შაბათი, მაისი 2, 2026

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა
#post_seo_title

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამით, სამი თვის განმავლობაში, უკვე 129 მოქალაქემ ისარგებლა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების დაფინანსებას ეთმობა – გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამ მიმართულებით გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მისი განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა. ამასთან, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროგრამა, სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით, მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.

თბილისის მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით.

„მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა.

რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი ნიშნები

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა
#post_seo_title

როგორ შეიძლება, ინსულტი ამოვიცნოთ – რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი ნიშნები

ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ შეიძლება, ინსულტი ამოვიცნოთ:

– რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი ნიშნები:

კოორდინაციის, ბალანსის დარღვევა – ადამიანი მიდიოდა და უცებ შეტორტმანდა. სიარულის დროს უცებ ვერ დაიჭირა წონასწორობა. ეს უკვე საყურადღებოა.

მხედველობა – უცებ დაწყებული პრობლემა საყურადღებოა. შეიძლება, გაორებულად დაინახოს, შეიძლება, დაიბინდოს მხედველობა, შესაძლოა, ცალ თვალში ვეღარ დაინახოს. სულ უნდა გვახსოვდეს, რატომ ხდება ეს პროცესები: იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ უბანში ჟანგბადი აღარ მიდის და აღარ ფუნქციონირებს. ეს შეიძლება, მხედველობის დაბინდვა და გაჩერება იყოს.

სახე – როგორ გავიგოთ, რომ სახის ასიმეტრიაა? კონკრეტულ ადამიანს, რომელზეც ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ინსულტი აქვს, უნდა ვთხოვოთ, ან გაგვიღიმოს ან კბილები გვაჩვენოს. ინსულტის დროს აღქმა იმისა, რასაც ვეუბნები, შეიძლება, დაკარგული იყოს და რომ ვუთხრათ, გაგვიღიმოს, ვერ გაიგოს, რას ვეუბნებით. ამიტომ, უნდა ვაჩვენოთ, როგორ გააკეთოს. კბილების ჩვენებისას, თუ სახის ორივე მხარე ერთნაირად აიწია, კარგია. თუ ერთი მხარე ჩამორჩება, ეს საგანგაშო ნიშანია.

კიდურების მოძრაობა – უნდა ვთხოვოთ, თვალები დახუჭოს, ხელები ამოაბრუნოს ისე, რომ ხელის გული ზემოთ იყოს და ორივე ხელი ზემოთ ასწიოს. თუ ორივე ხელი ზემოთ ასწია და თანაბრადაა აწეული, ძალიან კარგი ნიშანია. თუ ჩამორჩება ერთი ხელი, საგანგაშო ნიშანია. ისევ თავის ტვინთან მივდივართ, სადღაც, რომელიღაც უბანი თავის საქმეს ვერ აკეთებს.

მეტყველება – შეგვიძლია, ადამიანს ვთხოვოთ, ძალიან მარტივი ფრაზა გაიმეოროს. მაგალითად: „დღეს კარგი ამინდია.“ თუ დაიწყო: „დღეს… ამინდი… კარგი…“ ან საერთოდ ვერ გაიმეორა, ეს საგანგაშო ნიშანია.
დრო – რაც უფრო მალე მოხდება იმ სისხლძარღვის გასუფთავება და სისხლის ნაკადის აღდგენა, მით უფრო ნაკლები ქსოვილი დაზიანდება. რაც უფრო ნაკლები ქსოვილი დაზიანდება, მით უფრო ნაკლები იქნება უუნარობა მას შემდეგ, რაც დაზიანებული ქსოვილი დატოვებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„გრიპის შემთხვევებმა მოიმატა…რა შეიძლება გირჩიოთ მშობლებს ბავშვებისთვის, ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური“ – ინგა მამუჩიშვილი რეკომენდაციებს გვიზიარებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს

„ძვირფასო მშობლებო! გრიპის შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ არაფერი საპანიკო არ გვაქვს!!! გრიპის ვირუსის კლინიკური სურათი ყველამ იცით უკვე!!! თუმცა ხშირად ვერ უმკლავდებით ძლიერ ხველას და გაუსაძლის ყელის ტკივილს (დღეს ცირკულირებადი გრიპის ძრითადი სიმპტომებია) რა შეიძლება გირჩიოთ მშობლებს ბავშვებისთვის ყელის ტკივილისა და შემაწუხებელი ხველის დროს – ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური!!!!
1. თბილი სითხეები
  • თბილი წყალი მცირე ყლუპებით
  • გვირილის ჩაი – ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი საშუალებაა
  • ცაცხვის ჩაი – ამშვიდებს ხველას და არეგულირებს ტემპერატურასგვირილა + ცაცხვი ერთად
  • ჟოლოს ფოთლების ჩაი
  • თბილი რძე (თუ კარგად იტანს ბავშვი) შეიძლება თაფლის დამატებაც თუმცა გამოიყენება მხოლოდ 2 წლიდან!!!!
  • თბილი სითხეები ამცირებს ლორწოვანის გაღიზიანებას,
  • ათხელებს ნახველს
  • ამსუბუქებს მშრალ ხველას
2. თაფლი – “აფთიაქარი ფუტკარისგან”საუკეთესო საშუალებაა,მაგრამ ვიყენებთ სიფრთხილით მისი ალერგიული ბუნების გამო
  • 1 ჩაის კოვზი ძილის წინ
  • ამცირებს ღამის ხველას
  • იცავს და აწყნარებს ყელის ლორწოვანს
  • აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი
  • არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება!!!!
3. მარილიანი წყლით ყელის გამოვლება
  • დასაშვებია 3 წლიდან, როცა ბავშვი უკვე კარგად აფურთხებს….1 ჩ.კ. მარილი + 1 ჭიქა თბილი წყალი+ 1 წვეთი იოდი,ან შეგიძლიათ სოდიან წყალში ჩააწვეთოთ იოდი
  • დღეში 2–3-ჯერ გამოვავლებინოთ ყელში!!!
  • მკვეთრად ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს!!!
4. თბილი ორთქლი (ინჰალაცია)
თბილი წყლის ორთქლის შესუნთქვა,სიფრთხილით!!! ოთახის კარი გამოკეტეთ,აადუღეთ წყალი შეიძლება სოდაც ჩავყაროთ და ვასუნთქოთ ბავშვი!!!შესაძლებელია გვირილა ან ფიზიოლოგიური ხსნარიც გამოვიყენოთ,ხელს უწყობს ნახველის გათხელებას
ორთქლში არ ამყოფოთ ბავშვი მაღალი ტემპერატურის დროს
5. ჰაერის დატენიანება
  • მშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან უბრალოდ წყლის ჭურჭელი გათბობის მახლობლად
6. თბილი კომპრესები
  • თბილი შარფი ყელზე
  • თბილი წინდები ფეხებზე
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს დისკომფორტს,ოღონდ ნუ ჩაათბუნებთ ბავშვებს ტემპერატურის დროს!!!
7. ცხვირის გასუფთავება მარილიანი ხსნარით განსაკუთრებით მაშინ,როცა ხველა გამოწვეულია პოსტნაზალური ჩანადენით!!!ზღვის წყლის სპრეით ან ფიზიოლოგიური ხსნარით
8. ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება ბაშვთა კვებაში
  • თბილ წყალში ჩააწვეთეთ ცოტაოდენი ლიმონი
  • ნიორი საკვებში (თუ ბავშვი თანხმდება)
  • ქათმის ბულიონი, და მისი რთქლის შესუნთქვა
  • ვაშლის პიურე თბილი ფორმით
რას არ ვურჩევ მშობლებს:
  • ძმრით დაზელვა
  • სპირტით დაზელვა
  • ძალიან ცხელი ორთქლი
  • ეთერზეთების უკონტროლო გამოყენება
  • თაფლის მიცემა 2წლამდე ასაკში
როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?
თუ:
  • ტემპერატურა > 38.5 და 3 დღეზე მეტხანს გრძელდება
  • ხველა გამწვავებული და შეტევითია
  • ბავშვი არ ღებულობს სითხეს და უარს ამბობს საკვებზე
  • სუნთქვა გაძნელებული და გახშირებულია
  • ძილიანობს მეტად ვიდრე მანამდე
ჩემი რჩევა მშობლებს:
ხველა არ არის მტერი — ის არის დამცავი მექანიზმი.
ჩვენი მიზანია ბავშვს გავუადვილოთ მდგომარეობა და არ ჩავახშოთ ხველა ძალით,მედიკამენტოზურად!!! ყველაფერი გაივლის,არ შეშინდეთ“ – ამბობს პედიატრი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გავიზომოთ წნევა სწორად – როდის აჩვენებს წნევის აპარატი ცრუ დაბალ ან ცრუ მაღალ წნევას

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

 როგორ გავიზომოთ წნევა სწორად – როდის აჩვენებს წნევის აპარატი ცრუ დაბალ ან ცრუ მაღალ წნევას

წნევის გასაზომი რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთ-ერთი სფიგმომანომეტრია, რომელიც მანჟეტისგან, ორი მილის, გასაბერი ბურთისა და თავად იმ მანომეტრისაგან შედგება, რომელზეც წნევას ვნახულობთ. მას შეიძლება თან ჰქონდეს დამაგრებული ფონენდოსკოპი, რომლის საშუალებითაც მხრის არტერიის ფეთქვა უნდა მოვისმინოთ, ან შეიძლება ცალკე იყოს. წარმოუდგენელია, ერთი მანჟეტი ყველა ზომის ადამიანს მოერგოს. შესაბამისად, მანჟეტის ზომის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ის დამოკიდებულია მკლავის გარშემოწერილობაზე“

ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ წნევის გაზომვის პროცესში, რომ ზუსტი მონაცემი მივიღოთ:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 პროდუქტი, რომელიც ბავშვის სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს

რა უნდა ვჭამოთ დილით
#post_seo_title

ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა ასახელებს 5 პროდუქტს, რომელიც ბავშვის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.

„ესენი გახლავთ ხორცის პროდუქტები, ვინაიდან ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი კუნთოვანი ქსოვილის ზრდისთვის. მეორე – ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი ოდენობით კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ძვლის მეტაბოლიზმისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაციონში ჩართული იყოს ბოსტნეული, განსაკუთრებით კი მწვანე, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს და მდიდარია ბოჭკოთი. არ უნდა დაგვავიწყდეს ხილი, რომელიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებითა და ვიტამინებით; განსაკუთრებით კი უნდა შევარჩიოთ ისეთი ხილი, რომელიც მდიდარია როგორც რკინით, ასევე C ვიტამინით. და ბოლოს, მნიშვნელოვანია წყალი, რომელიც ჩვენი მეტაბოლიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, – ამბობს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“ნანორობოტები: რევოლუცია კარდიოლოგიაში!”

#post_seo_title

​ნანოტექნოლოგიის გამოყენება ათეროსკლეროზის (არტერიული ფოლაქის) დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. “ნანორობოტები: რევოლუცია კარდიოლოგიაში!”

​შვედმა მეცნიერებმა,საოცარი სამედიცინო გარღვევა წარმოადგინეს: ნანორობოტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლძარღვებში არსებული საშიში არტერიული ფოლაქის გაწმენდა სულ რაღაც წუთებში.
​ეს მიკროსკოპული მანქანები ნავიგაციას ახდენენ სისხლძარღვებში, შლიან ბლოკირებებს და ქირურგიული ჩარევის გარეშე აღადგენენ სისხლის ნაკადს.
​კლინიკურ ცდებში პაციენტებმა აჩვენეს სწრაფი აღდგენა იმ დაზიანებისგან, რომელიც არტერიებში არსებული ფოლაქებით იყო გამოწვეული.ეს ნიშნავს, რომ სწრაფად აღდგა სისხლის ნორმალური მიმოქცევა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან.
​მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა სიცოცხლის გადარჩენის უზარმაზარ პოტენციალს გვთავაზობს…
ამავე დროს, ეს ტექნოლოგია სერიოზულ გამოწვევას უქმნის გულ-სისხლძარღვთა მოვლის სფეროში არსებულ მრავალმილიარდიან ბიზნესს.
​შეერთებულ შტატებში გულის განმეორებითი ოპერაციები, სტენტები და ხანგრძლივი მკურნალობა უზარმაზარ შემოსავალს გამოიმუშავებს. ერთჯერადი ნანორობოტული გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია განკურნება განმეორებითი ჰოსპიტალური გადასახადების გარეშე, ამ მომგებიან ციკლს შეაჩერებს.
​ეს მკაფიოდ გვიჩვენებს ინოვაციასა და ინდუსტრიას შორის არსებულ დაძაბულობას: როდესაც მეცნიერება უფრო სწრაფად კურნავს, მოგება კი ნელდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება – მიაქციეთ ყურადღება!

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

თვალის გარკვეული ნიშნები ხშირად მიუთითებს ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლოა სხვა ორგანოების დაავადებებიც გამოავლინოს.

ხშირად თვალის პრობლემები სხვა სერიოზული დაავადებების სიმპტომიც არის.

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება.

მხედველობის მკვეთრი გაუარესება: დიაბეტის სიმპტომი

ზოგჯერ თვალის ცვლილებები შაქრიანი დიაბეტის არსებობაზე მეტყველებს — ეს დაავადება ხშირად იწვევს კატარაქტის შედარებით ადრე განვითარებას.

ხშირად კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პათოლოგიის შესახებ ადამიანები ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს იგებენ, როდესაც მას მხედველობაზე ჩივილებით მიმართავენ. დიაბეტური რეტინოპათია (ბადურის არაანთებითი დაზიანება, გამოწვეული სისხლძარღვოვანი მოშლილობით თვალებში) არის II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულება საკმაოდ გვიან სტადიაზე. დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არანაირად არ ავლენდეს თავს, ხოლო მისი პირველი სიმპტომი მხედველობის მკვეთრი გაუარესება იყოს.

ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლის ტკივილი: ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო დაავადებები

ენდოკრინული ოფთალმოპათია ვლინდება ქუთუთოების შეშუპებით, თვალს უკან ტკივილით, თვალის ნაპრალების გაფართოებითა და თვალის კაკლების წინ დგომით (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვალების გადმოკარკვლით). ეს დაავადება არის დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის ან გრეივსის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი. გრეივსის დაავადება გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებას. შემთხვევათა 50%-ში მას თან ახლავს თვალის დაზიანება. ეს იმის გამო ხდება, რომ ჰორმონების გაზრდილი გამომუშავება გავლენას ახდენს თვალბუდის რბილ ქსოვილებზე და ანთების პროვოცირებას ახდენს.

როცა სისხლში ქოლესტერინი მომატებულია, თვალის გარშემო შეიძლება წარმოიქმნას მოყვითალო ცხიმოვანი ჩალაგებები — ქსანტელაზმები. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს ფერადი გარსის ირგვლივ ლურჯი ან ნაცრისფერი რკალის გაჩენა.

თვალები ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყოს ღვიძლის დარღვევებისას. მაგალითად, ჰეპატიტის დროს თვალის თეთრი ნაწილი და რქოვანა ხშირად იღებს მოყვითალო შეფერილობას. ამის მიზეზი სისხლში ბილირუბინის დონის მატებაა, რომელიც ამ დროს ღვიძლს სათანადოდ ვერ გადააქვს. გარდა ამისა, თვალის ფერად ან სისხლძარღვოვან გარსზე შეიძლება მელანომის ნიშნებიც გამოჩნდეს. ხოლო თვალების სიმშრალე ზოგჯერ A ვიტამინის ნაკლებობის გამომწვევი შედეგია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულება გლობალურ ჯანმრთელობაში – აღნიშნული ანალიზი პირდაპირ და მტკივნეულად ეხება საქართველოს რეალობასაც. რამდენიმე ასპექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა

დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულება გლობალურ ჯანმრთელობაში - რა გვასწავლა ახალი საერთაშორისო ანგარიშმა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
#post_seo_title

დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულება გლობალურ ჯანმრთელობაში

რა გვასწავლა ახალი საერთაშორისო ანგარიშმა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
ყოფილი წევრი გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (IAP)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
პროფესორის კომენტარი:
ჯანდაცვაში ნამდვილი პროგრესი იქ იწყება, სადაც მთავრობები, საერთაშორისო ინსტიტუტები და ძლიერი ორგანიზაციები იციან, რომ მათგან ელოდებიან პასუხს. ანგარიშვალდებულება და ხარისხიანი ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება. ეს არ არის პრივილეგია და არც პოლიტიკური ნების საკითხი.
გაეროს გენერალური მდივნის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელი (IAP) იყო უნიკალური მცდელობა, დაედგინა მაღალი სტანდარტი ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მე ამ პანელის წევრი ვიყავი მისი შექმნის დღიდან მის დასრულებამდე.
ახლახან გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა იყო მიღწეული, რა დარჩა საბოლოოდ მიუღწეველი და რატომ არის დღესაც აუცილებელი, რომ ანგარიშვალდებულება იყოს არა დეკლარაცია, არამედ მოქმედების მყარი სტანდარტი.“
რა არის ეს ახალი პუბლიკაცია
Health and Human Rights Journal-მა გამოაქვეყნა Alicia Ely Yamin-ის ახალი ანალიტიკური სტატია, რომელიც ასახავს გაეროს IAP-ის მუშაობის გამოცდილებას და გლობალური ჯანმრთელობის სისტემის სისუსტეებს. ავტორი იყო IAP-ის წევრი და ახდენს კონცეპტუალურ შეფასებას, თუ რატომ არის რთული საერთაშორისო დონეზე რეალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.
პუბლიკაციის მთავარი მესიჯი ასეთია
მსოფლიოს ჯანდაცვის მმართველობა პოლიტიკური გავლენებით, ფინანსური ინტერესებით და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებით ისე არის გადაჯაჭვული, რომ ხშირად ვერ ხდება იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ქვეყნებმა, საერთაშორისო სააგენტოებმა და დონორებმა საკუთარ თავზე აიღეს.
რა იყო IAP და რატომ შეიქმნა
IAP (Independent Accountability Panel) შეიქმნა გაეროს გენერალური მდივნის მანდატით 2015 წელს, როგორც მაღალი დონის, დამოუკიდებელი ექსპერტების გუნდი. მისი მიზანი იყო გაეროს გლობალური სტრატეგიის განხორციელების შეფასება ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით 2016–2030 წლების პერიოდში.
პანელის ძირითადი პრინციპები იყო
• მონიტორინგი
• შეფასება
• რეკომენდაციები
• გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებები
IAP-ის წევრები დაინიშნენ გენერალური მდივნის მიერ და წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქვეყნისა და დისციპლინის წამყვან ექსპერტებს. მათ შორის ვიყავი მეც, როგორც საქართველოს წარმომადგენელი უდიდესი საერთაშორისო მანდატით.
IAP ყოველწლიურად ამზადებდა ანგარიშებს, სადაც მიუთითებდა პროგრესსა და პრობლემებს და სახელმწიფოთა მთავრობებს, WHO-ს, UNICEF-ს, UNFPA-სა და სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებს რეკომენდაციებს აძლევდა.
IAP-ის ანგარიშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა COVID-19-ის პერიოდში, თუმცა სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში პანელი ოფიციალურად შეწყდა.
რა მთავარ გაკვეთილებს გამოყოფს სტატია IAP-ის გამოცდილებიდან
სტატიაში ჩამოყალიბებულია რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომლებიც დღემდე რჩება გლობალური ჯანმრთელობის მმართველობის დაუსრულებელ გამოწვევად.
1. ანგარიშვალდებულება ვერ დაიყვანება მხოლოდ ტექნიკურ ანგარიშებზე
თუ პასუხისმგებლობა არ ეფუძნება ადამიანის უფლებებს, თანასწორობას და სამართლიანობას, ის კარგავს ეფექტს. ანგარიშები მხოლოდ ქაღალდზე რჩება, ხოლო ცვლილებები არ ხდება.
2. IAP-ს არ ჰქონდა საკმარისი იურიდიული ძალა
პანელი აკეთებდა რეკომენდაციებს, მაგრამ სახელმწიფოები და საერთაშორისო ინსტიტუტები ხშირად არ იყვნენ ვალდებულნი რეაგირება მოეხდინათ. ეს ქმნიდა ლიმიტებს.
3. ნამდვილი დამოუკიდებლობა ყოველთვის რთულია
პოლიტიკური გარემო, ბიუჯეტის შეზღუდულობა, ინსტიტუციური ინტერესები და حساس თემების განხილვა ხშირად აფერხებდა პანელის საქმიანობას.
4. საჭიროა მკაფიო შეთანხმება, რას ნიშნავს „პასუხისმგებლობა“
ქვეყნები, ორგანიზაციები და დონორები სხვადასხვა გზით განსაზღვრავენ ამ ტერმინს, რაც მექანიზმის სისუსტეს ზრდის.
5. გლობალური ჯანმრთელობის მმართველობა მკაცრად არის მიბმული ფინანსურ და პოლიტიკურ ძალებზე
ამ პირობებში რთულია ისეთი პანელის არსებობა, რომელიც სისტემას რეალურად სთხოვს პასუხს.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
აღნიშნული ანალიზი პირდაპირ და მტკივნეულად ეხება საქართველოს რეალობასაც. რამდენიმე ასპექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
• თუ არ არსებობს დამოუკიდებელი ზედამხედველობა, ჯანდაცვის სისტემაში გადაწყვეტილებებს ხშირად პოლიტიკა განსაზღვრავს და არა ხარისხი
• პანდემიამ აჩვენა, რომ გამჭვირვალობა და სამართლიანი ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება
• ხარისხი, უსაფრთხოება და სამედიცინო სერვისებზე თანაბარი წვდომა კვლავ არ არის სტანდარტი
• ჯანდაცვის ბიუჯეტის ხარჯვა არ არის დაკავშირებული მკაფიო პასუხისმგებლობასთან
საქართველოსთვის მთავარი გაკვეთილებია
• საჭირო არის დამოუკიდებელი, საჯარო მონიტორინგის მექანიზმები
• ხარისხი და უსაფრთხოება უნდა იყოს არამხოლოდ პროფესიული სტანდარტი, არამედ სამართლებრივი ვალდებულება
• პაციენტების ხმა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს სისტემური
• ანგარიშვალდებულება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული: ვინ, რაზე და როგორ აგებს პასუხს
„IAP-ის გამოცდილებამ ჩემთვის ერთი რამ აბსოლუტურად ნათელი გახადა.
ჯანდაცვის ხარისხი და ანგარიშვალდებულება არ არის კომფორტი, არც კეთილი ნება და არც პოლიტიკური არჩევანი.
ეს არის ადამიანის უფლება.
რაც უფრო სწრაფად გავიაზრებთ ამას საქართველოში, მით უფრო სწრაფად შევძლებთ შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც არცერთი ადამიანი არ დარჩება დაუცველი, სადაც გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს არა ინტერესი, არამედ პასუხისმგებლობა და სადაც ჯანდაცვა არის უსაფრთხო, სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული.“
წყაროები
Yamin AE. Chasing Accountability in Global Health. Health and Human Rights Journal, 2025.
IAP – Independent Accountability Panel, გაეროს გენერალური მდივნის მანდატი.
Global Strategy for Women’s, Children’s and Adolescents’ Health 2016–2030.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა სიმპტომებით გამოიხატება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას? – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება და მართვა

4 ნაბიჯი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ!
#post_seo_title

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული ფუნქციური პათოლოგიაა, რომლის შემთხვევათა უმეტესობა 20-50 წლის ასაკის პაციენტებზე მოდის. ის მსოფლიო მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. მაგალითად, აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით, დაავადება ქალების დაახლოებით 15-25%-ს, ხოლო კაცების 5-20%-ს უვითარდებათ.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის თავისებურებებზე, მის ხელშემწყობ ფაქტორებზე, დიაგნოსტირებასა და მართვაზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გასტროენტეროლოგი და ენდოსკოპისტი სანდრო მაჭავარიანი საუბრობს

რა სიმპტომებით გამოიხატება აღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რა უწყობს  ხელს მის ჩამოყალიბებას?

ამ პათოლოგიას  ახასიათებს  ტკივილი და/ან დისკომფორტი მუცლის არეში, რასაც თან ერთვის ნაწლავის მოქმედების ცვლილება -ის მიმდინარეობს ფაღარათით ან ყაბზობით. მას კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ აქვს, თუმცა, შეგვიძლია, გამოვყოთ მისი ხელშემწყობი ფაქტორები: არასწორი ცხოვრების წესი, არასწორი კვებითი რეჟიმი და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაავადების მიმართ.

როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირების პროცესი?

რადგანაც ნაწლავის ეს დაავადება ფუნქციურია და არ გამოიხატება რაიმე ორგანული პათოლოგიით, დიაგნოსტიკას გამორიცხვის მეთოდით წარვმართავთ. უნდა მოხდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა –უნდა გავმიჯნოთ და გამოვრიცხოთ ყველა ის პათოლოგია, რომლებსაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. ასეთი პათოლოგიებია, მიკროსკოპული კოლიტი, იშემიური  კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება,წყლულოვანი კოლიტი) ნაწლავური ინფექციები, კვებითი ალერგიები, სიმსივნური პროცესები და სხვა. ექიმს არ უნდა გამოეპაროს და კარგად უნდა გამოიკვლიოს, ამ სიმპტომების გარდა, პაციენტს ხომ არ აღენიშნება ისეთი ნიშნებიც, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაცილებით მძიმე პათოლოგიებზე მიანიშნებენ. ასეთი საგანგაშო სიმპტომებია წონაში კლება, სისხლიანი განავალი, ტკივილის გაძლიერება ღამით და სხვა.

თოდუას კლინიკაში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მსგავსი სიმპტომების მქონე პათოლოგიების გამოკვლევისათვის საჭირო ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს ერთ სივრცეში ვატარებთ. მას შემდეგ კი, რაც ვრწმუნდებით, რომ რაიმე სხვა დაავადებასთან არ გვაქვს საქმე და სიმპტომებს ნამდვილად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს, ვსვამთ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას ვნიშნავთ.

როგორია მკურნალობის ტაქტიკა და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა პაციენტის ცხოვრების წესის მოდიფიცირებით იწყება. შესაძლოა, მას სპეციფიკური დიეტა დასჭირდეს. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პროცესში ვრთავთ სხვადასხვა ანტისპაზმურ მედიკამენტებს, ლაქსატივებს, ანტიდიარეულ მედიკიმანტებს, პრობიოტიკებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ხშირად საჭიროა ფსიქოლოგისა თუ ნევროპათოლოგის ჩართულობაც და ანტიდეპრესანტების დახმარებით პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურება და გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, ექიმმა სინდრომის მართვა, რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტის გამოყენებით მოახერხოს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რის შემდეგაც პაციენტმა დაავადება მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მართოს – ყურადღება მიაქციოს მის ცხოვრების წესს, კვებით რეჟიმს, ისწავლოს სტრესის მართვა და კარგად შეისწავლოს ყველა ის ფაქტორი, რომლებიც სინდრომის გამწვავებას უწყობენ ხელს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბავშვები და კვება, ტკბილი საკვების საფრთხეები, ტკბილი საკვების ზიანი, ჯანმრთელი კვება

„შაქარი ისეთი ნარკოტიკია, რომელსაც თავს ვერ ანებებ - „თეთრ სიკვდილს“ უწოდებენ“
#post_seo_title

ბავშვები და კვება, ტკბილი საკვების საფრთხეები, ტკბილი საკვების ზიანი, ჯანმრთელი კვება – ბავშვები ისე გავზარდოთ ტკბილს არ მივაჩვიოთ… არ არის აუცილებელი შაქრის და მარილის გემო იცოდნენ

პედიატრი ნინო ჯიმშელაძე ამობს, რომ ბავშვების ტკბილზე მიჩვევა არ არის საჭირო.

„დიდი სურვილი მაქვს, მინდა მშობლებმა იცოდნენ, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებმა, –
ბავშვები ისე გავზარდოთ, რომ ტკბილს არ შევაჩვიოთ. აუცილებელი არ არის, შაქრისა და მარილის გემო იცოდნენ. როდესაც ბავშვი იღებს შაქრიან პროდუქტებს, შემდეგ მათი შეკავება ძალიან რთულია. უმადობის მიზეზიც ხშირად ეს არის“ – აღნიშნა პედიატრმა.
@ajarabroadcaster

ბავშვები ისე გავზარდოთ ტკბილს არ მივაჩვიოთ… არ არის აუცილებელი შაქრის და მარილის გემო იცოდნენ – ნინო ჯიმშელაძე/პედიატრი ბავშვები კვება ტკბილი მავნე_საკვები

♬ original sound – აჭარის მაუწყებელი – აჭარის მაუწყებელი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights