პარასკევი, მაისი 8, 2026

ამ წამლის მიღებით გათავიაუფლდებით ქრონიკული დაღლილობისგან და დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. შესანიშნავად აძლიერებს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს

ამ წამლის მიღებით გათავიაუფლდებით ქრონიკული დაღლილობისგან და დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. შესანიშნავად აძლიერებს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს

ძველი ხალხური რეცეპტი სისხლძარღვების გასაწმენდად

დღეს გასწავლით  ძველ ხალხურ მეთოდს, რომელიც ასუფთავებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. ამ წამლის მიღებით გათავიაუფლდებით ქრონიკული დაღლილობისგან და დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. შესანიშნავად აძლიერებს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

სისხლძარღვების გაწმენდა რომ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ყველამ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად სისხლძარღვების  გავლით მიეწოდება ჩვენს შინაგან ორგანოებს ჟანგბადი და სხვა ნივთიერებები.

ცხოვრების აქტიური და თანამედროვე სტილის შედეგად, გახშირდა  გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული დაზიანება გამოიწვია. აუცილებლად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები რეგულარულად, რათა ჯანმრთელობა და სიმხნევე ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ. გააგრძელეთ კითხვა

 

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა – სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა - სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო

სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო – ინფორმაციას “ფეისბუკზე” გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“გარდაბნის რაიონული სამსახურის გამარჯვების ფილიალის ბრიგადამ მიიღო გამოძახება ლოზუნგით “უგონო”. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა, პარამედიკოს ნინო დარჩიას ბინაში შუა ხნის ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით ავადობდა.

პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. პარამედიკოსმა ნინო დარჩიამ დაუყოვნებლივ დაიწყო ასისტოლიის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ერთად. მესამე ადრენალის გამოყენების შემდეგ გულის მუშაობა აღდგა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ჰოსპიტალიზებული იქნა უახლოეს კლინიკაში, სადაც ამჟამად განაგრძობს მკურნალობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ პარამედიკოსი ნინო დარჩია ზღვაზე დასვენების დროს შემთხვევით შეესწრო ფაქტს, როდესაც ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 13 წლის ბავშვი ამოიყვანეს. მისი სწრაფი და კვალიფიციური ჩარევის შედეგად, რამოდენიმე წუთში ბავშვის გულის მუშაობა აღდგა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბიჭი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით დახვდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ტელეფონი და გაჯეტი აუტიზმს არ იწვევს“ – პედიატრი თემურ მიქელაძე

ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს
#post_seo_title

ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე, „დენტაშოპთან“ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს.

„ტელეფონი და გაჯეტი აუტიზმს არ იწვევს, ტელეფონმა და გაჯეტმა შეიძლება გამოიწვიოს ქცევის დარღვევა.

სჯობს ბავშვს ცოტა რაოდენობით სათამაშო ჰქონდეს და ხარისხიანი, ვიდრე უამრავი და უხარისხო, შეიძლება ისეთი მომწამლავი ნივთიერებები გამოუშვას უხარისხო სათამაშომ, რომ ის ტყვიაზე უარესი იყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები გამკაცრდება – ახალი რეგულაციები

სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები. მოხდება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება.

ამოქმედდება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა, ასევე სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

“კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.

ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს როგორც დონორთა, ისე პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებს და შექმნის გამართულ, ერთიან სისტემას ქვეყნის მასშტაბით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოგადი ინფორმაცია - უსაფრთხო სისხლი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2025 წლის ჰიპერტენზიის გლობალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) მაღალი მაჩვენებელი აქვს: 30-79 წლის ადამიანების დაახლოებით 50%-ს აქვს ჰიპერტენზია, რაც დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
#post_seo_title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2025 წლის ჰიპერტენზიის გლობალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) მაღალი მაჩვენებელი აქვს: 30-79 წლის ადამიანების დაახლოებით 50%-ს აქვს ჰიპერტენზია, რაც დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოსტირების მაჩვენებელი შედარებით მაღალია, პაციენტების მხოლოდ ნახევარი გადის მკურნალობას (54%) და მხოლოდ 20%-ს აქვს არტერიული წნევა კონტროლის ქვეშ.

საქართველომ ჯანმოს მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე დანერგა. 2022 წელს დამტკიცდა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგია, ხოლო 2024 წელს საქართველოს მთავრობამ 365,000-ზე მეტი ადამიანისთვის უზრუნველყო გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტებზე უფასო წვდომა.
აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება ჰიპერტენზიის ძირითადი რისკ-ფაქტორების თავიდან ასაცილებლად. საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის მიღება და დანერგვა მარილის მოხმარების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად. მკურნალობის პროტოკოლების დაცვის გაძლიერება და წამლის გაცემის პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესება ხელს შეუწყობს იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდას, ვინც აკონტროლებს მაღალ არტერიულ წნევას.
ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე ▶ https://www.who.int/publications/i/item/9789240115569
შეიძლება იყოს გული და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „MM Globa report on hypertension 2025 High stakes- turning evidence into action World Health Organization“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს გული და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა

1-7 აგვისტო ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულია
#post_seo_title

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.

იცოდით, რომ ალკოჰოლის მოხმარება ძუძუს კიბოს ერთ–ერთი უმთავრესი რისკ-ფაქტორია?
– რას უნდა აარიდოთ თავი რისკის შესამცირებლად?
– ალკოჰოლი
– თამბაქო
– ჭარბწონიანობა და სიმსუქნე
– არაჯანსაღი კვება
– ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა

შეიძლება იყოს ‎ღვინო და ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎ဂမကလဂတ, ෆനට പന്നൂനദനന്നറ ט0003 ৫03- നറൾക-ജാഠനംല്െ? World WorldHealth Health Organization European Region Regi‎“‎‎-ის პოპ-არტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ისტორიაში პირველად – მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

ისტორიაში პირველად - მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა, ადამიანის კანის უჯრედიდან ემბრიონის შექმნა ისტორიაში პირველად შეძლეს.

მათ ადამიანის კანის უჯრედები სხვა ადამიანის სპერმით განაყოფიერეს და შედეგად ადამიანის ემბრიონი მიიღეს. კვლევა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტში ჩატარდა.

აქამდე რეპროდუქტოლოგია ქალის კვერცხუჯრედის კაცის სპერმით განაყოფიერებით შემოიფარგლებოდა, რის შედეგადაც ისახება ემბრიონი, 9 თვეში კი ბავშვი ჩნდება. ახლა მეცნიერები წესებს ცვლიან. მათ ადამიანის მთლიანი გენეტიკური კოდის შემცველი უჯრედი კანიდან აიღეს და დონორის კვერცხუჯრედში მოათავსეს, რომელიც მანამდე გენეტიკური მასალისგან დაცალეს.

ანალოგიური ტექნოლოგია 1996 წელს, პირველი კლონირებული ძუძუმწოვრის, ცხვარი დოლის შესაქმნელად გამოიყენეს. თუმცა ამ შემთხვევაში, ასეთი კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის მზად არ არის, რადგან უკვე შეიცავს ქრომოსომების სრულ ნაკრებს. ადამიანი 23-23 ქრომოსომას მშობლებისგან იღებს, ამ კვერცხუჯრედს კი უკვე ჰქონდა 46 ქრომოსომა. ამიტომ შემდეგ ეტაპზე სპეციალისტებმა კვერცხუჯრედს ქრომოსომების ნახევარი „დააკარგვინეს“ და მხოლოდ მერე გაანაყოფიერეს.

სწორედ ამ ეტაპზე დაფიქსირდა მეთოდის მთავარი პრობლემა. კვერცხუჯრედი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ქრომოსომებს, რომლებსაც დაკარგავს, რაც მომავალი ემბრიონის განვითარებას პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა. ეს ტექნოლოგია სრულყოფილებამდე უნდა მივიყვანოთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს არის ის გზა, რომლითაც მომავალი წავა, იმიტომ რომ სულ უფრო მეტ მშობელს არ შეუძლია ბავშვების ყოლა“, – განაცხადა ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორმა შოუხრათ მიტალიპოვმა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, ამიტომ მის პრაქტიკაში დანერგვას ათწლეულები დასჭირდება. ის უნაყოფობასთან ბრძოლაში ასაკოვან ქალებს დაეხმარება, რადგან ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის არა კვერცხუჯრედის, არამედ ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა უჯრედის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამასთან, მეთოდი დაეხმარება ერთნაირსქესიან წყვილებს გენეტიკურად ორივე მშობელთან დაკავშირებული ბავშვების ყოლაში.

ექსპერტები ამ მიღწევას შთამბეჭდავ გარღვევას უწოდებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მეცნიერების ახალი შესაძლებლობები საზოგადოებასთან ღია დისკუსიებს საჭიროებს.

სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება – პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება

ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება - პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება – სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში, ახალი ამბულატორიები მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ამბულატორიების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის სოფლებშიც. 2026 წელს ნოჯიხევის, ჭითაწყარისა და მუხურის სოფლების მცხოვრებლები პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ამბულატორიებში მიიღებენ. მშენებლობა, უახლოეს მომავალში, დაიწყება ჯვარსა და საჩინოში. ახალი ამბულატორიის მოწყობა იგეგმება ოზურგეთის სოფელ მერიაში. საჩხერის სოფელ არგვეთში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო განაგრძობს სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებული ყურადღება კი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას ეთმობა, რაც დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის წინაპირობაა. მისივე განმარტებით, ამბულატორიების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები პრიორიტეტულად იმ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ყველაზე მწვავე აუცილებლობა არსებობდა.

რომელია პოდაგრას ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი – რა არის პოდაგრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

რომელია პოდაგრას ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი - რა არის პოდაგრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

რომელია პოდაგრას ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი? რა არის პოდაგრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

პოდაგრას პრევენციისა და მკურნალობის ეფექტურ გზებზე დერმატო – ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ გადაცემაში  „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

დერმატოლოგი ამბობს, რომ პოდაგრას გართულების პერიოდში, მწვავე შეტევების დროს მკურნალობისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ აღნიშნული მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.
„პოდაგრას პრევენციისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, წონის კლება და შენარჩუნება. მიირთვით საკვები პროდუქტებიდან ხილი და ბოსტნეული ჭარბი რაოდენობით, რომ ფერადმა საკვებმა ჩაანაცვლოს ჩვენს რაციონში ეგრეთ წოდებული „ფასთ ფუდი“. ეს დაავადება არის ქრონიკული, მისი კონტროლი და რემისია შესაძლებელია“.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული – 6 საყურადღებო სიმპტომი, რომლითაც „კოვიდ 19-ის“ ახალი შტამი ვლინდება

გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

COVID-ის ახალი შტამი „Stratus“ — საზოგადოებრივი ინფორმაცია

სამი დღის წინ საქართველოს მოსახლეობას უკვე მივაწოდე ინფორმაცია COVID-ის ახალი შტამის — „Stratus“ — შესახებ. პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული.
დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის უწყებებიც უკვე ოფიციალურად აფრთხილებენ მოსახლეობას ახალი შტამის გამო.
სამწუხაროდ, საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ამ პროცესში უფრო აქტიური უნდა იყოს — საზოგადოებას სჭირდება დროული გაფრთხილება და ოფიციალური რეკომენდაციები.
რა უნდა ვიცოდეთ
• „Stratus“ (ან XFG ქვე-ვარიანტი) Omicron-ის ახალი ხაზია;
• ძირითადი სიმპტომებია: ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, სიცხე, ხველა;
• მაღალი რისკის ჯგუფებმა (ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონენი) განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
რა უნდა გავაკეთოთ ახლა, როცა საქართველოში COVID-ის ვაქცინაცია აღარ ხორციელდება?
1. ნიღბები დახურულ სივრცეებში
გამოიყენეთ მაღალი დაცვის ნიღაბი (FFP2/KN95) გადატვირთულ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში.
2. ხალხისგან დისტანცია
ეცადეთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექციების გავრცელება იზრდება.
3. ხშირი ხელების დაბანა
გამოიყენეთ საპონი ან ანტისეპტიკი – ვირუსი მარტივად გადადის ხელით შეხებით.
4. ვენტილაცია
რეგულარულად გაანიავეთ ოთახები, განსაკუთრებით მაშინ, როცა多人 იმყოფება ერთად.
5. სიმპტომების შემთხვევაში – იზოლაცია
ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, სიცხე, ხველა – დარჩით სახლში, რათა არ გადაავრცელოთ ვირუსი.
6. ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონენი
განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით – შეამცირეთ რისკიანი კონტაქტები.
საქართველოში, სადაც ვაქცინაცია აღარ ტარდება, დაცვის მთავარი გზა რჩება პირადი პასუხისმგებლობა და პრაქტიკული პრევენციული ნაბიჯები.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„საზოგადოების ინფორმირება ყველაზე ეფექტური იარაღია. როცა მოსახლეობა იცის, რა ხდება, შეუძლია საკუთარი თავის და ოჯახის დაცვა. სწორედ ამიტომ გავაზიარე ინფორმაცია საქართველოში, მაშინ როცა ოფიციალური არხები ჯერ კიდევ დუმდნენ.“
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
იიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „EXPRESS 0T DSENE X ٥ UK health agency issues 'avoid contact warning' as Covid cases spike“ გამოსახულებაშეიძლება იყოს ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎< Professional dashboard Post insights A ماددد COVID එලයමං „Stratus" -3៣៣១ញ១ 3നലാ Saturday, 7:30am 924 487 238 66 Overview 968K Views 188K Engagement גם This post has +24.8x your typical views See why and learn how to improve Views 968,803 Views‎“‎ გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights