თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს:
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/04/04/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90-%e1%83%91/
sheniekimi.ge

