მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ერთი საკმაოდ გავრცელებული ინფექცია სწრაფად ხდება პრეპარატებისადმი რეზისტენტული

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ერთი საკმაოდ გავრცელებული ინფექცია სწრაფად ხდება პრეპარატებისადმი რეზისტენტული
#post_seo_title

კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში. იწვევს სოკო Candida, კერძოდ კი საფუარი Candida albicans-ი.

მიუხედავად იმისა, რომ საფუარი ინფექციები მარტივად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, Candida-ს სულ უფრო მეტი სახეობა ივითარებს ამ პრეპარატებისადმი რეზისტენტულობას, მათ შორის, კანდიდოზის გამომწვევი სახეობებიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შემოწმებული Candida-ს სისხლის ნიმუშების დაახლოებით შვიდი პროცენტი რეზისტენტულია ფლუკონაზოლისადმი — პირველი ხაზის პრეპარატი, რომელსაც Candida-ს ინფექციათა უმეტესობის სამკურნალოდ იყენებენ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მცირდება პრეპარატთა არჩევანი რუტინული კანდიდოზის ინფექციების სამკურნალოდაც კი — რაც მათ მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს. ასევე ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მწვავეა Candida-ს ინფექცია, რაც შეიძლება მოხდეს შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ან ანტიბიოტიკების ხანგრძლივ კურსზე მყოფებში — მით უფრო რთულდება მისი მართვა.

სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტობამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მორეციდივე კანდიდოზს (კანდიდოზის ინფექციები, რომლებიც უკან ბრუნდება). ეს მთელ მსოფლიოში 138 მილიონ ქალს აწუხებს, მაგრამ მეცნიერთა პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 158 მილიონამდე გაიზრდება.

გასულ ორ ათწლეულში სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტობის ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა.

2000-იანი წლების დასაწყისსა და შუა წლებში, სოკოს საწინააღმდეგო რეზისტენტულობა იშვიათი იყო. ფლუკონაზოლი კარგად მუშაობდა Candida albicans-ის ინფექციების უმეტესობის წინააღმდეგ; მისადმი რეზისტენტული ინფექციათა ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო. განაგრძეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  გენეტიკურად ქალები დეპრესიის უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან, ვიდრე კაცები - კვლევა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ