge #აქხარისხია #CME #პაციენტუსაფრთხოება
#სამედიცინო_ხარისხი #ჰოსპიტალისსტანდარტები #სამედიცინოინფექცია