მნიშვნელოვანი სიახლე!
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) აცხადებს, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან იწყებს იმ კომპანიების წინააღმდეგ საჩივრების შეტანას, რომლებიც არღვევენ Safe Supplements Georgia (SSG) სტანდარტებს და მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას.
საჩივრები წარდგენილი იქნება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში – რათა მოხდეს დარღვევების ოფიციალური შესწავლა და რეაგირება.
სამართლებრივი საფუძველი:
• საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“
• საქართველოს კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“
• ბრძანება №45 – საქმის შესწავლის წესი და პროცედურა
• ბრძანება №52 – „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქმის შესწავლის წესი
• ბრძანება №04/945 – ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის წესი
• დადგენილება №360 – ტექნიკური რეგლამენტი (სასურსათო დანამატები)
• დადგენილება №227 – ჯანმრთელობის განაცხადების ჩამონათვალი
ჯარიმები:
• ფიზიკური პირებისთვის — 500 ლარიდან
• იურიდიული პირებისთვის — 5,000–50,000 ლარამდე
• სისტემატური დარღვევისას — პროდუქციის ბაზრიდან ამოღება ან საქმიანობის შეზღუდვა
მუხლი 7 (ბრძანება №04/945): ჯარიმა უნდა გადაიხადოს 1 თვეში; გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდა და ხარისხიანი პროდუქტების ხელშეწყობა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. მნიშვნელოვანი სიახლე! – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) აცხადებს, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან იწყებს იმ კომპანიების წინააღმდეგ საჩივრების შეტანას [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/09/15/%e1%83%9b%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90/
sheniekimi.ge

