კვირა, მაისი 10, 2026

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?
#post_seo_title

გაუფრთხილდი ფსიქიკურ ჯანმრთელობას

10 გზა, რათა გაუფრთხილდე შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას:

  1. ისაუბრე შენს გრძნობებზე
  2. იყავი აქტიური
  3. იკვებე კარგად
  4. სასმელი ზომიერად მიიღე
  5. ეკონტაქტე მეგობრებს
  6. ითხოვე დახმარება
  7. შეისვენე
  8. იზრუნე სხვებზე
  9. აკეთე ის საქმე, რაც გიყცარს და კარგად გამოგდის
  10. მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას

ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადაეცა
ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს მიერ ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მობილური კლინიკის გადაცემის ცერემონიალი.

აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბლირატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის ბენეფიციართათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. მობილურ კლინიკას მოემსახურება ვ. სანიკიძის სახელობის კლინიკური ჰოსპიტლის 8 სპეციალისტი. მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს რეგიონებში, მით უფრო,მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

მისასალმებელ სიტყვაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას და შედეგზე ორიერნტირებულ თანამშრომლობას.; მადლობა გადაუხადეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს ვეტერანების თანადგომისა და მხარდაჭერისთვის; საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნეს, რომ თურქული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელთაც TIKA საქართველოში, მით უფრო, საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად ახორციელებს, რადგან მათთვის განსაკუთრებული პატივია, თანადგომა გამოხატონ იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, ვინც თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს და დღესაც მზად არიან, სამშობლოს ემსახურონ.

თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო კვლავ განაგრძობს საქართველოს ვეტერანების თანადგომას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA)-ს თბილისის კოორდინატორი ზეინეფ ბაირაქი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ჰოსპიტლის მედპერსონალი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ურთიერთობა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან 2016 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ თანამშრომლობის პირველი შედეგია სამსახურის საკონფერენციო დარბაზი, რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, TIKA-ს თანადგომით 2018 წელს განხორციელდა. თანამშრომლობამ შემდეგ მოიცვა სოფლის მეურნეობის სფეროც – TIKA-მ გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას, 2022 წელს გადასცა 100 სკა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი, დღეს კი, თანამშრომლობა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და სამედიცინო სფეროც მოიცვა.

„TIKA“ თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, თითქმის ყველა რეგიონში, 1994 წლიდან, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.

უნაბი
#post_seo_title

უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.

მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურ­კიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას.

ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ალოეს და თაფლის ასეთი ნაზავით საუკეთესო შედეგებს მიიღებთ სახლში მკურნალობისას

ალოე და თაფლი
#post_seo_title

მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ნაზავის მოსამზადებლად უნდა გაატაროთ გარეცხილი ალოეს  ფოთლები ხორცის საკეპ მანქანაში 2 ლიტრი ნაყენის მიღებამდე.

მიღებული მასა უნდა შეურიოთ 3კგ. თაფლს და აურიოთ კარგად. საბოლოო ნაზავი უნდა ჩაასხათ 3 ლიტრიან ქილებში და შეინახოთ მაცივარში. 10 დღის შემდეგ გამოიღეთ ქილა მაცივრიდან და დაიწყეთ მისი მოხმარება. მიირთვით 1 ს/კ ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება

განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხა
#post_seo_title

გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!

ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა წლის ამ სეზონზე ბევრი საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება.  დასვენებასთან ერთად თუ გაითვალისწინებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ძნელი არ არის თავიდან აიცილებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა: A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, საკვების მიერი ტოქსიკოინფექციები, ჯილეხი, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, მალარია,  სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები, ჰელმინთები და სხვა დიარეით მიმდინარე ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციური დაავადებები საკმაოდ ფართოდაა  გავრცელებული, მოსახლეობის მონდომება გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საქმეში, საკვები პროდუქტის მომზადება-ტრანსპორტირება-რეალიზაციის წესების განუხრელად დაცვაში, ხელების  ხშირი და სწორი დაბანით ამ დაავადებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

•            ხელები ხშირად და  გულმოდგინედ უნდა დავიბანოთ თბილი გამდინარე წყლითა და საპნით. განსაკუთრებით: სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ, ტუალეტით სარგებლობის, ნაგავთან შეხების, ცხოველებთან კონტაქტის, ცხვირის მოწმენდის, დახველების ან დაცემინების შემდეგ.  ხელების დაბანას სულ მცირე 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ. დაბანის შემდეგ საგულდაგულოთ გავიმშრალოთ მშრალი, სუფთა ხელსაწმენდით, შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც[i]. ამ ელემენტარული რეკომენდაციის გათვალიწინების დახმარებით შევამცირებთ დაავადების რისკს: შიგელოზით (დიზინტერია), A ვირუსული ჰეპატიტით, ამებიაზით, ჰელმინთებით.

•            აუცილებელია უარის თქმა: ვეტერინალური სამსახურის მიერ შეუმოწმებელი ცხოველური საკვები პროდუქტების შეძენა-მოხმარებაზე,  “ქუჩაში კვებაზე“,  საეჭვო დაწესებულებებში მომზადებულ კვების პროდუქტებზე,  კარგად უნდა მოიხარშოს ან შეიწვას  მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები:  ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი და კვერცხის პროდუქტი (დიდი რისკია უმი და არასრულად მოხარშული საკვების გამოყენება), კრემები, ნამცხვრები და ტორტები უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 80C ტემპერატურისა, მოვერიდოთ მათ ტრანსპორტირებას (ზაფხულის პერიოდში უმჯობესია კრემიანი ტორტებისა და ნამცხვრების მოხმარებისაგან თავის შეკავება) დაუშვებელია აუდუღარი/არაპასტერიზებული რძისაგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ან მისი მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვრისკავთ ჯილეხით[ii], ბრუცელოზით, სალმონელოზით, სხვა საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციებით ინფიცირების რისკით[iii].

•           ხილი და ბოსტნეული მოხმარების წინ   საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. მწვანილი  გამოყენების წინ 10-15 წუთით უნდა ჩალბეს სუფთა წყალში  და შემდეგ კარგად გაირეცხოს გამდინარე წყლით. გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დროს სერიოზული რისკია სხვადასხვა პარაზიტული და ჰელმინთებით დაავადების განვითარების.

•   ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს  შეამცირებს საცხოვრებელი ბინების მწერებისა (კარ-ფანჯრის აბადვა)  და მღრღნელებისაგან დაცვა.

•   მოვერიდოთ წყალსატევებთან და ჭაობიან ადგილებთან ახლოს ყოფნას. ბანაობას უნდა მოვერიდოთ იქ სადაც შინაური ცხოველები წყურვილის მოსაკლავად ხშირად დადიან და შარდით აბინძურებენ სანაპიროს. ამ რეკომენდაციის გათვალიწინებით თავიდან აიცილებთ ლეპტოსპიროზით დაავადების რისკს[iv],  რომელიც მაღალი ცხელებით, ღებინებით, სიყვითლით და ზოგადი ძლიერი სისუსტით მიმდინარეობს, საჭიროებს ხანგრძლივ და სერიოზულ მკურნალობას (რამდენიმე დღიდან, სამ კვირამდე და მეტიც)[v].

მოვერიდოთ ხშირ-ბუჩქნარიან ადგილებში სეირნობას, სადაც შესაძლებელია მწერების, სხვადასხვა ტკიპებისა და ქვეწარმავლების არსებობა. სავარაუდოდ გველები იმ ადგილებს ეტანებიან სადაც ბევრი ბაყაყი და მღრღნელია. შემთხვევით მაინც თუ  გადაეყრებით მოერიდეთ აქტიურ მოქმედებებს, არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

გველისაგან დაკბენის შემთხვევაში ნუ დაიწყებთ იმის გარკვევას შხამიანი იყო თუ უშხამო, სასწრაფოდ იმოქმედეთ და დაიწყეთ უახლოესი სამედიცინო დახმარების  პუნქტის ძებნა ანტიგიურზული შრატის გასაკეთებლად და შემდგომი ღონისძიებების ჩასატარებლად, რასაც ექიმები გადაწყვეტენ, მანამდე ნაკბენი ადგილი ცივი სუფთა წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ და სუფთა სახვევით შეიხვიეთ, არ შეიძლება სისხლის გამოწოვა, ნაკბენის გაკვეთა, ლახტის დადება. თუ ნაკბენი კიდურზეა, გააჩერეთ კიდური ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. სამედიცინო პუნქტამდე მისვლამდე მიიღეთ დიდი რაოდენობით ნებისმიერი სითხე სპირტიანი სასმელის გარდა[vi].

ზაფხული მზეზე გარუჯვის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, გაირუჯეთ ნელა და თანდათან. მზისგან დამცავი კრემი წაისვით სახლიდან გასვლის წინ 20 წუთით ადრე. ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომდირებულია თავისუფალი, ღია ფერის ტანსაცმლისა და საზაფხულო ქუდის ტარება. მზის დაკვრა ხდება როგორც მზიან, ასევე ღრუბლიანი ამინდშიც. ზაფხულის ძალიან ცხელ დღეებში არ არის რეკომენდირებული ძლიერი ფიზიკური აქტივობა არც ვარჯიშის და არც ფიზიკური შრომის დროს. მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე. ზღვაში არ შეხვიდეთ მარტო ან ნასვამ მდგომარეობაში[vii].

უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გატარებული ზაფხული მთელი წელი ხალისიან და ჯანსაღ განწყობას შეგიქმნით!

[i] http://www.cdc.gov/handwashing/

[ii] http://www.who.int/csr/disease/Anthrax/en/index.html

[iii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs237/ru/

[iv] http://www.cdc.gov/leptospirosis/prevention/index.html

[v] http://www.cdc.gov/leptospirosis/symptoms/index.html

[vi] http://wwwnc.cdc.gov/travel/page/relief-workers.htm

[vii] http://www.cdc.gov/niosh/docs/2010-116/

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები – შესაძლოა, უძილობა მრავალი განსხვავებული ფაქტორით იყოს გამოწვეული. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
#post_seo_title

უძილობა (ინსომნია) — ეს არის ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დაძინების სირთულით, ხშირი გამოღვიძებით ან დილით ადრე გაღვიძებით, რის შედეგადაც ადამიანი თავს დაღლილად და გამოუძინებლად გრძნობს. უძილობა შეიძლება იყოს ხანმოკლე (მწვავე) ან ხანგრძლივი (ქრონიკული).

მწვავე ინსომნია — გრძელდება რამდენიმე ღამიდან რამდენიმე კვირამდე და ხშირად გამოწვეულია სტრესით, ტრავმით ან გარემო პირობების ცვლილებით.

ქრონიკული ინსომნია — გრძელდება მინიმუმ სამი თვე და კვირაში სამჯერ მაინც იჩენს თავს. ამ დროს უძილობა ხშირად დაკავშირებულია სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია ან ქრონიკული ტკივილი.

როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები?

შესაძლოა, უძილობა მრავალი განსხვავებული ფაქტორით იყოს გამოწვეული. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ფსიქოლოგიური ფაქტორები:

  • სტრესი, შფოთვა და დეპრესია.
  • მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრებაში, როგორებიც არის სამსახურის დაკარგვა ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება.​

ფიზიოლოგიური და სამედიცინო ფაქტორები:

  • ქრონიკული დაავადებები, როგორებიც არის ასთმა, ართრიტი, პარკინსონის დაავადება, ჰიპერთირეოზი.
  • ტკივილი, რომელიც ხელს უშლის ძილს.
  • სუნთქვასთან დაკავშირებული დარღვევა, როგორი არის, მაგალითად, ძილის აპნოე.

ცხოვრების სტილი და გარემო ფაქტორები:

  • ალკოჰოლის, კოფეინის ან ნიკოტინის გადამეტებული მოხმარება.
  • არარეგულარული ძილის გრაფიკი; ღამის ცვლაში მუშაობა.
  • არაკომფორტული, ხმაურიანი გარემო.​

მედიკამენტები:

ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიც არის ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები და სტიმულატორები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს უძილობა.​

რას იწვევს უძილობა?

უძილობა — ეს არ არის მხოლოდ ღამით ძილის პრობლემა; მან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე:

  • დეპრესია და შფოთვა: უძილობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფსიქიკურ დარღვევებთან, როგორებიც დეპრესია და შფოთვა. კვლევებმა აჩვენა, რომ უძილობა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობების განვითარების რისკ-ფაქტორი. ​
  • გაღიზიანება და კონცენტრაციის პრობლემები: ძილის ნაკლებობა იწვევს გაღიზიანებას, კონცენტრაციის დაქვეითებას და ემოციური რეგულაციის გართულებას.

გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე:

  • გულის დაავადებები: უძილობა გულის შეტევის რისკს 69%-ით ზრდის.
  • მეტაბოლური დარღვევები: უძილობა ასოცირდება სიმსუქნესთან, ტიპი 2 დიაბეტთან და ჰიპერტენზიასთან.
  • იმუნური სისტემის დაქვეითება: ძილის ნაკლებობა ამცირებს იმუნურ ფუნქციებს, რაც ზრდის ინფექციების მიმართ მგრძნობელობას.​

გავლენა კოგნიტიურ ფუნქციებზე:

მეხსიერება და გადაწყვეტილების მიღება: უძილობა უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე და შემეცნებით ფუნქციებზე.

უსაფრთხოება და ყოველდღიური ფუნქციონირება უძილობისას:

ავარიების რისკი: უძილობა ზრდის ავტოსაგზაო და სამუშაო ადგილებზე ავარიების რისკს, რაც დაკავშირებულია ყურადღების დაქვეითებასთან და რეაქციის დროის გაზრდასთან.

სიცოცხლის ხანგრძლივობა (გრძელვადიანი შედეგი): ქრონიკული უძილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.​

როგორია უძილობის გამომწვევი მიზეზები ახალშობილებში, ბავშვებში და მოზარდებში?

ახალშობილები (0–12 თვე)

ძილის პრობლემები:

  • ძილის ციკლის არასტაბილურობა: ახალშობილებს აქვთ მოკლე ძილის ციკლები და ხშირად იღვიძებენ.
  • ჭამის ან ქანაობის ასოცირება ძილთან: თუ ბავშვი იძინებს მხოლოდ კვების ან ქანაობის დროს, შესაძლოა, გაღვიძების შემდეგ დამოუკიდებლად დაძინება ვერ შეძლოს.
  • მოჭარბებული დაღლილობა: გადაღლილობა იწვევს კორტიზოლის დონის მატებას, რაც ართულებს დაძინებას.
  • გარემო ფაქტორები: ხმაური, სინათლე ან ტემპერატურის ცვლილებები შეიძლება ხელს უშლიდეს მშვიდ ძილს.​

ბავშვები (1–12 წელი)

ძილის პრობლემები:

  • ქცევითი უძილობა: ბავშვი ვერ იძინებს მშობლის ან კონკრეტული პირობების გარეშე, ან, მაგალითად, ხშირად ითხოვს დამატებით დროს თამაშისთვის, რათა გადადოს დაძინება.
  • შფოთვა და სტრესი: სკოლასთან, ოჯახურ გარემოსთან ან სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები.
  • არარეგულარული ძილის რუტინა: არასტაბილური ძილის გრაფიკი და არაკონსისტენტური ძილის რუტინა ხელს უშლის ბავშვს დროულად დაძინებაში.
  • სამედიცინო მდგომარეობები: ასთმა, ალერგია, ADHD, აუტიზმის სპექტრის დარღვევები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება ზემოქმედებდეს ძილზე. ​

მოზარდები (13–18 წელი)

ძილის პრობლემები:

  • ცირკადული რიტმის ცვლილება: მოზარდებში ბუნებრივად იწევს ძილის დრო, რაც ართულებს ადრე დაძინებას და ადრე გაღვიძებას.
  • ტექნოლოგიის გამოყენება: სმარტფონების, ტაბლეტების და კომპიუტერების გამოყენება ძილის წინ იწვევს ძილის დაგვიანებას და მისი ხარისხის დაქვეითებას.
  • კოფეინის მოხმარება: ენერგეტიკული სასმელების და კოფეინის შემცველი პროდუქტების მოხმარება ართულებს დაძინებას.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები: დეპრესია, ნევროზი, შფოთვა და სხვა ფსიქიკური მდგომარეობები ხშირად ასოცირდება უძილობასთან.

რა იწვევს უძილობას ორსულობის დროს?

​უძილობა ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და შეიძლება ნებისმიერ ტრიმესტრში გამოვლინდეს. კვლევების მიხედვით, ორსულთა დაახლოებით 66%–94% განიცდის ძილის პრობლემებს ორსულობის განმავლობაში.

ორსულობის პერიოდში უძილობის გამომწვევ მიზეზებს შორის არის:

  1. ჰორმონალური ცვლილებები

ორსულობის დროს ჰორმონების, განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის დონეების ცვლილება ზემოქმედებს ძილის ციკლზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევები.​

  1. ფიზიკური დისკომფორტი

მუცლის ზრდა, ზურგისა და ფეხების ტკივილი, გულძმარვა და ხშირი შარდვა განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში ართულებს კომფორტულ ძილს.​

  1. ფსიქოლოგიური ფაქტორები

შფოთვა, სტრესი და ორსულობასთან დაკავშირებული ფიქრები ხშირად იწვევს უძილობას.​

  1. სხვა ფაქტორები
  • ღამის კოშმარები და უცნაური სიზმრები
  • ფეხების კრუნჩხვები და მოუსვენარი ფეხების სინდრომი
  • მუცლის შიგნით ბავშვის მოძრაობები
  • სუნთქვის პრობლემები და ხვრინვა

როგორ დავძლიოთ უძილობა?

​უძილობის დაძლევა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, რომლებიც მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას, ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალურ დახმარებას.

ცხოვრების წესის ცვლილება

  1. სტაბილური ძილის გრაფიკი: ეცადეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ, მათ შორის შაბათ-კვირასაც.
  2. ძილის ჰიგიენა:
  • ძილის წინ მოერიდეთ კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღებას.
  • დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე შეწყვიტეთ ეკრანებთან ურთიერთობა.
  • საძინებელი ოთახი უნდა იყოს ბნელ, წყნარ და გრილ გარემოში.​
  1. საღამოს რუტინა: დაძინებამდე შეასრულეთ დამამშვიდებელი აქტივობები, როგორიცაა თბილი აბაზანა, მედიტაცია ან მსუბუქი კითხვა.​
  2. ფიზიკური აქტივობა: დღის განმავლობაში რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ღამის ძილს, თუმცა ეცადეთ, ძილის წინ არ ივარჯიშოთ.

ბუნებრივი საშუალებები

  • ბალახოვანი ჩაები: მაგალითად, გვირილასა და ვალერიანას ჩაის ნაყენები ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტით.​
  • ეთერზეთები: ლავანდის არომათერაპიის გამოყენება ხელს უწყობს მოდუნებას.​
  • ბალიშის არომატიზაცია: ბალიშში სვიის გირჩების ან არყის ფოთლების მოთავსება შეიძლება დაგეხმაროთ ძილის გაუმჯობესებაში.​

ფსიქოლოგიური მეთოდები

  • კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია (CBT-I): ეს თერაპია, რომელიც მოიცავს მავნე ფიქრებისა და ქცევების შეცვლას, ეფექტიანი საშუალებაა ქრონიკული უძილობის სამკურნალოდ.​
  • სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია: დაძინებამდე სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს მოდუნებას.

მედიკამენტური მკურნალობა

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არ არის ეფექტიანი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მედიკამენტური მკურნალობა. საძილე პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მოკლევადიანად, რათა თავიდან აიცილოთ დამოკიდებულება.​

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ვამელისი, რომელიც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა და ძილის მოწესრიგებას უწყობს ხელს. კერძოდ, ის წარმოადგენს ოთხი სამკურნალო მცენარეული კომპონენტის — ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილისა და კუნელის, ასევე ამინომჟავა გლიცინის — კომბინაციას. პრეპარატი ხსნის სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან.

ამასთან, პრეპარატში შემავალი ნივთიერება ბარამბო ხსნის სტრესის სიმპტომებს და ასტიმულირებს ძილს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და კოგნიტიურ ფუნქციებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევების, მათ შორის შებერილობის შემსუბუქებას.

ხოლო კუნელი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას — ზრდის კორონარული არტერიების სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის ნერვულ დაძაბულობასთან დაკავშირებულ გულის ისეთ დროებით ჩივილს, როგორიცაა პალპიტაცია (გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება). კუნელი ასევე ეფექტურია მენტალური სტრესისა და ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გამოიყურება, ხშირად ვენური დაავადების განვითარების სიგნალია – პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ცხელ სეზონზე

ვარიკოზული დაავადება
#post_seo_title

ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გამოიყურება, ხშირად ვენური დაავადების განვითარების სიგნალია.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ცხელ სეზონზე.
ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ხოლო დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოფლებიტი, ვენის თრომბოზი, ქვედა კიდურებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა და კიდევ ბევრი სხვა სერიოზული გართულება.
სწორედ ამიტომ ქრონიკული ვენური დაავადებების სიმპტომები არავითარ შემთხვევაში  არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.
რა სიმპტომები ახასიათებს ვენურ დაავადებებს, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ გართულებების თავიდან ასარიდებლად – ამ საკითხებზე გადაცემაში “ოჯახის ექიმი” ანგიოლოგი, ანგიოქირურგი, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე საუბრობს:
ქრონიკული ვენური დაავადებების სიმპტომები:
ქვედა კიდურების სიმძმე, ტკივილი, ქავილი, წვის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება, დაღლილი ფეხის სინდრომი, მკვეთრად გამოხატული შეშუპება, წვივის კუნთების სპაზმი.
თუ ეს სიმტომები გაწუხებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია იყოს ვენური დაავადებება…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რჩევები: რისი გაკეთება არ შეიძლება, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება და დაგიცავთ თუ არა კალიუმის იოდიდი – რჩევები, რომელთა გამოყენებაც იმედია, არასოდეს დაგჭირდებათ

ბირთვული აფეთქება
#post_seo_title

როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება – რჩევები. რჩე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ახლა წა­ი­კი­თხავთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია აშშ-ის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, ready.gov.

📌 პირველი ნაბიჯები ბირთვული აფეთქების შემდეგ

აფეთქების შემდეგ პირველი რამდენიმე საათი კრიტიკულია, რადგან ამ დროს ყველაზე მაღალია რადიაციული დასხივების დონე. სწორედ ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:

  • შეაფარეთ თავი მყარი კედლების მქონე შენობას – უპირატესობა მიეცით ბეტონის ან აგურის შენობას.

  • მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და გაისუფთავეთ ის სხეულის ნაწილები, რომლებიც ღია იყო აფეთქების მომენტში.

  • ჩამოიბანეთ სახე, ხელები და ღია სხეული მხოლოდ წყლითა და საპნით – არ გამოიყენოთ სადეზინფექციო ხელსახოცები ან ანტისეპტიკები.

  • არ შეეხოთ სახეს, განსაკუთრებით – თვალებს, ცხვირს და პირს.


🧱 სად უნდა იმყოფებოდეთ

  • გადადით შენობის შიდა ნაწილში, ან სარდაფში – მოერიდეთ კედლებთან, ფანჯრებთან და კარებთან სიახლოვეს.

  • თავი შეაფარეთ თავშესაფარს მინიმუმ 24 საათით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სხვა მითითებას არ მოგცემთ.

  • შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცია – მინიმუმ 2 მეტრი მათთან, ვისთან ერთადაც არ ცხოვრობთ.

  • ატარეთ პირბადე და არ გაუშვათ შინაური ცხოველები გარეთ.


📡 ინფორმაციის მონიტორინგი

  • თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ბატარეაზე მომუშავე რადიოით, რადგან აფეთქების შემდეგ ინტერნეტი და მობილური კავშირი შესაძლოა შეფერხდეს.

  • ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხო ზონებსა და ევაკუაციის წესებს, რომლებიც რეგულარულად განახლდება ოფიციალურ არხებზე.


🧳 წინასწარი მზადება

დაგეგმეთ თავშესაფრის ადგილი:

  • აირჩიეთ ადგილი, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ დაცვას – მიწისქვეშა თავშესაფარი ან შენობის შიდა, ფანჯრებზე დაცლილი ოთახი.

შეინახეთ 3-დღიანი მარაგი:

  • წყალი, საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ფარატინა ბატარეები და პორტატული დამტენები.

გაითვალისწინეთ განსაკუთრებული საჭიროებები:

  • ალერგიები, ქრონიკული დაავადებები და შინაური ცხოველების საჭიროებები.


☢️ იოდის აბების მიღება – როგორ და როდის?

კალიუმის იოდიდი (KI) ბლოკავს რადიოაქტიური იოდის შეგროვებას ფარისებრ ჯირკვალში და ამ გზით ამცირებს რისკს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ პირობებში:

  • ეფექტურია მხოლოდ რადიოაქტიური იოდის შემთხვევაში – სხეულის სხვა ნაწილებს არ იცავს.

  • მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეთ, თუ ჯანდაცვის სპეციალისტები რეკომენდაციას მოგცემენ.

  • არ არის რეკომენდებული თვითნებურად მიღება, განსაკუთრებით – თუ ალერგიული ხართ იოდზე, გაქვთ ატოპიური დერმატიტი ან ვასკულიტი.

  • დოზის გადაჭარბება არ ზრდის დაცვას, არამედ იზრდება გვერდითი ეფექტების რისკი, მათ შორის სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და სიკვდილიანობა.


⚠️ რისი გაკეთება არ შეიძლება:

  • არ დააბრუნდეთ აფეთქების ზონაში, სანამ შესაბამისი უწყებები უსაფრთხოებად არ მიიჩნევენ დაბრუნებას.

  • ნუ მიირთმევთ საკვებს ან სასმელს, რომელიც აფეთქების დროს ღია სივრცეში იმყოფებოდა – უსაფრთხოა მხოლოდ შენობაში შენახული, შეფუთული პროდუქტი.


🚫 აფეთქებასთან დაკავშირებული საფრთხეები

  • ნათების ბრწყინვალებამ შესაძლოა დროებითი ან მუდმივი დაბრმავება გამოიწვიოს.

  • აფეთქების ტალღამ შეიძლება სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს რამდენიმე კილომეტრის რადიუსშიც.

  • ჭუჭყის წვიმა (“radioactive fallout”) რამდენიმე წუთში ვრცელდება და სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს მათთვის, ვინც გარეთ იმყოფება.


🔚 დასკვნა

ბირთვული საფრთხის შემთხვევაში მთავარი ძალა წინასწარ მომზადებასა და სწრაფ მოქმედებაზეა. მარტივი ნაბიჯების გათვალისწინება – თავშესაფარში დარჩენა, სწორი ჰიგიენა და ინფორმაციის მონიტორინგი – მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს.

აფეთქებიდან პირველი 10 წუთი 

✔️ არ დარჩეთ გარეთ ან ავტომობილში

✔️ საუკეთესო თავდაცვა და ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის დახურულ შენობაში შესვლა 

✔️ შენობაში უნდა გადაინაცვლოთ ცენტრალურ ნაწილში (კედლებიდან და ფანჯრებიდან მაქსიმალურად მოშორებით), საუკეთესო შემთხვევაში კი სარდაფში

✔️ მიწისქვეშა პარკინგები და მეტროც კარგი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს

✔️ თუ იმყოფებით ავტომობილში და ახლომახლო შენობა არ არის, გადადით გზიდან უსაფრთხოდ, ამოეფარეთ გზის შემაღლებულ ნაწილს ან შედით ხიდის/გადასასვლელი გზის ქვეშ

აფეთქებიდან პირველი 24 საათი 

თუ ფიქრობთ რომ რადიაციული ნარჩენებთან გქონდათ შეხება, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა მოიშოროთ. თუ გყავთ შინაური ცხოველი და ფიქრობთ რომ მათაც ჰქონდათ შეხება, მათი გასუფთავება უნდა მოხდეს განცალკევებულ ოთახში. გასუფთავების (დეკონტამინაციის) დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულებზე: www.cdc.gov

✔️ ჩართეთ საინფორმაციო წყარო, ტელევიზია/რადიო და მოისმინეთ ინფორმაცია

✔️ ინსტრუქცია მიიღეთ მხოლოდ ოფიციალური (!) (საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადების კონტროლის ცენტრი, შსს და ა.შ.) წყაროებიდან და მიჰყევით მათ

✔️ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ევაკუაცია და გადაადგილება თვითნებურად, ნუ მოუსმენთ სხვადასხვა არაოფიციალურ პირებს თუ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, დარჩით დაცულ ადგილას 12-24 საათის განმავლობაში და არ დატოვოთ შენობა თუ რაიმე გადაუდებელი სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრებათ

ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული აფეთქება: 

◾ ძლიერი ნათება – რომელსაც შეუძლია დროებითი მხედველობის გაუარესება შესაძლოა იყოს ბირთვული აფეთქების მანიშნებელი და შესაძლოა განვითარდეს 10 კმ მოშორებით აფეთქების ადგილიდან

◾ სითბური დარტყმა – მოსდევს ძლიერ ნათებას, მაღალი ტემპერატურის აირების გამოდევნა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალების დაზიანება, სხვადასხვა ნივთების აალება, შესაძლოა გავრცელდეს აფეთქების ადგილიდან რამდენიმე კმ-ში

◾ დარტყმითი ტალღა – აზიანებს ახლომდებარე შენობებს და შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა ფრაგმენტების გავრცელება, აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრში;

◾ პირველადი რადიაცია – აფეთქებიდან რამდენიმე კმ-ში შეუძლია გამოიწვიოს დაზიანება და სიკვდილიც კი

 ნარჩენი რადიაცია – აფეთქების შემდეგ, რადიაციული ნარჩენები ერევა მტვერს, ხდება მისი ატმოსფეროში გაფანტვა და შემდეგ მისი უკან, მიწისკენ დაბრუნება, რასაც დაახლოებით 10 წუთი (ან მეტი) სჭირდება

◾ ნარჩენი რადიაცია ყველაზე საშიშია აფეთქებიდან 10 კმ-ს რადიუსში და პირველ რამდენიმე საათში

◾  ელექტრომაგნიტური ტალღა – დამატებითი ზიანი შეიძლება განვითარდეს ტელეკომუნიკაციების დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიღებისთვის ვეცადოთ/თვალყური ვადევნოთ და გამოვიყენოთ ყველანაირი წყარო, ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო FM/AM

როგორ შეიძლება მოვემზადოთ წინასწარ: 

 წინასწარ განსაზღვრეთ თავშესაფრის ადგილმდებარეობა (შენობის ცენტრალური ნაწილი/სარდაფი), იქნება ეს თქვენი სახლი, მეტრო, დიდი შენობები თუ სხვა

✅ გქონდეთ პირველადი საჭიროების ნივთები, ფანარი, ელემენტები, სამედიცინო ჩანთა, ნიღბები, ტანსაცმელი, საკვები, წყალი (დეტალური სიის ერთ-ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ აქ)

✅ გაიარეთ პირველადი დახმარების ტრენინგები ორ წელიწადში ერთხელ

✅ არ იქნება ურიგო წინასწარ შემუშავებული გეგმის ქონა, რომელსაც შეათანხმებთ თქვენს ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, უბრალოდ წინასწარი მზაობა და ცოდნა ყოველთვის კარგი იდეაა“, – წერს არჩილ მარშანია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ახალი კვლევა: ყველა შაქრიანი ნუგბარი ერთნაირად არ მოქმედებს – როგორ მოვიხმაროთ შაქარი ისე, რომ არ გაიზარდოს დიაბეტის რისკი

შაქარი
#post_seo_title

ყველა ტკბილი პროდუქტი ერთნაირად არ მოქმედებს — რატომ შეიძლება სასმელი შაქრები უფრო საშიში იყოს დიაბეტის მხრივ?

ახალი მეცნიერული მონაცემები მიუთითებს, რომ შაქრიანი სასმელები მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შესაძლოა, ჭარბ რისკებს შეიცავდეს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით.

ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა ნახევარზე მეტი მილიონი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, გამოავლინა, რომ ყველა შაქარი არ არის თანაბრად მავნე. ტკბილი სასმელები — მათ შორის გაზიანი, სპორტული და ხილის წვენები — გაცილებით უფრო მაღალი რისკის მატარებელია, ვიდრე ტკბილი საკვები.

კვლევის მიხედვით, ყოველი დამატებითი პორცია შაქრიანი სასმლის დღიური მოხმარებისას, მეორე ტიპის დიაბეტის რისკი იზრდება საშუალოდ 25%-ით, მაშინ როცა ხილის წვენების შემთხვევაში ეს ზრდა დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ეს კავშირები დაფიქსირდა მაშინაც კი, როცა კონტროლდებოდა სხეულის მასისა და ყოველდღიური კალორიის მიღების ფაქტორები.


ყველა შაქარი ერთნაირი არ არის: შაქრის წყაროების შედარება

ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის კვების სპეციალისტი კარენ დელა კორტე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შაქრის წყაროს გათვალისწინება. მისი თქმით, ეს არის პირველი სისტემური კვლევა, რომელიც ადასტურებს შაქრის ტიპებს შორის განსხვავებულ გავლენას ჯანმრთელობაზე.

კვლევაში გაანალიზდა შაქრის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის:

  • ფრუქტოზა

  • საქაროზა

  • დამატებული შაქარი

  • თავისუფალი შაქარი (თაფლში ან წვენებში)

  • საერთო შაქრის რაოდენობა

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საქაროზასა და საერთო შაქარს უფრო დაბალი კავშირი ჰქონდა დიაბეტის რისკთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შაქარი ყოველთვის არ იწვევს დაავადებას, არამედ მისი მიღების ფორმა და კონტექსტი გადამწყვეტია.


რატომ არის სასმელი შაქრები უფრო პრობლემური?

შაქრით გამდიდრებული სასმელები, როგორიცაა ლიმონათები, კოლა და ენერგეტიკული სასმელები, შეიცავს სწრაფად ასათვისებელ, იზოლირებულ შაქარს. მათი მეშვეობით ორგანიზმში გლუკოზის დონე სწრაფად იზრდება, რასაც შეუძლია ინსულინის რეზისტენტობა და მეტაბოლური დარღვევები გამოიწვიოს.

ხილის წვენებიც, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ წყაროდ ითვლება, შეიცავს იმავე ფრუქტოზას, რომელიც ფიზიოლოგიურად მსგავს ეფექტს იწვევს. გარდა ამისა, წვენებში ბოჭკოს ნაკლებობა ხელს უწყობს სისხლში შაქრის სწრაფ მატებას.

მიუხედავად ამისა, მთლიანი ხილი, ბოჭკოსა და ფიტონუტრიენტების წყალობით, ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა — ეს კომპონენტები შაქრის ათვისების პროცესს ანელებენ და უზრუნველყოფენ გლუკოზის უფრო სტაბილურ დონეს სისხლში.


შაქრის მოხმარება და წონის ზრდა

სხვა კვლევებმა, მათ შორის 2023 წლის ანალიზმაც, აჩვენა, რომ შაქრის მაღალი მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული წონის მატებასთან. თუმცა, მათი დასკვნებით, რისკი არ მოდის მხოლოდ შაქრის რაოდენობიდან, არამედ მისი გავლენით სხეულის მასის ინდექსზე, რაც, თავის მხრივ, დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს.


როგორ მივიღოთ შაქარი ჯანმრთელი გზით?

კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ დაბალანსებული რაციონის შექმნისას გავითვალისწინოთ შაქრის მიღების წყარო და საკვები კონტექსტი:

  • ამჯობინეთ მთლიანი ხილი წვენების ნაცვლად

  • მოერიდეთ დამატებული შაქრის მქონე სასმელებს

  • მიირთვით ტკბილეული ისეთ საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ბოჭკოს, რაც ამცირებს შაქრის ზემოქმედებას

დასკვნით ნაწილში მკვლევრები ხაზს უსვამენ: „ყველა შაქრის სრული აკრძალვის ნაცვლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, როგორ, რასთან ერთად და რა ფორმით მივიღებთ მას“.


საბოლოო რეკომენდაცია

თუ გსურთ შეამციროთ დიაბეტის რისკი და დაიცვათ თქვენი მეტაბოლური სისტემა, შეამცირეთ ტკბილი სასმელების მოხმარება და მიანიჭეთ უპირატესობა საკვებში ბუნებრივად შემავალ შაქრებს, თანაც ისეთი ფორმით, რომელიც ბოჭკოს, ცილასა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, „ყველანაირი დამატებული შაქრის გმობის“ ნაცვლად, რაციონის სამომავლო სახელმძღვანელოებმა უნდა გაითვალისწინოს ის კონტექსტი, რომელშიც შაქარს მოვიხმართ.

საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვების თანხლების გარეშე, ზოგიერთი ტიპის ტკბილეული შეიძლება სხვებზე მეტად სახიფათო იყოს.

კვლევა Advances in Nutrition-ში გამოქვეყნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს

ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს
#post_seo_title

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს.

Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტში ქიმერების შექმნის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც ორგანიზმში ადამიანისა და ცხოველის უჯრედებია შეზავებული. ასეთ პირობებში შესაძლებელია გადანერგვისთვის ვარგისი ორგანოების განვითარება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია დონორული ორგანოების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.

მეცნიერებმა განმარტეს, რომ მუშაობისთვის ღორები ადამიანის ანატომიასთან მათი მსგავსების გამო აირჩიეს. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights