შაბათი, მაისი 2, 2026

„ლოგონევროზი თანდაყოლილი პრობლემა არ გახლავთ. ეს დაავადება არ არის“-ლოგოპედი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

მეტყველების დარღვევა (ენის ბორძიკი) - ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას. ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში
#post_seo_title

ლოგონევროზი და ენის ბორძიკი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ბავშვებსა და მოზარდებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.

რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება, დაძლევა, ლოგოპედი თამარ ცერცვაძე საუბრობს.

მისი თქმით, ლოგონევროზი თანდაყოლილი პრობლემა არ გახლავთ. ეს დაავადება არ არის.

“კარგად ისაუბრე!”, “რატომ ბორძიკობ?” – ზოგადად, ასეთი საუბარი არ შეიძლება. სტრესმა შეიძლება, პრობლემის პროვოცირება მოახდინოს. თუმცა, შეიძლება, დიდი სიხარულის ფონზეც განვითარდეს ან უბრალოდ ბავშვმა დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს… სიზმარი არ მოეწონოს და აი, ამიტომ. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ასევე, სკოლასა და ბაღში მისვლის პერიოდიც შესაძლოა, მისთვის ძალიან ემოციური იყოს. ბაღში შეიძლება, კარგად მოსაუბრე ბავშვი მიიყვანონ და ენაბორძიკობით გამოიყვანონ.

ეს პრობლემა შესაძლოა, დიდ ასაკშიც განვითარდეს. სრულიად შესაძლებელია, სტრესის ფონზე ენაბორძიკი ყველა ადამიანს დაემართოს,- აღნიშნავს ლოგოპედი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით – მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას“-ივანე ჩხაიძე

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურება და მთავარი პრევენცია

პედიატრი, თსსუ პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე 2025-2026 წლის ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსის გააქტიურებაზე, შემთხვევების მატებასა და მთავარ პრევენციაზე საუბრობს:

„იაშვილის კლინიკაში მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას – 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით, მათგან 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება“.

მისი თქმით, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსია. H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა.

„არანაირი განსხვავება არ აქვს პაციენტისთვის გრიპის უკან დგას „ღორის გრიპი“, თუ ე.წ. ჰონგ-კონგის. ორივე A ტიპის გრიპის ვირუსს მიეკუთვნება. მათ შორის განსხვავება არ გახლავთ არც დაავადების სიმძიმის მიხედვით და არც გართულებების გამოწვევის ალბათობის მიხედვით.

გრიპის ვირუსთან მიმართებით არსებობს რისკის ჯგუფები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები სწორედ რისკის ჯგუფში შედიან. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მომართვა როგორც ამბულატორიულ რგოლში, ისე სტაციონარულში, ძირითადად განპირობებული იქნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების ავადობით.

როდესაც მომართვაზე ვსაუბრობთ, სტაციონარულ რგოლში, ძირითადი მიზეზი არის გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულება, როგორიც არის ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მომატებულია მომართვა ოქტომბერთან შედარებით. ამ მომართვის უკან დგას ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა. დილის მონაცემებით, 32 ბავშვია, რომელიც მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადების დიაგნოზით, მათ შორის 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება. ეს გულისხმობს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობს, უფრო ინტენსიური მკურნალობის საჭიროებას.

ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ გადატანის, მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. 3 კვირაზე მეტი გახანგრძლივება H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბავშვზე ექსპერიმენტი აღარ გაგრძელდება – ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც 10 დეკემბრიდან 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებს უკრძალავს

რა არის გამოსავალი? - ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული
#post_seo_title

ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც 10 დეკემბრიდან 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებს უკრძალავს.

ქვეყანა ამბობს პირდაპირ: ბავშვზე ექსპერიმენტი აღარ გაგრძელდება — ალგორითმებმა ბავშვების ფსიქიკას თავი უნდა დაანებოს.
და ახლა საქართველოს რეალობა:
ბოლო კვლევებით, ქართულ სკოლებში 12–13 წლის ბავშვების 70%-ზე მეტი უკვე დამოკიდებულია TikTok/Instagram-ზე — ძილის, სწავლაში კონცენტრაციის და ემოციური სტაბილობის სერიოზული დარღვევებით.
სიუჟეტები “დრამატული ჩელენჯებით” და “სასწაულმკურნალების რეკლამებით” ყოველდღე ურტყამს მათ ნერვულ სისტემას.
ავსტრალიამ ბავშვები დაიცვა. ჩვენ რას ვაკეთებთ?

 

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი,
Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში,
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი,
ჯანდაცვის სფეროში 25+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აისახა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე, რაც ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც გაგრძელდება“

„ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აისახა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე, რაც ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც გაგრძელდება“
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

კემლინ ფურლე საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს. მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობა, ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მხარდაჭერითა და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით. მინისტრმა ფურლეს, მომავალ საქმიანობაში, წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო UNHCR-ის ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოში. მისი თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აისახა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე, რაც ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც გაგრძელდება.

შეხვედრას, მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თეა გვარამაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი და საქართველოში UNHCR-ის ოფისის წარმომადგენელი სალომე ქუსიკაშვილიესწრებოდნენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„სანამ გადაწყვეტთ, მშობიარობისას გაკეთდეს თუ არა გაუტკივარება, ბევრჯერ დაფიქრდით… “ – უნდა გაუკეთდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარეს გაუტკივარება?

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები
#post_seo_title

უნდა გაუკეთდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარეს გაუტკივარება?

მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, უნდა უკეთდებოდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარე პაციენტს გაუტკივარება:

„თუ მკითხავთ, უნდა ტარდებოდეს თუ არა ეპიდურული ანესთეზია სურვილისამებრ, პასუხი ორ ნაწილად შეიძლება გაიცეს.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ქალს აქვს უფლება თავად განსაზღვროს მასზე გამოყენებული სამედიცინო ჩარევის ტიპი, მათ შორის – ანესთეზიის ფორმა.

თუმცა, როგორც ექიმი, პროფესიული პოზიციიდან გეტყვით, რომ ეპიდურული გაუტკივარება უბრალო პროცედურა არ არის. ეს წარმოადგენს ინვაზიურ ჩარევას, რომელიც ხორციელდება ზურგის ტვინის მახლობლად მდებარე სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ იქ თავად ტვინი აღარ მდებარეობს, მანიპულაცია მაინც საკმაოდ ფრთხილ წესებს მოითხოვს. ამიტომ ეპიდურალურ ანესთეზიასაც, როგორც ნებისმიერ ინვაზიურ მეთოდს, აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები.

ამიტომ “უბრალოდ გავაკეთოთ, ასე სჯობს” — სწორი მიდგომა არაა. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სამედიცინო საჭიროებას და ინდივიდუალურ შეფასებას, არა მხოლოდ სურვილს.

ყველაზე მარტივი უკუჩვენებაა გამონაყარი იმ მიდამოში, სადაც უნდა გაკეთდეს, რომ ინფექცია შიგნით არ შევიტანოთ.

მეორე მომენტია ტექნიკური გართულება. როდესაც დიდი წონაა, ის სივრცე, სადაც ანესთეზიოლოგი უნდა შევიდეს, 2-3 სმ-დან 15 სმ-მდე იზრდება. შეიძლება, უბრალოდ ნემსის სიგრძე არ ეყოს.

ინვაზიურ მეთოდებს ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკები, და ეპიდურული ანალგეზიაც ამის გამონაკლისი არ არის. გართულებების ერთ–ერთი ფორმა შეიძლება იყოს პროცედურის შემდეგ დარჩენილი უსიამოვნო შეგრძნებები ან ტკივილები. ეს არაა ზურგის ტვინის დაზიანება — თავად ჩაწვეთის ადგილზე ზურგის ტვინი საერთოდ აღარ მდებარეობს — მაგრამ ნებისმიერი ჩარევისას მცირე პროცენტით მაინც არსებობს გართულების ალბათობა.

როგორც ექიმი, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს ბუნებრივ მშობიარობებში, შემიძლია გითხრათ, რომ ტკივილის გასამკლავებლად უამრავი სხვა გზა არსებობს, ვიდრე პირდაპირ ეპიდურალზე გადასვლა. ამიტომ მომავალ მშობიარობებზე, სანამ გადაწყვეტთ გაუტკივარების ჩატარებას, ღირს საფუძვლიანად დაფიქრება. შესაძლოა მცირე მოთმინებაც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ მშობიარობა ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე დასრულდეს.  ნებისმიერ ინვაზიურ პროცედურას, გართულების რაღაც პროცენტი აქვს. შესაბამისად, როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა გვაქვს, ჩემი პრაქტიკის მქონე ექიმმა შემიძლია, გითხრათ, რომ მილიონი საშუალება არსებობს, სანამ ეპიდურულ გაუტკივარებამდე მიხვალთ. ამიტომ, შემდეგ მშობიარობებზე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გაკეთდეს თუ არა გაუტკივარება, ბევრჯერ დაფიქრდით. შეიძლება, ცოტაც მოითმინოთ და ამ პროცესმა ყველანაირი ჩარევის გარეშე გადაიაროს.“

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის დაზოგვა

#post_seo_title

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ბავშვებს ფულის მიმართ სწორ დამოკიდებულებას ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგავთ, ეს მათ სამომავლოდ ფინანსების დაზოგვასა და გადანაწილებაში დაეხმარება.

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვებს აუხსნან – თუ საიდან მოდის და რაში იხარჯება ფული. ასევე,  უნდა ასწავლონ თუ როგორ გაარჩიონ სურვილები და საჭიროებები ერთმანეთისგან.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ექსპერტებმა გამოყვეს რეკომენდაციები, რომლებიც მშობლებს აღნიშნული მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ.

დღეს ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლონ ბავშვებს ფულის დაზოგვა:
1. პირველი ნაბიჯი, როგორც ამას ფსიქოლოგები ამბობენ, არის ის, რომ პატარებს ფულის მნიშვნელობა აუხსნათ.

ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ თანხა შეუზღუდავი რაოდენობითაა, ამას ხელს უწყობს პლასტიკური ბარათებისა და ონლაინ გადახდების არსებობაც. ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ თქვენი შვილებისგან შემდეგი ფრაზა: „ფული აღარ გვაქვს?! რა პრობლემაა, ბანკომატიდან გამოვიტანოთ.  ისინი ფიქრობენ, რომ ბანკომატებს  ჩვენთვის თანხის მოცემა დაუსრულებლად შეუძლიათ.

საერთაშორისო ექსპერტები გირჩევენ , პატარებისთვის ფული უფრო ხელშესახები გახადოთ. ამისთვის კი საჭიროა მათ თავად დაათვალიერებინოთ ბანკნოტები და მონეტები. ასევე, აჩვენოთ, რომ როდესაც მაღაზიაში ტერმინალს ბარათს ვადებთ, ამ ბარათიდან ჩვენი ფული იხარჯება.  შეგიძლიათ აჩვენოთ თუ რამდენი გქონდათ ანგარიშზე სავაჭრო ობიექტში მისვლამდე და რამდენი გაქვთ პროდუქტების შეძენის შემდეგ.

2. მეორე რჩევა  მშობლებისთვის იმის გააზრებაა, რომ ჯიბის ფულის განკარგვა ბავშვისპასუხისმგებლობაა და არა მათი.

ფსიქოლოგების თქმით, ხშირად მშობლები გაუაზრებელ შეცდომებს უშვებენ – ისინი შვილებს გარკვეულ თანხას აძლევენ, თუმცა თავადაც ყიდულობენ სხვადასხვა სახის ტკბილეულსა და ნივთს. ეს კი არასწორია.

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, თუ ბავშვს მივცემთ, მაგალითად, 5 ლარს მთელი კვირის განმავლობაში ნაყინისა და ტკბილეულის საყიდლად, ეს ფული მთელი კვირის განმავლობაში უნდა იკმაროს. თუ მან იცის, რომ თქვენც უყიდით ნაყინს ნებისმიერ დროს, როცა მოგთხოვთ, მაშინ მას  ფულის ღირებულებისა და დანიშნულების გაგება გაუჭირდება.

ამიტომ მიეცით თანხა და უთხარით, რომ ის  უნდა იმყოფინოს მაგალითად 1 კვირა ან 1 თვე: და თუ ვერ იკმარებს, მაშინ მეტს ვეღარ მიიღებს.

3. მაღაზიაში შესვლისას ბავშვებმა ხშირად ისეთი ნივთების მოთხოვნა იციან, რომელთა შეძენაც მანამდე გეგმაში არ იყო. ამ ყველაფერს კი ხშირად თან სდევს ფრაზები „მიყიდე“, „მიყიდე, თორემ ვიტირებ“ და ა.შ.
ამ დროს მშობლები განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე, პატარებს კი ვერ გაუგიათ თუ რატომ არ ყიდულობს დედა ან მამა სასურველ სათამაშოს.

მსგავსი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, საერთაშორისო ექსპერტები გირჩევენ, საყიდლებზე წასვლის წინ ბავშვთან ერთად საჭირო პროდუქტების სია შეადგინოთ და თან ზუსტად იმდენი თანხა წაიღოთ, რაც მათ შესაძენად დაგჭირდებათ. შესაბამისად, თუ ბავშვი რაიმე ზედმეტის ყიდვას მოგთხოვთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ამის ყიდვა არ იყო დაგეგმილი და არც თანხა გაქვთ სამაგისო.  თუმცა, შესთავაზეთ, რომ შემდეგზე ერთადწახვალთ მაღაზიაში და იყიდით.
4. ფსიქოლოგების თქმით, კარგი იქნება, თუ შვილებს  დეპოზიტისა და საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობასა და პრინციპს ადრეული ასაკიდანვე ასწავლით.  მაგალითად: წაახალისეთ და უთხარით, რომ 10%-იან სარგებელს მიიღებს იმ თანხაზე, რამდენსაც ყოველთვიურად დაზოგავს – ამ მიდგომით ბავშვი მიხვდება, რომ თანხა შეიძლება გაიზარდოს დანაზოგიდანაც.

მაგრამ გახსოვდეთ: არ გადაუხადოთ ბავშვს ფული იმ ვალდებულებების შესრულებისთვის,  რაც მას ისედაც აკისრია…  როგორიცაა მაგალითად საკუთარ ოთახსა და ნივთებზე ზრუნვა, მეცადინეობა, სკოლაში სიარული, წიგნის კითხვა, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა.
5. როგორც საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ,  უმნიშვნელოვანესია ბავშვმა იცოდეს, თუ როგორ დაისახოს ფინანსური მიზანი და მიაღწიოს მას.
მათი თქმით,

როდესაც ბავშვი სურვილს გამოთქვამს, რომ უნდა ახალი ველოსიპედი ან კომპიუტერული თამაში, მშობელმა მას ფულის დაზოგვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ყიდვა უნდა შესთავაზოს. მაგალითად:  მასთან ერთად დაწერეთ ფურცელზე ნივთის ღირებულება და უთხარით, რომ თუ ჯიბის ფულიდან ყოველ დღე 10 ლარს გადადებს, მაშინ თვის ბოლოს სასურველი ნივთის ყიდვას შეძლებს.

6. ასევე კარგი იქნება, თუ შვილებს ფულის შოვნის გზების ძიებას ადრეული ასაკიდანვე ასწავლით. მაგალითად: შეგიძლიათ უთხრათ, რომ თანხის გამომუშავება შეუძლია ნივთების ან ნახატების გაყიდვის შედეგად. ასევე, ისეთი წვრილ-წვრილი საქმეებით, როგორიცაა მეზობლის ძაღლის გასეირნება და ა.შ. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ ფულის გამომუშავებას შრომა სჭირდება – უფრო მეტად ისწავლის მის ფასს და მომავალში. თანხის დაზოგვა არ გაუჭირდება.  

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სფეროს პარტნიორებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემების შექმნას, სარეაბილიტაციო მომსახურების დანერგვით, დამხმარე საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებით და ისეთი სისტემების ჩამოყალიბებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხარისხიანი მომსახურების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე
#post_seo_title

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა.

WHO კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რომ ჯანდაცვის ინკლუზიური დაფინანსებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა თუ მთელი საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია. იმისთვის რომ ჯანმრთელობა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია მათ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების სისტემების შექმნა. თუმცა, საბაზისო მომსახურების მიღება, ხშირად მაინც რთულია: მაღალია ჯიბიდან გადახდები, რეაბილიტაციის სერვისები არაა ყველგან მისაწვდომი, ხოლო დამხმარე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა ბევრ ოჯახს დიდ სირთულეს უქმნის.
ხელმისაწვდომობაზე და თანასწორობაზე დამყარებული ჯანმრთელობის ინკლუზიური დაფინანსება აუცილებელია ჯანმრთელობის მდგრადი სისტემების შესაქმნელად, რომელიც ყველას ემსახურება.
საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სფეროს პარტნიორებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემების შექმნას, სარეაბილიტაციო მომსახურების დანერგვით, დამხმარე საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებით და ისეთი სისტემების ჩამოყალიბებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხარისხიანი მომსახურების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს.
ამ ძალისხმევის შედეგად უფრო იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ჩართულობა და უფრო ღირსეულად, თანასწორად და დამოუკიდებლად ცხოვრების პირობები.
შეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჰაერის ხარისხი, საქართველოში გაუმჯობესდა? – რა საფრთხეს წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერი ჩვენთვის და ჩვენს მიერ გამოყენებული დანამატებისთვის?

PM2.5 არის ყველაზე საშიში მტვრის ტიპი. ასეთ დონეზე: თბილისის ჰაერის ხარისხი — „UNHEALTHY“ (AQI 160)
#post_seo_title

ჰაერის ხარისხი საქართველოში გაუმჯობესდა — მაგრამ ახლომდებარე რეგიონებში მძიმე მდგომარეობაა. რა საფრთხეს წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერი ჩვენთვის და ჩვენს მიერ გამოყენებული დანამატებისთვის?

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბინძურებული ჰაერი მხოლოდ სუნთქვის პრობლემას არ იწვევს. ჰაერში არსებული მძიმე მეტალები და მტვრიანობა მარტივად ხვდება საკვებ პროდუქტებში, მცენარეულ ფხვნილებში და ბიოდანამატებში. ამიტომ წარმოშობის ქვეყანა და წარმოების კონტროლი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
რა ხდება თბილისში? — ჰაერი აშკარად უკეთესია
ბოლო დღეებში თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი გადავიდა „კარგ“ კატეგორიაში (AQI 29–41). ეს ნიშნავს:
• დაბალი PM2.5
• სტაბილური ქარის მიმართულება
• შედარებით სუფთა ატმოსფერო
• ჯანმრთელობის ნაკლები გრძელვადიანი რისკი
ეს ერთ-ერთი იშვიათი პერიოდი იყო, როდესაც თბილისის ჰაერის ხარისხი რეალურად გაუმჯობესდა.
მაგრამ რეგიონში — განსაკუთრებით ერევანში და თურქეთის ჩრდილოეთში — სიტუაცია კვლავ მძიმეა
მონაცემები გვაჩვენებს, რომ მეზობელ ქალაქებში მდგომარეობა ბევრად უარესია:
• ერევანი — 157 (არაჯანსაღი)
• თურქეთის ჩრდილოეთი — 190–195 (ძალიანარაჯანსაღი)
• აღმოსავლეთ თურქეთი — 151+
PM2.5 ნაწილაკები ადამიანის თმის ღერზე 30-ჯერ წვრილია, და მარტივად აღწევს:
• ფილტვებში
• სისხლში
• გულში
• ტვინში
ეს უკვე ჯანმრთელობის საფრთხეა, რომელსაც რეგიონის მოსახლეობა ყოველდღიურად ებრძვის.
დელი — დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ურბანული სივრცე
ინდოეთის დედაქალაქის და მიმდებარე ქალაქების მაჩვენებლები კვლავ უკიდურესად მაღალია:
• დელი: 170–205
• ფარიდაბადი: 173
• Dwarka (ახალი დელი): 193
ეს არის ზონა, სადაც ჰაერის დაბინძურება მუდმივად აღემატება ჯანმრთელობის საერთაშორისოდ განსაზღვრულ უსაფრთხო ნიშნულებს.
საფრთხე, რომელიც საქართველოში გაყიდული ინდოური დანამატებიდან მოდის
Herbal Healing Hands / ბატონი არუნის პროდუქციის წარმოება სწორედ ფარიდაბადში მდებარეობს, სადაც გარემოს დაბინძურების დონე უკიდურესად მაღალია.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ქარხანაში გამოიყენება:
• HEPA ფილტრები
• დახურული წარმოების სისტემა
• მძიმე მეტალების კონტროლი
• საერთაშორისო GMP სტანდარტი
• ISO სერტიფიკატები
• უსაფრთხოების სისტემები
ანუ სრულიად დაუდასტურებელია, რომ მძიმე მეტალები, PM2.5 და საწვავის წვის ნარჩენები არ ხვდება საბოლოო პროდუქტში, რომელსაც შემდეგ მომხმარებელი იღებს.
როგორ ხდება დაბინძურებული ჰაერის მოხვედრა დანამატებში?
მტვრიანი და მძიმე მეტალებით დატვირთული ჰაერი წარმოებისას პირდაპირ ედება:
• მცენარეულ ფხვნილებს
• ექსტრაქტებს
• კაფსულების ზედაპირს
• გამხმარი ფოთლებისა და ფესვების ნედლეულს
თუ ქარხანა არ იყენებს სპეციალურ ფილტრაციას და დახურულ ტექნოლოგიას —
ჰაერში არსებული ტოქსიკური ნაწილაკები შედის პროდუქტის შიგნით და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში.
ეს არ არის თეორიული რისკი — ეს არის პრაქტიკული ყოველდღიური რეალობა ინდოეთის დაურეგულირებელ ქარხნებში.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საქართველოში საცალო გაყიდვებში?
• წარმოების ადგილის დამალვა — სიგნალია საფრთხეზე
• არარსებული GMP ან ISO — ძალიან მაღალი რისკია
• უცნობი ნედლეული = მძიმე მეტალების მაღალი ალბათობა
• ინდოეთის დაბინძურებული რეგიონებიდან შემოტანილი დანამატები — პოტენციურად ტოქსიკურია
მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ დაბინძურებული ჰაერი მხოლოდ ფილტვებისთვის არ არის პრობლემა —
ის შეიძლება ყოველდღიურად შევიდეს ორგანიზმში „ჯანმრთელობის დანამატის“ სახით.
მოკლე შეჯამება
• თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია
• სომხეთსა და თურქეთში მაჩვენებლები კვლავ მძიმეა
• ინდოეთში, განსაკუთრებით დელიში, მდგომარეობა კრიტიკულია
• ამ ზონაში დამზადებული დანამატები დიდი ალბათობით შეიცავს მძიმე მეტალებს
• Herbal Healing Hands არ უზრუნველყოფს არცერთ საერთაშორისო სტანდარტს
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს რეალური რისკები და მიიღოს გადაწყვეტილებები მტკიცებულებაზე დაყრდნობით.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
დელის დაბინძურებული ჰაერი ნამდვილად შეიძლება მოხვდეს დანამატებში?
დიახ. PM2.5 და მძიმე მეტალები წარმოებისას პირდაპირ ედება ნედლეულს, თუ დაცვა არ არის.
რა არის ყველაზე დიდი საფრთხე?
ტყვიის, კადმიუმის, არმის მსგავსი ტოქსინები, რომლებიც დროთა განმავლობაში აზიანებს ტვინს, გულს და თირკმელებს.
აქვს Herbal Healing Hands-ს რაიმე სერტიფიკატი?
არა. არც GMP, არც ISO, არც უსაფრთხოების განცხადება.
რა ვქნათ, თუ ინდოური დანამატი უკვე ვიყიდეთ?
შეაჩერეთ გამოყენება და გადაამოწმეთ პროდუქტის წარმომავლობა. დაურეგულირებელ დანამატებში მძიმე მეტალების კონცენტრაცია შეიძლება მაღალი იყოს.
უსაფრთხო ალტერნატივა არსებობს?
მხოლოდ ისეთი დანამატი, რომელსაც აქვს სრულყოფილი წარმოების კონტროლი, სერტიფიკატები და უსაფრთხოების ტესტები.
გადმოწერე „შენი ექიმი“ — ოფიციალური სამედიცინო პლატფორმა
პატივცემულო მკითხველებო,
ყველაზე სანდო, განახლებული და სამეცნიერო მასალები ხელმისაწვდომია ჩვენს აპლიკაციაში:
შენი ექიმი — ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი,
Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში,
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი,
ჯანდაცვის სფეროში 25+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.
წყაროები
1. World Air Quality Index Project. Global AQI Data. ხელმისაწვდომია: https://waqi.info
2. IQAir. Air Quality Data for Global Cities. ხელმისაწვდომია: https://www.iqair.com
3. World Health Organization. Ambient (outdoor) air pollution. ხელმისაწვდომია: https://www.who.int/…/ambient-(outdoor)-air-quality-and…
4. United Nations Environment Programme. Air pollution and health impacts. ხელმისაწვდომია: https://www.unep.org

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

ბავშვები და ფული – „ძალიან ეფექტური მეთოდია – 9-10 წლის ასაკიდან ბავშვს თუ აქვს რაღაც თანხა გამოყოფილი და ვიპოვეთ ბალანსი, უმჯობესია, ვიდრე 18 წლისას ვანდოთ დიდი თანხა“

#post_seo_title

„9-10 წლის ასაკიდან ბავშვს თუ აქვს რაღაც თანხა გამოყოფილი და ვიპოვეთ ბალანსი, უმჯობესია, ვიდრე 18 წლისას ვანდოთ დიდი თანხა“

ბავშვები და ფული – როგორ ვიპოვოთ ბალანსი – საუბრობ ფსიქილოგი თამარ ლომიძე გადაცემაში „ახალი დღე“:
„9-10 წლის ასაკიდან თუკი ბავშვს აქვს გამოყოფილი თვის თანხა, რომელიც არის შესაბამისობაში გარემოში არსებულ ფასებთან მიმართებაში. ეს არ არის ადეკვატურად დაბალი ან ძალიან ბევრი, მაგრამ ბალანსი ვიპოვეთ, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეყოფა ბავშვს.
რა თქმა უნდა, მოლოდინიც უნდა გვქონდეს, რომ თავიდან ის დაუშვებს რაიმე შეცდომებს. პირველი 2-3 თვე გაუჭირდება ორიენტირება, იმპულსს აყვება და იყიდის, მაგრამ ამ ასაკში და მცირე ფინანსებში ნასწავლი ეს მენეჯმენტი სჯობს შემდგომ უკვე, როდესაც 18 წლის გახდება და პირველად ვანდობთ დიდ თანხას – „მე შენ გიგროვებდი ამ თანხას 18 წელი და ახლა მოგცემ.
აღნიშნული მიდგომა/ტექნიკა ბავშვობიდანვე ასწავლის ამ სურვილის გადავადებას, აძლევს გარკვეულ თავდაჯერებულობას, – „მე თუ რაიმე მომინდება, შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ რაღაცას უნდა შეველიო“.
ეს მიდგომა ფულის რეგულირებას ასწავლის და ძალიან ეფექტური მეთოდია…“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გულყრა მაღალი ტემპერატურის ფონზე როგორ მოვიქცეთ – რას გვირჩევს პედიატრი?

ახალი კვლევა, გაფრთხილება: ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით
#post_seo_title

როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს შვილს მაღალი ტემპერატურის ფონზე გულყრა განუვითარდა? – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რჩევებს უზიარებს.

“ფებრილური გულყრა ბავშვებში – როგორ მოვიქცეთ? ხშირად სვამთ ამ კითხვას დედიკოებო,რადგან ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო ხშირად ვხვდებით ჰიპერთერმიას ბავშვებში!

  • ფებრილური გულყრა ხშირია 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში
  • უმეტესად უსაფრთხოა და ტვინის დაზიანებას არ იწვევს… ნორმადაც კი ითვლება ამ ასაკისთვის ეს მოვლენა,თუმცა 2 კვირაში კრუნჩხვის განვითარებიდან მაინც გავიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან

როდესაც ტემპერატურის დროს ბავშვს დაეწყება გულყრა:

მაშინვე დააწვინეთ გვერდულად

  • ზურგზე ნუ დააწვენთ, რადგან ასპირაციის საშიშროება არსებობს ღებინების შემთხვევაში და ენაც სწორ პოზიციაში იქნება!
  • არაფერი არ ჩაუდოთ პირის ღრუში ენის დასაფიქსირებლად არც თითი და არც კოვზი – ყველაფერი ეს ხელს უშლის სუნთქვას პროცესს და საშიშია, გარდა ამისა მოგიწევთ შემდეგ დაზიანებული ლორწოვანების ხანგრძლივი მკურნალობა!
  • არ დაუფიქსიროთ ძალის გამოყენებით ხელ-ფეხი…
  • კუნთების ძალდატანებით გაჩერება არც ეხმარება და შეიძლება ზიანიც მოუტანოს ბავშვს
  • გარემო გახადეთ უსაფრთხო
  • დააკვირდით ბავშვს და შეძლებისდაგვარად (მესმის პანიკაში ხართ)…

დაიმახსოვრეთ:

• როდის დაიწყო გულყრა

• რამდენ ხანს გაგრძელდა

• როგორი მოძრაობები ქონდა ბავშვს

როცა გულყრა გაივლის (ჩვეულებრივ გადის 1–3 წუთში):

• გაზომეთ ტემპერატურა

• გაანიავეთ ოთახი

• გამოიყენეთ ოდნავ თბილი კომპრესი

• სიცხის დამწევი მხოლოდ კრუნჩხვის დასრულების შემდეგ მიეცით!!! კრუნჩხვის პროცესში ❌წამალი არ დაალევინოთ❌არ ჩააახათ პირში წყალი

სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ვიძახებთ აუცილებლად თუ

  • გულყრა გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს
  • ბავშვი ციანოზურია და ეს პროცესი მზარდია
  • არ სუნთქავს
  • განმეორებითი ეპიზოდია
  • 3 თვეზე პატარაა ბავშვი
  • არ მოდის გონს 10–15 წუთზე მეტხანს

მშობლებისთვის მთავარია იცოდეთ, რომ რათქმაუნდა ფებრილური გულყრა შიშისმომგვრელია, ძალიან ძნელი გადასატანია საყურებლად, მაგრამ უმეტესად უსაფრთხოა.

თქვენი ამოცანაა: არ მიეცეთ პანიკას (რთულია მაგრამ ვეცადოთ), ვიმოქმედოთ წესების მიხედვით… ერთი რამ გახსოვდეთ- ფებრილური გულყრა უმეტესად უსაფრთხოა! გართულება, ნევროლოგიური დაზიანება და სიკვდილის რისკი პრაქტიკულად არის ძალიან‐ძალიან მცირე! მიყვარხართ და ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს პედიატრი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights