ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარისამინისტრომინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნასა...

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ერევანში, სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა „ერთობით სოციალური სამართლიანობისთვის“, მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას სოციალური სამართლიანობისთვის ერთობლივი ინიციატივების შესაქმნელად.

ღონისძიება, სომხეთის მთავრობის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური სამართლიანობის გლობალური კოალიციის ფარგლებში ტარდება და მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს მასპინძლობს. კონფერენცია სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა ნარეკ მკრტჩიანმა გახსნეს.

მიხეილ სარჯველაძემ დავოსის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ადამიანური ერთობის როლი სოციალური სამართლიანობის განმტკიცებაში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამები, მოიცავს, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამას. მისივე თქმით, 2027 წლისთვის დევნილი ოჯახებისთვის 6,000-ზე მეტი ბინა აშენდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დევნილთა განსახლების მიზნით 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„გარდა განსახლებისა, ღირსეული დასაქმებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება საარსებო მხარდაჭერის პროგრამები — მცირე ბიზნესის საგრანტო დაფინანსება, პროფესიული და გადამზადების კურსები და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა თვითდასაქმების ხელშესაწყობად. აღსანიშნავია, რომ პროგრამების ბენეფიციართა მინიმუმ 40% ქალია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას.

როგორც საქართველოს მოქალაქეები, დევნილები სრულად არიან ინტეგრირებულნი ეროვნული განვითარების სტრატეგიებში, მათ შორის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამებში, დასაქმების სერვისებში და სოფლის განვითარების ინიციატივებში. დევნილები ასევე იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნება შეეძლებათ, ღირსეული საცხოვრებლითა და ყოვლისმომცველი სოციალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად დარჩება. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა მომავალ წლებშიც შეუქცევადად გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  „პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ - კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“

პანელურ დისკუსიაზე, ასევე საუბარი შეეხო მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებს. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, წარმატებით ხორციელდება სპეციალური პროგრამები – პროფესიული გადამზადება, დასაქმების სერვისები, საზოგადოებრივი სამუშაოები და სოციალური დაცვის მექანიზმები – რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს შრომის ბაზარზე ჩართვისთვის და მხარს უჭერს მოქალაქეებს რეგიონულ დონეზე, რათა არცერთი ჯგუფი არ დარჩეს მიღმა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights