სამშაბათი, მაისი 12, 2026

არსებობს რამდენიმე ვარიაცია – მას შემდეგ, რაც დავიწყე ვარჯიშები, მუდმივად ვუსმენდი რეკომენდაციას 1-5 გამეორების შესახებ ძალის გაზრდისთვის, 8-12 გამეორების შესახებ კუნთების ჰიპერტროფიისათვის და 15-20 გამეორების შესახებ კუნთოვანი გამძლეობის გასაუმჯობესებლად

ვარჯიშები
#post_seo_title

მას შემდეგ, რაც დავიწყე ვარჯიშები, მუდმივად ვუსმენდი რეკომენდაციას 1-5 გამეორების შესახებ ძალის გაზრდისთვის, 8-12 გამეორების შესახებ კუნთების ჰიპერტროფიისათვის და 15-20 გამეორების შესახებ კუნთოვანი გამძლეობის გასაუმჯობესებლად. ამ თემაზე არსებობს რამდენიმე ვარიაცია.

ძალოვან სპორტსმენებსა და ბოდიბილდერებს შორის ძალისა და ზომის განსხვავებების ასახსნელად ჩვეულებრივ გამოიყენება მიოფიბრილური და სარკოპლაზმური ჰიპერტროფიის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს, რომ რეალურად მძიმე წონები აშენებს შემკუმშველ ცილებს (მიოფიბრილური ჰიპერტროფია), ხოლო მეტი გამეორების დიაპაზონი (8-12) აქცენტს სარკოპლაზმის ჰიპერტროფიაზე აკეთებს, ანუ კუნთებში სითხის ზრდაზე. მიუხედავად ამისა, სარკოპლაზმური ჰიპერტროფია საერთოდ არ არის მხარდაჭერილი სამეცნიერო ლიტერატურაში (მაინც სანამ არ ჩათვლით Supertraining-ს სამეცნიერო ლიტერატურად ან გარდამავალ სითხის ზრდას – ჰიპერტროფიად), ხოლო ძალის განსხვავებები ბევრად უფრო ადვილად აიხსნება სხვა თეორიებით, რომლებსაც აქვთ ნამდვილი სამეცნიერო დასტური.

ამერიკული სპორტული მედიცინის კოლეჯის ჰიპერტროფიის რეკომენდაციები დამწყებთათვის – 8-12 ზმ (ზღვრული მაქსიმუმი) 1-3 სეტში, 1-2 წუთის დასვენება და ვარჯიში კვირაში 2-3-ჯერ; ხოლო გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის – 70-80% ზმ, 3-6 სეტში, სხვადასხვა დასვენების ინტერვალკით,მიზნების მიხედვით, ვარჯიშის სიხშირე კვირაში 4-6-ჯერ. ძალოვანი ვარჯიშის რეკომენდაციები ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წლის კვლევებმა (და ძალოვანი სპორტსმენებისა და ბოდიბილდერების მომზადების წარმატებული მეთოდიკების ათწლეულებმა) აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები ვითომ მუშაობს, ისინი მხოლოდ მცირე ნაწილია საერთო სურათისა.

ცოტა ხნის წინ, Fisher et al-მა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელშიც არის რეკომენდაციები მაქსიმალური ძალისხმევის და ინტენსივობის (გამეორებები კუნთების უკმარისობამდე) ყოველ სეტში, დატვირთვისა და სიხშირის გამოყენებით, რომელიც შეესაბამება ვარჯიშის მიზნებს.

*შენიშვნა: ზმ (ზღვრული მაქსიმუმი) – ეს არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს “გამეორებითი მაქსიმუმი” .

საბოლოოდ, ბრედ შენფელდმა (ჩემთვის წამყვანი მკვლევარი) გამოაქვეყნა მეტა-ანალიზი (ნაშრომი, რომელიც აერთიანებს მრავალი კვლევის შედეგებს მონაცემებში წამყვანი კანონზომიერებების აღმოსაჩენად) სხვადასხვა გამეორების დიაპაზონის გავლენისა ძალასა და ჰიპერტროფიაზე. მეტა-ანალიზში ადარებდნენ დაბალ (<60% ზმ) და მაღალ (>65% ზმ) დატვირთვებს და აღმოაჩინეს ჰიპერტროფიის სიდიდეზე მაღალი დატვირთვების უფრო დიდი გავლენა, ძალაც უფრო მეტად იზრდებოდა მაღალი დატვირთვის ჯგუფში. თუმცა, შერჩეული კვლევების უფრო ღრმა შეფასებამ აჩვენა, რომ ჰიპერტროფიის გაზომვით 8-დან 6 ექსპერიმენტში, მაღალი დატვირთვის ჯგუფი ასრულებდა უფრო მეტ სეტს, ვიდრე დაბალი დატვირთვის ჯგუფი. თვალს თუ ადევნებდით Strengtheory-ის პუბლიკაციებს, მაშინ ალბათ იცით, რომ უფრო მეტი სეტები იწვევს ძალისა და მასის უფრო დიდ ზრდას, ამიტომ არსებობს აშკარა ეჭვის მიზეზი ამ ცვლადში.

დაღლილობა წონებით ვარჯიშის დროს ჯერ კიდევ რჩება ღია თემად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ კუნთების შეკუმშვის დროს წარმოიქმნება ღებულების ცვლის თანაპროდუქტები. გარდა ამისა, შეკუმშვების დროს ან კუნთის დატვირთვის ქვეშ ყოფნის ნებისმიერ მომენტში, სისხლის ნაკადი კუნთში და მისგან შემოიფარგლება, ხოლო მეტაბოლიტები ნელა იშლება. როდესაც მეტაბოლიტების წარმოების ზრდა აღემატება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მათი გასუფთავების შესაძლებლობებს, კონცენტრაცია იზრდება და იწყებს კუნთების შეკუმშვაში ხელის შეშლას. ასევე სავარაუდოა, რომ ისინი ასტიმულირებენ ტკივილის შეგრძნებებს, და ჩვენს ტვინს შეუძლია ამ ტკივილის ამოცნობა და მოძრაობითი ერთეულების რეკრუტირების შემცირება. თითქმის დარწმუნებით მიმდინარე მოვლენები არის კუნთებზე და ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების კომბინაცია.

ეს ვარაუდები საუკეთესოდ ილუსტრირებულია მეთოდიკით, რომელსაც ეწოდება „კუნთებში სისხლის ნაკადის შეზღუდვით ვარჯიში”. მასში გამოიყენება მანჟეტი, რომელიც ამცირებს სისხლის ნაკადს მთელი სეტის განმავლობაში. ამ ხერხით შეიძლება შესრულდეს მნიშვნელოვნად ნაკლები გამეორება ნაკლები წონით, თუმცა ნაჩვენებია, რომ კუნთების ზრდა ანალოგიურია იმისა, რაც დაკვირვებულია უფრო მნიშვნელოვანი წონებით მუშაობის დროს სისხლის ნაკადის შეზღუდვის გარეშე (6).

მაშ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კონცეფცია? იმიტომ, რომ მაინც ამ მომენტისთვის ცნობილია: ზრდისთვის კუნთოვანი ბოჭკოები უნდა ირეკრუტოს და განიცადოს მაინც გარკვეული დაღლილობა. რაღაც დაღლილობის პროცესში იძლევა სიგნალს ჰიპერტროფიის დაწყებისთვის. მე მსურს წარმოვადგინო დაღლილობის ყოველი შემთხვევა, როგორც მცირე ჰიპერტროფიის სტიმული, ამიტომ არა რამდენიმე შემთხვევა – უკმარისობამდე სეტები – გროვდება და იწვევს უფრო მნიშვნელოვან ჰიპერტროფიას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება? – როგორ ხდება დაბინძურება?

სახლში კონსერვირებული საკვები
#post_seo_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადებაზე საუბრობს.

რატომ არ არის რეკომენდებული სახლის პირობებში კონსერვირებული საკვების მომზადება

„ბოტულიზმი — სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი.

ტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების პარალიზს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

 როგორ ხდება დაბინძურება?

ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და წყალში, საიდანაც მარტივად გადადის საკვებზე, განსაკუთრებით გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა – გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“

ინკლუზიური განათლება
#post_seo_title

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„გაცნობებთ – გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს.

სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.

აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

დაცემა ჰოსპიტალში არ უნდა ხდებოდეს — ტრენინგი პაციენტის უსაფრთხოებაზე 16 ივნისს უფასოდ ყველა კლინიკისთვის

Dr Sulkhan Inaishvili Accreditation Canada training online
Dr Sulkhan Inaishvili

რეალური რიცხვები, საერთაშორისო გამოცდილება და ტრენინგი, რომელიც ყველას გეხებათ

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
Accreditation Canada-ის წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


🔍 ანოტაცია

დაცემა კლინიკაში არ არის შემთხვევითობა – ეს არის სისტემური ჩავარდნა.
ეს ხდება იქ, სადაც რისკი არ არის შეფასებული, სადაც განათება სუსტია, საყრდენები არ არის დამონტაჟებული და პერსონალი გადაღლილია. ამ შეცდომას კი წინ ნამდვილად შეიძლება აღვუდგეთ.

ეს სტატია მიმოიხილავს დაცემის სიხშირეს, მიზეზებს, საერთაშორისო პრევენციულ ჩარჩოებს და იმ პრაქტიკულ ტრენინგს, რომელსაც Accreditation Canada 2025 წლის 16 ივნისს ქართულ კლინიკებს სთავაზობს – უფასოდ, მაგრამ უდიდესი ღირებულებით.


📉 დაცემა: რიცხვები, რომლებიც უნდა იცოდეთ

  • აშშ-ში წელიწადში ხდება 1 მილიონამდე პაციენტის დაცემა ჰოსპიტალში
  • 33% იწვევს სერიოზულ ტრავმას
  • დაცემის საშუალო ღირებულება კლინიკისთვის: $13,000 აშშ დოლარი თითოეულ ინციდენტზე
  • დაცემა ხშირად იწვევს რეადმისიას, რაც უარყოფითად აისახება დაფინანსებაზე და ხარისხზე
  • საქართველოში დაცემის ოფიციალური სტატისტიკა თითქმის არ არსებობს – რაც თავისთავად მეტყველებს სისტემური აღრიცხვის ნაკლებობაზე

🧭 რატომ ვერ ვმართავთ დაცემებს?

საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, დაცემის მიზეზები კლასიკურია:

  • რისკების შეუფასებლობა
  • განათების ნაკლებობა
  • პერსონალის ნაკლებობა ღამის ცვლაში
  • არასწორად განლაგებული ავეჯი და საშიში იატაკი
  • არარსებული პროტოკოლი და ჩექლისტი

🗣️ სულხან ინაიშვილი:

„როდესაც კლინიკა არ აფასებს პაციენტის გადაადგილების უნარს მის მიღებისას, დაცემა ხდება თითქმის გარდაუვალი. ეს ტრენინგი სწორედ იქიდან იწყება – როგორ გავიგოთ, ვინაა დღეს ყველაზე დაუცველი პაციენტი.“


🌍 რას გვასწავლის საერთაშორისო გამოცდილება?

NHS (UK) 2009–2014 წლებში დანერგა Falls Assessment Pathway და 5 წელიწადში 34%-ით შეამცირა დაცემით გამოწვეული ტრავმები.
Canada Health Accreditation Standards მოითხოვს არა მხოლოდ პრევენციულ ჩარევებს, არამედ ინციდენტის დეტალურ ანალიზს და ჯგუფური სწავლების სისტემურ გამოყენებას.

ასეთი მიდგომები, რომლებიც უკვე დამკვიდრებულია Accreditation Canada-ს სტანდარტებში, ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

  1. პრევენცია იწყება მიღებისას
  2. გარემოს რისკები უნდა იყოს მუდმივად მონიტორინგის ქვეშ
  3. ინციდენტზე გუნდი სწავლობს – არ ხდება დამალვა

🧑‍🏫 ტრენინგი: რეალური ნაბიჯი რეალური ცვლილებისთვის

2025 წლის 16 ივნისს დაგეგმილი ტრენინგი მიზნად ისახავს ქართული კლინიკების მხარდაჭერას.
იგი ჩატარდება ონლაინ, სრულად ქართულ ენაზე და დაეხმარება მონაწილეებს:

  • შეაფასონ რისკი პაციენტის მიღებისას
  • აითვისონ მარტივი ვიზუალური შეფასების მეთოდები
  • გამოიყენონ სტანდარტული ჩექლისტები
  • უზრუნველყონ დაცული სივრცე პალატებსა და სანიტარულ ზონებში
  • შექმნან ინციდენტების ანალიზის და სწავლის სტრუქტურა

🗣️ სულხან ინაიშვილი:
„ეს ტრენინგი განკუთვნილია არა მხოლოდ დიდ კლინიკებზე. პირიქით – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე, მუნიციპალურ და რეგიონულ დაწესებულებებში. დაცემა არ ითხოვს ტექნოლოგიას – ის ითხოვს პასუხისმგებლობას.“


📌 ტრენინგის დეტალები

  • 📅 თარიღი: 2025 წლის 16 ივნისი
  • 🕒 დრო: 14:00 (თბილისის დროით)
  • 📍 ფორმატი: ონლაინ (Zoom)
  • 👨‍🏫 ტრენერი: სულხან ინაიშვილი, Accrediation Canada
  • 📜 სერტიფიკატი: გაიცემა ინგლისურად, ტესტის ≥75% ქულით გავლის შემთხვევაში
  • 💸 მონაწილეობა: უფასოა ყველა კლინიკისთვის
  • 🔗 რეგისტრაცია: დააჭირეთ აქ რეგისტრაციისთვის
  • 📧 საკონტაქტო: info@accreditation.ge

🏁 დასკვნა

🗣️ პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„დაცემა არ არის ის, რაც “ხდება”. დაცემა არის ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჰოსპიტალი, რომელიც ეცდება პრევენციას სისტემურად და არა ერთჯერადად – არის ჰოსპიტალი, რომელიც იმსახურებს საზოგადოების ნდობას.“


📚 წყაროები

  1. World Health Organization. Falls. WHO Fact Sheets. 2021. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/falls
  2. Oliver D, Healey F, Haines TP. Preventing falls and fall-related injuries in hospitals. Clin Geriatr Med. 2010;26(4):645–92.
  3. Spoelstra SL, Given BA, Given CW. Fall prevention in hospitals: an integrative review. Clin Nurs Res. 2012;21(1):92–112.
  4. Accreditation Canada. Required Organizational Practices. https://accreditation.ca/standards/rops/
  5. Institute for Healthcare Improvement. How-to Guide: Reducing Patient Injuries from Falls. IHI. http://www.ihi.org

ავტორი

პროფ. გიორგი ფხაკაძე
Accreditation Canada-ის წარმომადგენელი საქართველოში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge

#AccreditationCanada #Accreditationge #დაცემისპრევენცია #პაციენტისუსაფრთხოება #გიორგიფხაკაძე #სულხანინაიშვილი #sheniekimi #სამედიცინოტრენინგი #ჰოსპიტალისხარისხი #ჯანმრთელობისდაცვა #სამედიცინოსტანდარტები #გლობალურიინიციატივა #უსაფრთხოჯანდაცვა #საქართველოსჰოსპიტალები #მუდმივიგანათლება #CME #აქხარისხია #drpkahakdze #შენიექიმი

მედიკამენტების შეჯერება – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

#post_seo_title

მედიკამენტების შეჯერება – აუცილებელი პრაქტიკა პაციენტის უსაფრთხოებისთვის

ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

📌 რას ნიშნავს მედიკამენტების შეჯერება?

მედიკამენტების შეჯერება (Medication Reconciliation) არის სტანდარტიზებული კლინიკური პროცესი, რომლის მიზანია პაციენტის ყველა მიმდინარე, წარსული და ახლად დანიშნული მედიკამენტის ზუსტი, უსაფრთხო და თანმიმდევრული მართვა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციისას, განყოფილებებს შორის გადაყვანისას ან პაციენტის გაწერისას.

სწორად შესრულებული შეჯერება ამცირებს სამედიცინო შეცდომებს, აძლიერებს გუნდურ კომუნიკაციას და წარმოადგენს პაციენტის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ელემენტს.

როგორც Accreditation Canada-ის მრჩეველი თამარ კრავეიშვილი აღნიშნავს:

„მედიკამენტების შეჯერება არ არის მხოლოდ პროცესის დოკუმენტირება — ეს არის სისტემური მიდგომა, რომელიც მოითხოვს ყველა პროფესიონალის ერთიან ქმედებას. სწორედ ამით იზრდება კლინიკის შიდა პასუხისმგებლობა და პაციენტის დაცულობა.“

🌍 გლობალური პრაქტიკა და საქართველოს რეალობა

მედიკამენტების შეჯერება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს საერთაშორისო კლინიკური აკრედიტაციის სტანდარტებში. მას წარმატებით იყენებენ ისეთ სისტემებში, როგორიცაა NHS (UK), Mayo Clinic (US) და Canada Health Services.

საქართველოში ბევრი კლინიკა ჯერ კიდევ ეყრდნობა ფრაგმენტულ სისტემას და ინდივიდუალურ გამოცდილებას. ამიტომ Accreditation Canada მიზნად ისახავს აღნიშნული საკითხის გაუმჯობესებას განათლებით, ტრენინგებით და სისტემური მიდგომების დანერგვით.

🏥 პარტნიორობა საქართველოში – ცოდნის გავრცელება და ადვოკატირება

Accreditation Canada აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე წამყვან ორგანიზაციასთან საქართველოში, მათ შორის:
• საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
• შენი ექიმი | Sheniekimi.ge
• დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ეს პარტნიორობა იძლევა საშუალებას, რომ აკრედიტაციის იდეები და პრაქტიკული ინსტრუმენტები მიაწოდოს არა მხოლოდ კლინიკებს, არამედ სამედიცინო პროფესიულ წრეებს, სტუდენტებს და პოლიტიკის ფორმირებაში ჩართულ პირებსაც.

„2025 წელი უნდა იყოს ხარისხზე ფოკუსირებული ცვლილებების წელი. პარტნიორული თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ვავრცელოთ ცოდნა, გავაძლიეროთ პროფესიული პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ საერთაშორისო აკრედიტაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოს მასშტაბით,“ – დასძენს თამარ კრავეიშვილი.

📚 ტრენინგი – მედიკამენტების შეჯერება

თარიღი: 30 ივნისი, 2025
დრო: 14:00 (თბილისის დროით)
ფორმატი: ონლაინ (Zoom)
ტრენერი: თამარ კრავეიშვილი, Accreditation Canada-ის მრჩეველი
სერტიფიკატი: გაიცემა მხოლოდ მათთვის, ვინც დააგროვებს ≥75% შემაჯამებელ ტესტში
მონაწილეობა: უფასოა ყველა კლინიკისთვის

👉 რეგისტრაცია:
https://zoom.us/meeting/register/_iRVHYNxSzKh87m_KAer-A
📩 დამატებითი ინფორმაცია: info@accreditation.ge

💬 პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:

„ჩვენ გვჭირდება ხარისხზე ორიენტირებული სისტემური აზროვნება — მედიკამენტების შეჯერება არის პრაქტიკული, მარტივი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი გზა ამ მიზნის მისაღწევად. ეს ტრენინგი არის რეალური ნაბიჯი აკრედიტაციისკენ და პაციენტის უფლებების რეალურ დაცვაში.“

📈 ტრენინგის სარგებელი კლინიკებისთვის:
• ✅ გაუმჯობესებული პაციენტის უსაფრთხოება
• ✅ შიდა კომუნიკაციის და დოკუმენტირების სტანდარტიზაცია
• ✅ აკრედიტაციისთვის მომზადება
• ✅ საერთაშორისო სერტიფიკატი
• ✅ ხარისხის კულტურის გაძლიერება

#AccreditationCanada #შენექიმი #პაციენტისუსაფრთხოება #სამედიცინოაკრედიტაცია #გიორგიფხაკაძე #თამარკრავეიშვილი #CME #დავითტვილდიანისუნივერსიტეტი #საზოგადოებრივიჯანდაცვაისინსტიტუტი #MedicationReconciliation

მედიცინაში მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს – ლაბორატორიაში გაზრდილი გულისა და ღვიძლის ორგანოიდების შექმნით, რომლებიც საკუთარ სისხლძარღვებს შეიცავს

გულისა და ღვიძლის ორგანოიდების შექმნით, რომლებიც საკუთარ სისხლძარღვებს შეიცავს
#post_seo_title

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რეგენერაციულ მედიცინაში მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს – ლაბორატორიაში გაზრდილი გულისა და ღვიძლის ორგანოიდების შექმნით, რომლებიც საკუთარ სისხლძარღვებს შეიცავს.

ეს ვასკულარიზებული ორგანოიდები მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს, რადგან წინა ვერსიებს არ ჰქონდათ შეზღუდული ზომის მიღმა ზრდის უნარი შინაგანი სისხლის მიმოქცევის არარსებობის გამო.

სისხლძარღვების გარეშე, ორგანოიდების ცენტრში არსებული უჯრედები კვდებოდა საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ფუნქციური სისხლძარღვების ქსელების დამატება მინი-ორგანოებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ უფრო რეალისტური სტრუქტურა, ფუნქცია და სიცოცხლის ხანგრძლივობა ლაბორატორიულ გარემოში.
გუნდი ძირითადად ფოკუსირებული იყო გულის ორგანოიდების შემუშავებაზე, რომლებიც გესტაციის დაახლოებით 6.5 კვირის შემდეგ ადამიანის ემბრიონულ გულს წააგავს.

ლაბორატორიაში გაზრდილი ეს გულები მუშაობას ახერხებდნენ და ავლენდნენ უჯრედების მრავალფეროვნებას, რაც ასახავს ადამიანის გულის განვითარების რეალურ ადრეულ სტადიას.

ზრდის სიგნალებისა და სტრუქტურული ხარაჩოების 34 სხვადასხვა კომბინაციის მკაცრი სკრინინგის გამოყენებით, მკვლევრებმა გამოავლინეს ოპტიმალური ფორმულა (მოხსენიებული, როგორც „მდგომარეობა 32“), რომელიც საიმედოდ წარმოქმნიდა უჯრედების ძირითად ტიპებს, მათ შორის კარდიომიოციტებს (გულის კუნთის უჯრედები), გლუვ კუნთებს და ენდოთელური უჯრედებს (რომლებიც ქმნიან სისხლძარღვებს).

ერთ-ერთი გასაოცარი გამოყენება იყო იმის ტესტირება, თუ როგორ შეიძლება ნაყოფის ქსოვილებმა რეაგირება მოახდინონ გარე ქიმიკატებზე.
გუნდმა გულის ორგანოიდები ფენტანილზე — ძლიერ ოპიოიდზე — მოახდინა ზემოქმედების ქვეშ და სისხლძარღვების ზრდის პათოლოგიური ზრდა დააფიქსირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორგანოიდებს შეუძლიათ წამლების ადრეულ განვითარებაზე ზემოქმედების მოდელირება.
ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტოქსიკური ზემოქმედებისა და თანდაყოლილი დაავადებების წარმოშობის შესწავლისთვის.
გარდა ამისა, მკვლევარებმა ვასკულარიზაციის ტექნიკა ღვიძლის ორგანოიდებში გაიმეორეს, რაც ადასტურებს, რომ მიდგომა მოქნილი და მასშტაბირებადია.
გრძელვადიანი მიზანია იმპლანტირებადი ორგანოიდების შექმნა ადამიანის თერაპიაში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით დაზიანებული ორგანოების აღსადგენად.
მანამდე კი, ეს მინი-ორგანოები ღირებულ ახალ პლატფორმას წარმოადგენს წამლების ტესტირებისთვის, განვითარების ბიოლოგიისა და კვლევაში ცხოველებზე გამოყენების შემცირებისთვის — FDA-ს განახლებული მითითებების შესაბამისად, რომლებიც ადამიანის შესაბამისი მოდელების უპირატესობას ანიჭებენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ფეხებში ტკივილი სიარულის დროს? – ეს შეიძლება იყოს მაღალი ქოლესტერინის პირველი გაფრთხილება!

ფეხებში ტკივილი ექოლესტერინი
#post_seo_title

ფეხებში ტკივილი სიარულის დროს? – ეს შეიძლება იყოს მაღალი ქოლესტერინის პირველი გაფრთხილება! ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ სიგნალს.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

ცდილობთ ისეირნოთ, მაგრამ ფეხებში მალე გრძნობთ დაღლილობას ან ტკივილს?

გიცდიათ დაძინება და შუაღამით გაგაღვიძათ კრუნჩხვებმა ან დაჭიმულობამ ფეხებში?

ეს ყველაფერი შესაძლოა თქვენს არტერიებში დაგროვილი ქოლესტერინის შედეგი იყოს – რაც, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის ან ყურადღებას არ აქცევს.

რატომ არის ეს საშიში და რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როდესაც ქოლესტერინი გროვდება სისხლძარღვების კედლებზე, ვიწროვდება სისხლის ნაკადი.

შედეგად, ქსოვილები – განსაკუთრებით ფეხებში – ვერ იღებს საჭირო ჟანგბადს და ნივთიერებებს.

ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD) – და მისი უგულებელყოფა გულის შეტევასა და ინსულტს იწვევს.

ამოიცანით ნიშანი – 5 მთავარი სიმპტომი:

  1. ტკივილი ან წვა სიარულისას – განსაკუთრებით ფეხის ქვედა ნაწილში (დახასიათდება როგორც დაღლილობა ან წვა)
  2. ღამის კრუნჩხვები – ხშირად ცალი ან ორივე ფეხში, უძილობა ტკივილის გამო
  3. ფეხის სიგრილე და ფერის ცვლილება – ფერმკრთალი ან ციანოზური კანი
  4. დაბუჟება ან სისუსტე ფეხებში
  5. წყლულები ან ჭრილობები, რომლებიც ნელა ხორცდება ან არ ხორცდება საერთოდ

გახსოვდეთ:

PAD – ეს მხოლოდ ფეხების პრობლემა არაა.

ეს მთლიანად გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიგნალია, რომ დახმარება სჭირდება.

ადრეული ჩარევა ნიშნავს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას და სიკვდილის რისკის შემცირებას.

რას გირჩევთ პროფესორი ფხაკაძე?

„თუ შენ ან შენს ოჯახის წევრს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები – არ გაჩერდეთ ინტერნეტში კითხვით.

აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს, და მოითხოვეთ ქოლესტერინის სრული ანალიზი, ასევე სისხლძარღვების დუპლექსსკანირება.

დროულად აღმოჩენილი არტერიული დაავადება შეიძლება სრულად გაკონტროლდეს ცხოვრების წესის და მკურნალობის საშუალებით. ნუ დაველოდებით ინსულტს ან გულის შეტევას – იმოქმედეთ ახლა.“

პროფესორის რჩევები – როგორ დავიცვათ თავი?

  • დაიწყეთ რეგულარული სეირნობა – დღეში 30 წუთი მაინც
  • შეამოწმეთ ქოლესტერინი ყოველ 6 თვეში ერთხელ, განსაკუთრებით თუ 40+ წლის ხართ
  • საკვები შედგებოდეს ნაკლები ცხიმისა და მეტი ბოჭკოსგან
  • მოერიდეთ მოწევას და ალკოჰოლს – ისინი აუარესებს სისხლძარღვების მდგომარეობას
  • მიმართეთ ექიმს სიმპტომების დროს – არ გადადოთ!

ნუ ჩათვლით ფეხების ტკივილს ‘ბუნებრივად’ – ეს შეიძლება იყოს პირველი ზარი თქვენი გულისგან!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში – როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარეთ ეს პოსტი – ერთი ნახვა შესაძლოა ვიღაცას გადაურჩინოს გული და სიცოცხლე.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ქოლესტერინი #ფეხებისტკივილი #PAD #სისხლძარღვები #ექიმთანმიმართეთ #გულისტექვენია #sheniekimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

პანკრეასის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ახალი სისხლის ტესტით – 85%-იანი სიზუსტე

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
#post_seo_title

პანკრეასის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ახალი სისხლის ტესტით – 85%-იანი სიზუსტე სიმპტომების გაჩენამდე!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

იცით თუ არა, რომ სისხლის ერთი მარტივი ანალიზით შესაძლებელია პანკრეასის კიბოს გამოვლენა მანამდე, სანამ სიმპტომები გაჩნდება?

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სამედიცინო გარღვევა – ახალი, დაბალფასიანი ტესტი, რომელსაც შეუძლია პანკრეასის კიბოს 85%-იანი სიზუსტით გამოვლენა ადრეულ ეტაპზე.

კვლევა ჩატარდა აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტში (OHSU), სადაც მეცნიერებმა შეიმუშავეს PAC-MANN ტესტი.

როგორ მუშაობს PAC-MANN ტესტი?

  • სჭირდება მხოლოდ მცირე ოდენობის სისხლი
  • იძლევა შედეგს 45 წუთში
  • აფიქსირებს კიბოს უჯრედებთან დაკავშირებულ ბიომარკერებს
  • იყენებს თანამედროვე გენეტიკურ და ბიოქიმიურ ტექნოლოგიებს
  • მოსახერხებელია როგორც სკრინინგისთვის, ისე მკურნალობის მონიტორინგისთვის

რატომ არის ეს ტესტი მნიშვნელოვანი?

პანკრეასის კიბო ცნობილია, როგორც “ჩუმი მკვლელი” – მისი სიმპტომები გვიან ჩნდება, რაც ხშირად აბრკოლებს ადრეულ დიაგნოსტიკასა და წარმატებულ მკურნალობას.

PAC-MANN ტესტი გადამწყვეტად ცვლის ამ სურათს:

  • ადრეული დიაგნოზი = მეტი შანსი გადარჩენისთვის
  • ეფექტური მკურნალობის დაგეგმვა
  • შესაძლო დანერგვა მასობრივ სკრინინგ პროგრამებში

რა უნდა ვიცოდეთ პანკრეასის კიბოზე?

  • მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო სიმსივნეა
  • ხშირად პროგნოზი მხოლოდ ბოლო სტადიაზე ხდება
  • დაავადებულთა 90%-ზე მეტს უკვე გავრცელებული კიბო აქვს დიაგნოზის დროს
  • ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო გარღვევა – ეს არის სიცოცხლის გადარჩენის საშუალება. ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გამოვავლინოთ ერთ-ერთი ყველაზე ფარული და რთული კიბო ადრეულ ეტაპზე. PAC-MANN უნდა გახდეს სკრინინგის ნაწილი საქართველოშიც, განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, ვინც რისკის ქვეშ არის – მაგალითად, ისინი, ვისაც ოჯახში აქვს პანკრეასის კიბოს ისტორია ან ქრონიკული პანკრეატიტი. დროა, ასეთი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენთვისაც.“

წყარო:

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – ჯანდაცვის სიახლეები და კვლევები: www.sheniekimi.ge

პროფესორის ბიოგრაფია:

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარეთ ეს ინფორმაცია – თქვენი ერთი გაზიარება შეიძლება ვიღაცას სიცოცხლე გადაარჩინოს.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #პანკრეასისკიბო #კიბოსდიაგნოსტიკა #PACMANN #სიცოცხლისშენარჩუნება #sheniekimi @highlight

ზრდაში ჩამორჩენა – ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვები არიან მაღალი რისკის ქვეშ

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

ზრდაში ჩამორჩენა

რა მნიშვნელობა აქვს

ბავშის ცხოვრების პირველი 100 დღის განმავლობაში ზრდაში ჩამორჩენა არის არასრულფასოვანი კვების და განმეორებითი ინფექციების შეუქცევადი პროცესი.ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვები არიან მაღალი რისკის ქვეშ

ზრდაში ჩამორჩენა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა?!- რა უნდა იცოდეთ…

თვითმკვლელობის რისკი
#post_seo_title

იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა?!

მსოფლიოში, ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მათთვის,
ვინც მძიმე დეპრესიაში იმყოფება, სუიციდზე ფიქრი უცხო არაა.
რა უნდა იცოდე, როცა ვინმეზე ღელავ
• თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია.
• სუიციდზე კითხვების დასმა თვითმკვლელობის პროვოცირებას არ ახდენს. ეს ხშირად
ამცირებს შფოთვას, ადამიანები ხვდებიან რომ მათი ესმით.

ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს
• თავის მოკვლის დაქადნება.
• პიროვნების მიერ გახმოვანებული მსგავსი შინაარსის წინადადებები: „არავის დავაკლდები,
როცა მე აღარ ვიქნები.“
• თვითმკვლელობის საშუალებების, მაგალითად პესტიციდების (ქიმიური ნივთიერებები,
გამოიყენება მავნებლების ან სარეველების წინააღმდეგ), ცეცხლსასროლი იარაღისა და
მედიკამენტების მოძიება, ინტერნეტში თვითმკვლელობის საშუალებებზე ინფორმაციის
მოპოვება.
• ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დამშვიდობება, ანდერძის შედგენა, მათთვის ღირებული
ნივთების გასხვისება.
ვინ არის სუიციდის რისკის ქვეშ?
• ადამიანები, რომლებმაც თვითმკვლელობა ადრეც სცადეს.
• ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან დეპრესიაში.
• ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულები.
• ისინი, ვინც განიცდიან მძიმე ემოციურ სტრესს, მაგალითად დაკარგეს ახლობელი, ან
გაწყვიტეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და სხვა.
• ქრონიკული დაავადებების მქონენი ან ისინი, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ტკივილი.
• ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ომი, ძალადობა, ტრავმა, შეურაცხყოფა ან
დისკრიმინაცია.
• ისინი, ვინც სოციალურად იზოლირებული არიან.
რისი გაკეთება შეგიძლია?
• შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ.
აგრძნობინე, რომ უსმენ.
• წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის
სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.

• თუ ფიქრობ, რომ ადამიანს საფრთხე ემუქრება, არ დატოვო მარტო. დაუკავშირდი
გადაუდებელი დახმარების სერვისს, კრიზისის ხაზს, ან ჯანდაცვის პროფესიონალს, მიმართე
ოჯახის წევრს.
• თუ პიროვნება, რომელზეც ღელავ, შენთან ცხოვრობს, დარწმუნდი, რომ მას არ მიუწვდება
ხელი ისეთ საშუალებებზე, რომლითაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავს, მაგალითად
მედიკამენტები, პესტიციდი, ცეხლსასროლი იარაღი…
o დაიმახსოვრე: თუ ეჭვობ, რომ ვინმე თვითმკვლელობას გეგმავს, გაესაუბრე მას ამის
შესახებ, მოუსმინე და შესთავაზე დახმარება.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
i http://www.who.int/campaigns/world-health-day/2017/handouts-depression/family/en/

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights