ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

რა შეთანხმებას მიაღწია ტრამპმა წონის კლების პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებთან?

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა
#post_seo_title

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ფარმაცევტულ გიგანტებთან — Eli Lilly-სა და Novo Nordisk-თან — შეთანხმდა ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატების ფასების მნიშვნელოვან შემცირებაზე.

ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ისტორიულ ნაბიჯს“ წარმოადგენს და მიზნად ისახავს ძვირადღირებული, თუმცა შედეგიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომად გახდას ფართო მოსახლეობისთვის.

შეთანხმების თანახმად, ე.წ. GLP-1 ტიპის წამლების ღირებულება შემცირდება Medicare-ისა და Medicaid-ის ბენეფიციარებისთვის 2026 წლიდან. ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ აღნიშნული პრეპარატების შეძენა სპეციალურ ფასად ახალ პლატფორმაზე — TrumpRx.gov, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის იანვარში.

📉 პირველად ამერიკის ისტორიაში, Medicare დაფარავს ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი გამოყენების არეალს და შესაძლოა კერძო დაზღვევების ჩართვასაც შეუწყოს ხელი. პროგრამის მონაწილე პაციენტები თვეში მხოლოდ $50-ს გადაიხდიან თანაგადახდის სახით.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგულატორული თანხმობის შემდეგ Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის ახალი, პერორალური (აბების ფორმის) პრეპარატები Medicare-ის, Medicaid-ისა და TrumpRx-ის მომხმარებლებისთვის თვეში დაახლოებით $149 ეღირება.

💊 ამასთან, Novo Nordisk მუშაობს Wegovy-ის ტაბლეტურ ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლოს გამოვიდეს ბაზარზე, ხოლო Eli Lilly გეგმავს ახალი პრეპარატის, Orforglipron-ის, გამოშვებას მომავალი წლის განმავლობაში.
FDA-მ უკვე მიანიჭა Lilly-ს პრეპარატს პრიორიტეტული განხილვის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ დამტკიცების პროცესი დაჩქარდება.

რაც შეეხება უკვე არსებულ მედიკამენტებს — Wegovy-სა და Zepbound-ს — მათი საწყისი ფასი TrumpRx-ზე თვეში $350 იქნება, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, ეტაპობრივად შემცირდება და ორ წელიწადში დაახლოებით $245-მდე დაეცემა.

📌 აღნიშნული ინიციატივა, ტრამპის თქმით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფასების შემცირებას, არამედ იმ პაციენტების დახმარებასაც, ვინც ჭარბი წონის გამო ჯანდაცვის სისტემისგან მხარდაჭერას ვერ იღებდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა – გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა

ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ, პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა - გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა
#post_seo_title

გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა.
„ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა“, – იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.
პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ- ფილტვის რეანიმაცია.
„პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი“- იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.
ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.
კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე
ექთანი მაია კოჩუაშვილი
მძღოლი გივი ბალამწარაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეს შეიძლება იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორით განპირობებული, ზოგჯერ კი — წყვილის საერთო რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობით

უნაყოფობა - ანთება, ჭარბწონიანობა და არასათანადო კვება შესაძლოა მიზეზი იყოს - ხშირად დასმული კითხვები
#post_seo_title

უნაყოფობა — პრობლემა, რომელიც ხშირად მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და ორივე პარტნიორის ჩართულობას.

ეს შეიძლება იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორით განპირობებული, ზოგჯერ კი — წყვილის საერთო რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ქალის უნაყოფობის მიზეზები მრავალფეროვანია:
ენდოკრინული დისფუნქცია, ოვულაციის არარსებობა (ანოვულაცია), ენდომეტრიოზი, ანთებითი და შემდგომში შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში, მილისმიერი (ტუბოპერიტონეალური) ფაქტორი, საშვილოსნოში განვითარებული ცვლილებები ან გენეტიკური დარღვევები.
მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებად კი შეიძლება იქცეს გენეტიკური ფაქტორები, სპერმატოგენეზის ან სპერმის ტრანსპორტირების დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები ან იდიოპათიური (აუხსნელი) მიზეზები.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში შესაძლებელია სრული კონსულტაცია და ინფორმირება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
ტარდება უნაყოფობის ყველა ფორმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პარტნიორის სიტუაციური მართვა მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში, ასევე — რეპროდუქციული დანაკარგების (ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის) გამომწვევი მიზეზების შეფასება და მართვა.
პინეოს გუნდი ზრუნავს თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე — პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომით.
სოფო კვალიაშვილი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები, ნუ გადადებთ ოფთალმოლოგთან მისვლას

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

თუ თქვენი ოჯახის წევრებს შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები, ნუ გადადებთ ოფთალმოლოგთან მისვლას:

  • წერისა და კითხვას თან ახლავს სურვილი, ტექსტი შორს გასწიოთ თვალებიდან;

  • გაძნელებულია შორს მდებარე საგნების დანახვა;

  • სათვალე, რომელიც ადრე გამოგადგებოდათ, აღარ გეხმარებათ;

  • ფერებმა თითქოს დაკარგეს ინტენსივობა და საგნები უფერული ჩანს;

  • მხედველობის არეში ჩნდება „ბურუსი“, „ლაქები“ ან თითქოს „ფარდა“;

  • თვალწინ მოძრაობენ „მცურავი“ წერტილები ან ზოლები;

  • საგნების ზომა აღარ აღიქმება სწორად;

  • სწორი ხაზები მრუდად გეჩვენებათ ან სურათი დამახინჯებულია;

  • თვალები მარტივად იღლება, მძიმდება ან ტკივა;

  • ჩნდება ელვა, ციმციმები, ნაპერწკლები;

  • დილაობით ქუთუთოები ერთმანეთს აქვს შეწებებული;

  • გაძლიერებულია სინათლისადმი მგრძნობელობა, ცრემლდენა;

  • ქუთუთოები გაწითლებულია ან შეშუპებულია;

  • თვალებში იგრძნობა სიმშრალე, წვა ან თითქოს „ქვიშა“;

  • ქუთუთოებზე ან კონიუნქტივაზე შეიმჩნევა ახალი წარმონაქმნები;

  • ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ყურების ან კითხვების შემდეგ.

თუკი ამ ნიშნებიდან ერთს მაინც შეამჩნევთ, უმჯობესია დროულად მიმართოთ თვალის ექიმს. მრავალი მხედველობითი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს წარმატებული მკურნალობისას, თუ დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაისმება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ მოიმატა მუნის შემთხვევებმა? როგორ მოვიქცეთ? — სიმართლე და მიზეზები

მომრავლდა მუნის შემთხვევები - „მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ - გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

რატომ მოიმატა მუნის შემთხვევებმა? სიმართლე და მიზეზები

ბოლო პერიოდში მედიცინის სფეროში მკვეთრად გაიზარდა მუნის (scabies) შემთხვევები. მიზეზი ერთია — კანის ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან.
და არა „სისუფთავის ნაკლებობა“.
ეს პროცესს ხელს უწყობს:
•ხანგრძლივი ახლო კონტაქტი სხვა ადამიანთან
•ტანსაცმლის გაზიარება / გასინჯვა მაღაზიებში / დაბრუნება
•ნივთების გაქირავება (ტანსაცმელი, პლედი, კოსტუმი, ავეჯი)
•საერთო თეთრეული, ბალიში, პლედი, სათავსოები საერთო სივრცეებში
•დახურული, ცუდად ნიავებადი, ტენიანი გარემო (ღია სესხი კონტაქტისთვის)
•„ესეც გამოდგება“ მიდგომამ ჩაანაცვლა ნორმალური ჰიგიენური დამუშავება
•მოსახლეობის სიმჭიდროვე — განსაკუთრებით დიდ ქალაქებში
მითები და სიმართლე
მითი: „მუნი სიბინძურეა.“
სიმართლე: სისუფთავეს არ აქვს მნიშვნელობა. კონტაქტზე გადადის.
მითი: „ძაღლი/კატა მაკარადებს.“
სიმართლე: შინაური ცხოველი არ განაპირობებს ადამიანის მუნს.
ცხოველის ნუ აგდებთ — უბრალოდ მოუარეთ.
მითი: „ერთი მალამო წავისვი და მორჩა.“
სიმართლე: მკურნალობა უნდა ჩატარდეს ყველა კონტაქტირებულზე ერთდროულად.
რა ვქნათ?
•მკურნალობა ექიმის დანიშნულებით
•თეთრეული / ტანსაცმელი — 40–60°C რეცხვა და სრული გაშრობა
•რბილი ავეჯი — მტვერსასრუტი + 72 საათით ჰაერში დატოვება
•ყველა ოჯახის წევრი / კონტაქტი — ერთ დღეს მკურნალობა
დასკვნა:
ცხოვრებას ადაპტაცია სჭირდება და არა პანიკა.
რაც გყავთ და ვინც გყავთ — ყველას მოვლა უნდა.
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD
Public Health Institute of Georgia

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გატკაცუნება, ტკაცუნი: საზიანო წიკი – „ამ მავნე ჩვევამ შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს“

სახსრები
#post_seo_title

გატკაცუნება, ტკაცუნი: საზიანო წიკი

ფიზიკური განვითარებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნუკრი მიქელაძე ამბობს, რომ მავნე ჩვევამ შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს.

„ე.წ. გატკაცუნება – კისრის, მხრს, გულმკერდის, თითების, ეს არის ჩვევა, რომელმაც შესაძალოა ადამიანს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

არაერთი ადამიანი მინახავს ჩემს პრაქტიკაში, საუბარია ზრდასრულებზე, რომელთაც კისრის გატკაცუნების ჩვევა იმ დონემდე ჰქონდათ უკვე, რომ კისრის ფიქსატორები ედოთ, რადგან სხვანაირად აღარ შეეძლოთ. არაფერი აწუხებდათ, ეს იყო უბრალოდ ჩვევა.

თავიდან ე.წ. „ტიკი„ ხდება თვეში რამდენჯერმე, შემდეგ ინტენსივობა იმატებს და ეს ჩვევა საათში რამდენჯერმე მეორდება. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რაღაც პრობლემა აქვს და ამ გატკაცუნებით თავისუფლდება.

თუ შევამჩნევთ ამ ცუდ ჩვევას ბავშვებს და მოზარდებს, აუცილებლად უნდა გადავარჩინით“, – ამბობს ნუკრი მიქელაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი – „ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია…“

რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი - „ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია...“
#post_seo_title

 პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი „დღის პოსტთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ გულის და კუჭის ტკივილი და ასევე რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი:

„კარდიოლოგიურ ტკივილს ახასიათებს ცენტრალურ გულმკერდის არეში ტკივილი, მხრების მწვავე ტკივილი, ქოშინი, გულისრევა... კუჭის არეში ტკივილი, ბოყინი, გულისრევა შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი იყოს. გულის არეში ხანჯლის ჩარტყმის შეგრძნება შეიძლება პანკრეასის ბრალი იყოს, შეიძლება ხერხემალმაც გამოიწვიოს. ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია“, აღნიშნავს ექიმი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა – ყველა ქალმა უნდა იცოდეს: თმის საღებავი და სარძევე ჯირკვლის კიბო — 60%-მდე გაზრდილი რისკი?!

კვლევა - ყველა ქალმა უნდა იცოდეს: თმის საღებავი და სარძევე ჯირკვლის კიბო — 60%-მდე გაზრდილი რისკი?!
#post_seo_title

თმის საღებავი და სარძევე ჯირკვლის კიბო — 60%-მდე გაზრდილი რისკი?!

ახალი კვლევა, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
პროფესორის კომენტარი (საწყისში)
„ქალებო, ეს მხოლოდ სილამაზის არჩევანი არ არის — ეს არის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. თუ პროდუქტი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც შესაძლოა კიბოს რისკს ზრდიდეს, საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს. ინფორმაცია = დაცვა.“
რა აჩვენა ახალმა კვლევამ?
მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც რეგულარულად იყენებენ:
• მუდმივ (permanent) თმის საღებავებს
• მუქ ფერის საღებავებს
შეიძლიათ ჰქონდეთ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების 60%-მდე გაზრდილი რისკი, შედარებით ქალებთან, რომლებიც თმას იშვიათად იღებავენ ან საერთოდ არ იყენებენ საღებავს.
რისკი განსაკუთრებით იზრდება:
• ხშირი და მრავალწლიანი გამოყენებისას
• როდესაც საღებავი მუქია (შეიცავს მეტ ქიმიკატს)
• როდესაც საღებავი თმის ძირებთან ხანგრძლივად რჩება
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ თემაზე.
რატომ შეიძლება იყოს საფრთხე?
თმის საღებავებში გვხვდება:
• არომატული ამინები
• PPD (პარაფენილენდიამინი)
• სხვა სინთეზური ქიმიკატები, რომლებსაც შეუძლია:
• შეიწოვოს კანის მეშვეობით
• მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში
• დაგროვდეს ორგანიზმში
ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ამ ქიმიკატებს აქვთ კარცინოგენული პოტენციალი (კიბოს გამომწვევი უნარი).
„სილამაზე“ თუ ჯანმრთელობის რისკი?
ეს კვლევა არ ამბობს, რომ თმის საღებავი აუცილებლად იწვევს კიბოს.
ეს ნიშნავს:
ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება ზრდის რისკს.
მიზანი არ არის შიში — მიზანია ინფორმირებული არჩევანი.
როგორ შევამციროთ რისკი — პროფესორის რეკომენდაციები
იმ შემთხვევაში, თუ მაინც იღებავთ თმას:
• აირჩიეთ საღებავები „PPD-free“, „ammonia-free“ ან მცენარეულ ბაზაზე
• შეამცირეთ შეღებვის სიხშირე (არ შეიღებოთ თმა ყოველ 4 კვირაზე ხშირად)
• გამოიყენეთ ხელთათმანი და დამცავი ნიღაბი
• არ წაისვათ საღებავი დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე
• საღებავი არ უნდა დარჩეს თავზე მეტ ხანს, ვიდრე ინსტრუქციაში წერია
• რეგულარულად ჩაიტარეთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგი
ფერი შეიძლება შეიცვალოს — ჯანმრთელობა კი არა.
უფრო უსაფრთხო ალტერნატივები
• ბუნებრივი საღებავები (ჰენა, ყავის ან მცენარეული ბაზა)
• ტონალურ/დროებით საღებავებზე გადასვლა
• შერჩევა პროდუქტებისა, რომლებიც შეიცავს ნაკლებ სინთეზურ ქიმიკატს
Q&A
ერთხელ შეღებვამ შესაძლოა გამოიწვიოს კიბო?
არა. რისკი დაკავშირებულია ხანგრძლივ და განმეორებით ზემოქმედებასთან.
ბუნებრივი საღებავები 100%-ით უსაფრთხოა?
არა, მაგრამ ქიმიური დატვირთვა გაცილებით ნაკლებია.
„უნდა შევწყვიტო თმის შეღებვა?“
არა. უბრალოდ გონივრულად აირჩიეთ და ნუ გადაჭარბებთ.
წყაროები
1. White AJ, et al. Hair dye and chemical straightener use and breast cancer risk. Int J Cancer. 2019;147(2):383-394. doi:10.1002/ijc.32738
2. Castaño J, et al. Aromatic amines in hair dyes: human exposure and carcinogenic risk. Environ Res. 2022;204:112273. doi:10.1016/j.envres.2021.112273
3. ECHA. Carcinogenic substances in consumer products. European Chemicals Agency; 2024.
4. IARC. Monographs on the Evaluation of Carcinogenic Risks to Humans. WHO/IARC; 2023.
5. USA Today. Hair dye and breast cancer study says hair products may increase risk. 2019. Available from: https://www.usatoday.com/…/hair-dye-and-breast…/2607792001/
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
ავტორის ბიოგრაფია
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, MD, MPH, PhD — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი 25+ წლის გამოცდილებით.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“ბავშვობიდან მოდის ჯანმრთელობა” – როგორ ავიცილოთ ბავშვებში საკვები პროდუქტებით გამოწვეული საფრთხეები

10 აუცილებელი საკვები ბავშვების ჯანსაღი ზრდისთვის
#post_seo_title

👶 როგორ ავიცილოთ ბავშვებში საკვები პროდუქტებით გამოწვეული საფრთხეები

დაავადებების თავიდან აცილება ხშირ შემთხვევაში მშობლის ცოდნასა და სიფრთხილეზეა დამოკიდებული. როგორ უნდა გაზარდოთ ჯანმრთელი შვილები და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

👩‍⚕️ ჯანმრთელობა ბავშვობიდან იწყება
თანამედროვე მშობელი კარგად უნდა იცნობდეს სანიტარულ წესებს — იმ ინფორმაციას, რაც ადრე ბებიების გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული, დღეს აღარ არის საკმარისი. ახლა ყველა რეკომენდაცია სამეცნიერო მტკიცებულებებზეა აგებული. ექიმსა და მშობელს შორის ნდობა და ურთიერთგაგება გადამწყვეტ როლს თამაშობს — სწორედ ამ თანამშრომლობაზე დგას წარმატებული მკურნალობაც და პრევენციაც.

🌍 ეკოლოგია და კვება – ძირითადი საფრთხეები
გარემოს დაბინძურებამ და არასწორმა კვების ჩვევებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ბავშვთა ჯანმრთელობის სურათი. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე სოფლის გარემოში გაზრდილები. ამიტომ მშობლებს სჭირდებათ მეტი სიფრთხილე საკვების შერჩევისას.
დროთა განმავლობაში გამოიკვეთა პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს:

🥚 კვერცხი – სასურველია ყოველთვის მაგრად მოხარშოთ, რადგან უმი ან ნახევრად მოხარშული კვერცხი შეიძლება შეიცავდეს სალმონელას ბაქტერიას, რომელიც სალმონელოზს იწვევს.

🥦 ბროკოლი – მიუხედავად იმისა, რომ იოდის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროა, აუცილებელია სათანადო თერმული დამუშავება, რათა არ მოხდეს მავნე მიკროორგანიზმების გადაცემა.

🍓 მარწყვი – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ხილად ითვლება პესტიციდებით. კვლევების მიხედვით, ნიმუშების დაახლოებით მეხუთედი საშიში ქიმიური ნარჩენებით არის დაბინძურებული. ამიტომ მარწყვი ყოველთვის უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და უმჯობესია, ადგილობრივი ან ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობიდან იყოს შეძენილი.

🌿 ისპანახი – მიუხედავად მაღალი ვიტამინური ღირებულებისა, ხშირად შეიცავს პესტიციდების მაღალ რაოდენობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანად გარეცხვა და სწორად მომზადება.

🚫 გზისპირა პროდუქტები და წყალი
არასოდეს ღირს ხილის ან ბოსტნეულის შეძენა გზისპირა გამყიდველებისგან — ისინი ხშირად არ იცავენ შენახვის და ჰიგიენურ პირობებს. ასევე, ბავშვისთვის გამოყენებული წყალი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და უსაფრთხო, როგორც დასალევად, ისე საჭმლის მოსამზადებლად.

🍲 საჭმლის შენახვა და დამუშავება
მომზადებული და უმი პროდუქტი ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული, ხოლო ყველა ინვენტარი – კარგად დაბანილი ან თერმულად დამუშავებული. კერძები, განსაკუთრებით ბულიონები და სუპები, მხოლოდ ერთი დღით შეიძლება ინახებოდეს მაცივარში. ნესვი და საზამთრო კი გაჭრისთანავე უნდა მიეცეს ბავშვს, მათი შენახვა არ არის რეკომენდირებული.

🍦 ნაყინი და რძის პროდუქტები
ნაყინი ბავშვს თავისუფლად შეიძლება მიეცეს სამი წლის ასაკიდან, მთავარია შევარჩიოთ სანდო ადგილას შენახული პროდუქტი. რძის ნაწარმი (ხაჭო, იოგურტი, ყველი) ძალიან მალფუჭებადია, ამიტომ მხოლოდ იმ მაღაზიაში უნდა შევიძინოთ, სადაც დაცულია შესაბამისი ტემპერატურული პირობები.

💊 ვიტამინები – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ვიტამინების თვითნებური მიცემა ზიანს არ გამოიწვევს, მაგრამ სპეციალისტები გვაფრთხილებენ – ვიტამინიც წამალია და მისი მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.

🧼 მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობა იწყება სუფთა ხელებიდან, სუფთა წყლიდან და სწორად შერჩეული საკვებიდან. სრულად დაცვა ალბათ შეუძლებელია, მაგრამ სიფრთხილე და ცოდნა ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მთავარი გარანტიაა.

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
PhD — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„საშიში ნივთიერება“ – ევროკავშირი განიხილავს სპირტის (ეთანოლის) შეზღუდვას სადეზინფექციო საშუალებებში — რა ვიცით?

„საშიში ნივთიერება“ - ევროკავშირი განიხილავს სპირტის (ეთანოლის) შეზღუდვას სადეზინფექციო საშუალებებში — რა ვიცით?
#post_seo_title

ევროკავშირი განიხილავს სპირტის (ეთანოლის) შეზღუდვას სადეზინფექციო საშუალებებში — რა ვიცით?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
PhD — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რა ხდება?
ევროკავშირის ქიმიური უსაფრთხოების სააგენტო (ECHA) ოფიციალურად განიხილავს საკითხს:
ეთანოლი (სპირტი), რომელიც გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებებში, შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც პოტენციურად საშიში ნივთიერება.
ეს გულისხმობს, რომ პროდუქტებს შესაძლოა დაემატოს გაფრთხილება„შეიძლება გამოიწვიოს კიბო ან გავლენა იქონიოს რეპროდუქციაზე“.
ეს არ ნიშნავს აკრძალვას
ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს რისკების გადაფასება
რატომ განიხილეს ეს საკითხი?
• არსებობს კვლევები, რომლებიც სასმელი ალკოჰოლის ხანგრძლივ მოხმარებას კიბოს რისკს უკავშირებს.
• თუმცა ეს ეხება ორგანიზმში შეყვანას, არ ეხება კანის ზედაპირზე დატანას.
• ხელის სადეზინფექციო საშუალებებში ეთანოლი გამოიყენება მცირე დოზებით და არ ხვდება სისხლის მიმოქცევაში იმ რაოდენობით, რაც კიბოსთან კავშირს გააჩენს.
ანუ: სასმელი ალკოჰოლის რისკები ≠ ხელზე წასმული სპირტი
რა ნაბიჯებია დაგეგმილი ევროკავშირში?
• საკითხი შედის განხილვაზე ECHA-ს ბიოციდების კომიტეტში.
• გადაწყვეტილება მოსალოდნელია 2025 წლის ნოემბერში.
• თუ კლასიფიკაცია შეიცვლება:
• მწარმოებლებს მოუწევთ ეტიკეტების შეცვლა;
• ნაწილი პროდუქტებისა შეიძლება გაძვირდეს;
• შეიძლება გაჩნდეს ალტერნატიული აქტიური ნივთიერებები (მაგ., ქლორჰექსიდინი).
ოფიციალური პოზიცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO)
WHO აცხადებს:
• ეთანოლი და იზოპროპანოლი ეფექტური და უსაფრთხო ინგრედიენტებია ხელის ჰიგიენისთვის.
• ყველაზე ეფექტური რჩება ხელის დაბანა წყლითა და საპნით.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
• საქართველოში არსებული სადეზინფექციო საშუალებების უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის.
• თუ ევროკავშირში შეიცვლება რეგულაცია — ცვლილებები შეეხება ჩვენს ბაზარსაც.
ეს შეიძლება გამოიწვიოს:
• ზოგიერთი სადეზინფექციო პროდუქტის გაძვირება;
• მწარმოებლის ვალდებულება შეცვალოს ეტიკეტირება;
• ალტერნატიული კომპოზიციების გამოჩენა.
ცვლილება = რეგულაცია, არა აკრძალვა.
რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ?
• სპირტიანი დეზინფექცია არ იწვევს კიბოს.
• გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
• პანიკის საფუძველი არ არსებობს.
სწორი წესი:
• ხელის დაბანა წყლით და საპნით — ყოველდღიურად
• სადეზინფექციო გელი — მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (საჯარო სივრცეში, მოგზაურობისას)
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
სპირტიანი (ეთანოლის შემცველი) სადეზინფექციო გელი კიბოს იწვევს?
არა. ხელის ზედაპირზე გამოყენებულ ეთანოლსა და კიბოს შორის კავშირი არ არის დადასტურებული. კვლევები ეხება ალკოჰოლის შესვამს, არა — კანის ზედაპირზე წასმას.
რატომ განიხილავს ევროკავშირი მის შეზღუდვას, თუ რისკი არ არის?
ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყველა ქიმიური ნივთიერება პერიოდულად შეფასდეს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის სტანდარტული პროცესი, არა პანიკის მიზეზი.
უნდა შევწყვიტო სპირტიანი გელის გამოყენება?
არა. უბრალოდ გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში — მაგალითად, როდესაც წყალი და საპონი ხელმისაწვდომი არ არის.
ხელის დაბანა უფრო ეფექტურია?
დიახ. წყალი + საპონი ყველაზე ეფექტური და პრიორიტეტული მეთოდია. დეზინფექციო გელი არის სათადარიგო ვარიანტი.
შეიძლება იყოს სპირტი საშიში ბავშვებისთვის?
ბავშვებს ხშირად აქვთ მგრძნობიარე კანი. უსაფრთხოა, თუ გამოიყენება ზომიერად და მხოლოდ მაშინ, როცა წყალი და საპონი არ არის ხელმისაწვდომი. თვალში მოხვედრა უნდა ავიცილოთ.
არსებობს ალტერნატივა სპირტის გარეშე?
კი. არსებობს სხვა აქტიური ნივთიერებები (მაგ., ქლორჰექსიდინი). თუმცა სპირტიანი დეზინფექცია კვლავ რჩება ოქროს სტანდარტად, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“
პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა:
ავტორის ბიოგრაფია
პროფესორი გიორგი ფხაკაძე —
დოქტორი (PhD), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
25+ წელი მუშაობს WHO-ში, UNICEF-ში და საერთაშორისო ექსპერტულ პლატფორმებზე.
წყაროები
1. Reuters. EU weighs ban on ethanol used in hand sanitisers over cancer fears. 2025 Oct 21.
2. Financial Times. EU considers classifying ethanol in biocidal products as dangerous substance. 2025 Oct.
3. European Chemicals Agency (ECHA). Biocidal Products Committee — agenda. 2025.
4. World Health Organization. Hand Hygiene Technical Reference Manual. WHO; 2023.
5. European Parliament. Parliamentary question E-002684/2025. 2025.
6. Sagentia Regulatory. Ethanol classification under EU BPR. 2025.
7. AISE. Position paper on ethanol risk assessment. Brussels; 2025.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights