გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში შედგა.
„მიხეილ სარჯველაძემ ჰანს კლუგეს, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, მომავალში, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის.
როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.
მიხეილ სარჯველაძემ, დანიის დედაქალაქში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, გამართა მაღალი რანგის შეხვედრები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ასევე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ცერებრალური დამბლა (ცდ) ხშირად აღიქმება მხოლოდ როგორც მოძრაობისა და პოზის კონტროლის დარღვევა, თუმცა მისი გავლენა ბევრად სცდება ფიზიკურ სირთულეებს.
ბავშვის ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც სამკურნალო და რეაბილიტაციური პროცესი.
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით, ხშირად აწყდებიან ემოციურ და სოციალურ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ განვითარებაზე, სწავლებასა და ურთიერთობებზე.
ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
მუდმივი შფოთვა და დეპრესიის ტენდენციები;
საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა და დაბალი თვითშეფასება;
იზოლაციის ან გარიყულობის განცდა;
ემოციური არასტაბილურობა და გაღიზიანება.
ფსიქოსოციალური გამოწვევები ხშირად გამოწვეულია არა მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვებით, არამედ გარემო ფაქტორებითაც:
ქრონიკული ტკივილი ან ფიზიკური დისკომფორტი;
კომუნიკაციის სირთულეები, რომლებიც ზღუდავს თვითგამოხატვას;
სოციალური სტიგმა ან განსხვავებულობის განცდა, რაც იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას.
ამ მიზეზების გამო მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, პედაგოგებმა და სპეციალისტებმა დროულად ამოიცნონ ბავშვის საჭიროებები და უზრუნველყონ შესაბამისი მხარდაჭერა.
ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აკეთოს ის, რაც ახარებს და აინტერესებს. ეს ზრდის მოტივაციას, ამცირებს შფოთვას და აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
სპეციფიკური სენსორული თამაშები და მასალები ეხმარება ბავშვს ემოციების კონტროლში. შედეგად უმჯობესდება ყურადღება, ქცევა და თვითშეფასება.
ბავშვისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემო – სპეციალური მაგიდები, ეტლები, კომუნიკაციის საშუალებები – ხელს უწყობს დამოუკიდებლობასა და ჩართულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მშობლების, მასწავლებლებისა და თერაპევტების შეთანხმებული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას ყველა გარემოში – სახლში, სკოლაში და სოციალურ სივრცეში.
თანატოლებთან ურთიერთობა თამაშის, ჯგუფური აქტივობებისა და ერთობლივი პროექტების მეშვეობით ამცირებს სოციალურ იზოლაციას და აძლიერებს მეგობრულ ურთიერთობებს.
ცერებრალური დამბლა მხოლოდ ფიზიკური გამოწვევა არ არის – ის გავლენას ახდენს ბავშვის მთელ ცხოვრებაზე.
ემოციური მხარდაჭერა, სოციალური ჩართულობა და სწორად მორგებული გარემო აუმჯობესებს ბავშვის ხარისხიან ცხოვრებას, ზრდის დამოუკიდებლობას და ხელს უწყობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ასეთი წყვილების შვილებში კი ორჯერ უფრო მაღალია რისკი, რომ აღნიშნული დაავადებისადმი მიდრეკილება განვითარდეს.
რა ხდება?
ზოგიერთი ადამიანი დღეში 20-ჯერ იბანს ხელს. ზოგს დეპრესიის გამო საწოლიდან ადგომა არ შეუძლია. სხვას აქვს აკვიატებული აზრები, რომლებიც დისკომფორტსა და შფოთვას იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჩვენს პლანეტაზე ფსიქიკური აშლილობის სხვადასხვა ფორმით მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება. ეს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს შეადგენს და ამით სხვადასხვა ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური ფენის ადამიანები ზარალდებიან. ფსიქიკური აშლილობები დღეს მედიცინის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემად რჩება. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ „Nature Human Behavior“-ში გამოქვეყნდა, იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ მსგავსი ფსიქიკური დაავადების მქონე პარტნიორი იპოვონ.
რამდენად ხშირია მსგავსი ფსიქიკური აშლილობები მეუღლეებში?
ზემოთ ხსენებული კვლევისთვის მკვლევრებმა გააანალიზეს ტაივანში, დანიასა და შვედეთში მცხოვრები თითქმის 15 მილიონი ადამიანის მონაცემები. მეცნიერებმა შეისწავლეს წყვილები, რომელთაგან ერთ-ერთს ან ორივეს აწუხებდა ცხრა ფსიქიკური აშლილობიდან ერთ-ერთი: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა, აუტიზმი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბოროტად მოხმარება ან ანორექსია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ერთ მეუღლეს ამ დარღვევებიდან რომელიმე ჰქონდა, განსაკუთრებით მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ მის პარტნიორსაც ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ჰქონოდა. უფრო მეტიც, ხშირად, ორივე მეუღლე ერთი და იმავე დაავადებით იტანჯებოდა. „თეორიულად, შფოთვის ან დეპრესიის მქონე ადამიანმა უნდა მოძებნოს სტაბილური და საიმედო პარტნიორი, თუმცა პირიქითაა!“, – აღნიშნავს რობერტ პლომინი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ქცევითი გენეტიკის პროფესორი. ამ მოსაზრებას ამყარებს მონაწილეთა რაოდენობა – 14.8 მილიონი.
როგორია გლობალური ტენდენცია?
პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობენ, 1960-იან წლებში გაჩნდა. თუმცა,
იმ დროს ჩატარებული კვლევები საკმარისად სანდო არ იყო. პირველი მასშტაბური კვლევა, დაახლოებით, ათი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ მასში მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
აშშ-ში, ქალაქ ტალსაში (ოკლაჰომა) მდებარე ტვინის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორ ჩუნ ჩი ფანის ხელმძღვანელობით, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცადა დაედგინა, არსებობს თუ არა პარტნიორის შერჩევის ეს ტენდენცია სხვადასხვა კულტურაში. „გასაკვირი იყო, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა, პრაქტიკულად, იდენტური გახლდათ აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურებშიც კი“, – აღნიშნავს ჩუნ ჩი ფანი. განსხვავებები მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური და ბიპოლარული აშლილობების, ასევე – ანორექსიის შემთხვევაში გამოვლინდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ტაივანში ორივე მეუღლე უფრო ხშირად იტანჯება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით, ვიდრე – ჩრდილოეთ ევროპაში.
კიდევ ერთი დასკვნა, რომლამდეც მკვლევრები მივიდნენ, იყო ის, რომ დარღვევების უმეტესობის შემთხვევაში, ორივე პარტნიორისთვის ერთი და იმავე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმის ალბათობა ათწლეულების განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა. სწორედ ამას ადასტურებს ტაივანიდან 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში კი, ეს ალბათობა კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის პირობებში აჩვენა კლების ტენდენცია. „ეს იმის მიუხედავად, რომ ტაივანში ჯანდაცვის სისტემა, პოლიტიკა და საზოგადოება ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა“, – აღნიშნავს მკვლევარი.
მსგავსებას მიზიდულობის ძალა აქვს
საინტერესოა, რატომ ამყარებენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პიროვნებები უფრო ხშირად ურთიერთობებს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან? არსებობს რამდენიმე თეორია. ერთ-ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ბუნებაა, ეძებოს ისეთი პარტნიორი, რომელთანაც გადაკვეთის ბევრი წერტილი აქვს. გარდა ამისა, საერთო გარემომ და საცხოვრებელმა პირობებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მსგავსი დაავადებების განვითარებას. ამასთანავე, ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებულმა სტიგმამ შეიძლება პარტნიორის არჩევანი მნიშვნელოვნად შეზღუდოს. ჩუნ ჩი ფანის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პირველი თეორია იყო ის, რაც ადამიანებს აერთიანებდა. სამეცნიერო თვალსაზრისით, ამას ეწოდება „პარტნიორის ასოციაციური შერჩევა“, რომლის მიხედვითაც ინდივიდები, გარკვეული მახასიათებლების საფუძველზე, უპირატესობას თავისნაირებს ანიჭებენ. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს შეუძლია უკეთ გაიგოს, თუ რა საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ ანალოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ინდივიდებს აერთიანებთ სხვა საერთო დადებითი მახასიათებლებიც. კერძოდ, როგორიცაა შემოქმედებითობის მაღალი დონე.
ამავდროულად, კვლევა არ პასუხობს კითხვას, თუ რა არის უპირველესი – ურთიერთობა თუ ფსიქიკური აშლილობა? რობერტ პლომინი თვლის, რომ ამის დასადგენად საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება, თავს კარგად გრძნობენ თუ არა ფსიქიკურად დაავადებული მეუღლეები ქორწინებაში, არის თუ არა მსგავსი ფსიქიკური აშლილობა ურთიერთგაგების გარანტია და პირიქით, ხომ აუარესებს ეს პარტნიორის მდგომარეობას.
ბავშვები რისკის ზონიდან
ზემოთ ხსენებულმა კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოავლინა. წყვილებში, სადაც ორივე მშობელი ერთი და იმავე ფსიქიკური დაავადებით იტანჯება, ბავშვს ორჯერ უფრო მეტად აქვს ანალოგიური აშლილობის განვითარების რისკი, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს ეს დიაგნოზი. აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით გამოხატული იყო შიზოფრენიის, დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების შემთხვევებში.
რეკომენდაცია თუ რეკლამა?
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბევრი ფიქრობს, რომ უძილობა მხოლოდ დაღლილობასა და გამოფიტულობაზე მოქმედებს — მაგრამ სინამდვილეში, მეტაბოლიზმზე მისი გავლენა გაცილებით სიღრმისეულია.
მეცნიერული კვლევების თანახმად, მხოლოდ ერთი ღამე ხუთ საათზე ნაკლები ძილით საკმარისია, რომ ინსულინისადმი მგრძნობელობა 20–25%-ით შემცირდეს. ამ დროს ორგანიზმი გლუკოზას ვერ ამუშავებს ეფექტურად და სისხლში შაქრის დონე იზრდება 20–30%-ით იმავე საუზმის შემდეგ, რაც ნორმალური ძილის შემთხვევაში არ მოხდებოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უძილობის შემდეგ სხეული თითქოს „ვერ იგებს“, რომ ინსულინი უკვე გამომუშავებულია — უჯრედები აღარ რეაგირებენ და შაქარი სისხლში უფრო დიდხანს ჩერდება.
კორტიზოლის დონე იზრდება საშუალოდ 40%-ით — ორგანიზმი გადადის სტრესულ რეჟიმში.
ზრდის ჰორმონის გამომუშავება ირღვევა, ამიტომ ქსოვილები და კუნთები ვერ ახერხებენ სრულ აღდგენას.
ტვინი ითხოვს სწრაფ ენერგიას – ტკბილეულს, ნამცხვრებს, ყავას. ეს არ არის ნებისყოფის პრობლემა, არამედ ბუნებრივი ბიოქიმიური რეაქცია: ჯილდოს ცენტრი აქტიურდება, თვითკონტროლი კი სუსტდება.
ამ პროცესების შედეგად, სხეული დროებით გადადის პრედიაბეტურ მდგომარეობაში, რომელიც დაახლოებით 24 საათამდე გრძელდება.
თუ ეს მდგომარეობა მუდმივ ჩვევად იქცევა, ორგანიზმი სწავლობს „სტრესის რეჟიმში“ ცხოვრებას.
გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ ღამეში 6 საათზე ნაკლები ძილი ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს 25–30%-ით, ასევე ზრდის სიმსუქნისა და ტკბილეულისადმი ძლიერი სურვილის ალბათობას.
✅ აირჩიეთ ცილებით მდიდარი საუზმე – კვერცხი, იოგურტი ან თევზი. ეს სტაბილურად შეინარჩუნებს შაქრის დონეს.
✅ კოფეინს მოერიდეთ პირველ 1–2 საათში, რათა კორტიზოლი ბუნებრივად დაეცეს.
✅ საუზმის შემდეგ გაისეირნეთ 10–15 წუთით – მოძრაობა გლუკოზის დონეს დაახლოებით 25%-ით ამცირებს.
✅ დარწმუნდით, რომ მომდევნო 2 ღამეს კარგად იძინებთ, რადგან ინსულინის მგრძნობელობა აღდგება დაახლოებით 48 საათში.
ძილი არ არის ფუფუნება — ეს არის მეტაბოლიზმის ძირითადი ნაწილი.
თითოეული უძილო ღამე ტოვებს კვალი ორგანიზმში, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება.
გაუფრთხილდით თქვენს ძილს ისე, როგორც კვებასა და ფიზიკურ აქტივობას — ეს ახალგაზრდობის, ენერგიისა და გონებრივი გამძლეობის მთავარი გასაღებია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi