როგორია გულის რიტმი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ არითმოლოგს?
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო პერიოდში წონის კლების ინექციები, როგორიცაა Ozempic და Mounjaro, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თავდაპირველად ისინი შეიქმნა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, თუმცა დღეს აქტიურად გამოიყენება გადამეტებული წონის მოსაშორებლად. თუმცა, მედიკოსები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ საზოგადოებას სერიოზულ გვერდით მოვლენებზე — მათ შორის ისეთ იშვიათ, მაგრამ პოტენციურად ლეტალურ მდგომარეობაზე, როგორიცაა Auto-Brewery Syndrome (ABD), იგივე ავტოლუდსახარში სინდრომი.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი, ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსის გამო, ალკოჰოლს შინაგანად გამოიმუშავებს. ამის მიზეზი ნაწლავის მიკრობიომის დარღვევაა, რის შედეგადაც საკვები დუღდება ორგანიზმში და იქმნება ეთანოლი — იგივე ნივთიერება, რაც ალკოჰოლურ სასმელებში გვხვდება.
ექსპერტების თქმით, წონის კლების ინექციები ახდენენ საჭმლის მომნელებელი პროცესის შენელებას. ეს კი სოკოვანი ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით — Saccharomyces cerevisiae-ს, იგივე საფუარი, რომელიც ლუდის დასამზადებლად გამოიყენება. სწორედ ეს საფუარი შეიძლება გახდეს ორგანიზმში ალკოჰოლის წარმოების მიზეზი.
ბევრი პაციენტი, ვინც Ozempic-ს ან მსგავს პრეპარატებს იღებს, ონლაინ ფორუმებზე ყვება “მოულოდნელი თრობის” სიმპტომებზე, მაშინაც კი, როცა ალკოჰოლი არ აქვთ მიღებული. მათი მონაყოლის მიხედვით, ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება იმ დროს, როდესაც ინექციებთან ერთად ანტიბიოტიკებსაც იღებენ.
ცნობილია, რომ ანტიბიოტიკები მიკრობიომის დისბალანსს კიდევ უფრო აუარესებს და ხშირად ABD-ის განვითარებას ხელს უწყობს, განსაკუთრებით მათი ხანგრძლივი გამოყენებისას.
სტატისტიკურად, Auto-Brewery სინდრომი დღემდე მხოლოდ 100 შემთხვევით არის დადასტურებული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება რთულია და ხშირად დასაწყისში ალკოჰოლის მოხმარებას მიაწერენ.
მიუხედავად იმისა, რომ Ozempic და სხვა ანალოგიური ინექციები ეფექტიანად ამცირებენ წონას, მათი უსაფრთხოება სრულად შესწავლილი არ არის. თუ გაწუხებთ უცნაური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კოორდინაციის დაკარგვა ან თრობის შეგრძნება ალკოჰოლის გარეშე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების სიფრთხილით მიღება, რადგან მათი კომბინაცია ამ პრეპარატებთან სერიოზულ რისკებს ქმნის.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სპეციალისტებით განმარტებით, შინაური ცხოველები მათი პატრონების ტვინის დაბერების პროცესს აჩერებენ. ძაღლები ხელს უწყობენ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესებას, ხოლო კატები ეხმარებიან საუბრის გამართულობის შენარჩუნებაში.
ევროპაში ჩატარებული ჯანმრთელობისა და პენსიაზე გასვლის შესახებ კვლევის რვა ტალღის მონაცემების მიხედვით, 50 წელზე უფროსი ასაკის შინაური ცხოველების მფლობელები ავლენენ აშკარა განსხვავებებს კოგნიტიურ ფუნქციებში ცხოველის ტიპის მიხედვით. თუმცა, თევზებსა და ფრინველებს არ აქვთ ისეთი ეფექტი, როგორიც კატებსა და ძაღლებს.
მეცნიერი ადრიანა როსტეკოვა აღნიშნავს, რომ ემოციური კავშირი ცხოველთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თევზებისა და ფრინველების მოკლე სიცოცხლე შეიძლება ამ კავშირს ზღუდავდეს, ხოლო ფრინველების ხმაურმა შესაძლოა ძილის ხარისხზე და, შესაბამისად, კოგნიტიურ ფუნქციაზეც უარყოფითად იმოქმედოს.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კატებსა და ძაღლებზე ზრუნვა ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ოთხფეხა მეგობრები მფლობელების განწყობას აუმჯობესებენ.
„ასევე არსებობს ალბათობა, რომ კატები და ძაღლები ხელს უწყობენ სოციალური სტიმულაციის გაზრდას, რაც შეიძლება კოგნიტიური ფუნქციის შენელებულ დაქვეითებას უკავშირდებოდეს: ძაღლები უფრო ხშირად ურთიერთობენ ადამიანებთან, ხოლო კატები ადამიანებისთვის სოციალური ქსელის შემცვლელები ხდებიან,“ – დაამატა ადრიანა როსტეკოვამ.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
მკვლევარებმა, როგორც ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციულ სითხეში დალექილი პლასტმასი აღმოაჩინეს.
უნაყოფობის პრობლემით რეპროდუქტოლოგებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მიზეზის კვლევისას საქართველოში ორგანიზმში პლასტმასის კუმულაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები არც ამას გამორიცხავენ.
გარდა უშვილობისა მიკრო პლასტმასი სხვა არაერთი დაავადების მიზეზად ითვლება
როგორ ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანო პლასტიკი?! – წყარო შეიძლება იყოს პლასტმასის ჭურჭელი, ბოთლები, კონტეინერები, მედიკამენტების შეფუთვები, სათამაშოები, კოსმეტიკა და პლასტმასასთან უშუალო შეხებაში მყოფი სურსათი.
იმისთვის, რომ პლასტმასის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, არსებობს წესები. უნდა ვიცოდეთ პლასტმასაზე დატანილი ნიშანდების ამოცნობა. პროდუქციას უნდა ჰქონდეს სამკუთხედი ნიშანი, ფიგურაში კი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ხარისხს და გამოყენების წესს.
მთავარი რჩევა მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მლნ ტონა პლასტმასს აწარმოებს, რაც, გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, გარემოს შეუქცევად ზიანსაც აყენებს.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჩვენი პლანეტის ერთ სრულ ბრუნვას ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა, მიმდინარე ზაფხულში იქნება სამი დღე, როდესაც დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.51 მილიწამით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია Popular Mechanics-ის ანგარიშში.
დედამიწის ბრუნვისა და საძიებო სისტემების სამსახურების მონაცემებით, ხანმოკლე დღეები მოსალოდნელია 9 ივლისს, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს თარიღები ემთხვევა პერიოდს, როდესაც მთვარე ყველაზე შორს იმყოფება ეკვატორიდან — სწორედ ეს ფაქტორი ახდენს გავლენას დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე ყველაზე ხანმოკლე დღედ 2024 წლის 5 ივლისი ჩაითვალა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ აჩქარების მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა დედამიწის შიდა ფენომენებით იყოს გამოწვეული, რადგან არც ატმოსფერული და არც ოკეანური მოდელები ამ პროცესს ვერ ხსნიან.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბრუნვის ეს უზარმაზარი ცვლილება კატასტროფას არ გამოიწვევს, მეცნიერების აზრით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო ეპოქაში ვცხოვრობთ.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის მიზანი სიცოცხლისთვის საშიში/ქრონიკული გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტირებაა. გეგმის განსახორციელებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 650 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ახალშობილებს დნმ-ის ტესტი მშობლების თანხმობის შემდეგ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.
რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ:
– დნმ-ს მაკრომოლეკულა ორგანიზმის განვითარების გენეტიკური პროგრამების შენახვას, გადაცემასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი „აწყობის“ ინსტრუქცია. დნმ-ს გაშიფვრით სპეციალისტს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ დაბადებულა.
დნმ-ის ტესტით ისეთი დაავადებების წინასწარ გამოვლენაა შესაძლებელი, რომლებიც დაბადებისთანავე არ იჩენს თავს – არსებობს 7 ათასზე მეტი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დადასტურება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით შეიძლება. ასეთი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით გართულებების თავიდან აცილება და დროული მკურნალობის დანიშვნაა შესაძლებელი. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის რეკომენდაცია.
– დნმ-ის ანალიზის გამოყენების კიდევ ერთი სფერო – მამობის დადგენაა. თუმცა, ამ ტესტით ნებისმიერი ნათესაური კავშირის განსაზღვრაა შესაძლებელი.
– დნმ-ს ანალიზი ზედმიწევნით ზუსტია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი სანდოობის ხარისხი დამოკიდებულია კვლევის ტიპზე.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო კვლევის თანახმად კი, ის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
მკვლევრებმა, როგორც ქალების ისე მამაკაცების რეპროდუქციულ სითხეში დალექილი პლასტმასი აღმოაჩინეს.
უნაყოფობის პრობლემით რეპროდუქტოლოგებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მიზეზის კვლევისას საქართველოში ორგანიზმში პლასტმასის კუმულაცია არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები არც ამას გამორიცხავენ.
გარდა უშვილობისა მიკრო პლასტმასი სხვა არაერთი დაავადების მიზეზად ითვლება
როგორ ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანო პლასტიკი?! – წყარო შეიძლება იყოს პლასტმასის ჭურჭელი, ბოთლები, კონტეინერები, მედიკამენტების შეფუთვები, სათამაშოები, კოსმეტიკა და პლასტმასასთან უშუალო შეხებაში მყოფი სურსათი.
იმისთვის, რომ პლასტმასის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, არსებობს წესები. უნდა ვიცოდეთ პლასტმასაზე დატანილი ნიშანდების ამოცნობა. პროდუქციას უნდა ჰქონდეს სამკუთხედი ნიშანი, ფიგურაში კი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ხარისხს და გამოყენების წესს.
მთავარი რჩევა მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მლნ ტონა პლასტმასს აწარმოებს, რაც, გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, გარემოს შეუქცევად ზიანსაც აყენებს.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi