საკვები დანამატები ევროკავშირში 2025 წელს — მოქმედი წესები და აკრძალვები (მოკლე მიმოხილვა)

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.
„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ – ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სამინისტრო, ამ მიმართულებით, გააგრძელებს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლითაც შეიძლება, ხასიათდებოდეს სექტორი იმისთვის, რომ საქართველოში, სამედიცინო სპეციალობების მიმართულებით, ექიმების კვალიფიკაცია მუდმივად, უწყვეტად და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:
• ფსიქიატრია
• რადიაციული ონკოლოგია
• ბავშვთა გასტროენტეროლოგია
• პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
• ბირთვული მედიცინა
• კარდიოქირურგია
• ნეიროქირურგია
• ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
• ნეფროლოგია
• გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა ინფექციური სნეულებები
• ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
• ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
• პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
• ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
• რევმატოლოგია
• სასამართლო მედიცინა
ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები კი იძლევა სიგნალს, რომ მუშაობა გასაგრძელებელია, რათა პაციენტებმა სამართლიანი ფასით ისარგებლონ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ოთხი ფარმაცევტული კომპანიის 560 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევით დაადასტურა, ოთხი კომპანიის მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.
„მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა მათ შორის, ფასნამატში, ამ კატეგორიის ხარჯების შეყვანა, აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ პროცესებზეც ისაუბრა, რის გამოც უწყებამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არსებობდა აბსოლუტურად არგუმენტირებული, კარგად დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა მსგავს მანკიერებებს.
მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლის მიზნით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს ნიშნავს, მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, შესაძლოა, გაფართოებაზეც ვისაუბროთ და ა.შ. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ეს პოზიცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.
სადაც აღმოჩნდება მსგავსი ვითარება, როდესაც წავაწყდებით და საამისოდ საკმარისი არგუმენტები იქნება, ბუნებრივია, ყოველთვის მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სტრუქტურებს, რომლებსაც სამართალდარღვევაზე რეაგირება ევალება. სამინისტრო ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს და იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებულმა რეგულაციებმა ხელი შეუწყო მსგავსი კონკურენციის დეფიციტის აღმოფხვრას და შესაბამისად, უფრო მეტად გაჯანსაღდა ბაზარი. თუმცა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სადღაც, რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდეს. ამას მუდმივად თვალს ვადევნებთ და როგორც კი გაჩნდება კონკრეტული მიმართვის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო არ დააყოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ისინი მათ მიერ შერჩეულ ცენტრებში მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა. როგორც განიმარტა, მათ შორის არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.
ბენეფიციარებმა უნდა დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.
15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო იღებს. ხოლო ამ დრომდე მოქმედი „ჩანაცვლებითი თერაპიის“ მიმწოდებელი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სერვისის მისაღებად რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა და ყველანი, მათ მიერვე შერჩეულ ცენტრებში, მომსახურებას სრულად უფასოდ მიიღებენ.
„ასეთ პირი გახლავთ 1512. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა – მათ შორის არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. გარდა ამისა, მოგვმართეს პირებმა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ დაადასტურეს შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა. დოზების შესახებ ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პაციენტების მიერ მიწოდებული მონაცემების სხვაობაზეც ისაუბრა.
„რამდენად ხშირია ჩამოთვლილი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც პროგრამაში ჩასართავად არ მოუმართავს, ამის თქმა ახლა, ნამდვილად არ შეგვიძლია.
მინდა ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც დადასტურებული აქვს სახელმწიფო ცენტრებში მომსახურების მიღება, ყურადღება მიაქციოს დაწესებულებაში მისვლის დროს და დაიცვას შესაბამისი ინსტრუქციები – მათ შორის, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება – მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, ასეთი ბენეფიციარები, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, მზად ვართ იმისთვის, რომ თითოეულ ბენეფიციარს საჭირო სერვისი სრულფასოვნად მივაწოდოთ როგორც პერსონალის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, არის მედიკამენტების მარაგი და სერვისის მისაწოდებლად არსებული პროცედურები სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა კერძო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის დასაქმების საკითხზეც ისაუბრა.
„უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ კერძო ცენტრების სამედიცინო პერსონალის პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვა. ასეთი არის, დაახლოებით, 60 ექიმი. რა თქმა უნდა, მათ დაემატებიან ექთნებიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამინისტრო, პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება წარმატებისათვის საჭირო ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სამედიცინო მიმართულებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
„მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ და დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„პროცესი [ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა] ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ვინც მოგვმართა, ყველამ შეძლო, რომ აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ. გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. მომავალშიც ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მათზე ორიენტირებით წარიმართება და პროცესი იქნება შეუქცევადი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ეს აუცილებელი სავალდებულო პროცედურა იყო იმისთვის, რომ მთელი კონტროლი ნარკოჩანაცვლებით თერაპიაზე მომხდარიყო ერთიანად – როგორც ერთი, ისე მეორე პროგრამა ყოფილიყო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობა მაქსიმალურად ავარიდოთ ნარკოდამოკიდებულებას, ხოლო ისინი, ვისაც ესაჭიროებათ ნარკოჩანაცვლებითი თერაპია, მოხვდნენ სახელმწიფოს კონტროლქვეშ, მიიღონ ადეკვატური თერაპია“, – განაცხადა ლომინაძემ.
დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სამუშაოები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. სექტორის განსავითარებლად კიდევ ერთი ცვლილება მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაა. საპილოტე პროგრამა 6 კლინიკაში უკვე ამოქმედდა.
ვაკო მეზურნიშვილი დეტალებით.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

კოლაგენი / Granions Collagène+ Beauté – ვერდიქტი: არ არის რეკომენდებული
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე.
Sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) ოფიციალური შეფასება
1. პროდუქტის იდენტიფიკაცია
• დასახელება: Granions Collagène+ Beauté / Collagène+ Beauté SublimLift
• მწარმოებელი: Laboratoire des Granions (საფრანგეთი)
• ფორმა: ფხვნილი (საშეტი ან ქილა), ხილის (ალუბალი ან ბროწეული) გემოთი
• წონა და ხანგრძლივობა:
• SublimLift — 150 გ, 20 დღემდე გამოყენება
• Collagène+ Beauté — 275 გ, 27 დღემდე გამოყენება
• დოზა: დღეში 9–12 გ ზღვის კოლაგენის პეპტიდები
2. დეკლარირებული შემადგენლობა (დღიური დოზა)
SublimLift ვერსია (12 გ კოლაგენი):
• ზღვის ჰიდროლიზირებული კოლაგენის პეპტიდები (ტიპი I) – 12 გ
• ჰიალურონის მჟავა – 120 მგ
• კოენზიმ Q10 – 20 მგ
• ვიტამინი C (აცეროლას ექსტრაქტიდან) – 80 მგ (100% AR)
• ვიტამინი E – 12 მგ (100% AR)
• სელენი – 55 მკგ (100% AR)
Collagène+ Beauté ვერსია (9 გ კოლაგენი):
• ზღვის ჰიდროლიზირებული კოლაგენის პეპტიდები (ტიპი I) – 9 გ
• აცეროლას ექსტრაქტი – 320 მგ (80 მგ ვიტამინი C)
• ჰიალურონის მჟავა – 9 მგ
• ბიოტინი (ვიტამინი B8) – 100 მკგ (200% AR)
• ონაგრის ზეთი – 350 მგ
• ბროწეულის წვენის კონცენტრატი – 200 მგ
• ჭარხლის ფხვნილი (დამატებითი ფერომასალით)
3. დეკლარირებული ეფექტები
მწარმოებელი აცხადებს:
• +25% კანის სიმტკიცე
• +23% ტენიანობა
• +22% ბზინვარება
• -35% ნაოჭების შემცირება
• ანტიოქსიდანტური დაცვა
• თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის გაუმჯობესება
💡 შენიშვნა: ეს პროცენტული მაჩვენებლები არ არის EFSA-ს მიერ დამტკიცებული „health claim“. ისინი ეფუძნება მწარმოებლის შიდა ან კონტრაქტული კვლევის მონაცემებს, რომლის სრული ანგარიშიც ღია წყაროებში არ იძებნება.
4. ხარისხის კონტროლი და წარმოება
ოფიციალური ფრანგული ვებსაიტის მონაცემებით:
• პროდუქტი მზადდება საფრანგეთში, Haute-Savoie-ში (Annemasse)
• გამოიყენება GMP (Good Manufacturing Practices) სტანდარტი
• მწარმოებელი აცხადებს ნედლეულის წარმომავლობის კონტროლს, ფრანგულ და ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობას
• პროდუქტი არ შეიცავს: გლუტენს, ლაქტოზას, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, ტკბილეულს
• შეფუთვის ეკოლოგიური ანალიზი „მიმდინარე პროცესშია“ — რაც ნიშნავს, რომ სრული ინფორმაცია შეფუთვის გადამუშავებადობაზე ჯერ არ არის წარმოდგენილი
5. რეგულაციებთან შესაბამისობა
📜 ევროკავშირი:
• Regulation (EC) 1924/2006 — ჯანმრთელობის მტკიცება („health claim“) უნდა იყოს EFSA-ს მიერ დამტკიცებული
• კოლაგენის დანამატების შესახებ EFSA-მ არ დაუდასტურებია პირდაპირი მტკიცება კანის ელასტიურობის ან ნაოჭების შემცირების შესახებ
• ვიტამინი C, ვიტამინი E და სელენი კი EFSA-ს მიერ დამტკიცებულია, როგორც ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე ნუტრიენტები, რაც ოფიციალურად შეიძლება ითქვას ეტიკეტზე
📜 საქართველო:
• „საკვების შესახებ“ კანონის 5-ე მუხლი და „საკვების მარკირების ტექნიკური რეგლამენტი“ კრძალავს ისეთი მტკიცების მითითებას, რომელიც არ არის მეცნიერულად დასაბუთებული
• ამ პროდუქტში პროცენტული ეფექტების მითითება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკს ქმნის, რადგან საჯარო, დამოუკიდებელი peer-reviewed კვლევა არ არის ხელმისაწვდომი
📜 WHO:
• WHO აღნიშნავს, რომ კოლაგენის დანამატების ეფექტიანობაზე კანის გაახალგაზრდავებისთვის მტკიცებულებები ჯერ კიდევ შეზღუდულია და საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევები
6. უსაფრთხოება
• ინგრედიენტების დოზები უსაფრთხოების საერთაშორისო ზღვარს არ აღემატება (EFSA Upper Limits)
• ალერგენები: შეიცავს თევზის წარმოშობის კოლაგენს
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში — რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია (მწარმოებელი სპეციალურად აფრთხილებს, რომ ბროწეულის/ჭარხლის კომპონენტის გამო ორსულებში გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს)
7. გამჭვირვალობა
დადებითი:
• ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობები დადასტურებულია ოფიციალურ ვებსაიტზე
• წარმოების ქვეყანა და ხარისხის სტანდარტები მითითებულია
• კომპანია ცნობილია 75 წლიანი გამოცდილებით
ნეგატიური:
• არ არის ხელმისაწვდომი სრულფასოვანი კვლევის ანგარიში, რომელიც ამტკიცებს მითითებულ პროცენტულ მაჩვენებლებს
• შეფუთვის ეკოლოგიური ანალიზი ჯერ არ არის დასრულებული
• ქართულ ვერსიაში არ არის მითითებული ალერგენების შესახებ გაფრთხილება ისე მკაფიოდ, როგორც ეს საჭიროა
8. PHIG შეფასება
დადებითი მხარეები:
• GMP წარმოება საფრანგეთში
• უსაფრთხო დოზები, ხარისხიანი ნედლეული
• არ შეიცავს არასასურველ დანამატებს (გლუტენი, ლაქტოზა, საღებავები)
• შეიცავს EFSA-ს მიერ დამტკიცებულ ანტიოქსიდანტურ ვიტამინებს
ნეგატიური მხარეები:
• ძირითადი მტკიცებები (ნაოჭების შემცირება, ელასტიურობის ზრდა) არ არის ოფიციალურად დამტკიცებული EFSA-ს მიერ
• კვლევის სრული მონაცემები არ არის საჯარო
• მარკეტინგში გამოყენებული პროცენტული მაჩვენებლები შესაძლოა შეცდომაში შემყვანი იყოს
9. PHIG ვერდიქტი
🔴 ამ ეტაპზე — არ არის რეკომენდებული როგორც კლინიკურად დადასტურებული ეფექტის მქონე პროდუქტი.
შესაძლებელია გამოყენება როგორც საკვები დანამატი, მაგრამ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ძირითადი სილამაზის ეფექტები ეფუძნება მწარმოებლის შიდა კვლევებს და არა დამოუკიდებელ, ფართომასშტაბიან კვლევებს.
PHIG და SSG შესახებ:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ახორციელებს საკვები დანამატების, სამედიცინო პროდუქტებისა და ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხის შეფასებას. ერთ-ერთი პროექტია Safe Supplements Georgia (SSG), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ხელმისაწვდომი დანამატების უსაფრთხოების და ხარისხის დამოუკიდებელ შეფასებას.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
👉 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (COI):
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) და Safe Supplements Georgia (SSG) არ არის დაკავშირებული არცერთი საკვები დანამატის მწარმოებელთან ან დისტრიბუტორთან. ყველა შეფასება ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას, სამეცნიერო მტკიცებულებებს და გამჭვირვალობის პრინციპს.
გაეცანით მსგავს თემაზე სტატიებს:
Amvilab Spirulina 500 mg – არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძე
Doppelherz ომეგა 3 არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება
Mindor D3 Intel კვებითი დანამატი არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება
ერითრიტოლი საქართველოში არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს
Pure Encapsulations Ashwagandha 500 mg – რატომ არ გირჩევთ ამ პროდუქტის შეძენას გიორგი ფხაკაძე
Amvilab Spirulina 500 mg (60 კაფსულა) — ❌ არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) და „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG) ინიციატივის ფარგლებში შევისწავლეთ Amvilab Spirulina 500 mg (60 კაფსულა) პროდუქტი, რომელიც საქართველოში იყიდება როგორც დიეტური დანამატი. ჩვენი მიზანია შევაფასოთ მისი უსაფრთხოება, ხარისხი და მომხმარებელთა ინფორმირების სიზუსტე საქართველოსა და ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
• განაცხადში მითითებული მწარმოებელი: Amvilab, USA.
• შემადგენლობა: სპირულინა (Arthrospira platensis) – 500 მგ თითო კაფსულაში; დამხმარე ნივთიერებები – ბრინჯის ფქვილი, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
• მიღების რეკომენდაცია: 1–2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.
📌 პრობლემა:
ვერც საქართველოს ონლაინ მაღაზიის აღწერაში და ვერც მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვერ მოიძებნა:
• სრული სამართლებრივი მისამართი და საწარმოს მდებარეობა;
• სერტიფიკატების საჯარო წვდომა;
• პარტიის სერტიფიკატი (CoA) მიკროცისტინების, მძიმე ლითონების და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების ტესტირებით.
პროდუქტის ქართულ და ინგლისურ აღწერაში მითითებულია ისეთი მტკიცებები, როგორიცაა:
• იმუნური სისტემის გაძლიერება;
• ბუნებრივი დეტოქსიკაცია;
• ალერგიის და ცხვირის გაჭედვის მოხსნა;
• ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება;
• ქოლესტერინის შემცირება;
• სისხლში შაქრის რეგულაცია;
• „ანტი-კიბო“ თვისებები.
📌 საქართველოს კანონმდებლობა და ევროკავშირის რეგლამენტი (EC) No 1924/2006 მკაცრად კრძალავს დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მტკიცებებს, თუ ეს არ არის ოფიციალურად დამტკიცებული EFSA-ს მიერ.
EFSA-ს ბაზაში სპირულინისთვის არც ერთი ასეთი პრეტენზია არ არის ავტორიზებული.
➡️ შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებები არალეგალურია და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას წარმოადგენს.
• მოცემული დოზა (500–1000 მგ/დღე) შეესაბამება ზოგად დიეტურ დანამატებს, მაგრამ:
• WHO და EFSA-ს რეკომენდაციებით, სპირულინამ უნდა აკმაყოფილებდეს მიკროცისტინის ლიმიტს <1 μგ/გ.
• აუცილებელია მძიმე ლითონების (Pb, Hg, Cd, As) და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების ტესტები.
• ასეთ მონაცემებს მწარმოებელი არ აქვეყნებს.
📌 საქართველოს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონის (N2696, 2005) თანახმად, ბაზარზე დაშვებული დანამატები უნდა იყოს სრული უსაფრთხოების მტკიცებულებებით გამყარებული.
• ქართულ აღწერაში არ არის:
• სრული წარმომავლობა;
• მწარმოებლის სამართლებრივი სახელი და მისამართი;
• პარტიის ნომერი და ვადის მითითება;
• გაფრთხილებები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის ფორმატს.
• მწარმოებლის ვებ-გვერდი არ აწვდის:
• GMP, ISO, FDA რეგისტრაციის დოკუმენტებს;
• დამოუკიდებელი ლაბორატორიის ტესტირების შედეგებს;
• ნედლეულის წყაროსა და წარმოების პროცესის დეტალებს.
PHIG/SSG-ის კრიტერიუმების მიხედვით პროდუქტი არ არის რეკომენდირებული, თუ:
1. შეიცავს არალეგალურ სამკურნალო მტკიცებებს;
2. არ არსებობს საჯარო წვდომა ხარისხისა და უსაფრთხოების დოკუმენტაციაზე;
3. არ არის გამჭვირვალობა წარმოებისა და სერტიფიცირების შესახებ;
4. არსებობს რისკი მოწყვლადი ჯგუფების შეცდომაში შეყვანის.
Amvilab Spirulina ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს როგორც უარყოფით მაჩვენებელს.
• საქართველო:
• „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ კანონი №2696 (2005)
• ტექნიკური რეგლამენტი „საკვები დანამატების შესახებ“ (2014)
• ევროკავშირი:
• Regulation (EC) No 178/2002 — კვების პროდუქტების სრული კვალიფიკაცია „ფერმიდან თეფშამდე“
• Regulation (EC) No 1924/2006 — ჯანმრთელობის პრეტენზიების რეგულაცია
• Directive 2002/46/EC — საკვები დანამატების წესები
• WHO: Spirulina-ის უსაფრთხოების საერთაშორისო სახელმძღვანელო — მიკროცისტინების, მძიმე ლითონებისა და პათოგენების ტესტირება აუცილებელია.
მიზეზები:
• უსაფრთხოების დოკუმენტაციის არარსებობა;
• პარტიის სერტიფიკატების მიუწვდომლობა;
• არალეგალური სამკურნალო მტკიცებები;
• გამჭვირვალობის სრული ნაკლებობა;
• საჯარო ჯანმრთელობის პოტენციური რისკი.
👉 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე: www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) და „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (Public Health Institute of Georgia – PHIG) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული სამეცნიერო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მოიცავს საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პროდუქტებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასება, მათ შორის „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (Safe Supplement Georgia – SSG) პროექტის ფარგლებში. SSG მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ბიოდანამატების, საკვები დანამატებისა და მსგავსი პროდუქტების ობიექტურ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ შეფასებას, რათა მომხმარებელს მიეწოდოს სანდო, გამჭვირვალე და სამეცნიერო საფუძვლიანი ინფორმაცია.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე გლობალურ დონეზე, მათ შორის მუშაობა WHO, UN, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროფესორი ფხაკაძე აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, პაციენტის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის დაწესებულებების აკრედიტაციაზე და მოსახლეობის განათლებაზე.
ამ შეფასების ავტორს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, არ აქვს არანაირი ფინანსური, კომერციული ან სხვა სახის ინტერესი კომპანია Amvilab-თან ან მის პროდუქციასთან დაკავშირებით. შეფასება მომზადებულია დამოუკიდებლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) და მისი ინიციატივის „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG) ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციების, ასევე WHO-ს რეკომენდაციების საფუძველზე. მიზანი არის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებელთა ინფორმირება.
👉 მეტი სანდო და სამეცნიერო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
წაიკითხეთ მსგავსი სტატიები:
Doppelherz ომეგა 3 არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება
Mindor D3 Intel კვებითი დანამატი არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება
ერითრიტოლი საქართველოში არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს
Doppelherz ომეგა 3 არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება
ვერდიქტი: არ არის რეკომენდებული🔺
ბრენდი და მწარმოებელი: Doppelherz (Queisser Pharma, გერმანია)
საფუძველი: საქართველოში არსებული ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ გავრცელებული პროდუქტის აღწერა და რეკლამა. საჯაროდ არ არის წარმოდგენილი სერტიფიკატები, ანალიზის პროტოკოლები (COA) და იმპორტის დოკუმენტები.
1) დოზირების შეუსაბამობა ევროკავშირის ნებადართულ ჯანმრთელობის პრეტენზიებთან
პროდუქტი რეკლამაში დაკავშირებულია ტვინის, მეხსიერების, ყურადღების, ხედვისა და გულის ფუნქციების გაუმჯობესებასთან. თუმცა ევროკავშირის რეგლამენტით (EC № 1924/2006 და (EU) № 432/2012) ამ პრეტენზიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრული მინიმალური დოზების არსებობის შემთხვევაში:
• ტვინისა და ხედვის ფუნქციისთვის DHA-ს დღიური დოზა უნდა იყოს მინიმუმ 250 მგ.
• გულის ფუნქციისთვის EPA+DHA-ს დღიური დოზა უნდა იყოს მინიმუმ 250 მგ.
ამ პროდუქტში ერთ ტაბლეტში არის მხოლოდ 90 მგ EPA და 60 მგ DHA (სულ 150 მგ EPA+DHA), რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია აუცილებელ ზღვარზე. შესაბამისად, ამ ტიპის ჯანმრთელობის პრეტენზიები მისი მარკეტინგისთვის არ არის კანონიერად დასაშვები.
2) არასათანადო და არაოფიციალურად ნებადართული ჯანმრთელობის მტკიცებები
პროდუქტის რეკლამაში გამოყენებულია ფორმულირებები: „აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, კოგნიტურ ფუნქციებს, ზრდის სტრესის მიმართ მდგრადობას, ამცირებს ავთვისებიანი მელანომის რისკს“.
• ასეთი განცხადებები არ არის ავტორიზებული ევროკავშირის ჯანმრთელობის პრეტენზიების რეესტრში.
• დაავადების რისკის შემცირებაზე მინიშნებები (მაგ., „ამცირებს მელანომის რისკს“) რეგლამენტის 1924/2006 მიხედვით აკრძალულია საკვები დანამატებისთვის.
3) გამჭვირვალობის ნაკლებობა
საჯარო სივრცეში არ არის წარმოდგენილი:
• თითო პარტიის ანალიზის პროტოკოლები (COA), სადაც ჩანს ვიტამინის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, მძიმე მეტალებისა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები;
• წარმოებისა და ხარისხის მართვის სერტიფიკატები (GMP, ISO, HACCP) მოქმედი ვადებითა და გადამმოწმებელი ორგანოს ბმულით;
• ეროვნული სურსათის სააგენტოს (NFA) მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა და ქართულენოვანი მარკირების დადასტურება.
4) რეკლამისა და მარკირების დარღვევები
• არ არის მითითებული სავალდებულო დისკლეიმერები („საკვები დანამატი; არ არის მედიკამენტი; არ ცვლის მრავალფეროვან კვებას; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას“).
• ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე გამოყენებულია დაავადების პრევენციის ან მკურნალობის მინიშნებები, რაც აკრძალულია.
• ეტიკეტისა და რეკლამის ტექსტები არ არის სრულად შეთანხმებული ევროკავშირის ჯანმრთელობის პრეტენზიების რეგლამენტთან.
📜 სამართლებრივი საფუძველი
• Regulation (EC) № 1924/2006 – ჯანმრთელობის პრეტენზიების ზოგადი წესები და აკრძალვები.
• Commission Regulation (EU) № 432/2012 – ნებადართული ჯანმრთელობის პრეტენზიების სია და მათი გამოყენების პირობები.
• საქართველოს რეკლამის შესახებ კანონი – მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის აკრძალვა და მხოლოდ ნებადართული პრეტენზიების გამოყენების ვალდებულება.
• საქართველოს ეროვნული სურსათის სააგენტოს ტექნიკური რეგლამენტი – საკვები დანამატების შემოტანისა და რეალიზაციის მოთხოვნები.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკვები დანამატების, სამედიცინო პროდუქტებისა და ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხის შეფასებას საქართველოში და საერთაშორისო დონეზე.
Safe Supplements Georgia (SSG) არის PHIG-ის ოფიციალური პლატფორმა, რომელიც ადგენს სანდოობის და ხარისხის ვერდიქტებს საკვები დანამატების შესახებ. პლატფორმა მუშაობს გამჭვირვალობის, სამეცნიერო მტკიცებულებებისა და მომხმარებლის დაცვის პრინციპებზე, ხოლო პოზიტიური შეფასების შემთხვევაში გასცემს „SSG Recommended“ ნიშანს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერდიქტი — არ არის რეკომენდებული, რადგან:
• არ არის წარდგენილი სერტიფიცირებული დოკუმენტაცია;
• პროდუქტის რეკლამა არღვევს ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობას;
• არ არის გამჭვირვალე ხარისხის კონტროლის მტკიცებულებები.
🧭 რეკომენდაცია მომხმარებლისთვის
• ბავშვებისთვის ომეგა-3-ის ოპტიმალური წყარო არის ბუნებრივი საკვები (ცხიმიანი თევზი) და დანამატის გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
• ვიტამინ D-ის დანამატების მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობით.
• შეიძინეთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომელთა დოკუმენტაცია გამჭვირვალეა და კანონთან სრულ თანხვედრაშია.
👤 ავტორი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი (MD, MPH, PhD), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, 25+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.
⚖ ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია
ავტორს არ გააჩნია ფინანსური ან კომერციული კავშირები აღნიშნულ ბრენდთან ან მის კონკურენტებთან. შეფასება ეფუძნება მხოლოდ საჯარო მონაცემებს, მოქმედ კანონმდებლობასა და სამეცნიერო მტკიცებულებებს.
მსგავს თემაზე წაიკითხეთ სტატიები:
Mindor D3 Intel კვებითი დანამატი არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება
ერითრიტოლი საქართველოში არ არის რეკომენდირებული – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს
Pure Encapsulations Ashwagandha 500 mg – რატომ არ გირჩევთ ამ პროდუქტის შეძენას გიორგი ფხაკაძე