ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

სიმპტომების სწრაფად ამოცნობა და დაუყოვნებლივი რეაგირება გადამწყვეტია სიცოცხლის გადასარჩენად

გამოიგონეს წამალი, რომელიც ინსულტის შემდეგ მოძრაობას აღადგენს
#post_seo_title

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

ინსულტი შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, ნებისმიერ დროს. სიმპტომების სწრაფად ამოცნობა და დაუყოვნებლივი რეაგირება გადამწყვეტია სიცოცხლის გადასარჩენად.
არ დაგავიწყდეთ – დაინახეთ სიმპტომები? დარეკეთ 112-ზე დაუყოვნებლივ!
🔴 F – Face / სახის ასიმეტრია
🔴 A – Arm / მკლავების სისუსტე
🔴 S – Speech / ლაპარაკის გაძნელება
🔴 T – Time / დრო იმოქმედო!

გსურთ დაბერების შენელება?

გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია
#post_seo_title

გსურთ დაბერების შენელება? – NMN და უჯრედული ენერგია Nature-ის ახალი კვლევის მიხედვით

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში იზრდება ინტერესი დანამატებზე, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებს. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა NMN (ნიკოტინამიდ მონონუკლეოტიდი) — მოლეკულა, რომელიც მონაწილეობს ენერგიის წარმოებასა და უჯრედების აღდგენაში.
Nature-ში გამოქვეყნებული ახალი სტატია გვიჩვენებს, რომ ასაკთან ერთად უჯრედებში ნიკოტინამიდის დონე (NAD+) მკვეთრად მცირდება, რაც იწვევს ქრონიკულ ანთებას, ენერგიის დაკარგვას და დაბერებას.
რა არის ახალი?
იაპონურმა კომპანია Shimadzu-მ და ვაშინგტონის უნივერსიტეტმა შექმნეს ზუსტი მეთოდი NMN-ის დონის გაზომვისთვის ადამიანის ორგანიზმში — dimeLC-MS/MS მეთოდი, რომელიც ადასტურებს NMN-ის შემცველობას სისხლში ან უჯრედში.
ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ბევრი პროდუქტი, რომელიც NMN-ს რეკლამირებდა, რეალურად არ შეიცავდა მას საკმარისი რაოდენობით.
რას ამბობს FDA?
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 2022 წელს განაცხადა, რომ NMN აღარ მიიჩნევა ჩვეულებრივ საკვები დანამატად, რადგან:
• ბევრი პრეპარატი ცრუობდა შემცველობაზე
• არ არსებობს საკმარისი დადასტურებული კლინიკური მტკიცებულება უსაფრთხოებაზე
• საჭიროა დამატებითი კვლევები და მკაცრი რეგულაცია
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„დიახ, NMN და NAD+ ნამდვილად საინტერესო მოლეკულებია, და მეც, როგორც მეცნიერებასთან დაკავშირებული ადამიანი, ვაკვირდები კვლევებს ამ მიმართულებით.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყიდოთ პირველი ნანახი აბი ინტერნეტში.
საქართველოში ჯერ არ არსებობს საკმარისი კონტროლი ამ დანამატებზე.
ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ძალიან ცოტა ან საერთოდ არ შეიცავდეს NMN-ს.
შედეგად – ხალხი ხარჯავს ფულს იმაზე, რაც არ მუშაობს. და რაც მთავარია – ზოგჯერ თავიანთ ჯანმრთელობას აზიანებს.“
რეკომენდაციები საქართველოსთვის:
• დაიწყოს საკვები დანამატების მკაცრი რეგულაცია, განსაკუთრებით ანტი-დაბერების პროდუქტებზე
• შეიქმნას ოფიციალური ნუსხა უსაფრთხო და აკრძალული დანამატების შესახებ
• გაძლიერდეს ფარმაცევტული ზედამხედველობა ონლაინ გაყიდვებზე
• დაიწყოს პოპულარული სამეცნიერო განათლების პროგრამა, რათა საზოგადოება სწორად არჩევდეს პრეპარატებს და არ ენდოს არასწორ რეკლამას
წყარო:
• Nature: New method provides insights into anti-aging molecule NMN
დამატებითი ინფორმაცია:
შენი ექიმი – სწორი ინფორმაცია ჯანმრთელობისთვის:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს სტატია – მეცნიერება გვასწავლის, მაგრამ დაცვას სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება.
შეიძლება იყოს მედიკამენტი and ტექსტი გამოსახულება

წყლის დალევა – უბრალო ჩვევა თუ ჯანმრთელობის მძლავრი პრევენცია?

შოკისმომგვრელი ფაქტი აშშ-დან: 64% ბოთლიანი წყალი ჩვეულებრივი ონკანის წყალია – ხოლო საქართველოში? რძის სკანდალის შემდეგ დროა, წყალზეც დავფიქრდეთ!
#post_seo_title

წყლის დალევა – უბრალო ჩვევა თუ ჯანმრთელობის მძლავრი პრევენცია?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დღეს ყველაფერი მარტივზე იწყება – წყლით.
და სწორედ ამიტომ, დღეს ყველაზე “უბრალო” თემაზე უნდა ვისაუბროთ – მაგრამ ყველაზე ფუნდამენტურზე:
სწორად როდის, რამდენი და როგორ უნდა დავლიოთ წყალი?
რას გვეუბნება მეცნიერება?
ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ მსოფლიოში ადამიანების ნახევარი (!) დღეში სვამს იმ რაოდენობის წყლის მხოლოდ მესამედს, რაც საჭიროა.
ეს იწვევს:
• ქრონიკულ დაღლილობას
• თავის ტკივილებს
• კონცენტრაციის დაკარგვას
• ნერვულ სისტემაზე სტრესს
• საჭმლის მომნელებელი პრობლემებს
ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ადამიანი ვერ ხვდება, რომ არ სვამს საკმარის წყალს – ფიქრობს, რომ უბრალოდ “დაღლილია” ან “ბევრი სტრესი აქვს”.
როდის არის წყლის დალევა ყველაზე ეფექტური?
1. დილით გაღვიძებისთანავე – 1 ჭიქა თბილი წყალი (სასურველია ლიმონით)
2. ჭამამდე 30 წუთით ადრე – საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციისთვის
3. ფიზიკურ დატვირთვამდე და შემდეგ – დაკარგული სითხის აღდგენისთვის
4. ძილის წინ – ოდნავ – რათა არ გადაიტვირთოს თირკმელები
მაგრამ – არასდროს ჭამის დროს! – რადგან ეს აზავებს კუჭის მჟავას და აფერხებს მონელებას.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ჩვენს ორგანიზმს სჭირდება წყალი – არა როცა ვიგრძენთ წყურვილს, არამედ რეგულარულად.
  • ტვინი – 75% წყალია
  • სისხლი – 83%
  • კუნთები – 76%
როცა წყალი გვაკლდება, ეს აისახება ყველა სისტემაზე – გულის მუშაობიდან დაწყებული, მეხსიერებით დამთავრებული.
საქართველოში ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ და აპირებენ წამლების სმას, როცა სინამდვილეში სჭირდებათ – უბრალოდ წყალი!
მე პირადად, დღეში ვსვამ მინიმუმ 2–2.5 ლიტრ წყალს და ამას ვასწავლი ჩემი შვილების პედიატრებსაც.“
პრაქტიკული რჩევები:
• დილის დაწყება 1 ჭიქა თბილი წყლით
• წყლის ბოთლის ტარება ყველგან
• არ დაელოდოთ წყურვილს – დალიეთ სითხე რეგულარულად
• გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის წილი (ისინი შეიცავენ წყალს)
• მოერიდეთ ტკბილ და გაზიან სასმელებს – ისინი არ ცვლის წყალს
 დამატებითი ინფორმაცია:
შენი ექიმი – სწორი ინფორმაცია ჯანმრთელობისთვის:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს პოსტი – იქნებ ვინმეს უბრალოდ წყალი სჭირდება, და არა წამალი.

Global Competency Standards for Refugee and Migrant Healthcare | Prof. Giorgi Pkhakadze

#post_seo_title

Building Skills for Humanity: How Global Competency Standards Are Transforming Refugee and Migrant Healthcare

By Professor Giorgi Pkhakadze
Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG)

Introduction

In an age of unprecedented global displacement, the delivery of equitable and culturally competent healthcare to refugees and migrants has become a public health imperative. According to the International Organization for Migration (IOM), more than 281 million people were international migrants in 2022, including over 36 million refugees and asylum seekers (IOM, 2022). The UNHCR adds that 117.2 million people will be forcibly displaced by mid-2024, a record high (UNHCR, 2024).

Migration—whether forced or voluntary—presents both challenges and opportunities for global health systems. While health disparities widen at the margins of society, the capacity of health workers to bridge these divides remains uneven. Refugees and migrants are more likely to encounter health systems that are unprepared to meet their needs, leading to fragmented care, miscommunication, and institutional distrust. These challenges are further intensified by limited legal access, cultural and linguistic barriers, and the psychological toll of displacement.

The COVID-19 pandemic exposed and exacerbated these structural weaknesses. Displaced populations were often excluded from national response plans, and front-line health workers reported significant gaps in preparedness to serve linguistically and culturally diverse groups. The consequence is not only diminished health outcomes but a failure of systems to uphold the principle of health equity.

In response to these realities, the World Health Organization (WHO) introduced the Refugee and Migrant Health: Global Competency Standards for Health Workers (GCS)—a transformative educational and ethical framework. The GCS defines the knowledge, skills, and attitudes essential for inclusive, high-quality, and rights-based care. By adopting and institutionalizing these standards, governments and health systems can move toward a more resilient, just, and people-centered approach to healthcare for all.

The Rationale for Competency-Based Standards

Displaced populations face a multitude of interlinked health risks that are often poorly addressed by conventional healthcare education and systems. These include untreated chronic diseases, high rates of maternal and child mortality, mental health disorders related to trauma and violence, and barriers to preventive services such as immunization. Migrants and refugees are also disproportionately affected by conditions such as tuberculosis, hepatitis, and malnutrition—yet few frontline providers are trained to address these vulnerabilities in a culturally competent manner.

Studies conducted by the WHO and IOM reveal that the lack of adequate training for healthcare workers contributes to delayed diagnoses, mismanagement of care, and even discrimination within service delivery. For example, in a 2022 survey of European primary care providers, over 40% reported uncertainty in communicating with migrant patients, while 30% expressed discomfort in dealing with mental health needs in displaced populations.

The WHO GCS framework is a direct response to these challenges. By focusing on five core domains—people-centeredness, communication, collaboration, evidence-informed practice, and personal conduct—it equips health workers with the tools they need to respond not only clinically, but ethically and compassionately. These domains reflect a shift from disease-centered to human-centered care.

Importantly, the competency standards are not limited to medical skills alone. They encompass attitudes and behaviors that support dignity, inclusivity, and non-discrimination. This approach aligns with the principles of Universal Health Coverage (UHC) and international human rights frameworks, particularly the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, which affirms the right of everyone to the highest attainable standard of physical and mental health.

For health systems, the adoption of GCS facilitates better health outcomes, enhances trust among vulnerable populations, and increases the efficiency of service delivery by reducing fragmentation and duplication. For individuals, it creates an environment where they are more likely to seek care, adhere to treatment, and participate in public health programs.

Thus, competency-based standards are not only a professional necessity—they are a cornerstone of public health justice. They represent a shared global responsibility to protect the health of the most vulnerable, through care that is skilled, respectful, and informed by the realities of human displacement.

Global Momentum and Policy Integration

The Global Competency Standards have generated momentum at international and national levels, providing a policy framework that bridges education, service delivery, and workforce development. Numerous global health bodies, including WHO, IOM, UNHCR, and the OECD, have emphasized that building the competencies of frontline health workers is crucial not only for refugee and migrant health outcomes but also for broader public health system resilience.

The OECD has noted that countries investing in migrant-sensitive training experience measurable benefits, such as reduced hospitalization costs, improved patient satisfaction, and fewer delays in care access (OECD, 2021). Similarly, UNHCR data from 2023 shows that only 45% of forcibly displaced persons have unrestricted access to national health systems, underscoring the need for competency-based reforms that promote inclusion (UNHCR, 2023).

Policy integration of the GCS can take multiple forms. At the global level, WHO has aligned the standards with its Thirteenth General Programme of Work and the Global Action Plan for Healthy Lives and Well-being. In doing so, the GCS provides a technical entry point for countries aiming to achieve SDG 3 (health) and SDG 10 (reducing inequalities). For example, countries can incorporate GCS into national health workforce strategies, professional licensing frameworks, and quality assurance mechanisms.

In many regions, cross-ministerial collaboration is key. Ministries of health, education, and social welfare must coordinate to align curricula, accreditation standards, and in-service training pathways. Some countries are using GCS as a foundation for curriculum reviews in medical schools and integrating it into national continuing professional development (CPD) systems.

Despite this progress, several obstacles remain. Many low- and middle-income countries lack resources to fully implement new training systems. Health professionals may face disincentives such as time constraints, lack of accreditation, or limited awareness about the relevance of refugee and migrant health. Moreover, implementation requires strong monitoring systems, political commitment, and investment in faculty development.

The GCS, however, is designed to be adaptable. Its flexibility allows countries to apply it in ways that reflect local needs, whether through e-learning modules, community-based training, or formal inclusion in national health strategies. As such, it serves as a global public good—openly accessible and shaped by the principle of solidarity.

The next step lies in translating political endorsements into operational tools. Countries must create measurable action plans, assign institutional responsibilities, and secure budget lines to scale up competency-based healthcare delivery. This is not only a technical process—it is a strategic act of inclusion and justice.

Academic Institutions as Catalysts for Change

Academic institutions play an essential role in turning policy into practice. They are uniquely positioned to bridge the gap between international frameworks and local implementation by embedding the Global Competency Standards (GCS) into the formal education of future healthcare providers. This ensures that health professionals are equipped with relevant, context-sensitive competencies from the very beginning of their careers.

Globally, leading public health and medical schools are reviewing and revising their curricula to include migration-sensitive health modules. For example, in the WHO European Region, initiatives supported by the Association of Schools of Public Health in the European Region (ASPHER) have begun to pilot curriculum reform aligned with the GCS. These initiatives stress the importance of interdisciplinary training, which brings together students of medicine, public health, social work, and nursing to tackle the complexities of displacement in a holistic manner.

In Georgia, David Tvildiani Medical University (DTMU) has emerged as a regional leader by voluntarily promoting the GCS among its faculty and initiating curriculum reforms to incorporate these standards into undergraduate and postgraduate medical education. These efforts are aligned with the strategic objectives of the Public Health Institute of Georgia (PHIG), which is working to facilitate GCS uptake across academic institutions in the country. This model demonstrates how leadership from within the academic sector can accelerate national adoption and sustainability.

To support institutional transformation, WHO and its partners should invest in faculty development programs, including training-of-trainers, online resources, and mentorship exchanges. These capacity-building strategies will help academic institutions overcome common barriers such as limited teaching expertise, lack of standardized resources, and administrative resistance to curriculum reform.

Moreover, accreditation agencies should recognize and reward institutions that integrate GCS-aligned content. Linking GCS implementation with institutional performance indicators, academic rankings, and professional recognition can provide powerful incentives for schools and training centers.

Ultimately, educational institutions are not only engines of knowledge—they are engines of social change. Their leadership is critical to ensuring that refugee and migrant health is no longer treated as a niche topic, but rather as a core component of professional competency and public health excellence.

Strategic Recommendations

To ensure the long-term success of the Global Competency Standards, actionable strategies must be implemented at all levels—global, regional, and national. These strategies should not only promote the standards but also embed them into the fabric of health systems, professional development, and institutional culture.

Global Level:

  • WHO should formally integrate the GCS into the upcoming Global Health Workforce Strategy 2024–2030, establishing them as a core benchmark.
  • International agencies such as UNHCR and IOM should require GCS-aligned training as part of deployment for health workers in emergency or displacement settings.
  • Global financing mechanisms—such as the Global Fund, Gavi, and the World Bank—should earmark funding for competency-based training in migration-affected contexts.

Regional Level (WHO Europe):

  • Establish a Regional Competency Hub to provide technical assistance, training-of-trainers, and peer exchange among member states.
  • Embed GCS into EU-supported CPD programs, academic accreditation frameworks, and cross-border collaboration initiatives.
  • Promote the use of regional monitoring indicators to assess the effectiveness and reach of competency-based programs.

National Level (Georgia):

  • The Ministry of Health should adopt a national directive mandating GCS integration across all medical, nursing, and public health training programs.
  • PHIG and DTMU should co-lead a taskforce on GCS implementation and develop pilot programs in urban and rural settings.
  • Allocate national budget lines to support translation, dissemination, and capacity-building for GCS.
  • Develop national monitoring and evaluation tools to assess competency uptake and patient impact.

These recommendations are not merely administrative suggestions—they are a call to action for transforming healthcare delivery in a way that respects the dignity, complexity, and humanity of displaced populations.

Conclusion

The Global Competency Standards represent a bold and necessary shift in the way healthcare systems prepare, support, and evaluate their workforce in the context of growing global displacement. They offer a roadmap not only for improving service quality but also for safeguarding the dignity and rights of refugees and migrants who face compounding vulnerabilities in their quest for health and stability.

By placing the values of person-centeredness, equity, and professionalism at the core of clinical education and practice, the GCS signal a new era in global health—one that is grounded in inclusion, resilience, and responsiveness. For health systems to thrive in the face of increasing migration and diversity, their workforces must be trained not just to treat diseases, but to understand the social and cultural realities that shape health outcomes.

Georgia’s leadership, through the efforts of PHIG and David Tvildiani Medical University, underscores the power of national ownership, academic innovation, and strategic alignment. It is a model that can inspire other countries, especially those in the WHO European Region, to prioritize the health of displaced communities through systemic reform.

As the global community moves toward achieving the 2030 Sustainable Development Goals, the implementation of GCS provides an essential tool for reducing inequalities and ensuring that no one is left behind. But the time to act is now. The future of migration-aware, competency-driven healthcare depends on the commitment of policymakers, educators, institutions, and practitioners worldwide.

Competency is not just a technical skill—it is a reflection of our shared humanity.

 

References

  1. International Organization for Migration. World Migration Report 2022. Geneva: IOM; 2022. Available from: https://worldmigrationreport.iom.int/wmr-2022 (Accessed: 22 April 2025)
  2. World Health Organization. Refugee and Migrant Health: Global Competency Standards for Health Workers. Geneva: WHO; 2021. Available from: https://www.who.int/publications/i/item/9789240030626 (Accessed: 22 April 2025)
  3. World Health Organization. Thirteenth General Programme of Work 2019–2023. Geneva: WHO; 2018. Available from: https://www.who.int/about/what-we-do/thirteenth-general-programme-of-work-2019—2023 (Accessed: 22 April 2025)
  4. UNHCR. Global Trends: Forced Displacement in 2023. Geneva: UNHCR; 2024. Available from: https://www.unhcr.org/statistics/unhcrstats/667e2e7e4/global-trends-forced-displacement-2023.html (Accessed: 22 April 2025)
  5. OECD. Health of Migrants: Access and Outcomes in OECD Countries. Paris: OECD Publishing; 2021. Available from: https://www.oecd.org/migration/health-of-migrants-report-2021.htm (Accessed: 22 April 2025)

როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ – როგორ უნდა მოხდეს სწორად მარხვის დასრულება, რომ ორგანიზმმა სტრესი არ მიიღოს 

როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ
#post_seo_title

როგორ უნდა გახსნან მორწმუნეებმა დიდი მარხვა ისე, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შეექ­მნათ. როგორ უნდა მოხდეს სწორად მარხვის დასრულება, რომ ორგანიზმმა სტრესი არ მიიღოს 

თუ მარხვას სწორად იცავთ – ბოსტნეულით, ხილით და ბურღულეულით იკვებებით – გამოდის, რომ ამით თქვენს ორგანიზმს ერთგვარ განტვირთვას უწყობთ. შეიძლება ითქვას, რომ მარხვის დროს ორგანიზმი ცხოველური პროდუქტებისგან ისვენებს; კუჭ-ნაწლავი განებივრებულია. ამ დროს თქვენს ორგანიზმში ფერმენტები სხვა შემადგენლობით გამომუშავდება; კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი და კუჭი უკვე გადართულია მცენარეული საკვების მონელებაზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მარხვის დასრულების შემდეგ სწორად და უსაფრთხოდ გადახვიდეთ ხსნილზე. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის პრობლემები აქვთ.

დიდი მარხვა მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანი სულიერი და ფიზიკური გამოწვევაა. ეს არის შვიდკვირიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში მორწმუნეები თავს იკავებენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან — ხორცისგან, რძის ნაწარმისგან, კვერცხისგან და ხშირად თევზისგანაც. თუმცა აღდგომის შემდეგ, როცა მარხვა სრულდება, სხეული და ორგანიზმი სიფრთხილით უნდა დაბრუნდეს ჩვეულ რაციონზე.

ცილების მნიშვნელობა მარხვის დროს

მარხვის პერიოდში ცხოველური ცილები მცენარეულით უნდა ჩანაცვლდეს:

  • პარკოსნები (ოსპი, ცერცვი, ლობიო, მუხუდო) ცილებით მდიდარია და უნდა გახდეს რაციონის ძირითადი ნაწილი;

  • მარცვლეული, განსაკუთრებით ხორბლის ქერქი, შეიცავს 15–16 გრამამდე ცილას 100 გრამზე;

  • პური, განსაკუთრებით რუხი პური, არ უნდა გამოირიცხოს კვებიდან, რადგან სწორედ აქედან იღებს ორგანიზმი მნიშვნელოვან მცენარეულ ცილებს.

სამწუხაროდ, თანამედროვე კვების ტენდენციები ხშირად გამორიცხავს პურსა და პარკოსნებს ჯანსაღი რაციონისგან, რაც სპეციალისტის აზრით მნიშვნელოვანი შეცდომაა.

რა რისკებია მარხვის შემდეგ?

აღდგომის დღესასწაულზე სადღესასწაულო სუფრის უხვი და მრავალფეროვანი კერძები შეიძლება ორგანიზმისთვის მკვეთრი სტრესი გახდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მარხვის პერიოდში იცავდა მკაცრ დიეტურ შეზღუდვებს.

ძირითადი საფრთხეებია:

  • ნაღვლის ბუშტის კენჭების გააქტიურება – ცხიმიანმა საკვებმაშეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა და კენჭის ამოძრავება;

  • პანკრეასის გაღიზიანება – ცხიმიანმა, სუნელებიანმა, არომატულმა და ტკბილმა საკვებმა შეიძლება გაამწვავოს ქრონიკული დაავადებები;

  • ნაწლავის და კუჭის პრობლემები – განსაკუთრებით ზაფხულის მოახლოებისას, როცა ისედაც მაღალია ამ ორგანოების დაავადებების აქტივაციის რისკი.

როგორ გადავიდეთ მარხვიდან ხსნილზე სწორად?

ზომიერება — ეს არის ძირითადი პრინციპი. მარხვის დასრულების შემდეგ უნდა დავიწყოთ ეტაპობრივი დაბრუნება ჩვეულებრივ რაციონზე:

  1. არ მივირთვათ დიდი რაოდენობით ცხიმიანი ან ცხოველური საკვები ერთბაშად.

  2. დავიწყოთ რბილი და ნაკლებად მძიმე საკვებით – მაგალითად, კვერცხი, რძის ნაწარმი მცირე რაოდენობით.

  3. გავუფრთხილდეთ ცხარე, მარილიან და ზედმეტად სანელებლებიან კერძებს, რომლებიც ზედმეტად აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

  4. გამოირიცხოს ზედმეტი ტკბილეული – ტორტი, ნამცხვარი, დონატი არ უნდა იყოს ყოველდღიური საკვები.

კვების რეჟიმის სწორად დაგეგმვა

მხოლოდ საკვების შინაარსი კი არა, კვების სიხშირე და დრო ასევე მნიშვნელოვანია. იდეალურ შემთხვევაში ადამიანი დღეში ოთხჯერ უნდა იკვებებოდეს:

  • დილის საუზმე (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);

  • მეორე მსუბუქი საუზმე;

  • სრულფასოვანი სადილი;

  • მსუბუქი ვახშამი.

შიმშილის დასაკმაყოფილებლად არ არის მიზანშეწონილი ტკბილეულით მიღება. გაცილებით ჯანსაღია მცენარეული ცილებით და ბოჭკოვანი პროდუქტებით მდიდარი საკვების მიღება.

და ბოლოს – დღესასწაული არის სიხარულისთვის, არა გადაჭარბებისთვის

ტრადიციული საკვები – ხორცი, რძე, თევზი – უკვე თვითონ გვაახლოებს გაძღომასთან, რაც ხელს უწყობს რაოდენობის ბუნებრივად რეგულირებას. მაგრამ როცა ამას დავამატებთ არაბუნებრივ, რაფინირებულ ტკბილეულს, დგება მომენტი, როცა ორგანიზმი ვეღარ უძლებს დატვირთვას.

დასკვნა:

  • მარხვის დასრულება უნდა იყოს თანდათანობითი;

  • ცხოველური პროდუქტების სწრაფად დაბრუნება რაციონში ქმნის რისკებს;

  • ზომიერება და კვების მრავალფეროვნება ჯანმრთელობის შენარჩუნების მთავარ პირობას წარმოადგენს.

🌿 სიყვარულით, გონივრულად და ზომიერად მირთმეული საკვები – ეს არის მარხვისა და ხსნილის შორის საუკეთესო ხიდი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ერთი პატარა ნაკაწრი ტეფლონის ტაფაზე = 9,000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი და ტოქსიკური ქიმიკატები თქვენს საკვებში

ერთი პატარა ნაკაწრი ტეფლონის ტაფაზე
#post_seo_title

ერთი პატარა ნაკაწრი ტეფლონის ტაფაზე = 9,000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი და ტოქსიკური ქიმიკატები თქვენს საკვებში!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა ტაფაზე მხოლოდ ერთი პატარა ნაკაწრია, non-stick (არაწებვადი) ზედაპირიდან 9,000-ზე მეტი მიკროპლასტმასის ნაწილაკი და PFAS ტიპის ტოქსიკური ქიმიკატები გადადის თქვენს საკვებში.
ეს არის იგივე „სამუდამო ქიმიკატები“, რომლებიც არ იშლება ბუნებაში და ორგანიზმშიც გროვდება.
რა არის PFAS?
PFAS — per- and polyfluoroalkyl substances — სუპერ-ტოქსიკური ნაერთებია, რომლებსაც:
• სხეული ვერ შლის
• შეიძლება გამოიწვიოს კიბო, უნაყოფობა, ჰორმონული დარღვევები
• არსებობს კავშირი სისხლის მაღალი წნევასა და ღვიძლის დაზიანებასთან
რატომ არის ეს პრობლემური?
• უმეტეს ოჯახში გამოყენებული non-stick ტაფები (მაგ. ტეფლონი) უკვე ნაკაწრიანია
• თითოეული მომზადებისას თქვენ მიიღებთ მიკროპლასტმასასა და PFAS-ის მცირე დოზას
• ეს დაგროვებითი ეფექტია — რაც უფრო ხშირად იყენებთ, მით უფრო იზრდება რისკი
პროფესორ გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება:
„ტაფის ზედაპირზე ერთი პატარა ნაკაწრიც კი საკმარისია, რომ PFAS-ის ტიპის ქიმიკატებმა დაიწყონ გადმოსვლა საკვებზე.
ეს არ არის ჰისტერია — ეს არის საჯარო ჯანმრთელობის რეალური საფრთხე.
ვისურვებდი, ყველა ოჯახს ჰქონდეს ინფორმაცია და აირჩიოს უსაფრთხო ალტერნატივები: უჟანგავი ფოლადი ან თუჯი.“
რეკომენდაციები:
1. ნუ გამოიყენებთ ტეფლონის/არაწებვად ტაფებს, რომლებსაც ნაკაწრები ან ცვეთა აქვს
2. გადადით უჟანგავ ფოლადზე ან თუჯზე — უსაფრთხო და გამძლეა
3. მოერიდეთ რკინის ღრუბლით გაწმენდას — ეს აჩენს მიკრობზარებს
4. გააზიარეთ ინფორმაცია — ეს ეხება ყველა ოჯახს!
წყარო:
• The International Journal of Environmental Science and Technology, 2024
• Environmental Working Group (EWG) PFAS Report
• Harvard School of Public Health – PFAS and Human Health, 2023
შეიძლება იყოს text გამოსახულება

ახალი მასშტაბური კვლევა: ვეიპინგი კლავს — თქვენი გული და სისხლძარღვები პირველია, რაც ზიანდება!

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
#post_seo_title

ვეიპინგი კლავს — თქვენი გული და სისხლძარღვები პირველია, რაც ზიანდება!

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,
ახალი მასშტაბური კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nicotine & Tobacco Research (Oxford Academic), დააფიქსირა პირდაპირი კავშირი ელექტროსიგარეტის გამოყენებასა და გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლურ დაავადებებს შორის.
კვლევაში გაანალიზდა ათასობით ადამიანის მონაცემები All of Us პროგრამიდან და დასკვნა იყო ერთმნიშვნელოვანი:
ვეიპინგი — არაა უსაფრთხო ალტერნატივა, არამედ ახალი საფრთხეა, რომელიც ნელ-ნელა აზიანებს თქვენს გულს, არტერიებს, წნევას, სისხლში შაქრის დონეს და მთლიანად მეტაბოლურ სისტემას!
რას აჩვენებს ახალი კვლევა?
• ვეიპერები, რომლებმაც დღეში 1+ ელექტროსიგარეტი მოიხმარეს, მნიშვნელოვნად მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ შემდეგი დაავადებების განვითარების თვალსაზრისით:
• გულის შეტევები
• ჰიპერტენზია
• შაქრიანი დიაბეტი
• მეტაბოლური სინდრომი
• არტერიების დაზიანება და ანთება
• განსაკუთრებით მაღალი რისკი ფიქსირდება ახალგაზრდებში (18-30 წელი), რომლებმაც დაიწყეს ვეიპინგი „უსაფრთხო გასართობად“ — სინამდვილეში კი ქრონიკულ დაავადებებს უყრიან საფუძველს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ვეიპინგი არ არის ბუშტუკებით სავსე გართობა – ეს არის ნელ-ნელა მოქმედი ქიმიური შეტევა თქვენი სხეულის წინააღმდეგ.
ეს საფრთხე არ არის ჰიპოთეზა. ეს დადასტურებულია.
თუ დღეს იწყებთ ვეიპინგს, ხვალ იღებთ კურსს გულის წამლებზე და მეტაბოლურ რეგულაციაზე.
ღიმილით შეფუთული სუნთქვის მოწამვლა — ასე იწყება მომავლის ქრონიკული პაციენტობა.“
რა უნდა იცოდეთ:
• „უსაფრთხო არომატი“ არ არსებობს — ფორთოხალი, ყურძენი თუ პიტნა უბრალოდ იმალება ქიმიური ნარევების ფონზე
• ერთი ღერა ვეიპი შეიცავს ათობით ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელთა ნაწილი გულისთვის და სისხლძარღვებისთვის მომწამვლელია
• ვეიპინგის დროს ნიკოტინის შეწოვა სწრაფია და აჩენს ძლიერ დამოკიდებულებას
რეკომენდაციები:
1. შეწყვიტეთ ვეიპინგი — ეს არ არის უვნებელი, მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის
2. მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, შფოთვა, წნევის ცვლილება
3. გაავრცელეთ ინფორმაცია — განსაკუთრებით მოზარდებში, რომლებმაც არ იციან რეალური საფრთხე
4. აირჩიეთ ჯანმრთელი ალტერნატივები: სპორტი, სუნთქვითი ტექნიკები, კოგნიტური მხარდაჭერა
5. განათლება = პრევენცია
წყაროები:
1. Erhabor J. et al. E-cigarette Use and Incident Cardiometabolic Conditions in the All of Us Research Program – Oxford Academic, 2025
2. CDC – E-cigarette Health Effects: www.cdc.gov/tobacco/e-cigarettes
3. Harvard School of Public Health – Vaping and Heart Risk, 2024
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი უსაფრთხო გზა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | WHO-ს ექსპერტი | Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი | გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი

ნეიროგამოყენებითი მეთოდები სპორტში წარმოადგენს სწრაფად მზარდ კვლევით მიმართულებას.

ნეიროგამოყენებითი მეთოდები სპორტში წარმოადგენს სწრაფად მზარდ კვლევით მიმართულებას.
#post_seo_title

„15 წუთი როდესაც იხარშება კვერცხი, სალმონელას ბაქტერია უკვე განადგურებულია“ – უმი კვერცხი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერია სალმონელას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება

#post_seo_title

სალმონელა ეს ისეთი ბაქტერიაა, რომელსაც 2200-მდე სეროვარი აქვს. ამიტომ, ის ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც საკმაოდ აქტუალურია.

საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. სალმონელას ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს. კვერცხის გარეცხვა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი.ასევე, თოხლო კვერცხი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

საუბრობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, რაკლი არაბული:

ძალიან სერიოზული საფრთხე სალმონელა.

კვერცხის ხარშვის შემთხვევაში, 15 წუთი როდესაც იხარშება კვერცხი, სალმონელას ბაქტერია უკვე განადგურებულია შიგნით, კვერცხის გული კარგად უნდა მოიხარშოს. არ შეიძლება უმი კვერცხის ჭამა…“

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

მიკროდოზირება, მოდური სიგიჟე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული რისკი

მიკროდოზირება, მოდური სიგიჟე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული რისკი
#post_seo_title

მიკროდოზირება, მოდური სიგიჟე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული რისკი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გახშირებულია შემთხვევები, როცა მოქალაქეები იყენებენ ძლიერი პრეპარატების – მაგალითად Ozempic-ის (semaglutide) – მიკროდოზირებას წონის დასაკლებად ან ზოგჯერ – როგორც ზოგიერთი “ინფლუენსერი” აცხადებს – “გონების გასაწმენდად” და “დასახმარებლად”.
ეს არის სერიოზული პრობლემის საწყისი. მოდურობა ცვლის სამედიცინო წესებს.
რა არის მიკროდოზირება და რატომ არის ეს სახიფათო?
მიკროდოზირება ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარი ინიციატივით იღებს ძალიან მცირე დოზას ძლიერი სამკურნალო პრეპარატისა, იმ იმედით, რომ დააბალანსებს ეფექტს და თავიდან აიცილებს გვერდით მოვლენებს.
მაგრამ პრობლემა სწორედ აქ იწყება:
• ასეთი “სიცოცხლის დაზღვევა” არანაირად არ არის კლინიკურად დამტკიცებული
• დოზა ხშირად არაეფექტურია, რაც იწვევს მეტაბოლურ სისტემაზე არასტაბილურ გავლენას
• მედიკამენტის არასწორი შენახვა იწვევს ინფექციების და ინტოქსიკაციის რისკს
• ყველაზე საშიში – ეს ხდება ექიმის გარეშე, “ინტერნეტ რჩევებით”
Ozempic და ალცჰაიმერი – იმედი თუ შორს მყოფი პერსპექტივა?
დიახ, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ GLP-1 რეცეპტორ აგონისტებს (Liraglutide, Semaglutide) შესაძლოა ჰქონდეთ დადებითი გავლენა ალცჰაიმერის დაავადების პროგრესის შენელებაზე.
მაგალითად, 2024 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე (AAIC), Liraglutide-ის გამოყენებამ აჩვენა:
• ტვინის შეკუმშვის შენელება
• მეხსიერების შენარჩუნების ნაწილობრივი გაუმჯობესება
მაგრამ გავიხსენოთ მთავარი: ეს იყო მცირე მასშტაბის კვლევა და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა გავლენა ექნება ამ პრეპარატების ხანგრძლივ გამოყენებას ჯანმრთელ ადამიანებზე, მით უმეტეს – თვითნებურად და დაურეგულირებლად გამოყენებისას.
საქართველოში – სიმსუქნის და დიაბეტის მზარდი ეპიდემია
ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება:
• 26.8% ქალებისა და 22.2% მამაკაცებისა უკვე არიან სიმსუქნით დაავადებულნი
• 14.7% ქალს და 16.8% მამაკაცს აქვს დიაბეტი
• ბავშვებში სიმსუქნე იზრდება: 8-დან 1 ბავშვი საქართველოში ჭარბწონიანია
(წყარო: Global Nutrition Report, 2023)
ამ ვითარებაში ზოგიერთი მოქალაქის მისწრაფება “სწრაფი გამოსავლისკენ” გასაგებია — მაგრამ ეს გამოსავალი არ შეიძლება იყოს სახიფათო ექსპერიმენტი საკუთარ თავზე.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“Ozempic არ არის კოსმეტიკური საშუალება და არც მოდური დანამატი. ეს არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მოქმედებს თქვენს მეტაბოლურ სისტემაზე, გლუკოზაზე, ღვიძლზე, ენდოკრინულ სისტემაზე.
მიკროდოზირება ექიმის გარეშე იგივეა, რაც თვითნებური ქიმიოთერაპია.
ჩვენ არ ვიცით ამ პრეპარატების ზემოქმედება 5, 10, 15 წელზე, და რაც მთავარია –
ჩვენ არ ვართ სამეცნიერო საცდელი მოდელები. ჩვენ ვართ ადამიანები.
საქართველოში საჭიროა მყარი მარეგულირებელი პოლიტიკა, რათა:
• თავიდან ავიცილოთ მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენება
• დავიცვათ მოქალაქეები ფარმაცევტული მანიპულაციისგან
• და რაც მთავარია — დავიცვათ დამტკიცებულ მედიცინაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანდაცვა.”
რეკომენდაციები:
1.ნუ დაიწყებთ Ozempic-ის ან სხვა მსგავსი პრეპარატის მიღებას ექიმის გარეშე
2.არ ენდოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ “მეცნიერულ რჩევებს”
3.მიმართეთ ენდოკრინოლოგს ან ოჯახის ექიმს
4.ჯანმრთელობის მართვა უნდა ეფუძნებოდეს რეგულარულ დიაგნოსტიკას და პირადიზებულ მიდგომას
5.ჯანმრთელი წონისკენ სწრაფვა – დიეტით, ფიზიკური აქტივობით და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით – არის ერთადერთი უსაფრთხო გზა
წყაროები:
1. AAIC 2024 – Alzheimer’s Association International Conference Report
2. Jie Chen et al. The Lancet Regional Health – Europe, 2025
3. Global Nutrition Report: Georgia Profile, 2023 — https://globalnutritionreport.org
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივა: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights