ორშაბათი, მაისი 11, 2026

ხშირად დასმული კითხვები ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ

ებოლას ვირუსი იწვევს მწვავე დაავადებას, რომელიც, მკურნალობის გარეშე, როგორც წესი,  ფატალურად მთავრდება
#post_seo_title

ხშირად დასმული კითხვები ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ

1. რა არის ებოლას ვირუსი?

ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება)  გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).

ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩნდა 1976 წელს  წელს ორი ეპიდაფეთქების სახით კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში.

აღნიშნულ ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს.

2. როგორ ავადდება ადამიანი?

დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ეპიდაფეთების დროს შემთხვევების ძირითად ნაწილში დაავადება გავრცელდა ადამიანიდან ადამიანზე.

ადამინის დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად.

ჯანმო არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.

გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს საზოგადოებაში, ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვისას. ამ დროს ვირუსის გადაცემა, ძირითადად, ხდება მგლოვიარე ადამიანის უშუალო შეხებით გარდაცვლილი პირის გვამთან

3.  ვინ არიან ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

ეპიდაფეთქების დროს, მაღალი რისკის ქვეშ არიან:

  • სამედიცინო პერსონალი;
  • ოჯახის წევრები ან ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ადამიანთან;
  • ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაკრძალვის პროცესში გარდაცვლილის გვამთან

4.   რა ნიშნები და სიმპტომებია დამახასიათებელი ინფექციისთვის?

დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: უეცარი ცხელება; ძლიერი სისუსტე; კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი; ამას მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და, ზოგ შემთხვევაში, შიდა და გარე სისხლდენა ერთდროულად.

ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება  მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.

თუ პირი იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ებოლას ვირუსის გავრცელების არედ ან ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან და მას შემდეგ დაეწყო დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას.

5.    როგორ ხდება მკურნალობა?

მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ  თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.

ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.

6.    რაც შეეხება აზრს, რომ ზოგიერთ საკვებს შეუძლია ინფექციის თავიდან აცილება ან მკურნალობა

ჯანმო დაჟინებით უწევს რეკომენდაციას, ადამიანებმა გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური წამალი ებოლას წინააღმდეგ, საუკეთესო გზა სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის მკაცრი კონტროლის პროცედურების დაცვით. ინფექციის კონტროლი შესაძლებელია რეკომენდირებული დამცავი ღონისძიებების მეშვეობით.

7.    ეპიდემიის დროს, ოფიციალური მონაცემები დაავადებულებისა და გარდაცვლილების შესახებ შეიძლება იცვლებოდეს, რა არის ამის მიზეზი?

ებოლას ეპიდაფეთქების განმავლობაში დაზარალებული ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები აფასებენ დაინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვლილთა რაოდენობას. ციფრები შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად. ეს ციფრები მოიცავენ ებოლას საეჭვო და ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს.

შემთხვევების ტენდენციების ანალიზი და დამატებითი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განისაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები.

8.    უსაფრთხოა თუ არა მოგზაურობა ეპიდემიის დროს? რჩევები მოგზაურთათვის.

მიუხედავად იმისა, რომ  მოგზაურები ყოველთვის უნდა უფრთხილდებოდნენ ჯანმრთელობას,  ინფექციის რისკი მათთვის ძალიან დაბალია, რადგან  ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება დაავადებული ადამიანის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიური სითხეებით და გამონაყოფებით.

ჯანმოს რჩევები მგზავრობასთან დაკავშირებით

  • მგზავრებმა თავი უნდა აარიდონ დაავადებულ პირთან კონტაქტს;
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც მგზავრობს ეპიდაფეთქების ტერიტორიებზე, ზუსტად უნდა მიჰყვნენ ჯანმოს მიერ გაცემულ ინფექციის კონტროლის რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს;
  • ადამიანები, ვინც იმ ადგილებში იმყოფება, სადაც დაფიქსირდა ებოლას ვირუსის გავრცელების შემთხვევები, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი დაავადების სიმპტომების  და მათი გამოვლენისას სამედიცინო ყურადღების საჭიროების შესახებ;
  • თუ ეპიდაფეთქების ადგილიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადების იდენტური სიმპტომები, ექიმებმა დიაგნოზის დასმისას აუცილებლად უნდა განიხილონ ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადებაც.

დამატებიტი ინფორმაცია ებოლას ვირუსული დაავადების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჯანმოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე:

  1. http://www.who.int/csr/disease/ebola/faq-ebola/en/
  2. http://www.who.int/csr/disease/ebola/en/

კოლინჯის კიბო, როდის მივმართოთ ექიმს? – რაც უნდა იცოდეთ!

კოლინჯის კიბო
#post_seo_title

კოლონკას კიბო – სრული გზამკვლევი სიმპტომებიდან მკურნალობამდე

მსხვილი ნაწლავის კიბო (კოლონკას კიბო) ერთ-ერთია იმ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, რომლის შემთხვევებიც ყოველწლიურად მატულობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. კოლონკას კიბო მსოფლიოში მესამე ადგილზეა როგორც გავრცელებით, ასევე კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

📊 სტატისტიკა და ტენდენციები

დაავადება ხშირია 60+ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ბოლო წლებში ახალგაზრდებში შემთხვევათა ზრდა საგანგაშო ტენდენციად ითვლება.


⚠️ ძირითადი რისკფაქტორები

კოლონკას კიბოს გაჩენაზე მოქმედი მიზეზები მრავალფეროვანია:

  • გენეტიკური მიდრეკილება

  • ნაწლავის ქრონიკული ანთებები

  • არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა

  • სიმსუქნე, თამბაქო და ალკოჰოლი

  • შაქრიანი დიაბეტი


🩺 საწყისი სიმპტომები – როდის მივმართოთ ექიმს?

დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შემდეგ ნიშნებზე ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

  • რკინადეფიციტური ანემია

  • მუცლის ტკივილი, შებერილობა

  • ნაწლავთა მოქმედების ცვლილება (ფაღარათი ან ყაბზობა)

  • სწრაფი წონაში კლება

  • ნაწლავთა გაუვალობა ან პერფორაცია

დროული კონსულტაცია სპეციალისტთან მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს.


🔬 როგორ დიაგნოსტირდება მსხვილი ნაწლავის კიბო?

თანამედროვე მედიცინა კოლონკას კიბოს დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებს:

  • კოლონოსკოპია – ოქროს სტანდარტი

  • ბიოფსია და სიმსივნური მარკერები

  • CT, MRI და PET სკანები

  • ულტრაბგერითი და რენტგენოგრაფია


🔎 სკრინინგი – პრევენციის პირველი ნაბიჯი

პროფილაქტიკური გამოკვლევები საშუალებას იძლევა, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს.

“სკრინინგი რეკომენდებულია 45-დან 70 წლამდე პირებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რისკჯგუფშია.”

შესაძლებელია ფარულ სისხლზე განავლის ტესტი ან საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია.


💡 მკურნალობის გზები

კოლონკას კიბოს მკურნალობა ინდივიდუალურია და სტადიის მიხედვით განსხვავდება. ძირითადი მეთოდებია:

  • ქირურგიული ჩარევა (ღია და ლაპარასკოპიული)

  • ქიმიოთერაპია

  • სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია

  • სხივური თერაპია

  • რადიოსიხშირული აბლაცია


📈 გადარჩენის მაჩვენებლები

მკურნალობის შედეგი დიდად დამოკიდებულია დიაგნოზის დროულად დასმაზე:

  • ადრეული სტადია – 90% ხუთწლიანი გადარჩენა

  • რეგიონალური გავრცელება – 71%

  • მეტასტაზური ფორმა – 14%


✅ პრევენცია – როგორ შევამციროთ რისკი?

  • რეგულარული სკრინინგი

  • ბალანსირებული კვება (მეტი ბოჭკოვანი და ნაკლები გადამუშავებული საკვები)

  • ფიზიკური აქტივობა

  • მავნე ჩვევების შეზღუდვა

  • წონის კონტროლი


#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია გასახდომ აბებზე მუშაობას იწყებს

„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია გასახდომ აბებზე მუშაობას იწყებს
#post_seo_title

„ოზემპიკის“ მწარმოებელი დანიური ფარმაცევტული კორპორაცია Novo Nordisk და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Septerna დიაბეტისა და ჭარბწონიანობის სამკურნალო აბებზე მუშაობას გეგმავენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Novo Nordisk ამ პროექტში 2.2 მილიარდ დოლარს დააბანდებს, თუმცა საერთო ხარჯები უფრო მაღალი იქნება – ამას დაემატება Septerna-სთვის გადახდილი თანხები და ცდების საფასური. კომპანიის ეს გადაწყვეტილება დიდწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მისმა ამერიკულმა კონკურენტმა Eli Lilly-მ ანალოგიური აბების წარმოების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც Novo Nordisk-ის აქციები 10%-ით დაეცა.

ჯამში, ბოლო წლის განმავლობაში დანიური კომპანიის აქციები 52%-ით დაეცა, რადგან სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების ბაზარზე – „ოზემპიკის“ მრავალი ანალოგი გაჩნდა, მათ შორის აბებისა და კაფსულების სახით. აბების შექმნის დაანონსების შემდეგ Septerna-ს აქციები 63%-ით, ხოლო Novo Nordisk-ის – 2.2%-ით გაიზარდა.

„ოზემპიკი“ გლობალური გაყიდვების ლიდერია სიმსუქნისა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს შორის. ის გამოდის ინიექციის სახით და იყიდება კალმის მსგავსი შპრიცით. აბები უფრო მარტივად გამოსაყენებელი, შესანახი და ტრანსპორტირებადია, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ, თავიანთი პრეპარატები სწორედ ამ ფორმატზე გადაიყვანონ.

შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი – წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს

კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ გთავაზობთ შაკიკის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს - ბოტულინოთერაპიას
#post_seo_title
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი: წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს
შაკიკი მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის — ეს არის რთული ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილის გარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა, ტვინის დაბინდვა, კისრის ტკივილი და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება.
ახალი კვლევის შედეგები
ახალი კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციური პრეპარატი უბროგეპანტი (Ubrogepant, ბრენდული სახელწოდება Ubrelvy) შეიძლება არამარტო ტკივილის შემსუბუქებისთვის იყოს ეფექტური, არამედ შაკიკის პროდრომალური ეტაპზეც — ანუ იმ სიმპტომებზე, რომლებიც ტკივილის დაწყებამდე ვლინდება (ტვინის დაბინდვა, გულისრევა, კისრის ტკივილი, სინათლის ან ხმის მიმართ მგრძნობელობა).
• პროდრომალური ეტაპზე პრეპარატის მიღების შემდეგ, ტვინის დაბინდვა ერთ საათში მკვეთრად იკლებს.
• სინათლის მიმართ მგრძნობელობა – ორ საათში უმჯობესდება.
• კისრის ტკივილი – სამ საათში იკლებს.
• 24 საათში უფრო ნაკლებია თავბრუსხვევა და ხმაზე მგრძნობელობა.
რას ამბობს მეცნიერება
ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ შაკიკი ძირითადად სისხლძარღვების ცვლილებებით იყო გამოწვეული. ახლა კი უფრო და უფრო მკაფიო ხდება, რომ ეს ტვინის პირველადი დისფუნქციაა და სწორედ ამ ფაზაზე მოქმედება შესაძლოა იყოს ეფექტური პრევენციის გზა.
უბროგეპანტი მიეკუთვნება CGRP-რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს — ანუ უშუალოდ აჩერებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებსაც ტვინი იყენებს შაკიკის დასაწყებად.
ვის შეიძლება დაეხმაროს ეს მიდგომა?
• მათ, ვისაც ხშირად აქვს შაკიკის შეტევები და სტანდარტული ტკივილგამაყუჩებლები საკმარისი არ არის;
• პაციენტებს, რომლებსაც შეტევები იწყებათ არატიპური სიმპტომებით — მაგალითად, ძლიერი გულისრევით, დაბინდული ტვინით, კისრის ტკივილით;
• მათ, ვისაც სწრაფი მოქმედების და გრძელვადიანი ეფექტი სჭირდებათ.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„შაკიკი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს და მისი მართვა ძალიან რთულია. ინოვაციური პრეპარატები, რომლებიც არა მხოლოდ ტკივილს, არამედ უშუალოდ შეტევის დაწყების პროცესს აჩერებენ, შეიძლება სრულიად შეცვალონ დაავადების მართვის სტრატეგია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტმა იცოდეს: პრევენცია დღეს უკვე შესაძლებელია — და დროული და სწორი მკურნალობით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება — რეალობაა!“
წყაროები:
• Neurology, 2024: “Efficacy of Ubrogepant in Migraine Prodrome”
• American Migraine Foundation: “Understanding Migraine Prodrome”
• FDA, Drug Approval Information, 2023
გაიგეთ მეტი
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში:
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

10,000-მდე პაციენტი მიმართავს ექიმს – რა მდგომარეობაა ტაივანში?

„HMPV საქართველოში უკვე დაფიქსირებულია“ - ექიმმა ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა
#post_seo_title
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
COVID-19-ის შემთხვევები ისევ იზრდება ტაივანში – 10,000-მდე პაციენტი მიმართავს ექიმს
ტაივანი ამჟამად COVID-19-ის ახალი ტალღის წინაშეა. მაისის პირველივე კვირაში (4–10 მაისი) თითქმის 10,000-მა ადამიანმა მიმართა ამბულატორიასა თუ გადაუდებელ განყოფილებებს ვირუსის გამო – რაც წინა კვირასთან შედარებით 66%-იანი მატებაა. შემთხვევების მატება უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება და ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ პიკი ივნისში დადგება.
ვინ არის ყველაზე მეტად რისკის ჯგუფში?
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, მძიმე გართულებები და გარდაცვალებაც დაფიქსირდა განსაკუთრებით შემდეგ ჯგუფებში:
• ხანდაზმულები
• ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
• ისინი, ვინც არ არის ვაქცინირებული განახლებული JN.1 ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინით
დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემთხვევების რაოდენობა მაინც ნაკლებია – რაც მეტყველებს მოსახლეობაში დარჩენილ იმუნიტეტსა და ვირუსის შედარებით ნაკლებ სიმძიმეზე.
რატომ არის ეს გლობალური საკითხი?
ტაივანი ერთადერთი არ არის – ამ სეზონზე და ციკლურად COVID-19-ის მატება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება:
• აზიის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ვარიანტების გამო შემთხვევები ისევ მატულობს.
• აშშ-ში, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, თუმცა სპეციალისტები მზადყოფნაში არიან.
COVID-19-ის ცირკულაცია კვლავ განპირობებულია ვაქცინაციის იმუნიტეტის დაქვეითებით, ახალი ვარიანტების გამოჩენით და სოციალური ქცევის ცვლილებებით (მაგალითად, დახურულ სივრცეებში შეკრებებით).
რატომ უნდა გვქონდეს ყურადღება?
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა შემთხვევების მსუბუქია, ტალღებს შეიძლება მოჰყვეს:
• ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა, განსაკუთრებით გადაუდებელ და ამბულატორიულ სექტორში
• სერიოზული რისკი მოწყვლადი ჯგუფებისთვის (ხანდაზმულები, იმუნოკომპრომეტირებული პირები)
• სოციალური, სამუშაო, სასკოლო და ოჯახური პროცესების შეფერხება ავადობის ან იზოლაციის გამო
• ზოგიერთი პაციენტისთვის – ხანგრძლივი COVID-ი, თუნდაც მსუბუქი ინფექციის შემდეგ
როგორ დავიცვათ თავი?
• აიცერით, განახლებული (ბუსტერ) ვაქცინითაც (მაგალითად JN.1), თუ შესაბამისი ასაკისა და რისკის ჯგუფში ხართ (საქართველოში არ არის)
• ატარეთ პირბადე დახურულ, ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით თუ მაღალი რისკის ჯგუფში ხართ
• დარჩით სახლში, თუ ცუდად გრძნობთ თავს და გამოიყენეთ ტესტი სიმპტომებისას
• გაანიავეთ შენობები და დაიცავით ჰიგიენის წესები
წყაროები:
AA.com.tr, 2025: COVID-19 cases surge across Taiwan, with nearly 10,000 seeking medical care
• Taiwan CDC, 2025
• WHO COVID-19 Dashboard, 2025
გაიგეთ მეტი
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „COVID-19 cases surge across Taiwan, with nearly 10,000 seeking medical care Peak of this year's COVID-19 outbreak is e to occur in June, says Taiwan's Centers for Disease Control Disease Berk Kutay Gokmen 13.05.2025-Update:13.05.2025 Update 13.05.2025 13.05.2025“ გამოსახულება

სისხლის დაბერების საიდუმლო: რატომ იცვლება ჩვენი იმუნიტეტი 70 წლის შემდეგ?

სისხლის დაბერების საიდუმლო
#post_seo_title
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
სისხლის დაბერების საიდუმლო: რატომ იცვლება ჩვენი იმუნიტეტი 70 წლის შემდეგ?
უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ 70 წლის ასაკის შემდეგ სისხლის წარმოქმნა ჩვენს ორგანიზმში მკვეთრად იცვლება და ამ ცვლილების მიზეზია გენეტიკური მუტაციების თანდათანობითი დაგროვება ძვლის ტვინში არსებული სისხლის წარმომქმნელ ღეროვან უჯრედებში. ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ დაბერება იყო თანდათანობითი და სტაბილური პროცესი, თუმცა ახალი მონაცემები აჩვენებს მოულოდნელ და დრამატულ გარდატეხას – სისხლის წარმოქმნა მხოლოდ რამდენიმე დომინანტური ღეროვანი უჯრედით ხდება.
რა იცვლება ასაკთან ერთად?
• ახალგაზრდა ადამიანებში სისხლის წარმოქმნაში ათიათასობით სხვადასხვა ღეროვანი უჯრედი მონაწილეობს თანაბრად.
• 70 წლის შემდეგ მხოლოდ 12-18 დომინანტური კლონი იღებს სისხლის წარმოების ფუნქციას და ისინი ჩნდებიან გენეტიკური „დრაივერი მუტაციების“ შედეგად, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება.
• ეს დომინანტური უჯრედები იზრდება სწრაფად, თუმცა ხშირად კარგავენ ჯანმრთელი და სრულფასოვანი სისხლის უჯრედების წარმოქმნის უნარს. შედეგად, სისხლის ხარისხი უარესდება და იმუნური სისტემა სუსტდება.
რა რისკები იქმნება?
• დაბერებული სისხლის სისტემას ახლავს იმუნიტეტის დაქვეითება, ანემია (ციტოპენია), და სისხლის სიმსივნეების – მათ შორის ლეიკემიის – რისკის ზრდა.
• ეს პროცესი ცნობილია როგორც „კლონური ჰემატოპოეზი“ (clonal haematopoiesis) და შეიძლება სხვა ორგანოებშიც ხდებოდეს, არა მხოლოდ სისხლში.
სტატისტიკა და ფაქტორები
• კვლევაში ანალიზი ჩაუტარდა 3,500-ზე მეტ სისხლის ღეროვან უჯრედს სხვადასხვა ასაკის ადამიანებში.
• 65 წლამდე ასაკში ყველა ღეროვანი უჯრედი თითქმის თანაბრად მონაწილეობს სისხლის წარმოებაში.
• ცხოვრების სტილი (მაგალითად, მოწევა, ქრონიკული ანთება, გადატანილი ონკოლოგიური მკურნალობა) აჩქარებს მუტაციური კლონების დომინირებას და ასაკთან დაკავშირებულ სისხლის პრობლემებს.
• ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი გაცილებით ადრე იწყება – ინდივიდუალური და გარემოს ფაქტორების გამო.
როგორ დავიცვათ თავი?
• ჯანსაღი ცხოვრების წესი და ანთებითი პროცესების პრევენცია შესაძლებელია დაეხმაროს მავნე კლონების გააქტიურების შეფერხებას.
• მომავალში შესაძლოა ჩნდეს ახალი მეთოდები, რომლებსაც შეეძლება შეანელოს ან შეაჩეროს კლონური ჰემატოპოეზი და გაახანგრძლივოს ჯანსაღი დაბერება.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„სისხლის დაბერების პროცესის გამოკვლევამ სრულიად ახალი პერსპექტივა მისცა როგორც გერიატრიას, ასევე ონკოლოგიას. თუ შევძლებთ ზუსტად გავაკონტროლოთ და შევანელოთ მავნე კლონების ზრდა, არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობას გავზრდით, არამედ ხარისხიანად და ჯანმრთელად დაბერებასაც შევუწყობთ ხელს.“
წყაროები:
• Nature, 2022: “Clonal haematopoiesis and blood ageing”
• Science Daily, 2022: “Blood stem cells and ageing: New findings”
• NIH, 2023: “How mutated stem cells change blood in the elderly”
გაიგეთ მეტი
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში:
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

WHO-ს რეკომენდაციები COVID-19-ის ვაქცინის ახალ შემადგენლობაზე და საქართველოს გამოწვევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
#post_seo_title
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
WHO-ს რეკომენდაციები COVID-19-ის ვაქცინის ახალ შემადგენლობაზე და საქართველოს გამოწვევები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფმა COVID-19 ვაქცინის შემადგენლობაზე (TAG-CO-VAC) 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ოფიციალურად მოუწოდა ვაქცინის მწარმოებლებს, რომ ვაქცინების ძირითადი ანტიგენები განახლდეს და დაფუძნდეს მონოვალენტურ JN.1 ან KP.2 შტამებზე. ალტერნატივად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მონოვალენტური LP.8.1 შტამი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
• ვაქცინაცია რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე ძლიერი იარაღი
WHO მკაფიოდ აცხადებს, რომ ყველა ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს COVID-19-ის ვაქცინაცია WHO-ს SAGE-ის რეკომენდაციების შესაბამისად.
• ვირუსის მუდმივი მუტაცია
SARS-CoV-2-ს ახასიათებს მუტაციების მუდმივი დინამიკა, განსაკუთრებით სპაიკ-პროტეინში, რაც ახალ ვარიანტებს (შტამებს) წარმოქმნის და ვაქცინების ანტიგენების განახლებას საჭიროებს.
• ახალი რეკომენდაციები მწარმოებლებისთვის
TAG-CO-VAC-ის ბოლო რეკომენდაციით, JN.1 ან KP.2 უნდა იყოს ვაქცინის ძირითადი ანტიგენი, LP.8.1 კი – ალტერნატიული ვარიანტი. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ახალ კვლევებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განახლებული ანტიგენები უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს.
• არ უნდა გადაიდოს ვაქცინაცია!
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს განახლებული ვაქცინების შემუშავება, WHO მოუწოდებს ყველას: არ გადადოთ არსებული ვაქცინებით აცრა, რადგან ისინი კვლავ იცავენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან.
რას აკეთებს WHO?
WHO მუდმივად ახორციელებს გლობალურ მონიტორინგს:
• ვირუსის ახალი ვარიანტების გამოვლენა
• მოსახლეობის იმუნური სტატუსის ანალიზი
• ვაქცინების ეფექტიანობის შეფასება
ამაში გამოიყენება კლინიკური კვლევები, ლაბორატორიული ანალიზები, მწარმოებლებისა და სამეცნიერო ჯგუფების მონაცემები.
საქართველოს რეალობა – რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო?
სამწუხაროდ, საქართველოში დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს COVID-19-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროგრამები შეჩერებულია, ხოლო განახლებული ვაქცინების ქვეყანაში შემოტანა არ ხდება.
ამავე დროს, საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა და დეზინფორმაცია განსაკუთრებით ძლიერია:
• მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ არ ენდობა ვაქცინებს;
• სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი ამბები და მიზანმიმართული შიში;
• ანტივაქსერული ჯგუფები ხელს უშლიან მოსახლეობის სწორ ინფორმირებას და საჯარო ჯანდაცვის პოლიტიკას.
შედეგად, საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია რეგიონში, რაც ზრდის არა მხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკებსაც.
რას უნდა აკეთებდეს თითოეული ჩვენგანი?
• ენდეთ მხოლოდ სანდო სამეცნიერო წყაროებს (WHO, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, აკადემიური ექიმები).
• თუ ხელმისაწვდომი გახდება ახალი ვაქცინა – არ გადადოთ აცრა!
• დაიცავით ჰიგიენა, ატარეთ ნიღაბი ინფექციური გავრცელების სეზონზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში.
• ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუზიარეთ სწორი ინფორმაცია და დაეხმარეთ, რომ სწორად მიიღონ გადაწყვეტილება.
• აქტიურად ებრძოლეთ დეზინფორმაციას და ანტივაქსერულ ნარატივებს!
წყაროები:
• WHO Technical Advisory Group on COVID-19 Vaccine Composition (TAG-CO-VAC)
• საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC)
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ დასრულებულა. ახალი შტამები და განახლებული ვაქცინები ისევ საჭიროებს მაღალ ყურადღებას, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ანტივაქსერული მოძრაობა და ვაქცინაციის სერიოზული დეფიციტია. დროა, საზოგადოებამ ნდობა დაუბრუნოს მეცნიერებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და მივაღწიოთ უსაფრთხო საზოგადოებას!“
გაიგეთ მეტი
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში:
შეიძლება იყოს text that says 'NHO Advises on COVID-19 Vaccine omposition he WHO Technical Advisory Group 1 COVID-19 Vaccine Composition AG-CO-VAC) advises manufacturers tha onovalent JN. or KP.2 vaccines remain opropriate vaccine antigens; monovaler .8.1 is a suitable alternative accine antigen. World Healt Organizatio' გამოსახულება

რა ხდება წონის კლების ინიექციის შეწყვეტის შემდეგ?

#post_seo_title

რა ხდება წონის კლების ინიექციის შეწყვეტის შემდეგ?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
ბოლო წლებში GLP-1 ჯგუფის წონის კლების ინიექციები (როგორიცაა Ozempic, Wegovy, Saxenda) მთელ მსოფლიოში გავრცელდა სისწრაფით, რომელმაც გადააჭარბა მრავალ მედიკამენტს. მაგალითად, მხოლოდ 2023 წელს ამერიკაში Ozempic-ით და Wegovy-ით 9 მილიონზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა. გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში 2024 წელს 120,000-ზე მეტი პაციენტი იყო ჩართული ამ მედიკამენტებით მკურნალობაში. თუმცა, ბევრს არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება წამლის შეწყვეტის შემდეგ.
კვლევის დეტალები და მთავარი მიგნებები
Diabetes, Obesity and Metabolism ჟურნალში გამოქვეყნებული მრავალცენტრული კვლევა აჩვენებს, რომ Ozempic-ის (semaglutide) გამოყენების შეწყვეტიდან 12 თვის შემდეგ პაციენტების 80%-ზე მეტმა დაკარგული წონის 60-90% კვლავ მოიმატა. საშუალოდ, ადამიანებმა, რომლებმაც მკურნალობის დროს დაიკლეს 15-20 კგ, ერთ წელიწადში დააბრუნეს 11-17 კგ.
• 2022 წლის მასშტაბურ კვლევაში 2,000-ზე მეტი პაციენტიდან მხოლოდ 3% შეინარჩუნა მაქსიმალური წონის კლების ნახევარზე მეტი მედიკამენტის შეწყვეტიდან ერთ წელიწადში.
• ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების წესის ცვლილებების გარეშე, წონის დაბრუნების რისკი ორჯერ მაღალია (89%), ვიდრე მათთან, ვინც აქტიურად იცავდა კვების რეჟიმსა და მოძრაობას (44%).
გლობალური ვითარება
მსოფლიოში 2024 წლისთვის წამლის კომერციული გაყიდვები 34 მილიარდ დოლარს აჭარბებს. წამლის მომხმარებელთა 70% ქალია, ხოლო საშუალო ასაკი — 37 წელი. განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ჭარბწონიანობა ზრდას განაგრძობს:
• აშშ-ში მოზრდილთა 42% სარგებლობს წონის კლების მედიკამენტებით ან მათზე ფიქრობს.
• ევროპის ზოგ ქვეყანაში (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში) ორწლიანი რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტების მხოლოდ 12% რჩება სქემაზე სრული კურსის განმავლობაში.
საქართველოში მდგომარეობა
საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში წონის კლების ინიექციებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა Ozempic-ის ან Wegovy-ის მიღებაზე. მრავალი აფთიაქი აცხადებს მედიკამენტის დეფიციტს და ხშირია თვითმკურნალობა ექიმის დანიშნულების გარეშე, რაც ზრდის რისკებს:
• ბევრი პაციენტი წყვეტს პრეპარატს საკმარისი ინფორმაციის გარეშე
• ხშირია გვერდითი ეფექტები: გულისრევა (40-50%), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები (35%), ფსიქოლოგიური ცვლილებები (20%)
• წონის დაბრუნების შემდეგ (საშუალოდ 9-12 თვეში) პაციენტთა 70%-ში აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის და არტერიული წნევის მატების შემთხვევები
რატომ ბრუნდება წონა ასე სწრაფად?
GLP-1 ჯგუფის ინიექციები გავლენას ახდენს ტვინის საკვების მოთხოვნის ცენტრზე, აფერხებს მადას და ამცირებს კალორიების მიღებას. მაგრამ წამლის შეწყვეტის შემდეგ ტვინი და ორგანიზმი სწრაფად უბრუნდება ძველ რეჟიმს — იზრდება მადა, მცირდება ენერგიის ხარჯვა, და იწყება წონის მატება.
დასკვნები და რეკომენდაციები
1. წონის კლების ინიექციები არ უნდა ჩაითვალოს გრძელვადიან ან მარტივ გამოსავლად.
2. შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია სიღრმისეული ცხოვრების სტილის ცვლილება – კვების რეჟიმი, მოძრაობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
3. ექიმის ზედამხედველობა აუცილებელია როგორც დაწყების, ისე შეწყვეტის დროს — თვითმკურნალობა მხოლოდ ზრდის რისკებს.
4. წამლების შეწყვეტის შემდეგ წონის სწრაფად დაბრუნება ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების, ჰიპერტენზიის და მეტაბოლური სინდრომის რისკებს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ინოვაციური წამლები — ეს არის დროებითი საშუალება, რომელიც რეალურ შედეგს მხოლოდ მაშინ იძლევა, თუ საფუძვლად უდევს ცხოვრების სტილის გრძელვადიანი და სისტემური ცვლილება. კვება, ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სწორი ინფორმაცია არის სანდო გზა ჯანმრთელობისა და წონის მყარი კონტროლისკენ.“
წყაროები:
World Health Organization (WHO), Mayo Clinic, NHS UK, Harvard Health
გაიგეთ მეტი
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება, რათა დაცული იყოს ემიგრანტთა და იმიგრანტთა უფლებები დასაქმების ადგილზე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა
#post_seo_title

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა.

ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, 2020-2024 წლების განმავლობაში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა 73 507 სამუშაოს მაძიებელი; ინდივიდუალური კონსულტირება, ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე გაეწია 116 919 სამუშაოს მაძიებელს; 86 151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მუნიციპალურ დონეზე გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით; საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32 804 პირი; 39 707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე; მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 942-მა მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება; კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 15 577 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 163 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 13 777 სამუშაოს მაძიებელს.

ჩატარდა 43 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000- მდე დამსაქმებელმა და 6 000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებლებმა; სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 111 დამსაქმებელი და 674 სამუშაოს მაძიებელი (სტაჟიორი); ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 31 სამუშაოს მაძიებელი; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში ჩაერთო 12 642 სამუშაოს მაძიებელი; საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის 4 028 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება, რათა დაცული იყოს ემიგრანტთა და იმიგრანტთა უფლებები დასაქმების ადგილზე.

ასევე მოხდეს მიგრაციული ნაკადების სტატისტიკური აღრიცხვა, ანალიზი და წარმატებით მართვა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარდგენილი ანგარიში.

ახალი სტანდარტი დიაგნოსტიკაში – ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრასონოგრაფიის აპარატი უკვე ჩვენს კლინიკაში

ახალი სტანდარტი დიაგნოსტიკაში
#post_seo_title

ახალი სტანდარტი დიაგნოსტიკაში – ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრასონოგრაფიის აპარატი უკვე ჩვენს კლინიკაში.

საუბრობს რადიოლოგი ანდრო ძნელაძე.

სისტემა — Samsung RS85 Prestige  დიაგნოსტიკაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. რა უპირატესობები აქვს  ამ აპარატთან მუშაობის და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პაციენტისთვის?

ამ კითხვებზე გვიპასუხა კლინიკის წამყვანმა რადიოლოგმა, ანდრო ძნელაძემ.

ბატონო ანდრო, პინეო უკვე სარგებლობს ახალი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრასონოგრაფიული სისტემით. როგორ შეაფასებდით მის ძირითად უპირატესობებს?

დიახ, ჩვენი კლინიკა უკვე აღჭურვილია Samsung RS85 Prestige-ით — ეს არის პრემიუმ კლასის აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად, დეტალურად და სწრაფად შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია Crystal Architecture™ ტექნოლოგია, რაც გულისხმობს უმაღლესი გარჩევადობის მქონე გამოსახულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული დიაგნოსტიკური შემთხვევებისას.

რაში გამოიხატება აპარატის ინოვაციური შესაძლებლობები?

ახალი თაობის ტექნოლოგიები, როგორიცაა MV-Flow™ და LumiFlow™, გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ მიკროცირკულაციას — ეს არის სისხლის მიმოქცევა ყველაზე პატარა სისხლძარღვებში.

საინტერესოა, როგორ უწყობს ხელს ეს სისტემა ღვიძლისა და სხვა ორგანოების კვლევებს?
ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა S-Shearwave Imaging™, რაც ელასტოგრაფიის თანამედროვე მეთოდია. ის არაინვაზიურად აფასებს ქსოვილების სიმკვრივეს. მაგალითად, ღვიძლის ფიბროზის შეფასება შეგვიძლია ძალიან ზუსტად და ობიექტურად, რაც მკურნალობის დაგეგმვისთვის აუცილებელია.

აღნიშნეთ ხელოვნური ინტელექტის როლი. როგორ ეხმარება AI რადიოლოგს ყოველდღიურ პრაქტიკაში?

აპარატში ინტეგრირებულია S-Detect™ — ეს ფუნქცია აანალიზებს და ავტომატურად აფასებს ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს. მას შეუძლია მიანიშნოს პათოლოგიურ ნიშნებზე, რაც რადიოლოგს აძლევს დამატებით ინსტრუმენტს, რომ დიაგნოზი იყოს მაქსიმალურად ზუსტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება სკრინინგს ან ადრეულ გამოვლენას.

და ბოლოს, როგორია აპარატის როლი ინვაზიური პროცედურებისას?
S-Fusion™ და S-Tracking™ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას ზუსტად დავგეგმოთ და გავაკონტროლოთ ბიოფსიები, ან სხვა მინიმალურად ინვაზიური ჩარევები. ეს ნიშნავს, რომ პროცედურები ხდება უფრო უსაფრთხო, კონტროლირებადი და ნაკლებად მტკივნეული პაციენტისთვის.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights