რამდენ ხანს სჭირდება სხვადასხვა საკვების მონელებას

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„2025 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში – 99.2%. რაც შეეხება სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროგრამებს, აქაც შესრულების კარგი მაჩვენებლებია. ეს შეეხება როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის მიმართულებებით არსებულ პროგრამებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
საკითხის მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის ფინანსური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედებს. გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, დეფიციტის მაჩვენებელზე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულადი გზავნილების ოდენობებზე ისაუბრა. მან ასევე ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და მათი ხარჯვითი ნაწილის მონაცემები წარადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს მიერ ცალკეული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას, საგარეო ვალდებულებებისა და სესხების დაბრუნების მონაცემებს და სხვა საკითხებს შეეხებოდა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. საკითხი ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან, ასევე საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებიდან დათხოვნილი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარის დაწესების მიზანშეწონილობას შეეხებოდა.
„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით გამართული შეხვედრების შემდეგ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების გზით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული კატეგორიების პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების ოდენობის გადაანგარიშება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ცოტა ხნის წინ მომღერალმა თეონა კონტრიძემ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი რედი-მარიამი ერთ-ერთ გარეკლამებულ წონაში დასაკლებ ინიექციას 14 წლიდან იკეთებდა. თეონას თქმით, წამალი მოზარდს კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დაუნიშნა და ის, როგორც დედა, ეჭვების მიუხედავად, დათანხმდა და მოგვიანებით ამ სიტუაციას “სასტიკი სირცხვილი” უწოდა.
16 წლის ასაკში რედი-მარიამი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მან რამდენიმე თვეში 23 კილოგრამი დაიკლო, რამაც ორგანიზმზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა.
“მე ვიცი, რომ ეს ვიდეო ბევრ კრიტიკას გამოიწვევს და ყველა „ყველაფრისმცოდნე“ გამოეხმაურება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა… დიდი ხანია ვგეგმავდით ამის ჩაწერას.
ჩემი საყვარელი ქალიშვილი 14 წლის ასაკში იკეთებდა ოზემპიკის ინიექციებს, და ძალიან ვნანობ, რომ ამ სასტიკ ქმედებას დავთანხმდი. მაშინ არაფერი ვიცოდი ამ პრეპარატის შესახებ, ის კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დანიშნა, რომელიც ახლო მეგობრებმა გვირჩიეს.
დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, მაგრამ ეს უკვე მოხდა და, ღმერთის წყალობით, დასრულდა. იქნებ ამ ვიდეომ მაინც დაარწმუნოს თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ მიიღოს ეს წამალი… იქნებ ერთი მოზარდი მაინც გადავარჩინოთ… ან არა მარტო მოზარდი.
ინსულინრეზისტენტობა ისეთივე საშიში არ არის, როგორც ამას ექიმები ამბობენ. შესაძლებელია, პრობლემას სხვა გზებითაც გაუმკლავდეთ. ნუ ეძებთ მარტივ გამოსავალს, ის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
“ჩემი შეხედულებით, სახელმწიფო კლინიკების საერთოდ არ უნდა იყოს. რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ კლინიკის აშენება-აღჭურვაზე ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, თუ კერძო ინვესტორები არიან მზად ფული დახარჯონ?! ლიცენზიას გასცემს სახელმწიფო, აწესებს ფასებს, ლიცენზიის პირობების შესრულებას, სამედიცინო სერვისების ხარისხს აკონტროლებს.
სახელმწიფომ იმ ფულით უნდა შეასრულოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც კერძო ინვესტორი ვერ ჩადებს ფულს. თუ კლინიკებს აშენებენ კერძო ინვესტორები, ფასით დაწყებული ყველაფერს აწესებს და აკონტროლებს სახელმწიფო, რა საჭიროა, რომ ამაში სახელმწიფომ ფული დახარჯოს. სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა პაატა კურტანიძემ “ჯანდაცვის სტანდარტის” ეთერში თქვა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
უწყების ცნობით, სტუმრებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც პროგრამის დაწყებაში, ისე მის განვითარებაში. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას.
შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვან სამომავლო მიზანს ქვეყნისთვის WMDA – მსოფლიოს ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრში გაწევრიანება წარმოადგენს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი რეგისტრის შექმნა საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავთ და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.
ჩვილები ხშირად ტირიან. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მათ საუბარი ჯერ არ შეუძლიათ და დისკომფორტზე ასე გვატყობინებენ. მეტიც, ჩვილის ტირილი განსხვავდება ხარისხითა და ინტენსივობით — სერიოზული დისკომფორტის ან ტკივილის დროს ბავშვი ხმას უფრო ქაოსურად და ძლიერი ინტენსივობით გამოსცემს, ვიდრე ჩვეულებრივი პატარა უკმაყოფილების დროს.
ტკივილისგან გამოწვეული ტირილი ფიზიოლოგიურად განსხვავებულია. ასეთ დროს ჩვილის მკერდის კუნთები ძლიერად იკუმშება, რის შედეგადაც ჩნდება მრავალტონიანი, არეული ხმები, რომლებიც ცნობილია როგორც nonlinear phenomena (NLPs).
“NLP-ები ბავშვის სტრესისა და ტკივილის დონეების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. ჩვენი შედეგები უთითებს, რომ NLP-ის დონე ზრდასრულებში სახის თერმული რეაქციის დინამიკას განსაზღვრავს”, — აღნიშნა ჟან მონეს უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლენი ლეგომ.
ჩვილის მეურვეები, როგორც წესი, ჩვეულებრივი დისკომფორტისგან გამოწვეულ ტირილსა და სერიოზული ტკივილისგან გამოწვეულ ტირილს ერთმანეთისგან ასხვავებენ. მეორე მხრივ, არ არის დადგენილი, თუ როგორ ვახერხებთ ამას ზრდასრულები.
ჟან მონესა და სენ-ეტიენის უნივერსიტეტის მკვლევრებს აინტერესებდათ, როგორ მოქმედებს ეს ხმები ზრდასრულთა ნერვულ სისტემაზე.
მკვლევრებმა ჩვილის ტირილის ხმები 41 მონაწილეს (21 კაცი და 20 ქალი) მოასმენინეს. კვლევის მონაწილეებმა სულ 16 ჩვილის ტირილის ხმა მოისმინეს, ნაწილი აქედან უბრალოდ ბანაობისას იყო ჩაწერილი, დანარჩენი კი ინიექციის გაკეთების დროს განცდილი ტკივილისას. გააგრძელეთ კითხვა



iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბავშვების ემოციურ და აკადემიურ წარმატებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ხშირად არ ჩანს ზედაპირზე. ეს არ არის მხოლოდ ცოდნა ან უნარები, არამედ რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ — ანუ თვითეფექტურობა.
თვითეფექტურობა, ეს არის ადამიანის რწმენა იმის შესახებ თუ რამდენად შეუძლია კონკრეტული სიტუაციაში კონკრეტული ამოცანის შესრულება ან გამოწვევას კონკრეტულ სიტუაციაში. მაგალითად, ორი ბავშვი შეიძლება ერთსა და იმავე საკითხს განსხვავებული თავდაჯერებით შეხვდეს: ერთს სჯერა, რომ შეძლებს ველოსიპედზე ჯდომას, ხოლო მეორე ეჭვობს საკუთარ უნარებს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თვითეფექტურობა არ უნდა ავურიოთ თვითშეფასებაში. თვითშეფასება ზოგადი წარმოდგენაა საკუთარ თავზე, ხოლო თვითეფექტურობა სიტუაციურად ცვალებადია და დაკავშირებულია კონკრეტულ აქტივობასთან.
მაღალი თვითეფექტურობის მქონე ბავშვები გაცილებით უფრო მოტივირებულნი არიან, რთულ ამოცანებს პოზიტიურად აღიქვამენ და მზად არიან თავიანთი ძალისხმევა წარმატებისთვის გამოიყენონ.
დაბალი თვითეფექტურობა კი ხშირად იწვევს დავალებების თავიდან არიდებას, სწრაფ დანებებას და შფოთვის ზრდას.
წარსულში მიღწეული წარმატებები ბავშვს რწმენას აძლევს — “თუ ერთხელ გამომივიდა, ახლაც გამომივა”.
👣 როგორ შეგვიძლია დახმარება:
დავალებები დავიწყოთ მარტივი ამოცანებით და ეტაპობრივად გავზარდოთ სირთულე.
დიდი მიზნები დავყოთ პატარა ნაბიჯებად.
ხაზი გავუსვათ ძალისხმევას, პროცესს და არა მხოლოდ შედეგს.
სხვისი წარმატება ხშირად შთაგონების წყაროა. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი თანატოლი რაღაცას ახერხებს, რწმენა უჩნდება, რომ მასაც შეუძლია.
🤝 როგორ შევუწყოთ ხელი:
გავაცნოთ მოტივაციური ისტორიები რეალური ადამიანებისგან.
გავუზიაროთ ჩვენი პირადი სირთულეები და გადალახვის გამოცდილება.
ჩავრთოთ გუნდურ აქტივობებში, სადაც ბავშვები ერთმანეთისგან სწავლობენ.
მშობლების, მასწავლებლების და სხვა ავტორიტეტული პირების პოზიტიური კომენტარები მნიშვნელოვნად ზრდის თვითეფექტურობის დონეს.
🗣️ როგორ გამოვხატოთ მხარდაჭერა სწორად:
ვიყოთ გულწრფელები, როცა ვეუბნებით, რომ გვჯერა მისი შესაძლებლობების.
გავახსენოთ წარსული წარმატებები მსგავს სიტუაციებში.
კონკრეტულად აღვნიშნოთ ძლიერი მხარეები, მაგ.: “შეგიძლია დამოუკიდებლად ჩაიცვა, რადგან თასმის შეკვრა უკვე იცი!”
ნეგატიური ემოციური მდგომარეობა, შფოთვა ან წარუმატებლობის შიში ხელს უშლის ბავშვს თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში. პირიქით — პოზიტიური გარემო აძლიერებს რწმენას საკუთარ თავში.
💚 როგორ შევამციროთ სტრესი:
შევუქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო.
ვასწავლოთ, რომ შეცდომები სწავლის ნაწილია და არა მარცხი.
დავეხმაროთ შფოთვის მართვის მარტივ მეთოდებში, როგორიცაა ღრმა სუნთქვა ან პროგრესული დაკუნთვა.
📝 მიუთითეთ ბავშვზე, როცა პროგრესს აკეთებს (მაგ.: “შეგიმჩნევია, როგორ კარგად წაიკითხე ეს წინადადება!”)
💪 წაახალისეთ ახალი ამოცანების სცადვა, თუნდაც მცირე წარმატებებით.
💬 გამოუყავით დრო მოსმენისთვის — ბავშვის აზრის გაგონება ამყარებს მის შინაგან თავდაჯერებულობას.
თვითეფექტურობა არა მხოლოდ ბავშვის აკადემიურ წარმატებაზე მოქმედებს, არამედ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას სირთულეების მიმართ, მოტივაციას და ემოციურ კეთილდღეობას. მშობლებისა და მასწავლებლების სწორი ჩართულობით, შეგვიძლია, ბავშვს ჩამოვუყალიბოთ მტკიცე საფუძველი, რომელსაც მთელი ცხოვრება გამოიყენებს — რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi