სამშაბათი, მაისი 12, 2026

კვლევა –  ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.

  • კვლევაში მონაწილეობდა 334,161 მამაკაცი და ქალი.
  •  1992-2000 წლების მანძილზე მკვლევარები სიმაღლეს, წონასა და თეძოს გარშემოწერილობას ზომავდნენ.
  • ფიზიკური აქტივობის განსაზღვრის მიზნით იყენებდნენ თვითშეფასების მეთოდს. აქტივობის განსაზღვრა ხდებოდა სამსახურსა და რეკრიაციულ  (დასვენების დროს) ზონაში. მონაწილეთა თითქმის მეოთხედი (22,7%)  კვალიფიცირდებოდა  როგორც არააქტიური (ინერტული) ჯგუფი.
  • კვლევაში მონაწილეებზე დაკვირვება 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

მათგან 21,438 გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ზომიერად არააქტიურებთან  შედარებით, ნაადრევი სიკვდილის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ავტორები თვლიან, რომ ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული (90-დან და 110-მდე კალორიის დაწვა)   ფიზიკური აქტივობის არ მქონე ადამიანს (არააქტიურს, ინერტულს) ზომიერად არააქტიურს (დაბალინტენსიურს) გახდის და ნაადრევი სიკვდილის რისკს 16-30 %-ით შეამცირებს (როგორც ნორმალური სხეულის წონის, ასევე მაღალი BMI-ის მქონე პირებში).

სიკვდილობის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ( მამაკაცები+ქალები) 9,2 მილიონი გარდაცვალების შემთხვევიდან 337 000-ს სიმსუქნე იწვევს (BMI>30), ფიზიკური უმოქმედობა კი 676,000 შემთხვევას.

მედიცინის მომავლის ახალი ეტაპი – იაპონიაში ხელოვნური სისხლი შექმნეს, რომელიც თავსებადია ყველა ჯგუფსა და რეზუს ფაქტორთან

დონაცია - რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
#post_seo_title

იაპონიაში შექმნილი ხელოვნური სისხლი: მედიცინის მომავლის ახალი ეტაპი

იაპონელმა მეცნიერებმა მორიგი ბრწყინვალე ნაბიჯი გადადგეს — ნარას სამედიცინო უნივერსიტეტში ინოვაციური ტექნოლოგიით შეიქმნა ხელოვნური სისხლი, რომელსაც აქვს უნიკალური თვისებები: თავსებადია ნებისმიერ სისხლის ჯგუფთან და 1 წლამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ეს გარღვევა შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებში, როგორიცაა კატასტროფები, სამხედრო კონფლიქტები ან მოწყვეტილი რეგიონების დახმარება.


როგორ მუშაობს ხელოვნური სისხლი?

ხელოვნური სისხლის შესაქმნელად ნარას სანედიცინო უნივერსიტეტში, ჰირომი საკაის ხელმძღვანელობით, სპეციალურად შეიქმნა მექანიზმი, რომელიც მოიცავს:

  • ლაბორატორიულად შექმნილ ერითროციტებს (სისხლის წითელი უჯრედები);

  • სინთეზური ბუშტებით შენახულ თრომბოციტებს, რომლებიც სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობენ.

ეს კომპონენტები საშუალებას იძლევა ხელოვნურმა პროდუქტმა ჟანგბადის გადატანა და სისხლის შედედება ეფექტურად მოახდინოს, რაც მის ფუნქციურობას რეალურ სისხლთან ათანაბრებს.


მთავარი უპირატესობები

👉 უნივერსალური თავსებადობა: არ საჭიროებს დონორის სისხლის ჯგუფის დეტალურ განსაზღვრას;
👉 გრძელვადიანი შენახვა: ინახება 12 თვემდე ცივი პირობების გარეშე;
👉 საგანგებო გამოყენება: განსაკუთრებით გამოსადეგია ბუნებრივ კატასტროფებსა და საომარი მოქმედებების ზონებში;
👉 დონორების საჭიროების შემცირება – ხელს უწყობს სისხლის მარაგის სტაბილურობას.


კლინიკური ტესტირება და პერსპექტივა

2022 წლიდან დაწყებული ტესტირების ფარგლებში, ხელოვნური სისხლის მიღება სცადეს ჯანმრთელი მამაკაცებისგან დაკომპლექტებულმა მოხალისეებმა. თითოეულ მათგანს გადაეცა 100 მილილიტრი პროდუქტი ინტრავენურად. ტესტირებისას დაფიქსირდა მხოლოდ მცირე გვერდითი მოვლენები, ხოლო სასიცოცხლო მაჩვენებლები უცვლელი დარჩა.

ამჟამად კვლევითი ჯგუფი ემზადება გაფართოებული კლინიკური კვლევებისთვის და აქტიურად თანამშრომლობს მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა მომდევნო წლებში ხელოვნური სისხლი კომერციულად ხელმისაწვდომი გახდეს.


რევოლუციური შესაძლებლობა მედიცინისთვის

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური სისხლის დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში იქნება ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა თანამედროვე ჯანდაცვაში. ის შეამცირებს სისხლის პროდუქტების დეფიციტს, დონორთა არათავსებადობისა და ინფექციური რისკების შანსს.


დასკვნა

იაპონური ინოვაცია ხელოვნური სისხლის სახით არამარტო დროული რეაგირების შესაძლებლობას ქმნის კრიზისულ სიტუაციებში, არამედ საფუძველს უდებს გლობალური ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას. უახლოეს მომავალში, ეს პროდუქტი შესაძლოა გახდეს სისხლის გადამწყვეტი ალტერნატივა, რაც ჯანდაცვის ინდუსტრიას სრულიად ახალ განზომილებაში გადაიყვანს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

ირაკლი ფურცელაძე
#post_seo_title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.

ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 „მე მჯერავს, რომ დავინახავ!“ – მხედველობის ესა თუ ის პრობლემა მსოფლიოში მილიარდ ადამიანს  აღენიშნება

მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.
#post_seo_title

წელს, მხედველობის მსოფლიო დღე 8 ოქტომბერს აღინიშნება, მისი გზავნილია: „მე მჯერავს, რომ დავინახავ!“

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია თავდაპირველად 2000 წელს „Lions Club International Foundation“–მა დაიწყო და ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს ტარდება. დღესდღეობით მხედველობის ყოველწლიური მსოფლიო დღის მომზადებაში ხელმძღვანელი როლი სიბრმავის პრევენციის საერთაშორისო სააგენტოს (IAPB) ეკისრება. წლების მიხედვით მხედველობის საერთაშორისო დღის თემატიკა იცვლება და მიმართულია მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სიბრმავეზე ყურადღების კონცენტრირებაზე. მისი მიზანია:

  • სიბრმავესადა მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

    სიბრმავესა და მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული საკითხების საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად მიჩნევისა და საპრევენციო პროგრამების დაფინანსების სტიმულირება

  • სიბრმავისპრევენციის შესახებ მიზნობრივი აუდიტორიის განათლება
  • Vision 2020 პროგრამისადა საქმიანობის მხარდაჭერა.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და ადვოკატირების ღონისძიებაა, რომლიც მხედველობა დაქვეითებულ პირთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენს.

2020 წლის მხედველობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მოიცავს: სემინარებს, საქველმოქმედო აქციებს, ონლაინ ღონისძიებებს. ასევე, ტარდება  ფოტოგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალი ფოტოგრაფები.

მხედველობის ესა თუ ის პრობლემა მსოფლიოში მილიარდ ადამიანს  აღენიშნება. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, კერძოდ: ყოველდღიურ პირად საქმიანობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთოაბასა და ამა თუ იმ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობაზე.

მხედველობის დაქვეითება შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, კერძოდ:

ისეთი დაავადებებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ტრაქომა, თვალის ტრავმა ან კატარაქტა, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია ან გლაუკომა.

თვალის გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია, რომელიც  ოფთალმოლოგიური სერვისების უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტში შეყვანას და “ინტეგრირებული ადამიანზე ორიენტირებული თვალის მოვლის” უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თვალის ჩინისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობით მოვახდინოთ საკითხის საჯარო აღიარება და გავამყაროთ გზავნილი „მე მჯერავს, რომ დავინახავ“

https://www.iapb.org/advocate/world-sight-day/

https://www.who.int/blindness/world_sight_day/en/

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/10/08/default-calendar/world-sight-day-2020

https://www.awarenessdays.com/awareness-days-calendar/world-sight-day-2020/

ახალი კვლევა - მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას, რა უნდა იცოდეთ

ენერგეტიკული სასმელების მოხმარება მოზარდებში – არითმია, ნერვული დაავადებები, ძილის დარღვევები, შფოთვა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ გართულებების, რასაც კვლევის მიხედვით სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელები იწვევს

ენერგეტიკულ სასმელები - ლეიკემია
#post_seo_title

ენერგეტიკული სასმელების მოხმარება მოზარდებში

თავისუფალი შაქრების მოხმარება ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორია, როგორიცაა სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და აშ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. ექიმები და ექსპერტები საკუთარ პოზიციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით ამყარებენ.
არითმია, ნერვული დაავადებები, ძილის დარღვევები, შფოთვა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ გართულებების, რასაც კვლევის მიხედვით სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელები იწვევს.
მედიკოსების რეკომენდაციია, რომ პროდუქციის გაყიდვა არასრულწოვნებზე საერთოდ აიკრძალოს.
მოექცევა თუ არა მითითებული პროდუქტების რეალიზება რეგულირების ქვეშ?
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სხვადასხვა უწყებებთან ერთად სფეროს დარეგულირების საკითხის განხილვა უკვე დაიწყო.
პაციენტი, რომელიც იაშვილის კლინიკაში მიიყვანეს, 13 წლის მოზარდია. ის მშობლებმა საავადმყოფოში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ბავშვს სერიოზული ჩივილები გამოუვლინდა. ბიჭის მდგომარეობის შეფასებისა და მასთან გასაუბრების შემდეგ ექიმმა ამ სიმპტომების სათავეს მალევე მიაკვლია. მიზეზი ენერგეტიკული სასმელების თითქმის ყოველდღიური მოხმარება აღმოჩნდა…

ენერგეტიკულ სასმელთან შერეულ ალკოჰოლს ტვინის ფუნქციონირების შეფერხება შეუძლია

გლობალური წარმატება ქართველის ავტორობით – პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ შექმნილი WHO-ს კურსი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

გლობალური წარმატება ქართველის ავტორობით – პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ შექმნილი WHO-ს კურსი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის, მიერ შემუშავებული უნიკალური ონლაინ კურსი ოფიციალურად განთავსდა WHO Academy-ის პლატფორმაზე და უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ეს კურსი ეძღვნება მიგრანტებისა და ლტოლვილებისათვის თანასწორი, ინკლუზიური და კულტურულად სენსიტიური ჯანდაცვის მიწოდებას – გლობალური გამოწვევა, რომელიც აქტუალურია საქართველოშიც.

ძირითადი ფაქტები:

პროფესორი ფხაკაძე მუშაობდა კურსზე 3.5 წლის განმავლობაში;
• გაიატესტა სხვადასხვა რეგიონში და დაანონსდა WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე;
• ონლაინ კურსი უკვე გაიარა 1000-ზე მეტმა ადამიანმა;
• 600-ზე მეტმა მიიღო სერტიფიკატი;
• 500-ზე მეტი პროფესიონალი პირადად გადამზადდა 20-ზე მეტი ქვეყნიდან;
• ტრენინგები ჩატარდა ოთხ ენაზე: ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და რუმინულად.

🌐 კურსი გამოქვეყნებულია WHO-ის ოფიციალურ ვებგვერდზე:
🔗

https://www.who.int/news/item/02-09-2024-who-launches-new-online-course-for-health-workers-on-caring-for-migrant-and-refugee-populations

💻 გაიარეთ კურსი ონლაინ, უფასოდ და მიიღეთ სერტიფიკატი:
👉 https://whoacademy.org/coursewares/course-v1:WHOAcademy-Hosted+H0125EN+2025_Q2

🇬🇪 ეს გლობალური ინიციატივა საქართველოს სახელით – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ავტორობით!

#WHOAcademy #გიორგიფხაკაძე #ProfPkhakadze #ჯანდაცვაიყოსყველისთვის
#მიგრაცია #ლტოლვილები #ონლაინკურსი #WHOcourse #PublicHealthGeorgia #SheniEkimi #ჯანდაცვა #HealthForAll

მკურნალობა კაკლის უღელის ნაყენით

მკურნალობა კაკლის უღელის ნაყენით
#post_seo_title

კაკლის ნაყენი: დაცვა დიაბეტისა და ქრონიკული კოლიტისგან. 

სამკურნალო თვისებებით განთქმული კაკალი ნამდვილად უნიკალური პროდუქტია, ყოველგვარი ნარჩენებისგან წმენდს ორგანიზმს.

ხალხური მკურნალები არასდროს ყრიან კაკლის უღელს, ამზადებენ მათგან სხვადასხვა ნაყენებსს.

ასეთი მედიკამენტების გამოყენების დიაპაზონი ძალიან ფართოა, მაგრამ მათი გამოყენება გარკვეულ ნიუანსებთან არის დაკავშირებული.

მკურნალობა კაკლის უღელის ნაყენით.

თანამედროვე სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში კაკალი ყველაზე ხშირად იყიდება უკვე გაწმენდილი. სასურველი ნაჭუჭი რომ  მიიღოთ, თითოეული კაკალი თავად უნდა გაყოთ – თხელი მუქი ყავისფერი ფირფიტები, რომლებიც ყოფენ ბირთვის ნახევრებს.  იმისათვის, რომ შეაგროვოთ  მინიმუმ 10 გრამი, თქვენ მოგიწევთ ბევრი კაკლის დამტვრევა. გააგრძელეთ კითხვა

 

მრავალი გზა არსებობს, რომ ,,იცხოვრო გონივრულად და გქონდეს ჯანმრთელი პირის ღრუ“ – განეწყვე ჯანსაღი ცხოვრებისათვის, მიიღე სწორი გადაწყვეტილებები

პირის ღრუს დაავადებები - რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?
#post_seo_title

მრავალი გზა არსებობს, რომ ,,იცხოვრო გონივრულად და გქონდეს ჯანმრთელი პირის ღრუ“ – განეწყვე ჯანსაღი ცხოვრებისათვის, მიიღე სწორი გადაწყვეტილებები

1.     აირჩიე პირის ღრუს ჰიგიენის სწორი ქცევები.

როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა? - ALBIUS

აირჩიე პირის ღრუს ჰიგიენის სწორი ქცევები და  ჩაიტარე ადრეული ასაკიდან  პირის ღრუს რეგულარული  პროფილაქტიკური გასინჯვები; ეს ხანდაზმულ ასაკში დაგეხმარება იცხოვრო არა მარტო ფიზიკური ტკივილის, არამედ პირის ღრუს დაავადებებით გამოწვეული ემოციური სტრესის (დეპრესია) გარეშე.

2.     დაიცავი შენი პირის ღრუს ჯანმრთელობა

პირის ღრუს დაზიანება დიაბეტის დროს | ჯანმრთელობა | vidal.ge 

დაიცავი შენი პირის ღრუს ჯანმრთელობა,  რაც დადებითად აისახება შენს საერთო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე,  შეინარჩუნე  ხანდაზმულ ასაკში უკეთესი ცხოვრების ხარისხი.

3.     თავიდან აიცილე რისკ-ფაქტორების  მავნე ზემოქმედება

მრავალი გზა არსებობს, რომ იცხოვრო გონივრულად და გქონდეს ჯანმრთელი პირის ღრუ | Jandacva.ge

თავიდან აიცილე პირის ღრუზე რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედება, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, განსაკუთრებით კი შაქრით მდიდარი  საკვები პროდუქტები. რისკ-ფაქტორები ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების განვითარებას: გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი.

4.     კარგად გაიაზრე, რომ ჯანმრთელი პირის ღრუ  უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი ღიმილი

სწორი პირის ღრუს ჰიგიენა. ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა

პირის ღრუს დაავადებებმა შესაძლებელია შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდინოს გავლენა, მათ შორის შენს შესაძლებლობებზე შეასრულო ძირითადი ფუნქციები.

5.     მიიღე მონაწილეობა 20 მარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.

პირის ღრუს ჯანმრთელობა და გენეტიკა

მოახდინე შენი ვალდებულებების დემონსტრირება, დაიცავი შენი და შენი ოჯახის პირის ღრუს ჯანმრთელობა.

„იცხოვრე გონივრულად, რომ გქონდეს ჯანსაღი პირის ღრუ“. მთელი ცხოვრების მანძილზე პირის ღრუს პროფილაქტიკური გასინჯვა, ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელ და ფუნქციონალურ პირის ღრუს უზრუნველყოფს.

ჯანმრთელი პირის ღრუ შესაძლებლობას იძლევა   ისაუბრო, შეინარჩუნო სუნი, გემო; შეხების, ღეჭვისა და კბეჩის დროს არ შეიგრძნო ტკივილი, დისკომფორტი და ემოციური სტრესი. მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხარ 5, 25, 65 ან 85 წლის.  პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში თქვენი საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.[i]

მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე – ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტის, სიმსუქნის განვითრების ალბათობას

ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე

ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტის, სიმსუქნის განვითრების ალბათობას. თუმცა, მეორეს მხრივ, მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიკვდილის და ინვალიდობის მიზეზი სწორედ რომ ფეხით სიარული ხდება.[i]

1896 წლის 17 აგვისტო. ლონდონის ბროლის სასახლეში წარმოდგენაზე დასასწრებად შვილთან ერთად მიმავალი 44 წლის ბრიჯეტ დრისკოლი „უდიდესი სისწრაფით“ (სინამდვილეში, სულრაღაც 12,8 კმ/სთ-ში) მიმავალმა ავტომობილმა გაიტანა. ავტოავარიის ისტორიაში მომხდარი ეს პირველი მსხვერპლი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.  „ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს“ – განაცხადა გამომძიებელმა…[ii],[iii]. მას შემდეგ საუკუნეზე მეტმა ხანმა განვლო. ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვმა კი კატასტროფულად იმატა.

მსოფლიოში, ყოველწლიურად 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად. მსხვერპლთა უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის.  დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.[iv]  [v]

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ზრდა და მათი მძიმე შედეგების თავიდან აცილების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება ცივილიზებული საზოგადოებისათვის. მითუმეტეს, რომ დაზარალებულთა 22% ქვეითად მოსიარულეები, უმეტესად  ბავშვები და მოზარდები არიან. სამწუხაროდ, საქართველოც იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. საგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეებს აზარალებს, რომელთაგანაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს  ისევ და ისევ ბავშვები მიეკუთვნებიან.

რომელ ჩვენთაგანს სურს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს?! არავის! თუმცა, ფეხითმოსიარულეთა უმეტესი ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ, უყურადღებობით, ხანაც დაუდევრობით, საფრთხეს უქმნის საკუთარ და  სხვის  სიცოცხლეს. ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობა, ბევრისთვის „თავისუფალი გადაადგილების უფლების“ შელახვად, მანქანებით გადაჭედილ ტრასაზე ავტომობილებს შორის გაძვრომა კი „ნორმად“ აღიქმება. შუქნიშანის და ტროტუარის ფუნქცია კი სრულებით უგულვებელყოფილია…

მართალია, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ქვეითად მოსიარულეები ვერ აცნობიერებენ მათთან დაკავშრებულ ავტოსაგზაო საფრთხეებს, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების ცოდნის და სარისკო ქცევის გაცნობიერების დონე მეტისმეტად დაბალია. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში დაზარალებულთა მნიშვნელოვანი წილი ბავშვთა ასაკზე მოდის, როგორც უკვე აღვნიშნეთ. კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ 5-9 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებიან. ეს ის ასაკია, როცა ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს ეზოში გასვლას სათამაშოდ, სკოლაში სიარულს, ითვისებს შორ ტერიტორიებს… აღმოჩნდა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მშობლები გადაჭარბებულად აფასებენ შვილების შესაძლებლობებს, დამოუკიდებლად და წარმატებულად გაართვან თავი ისეთ „მარტივ ამოცანას“, როგორიცაა გზებზე გადასვლა.[vi]  რეალურად, კი ამ ასაკის ბავშვებში ძალიან დაბალია საგზაო შემთხვევების (ავარიების) რისკის აღქმა; არააჩამოყალიბებული კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. შესაბამისად, მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების საშშროება.[vii]

კვლევებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ქცევითი თავისებურებები, რომელსაც ბავშვი გარშემომყოფებისაგან ითვისებს. მაგ, უფროსები, რომლებმაც არ იციან (ან/და იციან და არ „სცნობენ“) საგზაო მოძრაობის წესები და მუდმივად არღვევენ მას,  ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტები ხდებიან, ხოლო მოძრაობის წესების დარღვევა კი ნორმად აღიქმება.[viii] საბოლოო ჯამში, ბავშვის მიერ ქვეითად გადაადგილების წესების არცოდნა და/ან მისი უგულვებელყოფა იმ ასაკობრივი თავისებურებების დამატებით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, სავალალო შედეგით მთავრდება.  [ix]

დღე არ გავა,  საინფორმაციო საშუალებებით ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ არ შევიტყოთ. მიზეზი საკმაოდ მრავალფეროვანია (ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან არაფხიზელ მდგომარეობაში სიარული; გადაჭარბებული სიჩქარე; გზაზე გადარბენა; ბავშვის სავარძლის არ გამოყენება ავტომობილში, ქუჩაზე გადასვლისას ყურადღების მოდუნება; მიწისქვეშა გადასასვლელით არ სარგებლობა…), შედეგი კი ხშირად ფატალური. არადა, უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისათვის სულ რამოდენიმე მარტივი წესის დაცვაც კი საკმარისია:

არ გადაირბინო გზაჯვარედინზე;

ქუჩაზე გადასვლისას არ მოადუნო ყურადღება,

თავი შეიკავე ყურსასმენების გამოყენებასა და ტელეფონით საუბარზე;

არასოდეს იყო იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევს და დაამუხრუჭებს;

დაელოდე, რომ გააჩეროს მანქანა. მხოლოდ შემდგომ გადაჭერი ქუჩა;

საღამოს საათებში, როცა ხილვადობა ქვეითდება, ჩაიცვი ნათელი შეფერილობის ტანსაცმელი, რათა ავტომანქანის მძღოლმა შორიდანვე შეგნიშნოს (ავარიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალი ხილვადობისას ხდება).

ყველასთვის აჯობებს, ისარგებლო ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით, ვიდრე სიცოცხლე გაწირო;  [x]  [xi]

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო



[i] http://www.cdc.gov/healthyplaces/healthtopics/physactivity.htm

[ii] http://www.bioline.org.br/request?cm04014

[iii] http://www.who.int/features/2004/road_safety/en/

[iv] http://www.who.int/mediacentre/news/notes/2013/make_walking_safe_20130502/en/

[v] http://www.safekids.org/sites/default/files/documents/2013_global_final_0.pdf

[vi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1741225

[vii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3467946/

[viii] http://jpepsy.oxfordjournals.org/content/32/5/517.full

[ix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3455934/

[x] http://roadsafety.transport.nsw.gov.au/stayingsafe/pedestrians/tips/index.html

[xi] http://hastebc.org/tools/pedestrian-safety

 

ფუტკრის შხამი შესაძლოა ძუძუს კიბოს სამკურნალო ეფექტური თერაპია იყოს

გსმენიათ ოდესმე, რომ ფუტკრებს ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლიათ - კვლევა
#post_seo_title
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights