კვირა, მაისი 10, 2026

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე

მიხეილ სარჯველაძე ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებს შეხვდა
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

მხარეებმა, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე.

მინისტრმა, ევროპის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთო ღირებულებების საფუძველზე, მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ევროპის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კვლევა: დღეში 7 000 ნაბიჯის გავლა საკმარისია ტვინის მუშაობის გაძლიერებისთვის და სხვადასხვა დაავადებისგან დაცვისთვის

ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

დღეში 7 000 ნაბიჯის გავლა საკმარისია ტვინის მუშაობის გაძლიერებისთვის და სხვადასხვა დაავადებისგან დაცვისთვის – ასეთ შედეგამდე იმ კვლევის ავტორები მივიდნენ, რომელიც სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა მსოფლიოს მასშტაბით 160 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ დღეში 7 ათასი ნაბიჯის გავლა ამცირებს სერიოზული დაავადების განვითარების რისკს, როგორებიცაა კიბო, დემენცია და გულის დაავადებები.

„გვაქვს აღქმა, რომ დღეში 10 000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეს არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა დოქტორმა მელოდი დინგმა.

ციფრი 10 000 1960-იან წლებში, იაპონიაში გამართულ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირდება. 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ქვეყანაში ნაბიჯმზომი შექმნეს, სახელწოდებით „მანპო-კი“, რაც ითარგმნება როგორც 10 ათასი ნაბიჯი“. დოქტორი დინგი ამბობს რომ ეს ციფრი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ბევრი ფიტნეს ტრეკერისა და აპლიკაციისთვის არაოფიციალური გაიდლაინი გახდა.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა ხალხს ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს.

საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

#post_seo_title

საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაკონტროლებელი უწყებები არაერთ კოსმეტიკურ-პარფიუმერულ პროდუქტს ავლენენ, რომლებიც საფრთხის შემცველ ნივთიერებას butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს შეიცავს, რაც ამ საქონლის ეტიკეტებზეა მითითებული. მათ შორისაა ისეთი  ცნობილი ბრენდების ნიმუშები, როგორებიცაა პაკო რაბანი, კელვინ კლაინი, არმანი, ივ სან ლორანი, მოშინო და სხვა.

butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის შემცველი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქტის გაყიდვა ევროკავშირში ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა. დადგინდა, რომ ნივთიერების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მუცლად მყოფი ბავშვი. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საფრთხის შემცველი საქონელი ბაზარზე მაინც შეინიშნება.

ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000228?lang=EN

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილი ან შესაძენი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქციის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).

თუმცა, მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობით ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს პროდუქციის უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს!

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

წყარო

ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

#post_seo_title

ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

სასურსათო ან დიეტური დანამატები დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული და ადვილადაა ხელმისაწვდომი. მათ შევხვდებით აფთიაქებში, სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტმაღაზიებში და სუპერმარკეტებშიც კი. გამოდის სხვადასხვა დოზებისა და კომბინაციების სასურსათო დანამატები. ისინი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ენზიმებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც მომხმარებელს მიეწოდება აბების, კაფსულების, ფხვნილების ან სითხეების სახით. განსაკუთრებით გავრცელებულია D ვიტამინი, კალციუმი, თევზის ზეთი და სხვა.

რა სარგებლობა მოაქვს სასურსათო დანამატებს? ისინი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივი კვების დროს შესაძლოა საკმარისი ოდენობით ვერ იღებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება დაავადებების რისკ-ფაქტორები შეამცირონ. ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გონების მუშაობის ან იმუნური სისტემის ხელშესაწყობად, ან სპორტული დატვირთვის გადასატანად. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს ორსულებისათვის, ჩვილებისათვის, მოხუცებისათვის, ვეგანებისათვის და სხვა.

თუმცა, სასურსათო დანამატები წამლები არ არის და კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის არ არის გამიზნული.

ამავე დროს, სასურსათო დანამატების უვნებლობა, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით,  მეცნიერულად უნდა იყოს დადგენილი. ამის საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი მათი ეტიკეტები და ინსტრუქციები, რომლებმაც მათ სწორ მოხმარებას უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, ევროკავშირში სასურსათო დანამატების ზემოქმედებას ევროპის სურსათის უვნებლობის უწყება (EFSA) შეისწავლის.

ბევრ სასურსათო დანამატს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა, ევროკავშირშიც კი ზოგიერთი მათგანის უვნებლობასა და ხარისხზე გარკვეული ეჭვები არსებობს. მთავარ პრობლემებად მიჩნეულია ქიმიური ან მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უსაფრთხო ზღვრების არსებობა.

უნდა ვიცოდეთ, რომ სასურსათო დანამატები არ გამოდგება ჯანსაღი, ბალანსირებული კვების ჩამანაცვლებლად. ადამიანების უმრავლესობას არც სჭირდება სასურსათო დანამატები, თუკი ისინი ყველა საჭირო ნივთიერებას საკვებით იღებენ. თითოეული საკვები ნივთიერების მხოლოდ გარკვეული ოდენობაა საჭირო ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის და გადამეტებული მოხმარება შეიძლება უკეთესი სულაც არ იყოს. დიდი დოზებით, ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება უკუჩვენებები და ჯანმრთელობის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. განაგრძეთ კითხვა…

„ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას საზოგადოებისთვის, სადაც მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ ადამიანებს – 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, ახლო მომავალში საზოგადოებისთვის გაკეთდება განცხადება და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციას მიაწვდიან.

„რეალურად, მუშაობა რომელიც დაწყებულია, საბოლოო ჯამში, მთავარი თვისება, რაც გაუჩნდა ამ მუშაობას, ეს გახლავთ შედეგზე ორიენტირება. შედეგზე ორიენტირებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ადრე გარკვეული მანკიერი ლიბერალური მიდგომები [იყო], ე.წ. ლიბერალური მიდგომები, თუმცა სულ არ ვთვლი, რომ ეს ლიბერალურია, რეალურად ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ძალიან ბევრ პროგრამას და რეალურად, ის ფუნქციონირებდა არა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით გვექნება ბევრი რამ შესაცვლელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ თითოეული კომპონენტი და თითოეული ნაწილი მთლიანად ამ მოზაიკის, თითოეული ფრაგმენტი გახდეს ორიენტირებული შედეგზე. ამ შემთხვევაში, ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტში მკურნალობის პროცესის გავლის შემდეგ შეძლებს, რომ აღარ იყოს დამოკიდებული სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რაც უფრო მეტხანს გასტანს ეს მდგომარეობა, მით უკეთესი.

ამისთვის, რა თქმა უნდა, მოხდება ყველა რესურსის გამოყენება და აქ, რასაკვირველია არც საზოგადოება იქნება განწყობილი არც სახელმწიფო და ბუნებრივია, არც ჩვენი სამინისტრო, რომ სადმე რამე დაზოგოს რესურსი და ენერგია იმ თვალსაზრისით, რომ იყოს შედეგიანი ჩვენი ძალისხმევა.

ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ფართო მასშტაბით მუშაობა, დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებთ, რომელიც ასევე აუცილებელია და ესეც ემსახურება თავის მხრივ მკურნალობის ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ პროცედურები, პროგრამები, გაზომვა, ამის ყველაფრის შემუშავება, ფსიქოლოგის სადღაც ჩართვა, ბევრი კომპონენტისგან შემდგარი, მაგრამ მთლიანობაში, საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ამოცანა. მე არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ამ დრომდე ბევრი რამ სწორად კეთდებოდა. პირიქით, ბევრი რამ უსწოროდ კეთდებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით ძირითადი შემოტრიალების განხორციელებას და 15 აგვისტოდან რეალურად სრულიად ახალ მოცემულობას ვიხილავთ.

მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას საზოგადოებისთვის, სადაც მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი, რომ გააგრძელონ იგივე სერვისის მიღება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ბუნებრივია, მიმართვიანობის მართის პირობებში მისამართის შერჩევა, ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ეს თვითონ პაციენტების, ბენეფიციარების ინტერესებს, თუმცა, რასაკვირველია მათაც მოუწევთ გარკვეული სიახლეების მიღება და ამასთან ადაპტაცია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.

„ადრე, მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით, ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, სულ მცირე, შეძლებს, აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.

ჩვენ, ამ მხრივ, ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული. მათ შორის – ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, ესეც თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტიანობას ემსახურება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია პროცედურები, პროგრამების შემუშავება, ფსიქოლოგის ჩართულობა.

15 აგვისტოდან, უქმდება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ პაციენტების ინტერესებს, თუმცა მათაც მოუწევთ სიახლეების მიღება.

ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერ გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ.

ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია – მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის“ – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

„ცე“ ჰეპატიტის პროგრამა არის ძალიან წარმატებული და ვისურვებდი, რომ „ბე“ ჰეპატიტიც და ამისთვის არ დააკლებს მცდელობას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ჩვენი კლინიკები, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართულები, – განაცხადა „დღის ქრონიკაში” ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, „ბე“ ჰეპატიტი არ არის დაავადება, რომელიც სრულად განკურნებადია, თუმცა ისეთ რემისიაში გადაყვანადია, რომელიც აბსოლუტურად ანეიტრალებს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

„მე მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის. დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ 87 000 ადამიანს, უახლოესი რამდენიმე წლის პერსპექტივით შეუნარჩუნდა სიცოცხლე. არა თუ ჯანმრთელობა გაუუმჯობესდათ, არამედ შეუნარჩუნდათ სიცოცხლე. იმავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ 87 000 ადამიანის შემთხვევაში ისინი აღარ არიან ამ ვირუსის მატარებლები და აღარ ვრცელდება ეს დაავადება და ესეც რა თქმა უნდა, უზარმაზარი წარმატებაა.

მინდა ასევე წარმატებული იყოს „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა და ამისთვის, რა თქმა უნდა არ დააკლებს მცდელობას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და მათ შორის ჩვენი კლინიკები, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართულები. ბატონი თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს კლინიკა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა ძალიან სწრაფად შეძლებს შედეგის მოტანას.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩაეშვა ეს პროგრამა განხორციელებაში. ამ დროისთვის საკმაოდ დიდია ინტერესი. აქაც ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც აქვს „ბე“ ჰეპატიტთან დაკავშირებული პრობლემა, მიმართონ შესაბამის კლინიკას. მათთვის მკურნალობა აბსოლუტურად უფასოა. სამწუხაროდ, ეს არ არის დაავადება, რომელიც სრულად განკურნებადია, თუმცა ისეთ რემისიაში გადაყვანადია, რომელიც აბსოლუტურად ანეიტრალებს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

„შესაბამისი ლოკაციები შეიქმნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში – რეალურად გვაქვს მზად ყველაფერი – პერსონალიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული“-მიხეილ სარჯველაძე ნარკომანიის იძულებით მკურნალობაზე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შევქმენით უკვე ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც რეალურად გვაქვს მზად ყველაფერი – პერსონალიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ნარკომანიის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით.

მინისტრის განმარტებით, შესაბამისი ლოკაციები შეიქმნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

„ჩვენ ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შევქმენით უკვე ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც რეალურად გვაქვს მზად ყველაფერი – პერსონალიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული, საიმისოდ, რომ რეალურად შევძლოთ, დავიწყოთ იმ მკურნალობის განხორციელება, რომელსაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ბევრი რამ ისეა დაგეგმილი, რომ რაც შეიძლება, მეტად მზად შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე, როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაც – მოგეხსენებათ, რომ სასამართლო იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ამიტომ გზადაგზაც ბევრი რამე გვექნება დასაგეგმი, მაგრამ იმისთვის, რომ დაგეგმვა ოპერატიულად და კარგად შევძლოთ, ყველაფერი მზადაა.

რასაკვირველია, მომავალში ამ ერთი პუნქტის მასშტაბები გაიზრდება – შეიძლება, ეს მოხდეს იქვე, შეიძლება, ტერიტორიულად განსხვავებულ ადგილზე. რეალურად ამ გეგმებზე ვმუშაობთ.

ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მაგალითად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გავაკეთოთ შემდეგი ლოკაცია, სადაც იქნება ეს სერვისი ხელმისაწვდომი და ბუნებრივია, გვექნება ერთი ცენტრიც აღმოსავლეთ საქართველოში რაც შეიძლება, ფართო. ჩემი ვარაუდით, ალბათ წლის ბოლომდე ჩვენ 100-დან 150-მდე პაციენტის მიღების შესაძლებლობა გვექნება”, – განაცხადა მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

150-მდე მონაწილე – Accreditation Canada-ის მომდევნო ონლაინ კურსი წარმატებით ჩატარდა/კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებაში

#post_seo_title

2025 წლის 23 ივლისს გაიმართა უფასო ონლაინ ტრენინგი თემაზე „კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებაში“, რომელიც ორგანიზებული იყო Accreditation Canada Georgia Office-ის მიერ და დაფუძნებული იყო Accreditation Canada-ის საერთაშორისო სტანდარტებზე.

🎯 ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კლინიკების 150-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის ექიმებმა, მედდებმა, ადმინისტრაციულმა მენეჯერებმა და ხარისხის მენეჯერებმა.


💡 ტრენინგის მთავარი თემები

მონაწილეებმა დეტალურად ისწავლეს კომუნიკაციის ეფექტური მოდელები და ტექნიკები, მათ შორის:

  • სტრუქტურირებული კომუნიკაციის მოდელები (SBAR, SAID)
  • პაციენტთან და ოჯახთან სენსიტიური კომუნიკაცია
  • ინტერდისციპლინური კომუნიკაციის სტანდარტები
  • დოკუმენტაცია, ინფორმირებული თანხმობა და მონაცემთა დაცვა
  • კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სტრატეგიები

ტრენინგი მოიცავდა თეორიულ მასალას, რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ მაგალითებსა და პრაქტიკულ დავალებებს.


🏅 სერტიფიკატი და პროფესიული განვითარება

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ჩააბარეს შემაჯამებელი ტესტი. წარმატებით გავლის (>75%) შემდეგ გაიცა ინგლისურენოვანი სერტიფიკატები – როგორც პროფესიული განვითარების ოფიციალური დადასტურება.


👩‍🏫 ტრენერი – პროფესორი ირინე ფხაკაძე

ტრენინგს უძღვებოდა ირინე ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და Accreditation Canada-ის მრჩეველი და საერთაშორისო შემფასებელი (International Surveyor). ირინე ფხაკაძეს 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის ხარისხის მართვასა და სამედიცინო განათლებაში.

ირინე ფხაკაძის ტრენინგი დაეფუძნა People-Centred Care-ის პრინციპებს, WHO-სა და ISO-ს სტანდარტებზე ადაპტირებულ მიდგომებს და უკიდურესად პოზიტიური შეფასება მიიღო მონაწილეთა მხრიდან.

🤝 პარტნიორობა და მომავალი ტრენინგები

ღონისძიება ჩატარდა პარტნიორობით:
sheniekimi.geaccreditation.ca

📌 უახლოეს თვეებში დაგეგმილია ახალი სესიები სხვადასხვა თემაზე – დაიცავით გვერდი და დაარეგისტრირეთ თქვენი კლინიკა მომდევნო უფასო ტრენინგებზე.


📧 დამატებითი კითხვებისთვის: info@accreditation.ge

📢 Accreditation Canada Georgia Office განაგრძობს საქართველოს კლინიკებისთვის ცოდნის გაზიარებას — საერთაშორისო სტანდარტებით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის ადაპტირებული პროგრამებით.


 

 

 

იცით რა მოხდება, თუ თქვენ ყურის სხვადასხვა ადგილას სარეცხის სამაგრს 1 წუთით დაიმაგრებთ? ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი!

იცით რა მოხდება, თუ თქვენ ყურის სხვადასხვა ადგილას სარეცხის სამაგრს 1 წუთით დაიმაგრებთ? ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი!
#post_seo_title

იცით რა მოხდება, თუ თქვენ ყურის სხვადასხვა ადგილას სარეცხის სამაგრს 1 წუთით დაიმაგრებთ? ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი!

თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ყოველი ტკივილის დროს ექიმთან არ გარბიან, უნდა იცოდეთ, რომ პატარა ტკივილების განეიტრალება ყურის ნიჟარის სტიმულირებითაც შეგიძლიათ. სერტიფიცირებული რეფლექსოთერაპევტი ჰელენა ლუი ჩინი წერს: „ყურის ზედა ნაწილში ადამიანს სხეულის რეფლექსური რუკა აქვს, რომელიც შედგება სხვადასხვა ნერვული დაბოლოებით და ერთიანდება ცენტრულ ნერვულ სისტემასთან.“ ამიტომ ჰელენა გვასწავლის ყურზე 6 ადგილს, რომლის სტიმულირების შემთხვევაში, ტკივილი მოგვეხსნება. გააგრძელეთ კითხვა

1

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights