ორშაბათი, მაისი 11, 2026

ნაწლავში იწყება მულტიფსკლეროზი?! – მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორი ბაქტერია, რომელიც შესაძლოა იწვევს დაავადებას

4 ნაბიჯი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ!
#post_seo_title

ნაწლავში იწყება მულტიფსკლეროზი?! – მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორი ბაქტერია, რომელიც შესაძლოა იწვევს დაავადებას

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

მულტიფსკლეროზი (MS) წარმოადგენს ქრონიკულ, პროგრესირებად აუტოიმუნურ დაავადებას, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ტვინი და ზურგის ტვინი) და იწვევს ნერვული ბოჭკოების მემბრანის – მიელინის – დეგენერაციას. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურ ფაქტორებს აქვთ მნიშვნელობა, თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას გარემოს ფაქტორებზე, მათ შორის ნაწლავის მიკრობიომზე.

კვლევის შინაარსი და მნიშვნელობა

მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს გამორჩეულად ძლიერი კვლევა: მათ შეისწავლეს 81 წყვილი ერთკვერცხიანი ტყუპი, რომელთაგან ერთს ჰქონდა MS დიაგნოზი, ხოლო მეორეს – არა. ასეთი ტიპის კვლევა უნიკალურია, რადგან გამორიცხავს გენეტიკურ განსხვავებებს და იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ განსხვავებას ნაწლავის მიკრობიომში.

აღმოჩენილი მავნე ბაქტერიები

კვლევამ გამოავლინა ორი კონკრეტული ბაქტერიის შტამი, რომლებიც მნიშვნელოვნად მეტად გვხვდება MS-ით დაავადებულ პაციენტებში:

  1. Eisenbergiella tayi
  2. Lachnoclostridium spp.

როდესაც ეს ბაქტერიები გადაუნერგეს თაგვებს, მათ გამოუვლინდათ MS-ის მსგავსი ნევროლოგიური სიმპტომები, რაც მკაფიოდ მიუთითებს კავშირზე ნაწლავის მიკრობიომსა და იმუნურ სისტემას შორის.

რატომ არის ეს კვლევა რევოლუციური?

  • პირველად მოხდა კონკრეტული ბაქტერიული შტამების გამოყოფა, რომლებიც ასოცირდება MS-თან.
  • ეს აძლიერებს gut-brain axis-ის თეორიას – იდეას, რომ ნაწლავის ჯანმრთელობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ტვინისა და იმუნური სისტემის რეგულაციაში.
  • კვლევა შექმნის საფუძველს ახალ თერაპიებსა და პრევენციულ მიდგომებზე, რომლებიც მიმართული იქნება ნაწლავის მიკრობიომის შეცვლაზე და არა მხოლოდ იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„ეს აღმოჩენა ადასტურებს იმას, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა წლებია ამბობს – ჯანმრთელობა იწყება ნაწლავში.

მეცნიერების ამჟამინდელი ტალღა ცხადად გვაჩვენებს, რომ ნევროლოგიური და აუტოიმუნური დაავადებების გასაღები შეიძლება იმალებოდეს იმაში, თუ რას ვჭამთ, როგორია ჩვენი ნაწლავის მიკრობიომი და როგორ ფუნქციონირებს ის.“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკული რეკომენდაციები

ექიმებისა და სისტემისთვის:

  • ჩამოყალიბდეს კლინიკური გაიდლაინები ნაწლავის მიკრობიომის სკრინინგზე MS-ით დაავადებულ პაციენტებში
  • დაინერგოს მულტიდისციპლინური მიდგომა: ნევროლოგები + გასტროენტეროლოგები + მიკრობიომების სპეციალისტები
  • განხორციელდეს პრევენციული მიდგომები ახალგაზრდებში, რომლებიც რისკჯგუფში იმყოფებიან

მოქალაქეებისთვის:

  • დაიწყეთ ჯანსაღი ნაწლავის კვება: ბოჭკოვანი, მცენარეული, ფერმენტირებული საკვები
  • ეცადეთ შეამციროთ დამუშავებული და შაქრიანი საკვების მიღება
  • ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს უმიზეზოდ – ისინი ანადგურებენ კარგ მიკრობებს
  • მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ქრონიკული საჭმლის მონელების პრობლემები, გადაღლილობა ან ნერვული სიმპტომები

მეცნიერული წყარო

PNAS – Proceedings of the National Academy of Sciences

2024, DOI: https://www.pnas.org/doi/10.1073/pnas.2419689122

დამატებითი ინფორმაცია:

შენი ექიმი – სწორი ინფორმაცია ჯანმრთელობისთვის:

https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარეთ! ეს პოსტი შესაძლოა დაეხმაროს ადამიანს, ვინც მულტიფსკლეროზით ცხოვრობს.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ნაწლავისჯანმრთელობა #მულტიფსკლეროზი #GutBrain #Microbiome #Autoimmunity #PublicHealth

საქართველოში სწრაფი კვების ბუმი და სიმსუქნის საფრთხე – რატომ არის ეს საგანგაშო?

ჭარბი წონა ბავშვებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში
#post_seo_title

საქართველოში სწრაფი კვების ბუმი და მზარდი სიმსუქნის საფრთხე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი

ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაიზარდა სწრაფი კვების ობიექტების რაოდენობა — ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი კვების რეჟიმი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არ არის სასიკეთო: საქართველო დგება იმავე გზაზე, რომელზეც დიდი ხანია გადააბიჯეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა აშშ და საუდის არაბეთი — ქვეყნებმა, სადაც სიმსუქნის დონემ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

სწრაფი კვების ობიექტების აფეთქება საქართველოში

Business Insider Georgia-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად და კომპანიების ოფიციალური წყაროების მიხედვით, დღესდღეობით ყველაზე მეტ ობიექტს საქართველოში ფლობს დანკინი – 80 ფილიალით. მას მოსდევს მაკდონალდსი (21 ფილიალი), ვენდისი (16 ფილიალი), ქეიეფსი (13 ფილიალი) და მაკშაურმა (6 ფილიალი).

ასევე, ბრუნვის მიხედვით, ყველაზე დიდი ხუთეულია:

  • ვენჯორჯია – ბრენდი ვენდისი
  • Iberia Food Company – ბრენდი ქეიეფსი
  • ხარება – ბრენდი მაკშაურმა
  • თ და კ რესტორნები – ბრენდი მაკდონალდსი
  • კიოსკ ჯორჯია – ბრენდი დანკინი

ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ სწრაფი კვების კულტურა საქართველოში მყარად იმკვიდრებს თავს და ყოველდღიურად იზრდება მისი გავლენა მოსახლეობის კვების ჩვევებზე.

რატომ არის ეს საგანგაშო?

სწრაფი კვების პროდუქტები, მიუხედავად მათი ხელმისაწვდომობისა და გემოვნური თვისებებისა, უმეტესად შეიცავს:

  • მაღალ რაოდენობას ცხიმებსა და შაქარს,
  • დაბალ კვებით ღირებულებას,
  • დიდ კალორიულობას მცირე პორციებში.

მსგავსი ტიპის კვების რეგულარული მოხმარება პირდაპირ უკავშირდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:

  • სიმსუქნე და ჭარბი წონა,
  • დიაბეტი ტიპი 2,
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,
  • ბავშვებში განვითარებადი მეტაბოლური სინდრომი.

აშშ-ში სიმსუქნის მაჩვენებელი დღეს 40%-ს აჭარბებს ზრდასრულ მოსახლეობაში, ხოლო საუდის არაბეთში – 35%-ზე მეტია.

თუ საქართველოში სწრაფი კვების სარეკორდო ზრდას და მოსახლეობის ახალ კვების ჩვევებს ერთმანეთს დავუკავშირებთ, აშკარად ვხედავთ, რომ იგივე ტენდენცია ჩვენთანაც ვითარდება.

სიმსუქნის პირველი ნიშნები საქართველოშიც

უკვე ბოლო ათწლეულში საქართველოში მოიმატა:

  • ბავშვთა სიმსუქნის შემთხვევები,
  • მოზრდილებში დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელება,
  • მაღალი არტერიული წნევის და ქოლესტერინის მაჩვენებლები.

ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის ნაკლებობას და არასწორ კვებას, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი უკავია სწრაფი კვების მუდმივად მზარდ მოხმარებას.

გამოსავალი არსებობს!

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც უკვე მძიმე პრობლემად იქცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აუცილებელია:

  • საჯარო ინფორმაციის კამპანიები ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით,
  • სკოლებში კვების განათლების პროგრამები,
  • სწრაფი კვების ობიექტების რეგულაცია, განსაკუთრებით ბავშვებისადმი მიმართული მარკეტინგის მხრივ,
  • ჯანსაღი ალტერნატივების მხარდაჭერა — ადგილობრივი პროდუქტის, ბოსტნეულის, ხილის ხელმისაწვდომობა.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

“სწრაფი კვების ობიექტების სწრაფი ზრდა საქართველოში პირდაპირი განგაშის სიგნალია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. აუცილებელია, ახლა და არა ხვალ, დავიწყოთ საზოგადოების მასშტაბური განათლება ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე, რათა დავიცვათ მომავალი თაობები ქრონიკული დაავადებების ეპიდემიისგან.”

წყაროები:

  • Business Insider Georgia: სწრაფი კვების ობიექტების სტატისტიკა. 04.07.2023.
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
  • World Health Organization (WHO). Obesity and overweight facts.
  • Centers for Disease Control and Prevention (CDC). Adult Obesity Facts.

გაიგეთ მეტი ჯანსაღ კვებაზე და ჯანმრთელობის დაცვაზე: sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

საქართველოში სწრაფი კვების ბუმი და მზარდი სიმსუქნის საფრთხე პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე ...

გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჯანმრთელობა #ბავშვები #სიმსუქნე #ანტიბიოტიკები #აქხარისხია #გაფრთხილება #sheniekim

კაკლის უღელი ჩიყვის დროს – ბუნებრივი მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებისთვის

კაკლის უღელი
#post_seo_title

კაკლის უღელი ჩიყვის დროს – ბუნებრივი მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებისთვის

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და მრავალკვანძოვანი ჩიყვი ბევრი ადამიანისთვის სერიოზული ჯანმრთელობის გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა აუცილებელია, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრადიციულ მედიცინასთან ერთად ბუნებრივი მეთოდებიც დადებით შედეგს იძლევა. ერთ-ერთი გავრცელებული ბუნებრივი საშუალებაა კაკლის უღელზე დაფუძნებული ნაყენი, რომელიც ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით პოპულარულია.

გააგრძელეთ კითხვა

რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა?

ChatGPT- დიაგნოზი
#post_seo_title

გოგა ბე­რი­ძე, ორი შვი­ლის მა­მაა, მისი ის­ტო­რია არის ამ­ბა­ვი იმა­ზე, თუ რო­გორ აა­რი­და ოჯახს უმ­ძი­მე­სი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი.

მისი შვი­ლის, ნი­კოს ის­ტო­რია, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ამ – ამ შემ­თხვე­ვა­ში ChatGPT-მ – შეც­ვა­ლოს ერთი ოჯა­ხის ბედი, მა­შინ როცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა უმოქ­მე­დოა.

ექვს თვემ­დე ნიკო ვი­თარ­დე­ბო­და სრუ­ლად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი­ვით, თუმ­ცა მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. გოგა თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და გა­ე­გო, რა სჭირ­და შვილს, როცა ექი­მე­ბი მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბას და “დაკ­ვირ­ვე­ბას” ურ­ჩევ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი სწო­რედ ChatGPT-ით მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა გახ­და გარ­დამ­ტე­ხი, სწო­რედ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა ახ­სე­ნა პირ­ვე­ლად დი­აგ­ნო­ზი: ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი.

გააგრძელეთ კითხვა

 

 

 

 

„ჩუმი მკვლელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე“

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

ჰიპერტენზია – მოკლე მიმოხილვა, „ჰიპერტენზია – ჩუმი მკვლელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე’’

ჰიპერტენზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას
წარმოადგენს მსოფლიოს როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. მისი
გავრცელება ცალკეულ ქვეყნებში 5%‐დან 71%‐მდე ვარირებს. ჰიპერტენზია მაღალი
პრევალენტობით ხასიათდება როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე მოსახლეობის
სხვადასხვა ჯგუფებში (მამაკაცები, ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები,
მოზარდები და ა.შ,) და გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითად რისკის ფაქტორს
წარმოადგენს. ჰიპერტენზიის გავრცელება მატულობს ასაკთან ერთად: 60‐69 წლის ასაკის
პირთა დაახლოებით ნახევარს და 70 წლის პაციენტთა თითქმის სამ მეოთხედს
ჰიპერტენზია აღენიშნება.

ჰიპერტენზიის, როგორც ძნელად დასაძლევი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის არსი, გარკვეულად განპირობებულია, ერთიმხრივ, მისი, როგორც დაავადების, სირთულით და მულტიფაქტორული ხასიათით; და მეორე მხრივ, არაადეკვატური და არაეფექტური მართვით, როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე სხვადასხვა ჯგუფებში.

სისხლის მომატებული წნევა კორონარული არტერიების დაავადების, თავის ტვინის
ინსულტის და თირკმლის ქრონიკული დაავადებების უმთავრესი რისკ-ფაქტორია.
დადგენილია, რომ სისხლის წნევის დონე პირდაპირ კავშირშია აღნიშნული
დაავადებების რისკთან. მომატებული სისხლის წნევა ყოველწლიურად დაახლოებით 7.5
მილიონი სიკვდილის მიზეზია მსოფლიოში, რაც საერთო სიკვდილობის ≈12.8%‐ს
შეადგენს. მეორეს მხრივ, მომატებული სისხლის წნევა აფერხებს ადამიანური კაპიტალის
განვითარებას. ამასთან, დაავადებასთან ასოცირებული უნარშეზღუდულობა 57 მილიონი
დაკარგული ჯანმრთელი ცხოვრების წლების (DALY) ტოლფასია (საერთო DALYs ‐ს 3.7%).
ევროპის რეგიონში მაღალი წნევით გამოწვეული დაავადებების როგორც ინციდენტობის,
ასევე პრევალენტობის ზრდის საკითხი ძალზე აქტუალურია, რასაც ავადობის და
სიკვდილიანობის მაჩვენებლები ადასტურებს.

ჰიპერტენზია – მოკლე მიმოხილვა

ჰიპერტენზია – მაღალი წნევა

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

ჰიპერტენზია – მაღალი წნევა

სისხლის წნევა რეგისტრირდება ორი ცვლადის საშუალებით – სისტოლური წნევა და დიასტოლური წნევა.

სისტოლური წნევა მთელს ორგანიზმში სისხლის გადასროლისათვის საჭირო ძალას ქმნის, ხოლო დიასტოლური წნევა – სისხლძარღვთა რეზისტენტობის (წინააღმდეგობის) შედეგია.

ორივე სიდიდე გამოისახება ვერცხლისწყლის სვეტის (mm Hg) მილიმეტრებში.

 ზოგადი განსაზღვრება

  • მაღალ არტერიულ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება 140/90 mm Hg და მეტი
  • დაბალ არტერიულ წნევად ანუ ჰიპოტენზიად ითვლება 90/60 mm Hg და ნაკლები

 მაღალი წნევის რისკები

მაღალი წნევის პირობებში გულსა და სისხლძარღვებს, თავის ტვინს, თირკმელსა და თვალს დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა.

ხანგრძლივად წნევის მაღალი ციფრები სერიოზულ რისკს წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიში გართულებების მხრივ, როგორიცაა:

  • გულის შეტევა
  • ინსულტი
  • გულის უკმარისობა
  • პერიფერიული არტერიების დაავადება
  • აორტის ანევრიზმა
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება
  • სისხლძარღვოვანი დემენცია

მაღალი წნევის შესაძლო მიზეზები

თქვენ გაქვთ ჰიპერტენზიის რისკი, თუ:

  • ხართ 65 წელზე მეტი ასაკის
  • გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე
  • გაქვთ მემკვიდრეობაში მაღალი წნევა
  • მოიხმართ ჭარბი რაოდენობით მარილს და არ მოიხმართ საკმარისი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს
  • არ ხართ ფიზიკურად აქტიური
  • სვამთ ჭარბი რაოდენობით ყავას და ალკოჰოლს
  • ეწევით
  • გაქვთ ძილის პრობლემები

დააქვეითეთ თქვენი წნევა

v  ცხოვრების წესის ცვლილებები შესაძლებელს გახდის თავიდან აიცილოთ ჰიპერტენზიის განვითარება, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში შეძლოთ სისხლის წნევის ციფრების დაქვეითება

v  ხშირად ჰიპერტენზიის მედიკამენტებით მკურნალობა აუცილებელია

v  უნდა დაიწყოთ და გააგრძელოთ მკურნალობა ექიმთან ერთად

v  ყოველივე ეს შესაძლებელს გახდის იცხოვროთ ჰიპერტენზიის დიაგნოზით, წნევის ნორმალური ციფრებით და გართულებების გარეშე

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://www.who.int/ncds/prevention/en/

https://www.cdc.gov/

ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (ჰიb) – ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იწვევს დაავადებას

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
#post_seo_title

ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (ჰიb)

გამომწევი ბაქტერია

გამომწევია  ბაქტერია (Haemorphilus Iinfluenza Type b) რომელიც ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იწვევს დაავადებას.

გადაცემის გზები
ვრცელდება ინფიცირებულ  ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტისას, ან წვეთოვანი გზით რესპირატორული წვეთების საშუალებით ხველის ან ცემინების  დროს. ახალშობილები შესაძლებელია  დაინფიცირდნენ ბაქტერიის  შემცველი ამნიოტური სითხის მეშვეობით.შემთხვევების 3% – 6% ფატალურია,  პაციენტების 20%-ს, რომლებმაც გადაიტანეს  ჰიბ მენინგიტი აღენიშნებათ  სმენისდაკარგვა და სხვადასხვა სახის ხანგრძლივი ნევროლოგიური დარღვევები. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია მჭიდრო კონტაქტებში, აივ ინფიცირებულებში, ნამგლისებურუჯრედული დარღვევების, ასპლენიის, სხივური თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

სიმპტომები

ცხელება,  ხველა, სუნთქვის გაძნელება, შემცივნება,ოფლიანობა, თავის და კუნთების ტკივილი,  დიარეა,  ღებინება და სხვა

გართულებები

მენინგიტი, პნევმონია, ბაქტერიემია, ეპიგლოტიტი,  სეპტიცემია, სეპტიური ართრიტი,  ოსტეომიელიტი,  ცელულიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი.

მნიშვნელოვანი ცვლილება – ახალი ინიექცია, რომლითაც კიბოს 15 სახეობას განკურნავენ

აცერი და დაიცავი
#post_seo_title

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში კიბოს მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელიწადში 15,000-მდე კიბოთი დაავადებული პაციენტის მკურნალობა სწრაფი ინიექციით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.

ათასობით პაციენტი შეძლებს იმუნოთერაპიული მკურნალობის მიღებას რამდენიმე წუთში. ინოვაციური მიდგომის ფარგლებში, “ნივოლუმაბის” (ბრენდული დასახელებით Opdivo) საინიექციო ფორმა დამტკიცდა და ის უკვე ხელმისაწვდომია როგორც მკურნალობის ახალი ალტერნატივა.

ახალი მეთოდი მკვეთრად ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას – ინიექცია მხოლოდ 3-დან 5 წუთამდე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ადრე იმავე მედიკამენტის მიღებას წვეთოვანი გზით დაახლოებით ერთი საათი სჭირდებოდა.

მკურნალობის ეს ფორმა 15 სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დიაგნოზისთვის გამოიყენება, მათ შორის:

  • ფილტვის კიბო

  • ნაწლავის კიბო

  • თირკმლის კიბო

  • შარდის ბუშტის კიბო

  • საყლაპავის კიბო

  • კანის კიბო

  • თავისა და კისრის სიმსივნეები

ნივოლუმაბის სწრაფი ინიექცია განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც თერაპიას ყოველ ორ კვირაში ან თვეში ერთხელ იტარებენ. ამასთან, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალი ფორმატი არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ საავადმყოფოების დატვირთვას ამცირებს და მეტ პაციენტზე ზრუნვის საშუალებას იძლევა.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ეს მეთოდი ფართო კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგა. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მას მნიშვნელოვნად პროგრესულად აფასებენ, როგორც პაციენტის კომფორტისთვის, ისე სისტემური რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის.

რა უნდა ვიცოდეთ ფარული საფრთხის შესახებ – „ეს სიმპტომი წნევას არ დააბრალოთ…“ – VIDEO

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას - კვლევა
#post_seo_title

რა სიმპტომები ახლავს თან ანევრიზმას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები.

უსიმპტომო თავის ტვინის ანევრიზმა – რა უნდა ვიცოდეთ ფარული საფრთხის შესახებ

უმეტეს შემთხვევაში, თუ ანევრიზმა მცირე ზომისაა, ის შეუმჩნევლად და უჩვეულო ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. პაციენტებს ხშირად არც კი აქვთ წარმოდგენა, რომ ამ ტიპის ცვლილება მათ სისხლძარღვებში არსებობს. მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში – მაგალითად, როცა ანევრიზმა კონკრეტულ ადგილას მდებარეობს – შესაძლოა შეიმჩნეოდეს მსუბუქი ხმაური ყურში ან სხვა უცნაური შეგრძნება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

განსხვავებული სურათი გვაქვს მაშინ, როცა საქმე გიგანტურ ანევრიზმასთან გვაქვს. ასეთ შემთხვევაში, ის უკვე მასის ეფექტს ქმნის – მსგავსი ფორმირება შესაძლოა თავის ტვინზე ზეწოლით სიმსივნის არსებობას მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკა და ტვინის სიღრმისეული გამოკვლევა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

გადაცემაში “იმუნიტეტი” “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” წამყვანი ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი საუბრობს:

„თუ ანევრიზმა დიდი ზომის არ არის, ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად, როცა კონკრეტულ ლოკაციაზეა, შუილის ან მსგავსი სიმპტომი იყოს, მაგრამ ასეთ დროსაც პირდაპირ ვერ ვიტყვით. გიგანტური ანევრიზმა კი სიმსივნის იმიტაციას აკეთებს, რადგან, როგორც მასა, ისე აწვება თავის ტვინს.

ძირითადად, პაციენტებთან, რომლებმაც ანევრიზმა შემთხვევით აღმოაჩინეს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაღეს, ის სიმპტომები, რის გამოც კვლევა დაიწყეს, ანევრიზმასთან არაფერ შუაში არ არის ხოლმე. არც თავბრუსხვევა, არც თავის ტკივილი, არც გულისრევა და არც სხვა რაიმე მსგავსი ნიშანი… ანევრიზმას თუ აღმოვაჩენთ, მისი კონტროლი და მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტოთ, პაციენტს ოპერაცია სჭირდება თუ არა.

თავის ტვინის ანევრიზმა ხშირად უხმაუროდ ვითარდება და მისი აღმოჩენა ორ გზას უკავშირდება: ან შემთხვევით ხდება დიაგნოსტიკური კვლევისას, ან სერიოზული სიმპტომების გამოჩენის შემდეგ.

ყველაზე საშიში და გადამწყვეტი მომენტი არის ის, როცა ანევრიზმა სკდება – ამ დროს ერთ-ერთი უმთავრესი და დამახასიათებელი სიმპტომია უეცარი და წარმოუდგენლად ძლიერი თავის ტკივილი. პაციენტები მას ხშირად ახასიათებენ როგორც “ყველაზე მტკივნეული თავის ტკივილი ცხოვრებაში”.

თუ მსგავსი სიმპტომი გაწუხებთ, განსაკუთრებით თუ ტკივილი უეცრად გაჩნდა და არ გავს ჩვეულებრივ მიგრენას ან წნევისგან გამოწვეულ ტკივილს – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას. ანევრიზმის გაწყვეტა საჭიროებს სწრაფ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები.

ანევრიზმის აღმოჩენის ორი გზა არსებობს – ის ან შემთხვევით შეიძლება აღმოვაჩინოთ ან მისი გასკდომის შემთხვევაში გავიგოთ. გასკდომის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი არის ის, რომ პაციენტს უეცარი, თავის ისეთი ძლიერი ტკივილი ეწყება, როგორიც ცხოვრებაში არასდროს ჰქონია. ასეთ დროს არ უნდა დაელოდოთ და არ უნდა იფიქროთ, რომ წნევა გაქვთ, ან სხვა რამ. უეცარი, გაუსაძლისი თავის ტკივილის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ საავადმყოფოს.

ანევრიზმის გამოვლენის შემდგომ მოქმედების 3 ვარიანტი გვაქვს. დავაკვირდეთ, ხომ არ იზრდება ზომაში, ხომ არ იცვლება და პაციენტი წელიწადში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ ან ინდივიდუალური გრაფიკით გამოვიკვლიოთ.

გვაქვს ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა – ერთი ღია ქირურგიული ჩარევაა, მეორე დახურული, მინი-ინვაზიური მეთოდი, რომელიც კორონაროგრაფიის მსგავსი პროცედურაა, თუმცა თავის ტვინში ტარდება.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მშობლებს მიმართავს – „ახლა ბანკეტების პერიოდია და გაფრთხილდით“

ზურა სიხარულიძე  მოსახლეობას აფრთხილებს - „არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ“
#post_seo_title

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს:

მშობლებს მოგმართავთ! ახლა ბანკეტების პერიოდია და გაფრთხილდით… არ დაიბნეთ და პანიკაში არ ჩავარდეთ”
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights