იცოდით, რომ შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თვალია?
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ასეთი წყვილების შვილებში კი ორჯერ უფრო მაღალია რისკი, რომ აღნიშნული დაავადებისადმი მიდრეკილება განვითარდეს.
რა ხდება?
ზოგიერთი ადამიანი დღეში 20-ჯერ იბანს ხელს. ზოგს დეპრესიის გამო საწოლიდან ადგომა არ შეუძლია. სხვას აქვს აკვიატებული აზრები, რომლებიც დისკომფორტსა და შფოთვას იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჩვენს პლანეტაზე ფსიქიკური აშლილობის სხვადასხვა ფორმით მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება. ეს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს შეადგენს და ამით სხვადასხვა ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური ფენის ადამიანები ზარალდებიან. ფსიქიკური აშლილობები დღეს მედიცინის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემად რჩება. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ „Nature Human Behavior“-ში გამოქვეყნდა, იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ მსგავსი ფსიქიკური დაავადების მქონე პარტნიორი იპოვონ.
რამდენად ხშირია მსგავსი ფსიქიკური აშლილობები მეუღლეებში?
ზემოთ ხსენებული კვლევისთვის მკვლევრებმა გააანალიზეს ტაივანში, დანიასა და შვედეთში მცხოვრები თითქმის 15 მილიონი ადამიანის მონაცემები. მეცნიერებმა შეისწავლეს წყვილები, რომელთაგან ერთ-ერთს ან ორივეს აწუხებდა ცხრა ფსიქიკური აშლილობიდან ერთ-ერთი: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა, აუტიზმი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბოროტად მოხმარება ან ანორექსია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ერთ მეუღლეს ამ დარღვევებიდან რომელიმე ჰქონდა, განსაკუთრებით მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ მის პარტნიორსაც ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ჰქონოდა. უფრო მეტიც, ხშირად, ორივე მეუღლე ერთი და იმავე დაავადებით იტანჯებოდა. „თეორიულად, შფოთვის ან დეპრესიის მქონე ადამიანმა უნდა მოძებნოს სტაბილური და საიმედო პარტნიორი, თუმცა პირიქითაა!“, – აღნიშნავს რობერტ პლომინი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ქცევითი გენეტიკის პროფესორი. ამ მოსაზრებას ამყარებს მონაწილეთა რაოდენობა – 14.8 მილიონი.
როგორია გლობალური ტენდენცია?
პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობენ, 1960-იან წლებში გაჩნდა. თუმცა,
იმ დროს ჩატარებული კვლევები საკმარისად სანდო არ იყო. პირველი მასშტაბური კვლევა, დაახლოებით, ათი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ მასში მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
აშშ-ში, ქალაქ ტალსაში (ოკლაჰომა) მდებარე ტვინის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორ ჩუნ ჩი ფანის ხელმძღვანელობით, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცადა დაედგინა, არსებობს თუ არა პარტნიორის შერჩევის ეს ტენდენცია სხვადასხვა კულტურაში. „გასაკვირი იყო, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა, პრაქტიკულად, იდენტური გახლდათ აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურებშიც კი“, – აღნიშნავს ჩუნ ჩი ფანი. განსხვავებები მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური და ბიპოლარული აშლილობების, ასევე – ანორექსიის შემთხვევაში გამოვლინდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ტაივანში ორივე მეუღლე უფრო ხშირად იტანჯება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით, ვიდრე – ჩრდილოეთ ევროპაში.
კიდევ ერთი დასკვნა, რომლამდეც მკვლევრები მივიდნენ, იყო ის, რომ დარღვევების უმეტესობის შემთხვევაში, ორივე პარტნიორისთვის ერთი და იმავე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმის ალბათობა ათწლეულების განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა. სწორედ ამას ადასტურებს ტაივანიდან 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში კი, ეს ალბათობა კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის პირობებში აჩვენა კლების ტენდენცია. „ეს იმის მიუხედავად, რომ ტაივანში ჯანდაცვის სისტემა, პოლიტიკა და საზოგადოება ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა“, – აღნიშნავს მკვლევარი.
მსგავსებას მიზიდულობის ძალა აქვს
საინტერესოა, რატომ ამყარებენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პიროვნებები უფრო ხშირად ურთიერთობებს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან? არსებობს რამდენიმე თეორია. ერთ-ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ბუნებაა, ეძებოს ისეთი პარტნიორი, რომელთანაც გადაკვეთის ბევრი წერტილი აქვს. გარდა ამისა, საერთო გარემომ და საცხოვრებელმა პირობებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მსგავსი დაავადებების განვითარებას. ამასთანავე, ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებულმა სტიგმამ შეიძლება პარტნიორის არჩევანი მნიშვნელოვნად შეზღუდოს. ჩუნ ჩი ფანის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პირველი თეორია იყო ის, რაც ადამიანებს აერთიანებდა. სამეცნიერო თვალსაზრისით, ამას ეწოდება „პარტნიორის ასოციაციური შერჩევა“, რომლის მიხედვითაც ინდივიდები, გარკვეული მახასიათებლების საფუძველზე, უპირატესობას თავისნაირებს ანიჭებენ. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს შეუძლია უკეთ გაიგოს, თუ რა საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ ანალოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ინდივიდებს აერთიანებთ სხვა საერთო დადებითი მახასიათებლებიც. კერძოდ, როგორიცაა შემოქმედებითობის მაღალი დონე.
ამავდროულად, კვლევა არ პასუხობს კითხვას, თუ რა არის უპირველესი – ურთიერთობა თუ ფსიქიკური აშლილობა? რობერტ პლომინი თვლის, რომ ამის დასადგენად საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება, თავს კარგად გრძნობენ თუ არა ფსიქიკურად დაავადებული მეუღლეები ქორწინებაში, არის თუ არა მსგავსი ფსიქიკური აშლილობა ურთიერთგაგების გარანტია და პირიქით, ხომ აუარესებს ეს პარტნიორის მდგომარეობას.
ბავშვები რისკის ზონიდან
ზემოთ ხსენებულმა კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოავლინა. წყვილებში, სადაც ორივე მშობელი ერთი და იმავე ფსიქიკური დაავადებით იტანჯება, ბავშვს ორჯერ უფრო მეტად აქვს ანალოგიური აშლილობის განვითარების რისკი, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს ეს დიაგნოზი. აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით გამოხატული იყო შიზოფრენიის, დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების შემთხვევებში.
რეკომენდაცია თუ რეკლამა?
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბევრი ფიქრობს, რომ უძილობა მხოლოდ დაღლილობასა და გამოფიტულობაზე მოქმედებს — მაგრამ სინამდვილეში, მეტაბოლიზმზე მისი გავლენა გაცილებით სიღრმისეულია.
მეცნიერული კვლევების თანახმად, მხოლოდ ერთი ღამე ხუთ საათზე ნაკლები ძილით საკმარისია, რომ ინსულინისადმი მგრძნობელობა 20–25%-ით შემცირდეს. ამ დროს ორგანიზმი გლუკოზას ვერ ამუშავებს ეფექტურად და სისხლში შაქრის დონე იზრდება 20–30%-ით იმავე საუზმის შემდეგ, რაც ნორმალური ძილის შემთხვევაში არ მოხდებოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უძილობის შემდეგ სხეული თითქოს „ვერ იგებს“, რომ ინსულინი უკვე გამომუშავებულია — უჯრედები აღარ რეაგირებენ და შაქარი სისხლში უფრო დიდხანს ჩერდება.
კორტიზოლის დონე იზრდება საშუალოდ 40%-ით — ორგანიზმი გადადის სტრესულ რეჟიმში.
ზრდის ჰორმონის გამომუშავება ირღვევა, ამიტომ ქსოვილები და კუნთები ვერ ახერხებენ სრულ აღდგენას.
ტვინი ითხოვს სწრაფ ენერგიას – ტკბილეულს, ნამცხვრებს, ყავას. ეს არ არის ნებისყოფის პრობლემა, არამედ ბუნებრივი ბიოქიმიური რეაქცია: ჯილდოს ცენტრი აქტიურდება, თვითკონტროლი კი სუსტდება.
ამ პროცესების შედეგად, სხეული დროებით გადადის პრედიაბეტურ მდგომარეობაში, რომელიც დაახლოებით 24 საათამდე გრძელდება.
თუ ეს მდგომარეობა მუდმივ ჩვევად იქცევა, ორგანიზმი სწავლობს „სტრესის რეჟიმში“ ცხოვრებას.
გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ ღამეში 6 საათზე ნაკლები ძილი ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს 25–30%-ით, ასევე ზრდის სიმსუქნისა და ტკბილეულისადმი ძლიერი სურვილის ალბათობას.
✅ აირჩიეთ ცილებით მდიდარი საუზმე – კვერცხი, იოგურტი ან თევზი. ეს სტაბილურად შეინარჩუნებს შაქრის დონეს.
✅ კოფეინს მოერიდეთ პირველ 1–2 საათში, რათა კორტიზოლი ბუნებრივად დაეცეს.
✅ საუზმის შემდეგ გაისეირნეთ 10–15 წუთით – მოძრაობა გლუკოზის დონეს დაახლოებით 25%-ით ამცირებს.
✅ დარწმუნდით, რომ მომდევნო 2 ღამეს კარგად იძინებთ, რადგან ინსულინის მგრძნობელობა აღდგება დაახლოებით 48 საათში.
ძილი არ არის ფუფუნება — ეს არის მეტაბოლიზმის ძირითადი ნაწილი.
თითოეული უძილო ღამე ტოვებს კვალი ორგანიზმში, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება.
გაუფრთხილდით თქვენს ძილს ისე, როგორც კვებასა და ფიზიკურ აქტივობას — ეს ახალგაზრდობის, ენერგიისა და გონებრივი გამძლეობის მთავარი გასაღებია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ექიმის გაფრთხილება: შაქარი ნარკოტიკივით მოქმედებს – ბავშვებისთვის ტკბილი პროდუქტები საფრთხეს ქმნის
საუბრობს კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე გადაცემაში “დიდი შესვენება”:
წარსულში ბევრისთვის ჩვეულებრივი იყო ბავშვისთვის გოგლი-მოგლის, თაფლისა თუ სხვა ტკბილი საკვების მიცემა, თუმცა ექიმები დღეს სრულიად განსხვავებულად აფასებენ ასეთ პრაქტიკას. სპეციალისტების თქმით, შაქარი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნივთიერებად ითვლება და ბავშვებში მასზე დამოკიდებულება შესაძლოა სერიოზულ დაავადებებამდე – მათ შორის შაქრიან დიაბეტამდე მიიყვანოს.
„ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვს უნდა ეჭამა ტკბილი, მაგრამ ახლა მშობლებს ვურჩევ, შვილებს უშაქრო ცხოვრება შევასწავლოთ,“ – განმარტავს ექიმი.
მისი თქმით, შაქარი ნარკოტიკივით მოქმედებს – ადამიანს უჭირს მისი მიტოვება.
„შაქარი ნარკოტიკივით მოქმედებს – ადამიანს უჭირს მისი მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად „თეთრ სიკვდილს“ უწოდებენ, მისი ზემოქმედება გაცილებით სიღრმისეულია: ტკბილზე მიჩვევა არღვევს ორგანიზმის შაქარმარეგულირებელ მექანიზმს, რის შედეგადაც ჩნდება დიაბეტის რისკი.“
ექიმის თქმით, ტკბილი პროდუქტების ჭარბი მიღება იწვევს ჩაკეტილ ციკლს – ბავშვი მუდმივად ითხოვს შაქრიან საკვებს, რაც დროთა განმავლობაში ორგანიზმი ავადმყოფობისკენ მიჰყავს.
„ბავშვს უნდება ტკბილი და ჭამს იქამდე, სანამ სხეულის რესურსი არ ამოიწურება. სწორედ ასე იწყება დიაბეტის განვითარება,“ – ხაზგასმით აღნიშნავს სპეციალისტი.
შეამცირეთ ბავშვების შაქრის მოხმარება;
ტკბილი სასმელები და ტკბილეული ჩაანაცვლეთ ხილით;
ბავშვს აუხსენით, რატომ არის მავნე შაქარი;
ჩამოაყალიბეთ უშაქრო კვების კულტურა ოჯახში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
არსებობს ცნება – გესტაციური ასაკისთვის პატარა ნაყოფი (SGA). ეს შესაძლებელია არ იყოს პათოლოგია, არამედ იყოს კონსტიტუციური თავისებურება, ეთნიკური წარმომავლობისა და მშობლების ფიზიკური პარამეტრების მიხედვით.
FGR-ის მიზეზი შესაძლებელია იყოს: დედისმიერი, ნაყოფისმიერი და/ან პლაცენტისმიერი.
დედისმიერ რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი (16 წელზე ნაკლები ან 35 წელზე მეტი), ხშირი მშობიარობა, ქრონიკული დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, ბრონქული ასთმა, გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები), გინეკოლოგიური დაავადებები, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, სოციალური ფაქტორები (ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, ცუდი კვება), დედის მავნე ჩვევები (ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება, მწეველობა).
ნაყოფისმიერი მიზეზებია: გენეტიკურ პათოლოგიები, განვითარების მანკები და მძიმე ინფექციები (სიფილისი, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი და სხვ.)
პლაცენტისმიერი მიზეზებია: პლაცენტის არასწორი განვითარება, ჩაზრდა, ჭიპლარის არასწორი მიმაგრება, პლაცენტის სიმსივნე, პლაცენტის დაზიანება პრეეკლამფსია-ეკლამფსიის, ჰიპერტონიული დაავადების, შაქრიანი დიაბეტის გამო.
რისკი მაღალია ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაყოფებს საერთო პლაცენტა აქვთ.
კლინიკურად გამოხატულია: მშრალი და აქერცლილი კანი, კუნთოვანი მასისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიმცირე, ტიპიური „მოხუცის“ იერი, წვრილი ჭიპლარი, შესაძლოა მეკონიუმით შეფერილი, გახსნილი ქალას ნაკერები და სხვ. ასეთ ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ გართულებები, როგორიცაა: ნაადრევად დაბადება, პერინატალური ასფიქსია, ცუდი თერმორეგულაცია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალცემია, ჰიპერბილირუბინემია, პოლიციტემია, იმუნური სტატუსის დაქვეითება, კვების სირთულეები.
როგორ უნდა ვმართოთ ასეთი ახალშობილი?
თუ ცნობილია, რომ ნაყოფს ზრდის შეფერხება აქვს, მშობიარობა უნდა დაიგეგმოს ცენტრში, გამოცდილი ახალშობილთა პერსონალითა და შესაბამისი რესურსით. ნეონატალურმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი გართულებების მართვის შესაძლო საჭიროება, როგორიცაა: სუნთქვის ფუნქციის დარღვევა და ჰიპოქსემია, რამაც შეიძლება ვენტილაციის მხარდაჭერა მოითხოვოს და ჰიპოთერმია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ახალშობილის დაუყოვნებლივ გამშრალებით და გამათბობელში მოთავსებით. ასეთი ახალშობილები ხშირად თავსდებიან ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში (NICU).
FGR-ით დაბადებულ ბავშვებს ესაჭიროებათ შემდგომი ზრდა-განვითარების მეთვალყურეობა, რომელიც უნდა იმართოს მულტიპროფილურად, ვინაიდან მომატებულია ნეიროგანვითარების, მათ შორის კოგნიტური დარღვევბის, მეტყველების შეფერხების, სწავლის უნარის დარღვევის, ქცევითი დარღვევების, ცერებრალური დამბლის, მოტორული შეზღუდვების, კრუნჩხვების, მხედველობის ან სმენის დაქვეითების განვითარების რისკი. ასევე შეიძლება ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებები.
სტატიის ავტორი:
ნინო კარგაძე- ნეონატოლოგიური და ახალშობილთა ინტენსიური მოვლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეონატოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ადამიანებზე ჩატარებულმა რევოლუციურმა კვლევამ პირველი კლინიკური მტკიცებულება მოგვაწოდა, რომ ნიგვზის ყოველდღიური მიღება – შეიძლება დაეხმაროს ბიოლოგიური გზების გააქტიურებას, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს უჯრედების სიკვდილს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში ორი უნცია ნიგვზის მოხმარება ცვლის გენების ექსპრესიას სარძევე ჯირკვლის ქსოვილში, აძლიერებს აპოპტოზთან (ორგანიზმის ბუნებრივი პროცესი დაზიანებული ან კიბოს უჯრედების აღმოსაფხვრელად).
რა აჩვენა კვლევამ
კაკალმა შესაძლოა შეფარეხოს ან შეცვალოს უჯრედთა ქცევა ისედაც სიმსივნურ ქსოვილში, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩენაა. გარდა იმისა, რომ ფოკუსი იყო სიმსივნეზე, სხვა მონაცემებიც მიუთითებენ იმაზე, რომ კაკალი შეიცავს რეგუალურად ინიკალურ ნუტრიენტებს, როგორიცაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები, რომლებიც ცნობილია ანთების შემცირებისა და უჯრედთა დაზიანების თავიდან აცილების მიმართულებით.
ნიგოზი საკვები ნივთიერებებით მდიდარი ენერგეტიკული წყაროა, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და პოლიფენოლებით, რომელთაგან თითოეულს აქვს ანთების საწინააღმდეგო და უჯრედების დამცავი თვისებები. ეს ნაერთები შეიძლება ერთად მუშაობდნენ უჯრედების ზრდის რეგულირებაზე, ჟანგვითი სტრესის შემცირებაზე და ორგანიზმის სიმსივნის განვითარებისგან დაცვის გაძლიერებაზე. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ნიგოზი არა მხოლოდ ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას – ის ასევე შეიძლება დაეხმაროს კიბოს მკურნალობას ტრადიციულ თერაპიებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული და შეზღუდული მასშტაბისაა, ეს კვლევა აძლიერებს იმ აზრს, რომ კვება სასიცოცხლო როლს ასრულებს დაავადებების პრევენციასა და გამოჯანმრთელებაში. ნიგოზი ასევე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ტვინის ფუნქციონირებას და მეტაბოლურ ბალანსს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვებად აქცევს, რომლის დამატებაც შეგიძლიათ თქვენს ყოველდღიურ რაციონში.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიგოზი განკურნების საშუალება არ არის, მისი ბუნებრივი ბიოაქტიური ნაერთები შეიძლება გახდეს კიბოს მკურნალობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის სამომავლო დიეტური სტრატეგიების ნაწილი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადაცემა „ჯანმრთელობის ფორმულაში“ – ბიძინა კულუმბეგოვის 15 დღიანი დიეტა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi