კვირა, მაისი 10, 2026

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

ვალერი ადამაშვილს ახალშობილობაშივე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია
#post_seo_title

დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტსმოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მან, ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკისპირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისმოვლა-პატრონობის, შინმოვლის თანადაფინანსების, შშმ პირთამხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამაზე.

„ჩვენ დავნერგეთ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა და უკვე 70 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, ათჯერ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, რომელიც 1000 ლარი იყო და მიმდინარე წელს გახდა 10 000 ლარი“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებას – სახლში გაეწიოთ გარკვეული მოვლა-პატრონობისა და სამედიცინო დახმარების სერვისი. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 7 768 ბენეფიციარმა.

„ჩვენთან ოპერირებს თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც არის ერთგვარი ალტერნატივა უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თავშესაფარი ემსახურება 240 ბენეფიციარს და მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან: კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით,პირველადი სამედიცინო დახმარებით და სხვა საჭირო მომსახურებით”, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას, ანდრია ბასიალიამ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ. ამ პროგრამით 64 000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.

„სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფაა.ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების პროგრამა, ასევე არასრულწლოვანი შშმ პირების დახმარების პროგრამა. ერთ-ერთი პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზაფხულო ვაუჩერები. წელს უკვე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 3 200 ოჯახს მივეცით საკურორტო ვაუჩერები იმისთვის, რომ შშმ ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ სრულყოფილად დაისვენონ ზაფხულში. პარალელურად, ვაფინანსებთ სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციას და ინდივიდუალურ განაცხადებს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

ამასთანავე, ანდრია ბასილაიას თქმით, მერია ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის სერვისიც შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

Accreditation Canada-ს უპრეცედენტო ტრენინგი საქართველოში, რომელსაც 200-მდე პროფესიონალი დაესწრო – მედიკამენტების შეჯერება

Dr
#post_seo_title

 

30 ივნისს, 2025 წელს, Accreditation Canada-ს საქართველოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური ონლაინ ტრენინგი თემაზე „მედიკამენტების შეჯერება – უსაფრთხო მკურნალობის საფუძველი“. ტრენინგს საქართველოში არსებული კლინიკებიდან 200-მდე ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და ადმინისტრატორი ესწრებოდა, რაც მას ამ ფორმატში გამართული ყველაზე დიდი სესიის სტატუსს ანიჭებს.

სესიის მიზანი იყო პროფესიონალების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მედიკამენტების უსაფრთხო გამოყენების კულტურის გაღრმავება. მედიკამენტური შეჯერება – პროცესი, რომელიც მკაცრად არის გაწერილი Accreditation Canada-ის სტანდარტებში – ხშირად გადამწყვეტია პაციენტის შედეგისა და სიცოცხლისთვის.


🧠 რატომ არის მედიკამენტების შეჯერება ასეთი მნიშვნელოვანი?

დღევანდელ სამედიცინო რეალობაში პაციენტებს ხშირად ერთდროულად ენიშნებათ სხვადასხვა პრეპარატი სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. თუ მკურნალობის დაწყებამდე არ ხდება ამ მედიკამენტების შინაარსობრივი შეჯერება, იზრდება მედიკამენტური შეცდომების, გვერდითი ეფექტების და არასასურველი რეაქციების რისკი. სწორედ ამიტომ, ყველა დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი ხდება:

  • პაციენტის ისტორიის ზუსტად აღრიცხვა;
  • სხვა სპეციალისტების მიერ დანიშნულ პრეპარატებთან შეთანხმება;
  • მედიკამენტური ურთიერთქმედებების შეფასება;
  • პაციენტის ან ოჯახის ინფორმირება და განათლება;

Accreditation Canada-ს სტანდარტები მკაცრად განსაზღვრავს ამ პროცესის ეტაპებს და მოითხოვს შეჯერების დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს.


📘 კურსის შინაარსი და სტრუქტურა

ტრენინგს ხელმძღვანელობდა თამარ კრავეიშვილი, რომლის პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი გამოცდილება აკრედიტაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ბიოსტატისტიკის სფეროში აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

ტრენინგის ძირითადი კომპონენტები იყო:

  • თეორიული მოდულები – მედიკამენტების შეჯერების არსი, ეტაპები, მოდელები და საერთაშორისო სტანდარტები (Accreditation Canada, WHO, ISMP)
  • პრაქტიკული სექციები – რეალური შემთხვევების ანალიზი, დანართები, ჩექლისტები, დამოწმების ფორმები
  • ინტერაქტიული დავალებები – კითხვები, დისკუსიები და პრაქტიკული სიტუაციების განხილვა
  • შემაჯამებელი ტესტი – 12 შეკითხვა, ≥75% სწორი პასუხის საჭიროება სერტიფიკატისთვის
  • სერტიფიცირება – ინგლისურენოვანი სერტიფიკატი, გაცემული Accreditation Canada Georgia Office-ის მიერ, რომელიც მოიცავს 1 CME/CBL პროფესიულ კრედიტს
  • დამატებითი რესურსები – ჩამოსატვირთი შაბლონები და დოკუმენტები WHO, CDC და ISO რეკომენდაციების მიხედვით

👩‍⚕️ თამარ კრავეიშვილი – ტრენინგის ავტორი და წამყვანი

თამარ კრავეიშვილი არის საქართველოში Accreditation Canada-ს წამყვანი ტრენერი, საერთაშორისო აკრედიტაციის მრჩეველი, სტრატეგიული ქოუჩი და პროფესიონალი, რომელიც წლებია, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამედიცინო განათლების, ხარისხის გაუმჯობესების და მონაცემთა ანალიზის სფეროში.

📌 პროფესიული კვალიფიკაცია:

  • სერტიფიცირებული კარდიოლოგი
  • ზოგადი პროფილის მკურნალი ექიმი
  • ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის ლიცენზია
  • ბიოსტატისტიკოსი და მონაცემთა ანალიტიკოსი – მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში, ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას და სტატისტიკურ ანალიზს

📌 გამოცდილება:

  • 3000-ზე მეტი სასწავლო ღონისძიების შეფასება – ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში
  • მონაცემთა ანალიზის სისტემების შემუშავება JCI სტანდარტების შესაბამისად – პაციენტის უსაფრთხოების კლინიკურ პროცესებში ინტეგრაციისთვის
  • ანგარიშგების მომზადება – კლინიკური და არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე ჰოსპიტლების მუშაობის ოპტიმიზაციისთვის

📌 ენები:

  • ქართული – მშობლიური
  • ინგლისური – პროფესიული დონე
  • რუსული – პროფესიული დონე

თამარი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ექსპერტთაგანი, რომელიც კლინიკებს ეხმარება საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად და სწავლის პროცესში ხარისხისა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში.


📣 ტრენინგის შთაბეჭდილებები და შედეგები

ტრენინგში მონაწილეთა შეფასებით, შეხვედრა არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ პრაქტიკულად გამოსადეგი იყო. მათ აღნიშნეს, რომ შეჯერების პროცესი ხშირად ფორმალურად მიიჩნეოდა, თუმცა ტრენინგის შემდეგ ეს წარმოდგენა რადიკალურად შეიცვალა.


🔚 დასკვნა

ეს ტრენინგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში პროფესიონალების მზარდი ინტერესი პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების მიმართ რეალურ შედეგებს ქმნის. Accreditation Canada-ის მიერ ორგანიზებული ეს კურსი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების მაგალითი იყო, არამედ სამედიცინო საზოგადოების მობილიზაციის რეალური დადასტურება.

მომდევნო ტრენინგებისთვის და სიახლეებისთვის, თვალი ადევნეთ პლატფორმას sheniekimi.ge

📅 თარიღი: 30 ივნისი, 2025
🕓 დრო: 16:00
🌐 ფორმატი: ონლაინ
📧 კონტაქტი: info@accreditation.ge

 

არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს

ბათუმში სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტები
#post_seo_title

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს.

„ბათუმის N1 პოლიკლინიკისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ინფრასტრუქტურა ამჟამინდელი დაწესებულების მიმდებარედ აშენდება. არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს.

ახალი შენობა აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრისთვისაც. მშენებლობის ფარგლებში, საჭირო სივრცეები გამოიყოფა ავტოპარკისა და სამედიცინო ბრიგადებისთვის. გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები და მომსახურების ხარისხი.

მაღალი მიმართვიანობის გათვალისწინებით ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხსართულიანი შენობა აშენდება. ახალი სივრცე სრულად იქნება განკუთვნილი პედიატრიული სერვისებისთვის.

სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და პოლიკლინიკის ნაწილში რკინა-ბეტონის კარკასის 80% უკვე დასრულებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი, მიმდინარეობს მეორე სართულის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა.

პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზები – 6 ავადმყოფობა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს
#post_seo_title

2024 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა — ყველაზე გავრცელებული 6 მიზეზი

2024 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელმა 43,971 ადამიანს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1,215-ით მეტია — ზრდა 2.8%-ს შეადგენს. ეს ოფიციალური მონაცემები ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურს ეკუთვნის და ასახავს, თუ როგორ იცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში.

საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზები

საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი დაავადება და ფაქტორი. ქვემოთ წარმოდგენილია ის 6 ძირითადი მიზეზი, რომლებიც ყველაზე ხშირად აღირიცხა გარდაცვალების შემთხვევებში 2024 წელს:

  1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
    პირველ ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები — 18,159 გარდაცვალების შემთხვევა. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები კვლავაც უმთავრეს რისკს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

  2. არასპეციფიკური სიმპტომები და დიაგნოზები
    9,558 შემთხვევა უკავშირდება იმ მდგომარეობებს, რომლებიც დიაგნოსტიკურად დადასტურებული არ არის, მაგრამ აღინიშნება ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესებით. ასეთი შემთხვევები ხშირად კომპლექსურ და გაურკვეველ კლინიკურ სურათს უკავშირდება.

  3. სიმსივნეები (ონკოლოგიური დაავადებები)
    კიბოს სხვადასხვა ფორმით 5,720 ადამიანი გარდაიცვალა. ონკოლოგიური დაავადებები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

  4. სასუნთქი სისტემის პრობლემები
    ფილტვების, ბრონხებისა და სხვა სასუნთქი ორგანოების დაავადებებმა 3,641 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს რესპირატორული დაავადებების პრევენციის მნიშვნელობას.

  5. ტრავმები და მოწამვლები
    ფატალური შედეგით დასრულებული ტრავმების, მოწამვლების და სხვა გარე ფაქტორების რაოდენობა 1,826 შემთხვევას შეადგენს. ეს კატეგორია მოიცავს როგორც უბედური შემთხვევებით, ასევე ძალადობით გამოწვეულ გარდაცვალებებს.

  6. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
    1,307 გარდაცვალება უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს. აღნიშნული მონაცემი მიანიშნებს საჭიროებაზე — მეტი ყურადღება მიექცეს კვებით ჩვევებსა და პრევენციულ მედიცინას.


დასკვნა

2024 წელს საქართველოში სიკვდილიანობის დონე გაიზარდა, რაც მეტ ყურადღებას მოითხოვს როგორც ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიმართულებით. წამყვანი მიზეზები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რეგულარული სამედიცინო შემოწმებების აუცილებლობას.


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ტეტანუსი — ძველი საფრთხე, რომელიც ახლაც კლავს – რატომ არის ეს ისევ აქტუალური?

ტეტანუსი - მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით
#post_seo_title

ტეტანუსი — ძველი საფრთხე, რომელიც ახლაც კლავს

ავტორი: პროფესორი  გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რა არის ტეტანუსი?
ტეტანუსი არის სიცოცხლისთვის საშიში ნევროლოგიური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Clostridium tetani–ს სპორებით. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ჭრილობის, ნატეხის ან დაბინძურებული გარემოს მეშვეობით, სადაც გამოყოფს ტეტანუსის ტოქსინს (ტეტანოსპაზმინი) — ნერვული სისტემის ძლიერ პარალიზატორს.
ტოქსინი აფერხებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დამამშვიდებელ სიგნალებს, რაც იწვევს კუნთების მუდმივ შეკუმშვას და სპაზმებს.
რატომ არის ეს ისევ აქტუალური?
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ტეტანუსის წინააღმდეგ ფართოდ არის ხელმისაწვდომი, ინფექცია დღემდე კლავს ათასობით ადამიანს ყოველწლიურად — განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც:
• ვაქცინ Coverage დაბალია
• მშობიარობა და ქირურგია არ არის სტერილურ გარემოში
• ჭრილობის მართვა არაკომპეტენტურია
Lancet Infectious Diseases, 2025 წლის მიმოხილვის მიხედვით:
კლინიკური გამოვლინებები
ძირითადი სიმპტომები:
• კუნთოვანი რიგიდობა (ხისტობა)
• მუდმივი სპაზმები (განსაკუთრებით ზურგის და ყელის კუნთებში)
• ტრიზმუსი (ყბის დაკეტვა)
• ავტონომიური დისფუნქცია (არითმია, წნევის მერყეობა)
დამატებითი ნიშნები:
• მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
• დისფაგია (ყლაპვის გაძნელება)
• ოპისტოტონუსი — სხეულის არქისებური მოქცევა უკუღმა
• “Risus sardonicus” — ღიმილისმაგვარი სპაზმი სახეზე
გართულებები
დაავადებასთან დაკავშირებული:
• ასპირაციული პნევმონია
• რაბდომიოლიზი (კუნთების დაშლა)
• ლარინგოსპაზმი
• უმოკლეს დროში კვების უკმარისობა (მალნუტრიცია)
• იშვიათად — ძვლის მოტეხილობები, ჰიპერპირექსია (ძალიან მაღალი სიცხე)
რეანიმაციასთან დაკავშირებული:
• ღრმა ვენური თრომბოზი ან პულმონური ემბოლია
• მუცლის ღრუს სისხლდენა
• კათეტერით გამოწვეული შარდსასქესო ინფექციები
• საწოლის წყლულები (pressure ulcers)
• მძიმე ნევრომიოპათია
• პნევმონია ხელოვნური ვენტილაციისას
მართვა და მკურნალობა
• ანტიტეტანური იმუნოგლობულინი (TIG) — ნეიტრალიზებს ტოქსინს
• ანტიბიოტიკები (მაგ. მეტრონიდაზოლი) ინფექციის დასათრგუნად
• სედატივები და ანტიკონვულსანტები კრუნჩხვების გასაკონტროლებლად
• ინტენსიური თერაპია სუნთქვის და ავტონომიური ფუნქციის მხარდასაჭერად
ვაქცინაცია — მთავარი დაცვა
ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (DTP/DTaP) სავალდებულოა ბავშვობის ასაკში და მოითხოვს განმეორებით აცრას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.
საქართველოში:
• ბავშვებში DTP აცრა არის კალენდარულ ვადაში
• ზრდასრულთა ვაქცინაციის განახლება უგულებელყოფილია
• განსაკუთრებით დაუცველები არიან მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაში და სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ტეტანუსი არის დაავადება, რომლის არსებობაც 21-ე საუკუნეში უკვე ანაქრონიზმია. და მაინც — ის ჯერ კიდევ კლავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. ვაქცინაცია, ჭრილობის ადეკვატური მენეჯმენტი და საზოგადოებრივი ცნობიერება — ეს არის სამი მარტივი ბარიერი, რომელიც ყველამ უნდა ავაშენოთ ტეტანუსის წინააღმდეგ.“
რით დავიცვათ თავი?
• ნებისმიერი ჭრილობის შემდეგ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას — შეამოწმონ თქვენი აცრის სტატუსი
• გაიკეთეთ ტეტანუსის ვაქცინა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ
• მშობიარობისას, ოპერაციების ან ინვაზიური პროცედურებისას დარწმუნდით სტერილურობაში
• ბავშვების აცრები ჩაიტარეთ დროულად, განსაკუთრებით პირველ 6 თვეში
მეტი სანდო და განახლებული სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი”
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎Clinical features Core features Rigidity Additional Additionalfeatures features Skeletal muscle spasm Fever Dysphagia Autonomic dysfunction Trismus Opisthotonus Risus sardonicus Complications ၁၁၆၅ပ၈ Disease-related ICU-related لج Aspiration Rhabdomyolysis Laryngospasm pneumonia Upper gastrointestinal haemorrhage Critical illness neuromyopathy Deep vein thrombosis or or pulmonary embolism Catheter- associated urinary tract infection Malnutrition Fractures (rare) Ventilator- associated pneumonia Hyper- y (rare) Pressure ulcer‎“‎
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ჯანმრთელობის საფრთხეები – რას ვურჩევთ მწვადის მოყვარულებს?

რას ვურჩევთ მწვადის მოყვარულებს?
#post_seo_title

ალუმინის ფოლგა მწვადზე? – რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ ჩვევაზე

ავტორი:  ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
მწვადი – ქართული სუფრის ტრადიცია
მწვადი — ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ნაწილი, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. ოჯახური შეკრებები, ბუნებაში გასვლა, კოცონი და ხორცის ან ბოსტნეულის მომზადება — ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. მაგრამ ბოლო წლებში გაჩნდა ახალი მოდა: მწვადის ფოლგაში გახვევა და ასე მომზადება ცეცხლზე.
ეს შეიძლება მოსახერხებელია, მაგრამ უსაფრთხოა?
რისკები — როდესაც მწვადი მზადდება ალუმინის ფოლგაში
მაღალ ტემპერატურაზე (ცეცხლი, ნაკვერჩხალი), ალუმინის ფოლგა იწყებს ალუმინის იონების გამოყოფას, რომლებიც პირდაპირ გადადიან თქვენს საკვებზე — განსაკუთრებით თუ:
• ხორცი დამარილებულია
• იყენებთ ლიმონს ან ძმარს (მჟავას)
• ხანგრძლივად თბება ცეცხლზე
შედეგი? თქვენ და თქვენი ოჯახი წლების განმავლობაში იღებთ დაგროვებად მეტალს, რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი გამოყოფის გზა ორგანიზმიდან.
ჯანმრთელობის საფრთხეები
ალუმინის ქრონიკული მიღება უკავშირდება:
•ტვინის ფუნქციის დაქვეითებას (მეხსიერება, კონცენტრაცია, ალცჰაიმერის რისკი)
•ძვლის გამძლეობის დაქვეითებას, კალციუმის დაბალ შეწოვას
•ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების გაღრმავებას
•თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„მწვადი არ უნდა ემზადებოდეს ფოლგაში — განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ვუჭამთ ბავშვებს, ორსულებს ან მოხუცებს. ცეცხლზე მომზადებული საკვები ისედაც საკმარისია სტრესული ორგანიზმისთვის, და ზედმეტი ტოქსიკური მეტალის დამატება აბსოლუტურად დაუშვებელია. არ შეიძლება კომფორტმა შეცვალოს გონივრული გადაწყვეტილება.“
რას ვურჩევთ მწვადის მოყვარულებს?
  • გამოიყენეთ უშუალოდ გრილი ან ლითონის შამფური
  • თუკი გსურთ ბოსტნეულის დაცვა, გამოიყენეთ თიხის ან მინის თერმო-გამძლე ჭურჭელი
  • თავი შეიკავეთ ფოლგაში გახვეული მწვადის გამოყენებისგან, განსაკუთრებით მჟავე მარინადით მომზადებისას
და რაც მთავარია — ნუ გამოიყენებთ მეორადად გამოყენებულ ფოლგას!
საქართველოში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან:
• მწვადი ხშირად მზადდება გარე ცეცხლზე ან კოცონზე, რაც იწვევს განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას
• ოჯახური სუფრების სიხშირე და ბავშვების მონაწილეობა მომზადებაში ნიშნავს გავლენას მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე
• სოფლის პირობებში ალტერნატივები ნაკლებია, მაგრამ ინფორმირებულობა = დაცვა
მეტი სანდო ინფორმაცია იხილეთ Sheniekimi.ge-ზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი”
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

თუ მუცლის ზომის შემცირება გსურთ, მაგრამ დაიღალეთ სტრესული ვარჯიშებითა და დროის უქმად კარგვით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

„კორტიზოლის მუცელი- ჰორმონალური მუცელი
#post_seo_title

თუ ამ ცუდ ჩვევებზე უარს იტყვით, თქვენი მუცლის ზომა საგრძნობლად მოიკლებს!

თუ მუცლის ზომის შემცირება გსურთ, მაგრამ დაიღალეთ სტრესული ვარჯიშებითა და დროის უქმად კარგვით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ ცუდ ჩვევებზე უარის თქმით შეძლებთ. მოდით გავიცნოთ ისინი:

სწრაფად ჭამა

ჩვენი ცხოვრების სტილი საკმაოდ აქტიურია. ამის გამო ხშირად გვიწევს სწრაფად ჭამა. იცოდით, რომ ეს იწვევს გაზის წარმომქმნელ ჰაერის შთანთქმას? თავის მხრივ კი ეს მუცლის ზომას ზრდის. ეს მითი ნამდვილად არ არის. როცა თქვენ სწრაფად ჭამთ, კარგად ვერ ღეჭავთ საჭმელს. ამის გამო კუჭში დიდი ზომის საჭმელი გადადის, რომელიც მონელებას ელოდება. ეს ასევე გაკარგვინებთ იმის შეგრძნებას, თუ რამდენი ჭამეთ. გააგრძელე მუშაობა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

„შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა“-ირაკლი კობახიძე

#post_seo_title

შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მლნ ლარის გამოყოფა შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს სერიოზული ინვესტიციაა, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ უნდა მოგვცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში150 მლნ ლარის ეკონომია. აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც იქნება გამოყოფილი “, – განაცხადა პრემიერმა.

ცილოვანი შეიკები და ნაწლავის სიმსივნის რისკი – რას გვიმალავს “ჯანსაღი კვების” მოდა? -გიორგი ფხაკაძე ფარული რისკების შესახებ საუბრობს

ცილოვანი შეიკები-ნაწლავი
#post_seo_title

ცილოვანი შეიკები და ნაწლავის სიმსივნის რისკი – რას გვიმალავს “ჯანსაღი კვების” მოდა?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
შესავალი
დღეს, როდესაც ჯანმრთელი ცხოვრების წესი და სპორტი მოდად იქცა, ცილოვანი ფხვნილების და ე.წ. “შეიკების” მოხმარება მილიონობით ადამიანისთვის ყოველდღიურ ჩვევად იქცა. თუმცა, ბოლო კვლევებმა და ექიმთა გაფრთხილებებმა აჩვენა, რომ ეს “ჯანსაღი” ჩვევა შესაძლოა რეალურად საფრთხეს უქმნიდეს ნაწლავის ჯანმრთელობას და ზრდიდეს სიმსივნის რისკს.
რას ამბობს მეცნიერება?
ლონდონის იმპერიული კოლეჯის კოლორექტალური ქირურგი, დოქტორი ჯეიმს კინროსი, მკაცრად აფრთხილებს:
“ცილოვანი ფხვნილები განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. ისინი იწვევენ ქრონიკულ ანთებას, რაც პირდაპირ უკავშირდება ნაწლავის სიმსივნის განვითარებას.”
მისი თქმით:
• ცილოვანი ფხვნილების მეტაბოლიზმისას წარმოიქმნება ტოქსინები, რომლებიც იწვევს ანთებით პროცესებს ნაწლავში
• ეს ფხვნილები ძალად იცვლიან მიკროფლორას, აყალიბებენ დისბალანსს
• შედეგად, იზრდება დნმ-ის დაზიანების რისკი და კიბოს ალბათობა
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოშიც?
  • ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალგაზრდებში ნაწლავის სიმსივნის შემთხვევები გაიზარდა 80%-ით
  • საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება მაღალდამუშავებული, შეფუთული ცილოვანი პროდუქტის მოხმარება
  • სპორტდარბაზებში, დიეტურ კონსულტაციებსა და სოციალურ მედიაში ხშირად რეკლამირდება შეიკები — უმეტესად ემულგატორებით, ხელოვნური ტკბილეულითა და დაბალი ხარისხის ცილებით სავსე პროდუქტები
სხვა კვლევების მიგნებები
• ASCO-ის (ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოება) კვლევამ აჩვენა, რომ ანთებითი დიეტით კვება ზრდის სიმსივნის გამწვავების რისკს 38%-ით
• 2024 წლის კვლევა ჟურნალ Nutrients-ში მიუთითებს, რომ ცილოვან ფხვნილებში არსებული ემულგატორი „კარაგენანი“ ნაწლავში გარდაიქმნება ტოქსიკურ ნივთიერებად, რომელიც იწვევს მიკროფლორის დაზიანებას და ანთებას
• ბრაზილიის კვლევამ აჩვენა, რომ ერთი ჩვეულებრივი ცილოვანი შეიკი (160 კკალ) ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის, როგორც დაბალკალორიული ტკბილეული
რაზე მოგვიწოდებენ ექსპერტები?
• უარი თქვით ფხვნილოვან ფორმულებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი ეტიკეტი სავსეა დანამატებით
• ერიდეთ ხელოვნურ დამატკბობლებს, როგორიცაა „სუქრალოზა“, „ასესულფამი“ ან „მალტოდექსტრინი“
• არ გამოიყენოთ ცილოვანი შეიკები, როგორც ყოველდღიური კვების ჩანაცვლება
“თქვენ არ გჭირდებათ ვეგანობა, მაგრამ არც ის, რომ ყოველ ჭამაზე ხორცი ან ცილოვანი ფხვნილი მიიღოთ.”
— დოქტორი ჯეიმს კინროსი
რა არის გამოსავალი?
  • მიირთვით ბუნებრივი ცილოვანი წყაროები – ლობიო, ოსპი, თევზი, კვერცხი
  • შეამცირეთ ულტრამუშავებული პროდუქტების წილი რაციონში
  • დაუბრუნდით მარტივ, ბალანსირებულ ქართულ სამზარეულოს – სადაც ცილა და ბოჭკო თანაბრად არის წარმოდგენილი
  • წელიწადში ერთხელ გაიკეთეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, განსაკუთრებით თუ ოჯახში არის ონკოლოგიური ისტორია
ძირითადი წყაროები:
2. Nutrients Journal (2024) – https://www.mdpi.com/2072-6643/16/2/389
4. ASCO Oncology Conference – https://ascopubs.org
5. American Journal of Preventive Medicine – https://www.ajpmonline.org
7. Mayo Clinic – https://www.mayoclinic.org
მეტი სანდო ინფორმაცია:
ვებსაიტი – https://www.sheniekimi.ge
Telegram არხი – https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

კვლევა: როგორ ამცირებს ადრე გაღვიძება დეპრესიის რისკს – მეცნიერების პასუხი

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?
#post_seo_title

როგორ ამცირებს ადრე გაღვიძება დეპრესიის რისკს – მეცნიერების პასუხი

ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს: ერთი საათით ადრე გაღვიძება დეპრესიის განვითარების რისკს 23%-ით ამცირებს. კვლევაში მონაწილეობდნენ მეცნიერები კოლორადოს უნივერსიტეტიდან, ჰარვარდიდან და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან (MIT).

მათი ანალიზი ეფუძნებოდა 800,000 ადამიანის გენეტიკურ და ცხოვრების სტილის მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა პლატფორმა 23andMe-დან და დიდ ბრიტანეთის Biobank-ის ბაზიდან.

დილის ადამიანები უფრო დაცულები არიან დეპრესიისგან

კვლევაში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც ნაწილს ეცვა სპეციალური ძილის მონიტორინგის მოწყობილობა, სხვები კი ავსებდნენ კითხვარებს, სადაც ასახავდნენ საკუთარ ძილის რეჟიმს – იყვნენ თუ არა „დილის ადამიანები“, „ღამის ადამიანები“ ან ნეიტრალურები.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, ვინც ადრიანად იძინებდა და დილას ადრე იღვიძებდა, მნიშვნელოვნად ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი დეპრესიისკენ, ვიდრე ისინ, ვინც გვიან წვებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ერთი საათით ადრე დაძინება და გაღვიძება – 23%-ით ამცირებს დეპრესიის ალბათობას, ხოლო ორი საათით ადრე – მთლიანი 40%-ით.

რატომ არის დილის რეჟიმი ასეთი მნიშვნელოვანი?

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, იიას დაგლასი, აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოება ხშირად დილის რიტმზეა მორგებული. სწორედ ამიტომ, „ღამის ადამიანები“ ხშირად გრძნობენ თავს დროისგან მოწყვეტილად და სოციალური სტრუქტურისგან გარიყულად – რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება დამაზიანებლად აისახოს.

დაგლასის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ გენეტიკა არ განსაზღვრავს დეპრესიის რისკს ღამის ადამიანებში — ამის მიზეზი ხშირად სოციალური ფაქტორები და გარემო წნეხებია.

როგორ ვამციროთ დეპრესიის რისკი? შესაძლოა, მხოლოდ ადრე გაღვიძება საკმარისიც იყოს

მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დამატებითი კლინიკური კვლევები, ეს კვლევა უკვე იძლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს: ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ადრე გაღვიძება შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ნაბიჯი იყოს მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

დილის რუტინის დამკვიდრება, თუნდაც ერთი საათით ადრე გაღვიძებით დაწყებული, ბევრისთვის ხელმისაწვდომი ნაბიჯია — და შესაძლოა, დაგვეხმაროს დეპრესიისგან თავის დაღწევაში ან მისი თავიდან აცილებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights