პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროსარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ...

სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით

მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერანაირი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საზოგადოება შეიტყობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით). საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  7 რჩევა, როგორ მივიღოთ ნაკლები მარილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights