ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

პაციენტთა საბჭო – მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

#post_seo_title

პაციენტთა საბჭო

2025 წლის 4 აპრილს კლინიკა „პინეოში“ პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსპაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლების, ჩართულობის და ახალი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯივეს ხაზი პაციენტის ხმაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და ისაუბრეს კლინიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე.

 

პინეო

შეხვედრას ესწრებოდნენ:
ნათია გელაშვილი, თამთა გაგნიძე, ნათია ჩილინგარაშვილი, მაკა ბერძენიშვილი, ქეთი ბოჭორიშვილი, მარიამ სულეიმანაშვილი და ირმა ქირია; ასევე – პაციენტთა საბჭოების სამდივნოს წარმომადგენლები იოსებ დემეტრაშვილი და თათია გოჩაძე. Accreditation Canada-ს ექსპერტი სულხან ინაიშვილი.

განხილული თემები:

  • პაციენტთა განათლება:
    საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს კლინიკაში არსებული ბუკლეტები და საინფორმაციო მასალები, თუმცა დააყენეს მათი განახლებისა და სხვადასხვა საჭირო თემით გაფართოების ინიციატივა.
  • კლინიკის ვებგვერდის განახლება:
    განხილვისას გამოიკვეთა პაციენტთა მოლოდინები საიტის ვიზუალური და ფუნქციური გაუმჯობესების შესახებ. საერთო შეხედულება იყო, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ვებგვერდი გაზრდის პაციენტთა კმაყოფილებას.
  • ახალი ფუნქციების დამატება:
    საბჭოს ინიციატივით ვებსაიტზე განხილულ იქნა თვითდაჯავშნის სისტემისა და მომსახურების ფასების გამჭვირვალედ წარმოდგენის საკითხი, რაც, მათი თქმით, პაციენტებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.
  • 9 აპრილი – ონკო-ფსიქოლოგიის დღე:
    კლინიკაში დაგეგმილია სპეციალური აქტივობები. პაციენტებს მიეცემათ უფასო ონკო-ფსიქოლოგის კონსულტაციის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.

პაციენტთა საბჭო „აკრედიტაცია კანადის“ ინიციატივით შეიქმნა და უკვე დანერგილია საქართველოში ყველა იმ კლინიკაში, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით არის აკრედიტებული. საბჭოების მიზანია, პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ კლინიკების განვითარებაზე და საკუთარი ხმა აიმაღლონ ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ - სეს
#post_seo_title

“სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ხელმძღვანელობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სესი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული სტანდარტი მსოფლიოში ყველაზე მკაცრია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.

„2016 წლიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის სტანდარტი 0,05 მკგ/ლ, 0,5 მკგ/ლ-ის ნაცვლად, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.

კოდექს ალიმენტარიუსის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ, ზღვრულად დასაშვები მოქმედი სტანდარტი განისაზღვრება 0,5-ით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს ზღვარი კიდევ უფრო დაწიონ. ევროკავშირის ქვეყნებში ეს ზღვარი უფრო დაბალია, ასეთივე დაბალია ჩვენთანაც. მაგრამ აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიასა და ჩინეთში ზღვრული ნორმა მაღალია და 0,5 მკგ/ლ-ს შეადგენს“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

„დღეს, საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“

ელემენტის ამოღება: საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“ საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“
#post_seo_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ დღეს, საქართველოში, „სოფლის ნობათის“ პროდუქცია, რაც დახლებზე შეგვხვდება, არ არის ის კონკრეტული ხაზი, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა.

„დღეს, საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა ალფატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.

რძე ისეთი კარგი არ არის, როგორც გვეგონა! – პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხსნის, რატომ უნდა ვიფიქროთ რძის პროდუქტების შემცირებაზე

რძე ისეთი კარგი არ არის, როგორც გვეგონა! – პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხსნის, რატომ უნდა ვიფიქროთ რძის პროდუქტების შემცირებაზე
#post_seo_title

რძე ისეთი კარგი არ არის, როგორც გვეგონა! – პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხსნის, რატომ უნდა ვიფიქროთ რძის პროდუქტების შემცირებაზე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ – “სვამე რძე, რომ ძვლები გაგიმაგრდეს!”
მაგრამ ახალი კვლევები და დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნები ამ მითს ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ რძის მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. რატომ გვითხრეს მთელი ცხოვრება საპირისპირო?
1. ძვლების ჯანმრთელობა – რძე შესაძლოა არამხოლოდ უსარგებლო, არამედ მავნებელიც იყოს
კვლევის ავტორი: Michaëlsson K. და სხვები
გამომცემლობა: British Medical Journal (BMJ)
სტატიის სათაური: “Milk intake and risk of mortality and fractures in women and men: cohort studies”
თარიღი: 2014 წლის 28 ოქტომბერი
შინაარსი: შვედეთში 100,000-ზე მეტი ქალისა და მამაკაცის კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც დღეში 3 ჭიქა რძეს სვამდნენ, მოტეხილობის რისკი 60%-ით იზრდებოდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალი იყო.
2. პროსტატის კიბო – მაღალი რძის მოხმარება ზრდის რისკს
კვლევის ავტორი: Fraser G. და სხვები
გამომცემლობა: American Journal of Clinical Nutrition
სტატიის სათაური: “Dairy foods, calcium, and risk of prostate cancer”
თარიღი: 2022 წლის 8 ივნისი
შინაარსი: კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც დღეში 430 გრამ რძეს სვამდნენ, პროსტატის კიბოს რისკის 25%-იანი ზრდა ჰქონდათ, მათთან შედარებით, ვინც თითქმის არ მოიხმარდა რძეს.
3. ლაქტოზის აუტანლობა – მსოფლიო მოსახლეობის 65%-ს რძე ავნებს
წყარო: National Institutes of Health (NIH)
სტატიის სათაური: “Lactose Intolerance – Definition & Facts”
შინაარსი: ადამიანთა დაახლოებით 65%-ს მსოფლიოში არ შეუძლია ლაქტოზის მონელება, რაც იწვევს მუცლის შებერილობას, ტკივილსა და დიარეას. ეს არ არის ალერგია, არამედ ბუნებრივი მდგომარეობა ზრდასრულობაში.
4. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – რძის ცხიმები არტერიებს აზიანებს
კვლევის ავტორი: de Souza R. და სხვები
გამომცემლობა: British Medical Journal (BMJ)
გიორგი ფხაკაძე, “Saturated and trans fats and risk of all-cause mortality, cardiovascular disease, and diabetes”
თარიღი: 2015
შინაარსი: რძის ცხიმები, მათ შორის გაჯერებული ცხიმები, დაკავშირებულია გულის დაავადებების და საერთო სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან. ავტორები გვირჩევენ, რომ გაჯერებული ცხიმების შემცირება დადებითად აისახება გულზე.
5. ტიპი 1 დიაბეტი – რძეს ბავშვებში შეიძლება აუტოიმუნური რეაქცია გამოეწვიოს
კვლევის ავტორი: Lamb M.M. და სხვები
გამომცემლობა: The Lancet
სტატიის სათაური: “Dietary factors and risk of islet autoimmunity and type 1 diabetes”
თარიღი: 2022
შინაარსი: კვლევა მიუთითებს, რომ რძის მოხმარება ბავშვებში შეიძლება გააქტიურებდეს იმუნურ სისტემას და გამოიწვიოს კუნძულოვანი უჯრედების დაზიანება, რაც ტიპი 1 დიაბეტის გამომწვევია.
6. ინდუსტრიის გავლენა – რატომ გვიქმნიან რძეზე ცრუ მოლოდინს?
ექსპერტის მოსაზრება:
პროფესორი ვალტერ ვილეტი (Harvard T.H. Chan School of Public Health) აცხადებს, რომ რძის რეკლამები, რომლებიც გვარწმუნებენ მის აუცილებლობაში, მაღალი ინტერესის მქონე ინდუსტრიების მიერაა მართული.
ციტატა:
„არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება, რომ რძე აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის. თუმცა რძის ინდუსტრია დიდ ფულს ხარჯავს რეკლამებზე, რათა საზოგადოებას საპირისპირო უთხრას.“
წყარო: Harvard T.H. Chan School of Public Health
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„დღეს უკვე საკმარისად გვაქვს მტკიცებულება, რომ რძის “სავალდებულო” მოხმარება მითი იყო – და ამ მითის უკან ინდუსტრიული და ეკონომიკური ინტერესები იდგა. ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოებას მიაწოდოს რეალური ინფორმაცია და არა რეკლამებით გაჟღენთილი შინაარსი.“
დასკვნა:
რძე შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგრამ აუცილებელი არ არის. თქვენ შეგიძლიათ კალციუმი, პროტეინი და D ვიტამინი მიიღოთ სხვა გზებითაც – მაგალითად: სეველინა, ბროკოლი, სოიოს პროდუქტი, ნუში და მზის სინათლე.
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობის რჩევები მტკიცებულებაზე დაყრდნობით:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში.
გააზიარე ეს სტატია მეგობრებთან – ჯანმრთელობა იწყება ცოდნით!

სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?

სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?
#post_seo_title

სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს უახლეს მეცნიერულ მიგნებებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოზიციას
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
დეილიმეილის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ახალ ვაქცინაზე, რომელიც შესაძლოა სიმსუქნის წინააღმდეგ ეფექტიანი იყოს – იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შეეძლოს ჭამოს, რაც უნდა და ამავდროულად წონა არ მოიმატოს.
რას ამბობს მეცნიერება?
ეს იდეა ეფუძნება ჰორმონ გრელინის (ghrelin) მოქმედების ბლოკირებას. გრელინი ასტიმულირებს მადას და აფერხებს ენერგიის ხარჯვას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, გრელინის საწინააღმდეგო იმუნიზაცია თაგვებში საკვების მიღების შემცირებასა და წონის კლებას იწვევს.
მაგალითად:
• Andrade et al. (2013) აჩვენებს, რომ გრელინზე მიმართული ვაქცინა თაგვებში იწვევს წონის კლებას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.
თუმცა, ადამიანებზე ჩატარებული კვლევები ჯერ არასაკმარისია და შედეგებიც საკმაოდ შერეულია.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„სიმსუქნის ვაქცინის იდეა საინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. არ შეიძლება საზოგადოებას მივაწოდოთ მოლოდინი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლება ერთ ნემსში იქნება შესაძლებელი.
სიმსუქნე კომპლექსური პრობლემაა – მხოლოდ ჰორმონის ბლოკირებით ვერ დავამარცხებთ მას.“
ოფიციალური ჯანდაცვა აფრთხილებს
პროფ. სტივენ პაუისი, NHS England-ის დირექტორი, 2024 წლის ოქტომბერში აცხადებს:
“შეუძლებელია მხოლოდ წამლით ვებრძოლოთ სიმსუქნის კრიზისს. საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება და გარემოს ცვლილება.”
(The Times – NHS Chief on Obesity)
სიმსუქნის რეალური მიზეზები და გამოსავლები:
  • არასაჯანსაღი კვება
  • ფიზიკური უმოქმედობა
  • ფსიქოსოციალური სტრესი
  • დაბალი შემოსავალი და განათლების დეფიციტი
  • გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორები
WHO-ის მონაცემებით:
• სიმსუქნით იტანჯება 650 მილიონზე მეტი ადამიანი.
• ჭარბწონიანი არის 1.9 მილიარდზე მეტი (15+ ასაკის მოსახლეობაში).
World Health Organization, 2021
დასკვნა პროფესორ ფხაკაძისგან:
„ვაქცინა სიმსუქნის წინააღმდეგ შეიძლება ერთ დღეს გახდეს დამატებითი ინსტრუმენტი. თუმცა, დღესდღეობით მთავარი გამოსავალი რჩება ცხოვრების წესის ცვლილება, ჯანსაღი კვება, განათლება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
არ არსებობს „მარტივი გამოსავალი“ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში – მხოლოდ კომპლექსური მიდგომა იძლევა რეალურ შედეგს.“
წყაროები:
1. Andrade S, Pinho F, Ribeiro AM, et al. Immunization Against Active Ghrelin Using Virus-Like Particles for Obesity Treatment. Journal of Obesity. 2013.
2. Zorilla EP et al. Vaccination against weight gain. Proceedings of the National Academy of Sciences. 2006;103(35):13226–13231.
3. World Health Organization. Obesity and overweight. 2021.
4. The Times. We can’t medicate our way out of obesity crisis, says NHS top doctor. 2024.
გაიგეთ მეტი ჯანსაღ კვებასა და წონის მართვაზე:
შენი ექიმი – www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია – საზოგადოებრივ ჯანდაცვაში თითოეულს აქვს როლი!
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „3 ററൗാ 313၀၆၁- നാായനു တာ രനനറുറ രററ?“ გამოსახულება

რას ამბობს ივანე ჩხაიძე ალფატოქსინების შემცველ რძესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ - ივანე ჩხაიძე
#post_seo_title

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია – უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ “კურიერთან” გააკეთა.

სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია “სოფლის ნობათის” განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მონაცემები, რომლებიც სურსათის სააგენტომ გაავრცელა ნორმის გადაჭარბებაზე მიუთითებს, თუმცა ის არ წარმოადგენს ტოქსიურ მაჩვენებელს.

„ის მონაცემები, რასაც გვაძლევს სურსათის ეროვნული სააგენტო, მიუთითებენ ქვეყანაში მიღებული ნორმის გადაჭარბებაზე, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის ტოქსიური მაჩვენებელი. ტოქსიურ მაჩვენებლად ჩვენ განვიხილავთ იმ ციფრს, რომელიც მკვეთრად აღემატება დასაშვებ ნორმას. აქედან გამომდინარე რისკი იმისი, რომ ის მაჩვენებელი ალფატოქსინის, რომელიც დაფიქსირდა რძეში, პირდაპირი ზეგავლენის მომხდენი ყოფილიყო ბავშვის ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა არ არსებობს“, – აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე არავითარი რეალური საფრთხე არ არსებობს – პაატა იმნაძე

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე არავითარი რეალური საფრთხე არ არსებობს - პაატა იმნაძე
#post_seo_title

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია – უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ “კურიერთან” გააკეთა.

სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია “სოფლის ნობათის” განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

მანამდე თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ალფატოქსინების ის რაოდენობა, რაც “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე ინტოქსიკაციას ვერ გამოიწვევს.

“ქართული ნორმა არის ევროპული რთულად დასაშვები კონცენტრაციის, გადააჭარბა მას, თუმცა ამას არ გადაუჭარბებია მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში დაწესებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისთვის. პროდუქტი, რა თქმა უნდა, უნდა ამოიღოს და გაინადგუროს იმიტომ, რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს დასაშვებს და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი საზოგადოებას მიმართავს

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი საზოგადოებას მიმართავს
#post_seo_title

,,შეუსაბამობა მხოლოდ  მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  ანა გემაზაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას.

ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ.

გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის  რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის  შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ ,,ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.

ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად.

სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ – განაცხადა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  ანა გემაზაშვილმა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულის სააგენტოს გავრცელებულ ფოტოებში, რაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველ პროდუქციას ეხება, ჩანს, რომ ეს პროდუქცია იყიდებოდა „სოფლის ნობათის“ ბრენდით. კერძოდ აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში:

სასმელი რძე “საბავშვო”, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
⁠ სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
სასმელი რძე “რჩეული”, ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განმარტებით, „აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს.

ექიმმა-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განმარტა, რომ აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიკურ და კანცეროგენურ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus):

პედიატრი თემურ მიქელაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება.

სპეციალური განცხადება გაავრცელა ასევე კომპანია „სოფლის ნობათმა“, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი დეტალურად იქნება გამოძიებული.

,,შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ – ანა გემაზაშვილი

,,შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ - ანა გემაზაშვილი
#post_seo_title

„შეუსაბამობა მხოლოდ  მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება“ – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  ანა გემაზაშვილმა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან.

რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას. ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი.

მათ შორის  რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის  შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა.

მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად.

სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან.

მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან,“ – განაცხადა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  ანა გემაზაშვილმა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

#post_seo_title

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს:

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights