ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით – ახალი კვლევა გვაფრთხილებს!


პაციენტთა საბჭო
2025 წლის 25 აპრილს კლინიკა „ჰერა 2011“-ში გაიმართა პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა როგორც პაციენტთა გამოცდილების გაუმჯობესების, ასევე ხარისხის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.
საბჭოს შემადგენლობას ახალი წევრი შეემატა – ქალბატონი ირინა ცერაძე, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს. წევრებმა მას წარმატება უსურვეს და ხაზი გაუსვეს გუნდის ერთიანი მუშაობის მნიშვნელობას პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის პროცესში.

საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე წამოაყენა ინიციატივა კლინიკის საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით კი საპირფარეშოებში ჰიგიენური პირობების მონიტორინგის კიდევ უფრო გახშირების შესახებ. რეკომენდაციით მოითხოვა ტუალეტების მუდმივი მონიტორინგი.
ხარისხის სამსახურის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს გააცნო „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციების შესრულების სტატუსი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
აღინიშნა, რომ კლინიკა მუდმივად ზრუნავს პროცესების დახვეწასა და პაციენტთა კმაყოფილების ამაღლებაზე.

შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრებს საჩუქრად გადაეცათ ფულადი ვაუჩერები, როგორც მადლობის გამოხატულება მათი აქტიური ჩართულობისა და კლინიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ კლინიკის პაციენტთა საბჭოს, რომელიც “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით ჩამოყალინდა, გვერდით უდგას პაციენტთა საბჭოების სამდივნო, რომელიც შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივით. სამდივნოს მიზანია, გააძლიეროს პაციენტთა ხმა, ხელი შეუწყოს მათი იდეების რეალიზებას და ხელი შეუწყოს კლინიკებს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში.

კლინიკა „ჰერა 2011“ განაგრძობს პაციენტზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო გარემოს განვითარებას, სადაც პაციენტების მოსაზრებებს რეალური ცვლილებები მოსდევს.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
ჩვენი ჯანმრთელობა კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე ოდესმე გვეგონა.
ახალი კვლევის მიხედვით, ინსულტგადატანილი პაციენტების არტერიებში 51-ჯერ მეტი პლასტმასი არის აღმოჩენილი, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში.
და ეს პლასტმასი კლავს ჩვენგან ბევრს.
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
აშშ-ის ახალი მძლავრი კვლევის (University of New Mexico) ავტორმა, დოქტორმა როს კლარკმა (Dr. Ross Clark) და მისმა გუნდმა დაადგინა, რომ ინსულტის ან მხედველობის დაკარგვის მქონე პაციენტების კაროტიდულ არტერიებში (კისრის მთავარი სისხლძარღვები) პლასტმასის მიკრო- და ნანონაწილაკების საოცრად მაღალი დონეა.
განსხვავება?
სიმპტომურ პაციენტებში 51-ჯერ მეტი პლასტმასი აღმოჩნდა, ვიდრე მათში, ვისაც მსგავსი პრობლემები არ ჰქონიათ.
ეს აღმოჩენა განიხილეს ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) წლიურ კონფერენციაზე და მან უზარმაზარი შეშფოთება გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში.
როგორ ზემოქმედებს პლასტმასი ჩვენს ორგანიზმზე?
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ არტერიებში, სადაც პლასტმასის დონე ყველაზე მაღალი იყო:
• იმუნურ უჯრედებსა და ღეროვან უჯრედებში აღინიშნებოდა გენების შეცვლილი აქტივობა;
• დაფიქსირდა ანთების პროცესებთან და სისხლძარღვთა სტაბილურობასთან დაკავშირებული ცვლილებები.
ეს მიგვანიშნებს, რომ პლასტმასის ნაწილაკები არა მხოლოდ ნეიტრალური ნარჩენებია ჩვენს ორგანიზმში, არამედ შეიძლება პირდაპირ იწვევდნენ დაავადებებს.
კვლევა ჯერჯერობით რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი შედეგები უკვე ახლა საჭიროებს სასწრაფო ყურადღებას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ პლასტმასის მიკრო და ნანონაწილაკები შეგვყვებოდა სუნთქვის, საკვების და სასმელი წყლის გზით.
ახლა კი დასტურდება, რომ ეს მიკროპლასტმასი:
• აღწევს სისხლში,
• ლაგდება არტერიებში,
• და შესაძლოა განაპირობებდეს ინსულტს, ინფარქტს და სხვა გულსისხლძარღვოვან პრობლემებს.
ეს ნიშნავს, რომ პლასტმასის დაბინძურება არა მხოლოდ გარემოს საფრთხეა – არამედ პირდაპირი მკვლელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
საქართველოში რა ვითარებაა?
საქართველოში პლასტმასის გამოყენება განსაკუთრებით მაღალია.
მთავარი რისკები:
• პლასტმასის ბოთლები: საქართველოში უმრავლესობა სასმელი წყალი და სხვა სასმელები נמიწოდება პლასტმასის ბოთლებით, ხშირად დაბალი ხარისხის.
• მცირე რეგულაცია: პლასტმასის პროდუქტების წარმოებაზე და იმპორტზე ხარისხის მკაცრი კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს.
• გადასაყრელი პლასტმასი: ქალაქებსა და სოფლებში პლასტმასის ნარჩენები ხშირად ხვდება წყალსადენებში და ბუნებრივ გარემოში, საიდანაც შემდეგ ისევ ადამიანების ორგანიზმში ბრუნდება.
• საზღვარგარეთიდან შემოსული დაბინძურებული წყალი და პროდუქტი: ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქტი შეიცავს მიკროპლასტმასას, რომლის კონტროლი საქართველოში ძალიან სუსტი ან საერთოდ არ არის.
საქართველოში ინსულტის, ინფარქტის და სხვა გულსისხლძარღვოვანი დაავადებების სტატისტიკა უკვე მაღალია. პლასტმასის ზეგავლენა შესაძლოა ამ მძიმე სტატისტიკის დამატებითი განმაპირობებელი ფაქტორი იყოს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
“საქართველოში დღეს ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება პლასტმასის მოხმარება, განსაკუთრებით ერთჯერადი ბოთლების და შეფუთვების სახით. ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დავნერგოთ მკაცრი რეგულაციები პლასტმასის პროდუქტებზე, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ინსულტები და ინფარქტები შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ დღესვე ვიმოქმედებთ.”
როგორ უნდა დავიცვათ თავი?
სანამ დამატებითი კვლევები მიმდინარეობს, ექსპერტები გვირჩევენ:
• შევამციროთ პლასტმასის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში (პლასტმასის ბოთლები, შეფუთვები, ერთჯერადი ნივთები),
• სასმელი წყალი გავფილტროთ,
• ავირჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები,
• უყურადღებოდ არ დავტოვოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნიშნები.
წყაროები:
American Heart Association. Plaque buildup in the necks of stroke survivors may be loaded with microplastics. გამოქვეყნდა 2025 წლის 22 აპრილს.
ლინკი: https://www.heart.org/…/plaque-buildup-in-the-necks-of…
გაიგეთ მეტი: შენი ჯანმრთელობისთვის – www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ბავშვთა კვების ფორმულების ხარისხი საქართველოში: რატომ არის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
ახალშობილთა კვება არა მხოლოდ პირველი თვეების სწორი განვითარებისთვის, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობის საფუძველია. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები, როგორიცაა WHO, EFSA და FDA, მკაცრ სტანდარტებს ადგენენ ბავშვთა საკვები ფორმულებისთვის, მაშინ როცა საქართველოში შესაბამისი რეგულაციები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
გლობალურად, ახალშობილთა კვების ფორმულები გადიან მრავალდონიან შემოწმებას:
ლაბორატორიული ანალიზები
ჰიგიენის ტესტები
კლინიკური კვლევები – როგორ რეაგირებს ბავშვი პროდუქტზე (შეშუპება, ღებინება, წონის მატება)
შენახვის პირობების ტესტირება
ამ პროცესების გარეშე პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ვერ დგინდება. ევროპასა და აშშ-ში ბავშვთა საკვების კლინიკური ტესტირება სავალდებულოა.
როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, საქართველოში არ არსებობს გამჭვირვალე ეროვნული ბაზა, სადაც ნაჩვენებია რომელმა ფორმულამ გაიარა კლინიკური შეფასება და რომელმა – არა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამჟამად მხოლოდ პროდუქტის რეგისტრაციასა და ეტიკეტზე არსებული შემადგენლობის შესაბამისობას ამოწმებს, რაც არ მოიცავს უშუალო კლინიკურ ანალიზს.
განსაკუთრებით სარისკოა ბიუჯეტური ან ნაკლებად ცნობილი ბრენდები, რომელთა შემადგენლობა და უსაფრთხოება კლინიკურად არ არის დადასტურებული. ხშირად განსხვავება მხოლოდ ფასსა და პაკეტირებაში არ არის – არამედ ინგრედიენტების წარმომავლობასა და ხარისხში.
საქართველოში არსებული ზოგიერთი ბავშვთა კვების პროდუქტი შეიცავს:
პრობიოტიკებს (მაგალითად, Bifidobacterium, Lactobacillus)
ვიტამინ D-სა და რკინას
აღნიშნული დანამატები შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუმცა მათი დამატება უნდა იყოს:
მეცნიერულად დასაბუთებული
სწორად დოზირებული
გამჭვირვალედ მითითებული ეტიკეტზე
Codex Alimentarius და EFSA სწორედ ასეთ სტანდარტს მოითხოვენ. საქართველოში კი ხშირად არ არსებობს კვლევები, რომლებიც ამ ნივთიერებების რეალურ საჭიროებასა და ეფექტურობას ადასტურებს კონკრეტულ პროდუქტში.
პროფესორი ფხაკაძე ხაზგასმით ამბობს:
„ბავშვთა კვება არ უნდა იყოს მხოლოდ კომერციული პროდუქტი – ეს არის ზუსტი მეცნიერება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს სჭირდება მკაფიო სტანდარტები და კლინიკური შემოწმების მექანიზმები.“
მისი აზრით, საქართველომ უნდა დაახლოოს კანონმდებლობა Codex Alimentarius-ს, უზრუნველყოს WHO-ს კოდის შესრულება და შექმნას ფუნქციური კონტროლის სისტემა.
ბავშვთა კვება იწყება დაბადების პირველივე დღიდან და სწორედ აქედან იწყება საყოველთაო ჯანდაცვაც. ხარისხის გამკაცრებული კონტროლი, კლინიკური ტესტირება და პროდუქტის გამჭვირვალე ეტიკეტირება – ის მინიმუმია, რაც აუცილებელია ახალშობილების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საქართველოში.
თერაპია მოიცავს ბოტულინოტოქსინის (რომელიც ბოტოქსის სახელითაა ცნობილი) რამდენიმე ინიექციას შუბლის, კისრის და მხრების არეში. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, უმტკივნეულოა და ის მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება.
ბოტულინოთერაპია ტკივილს სამუდამოდ არ აქრობს. რამდენიმე თვის შემდეგ თავის ტკივილი, როგორც წესი, ბრუნდება. თერაპიის ეფექტი, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2,5-3 თვე გრძელდება. ინიექციები მეორდება არაუადრეს ყოველ სამ თვეში ერთხელ.
ბოტულინოთერაპიის ჩატარება ყოველ სამ თვეში ერთხელ რეკომენდებულია ამერიკის თავის ტკივილის საზოგადოების მიერ. მკურნალობა არ ტარდება უფრო ხშირად მცირე რისკის გამო: ბოტულინოტოქსინის უფრო ხშირად მიღების შემთხვევაში, ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს ანტისხეულები მის მიმართ. ამ ანტისხეულებმა, შესაძლოა შეამცირონ ბოტულინოტოქსინის მოქმედება მომავალი ინიექციების დროს.
ბოტულინოტოქსინი ტიპი A (იგივე ბოტოქსი), ნეიროტოქსინია, რომელიც კუნთების დროებით პარალიზებას იწვევს. მისი მოქმედების მექანიზმი შაკიკის დროს მოიცავს რამდენიმე გზას:
ამგვარად, ბოტულინოტოქსინი ეხმარება შაკიკის შემსუბუქებას იმით, რომ ადუნებს კუნთებს და ბლოკავს ტკივილის სიგნალებს, რომლებიც მიემართება ტვინისკენ.
ბოტულინოთერაპიას შაკიკის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
როგორც ნებისმიერ სამედიცინო მკურნალობას, ბოტულინოტოქსინსაც აქვს პოტენციური გვერდითი მოვლენები. ბოტულინოტოქსინის ინიექციის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა დროებითი ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე/სილურჯე ინიექციის ადგილზე. ასევე, გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ალერგიულ რეაქციებს, კუნთების გადამეტებულ სისუსტეს ან სუნთქვის პრობლემებს. მნიშვნელოვანია ბოტულინოტოქსინის ინიექციები ჩატარდეს გამოცდილი ნევროლოგის ან თავის ტკივილის სპეციალისტის მიერ, რათა რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ბოტულინოთერაპია ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ქრონიკული შაკიკი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ვერ იღებს სათანადო შედეგებს სტანდარტული პრევენციული მედიკამენტებით. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოების პროფილი ბევრი პაციენტისთვის მნიშვნელოვან შვებას იძლევა.


თუ შენც შენიშნე, რომ შენს სამზარეულოში ან აგარაკის სათავსოში დიდხანს შენახულ კარტოფილს მწვანე ელფერი მიეცა, დროა, ყურადღება მიაქციო. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ვიზუალური ცვლილებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს მნიშვნელოვანი სიგნალია.
მწვანე ფერის გაჩენა კარტოფილზე გამოწვეულია ქლოროფილის დაგროვებით, რაც ბუნებრივი პროცესია მზის შუქთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს. თუმცა, პრობლემა არ არის თავად ქლოროფილი — რეალური რისკი იმაშია, რომ ამ პროცესს თან ახლავს ტოქსიკური ნივთიერების, სოლანინის, გამრავლება. სოლანინი სწორედ ის კომპონენტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია და შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი ან სერიოზული მოწამვლაც კი.
რატომ ხდება ეს?
როდესაც კარტოფილი სინათლეს იღებს, ის იწყებს მცენარის მსგავსად ქლოროფილის გამომუშავებას. ამავე დროს, მცენარეული თავდაცვის მექანიზმის შედეგად ვითარდება ტოქსინები, რომლებიც მისდამი მავნე ორგანიზმებისგან თავდაცვას ემსახურება — თუმცა, ეს ტოქსინები ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა.
რა ვქნათ მწვანე კარტოფილის შემთხვევაში?
👉 არ ღირს მხოლოდ მწვანე ნაწილის მოჭრა და დანარჩენის გამოყენება.
👉 თუ კარტოფილის დიდი ნაწილი შეცვლილი ფერისაა ან აქვს მწარე გემო — უმჯობესია მთლიანად გადააგდო.
👉 შეინახე კარტოფილი ბნელ, გრილ და მშრალ ადგილას, შუქისგან სრულად დაცულად.
საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:
„როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ – დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში.
ეს სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.“
საინტერესო ფაქტები ადამიანზე: