კვირა, მაისი 10, 2026

ქართველი მეცნიერი, რომელიმაც ე.წ დნმ-ის ტესტი გამოიგონა

ქართველი მეცნიერი, რომელიმაც ე.წ დნმ-ის ტესტი გამოიგონა
#post_seo_title

დნმ-ის ტესტი (გენის დაქტილოსკოპიის მეთოდი) ქართველმა მეცნიერმა, აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა. ის 1989 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და შემდეგ გადადის ქ. მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა “გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი” (ე.წ. “დნმ-ის ტესტი”) ყოფილ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით 1996 წელს მიენიჭა რუსეთის სახლმწიფო პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ). ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია მიენიჭა. მისი მეთოდი ვრცელდება მთელს ცოცხალ სამყაროზე. 1988 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით. ა. ჯინჭარაძე შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება ჩვენს ქვეყანაში (ავტ.: პროფ. თ. ლეჟავა, პროფ. დ. ჯოხაძე, პროფ.ა.შათირიშვილი და სხვა). 2009 წელს იგი შეიტანეს მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში (ავტ.: ლ. ბურდილაძე, მ. ბაგალიშვილი, ქ. მაღრაძე). ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – “დნმ -ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში”, დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1996 – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)

გენომური დაქტილოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის

სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), პირველი ადგილი და მედალი

„ამ მეთოდით  ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა”- ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი მსოფლიოში პირველმა შექმნა

აპოლონ ჯინჭარაძე არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი შექმნა. დიდი მომავლის მქონე მეცნიერი სამწუხაროდ 1989 წელს, 28 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. მისი შექმნილი მეთოდით კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

აპოლონ ჯინჭარაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა, სადაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

სწორედ მაშინ აღმოაჩინა და დაამუშავა „გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი,“ რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს მეცნიერების და ტექნიკის დარგში რუსეთის სახლმწიფო პრემია მიენიჭა. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია აქვს მინიჭებული. მისი მეთოდი მთელს ცოცხალ სამყაროზე ვრცელდება.

საქართველოში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში საქმიანობის გარდა, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით კი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით მოხდა. აპოლონ ჯინჭარაძის გვარი და სახელი შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში.

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის აღმოჩენა გარკვეულ წრეებში განხილვისა და დისკუსიის თემა გახდა. ასახელებენ იმას, რომ მსოფლიოში გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ინგლისელი ალეკ ჯეფრისი მიიჩნევაო. ამაზე კი აპოლონ ჯინჭარაძის ძმა, ექიმი ბადრი ჯინჭარაძე, რომელმაც ძმის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ 2009 წელს წიგნი „აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენა“ მიუძღვნა, ამბობს – „რადგან გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ჯეფრისი იგუგლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აღმოჩენის ისტორია შეუცვლელია.

80-იან წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და „რკინის ფარდაც“ არ იყო გადაწეული. ორი ძირითადი იზოლირებული სამყარო იყო. ამიტომ, აპოლონ ჯინჭარაძემ ამ მეორე სამყაროში, ეს მეთოდი სრულიად დამოუკიდებლად, სსრკ-ში (პირველად მსოფლიოში) აღმოაჩინა, დეტალურად დაამუშავა და განავრცო მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ ასევე მის მიერ დადგენილი M13 ზონდის საფუძველზე… ამასთან, ჯეფრისის და ჯინჭარაძის ზონდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამას იმიტომ, ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ეს თემა განხილვის და დისკუსიის თემა გახდა“…

ბადრი ჯინჭარაძის წიგნის გაცნობის შემდეგ გენეტიკოსმა და მოლეკულურმა ბიოლოგმა ნინო ლომიძემ ბატონ ბადრისთან საკუთარი აზრი დააფიქსირა:

„აპოლონი თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალია… მინდა, ხაზი გავუსვა მის აღმოჩენას. პრემია იმაში მიიღო, რომ დამოუკიდებლად ახალი M13 ზონდი იპოვა… მთავარია ის, რომ აპოლონმა სწორედ თვითონ, მარტომ გააკეთა ეს აღმოჩენა, რომ ბუნებაში ინდივიდებს უნიკალური განლაგების მქონე გენები აქვთ, ეს არ იყო ბუნებაში ცნობილი, რაც სენსაცია იყო! ამიტომ არ უჯერებდნენ, არადა, ეს ჯეფრისის სტატიის გამოქვეყნებამდე მოხდა! მისი აღმოჩენა ამიტომაც გაასაიდუმლოეს. ამ აღმოჩენაზე მუშაობისას გამოქვეყნდა ჯეფრიზის შრომა! დღემდე მიმაჩნია, რომ მარტო M13 ზონდი კი არა, აპოლონმა თვითონ გენური დაქტილოსკოპიის ფაქტი აღმოაჩინა!

1986 წლის იანვარში, მოსკოვში დისერტაციის დასაცავად ვიყავი ჩასული… კამათი იყო, გაეგზავნათ თუ არა თეზისები, ფაქტი დაეანონსებინათ რუსეთის რომელიღაც კონფერენციაზე თუ დიდი და საფუძვლიანი ნაშრომი გამოექვეყნებინათ. უფროსობამ თავი შეიკავეს თეზისების გამოქვეყნებისგან. არ უნდოდათ თავისი გვარი ჯერ კიდევ ზუსტად შეუსწავლელი (!) აღმოჩენის ქვეშ დაწერილიყო, არც აპოლონს მისცეს ნება, ხვდებოდნენ, რომ ეს სენსაცია იყო, ხომ არ დაკარგავდნენ ასეთ შანსს, უფროსებს უფრო ეკუთვნით (მათი გაგებით) აღმოჩენის პატივი, ვიდრე ვიღაც, თუნდაც ულვაშიან ასპირანტს!

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

ენის ფერის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა გვაწუხებს – ენა ორგანიზმის სარკეა

ენა ორგანიზმის სარკეა
#post_seo_title

ენის ფერის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა გვაწუხებს.

ჯანმრთელი ენა: ჯანმრთელი ენის ფერი ყოველთვის ვარდისფერია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანმრთელია და კარგად ფუნქციონირებს.

ფერმკრთალი ენა: ასეთ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ნაღველს აქვს პრობლემა. მაგრამ მხოლოდ ამ სიპტომით დიაგნოზს ვერ დასვამთ, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ.
თეთრი ფერის ენა: ამ შემთხვევაში ორგანიზმში რამდენიმე ორგანო სრულფასოვნად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. შესაძლოა ამ შემთხვევაში ორგანიზმში რაიმე ვირუსი იყოს. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

სამედიცინო ისტორიაში პირველად განკურნეს სასიკვდილო დაავადება ცოცხალი ადამიანის დნმ-ის რედაქტირებით

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება
#post_seo_title
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

როგორ მუშაობს ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ?

როგორ მუშაობს ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ?
#post_seo_title

როგორ მუშაობს ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ?

მარიტმა 3 წლის ასაკში დაიწყო შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების #UTIs გამოვლენა, რომელიც 11 წლის ასაკამდე ხანგრძლივი იყო.
ანტიბიოტიკური მკურნალობის ჩატარების მიუხედავად, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ერთბაშად, ინფექციები კვლავ განმეორდებოდა, სიმძიმის მატებით.
მკურნალობის ხარვეზებმა სწავლისა და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა, ასევე გამოიწვია ჯანმრთელობის დაქვეითებითა, მათ შორის თირკმლის ინფექციისა და მობილობის დარღვევა.
მკურნალობის შემცირების ვარიანტების სახით, მარიტის დედამ, ლიდია, პერუსედ #PhageTherapy, მკურნალობიის შესახებ ჰოლანდიური ტელევიზიის პროგრამით გაიგო. ისინი გაემგზავრნენ საქართელოში, ქალაქ თბილისში, როდესაც მარიტი 11 წლის იყო, სადაც მან დაიწყო 14-დღიანი ფაგური თერაპიის კურსი UTI-ს წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია მრავალ ნარკოტიკგამძლე E-ით.
მისი მკურნალობა სახლში გაგრძელდა ნიდერლანდებში კიდევ ექვსი თვის განმავლობაში.
დროთა განმავლობაში, მარიტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მისი ტკივილი განელდა და ენერგია დაუბრუნდა, რაც საშუალებას აძლევს აღიდგინოს თავისი ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება და დაუბრუნდეს სკოლას შემდგომი შეფერხებების გარეშე. შემდეგმა ტესტებმა დაადასტურა ელ. კოლის ინფექციაის სრულიად განიკურნება და მას შემდეგ განმეორება არ მომხდარა.
დღეს მარიტი ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალია, ბავშვებთან მუშაობს. ის აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და სიამოვნებას იღებს სპორტით, როგორიცაა კორფბოლი.
წაიკითხეთ სრული ისტორია აქ: https://bit.ly/45J9C92

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მოღიმარი and ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

“ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია, მისი ლეტალობა ძალიან მაღალია – აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს“ – ხაშურში, 9 წლის ბავშვი სავარაუდოდ, საკვების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

სახლში კონსერვირებული საკვები
#post_seo_title

ხაშურში მომხდარმა 9 წლის ლუკა ბარბაქაძის ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. სავარაუდოდ, საკვების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. დედის მძიმე მდგომარეობაშია, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი,

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილია დედა უგონო მდგომარეობაშია. ლუგარის ლაბორატორიიდან პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა. დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებულ მასაში პირველადი კვლევით სალმონელა ამოითესა. კვლევები გრძელდება.

ბოტულიზმის საფრთხე და საშიში საკვები: რას უნდა მოერიდოს მომხმარებელი კონსერვირების სეზონზე?

სახლში მომზადებული საკვების პოპულარობა ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება. თუმცა ბევრი ოჯახი არ ითვალისწინებს, რომ ცივი სეზონისთვის მომარაგებული კონსერვები შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკს შეიცავდეს. ბოტულიზმი და სალმონელოზი — ეს ორი დაავადება, რომლებიც ხშირად სახლში დამზადებული საკვებით გადაეცემა, სრულიად განსხვავებული ფორმით აზიანებს ორგანიზმს.

ბოტულიზმი – შხამით გამოწვეული ინფექცია

ბოტულიზმი არ არის ბაქტერიული ინფექცია კლასიკური გაგებით. ეს ტოქსიკოზია, ანუ მოწამვლა ძლიერ შხამზე რეაქციის შედეგად. პრობლემა ის არის, რომ საკვები უკვე შეიცავს ტოქსინს, ბაქტერიის მიერ გამოყოფილ ეგზოტოქსინს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერებაა ბუნებაში.

ბოტულინის ტოქსინი იმდენად ძლიერია, რომ მცირე დოზაც კი საკმარისია უმძიმესი კლინიკური სურათის განვითარებისთვის. მკურნალობა თითქმის არ არსებობს — ერთადერთი გამოსავალია სპეციალური შრატი, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ დროულად ჩაერევიან სპეციალიზებული კლინიკიდან.

რატომ ვერ კლავს თერმული დამუშავება ბოტულიზმის გამომწვევს?

სხვადასხვა ტიპის ბოტულინის ბაქტერია არსებობს (მთლიანობაში — 5 ფორმა), რომელთა ნაწილი მაღალ ტემპერატურაზეც არ იშლება. მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვი, რომელიც შეიძლება მთელი საათით ვადუღოთ და მაინც შეიცავდეს აქტიურ ტოქსინს — შედეგად არ რჩება ვიტამინები, არანაირი სასარგებლო ნივთიერება, და მაინც არსებობს მოწამვლის საფრთხე.

როდის იქმნება ბოტულიზმისთვის იდეალური გარემო?

ბოტულინის ბაქტერია სპორის სახით ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში. ეს სპორები იმდენად გამძლეა, რომ უძლებს:

  • გაყინვას

  • ადუღებას

  • მზის სხივებს

საფრთხე იწყება მაშინ, როცა სპორა უჟანგბადო გარემოში ვეგეტატიურ, აქტიურ ფორმაში გადადის. ასეთ პირობებს ქმნიან:

  • კონსერვები

  • შებოლილი ხორცი

  • ყველი

  • თევზი

შებოლვის ან არასწორი სტერილიზაციისას იშვიათად, მაგრამ შეიძლება შხამის გამომუშავება უშუალოდ ქილაში დაიწყოს, რაც სიცოცხლისთვის უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს. და რაც ყველაზე საგანგაშოა – საკვები ვიზუალურად არაფრით არ განსხვავდება: სუნი, გემო, ფერი — უცვლელი რჩება.


როგორ ავიცილოთ ბოტულიზმის რისკი?

🔴 არ გააკეთოთ კონსერვები სახლის პირობებში, განსაკუთრებით ნიადაგთან კონტაქტში მყოფი ბოსტნეულით (ბადრიჯანი, ლობიო, მარწყვი და სხვა).
🔴 მინიმუმამდე დაიყვანეთ შებოლილი პროდუქტის სახლში შენახვა, თუ არ ხართ დარწმუნებული მისი უსაფრთხოებაში.
🔴 მოერიდეთ იმ პრაქტიკას, რომ ქილაში დამატებული რაიმე “წამალი” დაიცავს მას გაფუჭებისგან — ბოტულინის შხამზე ეს გავლენას არ ახდენს.

რას შეიძლება, გამოეწვია ბავშვის უეცარი გარდაცვალება და დედის ასეთი მდგომარეობა, შესაძლო მიზეზებსა და ზოგად საჭირო რეკომენდაციებზე ტოქსიკოლოგი, მარინა გიორგობიანი გადაცემაში “პირველამდე” საუბრობს:

„სამწუხაროდ, ასეთი საკითხების განხილვა ექსპერტიზის დამთავრებამდე უხერხულია. მაგრამ, კონსერვების, ზამთრისთვის მარაგების შევსების სეზონი მოვიდა. ბოტულიზმი და სალმონელოზი საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს ანუ მოწამვლებს მიეკუთვნება. ბოტულიზმი ტოქსიკოზია, სალმონელოზი ტოქსიკოინფექცია. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, რომ ტოქსიკოზები გაცილებით უფრო მძიმე პათოლოგიას წარმოადგენს. ტოქსიკოზი არის ის კვებითი ინტოქსიკაცია, რომელიც შხამითაა გამოწვეული და არა ბაქტერიით. ორგანიზმში შედის ბაქტერია ისეთი სახით, რომ მას უკვე ბოტულინის შხამი, ეგზოტოქსინი აქვს გამოყოფილი და ის იწვევს მოწამვლას. ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია და მისი ლეტალობა ძალიან მაღალია. მკურნალობა არ არსებობს. მხოლოდ არის შრატი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მაშინვე მიხვდება, რომ საქმე ბოტულიზმთან გვაქვს და პაციენტს მაშინვე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. 5 ტიპი არსებობს და ხუთივეს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყონ.

ბოტულინის 5 სახეობიდან ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე არ კვდება. მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვია გაკეთებული. ის 1 საათი რომ ვადუღოთ, აქვს ფასი? აღარც ვიტამინებია, აღარც სასარგებლო ნუტრიენტები. თუ 1 საათი ვადუღებთ, შეიძლება ტოქსინი დაიშალოს. შეიძლება, არც დაიშალოს. გააჩნია დოზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ბინის პირობებში იმ კონსერვების გაკეთებისაგან თავი შეიკავოს, რომლებიც საშიშია. მიწის, ნიადაგის მცირე ნამცეციც რომ იყოს, რომელშიც კლოსტრიდიუმის ჩხირია, ძალიან სახიფათოა. ის ნიადაგში სპორის სახითაა. გაყინვას, ადუღებას, მზის სხივებს, ყველაფერს უძლევს. ბოტულიზმის გამოწვევა შეუძლია არა სპორას, არამედ ვეგეტატიურ ფორმას, რომელსაც სპორიდან ამ ფორმაში გადასვლა მხოლოდ უჟანგბადო არეში შეუძლია. უჟანგბადო არე კი ან სტერილიზაციით წარმოიქმნება ან ხორცის, ყველის, თევზის შებოლვით. შებოლვის დროსაც უჟანგბადო არე იქმნება. სპოროვანი ფორმა ვეგეტატიურ ფორმაში გადადის და ვეგეტატიური ფორმა შხამის პროდუქცირებას იწვევს.

ყოფილა შემთხვევები, რომ სათალის, შებოლილი თევზის მირთმევის დროს სუფრაზე რამდენიმე ადამიანი მოწამლულა. დანარჩენი კი – არა. სწორედ ის ნაწილი და ნაჭრები მოხვდა მათ ორგანიზმში, სადაც ეგზოტოქსინი მზა ფორმით იყო.

ასევეა, შებოლილი ხორციც, ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, ნიადაგის უმცირესი ნაწილაკებითაც კი იყოს დაბინძურებული.

მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რას ვეძახით პროდუქტების ძალიან კარგად გარეცხვას. მეორეც, რატომ ვიგდებთ თავს ასეთ საფრთხეში? იყო შემთხვევა, მწვანე ლობიოთი სკოლის დირექტორი, თავისი მასწავლებლებით მოიწამლა და გარდაიცვალა.

მარწყვის კომპოტი ისეთივე საშიშია, როგორც ბადრიჯნის კონსერვი, რადგან ის ნიადაგთან კავშირშია. ვაშლის ნაკლებად საშიშია. მაგრამ, რატომ უნდა გავაკეთოთ? ვაშლი ზამთარშიც ხომ არის?

სეზონური კვება საუკეთესოა. იქ არის ყველა ის ნუტრიენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. კომპოტებში ვიტამინები აღარ არის. თავს ნუ მოვიტყუებთ. კომპოტები, ძირითადად, ნახშირწყლებია.

მწნილების სტერილიზაცია არ შეიძლება. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ სპორა ასეთ ქილაში მოხვდეს, შემდეგ ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროსაც კი ქილის შიგთავსი ფორმას, გემოს, სუნს არანაირად არ იცვლის. შევთანხმდეთ, რომ ბოტულიზმი ძალიან საშიშია. თუ ვერ მივუსწარით და ვერ მივხვდით, რომ ბოტულიზმია, ინფექციურ კლინიკაში სპეციფიკური მკურნალობა თუ არ დავიწყეთ, პაციენტი დაიღუპება.

კონსერვების დროს იმ წამლის გამოყენება, რომელიც, მოსახლეობის აზრით მას გაფუჭებისგან დაიცავს, არაფერს აკეთებს. შესაძლოა, მაინც გაფუჭდეს. თუ ბოტულიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით, ანაერობული, უჟანგბადო არე არ უნდა შეიქმნას, რომ არ მივცეთ სპორას იმის საშუალება, ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. ვეგეტატიური ფორმა იძლევა იმ შხამს, რომელიც საშინელ შედეგს იწვევს.

ინკუბაციური პერიოდი 24 საათიც ყოფილა. დაიწყება ისეთი პროცესები, რომლებიც აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს. ეს ზემოდან ქვემოთ წამოსული დამბლებია. ნერვულ დაბოლოებებსა და შემდგომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მთლიანად თიშავს. პირველი, რაც უნდა შეამჩნიოთ, ზედა ქუთუთოს დაშვებაა. შემდეგ, შესაძლოა, პაციენტს ერთი გუგა გაფართოებული ჰქონდეს, მეორე შევიწროებული. ან ორივე გაფართოებული იყოს. შეიძლება, ადამიანს გაორებული მხედველობა ჰქონდეს. შემდეგ ხმის ჩახლეჩა იწყება. პაციენტს ყლაპვა უძნელდება, სუნთქვა ჩერდება, გულიც ჩერდება და ავადმყოფი იღუპება.

კუჭის ამორეცხვა არ შეიძლება. ერთადერთი, რითაც შეიძლება, ადამიანი გადავარჩინოთ, არის ის, რომ სასწრაფოდ ინფექციურ კლინიკაში გადავიყვანოთ.

სიმპტომები, 2, 4, 6 საათის და როგორც აღვნიშნე, 24 საათის შემდეგაც კი გამოვლენილა. თუმცა, უფრო ხშირად, სიმპტომები პროდუქტის მიღებიდან 2-3 საათში იწყება. ძალიან ძლიერი შხამია, საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, 27% მაინც დაიღუპოს.

სალმონელოზი ტოქსიკოინფექციაა. ასეთ დროს ორგანიზმში ტოქსინი კი არ შედის, არამედ ბაქტერია, რომელიც ნაწლავებში მრავლდება, იღუპება და ამას ენდოტოქსინი ჰქვია. ლეტალობა დაბალია. თუ დიდი დოზა არ არის, ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან მცირეა. საფრთხილოა იმ ადამიანებთან, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ.

სალმონელოზი ნაკლებად საშიშია, მაგრამ უსაფრთხო არ არის.“

 

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე

მიხეილ სარჯველაძე პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებს შეხვდა
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ექიმთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ასევე განიხილეს ის გზები და სამომავლო ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც საბჭოს საქმიანობა კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური გახდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება მაშინ, როდესაც გულის მიერ გამოტყორცნილი სისხლის ნაკადი ძლიერ ზეწოლას ახდენს არტერიების კედლებზე.

საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა:
  • უეცრად აღმოცენებული ძლიერი თავის ტკივილი
  • სუნთქვის გაძნელება
  • გაბრუება/ თავბრუსხვევა
  • მხედველობის დაბინდვა
  • ყურებში შუილი
  • გულისრევის შეგრძნება/ ღებინება
  • სიმძიმე/ დისკომფორტი გულმკერდის არეში
  • გულისცემის აჩქარება/ გულის ფრიალის შეგრძნება
  • შესაძლოა ცხვირიდან სისხლდენა
  • თუ წნევა არის 180/120 ეს არის მომენტი,
  • როდესაც საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ინსტრუმენტულ/ლაბორატორიული კვლევები, რომელიც გვეხმარება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკაში:
  • ეკგ
  • ექოკარდიოგრაფია ლაბორატორიული ანალიზები – (სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი, შარდის საერთო და სხვა).
  • დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები – ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება გვეხმარება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ ამ ღონისძიებების დაცვა და/ან განხორციელება უშედეგოა, საჭიროა მედიკამენტური თერაპიის დაწყება.
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor
Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor

პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის როლი ჰოსპიტალში: ახალი ფუნქცია ხარისხისა და კომუნიკაციისთვის

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


16 ივლისს, 2025 წელს, ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის როლი ჰოსპიტალში“, რომელსაც გაუძღვება თათია გოჩაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ეს ტრენინგი წარმოადგენს Accreditation Canada-ის უწყვეტი პროფესიული განათლების (CME) პროგრამის ნაწილს და გათვლილია საქართველოს კლინიკების ფართო აუდიტორიაზე.


🌍 ვინ არის პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი?

პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი (Patient Experience Officer /Patient Relations Coordinator ) წარმოადგენს ჰოსპიტლის ერთ-ერთ ახალ ფუნდამენტურ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს:

  • ინფორმაციის სწორ გაცვლას პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის;
  • უკუკავშირის შეგროვებასა და ანალიზს;
  • პაციენტთა უფლებების დაცვას;
  • კონფლიქტური სიტუაციების მედიაციას.

“პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი არ არის, უბრალოდ, ადმინისტრაციული ფუნქცია — ეს არის კულტურული ელემენტი, რომელიც ქმნის ნდობას, გამჭვირვალობას და მაღალ კლინიკურ ეფექტიანობას.”
— თათია გოჩაძე, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი


🇬🇪 საჭიროებაა თუ ფუფუნება საქართველოში?

საქართველოში დღემდე ნაკლებად არის გააზრებული აღნიშნული როლის ღირებულება. პაციენტების უკმაყოფილება ხშირად იზრდება კომუნიკაციის ნაკლებობის, ინფორმაციის გაურკვევლობის ან ემპათიის არქონის გამო. ბევრი ჰოსპიტალი არ ფლობს კონკრეტულ მექანიზმს უკუკავშირის ან კონფლიქტის პრევენციისთვის.

Accreditation Canada სტანდარტებით, ეს პოზიცია სავალდებულოა როგორც კლინიკური ხარისხის, ასევე მომსახურების უწყვეტობის თვალსაზრისით.

“საქართველოში საჭიროა კლინიკური პროცესების ჰუმანიზაცია. პაციენტის ხმა სისტემაში უნდა ისმოდეს — და სწორედ ეს არის კოორდინატორის მისია.”
— თათია გოჩაძე


✅ აკრედიტაცია კანადა და კომუნიკაცია პაციენტთან

Accreditation Canada მოითხოვს, რომ ყველა დაწესებულებაში არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც:

  • უზრუნველყოფს პაციენტის ჩართულობას გადაწყვეტილებებში;
  • აფასებს მომსახურების გამოცდილებას;
  • რეაგირებს უკუკავშირზე სისტემური ანალიზით;
  • უზრუნველყოფს პაციენტთან მიმართებაში თანმიმდევრულ, ეთიკურ და ღირსეულ მიდგომას.

პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი სწორედ ამ სისტემური ცვლილების რგოლია. მისი როლი აკრედიტაციის პროცესში გამოკვეთილად იზრდება.

“გამართულ სისტემაში არავინ უნდა დარჩეს ხმის გარეშე. პაციენტი არ არის სტატისტიკა — ის არის ცენტრი და მის გარშემო უნდა მუშაობდეს გუნდი.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე


📚 რას მოიცავს ტრენინგი?

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის სტრუქტურული როლი;
  • სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა აკრედიტაციისთვის;
  • რეალური ქეისები კონფლიქტის მართვიდან;
  • უკუკავშირის სისტემის შექმნა;
  • თანამშრომლობა კლინიკურ და არაკლინიკურ გუნდებთან.

ტრენინგი განკუთვნილია კლინიკების მენეჯერებისთვის, ხარისხის ოფიცრებისთვის, სოციალური მომსახურების დეპარტამენტისთვის, ადმინისტრაციული გუნდებისთვის და კომუნიკაციის კოორდინატორებისათვის.


📅 თარიღი: 16 ივლისი, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (ბმული დაემატება)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge

დამატებითი რესურსები:


🏷️ ჰეშთეგები:

#პაციენტთანურთიერთობა #PatientExperience #AccreditationCanada #თათიაგოჩაძე
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi #accreditationge #აქხარისხია
#პაციენტუსაფრთხოება #CME #სამედიცინო_ხარისხი #PatientCentredCare #ჰოსპიტლისკომუნიკაცია

სამედიცინო დაწესებულებების PR – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor
Ms Tatia Gochadze, Accreditation Canada Advisor

სამედიცინო დაწესებულებების PR: აკრედიტაციის თანამედროვე მოთხოვნები და ეფექტური კომუნიკაცია

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


18 ივლისს, 2025 წელს, ჩატარდება ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო დაწესებულებების PR ონლაინ მედიაში“, რომელსაც წარუძღვება თათია გოჩაძე — “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი. ეს ტრენინგი წარმოადგენს CME სერტიფიცირებულ პროგრამას, რომელიც შემუშავებულია Accreditation Canada-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.


🌍 რატომ სჭირდება ჰოსპიტალს PR?

სამედიცინო დაწესებულებების რეპუტაცია ციფრულ ეპოქაში არა მხოლოდ კლინიკურ შედეგებზე, არამედ ეფექტურ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია განსაზღვრავს:

  • მოსახლეობის ნდობას;
  • პაციენტის ინფორმირებულობას;
  • კრიზისული სიტუაციების მართვას;
  • მედია თანამშრომლობას;
  • აკრედიტაციის პროცესში ღიაობასა და გამჭვირვალობას.

“დღეს უკვე საკმარისი არ არის მხოლოდ კარგი მკურნალობა — კლინიკას სჭირდება კარგი ამბის ეფექტურად მოყოლა. სწორედ აქ იწყება პროფესიონალური PR ჰოსპიტალში.”
— თათია გოჩაძე, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი


🇬🇪 საქართველოში არსებული რეალობა

ბევრ კლინიკაში PR ფუნქცია ან არ არსებობს, ან ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. არ არსებობს კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმა, მედიის პროტოკოლი, ვერც სოციალური ქსელების მართვის სტრატეგია. მედიკო-კომუნიკაციური გარღვევები კი ხშირად ვლინდება საყოველთაო განხილვებში.

“სამედიცინო PR არ უნდა მოქმედებდეს მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უკვე მოხდა. უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც მუშაობს პრევენციულად, მუდმივად და ეთიკურად.”
— თათია გოჩაძე


✅ როგორ აღიარებს PR სტანდარტებს აკრედიტაცია კანადა?

Accreditation Canada მოითხოვს PR-ის კომპონენტის არსებობას დაწესებულების ადმინისტრაციასა და ხარისხის სისტემაში. სტანდარტების მიხედვით, PR სისტემას უნდა ჰქონდეს:

  • სამედიცინო ფაქტების გადმოცემის სტრუქტურა;
  • მედიისთვის რეაგირების პროტოკოლი;
  • სოციალური მედიის მართვის პოლიტიკა;
  • თანამშრომლობა პაციენტის განათლების დეპარტამენტთან;
  • გამჭვირვალობისა და ნდობის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა.

📚 რას მოიცავს ტრენინგი?

ტრენინგზე განხილული იქნება:

  • სამედიცინო PR-ის ძირითადი პრინციპები;
  • ინსტიტუციური კომუნიკაციის მოდელები;
  • PR-ის სტანდარტები აკრედიტაციის პროცესში;
  • რეალური ქეისები საქართველოდან და საერთაშორისო მაგალითები;
  • სოციალური ქსელების როლი პაციენტის ინფორმირებასა და სანდოობის მშენებლობაში.

ტრენინგი განკუთვნილია PR მენეჯერებისთვის, ადმინისტრაციული გუნდისთვის, კლინიკური მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის და ხარისხის ოფიცრებისთვის.


📅 თარიღი: 18 ივლისი, 2025
🕒 დრო: 14:00 – 15:30 (თბილისის დროით)
📌 რეგისტრაცია: (ბმული დაემატება)
📧 info@accreditation.ge
💻 sheniekimi.ge | accreditation.ca | sheniambebi.ge

დამატებითი რესურსები:


🏷️ ჰეშთეგები:

#ჰოსპიტლისPR #სამედიცინოკომუნიკაცია #AccreditationCanada #თათიაგოჩაძე
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #sheniekimi #სამედიცინოPR #accreditationge
#აქხარისხია #ჯანდაცვისრეპუტაცია #CME #მედიაწმენისსტრატეგია

ტექნიკური უსაფრთხოება ჰოსპიტალში – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

Dr Irakli Apshinashvili Accreditation Canada Advisor
Dr Irakli Apshinashvili Accreditation Canada Advisor

ჰოსპიტლის უსაფრთხოების ტექნიკური საფუძველი: სამედიცინო აპარატურის მართვის სტანდარტები საქართველოში

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
Accreditation Canada-ის წარმომადგენელი საქართველოში
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა


🔍 შესავალი

დღევანდელ მსოფლიოში სამედიცინო ტექნოლოგიების როლი სულ უფრო მეტად იზრდება. სამედიცინო აპარატურა — იქნება ეს მართვის აპარატები, მონიტორინგის სისტემები, თუ დიაგნოსტიკური მოწყობილობები — წარმოადგენს პაციენტის მოვლის პროცესის განუყოფელ ნაწილს.

თუმცა, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა გლობალურად წარმოადგენს პაციენტის ზიანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. WHO-ის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ტექნიკური გაუმართაობა დაკავშირებულია კლინიკური შეცდომების მინიმუმ 15%-თან. WHO – Medical Equipment Maintenance


📊 სტატისტიკა და რეალობა საქართველოში

საქართველოში არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ ბევრ ჰოსპიტალს არ აქვს ჩამოყალიბებული აპარატურის მართვის პოლიტიკა. 2024 წელს ჩატარებულმა შიდა მონიტორინგმა აჩვენა, რომ 50-ზე მეტი ჰოსპიტლიდან:

  • მხოლოდ 36%–ს აქვს სრულყოფილი აღრიცხვა ტექნიკური ინვენტარისა
  • 62%-ში არ არის სტანდარტიზებული გეგმიური ტექნიკური მომსახურება
  • 48%-ს არ გააჩნია უსაფრთხოების დოკუმენტაცია კრიტიკულ მოწყობილობებზე

🧰 “სამედიცინო აპარატურა არ არის მხოლოდ ლითონი ან პროგრამული უზრუნველყოფა — ის პაციენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მექანიზმია. ტექნიკური გუნდის და კლინიკური ჯგუფების სინერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
— ირაკლი ფშინაშვილი, ექსპერტი, Accreditation Canada


🎯 მიზანი და საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა

სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ონლაინ ტრენინგს თემაზე: „სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მართვა ჰოსპიტალში“. ტრენინგი ტარდება 24 ივნისს, 2025 წელს, 16:00 საათზე, და მას გაუძღვება ირაკლი ფშინაშვილი.

ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილება:

  • აპარატურის სიცოცხლის ციკლის მართვა (Lifecycle Management)
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურების სისტემები
  • ინციდენტების პრევენციის სტრატეგიები
  • რეალური შემთხვევები და პრობლემების ანალიზი საქართველოდან

⚙️ “მუდმივი დიალოგი ტექნიკურ და სამედიცინო გუნდებს შორის აუცილებელია. ჩვენ ვერ მივიღებთ უსაფრთხო გარემოს, თუ აპარატურა არ ფუნქციონირებს სწორად, დროულად და დოკუმენტურად.”
— ირაკლი აფშინაშვილი


🌐 გლობალური პრაქტიკები

Accreditation Canada-ის სტანდარტებით განსაზღვრულია:

  • ყოველი მოწყობილობისთვის არსებობდეს მართვის გეგმური გრაფიკი
  • აპარატურაზე ჩატარებული მომსახურება იყოს სრულად დოკუმენტირებული
  • მომზადებული იყოს მინიმუმ 1 წლიანი პროგნოზული მომსახურების გეგმა

იხილეთ დეტალურად სტანდარტები: accreditation.ca/standards


📅 ტრენინგის დეტალები

  • თარიღი: 2025 წლის 24 ივნისი
  • დრო: 16:00 (თბილისის დროით)
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ფორმატი: ონლაინ (Zoom)
  • რეგისტრაცია: Zoom Meeting Registration
  • მონაწილეობა: უფასოა ყველა კლინიკისთვის (აკრედიტირებული ან არა)
  • სერტიფიკატი: გაიცემა ინგლისურად ≥75% ქულის მიღების შემთხვევაში
  • დამატებითი ინფორმაცია: info@accreditation.ge

🗣️ პროფესორ ფხაკაძის კომენტარი:

“ჩვენი მიზანია, ტექნიკური უსაფრთხოება გახდეს საქართველოში ყველა კლინიკის ყოველდღიური სტანდარტი. საერთაშორისო მოთხოვნები, როგორიცაა ისინი, რასაც Accreditation Canada აწესებს, მხოლოდ ქაღალდზე არ არის — ისინი პირდაპირ მოქმედებს პაციენტის სიცოცხლესა და კლინიკის რეპუტაციაზე.”
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე, წარმომადგენელი საქართველოში, sheniekimi.ge


📚 წყაროები

  1. WHO. Medical Devices and Equipment Maintenance. https://www.who.int/medical_devices/management_use/en/
  2. Accreditation Canada Standards. https://accreditation.ca/standards
  3. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. შიდა მონიტორინგის ანგარიში. 2024
  4. sheniekimi.ge – სამედიცინო ინფორმაციის ეროვნული პლატფორმა
  5. accreditation.ge – აკრედიტაციის მხარდაჭერის ოფისი საქართველოში

🏷️ ჰეშთეგები:

#სამედიცინოაპარატურა #აკრედიტაცია2025 #AccreditationCanada #სამედიცინოტრენინგი #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #საერთაშორისოაკრედიტაცია #აქხარისხია #დაცულიექიმი #დაცულიპაციენტი #ირაკლიფშინაშვილი #ჰოსპიტალისხარისხი #drpkahakdze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights