ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

რა ნიშნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში პარაზიტებია? 🦠

ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი ნაყენი უნდა დალიოთ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა პარაზიტების არსებობის პრობლემამ აღარასდროს შეგაწუხოთ
#post_seo_title

რა ნიშნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში პარაზიტებია? 🦠

პარაზიტებიესენი არიან მიკროორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის სხეულში და იკვებებიან ჩვენი ენერგიისა და საკვები ნივთიერებების ხარჯზე. მათი არსებობა ხშირად შეუმჩნევლად იწყება, მაგრამ დროთა განმავლობაში იწვევს მრავალი ორგანოსა და სისტემის დარღვევას. პარაზიტები ორგანიზმიდან შთანთქავენ აუცილებელ მინერალებს, ვიტამინებსა და ამინომჟავებს, ხოლო ნაცვლად ტოვებენ ტოქსინებს, რომლებიც გვწამლავენ შიგნიდან.

🔍 ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს პარაზიტულ ინფექციაზე:

ალერგიული რეაქციები – ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანება იწვევს არასრულად დამუშავებული საკვების სისხლში მოხვედრას, რაც ალერგიის გამომწვევი ხდება.

წონის მერყეობა – ზოგი ადამიანი უცაბედად იმატებს ან იკლებს წონაში, რადგან პარაზიტები ითვისებენ სასარგებლო საკვებს, ხოლო ორგანიზმს მხოლოდ “ცარიელ” კალორიებს უტოვებენ.

დაღლილობა და აპათია – ტოქსინების მუდმივი ზემოქმედება იწვევს ენერგიის დეფიციტს, ყურადღების დაქვეითებას და ხანგრძლივ დაღლილობას.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები – პარაზიტების მიერ გამოყოფილი ფერმენტები არღვევს საჭმლის მონელების პროცესს, რაც იწვევს შებერილობას, დიარეას ან ყაბზობას.

ნერვული გაღიზიანება და ძილის დარღვევა – პარაზიტული ინფექციები ხშირად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს უძილობას, შფოთვასა და გაღიზიანებადობას.

ხველა და სუნთქვის გაძნელება – ასკარიდების მსგავსი პარაზიტები ზოგჯერ სასუნთქ გზებშიც კი აღწევენ და ხველას ან ხმის ჩახლეჩას იწვევენ.

კანის პრობლემები – გამონაყარი, ცხიმიანობის მომატება ან გაუხეშებული კანი ხშირად უკავშირდება შინაგან ინტოქსიკაციას.

იმუნიტეტის დაქვეითება – როცა ორგანიზმი მუდმივად “იბრძვის” პარაზიტებთან, მისი თავდაცვითი მექანიზმები სუსტდება და ადამიანი ხშირად ავადდება.

ღამის შფოთვა ან მოუსვენრობა – სხეული ცდილობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, რის გამოც ღამით შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი გამოღვიძება ან ქავილი.

⚠️ თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე შენიშნეთ საკუთარ თავზე, მიზანშეწონილია მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები.

პარაზიტები შეიძლება მრავალი დაავადების ფარული მიზეზი აღმოჩნდნენ — დაწყებული ქრონიკული დაღლილობით, დამთავრებული სერიოზული ანთებითა და იმუნური დარღვევებით. რეგულარული პროფილაქტიკა და ჯანსაღი კვება საუკეთესო გზაა მათი თავიდან ასაცილებლად. 🌿

„ნევროზი“, შფოთვა და გული: სად გადის ზღვარი და როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს წნევასა და პულსზე?

#post_seo_title

„ნევროზი“, შფოთვა და გული: სად გადის ზღვარი და როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს წნევასა და პულსზე?

ჩვენს კულტურაში სიტყვა „ნევროზს“ ხშირად ვიყენებთ, როცა გვინდა, აღვწეროთ მუდმივი დაძაბულობა, შფოთვა, უძილობა ან გაღიზიანებადობა.
ბევრი ამ მდგომარეობას „მოშლილ ნერვებად“ აღიქვამს, თითქოს ეს მხოლოდ ჩვენს ფიქრებში ხდება და რეალურ სხეულზე გავლენას არ ახდენს.
სინამდვილეში, ქრონიკული სტრესი და შფოთვა არ არის მხოლოდ ემოცია. ეს არის რეალური, ფიზიკური და ბიოქიმიური პროცესი, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ( და არა მარტო)
მოდით, „გავიაზროთ“, რა ხდება სინამდვილეში.
და მაინც რა ხდება სხეულში სტრესის დროს?
  • ჩვენ ძირითადად ვნერვიულობთ ოჯახური, სამსახურეობრივი, ფინანსური და პირადი პრობლემების გამო. ეს სია შეიძლება უსასრულო იყოს თუმცა ჩვენი ტვინი არ აკვირდება იმას თუ რა არის ნერვიულობის შინაარსი. ის ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც საფრთხეს. ამ დროს ორგანიზმი რთავს გადარჩენის მექანიზებს , რომელიც ადამიანის უძველესი თვისებაა.
თირკმელზედა ჯირკვალი სისხლში გამოყოფს სტრესის ჰორმონებს: ადრენალინს და კორტიზოლს.
ეს ჰორმონები სხეულს „საბრძოლველად“ ამზადებენ: გული იწყებს აჩქარებულ მუშაობას, წნევა იმატებს, კუნთები იძაბება.
პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე სტრესი ხშირად ხანგრძლივია, რამეთუ XXI საუკუნის ადამიანს კომპლექსური პრობლემები აქვს. ის შეიძლება თვეები და წლები გაგრძელდეს. ამ დროს სტრესი ხდება ქრონიკული. სტრესის განცდის მთელ პერიოდში ჩვენი სხეული მუდმივ „საბრძოლო მზადყოფნაშია“. ორგანიზმი სასვეა კორტიზოლით. ეს იგივეა, რომ ავტომობილი თვეების მანძილზე გაუჩერებლად ვატაროთ. ძრავა ვერ აიტანს უნორმო დატვირთვას და გაჩერდება.
როგორ აზიანებს ქრონიკული სტრესი გულსა და სისხლძარღვებს?
ჰიპერტენზია (მაღალი წნევა):
მუდმივად მომატებული კორტიზოლი და ადრენალინი იწვევს სისხლძარღვების ქრონიკულ შევიწროებას (სპაზმს). გულს უწევს, მეტი ძალით იმუშაოს, რათა სისხლი ამ ვიწრო სისხლძარღვებში გაატაროს. ეს პირდაპირი გზაა ჰიპერტენზიის განვითარებისა და გამწვავებისკენ.
არითმია („გულის ფრიალი“):
ადრენალინი პირდაპირ მოქმედებს გულის რიტმზე და აჩქარებს მას. სწორედ ამას ვგრძნობთ ჩვენ, როგორც „გულის ფრიალს“, „გამოვარდნას“ ან აჩქარებულ პულსს. შფოთვითი აშლილობისას ეს ძალიან ხშირი სიმპტომია.
ინფარქტის რისკის გაზრდა:
ქრონიკული სტრესი ორგანიზმში იწვევს სისტემურ ანთებას. ეს ანთება კი, თავის მხრივ, ჩვენს მიერ უკვე განხილულ ათეროსკლეროზულ ფოლაქებს (ქოლესტერინის ნადებს სისხლძარღვის კედელზე) ხდის არასტაბილურს და ზრდის მათი გასკდომისა და თრომბის წარმოქმნის რისკს, რაც ინფარქტის პირდაპირი მიზეზია.
მთავარი კითხვა: რაც მჭირს „ნევროზია“ თუ რეალური გულის პრობლემაა?
ეს არის კითხვა, რომელზეც პაციენტი საკუთარ თავს თავად ვერ უპასუხებს.
„გულის ფრიალი“ შეიძლება იყოს როგორც შფოთვით გამოწვეული “უწყინარი” არითმია, ასევე სიცოცხლისთვის საშიში მოციმციმე არითმია (რომელიც ინსულტს იწვევს).
არასდროს არ დააბრალოთ მსგავსი სიმპტომები „უბრალოდ ნერვებს“ ექიმის კონსულტაციის გარეშე.
რა უნდა გააკეთოთ?
  • თუ გაწუხებთ „გულის ფრიალი“ ან სხვა სიმპტომები, პირველ რიგში, მიმართეთ კარდიოლოგს. ის ჩაგიტარებთ ეკგ-ს (ელექტროკარდიოგრამას) ან ჰოლტერის მონიტორინგს (24-საათიან ჩანაწერს).
  • თუ კარდიოლოგიური პრობლემა გამოირიცხა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სიმპტომები ნამდვილად შფოთვითაა გამოწვეული და საჭიროა მიმართოთ ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს სტრესის მართვისთვის.
  • თუ კარდიოლოგიური პრობლემა დადასტურდა, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დასკვნა
ჩვენი ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა განუყრელი მეგობრები არიან. სტრესის მართვა (ძილის მოწესრიგება, მედიტაცია, ვარჯიში) ისეთივე მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის, როგორც წნევის წამლის მიღება ან კვების კონტროლი.
თუ დადასტურებული ნევროზი გაქვთ ეცადეთ გაამხნევოთ საკუთარი თავი. ამაში ზურა მხეიძის ვიდეო ლექციები დაგეხმარებათ!
თქვენ თუ გიგრძვნიათ, როგორ მოქმედებს სტრესი თქვენს პულსსა და წნევაზე?
წყარო: გაიაზრე მედიცინა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორია პულსის ნორმა და რა იწვევს მის აჩქარებას?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია
#post_seo_title

გულისცემის კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზაა იმისთვის, რომ გააკონტროლო შენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა და დროულად შენიშნო ცვლილებები ჯანმრთელობაში.

მიუხედავად ამისა, ბევრს არ აქცევს ყურადღებას ამ მარტივ მაჩვენებელს — ხოლო სწორედ ის ხშირად მიუთითებს როგორც ნორმალურ, ისე შესაძლო პრობლემურ მდგომარეობაზე.

👇 ამ სტატიაში გაეცნობი, რას ნიშნავს გულისცემა, როგორ უნდა გაზომო პულსი, რა არის ნორმა და როდის უნდა დაფიქრდე ექიმთან ვიზიტზე.

❤️ რა არის გულისცემა?

გულისცემა — ეს არის შენი გულის დარტყმების რაოდენობა ერთ წუთში.
სხეული თვითონ არეგულირებს მას გარემო პირობების, ემოციების და ფიზიკური აქტივობის მიხედვით:
👉 როცა აქტიური, აღელვებული ან შეშინებული ხარ — სიხშირე მატულობს,
👉 როცა ისვენებ ან მოდუნებული ხარ — ნელდება.

სწრაფი ან ძალიან ნელი გულისცემა ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის პრობლემაზე, ამიტომ მისი პერიოდული შემოწმება მნიშვნელოვანია.

🫀 განსხვავება გულისცემასა და პულსს შორის

გულისცემა ასახავს, რამდენად ხშირად ცემს გული, ხოლო პულსი — როგორ იგრძნობა ეს დარტყმები არტერიებში.
ყოველ ცემაზე გული სისხლს აწვდის არტერიებში და ამ დროს ჩნდება მცირე ზეწოლა — ეს არის პულსი, რომელსაც შეგვიძლია ვიგრძნოთ კანთან ახლოს მდებარე არტერიებზე.

📍 როგორ შეიძლება პულსის შეგრძნება?

პულსის დათვლა შეგიძლია სხეულის რამდენიმე წერტილზე, სადაც არტერია კანს უახლოვდება:

  • კისერზე — ყბის ქვეშ, ყურის ბიბილოდან ქვემოთ;

  • მაჯაზე — ცერის შიდა მხარეს, სადაც მაჯის ძვალი მთავრდება;

  • იდაყვის შიგნით — იდაყვის შუა ნაწილში, შიგნიდან ოდნავ მოშორებით.

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე

⏱ როგორ იზომება გულისცემა?

იპოვე პულსი და დაითვალე დარტყმების რაოდენობა განსაზღვრულ დროში:

  • 10 წამის განმავლობაში დათვლილს გაამრავლე 6-ზე;

  • 15 წამისას — 4-ზე;

  • 30 წამისას — 2-ზე.

მიღებული რიცხვი ნიშნავს შენს გულისცემას წუთში (bpm).
თუ გაზომვას აკეთებ დასვენებისას, მიიღებ დასვენების პულსს — ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებელს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის.

⚖️ ნორმალური გულისცემა

დასვენების დროს გულისცემის ნორმა დამოკიდებულია ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ბავშვებში ის შედარებით მაღალია, ხოლო მოზრდილებში საშუალოდ მერყეობს 60–100 დარტყმას წუთში.
სპორტსმენებში, ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში, შესაძლებელია დაბალი მაჩვენებელი — ზოგჯერ 40 დარტყმაც კი — და ეს ნორმად ითვლება.

🚨 რა იწვევს პულსის აჩქარებას ან შენელებას?

  • ტაქიკარდია — როცა დასვენებისას გულისცემა აღემატება 100 დარტყმას წუთში;

  • ბრადიკარდია — როცა სიხშირე ჩამოდის 60-ზე ქვემოთ (გარდა სპორტსმენებისა).

ამგვარი ცვლილებები ზოგჯერ მიუთითებს სტრესზე, გადაღლაზე, ჰორმონულ დისბალანსზე ან გულის დაავადებაზე.

🩺 როდის უნდა მიმართო ექიმს?

გულ-სისხლძარღვთა სპეციალისტთან კონსულტაცია საჭიროა, თუ:

  • შენი პულსი მუდმივად ძალიან სწრაფი ან ნელია;

  • გულისცემა არარეგულარულია ან გამოტოვებებს გრძნობ;

  • პულსის დათვლისას გესმის ვიბრაციის მსგავსი შეგრძნება;

  • გაწუხებს პალპიტაცია — როცა გული თითქოს „მარტო ცემს“ პულსის გარეშე.

გირჩევ, წელიწადში ერთხელ მაინც გაიარო პროფილაქტიკური შემოწმება, რათა დააკვირდე გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობას.

🥗 ჯანსაღი კვება,რეგულარული მოძრაობა და სტრესის მართვა — ეს ყველაზე მარტივი გზებია, რომ შენს გულს და პულსს მუდამ სწორ რიტმში ამუშავებდეს. ❤️

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გთავაზობთ მუნის მკურნალობის რამდენიმე ხალხურ მეთოდს. მალამოს დამზადება სახლში მარტივადაა შესაძლებელი

#post_seo_title

მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი. როგორც წესი, ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტის გზით ვრცელდება.

დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ, სხეულზე დაავადების ერთეული გამომწვევია (ტკიპი).

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში
#post_seo_title

დაავადებას იწვევს მუნის ტკიპი Sarcoptes scabiei. მდედრი ტკიპი კანის ზედაპირულ შრეში აკეთებს ხვრელებს, სადაც დებს კვერცხებს. კვერცხებიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ტკიპები (ლარვა) იჩეკება. დასნებოვნებას ახლავს ძლიერი ქავილი, სავარაუდოდ, ალერგიული გენეზისის.

მუნი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით, ხშირად გამოვლინდება ოჯახის რამდენიმე წევრში. იშვიათად ტკიპები შესაძლოა გავრცელდეს დაინფიცირებული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საერთო მოხმარების ნივთების მეშვეობით, თუმცა, გამომწვევი დიდხანს ვერ ცოცხლობს, მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა და უთოთი დამუშავება ტკიპებს ანადგურებს.

გთავაზობთ მუნის მკურნალობის რამდენიმე ხალხურ მეთოდს. მალამოს დამზადება სახლში მარტივადაა შესაძლებელი:   განაგრძეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ChatGPT-მ შეწყვიტა სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციების გაწევა – tinyurl-ი სიახლის შესახებ წერს

ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო სკოლებში - ეს არის საინტერესო დრო აკადემიურ მედიცინაში
#post_seo_title

Reddit-ის წევრებმა შენიშნეს პოპულარული ხელოვნური ინტელექტის ბოტის, OpenAI ChatGPT-ის, პოლიტიკის ცვლილება.

ალგორითმი აღარ აწვდის მომხმარებლებს პერსონალიზებულ სამედიცინო და იურიდიულ რჩევებს და არც სამედიცინო სურათებს აანალიზებს, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რენტგენის სხივებს, კანის დაზიანებების ფოტოებს და სხვა. 

ChatGPT უარს ამბობს ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ხაზს უსვამს, რომ ის მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის არის მზად ზოგადი ინფორმაციის მიწოდებისთვის და არა რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად ან მკურნალობის შესარჩევად.

წინა ხრიკები, სადაც ხელოვნური ინტელექტის მოდელს სასურველი ინფორმაციის მისაღებად ჰიპოთეტური სიტუაციის განხილვას სთხოვდნენ, აღარ მუშაობს.

ამჯერად, დაცვის მექანიზმი აქტიურდება და ChatGPT მხოლოდ ზოგად რჩევებს იძლევა, ხოლო პრობლემის უფრო დეტალური შესწავლისთვის სპეციალისტთან დაკავშირებას გვირჩევთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მომხმარებლებს ურჩევენ, კარგად მოხარშონ ხორცი, თავიდან აიცილონ მოუხარშავ საკვებთან შეხება და მომზადების შემდეგ ყოველთვის დაიბანონ ხელები – მეცნიერებმა იშვიათი სამედიცინო შემთხვევა აღწერეს

მომხმარებლებს ურჩევენ, კარგად მოხარშონ ხორცი, თავიდან აიცილონ მოუხარშავ საკვებთან შეხება და მომზადების შემდეგ ყოველთვის დაიბანონ ხელები - მეცნიერებმა იშვიათი სამედიცინო შემთხვევა აღწერეს
#post_seo_title

მეცნიერებმა აღწერეს იშვიათი სამედიცინო შემთხვევა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა შარდის გზების ინფექციებზე. ჟურნალ ASM Case Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 14 წლის გოგონა მრავალი თვის განმავლობაში იტანჯებოდა ქრონიკული შარდის პრობლემებით, თუმცა არცერთი ტესტი ინფექციას არ აჩვენებდა.

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შემდეგ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პრობლემა საყურადღებო იყო, რადგან ინფექციის გამომწვევი ბაქტერია — Escherichia coli (E. coli) — იმალებოდა ორგანიზმის უჯრედების შიგნით. ასეთ მდგომარეობაში ბაქტერია თავს არ აჩენს სტანდარტულ ლაბორატორიულ ტესტებში და ამავე დროს თავს იცავს ანტიბიოტიკების ზემოქმედებისგან.

მეცნიერებმა გააანალიზეს E. coli ბაქტერიის 5700-ზე მეტი ნიმუში. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი მიღებული იყო ინფექციების მქონე პაციენტებისგან, ზოგი კი შეგროვდა ხორცისა და ფრინველის ხორცის მაღაზიებიდან. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ UTI შემთხვევების დაახლოებით 18% დაკავშირებული იყო ცხოველური წარმოშობის ბაქტერიებთან. საშიში შტამები ყველაზე ხშირად ქათმისა და ინდაურის ხორცში აღმოჩნდა.

ღარიბი უბნების მაცხოვრებლებს ინფექციის ყველაზე მაღალი რისკი ჰქონდათ – მათ 60%-ით მეტი შანსი ჰქონდათ, რომ E. coli-ით დაინფიცირებულიყვნენ, ვიდრე უფრო მდიდარ უბნებში მცხოვრებ ადამიანებს. მკვლევარები ამას ცუდ სანიტარულ პირობებსა და ხარისხიან საკვებზე შეზღუდულ წვდომას მიაწერენ.

კვლევის ავტორების თქმით, ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ ზოგიერთი ქრონიკული შარდის გზების ინფექცია შეიძლება იყოს „ჩუმი“, რადგან ბაქტერია არ ტოვებს უჯრედებს და სტანდარტული ტესტებით ვერ გამოვლინდება. შედეგად, პაციენტი შეიძლება წლების განმავლობაში იტანჯებოდეს სიმპტომებით, ხოლო მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი შემთხვევები ექიმებს უბიძგებს გამოიყენონ ახალი დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც უჯრედშიდა ბაქტერიების აღმოჩენას შეძლებს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მკურნალობის განსხვავებული სტრატეგიების გამოყენება, რადგან ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები შესაძლოა უჯრედში დამალულ ბაქტერიებს ვერ მისწვდეს.

 კვლევის ავტორები მთავრობებს სისტემური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ: ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებში კონტროლის გაუმჯობესებას და სოციალური უთანასწორობის შემცირებას. ისინი მომხმარებლებს ურჩევენ, კარგად მოხარშონ ხორცი, თავიდან აიცილონ მოუხარშავ საკვებთან შეხება და მომზადების შემდეგ ყოველთვის დაიბანონ ხელები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა – ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ახლა ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს, იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია.

„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ რასაც ახლა ვამუშავებთ – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ეფექტიანობაზე ახდენდეს გავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერი ზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცა თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს – როგორ უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ადამიანს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან, მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა, სწორი რჩევით, ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავს მოქალაქეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

🌿 ბაზილიკის მარცვლები — ბუნებრივი ენერგიისა და ჯანმრთელობის საიდუმლო! 🌿

🌿 ბაზილიკის მარცვლები — ბუნებრივი ენერგიისა და ჯანმრთელობის საიდუმლო! 🌿
#post_seo_title

🌿 ბაზილიკის მარცვლები — ბუნებრივი ენერგიისა და ჯანმრთელობის საიდუმლო! 🌿

ბაზილიკის გასაოცარი თვისებები

გრძნობ თავს დაღლილად, მუცელი ხშირად გბერავს ან მუდმივად შიმშილის განცდა გაქვს? 😩
გახსოვდეს — გამოსავალი ყოველთვის არ არის ძვირადღირებული დანამატები. ზოგჯერ პასუხი იმალება მარტივ ბუნებრივ პროდუქტში — ბაზილიკის მარცვლებში! 💧

ეს წვრილი მარცვლები, მიუხედავად მათი ზომისა, საოცრად მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით:
📌 შეიცავს რძეზე მეტ კალციუმს,
📌 ისპანახზე მეტ რკინას,
📌 და მარცვლეულზე ბევრად მეტ ბოჭკოს!

💪 ისინი ხელს უწყობენ წონის რეგულაციას, ენერგიის მატებას, ორგანიზმის წმენდასა და მეტაბოლიზმის გამართულ მუშაობას.

🌸 რა არის ბაზილიკის მარცვლები?

ბაზილიკის მარცვლები მიიღება Ocimum basilicum-ისგან — იგივე მცენარე, რომელიც ჩვენს კერძებს არომატს აძლევს.
გარე იერსახით ისინი ჩიას მარცვლებს ჰგვანან, თუმცა წყალში ჩალბობისას იფარებიან რბილი გელოვანი ფენით, რაც მათ განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის სასმელებსა და დესერტებში. 🍹 განაგრძეთ კითხვა

ბაზილიკი.🌱 შეიძინე და ისარგებლეთ უფასო მიწოდების სერვისით❤️🌸 #ბაზილიკი #საკვებიყვავილები #მიკრომწვანილი #თბილისი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა შეთანხმებას მიაღწია ტრამპმა წონის კლების პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან?

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა
#post_seo_title

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ფარმაცევტულ გიგანტებთან — Eli Lilly-სა და Novo Nordisk-თან — შეთანხმდა ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატების ფასების მნიშვნელოვან შემცირებაზე.

ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ისტორიულ ნაბიჯს“ წარმოადგენს და მიზნად ისახავს ძვირადღირებული, თუმცა შედეგიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომად გახდას ფართო მოსახლეობისთვის.

შეთანხმების თანახმად, ე.წ. GLP-1 ტიპის წამლების ღირებულება შემცირდება Medicare-ისა და Medicaid-ის ბენეფიციარებისთვის 2026 წლიდან. ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ აღნიშნული პრეპარატების შეძენა სპეციალურ ფასად ახალ პლატფორმაზე — TrumpRx.gov, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის იანვარში.

📉 პირველად ამერიკის ისტორიაში, Medicare დაფარავს ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი გამოყენების არეალს და შესაძლოა კერძო დაზღვევების ჩართვასაც შეუწყოს ხელი. პროგრამის მონაწილე პაციენტები თვეში მხოლოდ $50-ს გადაიხდიან თანაგადახდის სახით.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგულატორული თანხმობის შემდეგ Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის ახალი, პერორალური (აბების ფორმის) პრეპარატები Medicare-ის, Medicaid-ისა და TrumpRx-ის მომხმარებლებისთვის თვეში დაახლოებით $149 ეღირება.

💊 ამასთან, Novo Nordisk მუშაობს Wegovy-ის ტაბლეტურ ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს ბაზარზე, ხოლო Eli Lilly გეგმავს ახალი პრეპარატის, Orforglipron-ის, გამოშვებას მომავალი წლის განმავლობაში.
FDA-მ უკვე მიანიჭა Lilly-ს პრეპარატს პრიორიტეტული განხილვის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ დამტკიცების პროცესი დაჩქარდება.

რაც შეეხება უკვე არსებულ მედიკამენტებს — Wegovy-სა და Zepbound-ს — მათი საწყისი ფასი TrumpRx-ზე თვეში $350 იქნება, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, ეტაპობრივად შემცირდება და ორ წელიწადში დაახლოებით $245-მდე დაეცემა.

📌 აღნიშნული ინიციატივა, ტრამპის თქმით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფასების შემცირებას, არამედ იმ პაციენტების დახმარებასაც, ვინც ჭარბი წონის გამო ჯანდაცვის სისტემისგან მხარდაჭერას ვერ იღებდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა – გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა - გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა
#post_seo_title

გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა.
„ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა“, – იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.
პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ- ფილტვის რეანიმაცია.
„პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი“- იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.
ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.
კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე
ექთანი მაია კოჩუაშვილი
მძღოლი გივი ბალამწარაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights