პარასკევი, მაისი 8, 2026

მანკიერი რეალობა — როცა შენი ჯანმრთელობის მონაცემები დაუცველია!

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები
#post_seo_title

მანკიერი რეალობა — როცა შენი ჯანმრთელობის მონაცემები დაუცველია!

  • წარმოიდგინე, ექიმთან მიდიხარ, მაგრამ შენი პირადი ინფორმაცია თავისუფლად ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს მანკიერი რეალობაა, სადაც ჯანმრთელობის მონაცემებს სათანადოდ არ იცავენ.
    შემთხვევები, რომლებიც ყოველდღე ხდება
  • ექიმთან ვიზიტისას სხვა პაციენტის პრობლემები გაიგე, მანაც შენი შეიტყო.
  • შენი დიაგნოზი ოჯახში ისე გავრცელდა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია.
  • ანალიზების პასუხი შემთხვევით სხვას გაეგზავნა.
  • კლინიკის დაუცველი ბაზა ინტერნეტში გავრცელდა.
  • სტომატოლოგმა შენი ნებართვის გარეშე ფოტო გამოაქვეყნა.
  • აფთიაქის ფარმაცევტმა შენს დედას შენი ჩივილები მოუყვა.
  • მასწავლებელმა კლასში მოსწავლის ოჯახის სამედიცინო პრობლემა გაასაჯაროვა.
  • სამსახურში თანამშრომლის დიაგნოზი ყველასთვის გახდა ცნობილი.
  • ეს ყველაფერი კანონის დარღვევაა და საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობას.
    რატომ არის ეს სერიოზული?
    ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, რაც ნიშნავს:
    დიაგნოზი და მკურნალობის ისტორია
  • ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები
  • ლაბორატორიული კვლევის შედეგები
  • სამედიცინო მომსახურების ხარჯები
  • ამ მონაცემების დამუშავებისას ყველა კლინიკა, ლაბორატორია, სადაზღვევო კომპანია თუ სხვა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას უმაღლესი კონფიდენციალობა.
    შენი უფლებები
    თავად წყვეტ, დაესწრება თუ არა მესამე პირი ექიმთან ვიზიტს.
    ექიმი ვალდებულია დაიცვას შენი ინფორმაცია როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ.
    კლინიკამ შენი წერილობითი თანხმობის გარეშე არ უნდა გასცეს მონაცემები.
    აფთიაქმა უნდა დაიცვას შენაძენებისა და შენს შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
    სამედიცინო დაწესებულებამ უნდა მიიღოს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომ მონაცემები არ გავრცელდეს.
    შენი ფოტო სოციალურ ქსელში მხოლოდ წერილობითი თანხმობით შეიძლება გამოქვეყნდეს.
    დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
    დასკვნა
    დღეს, როცა ინფორმაცია ყველაზე ძვირფასი რესურსია, პაციენტის პირადი მონაცემების დაცვა არა მხოლოდ კანონის მოთხოვნაა, არამედ ადამიანის ღირსების საკითხი.
    ერთად უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ჩვენი და სხვისი პირადი მონაცემები დაცული იქნება.
    მეტი სანდო და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
    www.sheniekimi.ge
    – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
    ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
    პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
    #drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi @highlight Sheni.ge • შენი SheniStartup.ge • შენი სტარტაპი SheniAcademia DrPkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniXma.ge • შენი ხმა SheniStartup.ge • შენი სტარტაპი SheniPositivi.ge • შენი პოზიტივი SheniGanatleba.ge • შენი განათლება Sheni.ge • შენი SheniAmbebi.ge • შენი ამბები

    ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ტატუ და კიბო – ახალი სამეცნიერო მტკიცებულება

ტატუ შესაძლოა სიმსივნის წარმოქმნის რისკთან იყოს დაკავშირებული - კვლევა
ფოტო: istock

“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დანიასა და ფინეთში ჩატარებული ტყუპების კვლევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტატუირებულ ადამიანებში კიბოს განვითარების რისკი საგრძნობლად მაღალია.

ტატუ და კიბო — ახალი სამეცნიერო მტკიცებულება

დანიასა და ფინეთში ჩატარებული ტყუპების კვლევა აჩვენებს, რომ ტატუირებულ ადამიანებში კიბოს განვითარების რისკი საგრძნობლად მაღალია:

• ტატუირებულ ტყუპებს 33%–62%-ით მეტი რისკი ჰქონდათ კიბოს (კანის კიბო ან ლიმფომა) განვითარების, ვიდრე არატატუირებულ ტყუპებს.

• დიდი ზომის ტატუები (ხელისგულზე უფრო დიდი) განსაკუთრებით საშიშია — ასეთ ადამიანებში რისკი თითქმის გაორმაგდა კანის კიბოსთვის და თითქმის სამჯერ გაიზარდა ლიმფომის შემთხვევაში.

• სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ტატუს მელნის ნაწილაკები გროვდება ლიმფურ კვანძებში, იწვევს ქრონიკულ ანთებას და შესაძლოა გახდეს კიბოს სტიმულატორი.

👉 ტატუ არ არის უვნებელი. თუ გადაწყვეტთ, აირჩიეთ მხოლოდ ლიცენზირებული სალონი და რეგულარულად დააკვირდით კანს.]

წყაროები 1. ScienceAlert — Tattooed twins had 33–62% higher cancer risk👉2. Powers Health / HealthDay — Tattoos linked with higher lymphoma and skin cancer risk👉3. BMC Public Health — ორიგინალი კვლევა (ტყუპების კვლევის შედეგები)“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ შემცირებას და „სიყვარულის ჰორმონის“, ოქსიტოცინის მატებას – დაურეკეთ დედას!

როგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ შემცირებას და „სიყვარულის ჰორმონის“, ოქსიტოცინის მატებას - დაურეკეთ დედას!

ვისკონსინის უნივერსიტეტის მკველავრებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, რომელშიც 7-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები მონაწილეობდნენ.

მათ ჯერ სტრესული დავალებები შეასრულეს, მაგალითად საჯარო გამოსვლა და მათემატიკური ამოცანები. შემდეგ ბავშვები ოთხ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი მარტო დარჩა, მეორე ჯგუფის წევრები პირადად შეხვდნენ დედას, მესამე ჯგუფის წევრები დედას ტელეფონით ესაუბრნენ, მეოთხე ჯგუფმა კი მხოლოდ ტექსტური შეტყობინებები გაგზავნა.

შედეგმა აჩვენა:

როგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ შემცირებას და „სიყვარულის ჰორმონის“, ოქსიტოცინის მატებას. ეს ეფექტი პრაქტიკულად იგივე იყო, როგორც მაშინ,  როცა ბავშვი დედას ეხუტება.

ტექსტური შეტყობინებები არანაირ პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა. შედეგი ისეთივე იყო,თითქოს, ბავშვი  მარტო დარჩა.

მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე უდიდესი გავლენა აქვს არა მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, არამედ დედის ხმის ტონსა და ინტონაციას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტვინი დედის ხმას აიგივებს უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან. ამიტომაც როცა თავს დაძაბულად და მოწყენილად გრძნობთ, დაურეკეთ დედას. შესაძლოა, მისი ხმის მოსმენა ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორც ჩახუტება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მძიმე მიოკარდიტი იწვევს გულის კუმშვადი ფუნქციის დარღვევას, რაც განაპირობებ სსხვა ორგანოების სისხლმომარაგების დეფიციტს.

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა, რომელიც აზიანებს გულის კუნთს და მოქმედებს მის ელექტრულ გამტარ სისტემაზე. ამცირებს გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციონირებას და იწვევს არითმიებს.

დაავადების სიმპტომებია:
ტკივილი გულის არეში;
რითმის დაღვევა;
სუნთქვის უკმარისობა;
სითხის შეკავება;
დაღლილობა;
ვისურული ინფექციის სხვა ნიშნები, როგორიცაა თავისა და სახსრების ტკივილი, ცხელება, დიარეა.
მძიმე მიოკარდიტი იწვევს გულის კუმშვადი ფუნქციის დარღვევას, რაც განაპირობებ სსხვა ორგანოების სისხლმომარაგების დეფიციტს.
დროული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

გიორგი ცაგარეიშვილმა ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დავით კაიკაციშვილს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და ერთობლივი ძალისხმევით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

დავით კაიკაციშვილი, 2012 წლიდან საჯარო სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. სააგენტოს ახალი დირექტორი, ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტს, ხოლო მანამდე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მისი ჩართულობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ სტატიაში თქვენ ნახავთ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი საშინელ ტკივილებს მარტივი ვარჯიშების გაკეთებით

ამ სტატიაში თქვენ ნახავთ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი საშინელ ტკივილებს მარტივი ვარჯიშების გაკეთებით

ბევრ ადამიანს აწუხებს წელის ტკივილი, რაც დამღლელი რუტინისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის ბრალია.

ამ სტატიაში თქვენ ნახავთ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი საშინელ ტკივილებს მარტივი ვარჯიშების გაკეთებით. ვარჯიშების გაკეთება მხოლოდ 1 წუთს წაგართმევთ, ასე რომ არ დაიზაროთ!

დაჯექით სწორ ზედაპირზე. ერთი ფეხი გაშლილი დატოვეთ, ხოლო მეორე მოკეცეთ. მოკიდეთ ფეხს ხელი მუხლთან და მკერდისკენ მიიზიდეთ. გააჩერეთ ასე 10 წამი, შემდეგ ფრთხილად დაუშვით და გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მეორე ფეხით. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რას მოიცავს სუიციდის პრევენციის ეფექტური სტრატეგია – 10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა

რას მოიცავს სუიციდის პრევენციის ეფექტური სტრატეგია - 10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა.

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. ეს დღე სუიციდის პრევენციის საერთაშორისო ასოციაციის (IASP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით 2003 წლიდან აღინიშნება და ყურადღებას ამახვილებს გლობალური ვალდებულების მნიშვნელობაზე სუიციდის პრევენციის მიზნით.

ეს დღე ასევე ხელს უწყობს სუიციდის პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს ურთიერთთანამშრომლობისაკენ.

ევროპაში ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს სუიციდის პრევენციის ეროვნული სტრატეგია. სუიციდის პრევენციის ეფექტური სტრატეგია უნდა მოიცავდეს:
  • ადრეულ გამოვლენას და მკურნალობას
  • მედიის პასუხისმგებლიან ჩართულობას
  • ლეტალურ საშუალებებზე წვდომის შეზღუდვას
  • ახალგაზრდების ემოციური საჭიროებების მხარდაჭერას
სუიციდის პრევენცია: რეკომენდაციები მედია პროფესიონალებისთვის, 2023 👇
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: სქელი ლორი და ტექსტიშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულება
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის დანამატს შეიძენთ, გადაამოწმეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ვებგვერდზე“-გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

4 მარტივი ვარჯიში, რომელიც წელის

“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „Herbal Healing“-ის მიერ წარმოებული პროდუქტი — (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „აშვაგანდა“; აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ Arun Khatri-ს ) — არ არის რეკომენდირებული და მისი გაყიდვა საქართველოში მიმდინარეობს მოქმედი რეგულაციების დარღვევით.

ფხაკაძის თქმით, პროდუქტი არღვევს საქართველოს მთავრობის №360 დადგენილებას (2022 წლის 12 ივლისი, ამოქმედდა 2023 წელს), №227 დადგენილებას (2024 წლის 11 ივლისი) და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონს, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს.

„კომპანია Herbal Healing და მისი პროდუქცია არ არის რეგისტრირებული საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რაც, თავისთავად, კანონის დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, თითქოს ყველა სერტიფიკატი გააჩნია, ეს ინფორმაცია არც მათ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და არც სოციალურ ქსელებში, რაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა,“ — აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიტამინების შეფუთვაზე განთავსებულია ყალბი და არასწორი ლოგოები, რაც ასევე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აშვაგანდა არ არის რეკომენდებული:

გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის დანამატს შეიძენთ, გადაამოწმეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ვებგვერდზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!“— განაცხადა ფხაკაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ უხდის მადლობას პროფესორი გიორგი ფხაკაძე “TAMOSKIN”-ს

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კომპანია „TAMOSKIN“-ს საჯაროდ მადლობას უხდის:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

UNICEF: 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა

#post_seo_title

2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშში.

ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ბავშვს 5-დან 19 წლამდე (391 მილიონი ბავშვი) ჭარბი წონა აქვს. ამასთან, კვების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად რჩება 5-წლამდე ბავშვებში საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში.

UNICEF-ის ანგარიში 190-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი. წონის უკმარისობის გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში 2000 წლიდან 13%-დან 9,2%-მდე შემცირდა, სიმსუქნის მაჩვენებელი კი 3%-დან 9,4%-მდე გაიზარდა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights