რატომ ეხვევა ბავშვი ხელებში ან აკაკუნებს მაგიდაზე? ახალი კვლევა აუტიზმის კიდევ ერთ საიდუმლოს ხსნის!











“სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა.
ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ფიზიკური აქტივობა მწეველებში თამბაქოზე თავის დანებების და არამწეველებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.
რატომ?
თამბაქოს გადაგდების შემდეგ ხასიათის ცვლილება გავრცელებული მოვლენაა, რაც როგორც წესი ერთი-ორი კვირა გრძელდება. ფიზიკური აქტივობა მანამდე უნდა დაიწყოთ სანამ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას გადაწყვეტთ. ის დაგეხმარებათ დაძლიოთ ეს დროებითი სიმპტომები.
ხშირად სვამენ კითხვას – „თუ თამბაქოს მოხმარების შემდეგ დეპრესია დამემართება, ისევ დავიწყო მოწევა“? არა! თამბაქოს მოხმარება არ კურნავს დეპრესიას! სწორედ ფიზიკური აქტივობა დაგეხმარება მოძებნო ძალა და უთხრა შენს თავს: „მე არ მინდა“ – ის ამაღლებს თვითშეფასებას, განწყობას, ენერგიას.
გახსოვდეს: თამბაქოს მოხმარება საგრძნობლად ამცირებს შენი სპორტული მიღწევების შედეგებს, მამაკაცებში ზრდის იმპოტენციის და ქალებში უნაყოფობის რისკს. ორსულობის დროს იწვევს სერიოზულ გართულებებს! გარდა ამისა, ორსულობის დროს და მის შემდეგ თამბაქოს მოხმარება „ბავშვის უეცარი სიკვდილის“ სინდრომის გამოწვევის ერთერთი დიდი რისკია. ორსულობის დროს მწეველ დედას დიდი რისკი აქვს მისი შვილი „კურდღლის ტუჩის“ ან „მგლის ხახის“ დეფექტით დაიბადოს.
ყოველთვის გახსოვდეს: შენს მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლი საფრთხეს უქმნის არა მარტო შენს, არამედ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას! საქართველოში წელიწადში დაახლოებით 3 000 ადამიანი პასიური მოწევის მსხვერპლია და 80%-ზე მეტი ბავშვი თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება (GYTS 2008).
გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით იოლად და სწრაფად ანებებენ თავს, ხოლო მოზარდები არ იწყებენ თამბაქოს მოხმარებას. რეგულარული ფიზიკური აქტივობის შემდეგ ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ სიგარეტის მოთხოვნილება აღარ გაგაჩნია და ამ „მბოლავ ღერზე“ აღარა ხარ დამოკიდებული! რაღაცის „მონობიდან“ განთავისუფლება ყოველთვის ამაღლებს: თვითშეფასებას, განწყობას და მატებს ენერგიას.
სხვადასხვა კვლევებისა და დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა გამოთვალეს რეგულარული ფიზიკური აქტივობის დახმარებით, როგორი თანმიმდევრობით თავისუფლდება ორგანიზმი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, მწეველობის მრავალწლიანი სტაჟის წყალობით ნაგროვები შხამისაგან: 12 საათში სისხლში ნახშირჟანგის დონე მცირდება და ნორმას უბრუნდება, 2-12 კვირაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება, 1-9 თვეში ხველება და ქოშინი მცირდება, 5-15 წლის შემდეგ კი ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორიც არამწეველებში.
იყავი ფიზიკურად აქტიური და ის დაგეხმარება აკონტროლო ქცევითი რისკ-ფაქტორები: თამბაქოს, ჭარბი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვება და ძალადობა. რეგულარული ფიზიკური აქტოვობა ძირითად როლს ასრულებს შენი ორგანიზმის ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლასა და წონის შენარჩუნებაში.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
მადლიერების გამოხატვა
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” მადლიერებას გამოხატავს
პროექტის დონორი ორგანიზაციების – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიმართ ფინანსური მხარდაჭერისათვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ კვლევის ჩატარება.
ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (დკსჯეც), რომელმაც წარმატებით განახორციელა კვლევის საველე სამუშაოები და მოაგროვა მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მადლობა დკსჯეც-ის ინტერვიუერებსა და მონაცემთა შეყვანის სპეციალისტებს.
განსაკუთრებული მადლობა:
ბატონ ამირან გამყრელიძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
აღმასრულებელ დირექტორს პროექტის მხარდაჭერისთვის.
ქალბატონ ლელა სტურუას, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ
დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს კვლევის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.
ქალბატონ სოფიკო ალავიძესა და ქალბატონ ლელა კვაჭანტირაძეს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, მონაცემთა
შეგროვების, მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში აქტიური
მონაწილეობისათვის.
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია” გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს კვლევის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიმართ კვლევის მიმდინარეობისას გაწეული ექსპერტული კონსულტაციისა და ტექნიკური დახმარებისათვის.
გვსურს, გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება პროფესორ ჯეიმს (ჯიმ) ენტონის მიმართ, რომელიც გახლავთ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბლუმბერგის სკოლის პროფესორი.
სწორედ დოქტორი ჯიმ ენტონის შთაგონებით გადაწყდა, კვლევაში გამოგვეყენებინა
ინოვაციური მეთოდი – ე.წ. რანდომიზებული პასუხის ტექნიკა (Randomized Response
Technique), რომელიც საშუალებას აძლევდა რესპონდენტებს, გაეცათ გულწრფელი და თამამი პასუხები სენსიტიურ კითხვებზე, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ ტექნიკის მთავარი4 უპირატესობა იყო ის, რომ ხდებოდა კითხვების შენიღბვა და ინტერვიუერმა არ იცოდა, რომელ კითხვას პასუხობდა რესპონდენტი, რაც სრულად უზრუნველყოფდა პასუხების კონფიდენციალურობას და ანონიმურობას.
გვსურს, აგრეთვე, განსაკუთრებით აღვნიშნოთ წვლილი, რომელიც კვლევაში შეიტანეს ბატონმა ტომაშ ზაბრანსკიმ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის განყოფილებიდან, და ქალბატონმა ნიკოლა სინგლტონმა, რომელიც გახლავთ ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის პრევალენტობის, მონაცემთა მართვისა და შინაარსის კოორდინაციის განყოფილების მეცნიერანალიტიკოსი.
მადლობას ვუცხადებთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ გიორგი კამკამიძეს,
წინამდებარე კვლევისთვის შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავებისათვის და ქალბატონ ირინა ვარდანაშვილს მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის კუთხით გაწეული დახმარებისათვის.
საქართველოში ადიქციის კვლევების განვითარების პროექტის სახელით განსაკუთრებულ
მადლობას მოვახსენებთ, ქალბატონ მარიამ რაზმაძეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტიდან, რომელიც კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე, მათ შორის, კვლევის ინსტრუმენტის, მონაცემთა ბაზის და კვლევის ანგარიშის მომზადებისას მხარში ედგა მკვლევართა გუნდს.
და ბოლოს, უდიდეს მადლირებას გამოვხატავთ ყველა იმ რესპონდენტის მიმართ, ვინც
გამონახა დრო და დაგვთანხმდა კვლევაში მონაწილეობაზე. მათი ნდობისა და წვლილის გარეშე წინამდებარე კვლევის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში 2015
ბევრ ქვეყნაში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები საკადრო და ფინანსური რესურსების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. ამჟამად, მათ ხელთ არსებული ჯანდაცვის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ფსიქიურად დაავადებულ ადამინთა მოვლასა და სპეციალიზებულ მკურნალობაზე იხარჯება; უმნიშვნელო ნაწილი კი, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირებულ სისტემაზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა მსხვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახმარების ნაცვლად, ინტეგრირება უნდა მოახდინონ ფსიქიური ჯანმრთელობის პირველად სამედიცინო სანიტარულ დახმარებაზე, უზრუნველყონ ამ ტიპის დახმარება საერთო პროფილის საავადმყოფოებში და განავითარონ ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა ადგილობრივ დონეზე (სათემო დონეზე).
კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ფსიქიური ჯანმრთელობის სწორად გაგების პროპაგანდაზე, რომელიც აერთიანებს მთელ რიგ სტრატეგიებს, მათ შორის ინდივიდუალური რესურსების გამოყენება, უნარების წახალისება და სოციალურ ეკონომიური გარემოს გაუმჯობესება.
ფსიქიური ჯანმრთელობის გასაძლიერებლად აუცილებელია მრავალსექტორული ქმედებები, სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ან ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ფსიქიური ჯანმრთელობის გაძლიერებას მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა უზრუნველვყოთ ჯანსაღი წესის საფუძვლები ბავშვთა ასაკში და მოვახდინოთნ ფსიქიური დარღვევების პრევენცია მოწიფულობისა და ხანდაზმულობის პერიოდში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე ადამიანებში ინვესტირების განხორციელება განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებას განაპირობებს. ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევებია: დეპრესია, ფსიქოზები, სუიციდი, ეპილეფსია, დემენცია, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული დარღვევები, და აგრეთვე ბავშვებში ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევები.
http://www.who.int/features/qa/62/ru/index.html
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_mental_health_day/ru/index.htm
რას გვეუბნება თანამედროვე ლიტერატურა:
კონსენსუსი
მნიშვნელოვანი ჰიპერტროფიის მიღწევა შესაძლებელია კუნთების ჯგუფის ვარჯიშით არა იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე კვირაში ერთხელ – დაბალი ან ზომიერი მოცულობით (~≤10 მისვლა კუნთზე კვირაში ერთხელ);
წყარო: Schoenfeld, В., Fisher, J., Grgic, J., Haun, С., Неlms, Е., Phillips, S., Steele, J., & Vigotsky, А. (2021). Resistance Training Recommendations to Maximize Muscle Hypertrophy in аn Athletic Population: Position Stand оf the IUSCA. lnternational Journal оf Strength and Conditioning, 1(1). Schoenfeld, В., Fisher, J., Grgic, J., Haun, С., Неlms, Е., Phillips, S., Steele, J., & Vigotsky, А. (2021). Resistance Training Recommendations to Maximize Muscle Hypertrophy in аn Athletic Population: Position Stand оf the IUSCA. lnternational Journal оf Strength and Conditioning, 1(1).
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია