ჩინეთში ღორის ემბრიონებში ადამიანის გულები გაზარდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს.

Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტში ქიმერების შექმნის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც ორგანიზმში ადამიანისა და ცხოველის უჯრედებია შეზავებული. ასეთ პირობებში შესაძლებელია გადანერგვისთვის ვარგისი ორგანოების განვითარება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია დონორული ორგანოების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.

მეცნიერებმა განმარტეს, რომ მუშაობისთვის ღორები ადამიანის ანატომიასთან მათი მსგავსების გამო აირჩიეს.

მეთოდი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. თავდაპირველად ღორის ემბრიონს გულის ფორმირებისთვის საჭირო გენებს აცლიან. შემდეგ კი ემბრიონში წინასწარ მოდიფიცირებული ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ, რომლებსაც ზრდისა და გადარჩენის მაღალი უნარი აქვთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

როდესაც ემბრიონი მორულის ეტაპს აღწევს – დაახლოებით 12 უჯრედამდე, მას სურგოგატი ღორის ორგანიზმში ათავსებენ. ამის შემდეგ ადამიანის უჯრედები იწყებენ გულის ფორმირებას. ამ ექსპერიმენტში გულები 21 დღე ვითარდებოდა.

მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებული ორგანოების გასაზრდელად ტრანსპლანტაციისთვის. ამჟამად განვითარებაზე დაკვირვება დროებით შეზღუდულია, ხოლო ეთიკური საკითხები საერთაშორისო დისკუსიას საჭიროებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჩინეთში ღორის ემბრიონებში ადამიანის გულები გაზარდეს. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინეთში-ღორის-ემბრიონებშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi