ფიზიკური აქტივობა კიბოს მკურნალობაში — ახალი სტანდარტი კოლორექტალური კიბოსთვის
- 28%-ით ნაკლები რეციდივი (კიბოს დაბრუნება)
- 37%-ით დაბალი სიკვდილიანობა
- შედეგები დაფიქსირდა 3-წლიანი ფიზიკური აქტივობის პროგრამის შემდეგ
სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც ხშირად ვლინდება ტკივილით, წვით, წყლულებით ან შეშუპებით. ეს პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და სხვადასხვა გამომწვევის მიხედვით განსხვავებული ფორმებით წარიმართოს. იმისთვის, რომ დიაგნოზი სწორად დადგინდეს და მკურნალობა ეფექტური იყოს, აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
სტომატიტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
ტკივილი პირის ღრუში, განსაკუთრებით საკვების მიღებისა და ლაპარაკისას
წვა და სიწითლე ლორწოვან გარსზე
წყლულები ენაზე, ლოყებზე ან ღრძილებზე
შეშუპება და დისკომფორტი
ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა (ინფექციური სტომატიტის დროს)
სტომატიტის განვითარებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი:
ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი)
ბაქტერიალური და სოკოვანი ინფექციები (Candida ტიპის სოკო)
დაბალი იმუნიტეტი და ქრონიკული დაავადებები
მექანიკური დაზიანებები (მაგ. ცხელი ან ბასრი საკვები)
ალერგიული რეაქციები (კბილის პასტა, საკვები)
ვიტამინების (B ჯგუფი, რკინა, ფოლიუმის მჟავა) დეფიციტი
სტრესი და ჰორმონალური რყევები
აფტოზური სტომატიტი – ხშირი და მტკივნეული წყლულებით, ქრონიკულად მიმდინარე
ჰერპესული სტომატიტი – ბუშტუკები და მაღალი სიცხე, განსაკუთრებით ბავშვებში
კანდიდოზური (სოკოვანი) – თეთრი ნადები, ტკივილი, უხალისობა
კატარული სტომატიტი – ზედაპირული ანთება, მარტივად სამკურნალო
ულცერაციული სტომატიტი – ღრმა წყლულები და ქსოვილთა დაზიანება
ანგულარული სტომატიტი – პირის კუთხეების დახეთქვა და წვა
ალერგიული სტომატიტი – გამაღიზიანებელი ნივთიერებებზე რეაქცია
ბავშვებში სტომატიტი სწრაფად პროგრესირებს და ხშირ შემთხვევაში ჰერპესული ფორმით ვლინდება. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს:
ტემპერატურა
მადის დაკარგვა
გაღიზიანებადობა და ტირილი
ნერწყვდენა
სიცხე და სუნთქვის სირთულე
მკურნალობის სქემა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და სტომატიტის ფორმაზე:
| ტიპი | მკურნალობა |
|---|---|
| ვირუსული | ანტივირუსული პრეპარატები |
| ბაქტერიული | ანტიბიოტიკები |
| სოკოვანი | ანტიმიკოზური საშუალებები |
| ტკივილი | ადგილობრივი ანესთეზია |
| ანთება | ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები |
| იმუნოსუსტენცია | იმუნომოდულატორები |
კომპლექსური მიდგომა მოიცავს პირის ღრუს ანტისეპტიკურ დამუშავებას, კვებითი რეჟიმის რეგულირებასა და აუცილებელი ვიტამინების დანიშვნას.
✅ რეკომენდებულია:
რბილი, თბილი საკვები (პიურე, ბულიონი, კისელი)
რძის პროდუქტები (თუ არ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა)
საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ლორწოვან გარსს
❌ თავიდან უნდა აირიდოთ:
ციტრუსები და მჟავე პროდუქტები
ცხარე, მარილიანი და უხეში ტექსტურის მქონე საკვები
ძალიან ცხელი ან ცივი სასმელები
ჩიფსები, ორცხობილა, მშრალი პური
სწორი კვება აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ამცირებს რეციდივის ალბათობას.
რეგულარული პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების დახეხვა და კბილის ძაფის გამოყენება)
საკვების ბალანსი ვიტამინებითა და მინერალებით
ალერგენებისგან თავის არიდება
სტრესის მართვა და იმუნიტეტის გაძლიერება
რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება
დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს:
მლაშეს;
ცხარეს;
ტკბილეულს;
ფორთოხლის და პომიდვრის წვენს;
სპირტიან სასმელს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი;
დაბალანსებული კვების ქონა.
ირინა წაქაძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას.
გლდანის პარკში პატარებს სხვადასხვა გასართობი აქტივობები დახვდებათ.
უწყების ცნობით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ იაპონიის ელჩის მოადგილე გოსუკე ჰორიგუჩსთან ერთად, კლინიკის სხვადასხვა განყოფილება და გადაცემული აპარატურა დაათვალიერეს.
თეა გიორგაძემ ელჩის მოადგილეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კლინიკის პრიორიტეტულ მნიშვნელობას,დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იაპონია საქართველოსთვის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია ჯანდაცვის სფეროში.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად, თამბაქოს კონტროლის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ახალი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო, ქვეყანაში ახლად ამოქმედებულ, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციას. აღინიშნა, რომ ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით კი მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ხაზი გაესვა, სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, მსგავსი ტიპის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ თამბაქოსთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ზრუნვა კვლავაც გრძელდება.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, მათ შორის განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე და საზოგადოებრივ ჩართულობაზე აქცენტის გაკეთება, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ ჯანმრთელი და თამბაქოსგან თავისუფალი გარემო.

–ნინუცა, რა გახდა მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ ჩართვა “ჰერას” პაციენტთა საბჭოში?
– ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია საკუთარი და სხვების გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. საბჭოში ჩართვა ჩემთვის იყო შესაძლებლობა, ვყოფილიყავი მონაწილე იმ პროცესების, რომლებიც პაციენტის უკეთეს მოვლაზე ზრუნავს. მინდოდა ჩემი ხმა გაჟღერებლიყო იქ სადაც, ეს რეალურ ცვლილებებს გამოიწვევდა.
– რამდენი ხანია, რაც საბჭოს წევრი ხართ და როგორ შეიცვალა კლინიკა ამ დროის განმავლობაში?
– საბჭოს წევრი ვარ მისი შექმნის დღიდან. წინა წლის ივნისში შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ნამდვილად ბევრი პოზიტიური ცვლილება ვიხილე. კლინიკაში პაციენტების მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გააქტიურდა, გაიზარდა ყურადღება პაციენტების კომფორტზე, ინფორმირებულობაზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ასევე თვალსაჩინოა, რომ ჩვენი გამოხმაურებები რეალურად აისახება პრაქტიკულ ცვლილებებში, რაც მთელი ამ პროცესის ეფექტიანობას ზრდის. იგრძნობა, რომ კლინიკა ჰერა ნდობას იჩენს პაციენტების ხედვის მიმართ და აქტიურად იყენებს ამ რესურსს სისტემის გაუმჯობესებისთვის.
– როგორი იყო თქვენი მოლოდინი საბჭოში გაწევრიანებისას და როგორია თქვენი რეალური გამოცდილება?
– თავდაპირველად მოლოდინი მქონდა რომ მხოლოდ აზრის გამოთქმის საშუალება მექნებოდა, მაგრამ რეალობამ სასიამოვნოდ გამაოცა. საბჭოს თითოეული წევრის გამოცდილება და მოსაზრებები ნამდვილად აღიქმება სერიოზულად. ჩვენი ჩართულობით დაინერგა ბევრი სიახლე, როგორიცაა – საინფორმაციო ბუკლეტები, ფეისბუქ აქტივობები, პაციენტისთვის საჭირო ინფორმაციის ვიდეოებად განთავსება, საბავშვო სივრცე… ვხედავ, რომ საბჭო არ არის ფორმალობა, არამედ ცოცხალი და მოქმედი სივრცეა…
– როგორია თანამშრომლობა კლინიკის ხელმძღვანელობასთან და პერსონალთან? გრძნობთ, რომ თქვენი ხმა ისმის?
– თანამშრომლობა საკმაოდ გახსნილი, მეგობრული და კონსტრუქციულია. თავიდან ცოტა მორცხვად ვგრძნობდი თავს, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პერსონალიც და ხელმძღვანელობაც გულწრფელად ინტერესდებიან ჩვენი შეხედულებებით. ნამდვილად მაქვს განცდა, რომ ჩემი ხმა ისმის და ანგარიშშიც იღებენ.
– როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს პაციენტის ხმას ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის?
– პაციენტის ხმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მხოლოდ შიგნიდან ხედვით, ვგულისხმობ ექიმების ან ადმინისტრაციის თვალით, სრულ სურათს ვერ მიიღებ. პაციენტი გრძნობს დეტალებს, რაც სხვას შეიძლება გამორჩეს. როცა ამ გამოცდილებას მოუსმენ, შეძლებ ზუსტად იცოდე, სად არის გაუმჯობესების საჭიროება.
– “ჰერას” შემთხვევაში, რით გამოირჩევა პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა სხვა დაწესებულებებისგან?
– კლინიკა ჰერას შემთხვევაში, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა სხვა დაწესებულებებისგან პირველ რიგში გამოირჩევა სწორედ პაციენტთა საბჭოს შექმნით. რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტები მათთვის არა მხოლოდ სერვისის მიმღებია, არამედ პარტნიორია. ასევე აქ მეტ ყურადღებას აქცევენ დეტალებს, კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ საჭიროებებს და პაციენტების ინფორმირებულობას.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხიანი ჯანდაცვა?
– ხარისხიანი ჯანდაცვა ჩემთვის ნიშნავს თანასწორ, სანდო, ხელმისაწვდომ და ემპათიურ მომსახურებას. როდესაც არ ხარ მხოლოდ “შემთხვევა” ან “ბარათი”, არამედ ადამიანი, რომლისაც ესმით და პატივს სცემენ.
– როგორ გრძნობთ თავს, როდესაც იცით, რომ თქვენი მონაწილეობა რეალურ ცვლილებებს იწვევს?
– ეს თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. გაანალიზება, რომ შენი გამოცდილება შესაძლოა ვიღაცისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტულ მკურნალობას ნიშნავდეს, დიდ სტიმულს გაძლევს. ეს საპასუხისმგებლოცაა და დიდი მოტივაციაც.
– რას ეტყოდით სხვა პაციენტებს – რატომ უნდა ჩაერთონ მსგავს პროცესებში?
– ვეტყოდი, რომ თითოეული პაციენტის ხმა მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი განსხვავებულ შეხედულებებსა და გამოცდილებებს ვატარებთ. რაც ერთისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მეორესთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს მსგავს პროცესებში. რაც უფრო მრავალფეროვანი აზრები და გამოცდილებები გაჟღერდება, მით უფრო სამართლიან და კომპლექსურ სურათს მივიღებთ.
პირველი ქართული ჯანდაცვის მობილური აპლიკაცია უკვე აქ არის!
მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოსთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის!
„შენი ექიმი“ – პირველი სრულად ქართული, სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ჯანდაცვის მობილური აპლიკაცია ახლა უკვე ხელმისაწვდომია Google Play-ზე!
📱 რას გთავაზობთ ახალი აპლიკაცია?
„შენი ექიმი“ მობილური აპი აგებულია SheniEkimi.ge-ის საფუძველზე – ეს არის სამეცნიერო ავტორიტეტებით მხარდაჭერილი პლატფორმა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი გიორგი ფხაკაძე და რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის განათლების გავრცელებას საზოგადოებაში.
ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ:
✔ მიიღოთ სანდო, სამეცნიერო და დამოწმებული ინფორმაცია
✔ მართოთ ჯანმრთელობა – თუნდაც მცირე სიმპტომების შემთხვევაში
✔ წაიკითხოთ ყოველდღიური რჩევები, გაეცნოთ ახალი სტატისტიკას, გაიაროთ თვითშეფასება
✔ მიიღოთ შეტყობინებები თქვენთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ
✔ მარტივად იპოვოთ რჩევები ბავშვთა, ქალთა, მენტალური და ქრონიკული დაავადებების მართვის შესახებ
🌐 რა არის www.sheniekimi.ge?
SheniEkimi.ge – ეს არის საქართველოში უნიკალური და პირველი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს:
მეცნიერულ სტატიებს – პროფესორ გიორგი ფხაკაძის სტილით;
ჯანმრთელობის ინტერაქტიულ კალკულატორებს;
გლობალური ჯანმრთელობის ინიციატივების ანალიზს
საქართველოს კონტექსტში ვაქცინაციის, კვების, ცხოვრების სტილისა და პრევენციის შესახებ ინფორმაციას…
პლატფორმის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ქცევების წახალისება.
🤝 რატომ არის ეს აპი მნიშვნელოვანი?
📍 ლოკალური ენა, ლოკალური რეალობა – ინფორმაცია ქართულ ენაზე, ქართულ რეალობაზე მორგებული გზავნილებით
📍 სანდო წყაროები – ყველა სტატია და კონტენტი ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), Lancet-ის, CDC-ის და სხვა ავტორიტეტული წყაროების რეკომენდაციებს
📍 არანაირი რეკლამა და სპონსორობა – მხოლოდ მეცნიერება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
📍 გენდერულად სენსიტიური მიდგომები – გათვალისწინებულია როგორც ქალების, ასევე ბავშვებისა და ხანდაზმულების საჭიროებები
✅ როგორ ჩაერთოთ?
📲 ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქედან:
👇
https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
⭐ შეგვაფასეთ, რათა მეტმა ადამიანმა დაგვინახოს ✅️
🔁 გააზიარეთ, რადგან ჯანმრთელობა საერთო პასუხისმგებლობაა!
💬 მოგვწერეთ თქვენი კომენტარები და საჭიროებები – ერთად ვქმნით ჯანსაღ საზოგადოებას!
📌 გახსოვდეთ – „შენი ექიმი“ არ ცვლის ექიმს, მაგრამ დაგეხმარებათ გახდეთ ინფორმირებული და პასუხისმგებლობით სავსე პაციენტი.
📍 ვკითხულობთ. 📍 ვსწავლობთ. 📍 ვიცავთ თავს.
შენი ექიმი – შენი ცოდნის იარაღია!
დედამიწის კლიმატი სწრაფად იცვლება და ყოველ წელთან ერთად გარემოს მდგომარეობა უარესდება. კლიმატოლოგების შეფასებით, ატმოსფეროში სათბურის აირების დონის ზრდა და გარემოს მასშტაბური დაბინძურება იწვევს გლობალური ტემპერატურის მკვეთრ მატებას, რაც გამოიხატება ხშირი ბუნებრივი კატასტროფებით.
2024 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.34-1.41°C-ით აღემატებოდა ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებულ მაჩვენებელს (1850-1900 წლები). ახალი პროგნოზები კიდევ უფრო შემაშფოთებელია — 2015-2034 წლებში, სავარაუდოდ, ტემპერატურის მატებამ შესაძლოა 1.44°C-ს მიაღწიოს.
კლიმატური განახლების ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2025-2030 წლებში მოსალოდნელია, რომ გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიულ დონესთან შედარებით 1.2-1.9°C-ით გაიზრდება. არსებობს 86%-იანი ალბათობა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში რომელიმე წელს პლანეტამ 1.5°C-ის ზღვრებს გადააჭარბოს. რაც შეეხება 2°C-იან მატებას — მისი ალბათობა ჯერ მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ 70%-ია შანსი, რომ მომდევნო ხუთწლეულის საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ს გადააჭარბოს, რაც ეწინააღმდეგება პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზანს — გლობალური დათბობის შეზღუდვა 1.5°C-ზე ნაკლებ დონეზე, მინიმუმ 20-წლიანი პერიოდით. ეს ზღვარი ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ტენდენცია აშკარად სახიფათოა.
გლობალური ტემპერატურის მატება რეგიონებზე განსხვავებულად აისახება. მაგალითად:
ჩრდილოეთ ევროპა, სამხრეთ აზია და აფრიკის საჰელი ხშირმა და ინტენსიურმა ნალექებმა უნდა დაიფაროს.
ამაზონის ტყეებში მოსალოდნელია გვალვების გაგრძელება, რაც ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემაზე მძიმე გავლენას მოახდენს.
არქტიკაში ზამთარში (ნოემბრიდან მარტამდე) ტემპერატურა საშუალოდ 2.4°C-ით გაიზრდება, რაც ყველაზე დრამატული კლიმატური ცვლილებაა.
ზღვებზე ყინულის საფარი მნიშვნელოვნად შემცირდება, განსაკუთრებით ბარენცის, ბერინგისა და ოხოტის რეგიონებში. ეს მყინვარების დნობასა და ზღვის დონის მატებას გამოიწვევს, რაც გლობალურ ამინდზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
გაეროს მოწოდება ნათელია: დაუყოვნებლად საჭიროა გლობალური ზომების მიღება კლიმატის ცვლილების შესაკავებლად. დროული ქმედებები ერთადერთი გზაა, რომ შევინარჩუნოთ დედამიწის ბალანსი და მომავალ თაობებს სტაბილური გარემო დავუტოვოთ.
გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით.
მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი – სფინქტერი.
საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის
ამ საკვები პროდუქტების ყოველდღიურად მიღებით მოხდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირება და კუჭის მომატებული მჟავიანობის დამარცხება. გააგრძელეთ კითხვა
რას შეიცავს ხახვი?
ხახვის ანტიბაქტერიულ (დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო) მოქმედებას ფიტონციდების შემცველობა განაპირობებს. ამ მცენარეში უხვად არის აზოტოვანი ნაერთები, შაქრები, მათ შორის – გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, ასევე – კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და სპილენძის მარილები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ხახვი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მასში შემავალი კალციუმის ნაერთები ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას. ხახვისგან არაერთი სამკურნალო საშუალებაა მიღებული.
მაგალითად, პრეპარატი ალილჩეპი, ხახვის სპირტიანი გამონაწვლილი, გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, ფაღარათის, ათეროსკლეროზის დროს.
არსებობს რეცეპტი სახელწოდებით “ხახვის ჩაი”. ხახვი ხომ უამრავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება, მაგრამ მისი სპეცფიური სუნისა და გემოს გამო იშვიათად მივირთმევთ. გააგრძელეთ კითხვა