ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 5 რჩევა სიცხისგან თავის დასაცავად:
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო პერსონალს, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში. მისივე განმარტებით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ზრუნვას ცენტრის პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში, 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის – 20 პარამედიკოსი.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი, ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან დაიწყო და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი კვლევის მიხედვით, ტვინის გლუკოზის მარაგი ნეირონების პათოლოგიურ დეგენერაციაში უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე აქამდე გვეგონა. შესაძლოა, ეს აღმოჩენა ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხ ნაბიჯად იქცეს.
ახალი კვლევის თანახმად, ტვინში დაგროვილ შაქარს — კერძოდ, გლიკოგენს — შესაძლოა ბევრად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში, ვიდრე აქამდე ეგონათ მეცნიერებს. აღნიშნულმა აღმოჩენამ, რომელიც Buck Institute for Research on Aging-ში ჩატარდა, შესაძლოა ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ნეიროდეგენერაციული პროცესების შესახებ.
ალცჰაიმერის დაავადება ტაუოპათიათა ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მისი მთავარი მახასიათებელი ტვინში ტაუს ცილების პათოლოგიური დაგროვებაა, მაგრამ დღემდე უცნობია, ეს ფაქტი დაავადების გამომწვევი მიზეზია თუ უბრალოდ მისი შედეგი. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტაუ ცილებსა და გლიკოგენს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არსებობს.
გლიკოგენი და ტაუს ცილები: დესტრუქციული კავშირი
ალცჰაიმერის დაავადება ხშირად ასოცირდება ტაუს ცილების პათოლოგიურ დაგროვებასთან, თუმცა უცნობი რჩებოდა, წარმოადგენს ეს ცილები დაავადების მიზეზს თუ შედეგს. ახალი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ტაუს ცილებსა და გლიკოგენს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს: ტაუს დაგროვება ხელს უშლის გლიკოგენის სწორად დაშლას, რაც ტვინში ენერგიის რეზერვების დისბალანსს იწვევს და ნეირონებზე უარყოფითად მოქმედებს.
როგორ მუშაობს გლიკოგენ ფოსფორილაზა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
გლიკოგენ ფოსფორილაზა (GlyP) არის ფერმენტი, რომელიც გლიკოგენის დაშლას და ენერგიად გარდაქმნას უზრუნველყოფს. კვლევამ აჩვენა, რომ GlyP-ის აქტივობის გაუმჯობესებამ ხილის ბუზებში (Drosophila melanogaster) მნიშვნელოვნად შეამცირა უჯრედული დაზიანებები და გაახანგრძლივა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს მიგნება ადასტურებს, რომ GlyP-ს რეგულაცია შეიძლება ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან ბრძოლის პერსპექტიულ გზად იქცეს.
შეიძლება დიეტა გახდეს პრევენციული საშუალება?
კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ პროტეინით დაბალი დიეტა — იგივე დიეტური შეზღუდვები — გლიკოგენ ფოსფორილაზას აქტივობას აუმჯობესებს. შედეგი? ტვინის უჯრედების დაზიანების შემცირება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. ეს ფაქტი შესაძლოა გახდეს დიეტური ინტერვენციების ახალი სტრატეგია ალცჰაიმერის პრევენციის ან მკურნალობისთვის.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანსა და მსგავსი სიმპტომების მქონე ხილის ბუზს (Drosophila melanogaster) დააკვირდნენ და დადგინდა, რომ მათი ტვინების უჯრედებში გლიკოგენის ჭარბი დონე შეინიშნებოდა. დამატებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტაუს ცილები ტვინში არსებული გლიკოგენის ნორმალურ დაშლასა და მათ გამოყენებას ხელს უშლის. ამის გამო, ტვინის უჯრედებში გლიკოგენი და ტაუს ცილები სახიფათო რაოდენობით გროვდება.
კვლევამ გლიკოგენ ფოსფორილაზას (GlyP) მოქმედების ძირითადი მექანიზმიც გამოავლინა. GlyP არის ფერმენტი, რომელიც გლიკოგენს საწვავად გარდაქმნის და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღმოჩნდა, რომ როცა მკვლევრებმა ხილის ბუზებში GlyP-ის გამომუშავება გაააქტიურეს, გლიკოგენის მარაგი ეფექტურად დაიშალა და უჯრედული დაზიანებებიც შემცირდა.
შეიძლება თუ არა ანტიდიაბეტური მედიკამენტები ტვინს იცავდნენ?
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პრეპარატები, როგორიცაა ოზემპიკი (Ozempic) და რიბელსუსი (Rybelsus), რომლებსაც ხშირად იყენებენ დიაბეტისა და ჭარბი წონის სამკურნალოდ, შესაძლოა გლიკოგენ ფოსფორილაზაზე გავლენის გზით ტვინის დაცვაშიც მონაწილეობდნენ. ეს მოითხოვს დამატებით კვლევებს, თუმცა შესაძლო კავშირი უკვე აქტიური განხილვის საგანია.
“გლიკოგენ ფოსფორილაზას აქტივობის გაზრდით, ტვინის უჯრედებმა მავნე ნივთიერებების განეიტრალება უკეთ შეძლეს. ამის გამო უჯრედული დაზიანება შემცირდა და ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა”, — აღნიშნა ბიოლოგმა სუდიპტა ბარმა.
ახალი პერსპექტივა ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობაში
კვლევების საბოლოო დასკვნა ასეთია: ტვინის გლიკოგენის მარაგი და მისი მექანიზმები შესაძლოა ალცჰაიმერისა და მსგავსი დაავადებების ძირეული მკურნალობის გასაღებად იქცეს. თუ GlyP-ის აქტივაციის სტიმულირება უსაფრთხოდ და ეფექტიანად მოხდება, შესაძლებელია ისეთი მკურნალობის შემუშავება, რომელიც არა მხოლოდ პროგრესირებას შეაფერხებს, არამედ უჯრედულ დაზიანებასაც შეამცირებს.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„როცა საქმე ეხება ოსტეოპოროზს, ამ დაავადების მკურნალობისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო მედიკამენტებს, ასევე, მნიშვნელობა აქვს კალციუმს და D ვიტამინს.
საკვებით მიღებულ კალციუმზე გეტყვი – ამ მხრივ, საქართველოში ლიდერობს გუდა. მის 100 გრამში კალციუმის შემცველობა 1 000 მგ-ია. სწორედ ამ რაოდენობით კალციუმი გვჭირდება დღე-ღამეში, როცა საქმე ოსტეოპოროზს ეხება.
მეორე ადგილზე სულგუნია – კალციუმის შემცველობა არის 700-გ.
მესამე ადგილზე იმერული ყველია – კალციუმის შემცველობა 500-დან 600 მგ-მდეა ყოველ 100 გრამზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ გაქვს მაღალი არტერიული წნევა, მაშინ სჯობს, რომ კალციუმის წყაროდ გამოიყენო გუდა, იმიტომ, რომ მასში მარილი ცოტაა“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მუმიოს მალამოს შემადგენლობაში შედის უმაღლესი ხარისხის ალტაის მთების შავი ნატურალური მუმიო. ასევე შეიცავს თაფლის სანთელს, რომელიც ასევე არის 100% ნატურალური პროდუქტი, პროპოლისს (დინდგელი) და სელის ცივად გამოწურულ ზეთს.
ეს ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით შეაზავეთ კარგად ერთმანეთში. ჯამში ჩადეთ და ორთხლზე გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ მინის ქილაში. მათი კომბინაცია საოცარ ეფექტურ მალამოს ქმნის. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მზის დაკვრა სერიოზული სამედიცინო შემთხვევაა. მის დროს სიმპტომები შემდეგია: დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, წითელი კანი, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი ან ტენიანი, ცნობიერების დაბინდვა, სწრაფი, სუსტი პულსი, გახშირებული სუნთქვა, ღებინება. მზის
დარტყმა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ დროს აუცილებელია 112-ზე დარეკვა, თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გაუწიოთ მას პირველადი დახმარება და როგორ მოიქცეთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:
უპირველესად – სწრაფად გააგრილეთ სხეული დაზარალებულის კისრამდე წყალში მოთავსებით, თუ ეს შესაძლებელია ან მიასხურეთ წყალი, წაუსვით მთელ სხეულზე ყინულივით ცივი წყლით დასველებული პირსახოცი, ხშირად შეცვალეთ ცივი, სველი პირსახოცებით, დაადეთ ყინულიანი ჩანთები, საფენები. თუ არ შეგიძლიათ გაზომოთ ტემპერატურა, სცადეთ სწრაფი გაგრილების მეთოდები 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე დაზარალებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები:
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.
სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების(გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.
ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაშია ნათქვამი, სახლში ტემპერატურა უნდა შემოწმდეს დილის 08:00 საათიდან 10:00 საათის შემდეგ.
“შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ”- წერია რეკომენდაციაში.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გარუჯვის მსურველებს რეკომენდაციას აძლევს და ურჩევს, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზის აბაზანების მიღებას მოერიდონ.
– რა არის მზის დაკვრა და როგორ ვითარდება?
– ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების და გარემოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება – სხეულის ტემპერატურის მომატება, გადახურება ანუ მზის დაკვრა. როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას ხდება გადახურება. არაადეკვატური თერმორეგულაცია იწვევს შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.
– მზის დაკვრის მხრივ ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფში ხომ არ შედიან?
– მზის დაკვრა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: ბავშვები და მოხუცები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
– რა სიმპტმებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში?
სხეულის ტემპერატურის მომატება, 40*C- მდეც კი;
გულისრევა, პირღებინება;
ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კანი მშრალი, წითელი და ცხელია;
სუნთქვა გახშირებულია და პულსი ტაქიკარდიული;
მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულყრა და უგონო მდგომარეობაც კი;
– როგორ დავეხმაროთ პატარას?
პირველ რიგში, ბავშვი გადაიყვანეთ გრილ ადგილას – ჩრდილში ან გრილ ოთახში;
გახადეთ ტანსაცმელი;
გადაავლეთ გრილი წყალი ან დაადეთ ცივი საფენები (თავზე, კისერზე, საზარდულის არეში);
მიეცით სითხე ან ელექტროლიტები დიდი რაოდენობით;
სიცხის დამწევი მედიკამენტი – მაღალი ცხელების შემთხვევაში;
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება (112).
– როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დაკვრა?
– ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მზის დაკვრის საშიშროება. თავდაპირველად, მოარიდეთ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნას და ჩააცვით გარემოს ტემპერატურის შესაბამისი ტანსაცმელი. განსაკუთრებით მოერიდეთ მზეზე ყოფნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პერიოდში – 11:00-17:00-მდე. წაუსვით თქვენს პატარებს კანზე მზის დამცავი საშუალებები 50-SPF დაცვით, თავზე დააფარეთ ღია ფერის ქუდი და დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე.
მზის დარტყმა — ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სხეულის გადახურების შედეგად. ძირითადად ეს ხდება ცხელი ამინდების დროს, განსაკუთრებით თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია ან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება მზეზე. სხეულის ტემპერატურის მატება 40°C-მდე და ზევით იწვევს სერიოზულ ზიანს ორგანიზმის შიგნით: ზეწოლა ექმნება ტვინს, გულს, თირკმელებს და კუნთებს. თუ დროულად არ მივიღეთ ზომები, მდგომარეობა შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
მზის დარტყმის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:
🔸 კლასიკური მზის დარტყმა (არაძალისმიერი):
აღმოცენდება მაშინ, როდესაც ადამიანი იმყოფება ცხელ და ნესტიან გარემოში რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ფორმა განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
🔸 აქტივობით გამოწვეული მზის დარტყმა:
წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადამიანი ვარჯიშობს ან ასრულებს ფიზიკურად დამღლელ მოქმედებებს ცხელი ამინდში. განსაკუთრებით ხშირია მათთან, ვინც ჯერ კიდევ არ არის შეჩვეული ასეთ ამინდს.
ზედმეტად სქელი ან არაგამტარი ტანსაცმელი
ალკოჰოლის მიღება, რომელიც არღვევს ორგანიზმის თერმორეგულაციას
გაუწყლოება — სითხის ნაკლებობა ამცირებს ოფლიანობას და აბრკოლებს გაგრილებას
სხეულის ტემპერატურა 40°C-ზე მაღალი
გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, გაღიზიანება, გულყრა
მშრალი და ცხელი კანი (არ ვლინდება ოფლიანობა), თუმცა ზოგჯერ ოფლიანი კანიც შეიძლება ჰქონდეს
გულისრევა და პირღებინება
კანის გაწითლება
ჩქარი და ზედაპირული სუნთქვა
აჩქარებული პულსი
ძლიერი თავის ტკივილი
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ადამიანი განიცდის მზის დარტყმას:
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112).
გადაიყვანეთ დაზარალებული გრილ ან ჩრდილიან ადგილას.
გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი სხეულის გასაგრილებლად.
გააგრილეთ ორგანიზმი სხვადასხვა გზით:
ცივი წყლის აბაზანა ან შხაპი
წყლის შესხმა სხეულზე
სველი პირსახოცის დადება თავზე, კისერზე, იღლიებზე, საზარდულზე
ჰაერის დანიავება (ვენტილატორით ან ხელით)
✅ იყავით გრილ და ჩრდილიან ადგილას ცხელი ამინდის დროს
✅ დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
✅ მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას
✅ ატარეთ მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი
✅ თუ ვარჯიშობთ, გააკეთეთ პაუზები და დაისვენეთ სუსტად განათებულ ადგილებში
დასკვნა:
მზის დარტყმა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ ჩარევას. დროული რეაგირება და სწორი პრევენცია საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულისთვის, მაგრამ ზედმეტი დატვირთვა, სტრესის მაღალი დონე და ფიზიკური დაღლილობა ნიშნავს, რომ ძილი არ შეგვიძლია, რაც გავლენას ახდენს დღის განმავლობაში ჩვენს მუშაობაზე. ამიტომ, ამ ძლიერი საშუალებით უნდა შევეცადოთ მინიმუმ რვა საათი დაძინებას.
დღეს გასწავლით რეცეპტს, რომლითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ დარიჩინისა და ბანანის თვისებები, რაც დაგეხმარებათ სხეულის „გამოკვებაში“. გააგრძელეთ კითხვა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ანფილაქსიური შეტევის დროს სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან სულ რამოდენიმე წუთშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ანაფილაქსიური შეტევა სწრაფად მწვავდება და საფრთხეს უქმნის სხეულის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა.
ანაფილაქსია შეიძლება განუვითრდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს.
ნებისმიერი სახისა და სიმძიმის ანაფილაქსიური შეტევა ექიმთან ვიზიტის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რადგან ექიმმა უნდა შეაფასოს ანაფილაქსიური შეტევის სირთულე და მისი გამომწვევი მიზეზები. ექიმი განსაზღვრავს ასევე რა არის საჭირო, რომ შეტევა აღარ განმეორდეს.
თუ ერთხელ მაინც გქონიათ ანაფილაქსიური შეტევა, ყოველთვის თან იქონიეთ ექიმის მიერ შერჩეული სასწრაფო დახმარების ნაკრები და ისწავლეთ ამ საჭირო მედიკამენტებისა და ინჰალატორის გამოყენების წესი – ასე შეძლებთ, რომ თქვენი სიცოცხლე გადაირჩინოთ.
ანაფილაქსია არის ორგანიზმის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.
მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
· მწერების ნაკბენი;
· მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
· საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
· მტვრის ალერგია.
ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
· თავის ტკივილში;
· გულმკერდის ტკივილში;
· ტემპერატურის აწევაში;
· სუსტი პულსი;
· კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
· გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
· ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
· სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
· გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.
დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
· კანის ტესტებს;
· იმუნოლაბორატორიული სინჯები.
ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
· ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
· ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
· ავადმყოფის დაწვენა;
· ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
· ადრენალინის შეყვანა;
· ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
· ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
· ხელოვნური სუნთქვა;
· გულის დახურული მასაჟი;
· ტრაქეოსტომია;
· ბრონქების ინკუბაცია.
საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
· ფილტვების უკმარისობა;
· გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
· თავის ტვინის შესიება;
· ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
· ქალები;
· ალერგიის მქონე ადამიანები;
· ასთმით დაავადებული ადამიანები;
· ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
· არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
· რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
· ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
· რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
· მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi