პარასკევი, მაისი 8, 2026
მთავარიშენი ექიმინაყოფის ზრდის შეფერხება - FGR ეს არის ნაყოფის მდგომარეობა, როდესაც ის ვერ...

ნაყოფის ზრდის შეფერხება – FGR ეს არის ნაყოფის მდგომარეობა, როდესაც ის ვერ აღწევს საშვილოსნოში გენეტიკურად განსაზღვრულ, მოსალოდნელ ზრდის პოტენციალს

ნაყოფის ზრდის შეფერხება – FGR ეს არის ნაყოფის მდგომარეობა, როდესაც ის ვერ აღწევს საშვილოსნოში გენეტიკურად განსაზღვრულ, მოსალოდნელ ზრდის პოტენციალს.

არსებობს ცნება გესტაციური ასაკისთვის პატარა ნაყოფი (SGA). ეს შესაძლებელია არ იყოს პათოლოგია, არამედ იყოს კონსტიტუციური თავისებურება, ეთნიკური წარმომავლობისა და მშობლების ფიზიკური პარამეტრების მიხედვით.

FGR-ის მიზეზი შესაძლებელია იყოს: დედისმიერი, ნაყოფისმიერი და/ან პლაცენტისმიერი.

დედისმიერ რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი (16 წელზე ნაკლები ან 35 წელზე მეტი), ხშირი მშობიარობა, ქრონიკული დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, ბრონქული ასთმა, გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები), გინეკოლოგიური დაავადებები, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, სოციალური ფაქტორები (ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, ცუდი კვება), დედის მავნე ჩვევები (ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება, მწეველობა).

ნაყოფისმიერი მიზეზებია: გენეტიკურ პათოლოგიები, განვითარების მანკები და მძიმე ინფექციები (სიფილისი, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი და სხვ.)

პლაცენტისმიერი მიზეზებია: პლაცენტის არასწორი განვითარება, ჩაზრდა, ჭიპლარის არასწორი მიმაგრება, პლაცენტის სიმსივნე, პლაცენტის დაზიანება პრეეკლამფსია-ეკლამფსიის, ჰიპერტონიული დაავადების, შაქრიანი დიაბეტის გამო.

რისკი მაღალია ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაყოფებს საერთო პლაცენტა აქვთ.

კლინიკურად გამოხატულია: მშრალი და აქერცლილი კანი, კუნთოვანი მასისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიმცირე, ტიპიური „მოხუცის“ იერი, წვრილი ჭიპლარი, შესაძლოა მეკონიუმით შეფერილი, გახსნილი ქალას ნაკერები და სხვ. ასეთ ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ გართულებები, როგორიცაა: ნაადრევად დაბადება, პერინატალური ასფიქსია, ცუდი თერმორეგულაცია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალცემია, ჰიპერბილირუბინემია, პოლიციტემია, იმუნური სტატუსის დაქვეითება, კვების სირთულეები.

როგორ უნდა ვმართოთ ასეთი ახალშობილი?

თუ ცნობილია, რომ ნაყოფს ზრდის შეფერხება აქვს, მშობიარობა უნდა დაიგეგმოს ცენტრში, გამოცდილი ახალშობილთა პერსონალითა და შესაბამისი რესურსით. ნეონატალურმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი გართულებების მართვის შესაძლო საჭიროება, როგორიცაა:  სუნთქვის ფუნქციის დარღვევა და ჰიპოქსემია, რამაც შეიძლება ვენტილაციის მხარდაჭერა მოითხოვოს და ჰიპოთერმია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ახალშობილის დაუყოვნებლივ გამშრალებით და გამათბობელში მოთავსებით. ასეთი ახალშობილები ხშირად თავსდებიან ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში (NICU).

  ფუტკრის შხამი შეიძლება აგრესიულ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის გასაღები იყოს

FGR-ით დაბადებულ ბავშვებს ესაჭიროებათ შემდგომი ზრდა-განვითარების მეთვალყურეობა, რომელიც უნდა იმართოს მულტიპროფილურად, ვინაიდან მომატებულია ნეიროგანვითარების, მათ შორის კოგნიტური დარღვევბის, მეტყველების შეფერხების, სწავლის უნარის დარღვევის, ქცევითი დარღვევების, ცერებრალური დამბლის, მოტორული შეზღუდვების, კრუნჩხვების, მხედველობის ან სმენის დაქვეითების განვითარების რისკი. ასევე შეიძლება ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა  და თირკმლის დაავადებები.

სტატიის ავტორი:
ნინო კარგაძე- ნეონატოლოგიური და ახალშობილთა ინტენსიური მოვლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეონატოლოგი

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights