ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

მომხმარებლებს ურჩევენ, კარგად მოხარშონ ხორცი, თავიდან აიცილონ მოუხარშავ საკვებთან შეხება და მომზადების შემდეგ ყოველთვის დაიბანონ ხელები – მეცნიერებმა იშვიათი სამედიცინო შემთხვევა აღწერეს

მომხმარებლებს ურჩევენ, კარგად მოხარშონ ხორცი, თავიდან აიცილონ მოუხარშავ საკვებთან შეხება და მომზადების შემდეგ ყოველთვის დაიბანონ ხელები - მეცნიერებმა იშვიათი სამედიცინო შემთხვევა აღწერეს
#post_seo_title

მეცნიერებმა აღწერეს იშვიათი სამედიცინო შემთხვევა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა შარდის გზების ინფექციებზე. ჟურნალ ASM Case Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 14 წლის გოგონა მრავალი თვის განმავლობაში იტანჯებოდა ქრონიკული შარდის პრობლემებით, თუმცა არცერთი ტესტი ინფექციას არ აჩვენებდა.

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შემდეგ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პრობლემა საყურადღებო იყო, რადგან ინფექციის გამომწვევი ბაქტერია — Escherichia coli (E. coli) — იმალებოდა ორგანიზმის უჯრედების შიგნით. ასეთ მდგომარეობაში ბაქტერია თავს არ აჩენს სტანდარტულ ლაბორატორიულ ტესტებში და ამავე დროს თავს იცავს ანტიბიოტიკების ზემოქმედებისგან.

მეცნიერებმა გააანალიზეს E. coli ბაქტერიის 5700-ზე მეტი ნიმუში. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი მიღებული იყო ინფექციების მქონე პაციენტებისგან, ზოგი კი შეგროვდა ხორცისა და ფრინველის ხორცის მაღაზიებიდან. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ UTI შემთხვევების დაახლოებით 18% დაკავშირებული იყო ცხოველური წარმოშობის ბაქტერიებთან. საშიში შტამები ყველაზე ხშირად ქათმისა და ინდაურის ხორცში აღმოჩნდა.

ღარიბი უბნების მაცხოვრებლებს ინფექციის ყველაზე მაღალი რისკი ჰქონდათ – მათ 60%-ით მეტი შანსი ჰქონდათ, რომ E. coli-ით დაინფიცირებულიყვნენ, ვიდრე უფრო მდიდარ უბნებში მცხოვრებ ადამიანებს. მკვლევარები ამას ცუდ სანიტარულ პირობებსა და ხარისხიან საკვებზე შეზღუდულ წვდომას მიაწერენ.

კვლევის ავტორების თქმით, ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ ზოგიერთი ქრონიკული შარდის გზების ინფექცია შეიძლება იყოს „ჩუმი“, რადგან ბაქტერია არ ტოვებს უჯრედებს და სტანდარტული ტესტებით ვერ გამოვლინდება. შედეგად, პაციენტი შეიძლება წლების განმავლობაში იტანჯებოდეს სიმპტომებით, ხოლო მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი შემთხვევები ექიმებს უბიძგებს გამოიყენონ ახალი დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც უჯრედშიდა ბაქტერიების აღმოჩენას შეძლებს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მკურნალობის განსხვავებული სტრატეგიების გამოყენება, რადგან ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები შესაძლოა უჯრედში დამალულ ბაქტერიებს ვერ მისწვდეს.

 კვლევის ავტორები მთავრობებს სისტემური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ: ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებში კონტროლის გაუმჯობესებას და სოციალური უთანასწორობის შემცირებას. ისინი მომხმარებლებს ურჩევენ, კარგად მოხარშონ ხორცი, თავიდან აიცილონ მოუხარშავ საკვებთან შეხება და მომზადების შემდეგ ყოველთვის დაიბანონ ხელები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა – ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ახლა ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს, იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია.

„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ რასაც ახლა ვამუშავებთ – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ეფექტიანობაზე ახდენდეს გავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერი ზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცა თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს – როგორ უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ადამიანს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან, მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა, სწორი რჩევით, ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავს მოქალაქეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

🌿 ბაზილიკის მარცვლები — ბუნებრივი ენერგიისა და ჯანმრთელობის საიდუმლო! 🌿

🌿 ბაზილიკის მარცვლები — ბუნებრივი ენერგიისა და ჯანმრთელობის საიდუმლო! 🌿
#post_seo_title

🌿 ბაზილიკის მარცვლები — ბუნებრივი ენერგიისა და ჯანმრთელობის საიდუმლო! 🌿

ბაზილიკის გასაოცარი თვისებები

გრძნობ თავს დაღლილად, მუცელი ხშირად გბერავს ან მუდმივად შიმშილის განცდა გაქვს? 😩
გახსოვდეს — გამოსავალი ყოველთვის არ არის ძვირადღირებული დანამატები. ზოგჯერ პასუხი იმალება მარტივ ბუნებრივ პროდუქტში — ბაზილიკის მარცვლებში! 💧

ეს წვრილი მარცვლები, მიუხედავად მათი ზომისა, საოცრად მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით:
📌 შეიცავს რძეზე მეტ კალციუმს,
📌 ისპანახზე მეტ რკინას,
📌 და მარცვლეულზე ბევრად მეტ ბოჭკოს!

💪 ისინი ხელს უწყობენ წონის რეგულაციას, ენერგიის მატებას, ორგანიზმის წმენდასა და მეტაბოლიზმის გამართულ მუშაობას.

🌸 რა არის ბაზილიკის მარცვლები?

ბაზილიკის მარცვლები მიიღება Ocimum basilicum-ისგან — იგივე მცენარე, რომელიც ჩვენს კერძებს არომატს აძლევს.
გარე იერსახით ისინი ჩიას მარცვლებს ჰგვანან, თუმცა წყალში ჩალბობისას იფარებიან რბილი გელოვანი ფენით, რაც მათ განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის სასმელებსა და დესერტებში. 🍹 განაგრძეთ კითხვა

ბაზილიკი.🌱 შეიძინე და ისარგებლეთ უფასო მიწოდების სერვისით❤️🌸 #ბაზილიკი #საკვებიყვავილები #მიკრომწვანილი #თბილისი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა შეთანხმებას მიაღწია ტრამპმა წონის კლების პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან?

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა
#post_seo_title

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ფარმაცევტულ გიგანტებთან — Eli Lilly-სა და Novo Nordisk-თან — შეთანხმდა ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატების ფასების მნიშვნელოვან შემცირებაზე.

ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ისტორიულ ნაბიჯს“ წარმოადგენს და მიზნად ისახავს ძვირადღირებული, თუმცა შედეგიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომად გახდას ფართო მოსახლეობისთვის.

შეთანხმების თანახმად, ე.წ. GLP-1 ტიპის წამლების ღირებულება შემცირდება Medicare-ისა და Medicaid-ის ბენეფიციარებისთვის 2026 წლიდან. ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ აღნიშნული პრეპარატების შეძენა სპეციალურ ფასად ახალ პლატფორმაზე — TrumpRx.gov, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის იანვარში.

📉 პირველად ამერიკის ისტორიაში, Medicare დაფარავს ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი გამოყენების არეალს და შესაძლოა კერძო დაზღვევების ჩართვასაც შეუწყოს ხელი. პროგრამის მონაწილე პაციენტები თვეში მხოლოდ $50-ს გადაიხდიან თანაგადახდის სახით.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგულატორული თანხმობის შემდეგ Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის ახალი, პერორალური (აბების ფორმის) პრეპარატები Medicare-ის, Medicaid-ისა და TrumpRx-ის მომხმარებლებისთვის თვეში დაახლოებით $149 ეღირება.

💊 ამასთან, Novo Nordisk მუშაობს Wegovy-ის ტაბლეტურ ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს ბაზარზე, ხოლო Eli Lilly გეგმავს ახალი პრეპარატის, Orforglipron-ის, გამოშვებას მომავალი წლის განმავლობაში.
FDA-მ უკვე მიანიჭა Lilly-ს პრეპარატს პრიორიტეტული განხილვის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ დამტკიცების პროცესი დაჩქარდება.

რაც შეეხება უკვე არსებულ მედიკამენტებს — Wegovy-სა და Zepbound-ს — მათი საწყისი ფასი TrumpRx-ზე თვეში $350 იქნება, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, ეტაპობრივად შემცირდება და ორ წელიწადში დაახლოებით $245-მდე დაეცემა.

📌 აღნიშნული ინიციატივა, ტრამპის თქმით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფასების შემცირებას, არამედ იმ პაციენტების დახმარებასაც, ვინც ჭარბი წონის გამო ჯანდაცვის სისტემისგან მხარდაჭერას ვერ იღებდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა – გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა - გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა
#post_seo_title

გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა.
„ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა“, – იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.
პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ- ფილტვის რეანიმაცია.
„პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი“- იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.
ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.
კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე
ექთანი მაია კოჩუაშვილი
მძღოლი გივი ბალამწარაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეს შეიძლება იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორით განპირობებული, ზოგჯერ კი — წყვილის საერთო რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობით

უნაყოფობა - ანთება, ჭარბწონიანობა და არასათანადო კვება შესაძლოა მიზეზი იყოს - ხშირად დასმული კითხვები
#post_seo_title

უნაყოფობა — პრობლემა, რომელიც ხშირად მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და ორივე პარტნიორის ჩართულობას.

ეს შეიძლება იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორით განპირობებული, ზოგჯერ კი — წყვილის საერთო რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ქალის უნაყოფობის მიზეზები მრავალფეროვანია:
ენდოკრინული დისფუნქცია, ოვულაციის არარსებობა (ანოვულაცია), ენდომეტრიოზი, ანთებითი და შემდგომში შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში, მილისმიერი (ტუბოპერიტონეალური) ფაქტორი, საშვილოსნოში განვითარებული ცვლილებები ან გენეტიკური დარღვევები.
მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებად კი შეიძლება იქცეს გენეტიკური ფაქტორები, სპერმატოგენეზის ან სპერმის ტრანსპორტირების დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები ან იდიოპათიური (აუხსნელი) მიზეზები.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში შესაძლებელია სრული კონსულტაცია და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
ტარდება უნაყოფობის ყველა ფორმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პარტნიორის სიტუაციური მართვა მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში, ასევე — რეპროდუქციული დანაკარგების (ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის) გამომწვევი მიზეზების შეფასება და მართვა.
პინეოს გუნდი ზრუნავს თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე — პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომით.
სოფო კვალიაშვილი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები, ნუ გადადებთ ოფთალმოლოგთან მისვლას

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

თუ თქვენი ოჯახის წევრებს შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები, ნუ გადადებთ ოფთალმოლოგთან მისვლას:

  • წერისა და კითხვას თან ახლავს სურვილი, ტექსტი შორს გასწიოთ თვალებიდან;

  • გაძნელებულია შორს მდებარე საგნების დანახვა;

  • სათვალე, რომელიც ადრე გამოგადგებოდათ, აღარ გეხმარებათ;

  • ფერებმა თითქოს დაკარგეს ინტენსივობა და საგნები უფერული ჩანს;

  • მხედველობის არეში ჩნდება „ბურუსი“, „ლაქები“ ან თითქოს „ფარდა“;

  • თვალწინ მოძრაობენ „მცურავი“ წერტილები ან ზოლები;

  • საგნების ზომა აღარ აღიქმება სწორად;

  • სწორი ხაზები მრუდად გეჩვენებათ ან სურათი დამახინჯებულია;

  • თვალები მარტივად იღლება, მძიმდება ან ტკივა;

  • ჩნდება ელვა, ციმციმები, ნაპერწკლები;

  • დილაობით ქუთუთოები ერთმანეთს აქვს შეწებებული;

  • გაძლიერებულია სინათლისადმი მგრძნობელობა, ცრემლდენა;

  • ქუთუთოები გაწითლებულია ან შეშუპებულია;

  • თვალებში იგრძნობა სიმშრალე, წვა ან თითქოს „ქვიშა“;

  • ქუთუთოებზე ან კონიუნქტივაზე შეიმჩნევა ახალი წარმონაქმნები;

  • ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ყურების ან კითხვების შემდეგ.

თუკი ამ ნიშნებიდან ერთს მაინც შეამჩნევთ, უმჯობესია დროულად მიმართოთ თვალის ექიმს. მრავალი მხედველობითი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს წარმატებული მკურნალობისას, თუ დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაისმება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ მოიმატა მუნის შემთხვევებმა? როგორ მოვიქცეთ? — სიმართლე და მიზეზები

მომრავლდა მუნის შემთხვევები - „მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ - გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

რატომ მოიმატა მუნის შემთხვევებმა? სიმართლე და მიზეზები

ბოლო პერიოდში მედიცინის სფეროში მკვეთრად გაიზარდა მუნის (scabies) შემთხვევები. მიზეზი ერთია — კანის ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან.
და არა „სისუფთავის ნაკლებობა“.
ეს პროცესს ხელს უწყობს:
•ხანგრძლივი ახლო კონტაქტი სხვა ადამიანთან
•ტანსაცმლის გაზიარება / გასინჯვა მაღაზიებში / დაბრუნება
•ნივთების გაქირავება (ტანსაცმელი, პლედი, კოსტუმი, ავეჯი)
•საერთო თეთრეული, ბალიში, პლედი, სათავსოები საერთო სივრცეებში
•დახურული, ცუდად ნიავებადი, ტენიანი გარემო (ღია სესხი კონტაქტისთვის)
•„ესეც გამოდგება“ მიდგომამ ჩაანაცვლა ნორმალური ჰიგიენური დამუშავება
•მოსახლეობის სიმჭიდროვე — განსაკუთრებით დიდ ქალაქებში
მითები და სიმართლე
მითი: „მუნი სიბინძურეა.“
სიმართლე: სისუფთავეს არ აქვს მნიშვნელობა. კონტაქტზე გადადის.
მითი: „ძაღლი/კატა მაკარადებს.“
სიმართლე: შინაური ცხოველი არ განაპირობებს ადამიანის მუნს.
ცხოველის ნუ აგდებთ — უბრალოდ მოუარეთ.
მითი: „ერთი მალამო წავისვი და მორჩა.“
სიმართლე: მკურნალობა უნდა ჩატარდეს ყველა კონტაქტირებულზე ერთდროულად.
რა ვქნათ?
•მკურნალობა ექიმის დანიშნულებით
•თეთრეული / ტანსაცმელი — 40–60°C რეცხვა და სრული გაშრობა
•რბილი ავეჯი — მტვერსასრუტი + 72 საათით ჰაერში დატოვება
•ყველა ოჯახის წევრი / კონტაქტი — ერთ დღეს მკურნალობა
დასკვნა:
ცხოვრებას ადაპტაცია სჭირდება და არა პანიკა.
რაც გყავთ და ვინც გყავთ — ყველას მოვლა უნდა.
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD
Public Health Institute of Georgia

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გატკაცუნება, ტკაცუნი: საზიანო წიკი – „ამ მავნე ჩვევამ შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს“

სახსრები
#post_seo_title

გატკაცუნება, ტკაცუნი: საზიანო წიკი

ფიზიკური განვითარებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნუკრი მიქელაძე ამბობს, რომ მავნე ჩვევამ შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს.

„ე.წ. გატკაცუნება – კისრის, მხრს, გულმკერდის, თითების, ეს არის ჩვევა, რომელმაც შესაძალოა ადამიანს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

არაერთი ადამიანი მინახავს ჩემს პრაქტიკაში, საუბარია ზრდასრულებზე, რომელთაც კისრის გატკაცუნების ჩვევა იმ დონემდე ჰქონდათ უკვე, რომ კისრის ფიქსატორები ედოთ, რადგან სხვანაირად აღარ შეეძლოთ. არაფერი აწუხებდათ, ეს იყო უბრალოდ ჩვევა.

თავიდან ე.წ. „ტიკი„ ხდება თვეში რამდენჯერმე, შემდეგ ინტენსივობა იმატებს და ეს ჩვევა საათში რამდენჯერმე მეორდება. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რაღაც პრობლემა აქვს და ამ გატკაცუნებით თავისუფლდება.

თუ შევამჩნევთ ამ ცუდ ჩვევას ბავშვებს და მოზარდებს, აუცილებლად უნდა გადავარჩინით“, – ამბობს ნუკრი მიქელაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი – „ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია…“

რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი - „ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია...“
#post_seo_title

 პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი „დღის პოსტთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ გულის და კუჭის ტკივილი და ასევე რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი:

„კარდიოლოგიურ ტკივილს ახასიათებს ცენტრალურ გულმკერდის არეში ტკივილი, მხრების მწვავე ტკივილი, ქოშინი, გულისრევა... კუჭის არეში ტკივილი, ბოყინი, გულისრევა შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი იყოს. გულის არეში ხანჯლის ჩარტყმის შეგრძნება შეიძლება პანკრეასის ბრალი იყოს, შეიძლება ხერხემალმაც გამოიწვიოს. ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია“, აღნიშნავს ექიმი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights