ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევები – “დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის გარკვეული კომფორტიცაა და დისკომფორტიც” – ექიმი ნინო ქანთარია

ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეეძლებათ
#post_seo_title

„ნიუ ჰოსპიტალსის“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ქანთარიამ გადაცემა „ბიზნეს კვირეულში“, „ედვაიზერის“ რუბრიკაში, სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე ისაუბრა.

ნინო ქანთარიას განცხადებით, ექიმებისთვის დაზღვეული პაციენტი ერთდროულადაც ამარტივებს და აძნელებს სამუშაო პროცესს.

მისი თქმით, სტაციონარულ დონეზე პროცესი ხშირად რთულდება, რადგან სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევა გარკვეულ დიაგნოზებს ფარავს, ხოლო როცა პაციენტს პარალელურად კერძო დაზღვევაც აქვს, იწყება რთული შეთანხმებები — რა ნაწილს დაფარავს სახელმწიფო, რა ნაწილს კერძო კომპანია, როგორ უნდა მოხდეს საბუთების გაგზავნა და სხვა ტექნიკური დეტალები. ქანთარიას შეფასებით, მიუხედავად ბიუროკრატიული სირთულეებისა, საბოლოო ჯამში პროცესები მაინც პაციენტის ინტერესზეა მორგებული.

როგორც ის განმარტავს, ამბულატორიულ სფეროში, დაზღვეული პაციენტი ექიმისთვის ორი მხრიდან აღიქმება — როგორც დადებითი, ისე არასასიამოვნო გარემოება.

„სტაციონარულ სერვისებთან დაკავშირებით არ არის მარტივად საქმე, იმიტომ რომ, ვიცით, რომ სახელმწიფოში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ასევე ანაზღაურებს გარკვეულ ნოზოლოგიებს. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს აქვს როგორც საყოველთაო, ასევე კერძო დაზღვევა, ზოგიერთ კატეგორიას, აქ იქმნება ხოლმე გარკვეული ბიუროკრატიული საკითხები. რა კომპონენტს დააფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რა კომპონენტს დაფარავს კერძო დაზღვევა, დოკუმენტაცია სად, როდის, როგორ უნდა იყოს გადაგზავნილი… თუმცა, ამის რეგულაცია მეტ-ნაკლებად, მე ვფიქრობ, პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე, მაინც ხდება.

რაც შეეხება ამბულატორიულ სექტორს, აქ ექიმისთვის დაზღვეული პაციენტი არის გარკვეული კომფორტიც და დისკომფორტიც და შევეცდები, რომ განვმარტო, რა არის კომფორტი და რა არის დისკომფორტი.

მისი თქმით, პლუსი ისაა, რომ როცა პაციენტს სადაზღვევო დაფარვა აქვს, ექიმს შეუძლია უფრო თავისუფლად დანიშნოს საჭირო კვლევები და კონსულტაციები, რადგან ფინანსური ზეწოლა ნაკლებია. სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდის ფონზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომფორტი ის არის, რომ თუკი პაციენტს სჭირდება სხვადასხვა კვლევები, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები, სერვისები, უფრო თავისუფალია ექიმი ამ არჩევანშიც და ფინანსური დანახარჯების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები ბოლო პერიოდში იზრდება და ეს ბუნებრივიც არის. ასე რომ, ექიმი გარკვეულ კომფორტს ხედავს იმაში, რომ პაციენტს აქვს დაზღვევა და საჭიროებების მიხედვით დაფარავს ყველა საჭირო კვლევას თუ კონსულტაციას.

თუმცა ექიმისთვის არსებობს გარკვეული უხერხულობაც: სადაზღვევო პაკეტებს აქვთ მკაცრი ჩამონათვალი, რა ინერგება და რა — არა. პაციენტი ხშირად ელოდება, რომ ნებისმიერი კვლევა ან პროცედურა დაფინანსდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაზღვეულია, მაგრამ რეალობაში ზოგიერთი მომსახურება გამორჩენილია. ქანთარიას თქმით, ეს აცდენა მოლოდინსა და რეალურ პირობებს შორის ექიმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიზანი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა – სომხეთის დელეგაციას აეროპორტში გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა

მიზანი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა - სომხეთის დელეგაციას აეროპორტში გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა
#post_seo_title

საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი იმყოფება. ვიზიტის მიზანი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა.

არსენ ტოროსიანი საქართველოში მოადგილესთან, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ჩამოვიდა. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.

სომეხ კოლეგასთან შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროში გამართავს.

დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს. ასევე, დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

შეიძლება არა მხოლოდ შეამციროს დემენციის განვითარების რისკი, არამედ შეანელოს მისი პროგრესირებაც უკვე დაავადებულ ადამიანებში – მეცნიერები აცხადებენ, რომ დემენციის პროცესის შენელების მეთოდს მიაგნეს – კვლევა

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - ამ ნიშნის შესახებ ალბათ არ იცოდით
#post_seo_title

ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის ჩვეულებრივმა ვაქცინამ შეიძლება არა მხოლოდ შეამციროს დემენციის განვითარების რისკი, არამედ შეანელოს მისი პროგრესირებაც უკვე დაავადებულ ადამიანებში. ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი, რომელმაც თავისი მუშაობის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოაქვეყნა.

მკვლევრებმა შეისწავლეს 14 350 დემენციით დაავადებული პაციენტის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ ვაქცინირებულებში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში დემენციით სიკვდილიანობა თითქმის 30 პროცენტით ნაკლები იყო. გარდა ამისა, ვაქცინაცია ამცირებდა მსუბუქი კოგნიტური დარღვევების განვითარების ალბათობას, მდგომარეობისა, რომელიც ხშირად წინ უძღვის დემენციას.

ჯერ კიდევ ადრე იმავე გუნდმა აჩვენა, რომ ვაქცინა ზოგადადაც ამცირებს დემენციის წარმოშობის რისკს.

ავტორების თქმით, ვაქცინა უსაფრთხოა და უკვე ფართოდ გამოიყენება, ამიტომ მისი შესაძლო ზეგავლენა დემენციაზე მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ჯანდაცვისთვის. თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი კვლევები, მათ შორის მოქმედების მექანიზმის გამოკვლევა და ვაქცინის უფრო თანამედროვე ვარიანტების ტესტირება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ისაუბრებენ იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ. წარმოდგენილი იქნება უახლესი მიღწევები, იმუნოთერაპიის, უჯრედული თერაპიისა და კიბოს ვაქცინების შესახებ

ისაუბრებენ იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ. წარმოდგენილი იქნება უახლესი მიღწევები, იმუნოთერაპიის, უჯრედული თერაპიისა და კიბოს ვაქცინების შესახებ
#post_seo_title

საქართველო იშვიათი სიმსივნეებისა და პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

სპეციალური მომხსენებლის სტატუსით წარდგება ჯანდაცვის მინისტრი. მსოფლიოს წამყვანი ცენტრების ექსპერტები ჩატარებული კვლევების მოხსენებებს წარადგენენ. ისაუბრებენ იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ. წარმოდგენილი იქნება უახლესი მიღწევები, იმუნოთერაპიის, უჯრედული თერაპიისა და კიბოს ვაქცინების შესახებ.

ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის.

კონფერენცია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ხედვის გაზიარებას და სისტემური მიდგომის წარმოჩენას, რომელიც დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარების პროცესს უწყვეტად აერთიანებს

კონფერენცია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ხედვის გაზიარებას და სისტემური მიდგომის წარმოჩენას, რომელიც დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარების პროცესს უწყვეტად აერთიანებს
#post_seo_title

„ზრუნვის უწყვეტი ჯაჭვი: პრევენციიდან რეაბილიტაციამდე“ – დამოკიდებულების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრმა კონფერენცია გამართა.

კონფერენცია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ხედვის გაზიარებას და სისტემური მიდგომის წარმოჩენას, რომელიც დამოკიდებულების მქონე ადამიანების დახმარების პროცესს უწყვეტად აერთიანებს.

მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა

მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

NCDC-ს საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია ცენტრის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძემ ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე – ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და რეაგირების საკითხებზე.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ერთი საკმაოდ გავრცელებული ინფექცია სწრაფად ხდება პრეპარატებისადმი რეზისტენტული

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ერთი საკმაოდ გავრცელებული ინფექცია სწრაფად ხდება პრეპარატებისადმი რეზისტენტული
#post_seo_title

კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში. იწვევს სოკო Candida, კერძოდ კი საფუარი Candida albicans-ი.

მიუხედავად იმისა, რომ საფუარი ინფექციები მარტივად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, Candida-ს სულ უფრო მეტი სახეობა ივითარებს ამ პრეპარატებისადმი რეზისტენტულობას, მათ შორის, კანდიდოზის გამომწვევი სახეობებიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შემოწმებული Candida-ს სისხლის ნიმუშების დაახლოებით შვიდი პროცენტი რეზისტენტულია ფლუკონაზოლისადმი — პირველი ხაზის პრეპარატი, რომელსაც Candida-ს ინფექციათა უმეტესობის სამკურნალოდ იყენებენ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მცირდება პრეპარატთა არჩევანი რუტინული კანდიდოზის ინფექციების სამკურნალოდაც კი — რაც მათ მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს. ასევე ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მწვავეა Candida-ს ინფექცია, რაც შეიძლება მოხდეს შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ან ანტიბიოტიკების ხანგრძლივ კურსზე მყოფებში — მით უფრო რთულდება მისი მართვა.

სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტობამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მორეციდივე კანდიდოზს (კანდიდოზის ინფექციები, რომლებიც უკან ბრუნდება). ეს მთელ მსოფლიოში 138 მილიონ ქალს აწუხებს, მაგრამ მეცნიერთა პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 158 მილიონამდე გაიზრდება.

გასულ ორ ათწლეულში სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტობის ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა.

2000-იანი წლების დასაწყისსა და შუა წლებში, სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტულობა იშვიათი იყო. ფლუკონაზოლი კარგად მუშაობდა Candida albicans-ის ინფექციების უმეტესობის წინააღმდეგ; მისადმი რეზისტენტული ინფექციათა ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო. განაგრძეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შესაძლოა ღვიძლზე უარყოფითად იმოქმედოს – ბევრი ადამიანი ვერ აფასებს საფრთხეს

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა
#post_seo_title

რკინის ჭარბი მიღება და დიდი რაოდენობით ფრუქტოზა, რომელიც მრავალი პროდუქტის შემადგენლობაშია, შესაძლოა ღვიძლზე უარყოფითად იმოქმედოს.

არასწორი კვების რეჟიმი ღვიძლს მძიმე დატვირთვას აყენებს და დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებამდე მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მხოლოდ ალკოჰოლს აკავშირებენ ღვიძლის დაზიანებასთან, სხვა ნივთიერებებიც — განსაკუთრებით ფრუქტოზა, რკინა და ზოგიერთი პოპულარული საკვები დანამატი — საფრთხის შემცველია.

ალკოჰოლი ღვიძლისთვის კვლავ ყველაზე აგრესიული ფაქტორია. ბევრი ადამიანი ვერ აფასებს საფრთხეს, რადგან არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, რამდენი ეთანოლი შედის კონკრეტულ სასმელში. საშუალოდ, მამაკაცისთვის დღის მაქსიმალური შეღავათიანი დოზა 30–40 მლ ეთანოლია, ქალისთვის — დაახლოებით 25–30 მლ.

ფრუქტოზა, რომელიც ბევრ ტკბილ პროდუქტში გვხვდება, ღვიძლისთვის მეორე ყველაზე მავნე ნივთიერებად ითვლება. ორგანიზმი მას ფაქტობრივად პირდაპირ ცხიმად გარდაქმნის, ამიტომ ფრუქტოზით მდიდარი კვება ხელს უწყობს ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებას. გარდა ამისა, „ღვიძლის გამწმენდი“ დანამატებიდან და მცენარეული პროდუქტებიდან ზოგიერთი (მაგალითად, კრაზანა) შესაძლოა ზიანს აყენებდეს ღვიძლის უჯრედებს. ნაწლავების მდგომარეობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან იქ არსებული მიკრობები სხვადასხვა ნივთიერებას გამოყოფენ — ზოგს დამხმარეს, ზოგსაც საზიანოს.

ღვიძლის დაავადებების სირთულე იმაშია, რომ სიმპტომები ხშირად გვიან ვლინდება. ამიტომ რეკომენდებულია პერიოდული გასინჯვა, მათ შორის ულტრაბგერითი კვლევა და ელასტოგრაფია — ტესტი, რომელიც ორგანოში ცხიმის რაოდენობას აფასებს. დროულად აღმოჩენილი დარღვევები, წესით, კარგად ექვემდებარება მკურნალობას: საშუალოდ ნახევარი წლიდან ერთ წლამდე პერიოდში გამოჯანმრთელების შანსი საკმაოდ მაღალია.

რომელი პროდუქტები ეხმარება ღვიძლს?

ღვიძლის აღდგენის პროცესში განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება შვრია, ხაჭო და ვარდკაჭაჭა.
ხაჭოში არსებული ამინომჟავა მეთიონინი ხელს უწყობს ცხიმების შემცირებას ღვიძლში. საუკეთესოა 2–7% ცხიმიანობის მქონე ხაჭო, რომლის ყოველდღიური მინიმალური რეკომენდებული დოზა დაახლოებით 50 გრამია (უფრო მეტი უკეთესია).

მეთიონინი შვრიის პროდუქებშიც გვხვდება, ამიტომ შვრიის ფაფა, მიუსლი ან გრანოლა კარგი არჩევანია. ფაფას შეგიძლიათ დაუმატოთ ბაყაყურას თესლის კარაქი — ის მდიდარია სილიმარინით, რომელიც აუმჯობესებს ნაღვლის ნაკადს და იცავს ღვიძლის უჯრედებს.

ასევე სასარგებლოა ასკილის ჩაის რეგულარული მიღება — ის ეხმარება ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ციროზის მქონე ადამიანებსაც, ასევე მუშაობს როგორც პროფილაქტიკური საშუალება. გამომცხვარი ვაშლიც კარგი ვარიანტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღვიძლი სუსტ მდგომარეობაშია.

მავნე პროდუქციად რჩება ალკოჰოლი, შაქრიანი პროდუქტები, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, სწრაფი კვება და ზედმეტად გადამუშავებული პროდუქტი. სასურველია ასევე შეამციროთ ძალიან ცხარე კერძები და ბოლოკის სხვადასხვა სახეობა. ხილი, მიუხედავად სარგებლისა, დიდი რაოდენობით მაინც გადატვირთავს ღვიძლს — ერთ ჯერზე 200 გრამზე მეტი ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო რეკომენდებული არ არის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა – ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარებას შორის შესაძლო კავშირი – შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს

ცხვირის ქექვა შესაძლოა დემენციის რისკს ზრდიდეს - მეცნიერების ახალი აღმოჩენა
#post_seo_title

2022 წელს გამოქვეყებულმა კვლევამ ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარებას შორის შესაძლო კავშირი დაადგინა.

ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია ცხვირის ღრუში მდებარე ყნოსვითი ნერვის გავლით ტვინში შესვლას ახერხებს.

ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორის, მოლეკულური ვიროლოგის სედრიკ ბაკლის თქმით, ცხვირის ქექვა აზიანებს ცხვირის ღრუს მყიფე ეპითელიუმს და ამ ქსოვილში მიკრონაპრალებს აჩენს.

„როცა ეს დამცავი ფენა ზიანდება, თითი პირდაპირ კაპილარებს, შეიძლება შეეხოს, რაც პათოგენების გადაცემას ამარტივებს,“ — განმარტავს ის.

ავსტრალიის გრიფითის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ბაქტერია Chlamydia pneumoniae — მიკროორგანიზმი, რომელსაც პნევმონიის გამოწვევაც შეუძლია. იგივე ბაქტერია ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ტვინშიც აღმოუჩენიათ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ პირველად დაადასტურეს Chlamydia pneumoniae-ს ცხვირიდან პირდაპირ ტვინში გადასვლის უნარი, სადაც ის ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ეს შედეგები თაგვებზე დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერები მიუთითებენ, რომ ადამიანებშიც შესაძლოა მსგავსი საფრთხე არსებობდეს.

კვლევის ადამიანებზე გამეორება უკვე იგეგმება, მაგრამ მანამდე სპეციალისტები გვაფრთხილებენ — ცხვირის ქექვა და ცხვირიდან თმის ამოღება სჯობს ავირიდოთ, რადგან ეს ქმედებები ცხვირის დამცავ ბარიერს აზიანებს.

დროა ვიმოქმედოთ! დედამიწაზე საუკუნეების განმავლობაში დარჩება და გარემოს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს –  პლასტმასის გავლენა გარემოზე – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

მიკროპლასტმასი ჩვენს ორგანიზმში – კიბოს ახალ საშიშროებად იქცა!
#post_seo_title

 პლასტმასის დაბინძურება – დროა ვიმოქმედოთ!

 იცოდით, რომ პლასტმასის ბოთლს დაშლისთვის 450 წელი სჭირდება?
ეს ნიშნავს, რომ დღეს გადაგდებული პლასტმასი დედამიწაზე საუკუნეების განმავლობაში დარჩება და გარემოს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს.

 პლასტმასის გავლენა გარემოზე

1. ოკეანეების დაბინძურება
 ყოველწლიურად 8 მილიონ ტონა პლასტმასი ხვდება ოკეანეებში, რაც საზღვაო ცხოველების, თევზების და ეკოსისტემების განადგურებას იწვევს.
 მცირე პლასტმასის ნაწილაკები (მიკროპლასტიკი) უკვე აღმოაჩინეს თევზებში, წყალში და ჩვენს საკვებში.

2. ბიოდეგრადაციის ხანგრძლივი პროცესი
 პლასტმასას დაშლისთვის ასეულობით წელი სჭირდება.
 ფოტოზე ჩანს პლასტმასის ბოთლი, რომელიც 2009 წელს წყალში მოხვდა – ის ჯერ კიდევ 2109 წელსაც იარსებებს!

3. ჯანმრთელობის საფრთხეები
 მიკროპლასტიკი უკვე აღმოაჩინეს ადამიანის სისხლში, რაც მიანიშნებს, რომ ეს ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში აღწევენ და შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდნენ.
 პლასტმასის ნივთიერებები შესაძლოა ჰორმონალური დარღვევების, სიმსივნეების და იმუნური სისტემის დაზიანების რისკს ზრდიდეს.

 როგორ შეიძლება შევამციროთ პლასტმასის მოხმარება?
  • გამოიყენეთ მრავალჯერადი ბოთლები და ჩანთები – პლასტმასის ბოთლების და ერთჯერადი ჩანთების შემცირება ამცირებს ნარჩენების რაოდენობას.
  •  მოერიდეთ ერთჯერადი პლასტმასის ნივთებს – პლასტმასის ჩანგლების, თეფშების და ჩხირების გამოყენება უნდა შევზღუდოთ.
  •  მონაწილეობა მიიღეთ ნარჩენების გადამუშავებაში – პლასტმასის სეპარაცია და გადამუშავება ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას.
  •  განათლება და ცნობიერების ამაღლება – ადამიანებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია პლასტმასის ზიანზე და მის შემცირების გზებზე.

    დროა ვიმოქმედოთ!  როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ პლასტმასის დაბინძურების შესაჩერებლად?



 მეტის გასაგებად იხილეთ:
 www.shenimedicina.ge – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები
 www.sheniekimi.ge – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა
 www.shenisupra.ge – ჯანსაღი კვება და ქართული სამზარეულოს საუკეთესო რეცეპტები
 www.sheniambebi.ge – სოციალური პროგრამები და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 გაუზიარეთ პოსტი, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #გარემოსდაცვა #პლასტმასი #გავუფრთხილდეთპლანეტას #კლიმატისცვლილება #გადამუშავება 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights