ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს

საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.

შეხვედრა, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში შედგა.

მიხეილ სარჯველაძემ ჰანს კლუგეს, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, მომავალში, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის.

როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

მიხეილ სარჯველაძემ, დანიის დედაქალაქში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, გამართა მაღალი რანგის შეხვედრები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ასევე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა – კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს

დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა - კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს
#post_seo_title

კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს.

დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გასული წლის ანგარიში წარადგინა ევროპის რეგიონულმა დირექტორმა – ჰანს კლუგემ, რომელმაც საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმას ისტორიული უწოდა და მიხეილ სარჯველაძეს, აღნიშნული წარმატება მიულოცა.

სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ იმ პროგრამასა და რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეების ფინანსურ დაცულობას, ასევე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მან, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელებსა და ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს.

ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ღონისძიებას, ასევე, ესწრებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

სესიის ფარგლებში, ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი ბორდისა და ევროპის რეგიონის ჯანდაცვის კომიტეტის წევრების არჩევნები.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 53 წევრი ქვეყნის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იმსჯელებენ ევროპის სამუშაო პროგრამის პროექტზე 2026–2030 წლებისთვის (EPW2), რომლის მიზანიც ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება და ხუთწლიანი გეგმის განსაზღვრაა. სესიაზე, განიხილავენ, 2026–2030 წლებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგიას ევროპის რეგიონში. ასევე – 2025-2030 წლებისთვის, ინოვაციების გამოყენების სტრატეგიას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ევროპის რეგიონში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ინფიცირებულთა რიცხვი ათასებს აღწევს, რაც წლის ამ პერიოდისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია – ეპიდემია გამოაცხადა

ელიმინაციის პროცესში არსებული დაავადებები
#post_seo_title

იაპონიის ჯანდაცვის უწყებამ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია გამოაცხადა.

ინფიცირებულთა რიცხვი ათასებს აღწევს, რაც წლის ამ პერიოდისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს შესაძლოა, მძიმე გრიპის სეზონის მაუწყებელი იყოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ევროპისთვის.

იაპონიაში გრიპის სეზონი, როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება. თუმცა, წელს ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ჩვეულებრივზე ხუთი კვირით ადრე დაიწყო. 10 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში გრიპის 6,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 100-ზე მეტი სკოლა დაიხურა, ხოლო ჰოსპიტალიზებული პაციენტების თითქმის ნახევარი 14 წლამდე ასაკის ბავშვია. “შესაძლოა, ოქტომბერში შემთხვევები დაგეფიქსირებინა, მაგრამ არა ეპიდემიური მასშტაბის”, – ამბობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის ცენტრის დირექტორის მოადგილე, იან ბარი.

რატომ ახლა? – სამი მთავარი მიზეზი

ექსპერტები ეპიდემიის უჩვეულოდ ადრე დაწყებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ:

  1. გაზრდილი საერთაშორისო მგზავრობა: კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგენილმა ტურიზმმა და მიმოსვლამ ვირუსების გავრცელებას შეუწყო ხელი.
  2. “იმუნური ხარვეზი” (Immunity Gap): ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პანდემიური შეზღუდვების გამო, მოსახლეობას გრიპის ვირუსთან ნაკლები შეხება ჰქონდა, რამაც, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში, იმუნიტეტი დაასუსტა.
  3. კლიმატის ცვლილება: ამინდის ცვლილება ასევე განიხილება, როგორც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.
ავსტრალიური კვალი: H3N2 შტამი

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიიდან შტამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გამოწვეულია A გრიპის შტამით, H3N2. სწორედ ამ შტამმა გამოიწვია შემთხვევების მკვეთრი ზრდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში. ექსპერტების თქმით, ავსტრალიელი ტურისტების დიდი ნაკადი იაპონიაში ვირუსის ერთი ნახევარსფეროდან მეორეში სწრაფი გავრცელების მიზეზი გახდა.

იაპონიის ეპიდემია ერთგვარი “ადრეული გაფრთხილებაა” ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის, რომლებიც ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან. ის გვიჩვენებს, თუ რომელი შტამი იქნება, სავარაუდოდ, დომინანტი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გრიპის სეზონური ვაქცინაციის მნიშვნელობას მომავალი ტალღისთვის მოსამზადებლად.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ის უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ხელმისაწვდომია ამბულატორიებში.

წყარო

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯადოსნური ხსნარი – ოთხი პროდუქტი რომელიც სხვადასხვა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ

კვერცხი, თაფლი, კონიაკი და ლიმონი – ოთხი პროდუქტი რომელიც სხვადასხვა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ

კვერცხი, თაფლი, კონიაკი და ლიმონი – ოთხი პროდუქტი რომელიც სხვადასხვა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ

4 პროდუქტით უნივერსალურ რეცეპტს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” გვიზიარებს.

ეს ჯადოსნური ხსნარი ბევრი დაავადებისაგან განკურნებაში დაგეხმარებათ, იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და თქვენს ორგანიზმს გააჯანსაღებს:

„ეს ოთხი ინგრედიენტი საოცრად მოქმედებს ერთად — რეცეპტი ჩემი მეუღლის დიდმა ბებიამ თავისი შვილიშვილისთვის მოამზადა, როცა ის სუსტად იყო და ვერაფერი შველოდა. მაშინ ექიმებიც ვერაფერს ახერხებდნენ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჰქონია. თურმე ეს ნარევი გურიაში ფართოდ იყო ცნობილი: ამზადებდნენ კვერცხის, თაფლის, შაქრის, კონიაკისა და ლიმონისგან. შაქარს იქ მთავარი დანიშნულება ჰქონდა — პროდუქტს არ აძლევდა გაფუჭების საშუალებას. ორი კვირის შემდეგ ავადმყოფი სრულად გამოკეთდა… მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილებისთვისაც მიმეცა — სამ წლიდან ყველას ვაძლევდი.

შემდგომ გაირკვა, რომ კვერცხის ნაჭუჭში მიკროელემენტების ისეთი ბალანსია, როგორიც თავად ადამიანის ორგანიზმში. ნაჭუჭი უნდა დამუშავდეს იმ დონემდე, რომ აპკი უცვლელად დარჩეს — არც ზედმეტად მაგარი და არც ნახევრად დაშლილი. ასეთ ფორმაში ორგანიზმი მასში არსებულ ელემენტთა დაახლოებით 80%-ს ითვისებს. როდესაც მიკროელემენტების თანაფარდობა ნორმაშია, სხეული ძლიერი ხდება — ვერც ვირუსი და ვერც ბაქტერია ვერ ერევა.

გურულებმა განსაკუთრებული ხერხიც მოიგონეს: იღებდნენ ლიტრიან ქილას, დებდნენ 10 ცალ ახალ, 5–7 დღიან სოფლის კვერცხს, ასხამდნენ იმდენ ლიმონის წვენს, რომ მთლიანად დაფარულიყო. ასე იწყებოდა დნობის პროცესი. მაცივარში ნამყოფი კვერცხი არ ვარგა, ისე უნდა იყოს შენახული, რომ ცივი არ იყოს. აგრეთვე, ქათმები არ უნდა იყვნენ ანტიბიოტიკებით გამოკვებილნი. ქილა ინახებოდა ბნელ, გრილ ადგილას 10–14 დღე. ამ დროის შემდეგ ნაჭუჭი მთლიანად ქრება და კვერცხი მხოლოდ აპკში რჩება. ამ დროს საჭიროა სიფრთხილე — მეტალის გამოყენება დაუშვებელია. ლიმონში არსებული C ვიტამინი ხელს უწყობს, რომ ორგანიზმმა ყველა სასარგებლო ნივთიერება უკეთ აითვისოს.

რეცეპტისთვის საჭიროა: 200 გრამი შაქარი უნდა დავამატოთ, მაგრამ მე 100 გრამს ვიყენებ. გოგლი-მოგლი გავაკეთოთ. კარგად რომ ავთქვეფთ, დავამატოთ თაფლი, შემდეგ ქილაში დარჩენილი ლიმონიანი ნალექი ჩავასხათ და კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ კი კონიაკი. კარგად უნდა ავურიოთ. აუცილებლად მუქ ბოთლებში უნდა ჩავასხათ და მაცივარში შევდგათ. თითო გამოყენების წინ უნდა ავანჯღრიოთ.

ბავშვებს 3 წლიდან ვაძლევდი და ავად არასდროს გამხდარან. 12 წლამდე სვამდნენ, მერე აღარ უნდოდათ. პატარებთან 1 ჩაის კოვზი გამოვიყენე. დილა-საღამოს, ჭამამდე 20 წუთით ადრე. შემდეგ სუფრის კოვზი გამოვიყენე, ბოლოს 50 გრამამდე გავზარდე. უფროსების დოზა 50 გრამია. დღეში 2-3-ჯერ უნდა გამოვიყენოთ. გააჩნია ადამიანის იმუნიტეტს.

აფთიაქში რომ ვიტამინებს ვყიდულობთ, ორგანიზმი 20-30% შეიწოვს. კვერცხის გული ყველა ამინომჟავას შეიცავს, რომლისგანაც ჩვენი ცილები შედგება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია. კონიაკი პიროღვინის მჟავას შეიცავს, რომელიც სისხლძარღვებისთვის ძალიან კარგია. თაფლი სერიოზული ალერგენია, თუმცა ამ შემთხვევაში მიკროდოზით ვიყენებთ.

ეს ყველაფრის წამალია. იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ფანტასტიკურია. გურიაში მას ფილტვების წამლად მოიხსენიებდნენ. ოსტეოპოროზებისთვის ძალიან კარგია. რა ვიტამინი და მიკროელემენტიც გვაკლია, ორგანიზმი იმას შეიწოვს.

საკუთარ თავზე ასეთი რამ მოვსინჯე: დღეში 3-ჯერ ვიღებდი და არაფერს ვჭამდი. აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია. ბალანსს იმდენად აწესრიგებდა, არც მშივდებოდა.

ძალიან ჭკვიანი რეცეპტია. არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ერთადერთი დიაბეტით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში, ფრთხილად, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გამოვიყენეთ. ასევე, თაფლზე ალერგია არ უნდა გქონდეთ.

როგორც კი სიცივეები იწყებოდა, მაშინ ვაკეთებდი. რომ დავამზადებთ და მაცივარში შევდებთ, ახალ პარტიას გავაკეთებთ, რომელიც 14 დღეში დამზადდება.

როგორც კი სიცივეები იწყებოდა, მაშინ ვაკეთებდი. რომ დავამზადებთ და მაცივარში შევდებთ, ახალ პარტიას გავაკეთებთ, რომელიც 14 დღეში დამზადდება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არის ყველა გარშემო გაციებული? – სეზონური “იდეალური შტორმი” – სამი მთავარი ფაქტორის კომბინაცია, რომელიც ასუსტებს ჩვენს დაცვას და აძლიერებს ინფექციების გავრცელებას

COVID is Not the Flu: the data shows that COVID-19 remains a far more dangerous virus, both in terms of its immediate effects and long-term consequences
#post_seo_title
რატომ არის ყველა გარშემო გაციებული?
მეცნიერების პასუხი: სეზონური “იდეალური შტორმი”
სულ უფრო ხშირად გვესმის: „ოფისში აცემინებენ, ტრანსპორტში ახველებენ, სკოლაში თითქმის ყველა ბავშვი ავადაა“ — რატომ ხდება ეს ყოველწლიურად, მაგრამ განსაკუთრებით ახლა?
მეცნიერების განმარტებით, ამჟამად ვირუსების გავრცელებისთვის შექმნილია “იდეალური შტორმი” — სამი მთავარი ფაქტორის კომბინაცია, რომელიც ასუსტებს ჩვენს დაცვას და აძლიერებს ინფექციების გავრცელებას.
1. პოსტპანდემიური “იმუნოლოგიური ვალი”
COVID-19-ის პერიოდში საზოგადოება სამი წელი ცხოვრობდა ნიღბებით, იზოლაციით და დისტანციით. ამან შეამცირა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსების (გრიპი, RSV, პარაინფლუენცა) გავრცელებაც.
ახლა კი, როცა ეს შეზღუდვები აღარ არსებობს, ჩვენი იმუნური სისტემა გარკვეულწილად „გაუტრენინგებელია“.
ამ ეფექტს მეცნიერები უწოდებენ „იმუნოლოგიურ ვალს“ (immunity debt) — როცა ორგანიზმი დროებით კარგავს ბუნებრივ გამძლეობას ინფექციების მიმართ.
ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2022–2024 წლებში გრიპის შემთხვევები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა [1].
2. სკოლები, ოფისები და ყოველდღიური კონტაქტი
გრიპისა და გაციების გავრცელება მკვეთრად მატულობს მაშინ, როცა:
• სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები იწყებენ მუშაობას;
• ოფისებში ადამიანები დაბრუნდნენ ფიზიკურად;
• აცივდა და უფრო მეტ დროს დახურულ სივრცეებში ვატარებთ.
დაბალი ტემპერატურა და ტენიანობა ხელს უწყობს ვირუსების გადარჩენას და ჰაერში უფრო დიდხანს შენარჩუნებას [2].
კვლევების თანახმად, გრიპის ვირუსის გადაცემის რისკი 40%-ით იზრდება, როცა გარემოს ტემპერატურა 5–10°C ფარგლებშია და ტენიანობა დაბალია [3].
3. ცუდი ვენტილაცია და დახურული სივრცეები
ვირუსები ხშირად ვრცელდება არა მხოლოდ წვეთებით, არამედ ჰაერში დარჩენილი მიკრონაწილაკებით — ანუ აეროზოლური გზით.
როდესაც ოთახი ცუდად ნიავდება — მაგალითად, ტრანსპორტში ან ოფისში — ინფიცირების შანსი იზრდება 3–5-ჯერ [4].
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ოთახების რეგულარული განიავება, განსაკუთრებით სამუშაო და სასწავლო გარემოში.
ნიღბის მნიშვნელობა
ბევრს ჰგონია, რომ პანდემიის შემდეგ ნიღაბს აღარაფერი მოეთხოვება — მაგრამ ეს მცდარია.
განსაკუთრებით გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების სეზონზე, ნიღაბი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დამცავ საშუალებად.
The Lancet Infectious Diseases-ის 2024 წლის მეტაანალიზის მიხედვით:
• სწორად მორგებული სამედიცინო ან FFP2 ნიღბის ტარება
• ამცირებს რესპირატორული ვირუსების გადაცემის რისკს 56%-ით [5].
ნიღაბი ყველაზე საჭიროა:
• საზოგადოებრივ ტრანსპორტში,
• დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში,
• როცა თავად გაქვთ ხველა ან ცემინება.
გრიპი ≠ გაციება
გრიპი და გაციება განსხვავებული დაავადებებია — აი, ძირითადი განსხვავებები:
გაციება
• ვითარდება ნელა და მსუბუქად.
• ხშირად მხოლოდ ცხვირის გამონადენით ან მსუბუქი ხველით მიმდინარეობს.
• ტემპერატურა იშვიათად მაღლდება.
• გართულებები იშვიათია.
გრიპი
• იწყება უეცრად — რამდენიმე საათში.
• ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (38–40°C), ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი.
• ხველა შეიძლება იყოს ძლიერი და ხანგრძლივი.
• ხშირია გართულებები — მაგალითად, პნევმონია, ოტიტი ან გულის გართულებები.
გრიპის შემთხვევები ყოველთვის საჭიროებენ დაკვირვებას — განსაკუთრებით ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
WHO ყოველწლიურად განაახლებს რეკომენდაციას გრიპის ვაქცინაციაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცრა:
• ხანდაზმულებისთვის (>60 წელი);
• ორსულებისთვის;
• ბავშვებისთვის და იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის;
• ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
გლობალური მონაცემებით, გრიპის ვაქცინამ 2024 წელს
• 68%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი,
• და 41%-ით — სიკვდილიანობა [6].
როგორ დავიცვათ თავი და სხვები
• დაიბანეთ ხელები რეგულარულად (მინ. 20 წამი)
• გაანიავეთ ოთახები ყოველ 2–3 საათში
• ატარეთ ნიღაბი დახურულ სივრცეებში
• აიცერით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით
• დარჩით სახლში, როცა ავად ხართ
• მოერიდეთ თვითმკურნალობას და განსაკუთრებით — ანტიბიოტიკების უსაფუძვლო მიღებას
ხშირი კითხვები
შეიძლება ერთდროულად გრიპი და COVID მქონდეს?
დიახ, ასეთი შემთხვევა ცნობილია როგორც ფლურონა. ეს უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს, ამიტომ რეკომენდებულია დროული ტესტირება და იზოლაცია.
უნდა მივიღო ანტიბიოტიკი გაციებაზე?
არა. გაციება ვირუსულია — ანტიბიოტიკები კი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს.
როდის უნდა მივმართო ექიმს?
თუ ტემპერატურა 39°C-ზე მეტია, ხველა არ ქრება 7 დღეზე მეტხანს, ან გაჩნდება სუნთქვის გაძნელება — აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ლიტერატურა
1. Cohen R, et al. Immunity debt: Re-emergence of infections after COVID-19 pandemic. Lancet Infect Dis. 2023;23(4):419–427.
2. Lowen AC, Steel J. Roles of humidity and temperature in shaping influenza seasonality. J Virol. 2021;95(6):e01746-20.
3. Shaman J, Kohn M. Absolute humidity modulates influenza survival. Proc Natl Acad Sci USA. 2009;106(9):3243–3248.
4. Morawska L, Cao J. Airborne transmission of respiratory viruses. Environ Int. 2020;142:105832.
5. Chu DK, et al. Physical distancing, face masks, and eye protection to prevent person-to-person transmission of SARS-CoV-2 and other respiratory viruses. Lancet Infect Dis. 2024;24(2):115–130.
6. World Health Organization. Seasonal influenza vaccines: effectiveness and recommendations. WHO, 2024.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით
#post_seo_title

ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში შედგა.

„მიხეილ სარჯველაძემ ჰანს კლუგეს, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, მომავალში, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის.

როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

მიხეილ სარჯველაძემ, დანიის დედაქალაქში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, გამართა მაღალი რანგის შეხვედრები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ასევე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს პაციენტის სიცოცხლის ფასად შეიძლება დასრულდეს – პაციენტს ინსულტის შემდეგ განუვითარდა დემენცია და ფსიქოზური სიმპტომები – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
#post_seo_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  გიორგი კავკასიძის პოტს ეხმიანება, – 97 წლის პაციენტს ინსულტის შემდეგ განუვითარდა დემენცია და ფსიქოზური სიმპტომები. ნევროპათოლოგმა დაუნიშნა Olanzapine 5 მგ.

იცნობთ პრეპარატს, რომელსაც უნიშნავთ პაციენტს?

ექიმებო, კითხვა მარტივია — წაიკითხეთ “ინსტრუქცია”?
საქართველოში ყოველდღიურად ათასობით პაციენტს უნიშნავენ წამლებსა და დანამატებს ისე, რომ არც ექიმი და არც ფარმაცევტი არ კითხულობს პრეპარატის ოფიციალურ ინსტრუქციას (SmPC – Summary of Product Characteristics).
ეს მხოლოდ ფორმალური შეცდომა არ არის — ეს პაციენტის სიცოცხლის ფასად შეიძლება დასრულდეს.
Olanzapine-ის მაგალითი — როცა “ჩვეულებრივი დანიშვნა” შეიძლება იყოს საბედისწერო
97 წლის პაციენტს ინსულტის შემდეგ განუვითარდა დემენცია და ფსიქოზური სიმპტომები. ნევროპათოლოგმა დაუნიშნა Olanzapine 5 მგ.
თუ გახსნით პრეპარატის ოფიციალურ SmPC-ს (ეს დოკუმენტი არის საჯარო, EMA-სა და FDA-ს საიტებზე), პირველი გაფრთხილებაა:
“In older people with dementia, the use of olanzapine increases the risk of death.”
(„ხანდაზმულ, დემენციან პაციენტებში პრეპარატი ზრდის სიკვდილის რისკს.“)
ეს ინფორმაცია არც ფარულია, არც რთულად მოსაძებნი. მაგრამ ხშირად ვერავინ კითხულობს. შედეგი კი — საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს.
“ინსტრუქციის” გაუთვალისწინებლობა — სისტემური ეპიდემია
საუბარია არა მხოლოდ წამლებზე, არამედ საკვებ დანამატებზე, რომლებიც საქართველოში იყიდება “რეკომენდაციის” ფორმით, ექიმებისა და ფარმაცევტების გვერდებიდან, თითქოს ეს იყოს უბრალო პროდუქტი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ევროპული და ქართული ნორმა (დადგენილება №360, №227, EMA/WHO/WMA) ითხოვს:
• მკაფიო სერტიფიკატებს (GMP, ISO, COA),
• დადასტურებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს,
• და ზუსტ ინსტრუქციას რისკების შესახებ,
რეალობაში ექიმთა დიდი ნაწილი არც SmPC-ს კითხულობს და არც პროდუქტის ხარისხს ამოწმებს.
ეს არ არის მხოლოდ პროფესიული დაუდევრობა — ეს ეთიკური დარღვევაა
სამედიცინო ეთიკა (WMA, WHO) მკაფიოდ ამბობს:
ექიმს არ აქვს უფლება რეკლამირებდეს, ურჩიოს ან დანიშნოს მედიკამენტი/დანამატი მტკიცებულებების გარეშე.
თუ ექიმი არ ფლობს ოფიციალურ მონაცემს — ეს უკვე მიანიშნებს არაპროფესიონალიზმზე.
რას ნიშნავს SmPC?
SmPC (Summary of Product Characteristics) — ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის:
• ჩვენებებსა და უკუჩვენებებს,
• გვერდით ეფექტებს,
• ფარმაკოლოგიურ მონაცემებს,
• დოზირებას და გაფრთხილებებს.
იგი წარმოადგენს იმ “საშინაო დავალებას”, რომელიც ყოველ ექიმს უნდა ჰქონდეს წაკითხული დანიშვნამდე.
საჯარო შეკითხვა
რატომ არ კითხულობენ ქართველი ექიმები პრეპარატის ინსტრუქციას?
რატომ არ ითხოვენ დანამატების ხარისხის სერტიფიკატებს, როცა ეს არის პირდაპირი კანონიერი ვალდებულება?
ეს არის სერიოზული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, რომელსაც უნდა შეეხოს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე პროფესიული ასოციაციები.
დასკვნა
  • სანამ დანიშნავ — წაიკითხე SmPC
  • სანამ რეკომენდაციას მისცემ — შეამოწმე სერტიფიკატი
  • სანამ გაუზიარებ პოსტს — დაიცავი პაციენტის სიცოცხლე
სხვა გზა არ არსებობს.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რას აჩვენებს სამეცნიერო კვლევები – არსებობს თუ არა პრეპარატი ან დანამატი, რომელიც რეალურად ასტიმულირებს სიმაღლეს?

პროდუქტები -სიმაღლეში ზრდა
#post_seo_title

ბავშვის ზრდა – არსებობს თუ არა პრეპარატი ან დანამატი, რომელიც რეალურად ასტიმულირებს სიმაღლეს?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ბავშვის ზრდა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. ყველა სურს, რომ შვილი იყოს ჯანმრთელი, გამართული და „საკმარისად მაღალი“. ამიტომაც ხშირად ჩნდება ცდუნება — „არსებობს თუ არა ისეთი დანამატი ან პრეპარატი, რომელიც ზრდას ასტიმულირებს?“
პასუხი მარტივი არაა. სამეცნიერო კვლევები ცალსახად აჩვენებს: რეალურად მოქმედი ზრდის პრეპარატები მხოლოდ მედიკამენტურია და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ სამედიცინო ჩვენებებში გამოიყენება. დანამატები კი მხოლოდ კვებითი დეფიციტის აღმოსაფხვრელად არის სასარგებლო, მაგრამ „სიმაღლეს“ არ ზრდის.
რა მუშაობს რეალურად
მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ჰორმონული თერაპია.
არსებობს სამეცნიეროდ დამტკიცებული პრეპარატები, რომლებიც ზრდის ასტიმულირებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს დადასტურებული აქვს ჰორმონული ან გენეტიკური დარღვევა.
1. რეკომბინანტული ზრდის ჰორმონი (Somatropin) – გამოიყენება მხოლოდ სპეციალური დიაგნოზის დროს, მაგალითად:
• ზრდის ჰორმონის დეფიციტი
• ტერნერის სინდრომი
• ქრონიკული თირკმლის დაავადება
• პრადერ-ვილის სინდრომი
• დაბადებით მცირე წონის მქონე ბავშვები, რომლებსაც ზრდა არ დაეწიათ
შედეგი: ზრდის საშუალო მატება 5–8 სმ, მხოლოდ შესაბამისი ჩვენებისას და რეგულარული მონიტორინგით.
2. ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი (IGF-1; მეკასერმინი) – ინიშნება მაშინ, როცა ბავშვს აქვს მძიმე პირველადი IGF-1 დეფიციტი. პრეპარატი ეფექტურია, მაგრამ საჭიროებს მკაცრ მეთვალყურეობას და დიეტურ კონტროლს (შესაძლოა ჰიპოგლიკემია).
3. ვოზორიტიდი (Vosoritide) – ახალი თაობის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ზრდის სიჩქარეს აჩქარებს აჰონდროპლაზიის მქონე ბავშვებში (გენეტიკური ჯუჯაობა).
4. GnRH ანალოგები (მაგ. ლეუპროლიდი) – გამოიყენება ნაადრევი მოზარდობის შესაჩერებლად, რათა ძვლების ზრდა არ დასრულდეს ნაადრევად და საბოლოო სიმაღლე გაიზარდოს.
რა არ მუშაობს
ბაზარზე გავრცელებული დანამატები და ეგრეთწოდებული „სიმაღლის გამაძლიერებლები“ — არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ისინი ზრდის ასტიმულირებენ.
1. ცინკი – მხოლოდ ცინკის დეფიციტის დროს აუმჯობესებს ზრდას. ნორმალურ ბავშვებში ეფექტი არ ფიქსირდება.
2. ვიტამინი D და კალციუმი – აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ ზრდის სიმაღლეს.
3. ამინომჟავები (არგინინი, ლიზინი) – ზრდის ჰორმონის დროებით მატებას იწვევს სისხლში, მაგრამ საბოლოო სიმაღლეზე გავლენა არ აქვს.
4. „მაღალი ბავშვისთვის სპეციალური შერევები“ – რეკლამაა და არა მეცნიერება.
რეალური მიზეზები, როცა ბავშვი ვერ იზრდება
ზრდის შეფერხება ყოველთვის უნდა შეაფასოს ბავშვის ენდოკრინოლოგმა. ხშირი მიზეზებია:
• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი (ჰიპოთირეოზი)
• ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა)
• ქრონიკული თირკმლის დაავადება
• ხანგრძლივი ინფექციები ან არასაკმარისი კვება
როცა მიზეზი აღმოიფხვრება, ბავშვი ხშირად თავად „ეწევა“ თანატოლებს.
მშობლებისთვის – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
იზომეთ ბავშვის სიმაღლე ყოველ 6 თვეში
შეაფასეთ ზრდის სიჩქარე (საშუალოდ 5–7 სმ წელიწადში)
ჰკითხეთ პედიატრს ან ენდოკრინოლოგს, თუ ზრდა შეფერხებულია
არ ენდოთ სოციალურ ქსელებში რეკლამირებულ დანამატებს
გახსოვდეთ: ზრდა არ არის მხოლოდ გენეტიკა — ძილი, კვება და ფიზიკური აქტივობაც გადამწყვეტია
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია თუ არა დანამატებით სიმაღლის გაზრდა?
არა. არც ერთი დანამატი არ ზრდის სიმაღლეს ჯანმრთელ ბავშვებში.
ზრდის ჰორმონი შეიძლება მივცეთ ბავშვზე მოთხოვნით?
არა. მხოლოდ ენდოკრინოლოგის მიერ დადასტურებული დიაგნოზის შემდეგ.
არსებობს ბუნებრივი გზები ზრდის ასტიმულირებისთვის?
დიახ — სრულფასოვანი კვება, ძილი, სპორტი და რეგულარული სამედიცინო კონტროლი.
როდის უნდა მივიდეს მშობელი ენდოკრინოლოგთან?
თუ ბავშვის ზრდა 1 წელში ნაკლებია 4–5 სმ-ზე, აუცილებელია შეფასება.
რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ?
ყალბი დანამატების მოლოდინი და ექიმის გარეშე თერაპიის დაწყება.
წყაროები (Vancouver სტილი)
1. Grimberg A, DiVall SA et al. Guidelines for Growth Hormone and IGF-1 Therapy in Children. J Clin Endocrinol Metab. 2016;101(12):4640-4688.
2. Miller BS et al. Long-acting growth hormone preparations in children: efficacy and safety. Front Endocrinol. 2024;15:1442309.
3. Savarirayan R et al. Vosoritide in children with achondroplasia. N Engl J Med. 2020;383:48-59.
4. Rogol AD, Hayden GF. Etiologies and early diagnosis of short stature and growth disorders. J Pediatr. 2022;247:1-11.
5. Imdad A et al. Effect of zinc supplementation on linear growth and other health outcomes. Am J Clin Nutr. 2020;111(1):87-100.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეიძლება იყოს ბავშვი და საავადმყოფო გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ცერებრალური დამბლა მხოლოდ მოძრაობის დარღვევა არ არის — რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ფსიქოსოციალურ მხარეს

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title

ცერებრალური დამბლა მხოლოდ მოძრაობის დარღვევა არ არის — რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ფსიქოსოციალურ მხარეს

ცერებრალური დამბლა (ცდ) ხშირად აღიქმება მხოლოდ როგორც მოძრაობისა და პოზის კონტროლის დარღვევა, თუმცა მისი გავლენა ბევრად სცდება ფიზიკურ სირთულეებს.
ბავშვის ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც სამკურნალო და რეაბილიტაციური პროცესი.

🌱 ფსიქოსოციალური სირთულეები ცერებრალური დამბლის დროს

ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით, ხშირად აწყდებიან ემოციურ და სოციალურ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ განვითარებაზე, სწავლებასა და ურთიერთობებზე.

ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

  • მუდმივი შფოთვა და დეპრესიის ტენდენციები;

  • საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა და დაბალი თვითშეფასება;

  • იზოლაციის ან გარიყულობის განცდა;

  • ემოციური არასტაბილურობა და გაღიზიანება.

💡 რა იწვევს ემოციურ და სოციალურ სირთულეებს

ფსიქოსოციალური გამოწვევები ხშირად გამოწვეულია არა მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვებით, არამედ გარემო ფაქტორებითაც:

  • ქრონიკული ტკივილი ან ფიზიკური დისკომფორტი;

  • კომუნიკაციის სირთულეები, რომლებიც ზღუდავს თვითგამოხატვას;

  • სოციალური სტიგმა ან განსხვავებულობის განცდა, რაც იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას.

ამ მიზეზების გამო მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, პედაგოგებმა და სპეციალისტებმა დროულად ამოიცნონ ბავშვის საჭიროებები და უზრუნველყონ შესაბამისი მხარდაჭერა.


🧩 როგორ დავეხმაროთ ბავშვს – ეფექტური სტრატეგიები

✔ სასიამოვნო აქტივობებში ჩართვა

ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აკეთოს ის, რაც ახარებს და აინტერესებს. ეს ზრდის მოტივაციას, ამცირებს შფოთვას და აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

✔ სენსორული რეგულაციის მეთოდები

სპეციფიკური სენსორული თამაშები და მასალები ეხმარება ბავშვს ემოციების კონტროლში. შედეგად უმჯობესდება ყურადღება, ქცევა და თვითშეფასება.

✔ გარემოს ადაპტაცია

ბავშვისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემო – სპეციალური მაგიდები, ეტლები, კომუნიკაციის საშუალებები – ხელს უწყობს დამოუკიდებლობასა და ჩართულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

✔ გუნდური მხარდაჭერა

მშობლების, მასწავლებლებისა და თერაპევტების შეთანხმებული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას ყველა გარემოში – სახლში, სკოლაში და სოციალურ სივრცეში.

✔ სოციალური ჩართულობის წახალისება

თანატოლებთან ურთიერთობა თამაშის, ჯგუფური აქტივობებისა და ერთობლივი პროექტების მეშვეობით ამცირებს სოციალურ იზოლაციას და აძლიერებს მეგობრულ ურთიერთობებს.

ცერებრალური დამბლა მხოლოდ ფიზიკური გამოწვევა არ არის – ის გავლენას ახდენს ბავშვის მთელ ცხოვრებაზე.
ემოციური მხარდაჭერა, სოციალური ჩართულობა და სწორად მორგებული გარემო აუმჯობესებს ბავშვის ხარისხიან ცხოვრებას, ზრდის დამოუკიდებლობას და ხელს უწყობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იცოდით, რომ შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თვალია?

იცოდით, რომ შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თვალია?
#post_seo_title

იცოდით, რომ შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თვალია?

შაქრიანი დიაბეტის მქონე ყოველი მესამე პაციენტი მხედველობის დაკარგვის რისკის ქვეშ არის.
დიაბეტის მართვა და თვალის რეგულარული შემოწმება გვიცავს სიბრმავისგან, რადგან დიაბეტური თვალის მართვა ადვილია საწყის სტადიაზე, შორს წასულ შემთხვევებში კი მკურნალობა რთულდება.
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმისთანავე დაგეგმეთ ოფთალმოლოგთან ვიზიტი, ხოლო შემდგომი ვიზიტების სიხშირეს ოფთალმოლოგი განსაზღვრავს. საშუალოდ, ვიზიტების სიხშირე არის წელიწადში ან ექვს თვეში ერთხელ, მდგომარეობიდან გამომდინარე.
აკონტროლე მხედველობა დიაბეტის დროს!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights