როგორ ხდება დაბინძურება? – რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება?

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადებაზე საუბრობს.

რატომ არ არის რეკომენდებული სახლის პირობებში კონსერვირებული საკვების მომზადება

„ბოტულიზმი — სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი.

ტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების პარალიზს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

 როგორ ხდება დაბინძურება?

ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და წყალში, საიდანაც მარტივად გადადის საკვებზე, განსაკუთრებით:

• არასათანადოდ გარეცხილ ბოსტნეულზე

• არასწორ ტემპერატურაზე დამუშავებულ პროდუქტებზე

Clostridium botulinum არის ანაერობი — ანუ უჟანგბადო გარემოში (მაგ. კონსერვებში) იწყებს აქტიურ გამრავლებას და ტოქსინის გამოყოფას.

ბაქტერია თავად არაა საშიში, მაგრამ უჟანგბადო პირობებში წარმოქმნილი ტოქსინი — უკიდურესად მავნებელია.

მაღალი რისკის საკვები პროდუქტები:

  • სახლის პირობებში კონსერვირებული ბოსტნეული;
  • შებოლილი ან ნედლი თევზი;
    თაფლი (განსაკუთრებით ჩვილებისთვის!);
  • კონსერვირებული ღორის ხორცი, ლორი;
    სიმინდის სიროფი;
  • ალუმინის ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი;
    სტაფილოს წვენი;

 სიმპტომები – იწყება მიღებიდან 12–72 საათში:

• გაორებული ან ბუნდოვანი მხედველობა
• ყლაპვის გაძნელება
• ქუთუთოების მოდუნება
• სუნთქვის გაძნელება
• ზოგადი სისუსტე

დაბინძურებულ საკვებს არც გემო ეცვლება და არც სუნი აქვს, ამიტომ იდენტიფიცირება შეუძლებელია ვიზუალური ან სენსორული გზით!“, – წერს ირაკლი არაბული.

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/botulism

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025).  როგორ ხდება დაბინძურება? – რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება?. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-ხდება-დაბინძურება/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi