ქრომოსომული სიურპრიზი: მეცნიერებმა პირველად დაამტკიცეს კავშირი ცენტრომერებსა და იმუნურ სისტემას შორის






– ვინ იყენებს მარგარინს ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობით?
მარგარინი და სპრედი, იაფფასიანი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება.
ბოლო ლაბორატორიულმა კვლევამ საქართველოში გაყიდვაში არსებულ პროდუქტში დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინა. საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია.
ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა, ტრანსცხიმების უსაფრთხო დოზა არ არსებობს, მცირე ოდენობამაც შესაძლოა ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
სპეციალისტების რეკომენდაციები:
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სოციალური დაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობას და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.
მიხეილ სარჯველაძე ერევანში სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტი რეგიონში სოციალური სამართლიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება.
ღონისძიება, სომხეთის მთავრობის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური სამართლიანობის გლობალური კოალიციის ფარგლებში ტარდება და მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს მასპინძლობს. კონფერენცია სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა გახსნეს.
მიხეილ სარჯველაძემ დავოსის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ადამიანური ერთობის როლი სოციალური სამართლიანობის განმტკიცებაში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამები, მოიცავს, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამას. მისივე თქმით, 2027 წლისთვის დევნილი ოჯახებისთვის 6,000-ზე მეტი ბინა აშენდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დევნილთა განსახლების მიზნით 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„გარდა განსახლებისა, ღირსეული დასაქმებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება საარსებო მხარდაჭერის პროგრამები — მცირე ბიზნესის საგრანტო დაფინანსება, პროფესიული და გადამზადების კურსები და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა თვითდასაქმების ხელშესაწყობად. აღსანიშნავია, რომ პროგრამების ბენეფიციართა მინიმუმ 40% ქალია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას.
როგორც საქართველოს მოქალაქეები, დევნილები სრულად არიან ინტეგრირებულნი ეროვნული განვითარების სტრატეგიებში, მათ შორის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამებში, დასაქმების სერვისებში და სოფლის განვითარების ინიციატივებში. დევნილები ასევე იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნება შეეძლებათ, ღირსეული საცხოვრებლითა და ყოვლისმომცველი სოციალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად დარჩება. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა მომავალ წლებშიც შეუქცევადად გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პანელურ დისკუსიაზე, ასევე საუბარი შეეხო მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებს. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, წარმატებით ხორციელდება სპეციალური პროგრამები – პროფესიული გადამზადება, დასაქმების სერვისები, საზოგადოებრივი სამუშაოები და სოციალური დაცვის მექანიზმები – რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს შრომის ბაზარზე ჩართვისთვის და მხარს უჭერს მოქალაქეებს რეგიონულ დონეზე, რათა არცერთი ჯგუფი არ დარჩეს მიღმა.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
გლობალური მიგრაციის მასშტაბი დღითიდღე იზრდება. UNHCR-ის 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 123.2 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. მათ შორის 73.5 მილიონი არის შიდა გადაადგილებული პირი, 36.8 მილიონი ლტოლვილი, ხოლო 8.4 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი. ყოველი მეოთხე იძულებით გადაადგილებული — ბავშვია.
მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილთა 73% ცხოვრობს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში და 67% მეზობელ სახელმწიფოებში, ყველაზე მეტი ლტოლვილი ცხოვრობს ირანში, თურქეთში, კოლუმბიაში, გერმანიაში და უგანდაში.

ლტოლვილებისა და მიგრანტების სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ხშირია ენობრივი ბარიერები, კულტურულად შეუსაბამო მომსახურება, ადმინისტრაციული დაბრკოლებები და რესურსების დეფიციტი. ამ კრიზისის დასაძლევად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეიმუშავა გლობალური კომპეტენციის სტანდარტები, რომელიც ჯანდაცვის მუშაკებს დახმარებას უწევს მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ხარისხიანი, თანასწორი და ეთიკურად მართული მომსახურების მიწოდებაში.
WHO-ის გლობალური სტანდარტების ფარგლებში გამოიკვეთა 9 ძირითადი კომპეტენცია, რომელთა შორისაა ადამიანზე ორიენტირებულობა, ეფექტური კომუნიკაცია, ეთიკა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა და უწყებათშორისი თანამშრომლობა.
სტანდარტებზე დაფუძნებული ონლაინ კურსი უკვე ხელმისაწვდომია WHO Academy-ზე და იგი გადამზადებას სთავაზობს ჯანდაცვის სპეციალისტებს. ამ მიდგომას მხარს უჭერენ მეცნიერული პუბლიკაციებიც და სხვადასხვა გლობალური ორგანიზაციები, როგორებიცაა Humanitarian Library, Policy Commons, Public Diplomacy Institute და Science Africa.
2025 წლის ივნისში WHO-ს უგანდის ოფისმა უმასპინძლა ორნაწილიან ღონისძიებას:
პირველი დღე დაეთმო პოლიტიკის საკითხების დისკუსიას მთავრობების, აკადემიისა და გაეროს სააგენტოების მონაწილეობით, ხოლო მომდევნო დღეებში ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი 50-ზე მეტი ჯანდაცვის პროფესიონალისთვის.
ორივე აქტივობას ხელმძღვანელობდა WHO-ს კონსულტანტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც ასევე არის გლობალური სტანდარტების ავტორი და მრჩეველი.
ტრენინგის სტრუქტურა ეფუძნებოდა შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
ადამიანზე ორიენტირებულობა – თანასწორობა, ღირსება, კულტურულად მგრძნობიარე მიდგომა, ეფექტური კომუნიკაცია – ენობრივი და კულტურული ბარიერების გადალახვა; ინტერსექტორული თანამშრომლობა – უწყებათშორისი კოორდინაცია მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკა – გადაწყვეტილებების ჩამოყალიბება კვლევაზე დაყრდნობით ეთიკა და პროფესიონალიზმი – კონფიდენციალურობა, ინფორმირებული თანხმობა, ჰუმანურობა.

ტრენინგი მოიცავდა WHO Academy-ის მოდულების დემონსტრირებას, რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ანალიზს, ჯგუფურ დისკუსიებსა და ექსპერტთა პანელებს.
📺 იხილეთ ვიდეო ფრაგმენტი ტრენინგიდან და UN-ის რეპორტაჟი.
პროფესორმა ფხაკაძემ არა მხოლოდ წარადგინა გლობალური სტანდარტები, არამედ გადაიტანა ისინი პრაქტიკულ გარემოში. მისი მონაწილეობით ჩატარებული ტრენინგი გახდა სამაგალითო მოდელი ინკლუზიური ჯანდაცვის გაძლიერებისთვის.
„ჯანდაცვა მიგრანტებისთვის — ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის სისტემა, რომელიც ან მუშაობს ყველასთვის, ან ვერ მუშაობს არავისთვის.“
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
📚 დამატებითი წაკითხვა:
WHO სტანდარტები სამედიცინო განათლებაში ჯანდაცვა ყველა მიგრანტისთვის – გზამკვლევი საქართველო სტანდარტების მიმოხილვა ქართულ ენაზე
#WHO #drpkhakadze #WHOAcademy #MigrantHealth #RefugeeHealth #GlobalTrends #PublicHealth #Uganda #HealthSystems #sheniekimi #SheniEmigranti #SheniAmbebi #sheniganatleba #drpkhakadze #sheniganatleba #CompetencyStandards #worldhealthorganization #აქხარისხია
მსოფლიოს ლტოლვილთა დღე – ჯანდაცვა ყველასთვის! რუმინეთში WHO-ს ტრენინგი ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

ავტორი: sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
🗓 20 ივნისი — მსოფლიოს ლტოლვილთა დღე — ძალზე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც გვახსენებს: მილიონობით ადამიანი იძულებულია, დატოვოს სახლი კონფლიქტების, ძალადობისა და კლიმატური კატასტროფების გამო. ასეთ დროს, ჯანდაცვაზე წვდომა არ არის ფუფუნება — ეს არის სასიცოცხლო ხაზი.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჯანმოსა (WHO) და პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივა რუმინეთში:
„ჯანდაცვის პარტნიორების გაძლიერება ლტოლვილ➡️ გაიგეთ მეტი ტრენინგზე აქ
ტრენინგი პროფესორ ფხაკაძის ხელმძღვანელობით — WHO-ს კონსულტანტი
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ, რომელიც არის ჯანმოს (WHO) ოფიციალური კონსულტანტი ლტოლვილებისა და მიგრანტების ჯანმრთელობის საკითხებში. იგი წარმოადგენს ჯანმოს გლობალური სტრატეგიის ნაწილს, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და თანასწორი ჯანდაცვის ხელშეწყობას მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის.

ამავე სტრატეგიის ფარგლებში, შეიქმნა ინოვაციური ონლაინ კურსი WHO Academy-ზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია:
🎓 დარეგისტრირდით ონლაინ კურსზე აქ:
🔗 https://academy.who.int/courses/promoting-the-health-of-refugees-and-migrants
📊 მასშტაბური შედეგები: 20+ ტრენინგი, 600+ გადამზადებული პროფესიონალი
ჩატარდა 20-ზე მეტი ტრენინგი; გადამზადდა 600-ზე მეტი სპეციალისტი; ათასობით პროფესიონალი უკვე გადის ონლაინ სწავლებას WHO Academy-ის პლატფორმაზე
🤝 ტრენინგი, რომელიც რეალურ ცვლილებებს ქმნის
✅ ტრენინგის ძირითადი თემები:
🌍 ჯანმრთელობა ყველასთვის – ნიშნავს არავის უგულებელყოფას
ლტოლვილები და მიგრანტები ხშირად აწყდებიან ენობრივ, კულტურულ, ფინანსურ და იურიდიულ ბარიერებს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ ბარიერების მოხსნა და სამართლიანი, თანასწორი გარემოს შექმნა.
ამიტომ:
ვამზადებთ ფრონტლაინ პერსონალს; ვუთმობთ ხმას მიგრანტებსა და ლტოლვილებს; ვქმნით უსაფრთხო და თანაგრძნობით სავსე ჯანდაცვის სისტემას.
შენც შეგიძლია მონაწილეობა!
▶️ დარეგისტრირდით WHO Academy-ზე
#WorldRefugeeDay2025 #HealthForAll #WithRefugees #SănătatePentruToți #AlăturiDeRefugiați #ჯანდაცვაყველასთვის #ლტოლვილებისთანა #საჯაროJandacva #WHOtraining #WHOAcademy #sheniekimi
შენიექიმი.ge – ობიექტური, სამეცნიერო და ადამიანზე ორიენტირებული ინფორმაცია ჯანმრთელობაზე
📅 გამოქვეყნების თარიღი: 20 ივნისი, 2025