კვირა, მაისი 10, 2026

მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

სისხლის დაბერების საიდუმლო
#post_seo_title

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სისხლის ჯგუფი ახალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქრდა. აღმოჩენის შესახებ სპეციალისტებმა მილანში გამართულ სისხლის გადასხმის საერთაშორისო კონგრესზე განაცხადეს

68 წლის ქალი გვადელუპადან ამ დროისთვის ერთადერთი ცნობილი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ეს სისხლის ჯგუფი აქვს. ჯგუფს Gwada negative უწოდეს.

მეცნიერებმა ქალი პირველად 2011 წელს გაიცნეს, როდესაც ის პარიზში ცხოვრობდა და ოპერაციის წინ რუტინულ ანალიზებს იტარებდა. ექიმებმა მისი სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ვერ შეძლეს და შესაბამისი შეწყვილებული სისხლიც ვერ მოიძებნა. იმ დროს არსებული ანალიზის მეთოდები საკმარისად განვითარებული არ იყო იმისთვის, რომ ქალის სისხლის ჯგუფის განსაზღვრა შესაძლებელი ყოფილიყო, და საქმე რვა წლის განმავლობაში ამოუხსნელი დარჩა.

2019 წელს მკვლევრებმა გამოიყენეს გენების მაღალი გამტარობის სეკვენირების ანალიზი, რომელიც DNA-ის სწრაფი და ღრმა ანალიზი ჩატარების საშუალებას იძლევა. მათ თავიდან შეისწავლეს ქალის სისხლი, რასაც ორი წლის განმავლობაში დეტალური კვლევა მოჰყვა – გუნდმა მისი სრული გენომი გააშიფრა.

ადამიანის სისხლის ჯგუფის სისტემები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ეს კლასიფიკაციები შეეხება ანტიგენებს – ცილებსა და შაქრებს, რომლებიც ერითროციტების ზედაპირზე მდებარეობს და რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება. ავსტრიელ-ამერიკელმა ბიოლოგმა, კარლ ლანდშტაინერმა, 1901 წელს პირველმა აღწერა ყველაზე ცნობილი ABO სისტემის ჯგუფები, რაც 1930 წელს ნობელის პრემიის მოპოვებით დაუფასდა.

სისხლის ჯგუფების კლასიფიკაციაში მეორე ყველაზე ცნობილი რეზუსის სისტემაა, რომელიც ეფუძნება იმას, აქვს თუ არა ადამიანის სისხლის უჯრედებს სპეციალური ანტიგენი, რომელიც „რეზუს ფაქტორის“ (Rh factor) სახელით არის ცნობილი. ამ ნიშნით ადამიანი კლასიფიცირდება როგორც Rh-დადებითი ან Rh-უარყოფითი.

ABO და Rh სისტემების კომბინაცია სისხლის რვა ძირითად ჯგუფს ქმნის, რომლებიც ყველაზე ფართოდ არის ცნობილი და გამოიყენება მედიცინაში. თუმცა, სინამდვილეში არსებობს ათობით ნაკლებად ცნობილი სისხლის ჯგუფის სისტემა, რომლებიც უფრო იშვიათია და გაცილებით რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ.

თვის დასაწყისში სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ Gwada negative საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიყვანა, როგორც რიგით 48-ე სისხლის ჯგუფი.

მსოფლიოში პირველი შემთხვევაა – ადამიანის ხელოვნურ დნმ-ზე მუშაობა დაიწყეს

ადამიანის დნმ-ის რედაქტირება
#post_seo_title

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში Wellcome Trust ადამიანის ხელოვნურ დნმ-ზე მუშაობა დაიწყეს. საკამათო პროექტის მიზანი ადამიანის სიცოცხლის საწყისი ბლოკების ნულიდან შექმნაა, რაც, როგორც ითვლება, მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა.

მკვლევრები ამ დრომდე ამ მიმართულებით მუშაობისგან ეთიკური მიზეზების გამო თავს იკავებდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ ამან შესაძლოა ბავშვების გენეტიკური „დაპროექტების“ სურვილი ან მომავალი თაობებისთვის მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. თუმცა ახლა ფონდში გადაწყვიტეს, რომ პროექტი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ზიანის. პროექტის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე £10 მილიონს შეადგენს.

კემბრიჯში მდებარე მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორმა ჯულიან სეილმა, რომელიც პროექტში მონაწილეობს, BBC News-ს განუცხადა, რომ ეს კვლევა ბიოლოგიაში „შემდეგი გიგანტური გარღვევაა“.

„ჩვენ ვეძებთ თერაპიებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს ასაკთან ერთად, რაც ჯანსაღ დაბერებას და ნაკლებ დაავადებას ნიშნავს. ჩვენი მიზანია ამ მეთოდის გამოყენებით შევქმნათ დაავადებების მიმართ მდგრადი უჯრედები, რითაც შევძლებთ დაზიანებული ორგანოების – მაგალითად ღვიძლის, გულის ან იმუნური სისტემის – აღდგენას“, – აღნიშნა მან.

თუმცა, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს კვლევა გზას გაუხსნის არასაიმედო მკვლევრებს, რომელთაც სურვილი ექნებათ შექმნან „გაუმჯობესებული“ ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანები.

ყოველი უჯრედი ჩვენს სხეულში შეიცავს მოლეკულას, რომელსაც დნმ (DNA) ჰქვია და რომელიც მასში არსებულ გენეტიკურ ინფორმაციას ინახავს. დნმ-ი შედგება მხოლოდ ოთხი პატარა ბლოკისგან – A, G, C და T, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით ბევრჯერ მეორდება. გასაოცარია, მაგრამ სწორედ ამ ბლოკებშია ჩაწერილი მთელი გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს, როგორები ვართ ფიზიკურად.

ადამიანის გენომის პროექტმა მეცნიერებს ადამიანის ყველა გენის წაკითხვის საშუალება მისცა. ეს კვლევა კი, რომელსაც ე.წ. სინთეზური ადამიანის გენომის პროექტი (Synthetic Human Genome Project) დაარქვეს, მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დნმ-ის მოლეკულა ნულიდან შექმნან.

მეცნიერების პირველი მიზანია შეიმუშაონ მეთოდები, რომლებიც მათ თანდათან უფრო დიდი ზომის დნმ-ის ფრაგმენტების შექმნის საშუალებას მისცემს – მანამ, სანამ სრულად სინთეზურად ერთ სრულ ადამიანურ ქრომოსომას არ ააწყობენ.

შემდეგ მეცნიერები ამ ქრომოსომებზე დაკვირვებას და ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ, რათა უკეთ გაიგონ, როგორ არეგულირებენ გენები და დნმ-ი ჩვენი სხეულის ფუნქციონირებას.

ბევრი დაავადება მაშინ იჩენს თავს, როცა გენები დარღვევით ფუნქციონირებს, ამიტომ ეს კვლევები, შესაძლოა, უკეთესი მკურნალობების შემუშავების საფუძველი გახდეს.

პროექტი მხოლოდ ლაბორატორიულ გარემოში წარიმართება და სინთეზური სიცოცხლის შექმნას არ ითვალისწინებს. თუმცა ტექნოლოგია მკვლევრებს ადამიანის ბიოლოგიური სისტემებზე უპრეცედენტო კონტროლის საშუალებას მისცემს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიზანი სამედიცინო სარგებელია, მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ მათ არაკეთილსინდისიერ კოლეგებს არაფერი შეუშლის ხელს ამ ტექნოლოგიის არასწორად გამოყენებაში.

ედინბურგის უნივერსიტეტის ცნობილი გენეტიკოსის, პროფესორ ბილ ერნშოუს თქმით, შესაძლოა, მეცნიერებმა სცადონ ბიოლოგიური იარაღის, „გაუმჯობესებული“ ადამიანების ან თუნდაც არსებების შექმნა, რომლებიც ადამიანის დნმ-ს შეიცავენ.

„ჯინი უკვე გამოშვებულია ბოთლიდან. ახლა კი შეიძლება შემოვიღოთ გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ თუ რომელიმე ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი ტექნოლოგია და აპარატურა აქვს, გადაწყვეტს რამის სინთეზს, არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ ამის შეჩერებას“, – განუცხადა მან BBC-ს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

გაწუხებთ ანემია? – გასწავლით, როგორ აიმაღლოთ ჰემოგლობინის დონე წამლის გარეშე

ოხრახუშის წვენი
#post_seo_title

გაწუხებთ ანემია? ჩვენ გეტყვით, როგორ აიმაღლოთ ჰემოგლობინის დონე წამლის გარეშე.

ორგანიზმში რკინის დეფიციტი არა მხოლოდ აუარესებს ჩვენს კეთილდღეობას, არამედ ცუდად მოქმედებს ჩვენს გარეგნობაზე – თმა ხშირად გცვივათ, ფრჩხილები გტყდებათ და გექერცლებათ.

საბიუჯეტო ხალხურ საშუალებებს შესანიშნავად შეუძლია გაუმკლავდეს იმავე ამოცანას – ზოგიერთ შემთხვევაში ის 2-ჯერ უფრო ეფექტურადაც კი მუშაობს, ვიდრე ზოგიერთი ფარმაცევტული პრეპარატი. საუბარია ოხრახუშის წვენზე, რომელიც სახლში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

კვლევა: ტვინზე უარყოფითი გავლენა – ამცირებს თუ არა ChatGPT ტვინის შესაძლებლობებს

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

კოგნიტიური დავალებების მუდმივად ხელოვნური ინტელექტისთვის გადაბარებამ, შესაძლოა, ჩვენს ტვინზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ახალი კვლევის თანახმად, ChatGPT-ის დახმარებით ესეების წერა ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული დავალება მეხსიერებაში დაგრჩეთ, თავად ტექსტი კი, დიდი ალბათობით, ზედაპირული, შთაგონებას მოკლებული და, კვლევის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებით, “უსულო” იქნება.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც სწორედ ისაა განხილული, თუ როგორ მოქმედებს დიდი ენობრივი მოდელები ტვინსა და მეხსიერებაზე.

კვლევაში 18-დან 39 წლამდე ასაკის კოლეჯის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, სულ 54 ადამიანი. მათ სთხოვეს, დაეწერათ SAT-ის სტილის რამდენიმე ესე, რომლებიც რთულ საკითხებს ეხებოდა. დავალება მოიცავდა ისეთ ფილოსოფიურ თავსატეხებს, როგორებიცაა: “რამდენად შესაძლებელია სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება, ან, საერთოდ, სასურველია თუ არა?” და “უნდა ჰქონდეთ უფრო შეძლებულ ადამიანებს სხვების დახმარების მეტი მორალური პასუხისმგებლობა?”.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაიყვნენ: პირველს ChatGPT-ის გამოყენების უფლება ჰქონდა, მეორეს Google-ის საძიებო სისტემის, ხოლო მესამე ჯგუფი სრულად დამოუკიდებლად მუშაობდა. სანამ მონაწილეები ესეებს წერდნენ, მკვლევრები EEG სენსორებით ტვინის 32 რეგიონში ნერვულ აქტივობას აკვირდებოდნენ.

წერა სამ სესიად მიმდინარეობდა და სულ რამდენიმე თვეს მოიცავდა. თითოეული ჯგუფი მუდმივად მათთვის მინიჭებულ მეთოდს ეყრდნობოდა. სიტუაცია მხოლოდ მეოთხე სესიაზე შეიცვალა — ვინც ChatGPT-ს იყენებდა, ახლა ციფრული დახმარების გარეშე უნდა ემუშავათ, ხოლო დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფს ChatGPT-ზე წვდომის უფლება მიეცა.

აშკარა გახდა, რომ წერის სხვადასხვა მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავებულ ნერვულ აქტივობებთან იყო დაკავშირებული. ChatGPT-ის მომხმარებლებმა ყველაზე დაბალი ტვინის ჩართულობა აჩვენეს. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამ ჯგუფში, დამოუკიდებლად მომუშავე მონაწილეებთან შედარებით, ტვინის აქტივობა 55%-ით ნაკლები იყო.

თავიდანვე ხელოვნურ ინტელექტზე მინდობილ ადამიანებს არ შეეძლოთ ინფორმაციის გახსენება ან ციტატების მოყვანა იმ ესეებიდან, რომლებიც მათ სულ რამდენიმე წუთის წინ დაწერეს. თითქოს, ინფორმაცია მათ ტვინში მხოლოდ ზედაპირულად აღწევდა და იმდენად პასიურად მუშავდებოდა, რომ მის შესანარჩუნებლად საკმარისად ღრმად ვერ “რეგისტრირდებოდა”.

ამასობაში მხოლოდ თავიანთი ტვინის გამოყენებით მომუშავე ჯგუფმა ყველაზე ძლიერი და ფართოდ გავრცელებული ტვინის აქტივობა აჩვენა. საძიებო სისტემის ჯგუფმა ჩართულობის ზომიერი, “შუალედური” დონე გამოავლინა.

როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ადამიანების ტვინზე ხანგრძლივი გავლენა იქონია. იმ შემთხვევებში, როდესაც ChatGPT-ის მომხმარებლებს AI-ის გარეშე მოუწიათ დავალების შესრულება, მათ მაინც “ნაკლებად კოორდინირებული ნერვული ძალისხმევა” აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ისინი უფრო ხშირად იყენებდნენ იმ ლექსიკას, რომელიც ჩვეულებრივ AI-თვისაა დამახასიათებელი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია იმ ცნებასთან ასოცირდება, რომელსაც კოგნიტიურ სესხს უწოდებენ.

„იმ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდები თემას კრიტიკულად არ უყურებენ, მათი ნაწერები უმეტესად მიკერძოებული და ზედაპირულია. ეს ასახავს კოგნიტიური სესხის მდგომარეობას, რომლის დროსაც ChatGPT-ის მსგავს გარე სისტემებზე განმეორებითი დაყრდნობა დამოუკიდებელი აზროვნებისთვის საჭირო ძალისხმევის კოგნიტიურ პროცესებს ცვლის”, – ვარაუდობენ მკვლევრები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საფრთხე დაუდევრობისგან: ცოფის ვირუსი კლავს – შემთხვევა მაროკოდან – ცოფის ვირუსის საშიშროება ჯერ კიდევ რეალურია, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობისას

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

საფრთხე დაუდევრობისგან: ცოფის ვირუსი კლავს – შემთხვევა მაროკოდან

ბრიტანელი ქალი ივონ ფორდი დაიღუპა ცოფით, მას შემდეგ რაც მაროკოში, შვებულების დროს, ქუჩის ძაღლმა გაკაწრა. შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა და მიგვანიშნა, რომ ცოფის ვირუსის საშიშროება ჯერ კიდევ რეალურია, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობისას.

ცოფი (Rabies) არის ფატალური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად ცხოველის ნაკბენის ან ნაკაწრის გზით გადაეცემა. ვირუსის სიმპტომები შეიძლება მხოლოდ 1-3 თვის შემდეგ გამოვლინდეს, რაც მკურნალობის დროულად დაწყებას ართულებს.

ოფიციალური სტატისტიკით:

  • WHO-ის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 59,000 ადამიანი იღუპება ცოფით.
  • 99% შემთხვევა ხდება ძაღლის ნაკბენის შედეგად.
  • მკურნალობა შესაძლებელია თუ პაციენტი დროულად მიიღებს ვაქცინას და იმუნოგლობულინს.

ივონ ფორდის შემთხვევა, რომელიც მოგზაურობის დროს უცნაურად ნაკაწრ მამაკაც ძაღლთან ინციდენტის შემდეგ არ გაემოკვლია და არ მიუღია ვაქცინა, არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომების ან ფაქტის შემდეგ დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

ცოფის პრევენციის მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში ყოველწლიურად ცოფის საწინააღმდეგო აცრას იღებს ათასობით ადამიანი, რომლებიც ცხოველებთან კონტაქტის რისკს განიცდიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 15,000-ზე მეტი მოქალაქეს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ძირითადად ძაღლის ან კატის ნაკბენის შემდეგ. თუმცა, 2021 წელს დაფიქსირდა ერთი ლეტალური შემთხვევაც. საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ცხოველთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და ქუჩის ძაღლების კონტროლის სისტემა. შესაბამისად, საჭიროა როგორც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ისე ვეტერინარული ზედამხედველობის გაძლიერება — განსაკუთრებით ტურისტულ და რეგიონულ ზონებში, სადაც ნაკბენის რისკი უფრო მაღალია.

რეკომენდაციები მოგზაურებისთვის:

  • მიიღეთ პრევენციული ცოფის ვაქცინაცია, თუ მიემგზავრებით ცოფით ენდემურ ქვეყანაში.
  • ნებისმიერი ნაკაწრი, ნაკბენი ან ცხოველთან კონტაქტი უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
  • სიმპტომების გარეშე პერიოდი არ ნიშნავს უსაფრთხოებას.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის შეფასება:

„ცოფი არ არის უბრალოდ ‘ძველი ინფექცია’ — ის დღესაც კლავს. ეს შემთხვევა გვახსენებს, რომ ცოდნა, პრევენცია და დროული რეაგირება სიცოცხლეს გადაარჩენს. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა.“

წყარო: Metro UK სტატია ივონ ფორდის შესახებ

 

#drpkhakadze #sheni #sheniekimi #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია #შენიექიმი #ცოფი #rabies #საზოგადოებრივი_ჯანდაცვა @highlight Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniMedicina.ge • შენი მედიცინა SheniAmbebi.ge • შენი ამბები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ახალი კვლევა: შესაძლოა, მეცნიერებმა უკვე იციან აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი ბიოლოგიური მექანიზმი

აუტიზმი და ნაწლავები
#post_seo_title

აუტიზმის ბიოლოგიური მექანიზმი შესაძლოა უკვე გამოკვეთილია

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

SheniEkimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

იაპონიის კობეს უნივერსიტეტში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა: შესაძლოა, მეცნიერებმა უკვე იციან აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი ბიოლოგიური მექანიზმი.

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ავტორიტეტულ ჟურნალში Cell Genomics, ფოკუსირებულია იმ გენურ მუტაციებზე, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ გენების არსებობა მეცნიერებისთვის ცნობილია წლებია, მათი ზეგავლენის ლაბორატორიულად შესწავლა აქამდე სტანდარტიზებული ფორმით შეუძლებელი იყო.

ამის გადასაჭრელად, კობეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს 63 გენეტიკურად მოდიფიცირებული უჯრედის ხაზი — თითოეული ატარებდა იმ მუტაციებს, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული აუტიზმის სპექტრის მდგომარეობებთან. უჯრედები მიღებული იყო თაგვის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებიდან, ხოლო გენების ცვლილება განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიით — CRISPR-ით.

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?

კვლევამ გამოავლინა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და უნიფიცირებული პრობლემა: ტვინის ნარჩენების ბუნებრივი წმენდის სისტემა — მექანიზმი, რომელიც ასუფთავებს უჯრედებს დაზიანებული ნაწილებისგან — აუტიზმის მქონე მოდელებში ეფექტურად არ მუშაობდა.

კერძოდ, ნეირონებს უჭირდათ გაუმართავი ცილების, მოლეკულებისა და სტრუქტურული ნაწილაკების მოცილება. შედეგად, უჯრედებში გროვდებოდა „ნარჩენი მასალა“, რაც ხელს უშლიდა ტვინის ძირითად ფუნქციებს: სწავლის, კომუნიკაციის და სოციალური ინტერაქციის მექანიზმებს.

აღსანიშნავია, რომ იგივე მუტაციები ხშირად ფიქსირდება სხვა ნეიროფსიქიატრიულ მდგომარეობებშიც — მათ შორის შიზოფრენიასა და ბიპოლარულ აშლილობაში. შესაბამისად, ეს უჯრედული მოდელები შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო ფართო სპექტრის კვლევებისთვის.

სტატისტიკა და გლობალური სურათი

  • დიდ ბრიტანეთში, 1998-დან 2019 წლამდე, აუტიზმის დიაგნოზების რაოდენობა გაიზარდა 787%-ით.
  • აშშ-ში 2022 წლის მონაცემებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს ყოველი 31 ბავშვიდან 1-ს.
  • შედარებისთვის: 1970-იან წლებში მაჩვენებელი იყო 1/5,000-ზე ნაკლები.

ცნობილი ადამიანები აუტიზმის სპექტრით

აუტიზმის სპექტრის დარღვევა არ ნიშნავს შეზღუდვას ან დაბალ ინტელექტს. პირიქით — ხშირად მასთან თანხვედრილია უნიკალური აზროვნების სტილი და განსაკუთრებული ნიჭი.

ელონ მასკი, ტექნოლოგიური გიგანტის Tesla-სა და X-ის (ყოფილი ტვიტერის) მფლობელი, ღიად საუბრობს საკუთარ აუტიზმის დიაგნოზზე და აცხადებს, რომ სწორედ ეს თვისებები აძლევს მას შესაძლებლობას, იფიქროს არატრადიციულად და მოახდინოს გლობალური გარდატეხა.

გრეტა ტუნბერგი, კლიმატური აქტივისტი, ამბობს, რომ მისი აუტისტური მდგომარეობა მას სიმართლის თქმის უნიკალურ ძალას აძლევს და მისთვის ეს „სუპერძალაა“.

ვითარება საქართველოში

სამწუხაროდ, საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია. არ არსებობს ეროვნული სკრინინგ პროგრამა, დიაგნოზის დასმა ხდება გვიან და ხშირად — არასრულად. სახელმწიფო სერვისები შეზღუდულია, ხოლო ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ აუტიზმის შეფასებასა და მხარდაჭერას, ყოველწლიურად იზრდება.

აუცილებელია საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გადადგას სწრაფი ნაბიჯები დიაგნოსტიკის, ადრეული ჩარევის, განათლებისა და ოჯახის მხარდაჭერის მიმართულებით. აუტისტური ბავშვები და მოზარდები იმსახურებენ თანაბარ და სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებაში.

წაიკითხეთ სტატიაში სრულად –

Daily Mail – Landmark Autism Study

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

SheniEkimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

#ავტიზმი #CRISPR #კობესუნივერსიტეტი #ელონმასკი #გრეტატუნბერგი #ნეიროგანვითარება #აუტიზმისკვლევა #საზოგადოებრივიჯანმრთელობა #sheniekimi #გიორგიფხაკაძე #ინკლუზიურიგანათლება #გლობალურიჯანმრთელობა #ნეირომეცნიერება #მეცნიერება2025 #drpkhakadze #sheniekimi #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #sheni Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniMedicina.ge • შენი მედიცინა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

7 ჩვევა, რომელიც დაგვეხმარება ცხიმის დაწვაში, დიეტის და ვარჯიშის გარეშე – „ჭკვიანური წონის დაკლება“

ჭარბი წონა და დეპრესია - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის! საქართველო და ჭარბი წონა
#post_seo_title

„ჭკვიანური წონის დაკლება – მარტივად და გემრიელად!“

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

7 ჩვევა, რომელიც დაგვეხმარება ცხიმის დაწვაში, დიეტის და ვარჯიშის გარეშე

დაღლილი ხარ დიეტებით, ვარჯიშებით და არანაირი შედეგი?

მარტივი და ჭკვიანური ჩვევები დაგეხმარება წონის კლებაში — არა შიმშილით, არამედ გონივრული ცვლილებებით.

აი როგორ:

იმოძრავე დღეში მეტჯერ

– იარე 7500+ ნაბიჯი (მუშაობის დროსაც კი შეგიძლია მოძრაობა!)

– ლიფტის ნაცვლად – კიბე

– დილის ან საღამოს მოკლე სეირნობა

ჭამე ფიქრით და დროში

– სცადე შუალედური მარხვა (16/8 – ჭამე 10:00–18:00)

– სტრუქტურა, არა სტრესი

– არ დაგჭირდება კალორიების თვლა ან აპლიკაციები

საჭმელი – ნახევარი ბოსტნეული!

– თეფშის ნახევარი – ბოსტნეული

– დანარჩენი – ცილა და ცოტაოდენი რთული ნახშირწყლები

დალიე წყალი ჭამამდე

– ერთი ჭიქა წყალი = ნაკლები საკვები + მეტაბოლიზმის ამუშავება

დაამატე ცილა ყოველ ჭამაზე

– კვერცხი, ლობიო, ქათამი, თევზი — გრძელვადიანი სიმაძღრისთვის

– ცილა წვავს მეტ კალორიას მონელებისას

ძილი — შენი საიდუმლო იარაღია

– 7-8 საათი ხარისხიანი ძილი

– ცუდი ძილი = მეტი შიმშილი = მეტი ტკბილეული

ერთი თეფში საკმარისია!

– ჭამე ნელა, დაელოდე ტვინს რომ იგრძნოს სიმაძღრე

– მეორე პორციაზე უარი თქვი

მაგ: როგორ გამოიყურება ეს ყოველდღიურად?

მაგალითური მენიუ 3 დღით

დღე 1

10:00 – ქათმის ხორცი, კიტრი-პომიდვრის სალათი, ცალი პური

13:30 – მოხარშული კვერცხი 2 ცალი, ავოკადო, ბოსტნეული

17:30 – თევზი თაფლით და ლიმონით, ბროკოლი, ვაშლი

დღე 2

10:00 – ომლეტი 3 კვერცხით, ახალი პომიდორი

14:00 – სტაფილოს და ლობიოს წვნიანი, პურის ნაჭერი

17:00 – ბერძნული იოგურტი და თხილეული

დღე 3

10:00 – შვრიის ფაფა რძით, ბანანი

13:30 – ქათმის სტეიკი, სალათი ზეითუნის ზეთით

17:30 – ხაჭო, კივი ან მწვანე ვაშლი

ყოველ დღე: მეტი წყალი, არანაირი შაქრიანი სასმელი!

პროფესორის რჩევა

„სხეულის შეცვლა არ მოითხოვს წამლებზე დაყრდნობას ან რთულ დიეტებზე ჯდომას. ყოველდღიური გონივრული ჩვევები ქმნის დიდ ცვლილებებს — დაწყება კი ყოველთვის შესაძლებელია… დღეს!“

— პროფესორი გიორგი ფხაკაძე

#შენიექიმი #გიორგიფხაკაძე #ჯანსაღიცხოვრება #წონაკლება #ჭკვიანურიდიეტა #აქხარისხია #sheniekimi #დაიწყეახლავე #სხეულიშეცვლებაგუნებით

კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ნიმბუსი (NB.1.8.1 / KP.3) – კოვიდის ახალი შტამი, რომელიც ევროპაში სწრაფად ვრცელდება

COVID-19-ის NB.1.8.1 ახალი ვარიანტი
#post_seo_title

ნიმბუსი (NB.1.8.1 / KP.3) – კოვიდის ახალი შტამი, რომელიც ევროპაში სწრაფად ვრცელდება

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ნიმბუსი – იგივე NB.1.8.1 – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი SARS-CoV-2 ვარიანტია. იგი უკვე აღიარებულია „განსახილველ ვარიანტად“ (VUM) და შედის XBB ქვე-ხაზის ჯგუფში.

ევროპის მონაცემები აჩვენებს მყარ ზრდას:

  • ნიმბუსი (KP.3 / NB.1.8.1) უკვე ევროპაში გავრცელებული ინფექციების დაახლოებით 20–25%–ს შეადგენს;
  • ზოგიერთ რეგიონში – განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში – ზრდა საგრძნობლად აჩქარებულია;
  • ვარიანტი დომინანტურია XBB.1.5-ის, KP.2-ის და JN.1-ის შემცირების ფონზე;
  • რეკომბინაციური წარმომავლობა (JN.1 + FLiRT) ზრდის მის გადაცემადობას და ნაწილობრივ იმუნურ სისტემასაც უქმნის გამოწვევებს.

რატომ არის საშიში?

KP.3-თან მსგავსად, ნიმბუსი იწვევს სიმპტომებს, რომლებიც ხშირად ალერგიას წააგავს: ცხვირიდან გამონადენი, ყელის მსუბუქი ტკივილი, ქავილი თვალებში. ამიტომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვერც კი ხვდება, რომ კოვიდი აქვს – და სწორედ აქ იმალება რეალური რისკი.

ტესტირების აქტივობა ბევრ ქვეყანაში შემცირებულია, რაც რეალური სტატისტიკის დაფარვას იწვევს. ექსპერტების შეფასებით, ნამდვილი გავრცელება შეიძლება ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მაღალი იყოს.

რა ხდება საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ცნობები KP.3/NB.1.8.1-ზე საქართველოში ჯერ არ გვაქვს, ინფექციის ბუნებრივი ცირკულაციის პირობებში მაღალია ალბათობა, რომ შტამი უკვე ფიქსირდება. ამიტომ:

  • საჭირო არის PCR ტესტირების გააქტიურება, განსაკუთრებით სეზონური სიმპტომების შემთხვევაში;
  • ჰოსპიტალური ქსელის მზადყოფნა, რათა შესაძლო ტალღას სისტემამ დროულად უპასუხოს.

წყაროები / Full References:

  1. CDC COVID Tracker – KP.3/NB.1.8.1 prevalence

https://www.cdc.gov/…/2019…/covid-data/covidview/index.html

  1. UK Health Security Agency – Variants Briefing

https://www.gov.uk/…/sars-cov-2-variants-of-concern-and…

  1. WHO – SARS-CoV-2 Variant Tracking

https://www.who.int/activities/tracking-SARS-CoV-2-variants

  1. LADBible article on Nimbus variant

https://www.ladbible.com/…/covid-19-new-strain-nimbus-hay…

  1. GISAID global sequence surveillance

https://www.gisaid.org/hcov19-variants/

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის გრაფიკა, რომელიც აშკარად ასახავს KP.3/NB.1.8.1-ის გავრცელების ტრენდს რეგიონის მიხედვით.

#გიორგიფხაკაძე #sheniekimi #შენიექიმი #ახალიკოვიდი #ნიმბუსი #KP3 #NB181 #COVID19 #ჯანდაცვა #პროფესორფხაკაძე #აქხარისხია #drpkhakadze #sheniekimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მეცნიერების გაფრთხილება – ღამურებში ახალი საშიში ვირუსები აღმოაჩინეს

ღამურებში ახალი საშიში ვირუსები აღმოაჩინეს
#post_seo_title

ახალი, პოტენციურად საშიში ვირუსები აღმოაჩინეს იუნანის ღამურებში – მეცნიერების გაფრთხილება

ჩინეთის იუნანის პროვინციაში, რომელიც ტროპიკული ბაღებითაა ცნობილი, მეცნიერებმა ღამურებში ახალი და აქამდე უცნობი პათოგენები იპოვეს. აღმოჩენა გააკეთეს ადგილობრივი და უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს 10 სახეობის 142 ღამურა და ჯამში 20 ახალი ვირუსი, 1 ბაქტერია და პროტოზოული პარაზიტი დააფიქსირეს.

განსაკუთრებით დამაფიქრებელია ორი ვირუსი, რომლებიც ენათესავება ჰენიპავირუსების ოჯახს – იმავე ჯგუფს, სადაც ნიპაჰისა და ჰენდრას ვირუსები შედიან. ეს უკანასკნელნი ცნობილია მათი მაღალი სიკვდილიანობით ადამიანებში, თუმცა აქამდე იშვიათად ფიქსირდებოდა მათი გადაცემა ადამიანის ორგანიზმში.

ჰენიპავირუსებს ახასიათებთ გრძელი გენომები და მასპინძელთა ფართო სპექტრი, რაც ზრდის მათ ევოლუციურ პოტენციალს. ახალი აღმოჩენილი ვირუსების გენომის ნახევარზე მეტი ემთხვევა ნიპაჰისა და ჰენდრას ვირუსების შესაბამის ნაწილებს, რაც ზრდის შიშს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ გადაცემის მექანიზმი ღამურებიდან ადამიანებსა და ცხოველებზე.

მთავარი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ვირუსები ღამურების თირკმელებში იყო კონცენტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შარდის გზით გარემოში აღწევენ. დაბინძურებული წყალი ან ხილი შესაძლოა გახდეს ინფექციის გადაცემის წყარო ადამიანებისთვის ან შინაური ცხოველებისთვის.

ავსტრალიელი ვირუსოლოგის, პროფესორ ვინოდ ბალასუბრამანიამის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ კვლევაში არ მონაწილეობდა, აღმოჩენა საჭიროებს ყურადღებით დაკვირვებას და დროულ რეაგირებას.

შესანიშნავია ის ფაქტი, რომ ღამურები ხეხილის ბაღებში აღმოაჩინეს – იქ, სადაც ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შანსი არეალურია. თუმცა, ღამურებს ეკოსისტემაში გადამწყვეტი როლი აქვთ – ისინი მტვერავენ მცენარეებს, იცავენ მოსავალს მავნებლებისგან და ხელს უწყობენ ნიადაგის განოხვიერებას. მაგალითად, ჩინეთის ვაშლის პლანტაციებში ღამურების არსებობა წლიურად მილიარდობით დოლარის დაზოგვას ნიშნავს.

სიდნეის უნივერსიტეტის ველური ბუნების ექსპერტი, ალისონ პილი აღნიშნავს, რომ ჰენიპავირუსის მსგავს ვირუსებს ყოველთვის არ აქვთ პოტენციალი გადაცდეს სახეობებს. სწორედ ამიტომ საჭიროა ფართომასშტაბიანი ლაბორატორიული კვლევები იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა ეს ახალი ვირუსები რეალურ საფრთხეს ადამიანებისთვის.


კვლევა PLOS Pathogens-ში გამოქვეყნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights