შაბათი, მაისი 2, 2026

რატომ არ უნდა მივირთვათ სისტემატურად დაბრაწული პროდუქტები – რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება

რატომ არ უნდა მივირთვათ სისტემატურად დაბრაწული პროდუქტები - რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება
#post_seo_title

რატომ არ უნდა მივირთვათ სისტემატურად დაბრაწული პროდუქტები – რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება –  შეიძლება, რისკის შემცველი აღმოჩნდეს.

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება:

„დაბრაწული პურის ზედაპირზე ხშირად წარმოიქმნება აკრილამიდი ქიმიური ნაერთი, რომელიც მაღალი ტემპერატურით დამუშავებულ პროდუქტებში ჩნდება და შესაძლოა, კიბოს განვითარების რისკს უკავშირდებოდეს. ერთი ან შემთხვევით შეჭმული ძლიერ დაბრაწული ნაჭერი ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, თუმცა თუ მუდმივად მიირთმევთ ძლიერ შემწვარ ან თითქმის დამწვარ საკვებს, ეს შეიძლება არასასურველი იყოს.

გემოვნების მხრივ შეიძლება ძალიან დაბრაწული ტექსტურა მოგწონდეთ, მაგრამ სასურველია, ასეთი პროდუქტი ყოველდღიურ რაციონში არ იყოს. ტოსტების ან სხვა პურის შებრაწვას სჯობს ზომიერება — იშვიათად გააკეთოთ და არა ყოველდღიურად, რადგან აკრილამიდის დიდ რაოდენობამდე დაგროვებამ შესაძლოა რისკი გააჩინოს.

ისევე, როგორც მაშინ, როდესაც კარაქის ნაჭერს დავაგდებთ გახურებულ ტაფაზე და კვამლი წარმოიქმნება. თეთრი კვამლი ყველას შეგვინიშნავს, უსიამოვნო სუნით რომ გამოირჩევა. ეს აკროლეინია. კანცეროგენური ნივთიერებაა და სწორედ ამიტომ, უმჯობესია, კვერცხი შევწვათ კარაქში და არა რომელიმე სხვა პროდუქტი, რომლის მოხმარების ტრადიცია, სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში იყო. წლების განმავლობაში, ჩვენ კარტოფილსაც კი კარაქში ვწვავდით ხოლმე. ამ გამოცდილებას ძალიან ბევრი ოჯახი გაიხსენებს. ხოლო დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია, უმჯობესია, ასეთი ტიპის ნივთიერებების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის ცოდნა, რომელიც თანამედროვე მედიცინას აქვს და შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილოთ ამ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები. უნდა მივირთვათ სასარგებლო საკვები, რომელიც გემრიელია. მაგრამ, ამავე დროს გვახსოვდეს რისკები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს

სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს
#post_seo_title

სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი “შენი სიცოხლის გადასარჩენად”  წერს.

ექიმმა მარინა ჩხეიძემ დაუყოვნებლივ აცნობა ცენტრალურ სადისპეტჩეროს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევააა და ბრიგადა ჩერდება.
ქუჩაში შუახნის მამაკაცი მოსახლეობას სკამზე ჰყავდა დასმული, გადმოცემის მიხედვით ის ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოულოდნელად გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მანქანა გააჩერა და გამვლელებს დახმარება სთხოვა.
სამედიცნო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება. დაფიქსირდა დაბალი წნევა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და დაიწყეს კარდიოგრამის გადაღება, კარდიოგრამის გადაღების პროცესში მამაკაცმა მოულოდნელად დაკარგა გონება, არ იყო სუნთქვა და პულსი. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც წამებში გადავიდა ფიბრილაციაში.
ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, დაფიქსირდა ასისტოლია, ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ წამოვიდა სინუსური ტაქიკარდია. პაციენტმა დაიწყო სუნთქვა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ფორს-მაჟორით გადაყვანილი იქნა კლინიკაში. კლინიკაში შესვლამდე პაციენტი სასწრაფოს მანქანაში გონზე მოვიდა.
კლინიკაში დადასტურდა ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სადაც პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისია მკურნალობა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ქეილი – იმუნიტეტის ბუნებრივი დამცველი! – რატომაა საუკეთესო ნედლად?

ქეილი – იმუნიტეტის ბუნებრივი დამცველი! – რატომაა საუკეთესო ნედლად?
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი იმუნიტეტის ბუნებრივი დამცველზე საუბრობს

ქეილი – იმუნიტეტის ბუნებრივი დამცველი!
რატომაა საუკეთესო ნედლად?
ნედლ ქეილში მეტია ვიტამინი C, ვიტამინი K, კალციუმი და ანტიოქსიდანტები
ეს ნივთიერებები ეხმარება:
თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებაში
ანთების შემცირებაში
იმუნური სისტემის გამაგრებაში   განაგრძეთ კითხვა

 

შეიძლება იყოს მწვანე კომბოსტო, ტოფუ (სოიის ხაჭო), შვრია და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რომელი ხილი ამცირებს არტერიულ წნევას – 8 ხილი, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ

რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი - ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია
#post_seo_title

ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს კენკრის, ბანანის, საზამთროს, ყურძნის, კივის და სხვა ხილის რაციონში დამატება.

ისინი შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებს და სასარგებლო მცენარეულ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას.

Health-მა გაარკვია, რომელი ხილი ამცირებს არტერიულ წნევას.

ესენია: განაგრძეთ კითხვა

ზეთისხილის ფოთლები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ძვლების დამცველი – გაქვს ოსტეოპოროზი? შეაჩერე ახლავე!

ძვლების დამცველი – გაქვს ოსტეოპოროზი? შეაჩერე ახლავე!
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი ძვლების დაცმველ საშუალებებზე საუბრობს

გაქვს ოსტეოპოროზი? შეაჩერე ახლავე!
რეცეპტი
ინგრედიენტები:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება

Study Finds COVID-19 Significantly Increases Risk of Type 2 Diabetes in Children
#post_seo_title

დიაბეტი 2 ტიპი სისხლში შაქრის მაღალი დონის გამო სერიოზულ გართულებებს იწვევს. ექსპერტები ასახელებენ სამ ძირითად სიმპტომს, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება და შესაძლოა, ამ მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.

დიაბეტის 2 ტიპის ძირითადი ნიშნები
ეს ქრონიკული დაავადება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზებია ორგანიზმის მიერ ინსულინის არასათანადოდ გამოყენება ან კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ არასაკმარისი ინსულინის გამომუშავება.

რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად არიან:

ისინი, ვისაც ოჯახში დიაბეტის ისტორია აქვთ, ჭარბწონიანები, დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე პირები
ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმსა და მარილს იღებენ, სისხლში შაქრის მაღალი დონე სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, თუმცა სამი ნიშანი განსაკუთრებით ღამით ხშირდება ან მძაფრდება.

ღამის 3 სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ

ხშირი შარდვა – მაღალი შაქრის დონე თირკმელებს აიძულებს, ზედმეტი შაქარი ორგანიზმიდან შარდის სახით გამოდევნოს, რის გამოც ღამით ხშირად იღვიძებთ და ტუალეტში გასვლა გჭირდებათ.

თავის ტკივილი გაღვიძებისას – ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე) შეიძლება დილით გაღვიძებისთანავე ძლიერი თავის ტკივილით გამოვლინდეს.

გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება – როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება შარდის გზით, ეს გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ადამიანს მუდმივად წყურვილის შეგრძნება აწუხებს.

შაქრის მაღალი დონე ასევე ძილის დარღვევებსაც იწვევს, რაც გამოიხატება:

დაძინების გაძნელებითგაღვიძების შემდეგ დაღლილობის, გაღიზიანებისა და დაბნეულობის შეგრძნებითმოულოდნელად გახშირებული ან შენელებული სუნთქვითგულისცემის აჩქარებით

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ხდება მაშინ, როცა თვალს ისრეს? – ამ დროს ექოვანას მიკროტრავმები შეიძლება მივაყენოთ

ზარმაცი თვალის ვარჯიშები მხედველობის გასაძლიერებლად - სრული გზამკვლევი
#post_seo_title

რა ხდება, როცა თვალს “ისრისავ”⁉️

ოფთალმოლოგის განმარტებით, ამ დროს ექოვანას მიკროტრავმები შეიძლება მივაყენოთ და ამის შემდეგ იწყება დისკომფორტი.

ვრცლად ↓

@akhalimzera

რა ხდება, როცა თვალს “ისრისავ”⁉️ #akhalimzera

♬ original sound – ახალი მზერა • Akhali Mzera – ახალი მზერა • Akhali Mzera

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ესპანეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა აფრიკული ღორის ჭირის შესაკავებლად

მედია: „ესტონეთში ტახებში შავი ჭირი ვრცელდება“
#post_seo_title

ესპანეთში აფრიკული ღორის ჭირი

ესპანეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა აფრიკული ღორის ჭირის შესაკავებლად. ბარსელონასთან ახლოს ველურ ღორებში აღმოჩენილმა შემთხვევებმა და ეჭვმა, რომ ვირუსი დაბინძურებული საკვების ნარჩენით გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა — ბიოუსაფრთხოება და ნარჩენების მართვა სახელმწიფო უსაფრთხოებაა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება:
დაუდევრად დაყრილი საკვები და ველურ ცხოველებთან კონტაქტი სერიოზულ ეპიდემიებად გადაიქცეოდა, დღეს სამწუხაროდ რეალობა გახდა.
ადამიანებისთვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ეს მძიმე დარტყმაა სოფლის მეურნეობისთვის, ფერმერებისთვის და ექსპორტისთვის.
როგორ გავრცელდა
ვირუსის წყაროდ სახელდება დაბინძურებული სენდვიჩი ან სხვა საკვების ნარჩენი, რომელიც ველურმა ღორმა ჭამა. ამიტომაც ვამბობთ — ნაგავი არის ბიოლოგიური რისკი, რომელსაც შეუძლია მილიონიან ზიანამდე მიგვიყვანოს.
რა ქნა ესპანეთმა
• შეიზღუდა პარკები და ტყის ზონები
• ჩაერთო სამხედრო და ვეტერინარული ძალები
• გამოცხადდა 20 კმ-იანი კონტროლის ზონა ფერმების გარშემო
• ნაწილობრივ შეჩერდა ექსპორტი
რა უნდა ვისწავლოთ საქართველომ
• ნარჩენების მართვა არის ეროვნული უსაფრთხოება
• ბიოუსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს როგორც ფერმებში, ისე ქალაქებში
• საჭიროა მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერება
ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთი დაუდევარი მოქმედება ფინანსურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კრიზისად გადაიქცეს.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საკვების ან სხვა საგნების გადაცდენა – რა უნდა ვაკეთოთ, თუ ვინმეს უცხო სხეული გადასცდა

საკვების ან სხვა საგნების გადაცდენა - რა უნდა ვაკეთოთ, თუ ვინმეს უცხო სხეული გადასცდა
#post_seo_title

რა უნდა ვაკეთოთ, თუ ვინმეს უცხო სხეული გადაუცდა?

როცა ადამიანი ჰაერს ვერ ატარებს იმიტომ, რომ უცხო სხეული გადაუცდა, ყოველი წამი გადამწყვეტია. ასეთ სიტუაციაში მკაფიო და სწორი მოქმედება შეიძლება ერთადერთი შანსი იყოს მის დასახმარებლად.

საკვების ან სხვა საგნების გადაცდენა:

საკვების გადაცდენა გავრცელებული გადაუდებელი შემთხვევაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც პიროვნების სასუნთქი გზები ნაწილობრივ ან მთლიანად გადაკეტილია, მასში რაიმე საგნის მოხვედრის გამო, მაგალითად საკვების ნაწილი ან პატარა სათამაშო, ცხვირში ან პირის ღრუში არსებული გამონადენი, სისხლის მასა. ნახევრად გადაკეტილი სასუნთქი გზების დროს, ადამიანს შეუძლია სუნთქვა, თუმცა რთულად ახერხებს მას. ასეთ შემთხვევაში სუნთქვის დროს ადამიანი, როგორც წესი ახველებს ან გამოსცემს ხიხინის მაგვარ ხმებს. მას ასევე შეუძლია საუბარი, თუ მის ფილტვებს მიეწოდება საკმარისი ჰაერი. ხოლო თუ ადამიანის სასუნთქი გზები მთლიანად გადაკეტილია, მაშინ არ ძალუძს არც ხველა, არც ტირილი, არც საუბარი და არც სუნთქვა.

როგორ უნდა ამოიცნო დახრჩობის ნიშნები, როდის არის აუცილებელი სასწრაფოს გამოძახება.

ნახეთ, როგორ გადაარჩინო სიცოცხლე!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე
WHO-ს ექსპერტი
Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი
Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი
25+ წლიანი გამოცდილება გლობალურ და ეროვნულ ჯანმრთელობაში

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იცოდით რომ სტაფილოს წვენი – არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ გულის დამცავი ძალაც!

სტაფილოს წვენი სავსეა ვიტამინებით A, C და E, ასევე კალიუმით. ეს ნივთიერებები პირდაპირ ეხმარება გულს და სისხლძარღვებს:
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სტაფილოს წვენის სარგებელზე საუბრობს

იცოდით რომ სტაფილოს წვენი – არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ გულის დამცავი ძალაც!
სტაფილოს წვენი სავსეა ვიტამინებით A, C და E, ასევე კალიუმით. ეს ნივთიერებები პირდაპირ ეხმარება გულს და სისხლძარღვებს:
ანტიოქსიდანტები (A, C, E) ამცირებს სისხლძარღვების დაზიანებას და იცავს გულს.
კალიუმი არეგულირებს წნევას და ეხმარება გულის რიტმს, especially მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აქვს. განაგრძეთ კითხვა
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights