კომერციული შეთავაზება | ISO 15189:2022 ლაბორატორიებისთვის — საუკეთესო ფასი და სერვისი საქართველოში!


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს იმ დანამატებზე, რომლებიც შესაძლოა, ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გახდეს. ამავდროულად, ის ასახელებს 5 მთავარ ნივთიერებას, რომელთა ნაკლებობა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში დადასტურდა:
– თუ ბავშვები სისტემატურად მოიხმარენ კონკრეტული დანამატების შემცველ პროდუქტებს, ნომრებად ჩამოვთვლი: E102, E104, E110, E122, E124, E129 – ეს პროდუქტები განსაკუთრებით ნატრიუმის ბენზოატთან კომბინაციაში, რომელიც E211 გახლავთ, გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ბავშვებს მეტად ახალისებს, ჰიპერაქტიურები იყვნენ და ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი ჰქონდეთ. არის თუ არა ეს დანამატები ამ მდგომარეობის კონკრეტული მიზეზი? მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, ასეთი კატეგორიული მტკიცება ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ, შეგვიძლია, ეს დანამატები ერთ-ერთ ბრალდებულ ფაქტორად ჩავთვალოთ? კვლევის ავტორები თვლიან, რომ დიახ. დღემდე ამ დანამატებზე ძალიან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობთ, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში.
თუ რომელიმე პროდუქტზე სამზე მეტი დანამატია მითითებული და სხვადასხვა რიცხვით გამოყოფილი ნივთიერების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, აუცილებლად დავფიქრდეთ – ვუყიდოთ ჩვენს შვილებს ეს პროდუქტი? ჩავრთოთ მათ კვების რაციონში?
თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც ჰიპერაქტივობის, ყურადღების დეფიციტის პრობლემა აქვთ, უცნაურია, მაგრამ რამდენიმე საერთო ტენდენცია უნდა გავიხსენოთ. ეს ტენდენცია წყლის მოხმარებას უკავშირდება. კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი წყლით საკმარისად მომარაგებული არ არის. პრობლემა ქცევით თავისებურებას, ბავშვების არჩევანს უკავშირდება, სხვადასხვა შემთხვევაში მიზეზი განსხვავებულია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ეს ოჯახებმა უნდა გავითვალისწინოთ.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია წონასთან დაკავშირებითაა გასათვალისწინებელი. ბავშვების არც თუ ისე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკვების მრავალფეროვნების მიმართ ან კონკრეტული საკვების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება შეიძლება, ორივე უკიდურესობის წინაპირობა გახდეს – როდესაც ბავშვი წონაში იმატებს და ჭარბი წონა აქვს ან პირიქით, არასაკმარისად იღებს საკვებ ნივთიერებებს და ასაკთან შესაბამისობაში, წონის ნაკლებობა აქვს. ამდენად, მეორე ტენდენცია, რომელსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, ეს გახლავთ წონა.
მესამე ტენდენცია მონოტონური, ერთგვაროვანი, გარკვეულ პროდუქტებზე ორიენტირებული არჩევანია – ბავშვებს რაღაც მოსწონთ, რაღაც ურჩევნიათ, რაღაც მიუღებელია და ეს შეიძლება, ფერს, სუნს, მრავალ ფაქტორს უკავშირდებოდეს. გეტყვით, რომ წყალი ყოველთვის მწვანე ჭრილში წარმოვიდგინოთ იმ პირველი ტენდენციის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ. ტკბილეული, რომელიც დადგენილია, რომ ძალიან ხშირად ბავშვებს უეცრად დიდი რაოდენობით ენერგიით უზრუნველყოფს, ცელქობენ, თავდაყირა დგებიან, ასეთ შემთხვევაში, ტკბილი პროდუქტები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როდესაც კოფეინშემცველ პროდუქტებზე ვსაუბრობთ.
მიუხედავად მონოტონურობისა, მიუხედავად წონასთან დაკავშირებული რისკებისა, მიუხედავად წყლისა და საკვები ნივთიერების მოხმარებისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს 5 ფერი, სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტებიდან და 5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში დადასტურდა:
ეს გახლავთ ომეგა 3-ის ნაკლებობა, D3 ვიტამინის ნაკლებობა, მაგნიუმის ნაკლებობა, რკინისა და თუთიის ნაკლებობა. ამ 5 ელემენტის კონტროლი, ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან ერთად, ძალიან დაგვეხმარება, რომ მაქსიმალურად კარგად შევინარჩუნოთ ჩვენი შვილების ფიზიკური, მენტალური კეთილდღეობა და მათი სოციალური კეთილდღეობა უზრუნველვყოთ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რეპმა და წამყვანმა ავტორმა რობერტ უაილიმ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დოქტორმა, რომელიც ამჟამად გრინსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მოსწავლეთა სამ ჯგუფად დაყოფილ 42 ადამიანს არაბული ანბანი ასწავლეს: მწერლებს, მბეჭდავებსა და ვიდეოს მაყურებლებს.
ასოებს ყველა ერთდროულად სწავლობდა ვიდეოების ყურებისას, სადაც ისინი იწერებოდა და ხმოვანდებოდა. თითოეულ ასოსთან გაცნობის შემდეგ სამი ჯგუფის წევრებს დანახულისა და მოსმენილის სწავლა სხვადასხვა გზებით უნდა ეცადათ. ვიდეოს ჯგუფს ეკრანზე ასოს აჩვენებდნენ და უნდა ეთქვათ, იყო თუ არა ის წინათ დანახულის ანალოგიური. მბეჭდავებს იგი კლავიატურაზე უნდა ეპოვათ, ხოლო მწერლებს იგი კალმით ფურცელზე უნდა გადმოეტანათ.
საბოლოოდ, 6 ასეთი სესიის შემდეგ, ყველას შეეძლო ასოთა ამოცნობა და შეცდომათა რაოდენობაც მცირე იყო, მაგრამ მწერალთა ჯგუფმა გაწაფულობის ამ დონეს სხვა ჯგუფებზე ადრე მიაღწია, რამდენიმე მათგანმა — მხოლოდ ორ სესიაში.
შემდეგ მკვლევრებმა გადაწყვიტეს განესაზღვრათ, რამდენად შეეძლოთ ჯგუფებს ამ ახალი ცოდნის განზოგადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ცნობდა ასოებს, მაგრამ ნამდვილად შეეძლო თუ არა რომელიმეს მათი პროფესიონალურად გამოყენება წერის, ახალი სიტყვების მართლწერისა და უცხო სიტყვების ამოკითხვასთან მიმართებაში?
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს მწერალთა ჯგუფს უკეთესად გამოსდიოდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს – რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში “დღის პოსტი” იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:
– ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.
ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.
ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.
ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.
ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.
იხილეთ გადაცემა ვრცლად:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მორიგ ჯერზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა.
„2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მართლაც ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით გამართული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორშიც იგივე შემიძლია ვთქვა. მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს.
ამ თვალსაზრისით, წლიდან-წლამდე გაუმჯობესებები, რომელსაც ეს პროგრამა განიცდის, საბოლოო ჯამში ქმნის დიდი სურათს, რომლის მთავარი დადასტურება, რომ ეს არის პოზიტიური დინამიკის მქონე სისტემა, არის ის, რაც მაგალითად დღეს გამოქვეყნდა. ეს არის მართლაც ფუნდამენტურად სწორად განვითარებული ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც წინ წარმატებები და გამარჯვებები აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს.
ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება.
ჯანდაცვის სფეროსთვის, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით [PPP]), ხოლო გამომავალი ცვლადებია სიცოცხლის ხანგრძლივობა (50% წონა) და სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი (50%
წონა).
განათლების სფეროში, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე განათლების სახელმწიფო ხარჯები (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით PPP), ხოლო გამომავალი ცვლადები მოიცავს ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) ინტეგრირებულ განათლების ინდექსს (50% წონა), ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25% წონა) და იმ ახალგაზრდების პროპორციას, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ან არ არიან გადამზადებულნი (NEET) (25% წონა).
გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზე გამწესდა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პორტუგალია, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, განხილული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ფინანსური მდგრადობა, ასევე – სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
მხარეებმა, ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური პროგრამების განვითარებაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.
ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი
ვალიტა, მოგესალმებით.
-ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?
-მოგესალმებით. კი, ასეთი კითხვებით ჩემთანაც მოდიან. მოდით, ჯერ გავერკვეთ, თუ რა ფუნქციას ასრულებს დუნდულა კუნთი და რომელ მოძრაობებშია ასრულებს აგონისტის ფუნქციას.
დუნდულა კუნთი ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი კუნთია და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი გაზრდა. დიდი, მცირე და საშუალო დუნდულა კუნთები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: ბარძაყის განზიდვა, ბარძაყის შიდა და გარე როტაცია, ბარძაყის გაშლა, მონაწილეობენ სხეულის სტაბილიზაციაში და სიარულის პროცესში. ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რომელი მოძრაობების შესრულების დროს მუშაობენ პრიორიტეტულათ დიდი, მცირე და საშუალო დუნდულა კუნთები.
ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ სეგმენტური ჰიპერტროფიის შესახებ, რომელიც მიიღწევა იზოლირებული ვარჯიშებით და მიზნობრივი კუნთების მაქსიმალური ჩართვით. არა ერთი რანდიმიზირებული კვლევა ჩატარდა ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენიმე ავტორიტეტულმა მეცნიერმა დაადასტურა სეგმენტური ჰიპერტროფიის არსებობა (ბრედ შოენფელდი, კრის ბირდსლი და ასე შემდეგ).
ვარჯიშების შერჩევისას აქცენტი დუნდულა კუნთებზე უნდა გაკეთდეს ისე, რომ ფეხის კუნთები მინიმალურად დაიტვირთოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირის კუნთების, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებენ სინერგისტების და აგონისტების ფუნქციას, ზოგ მოძრაობაში საერთოდ არ გაიზრდებიან. ჩვენ აქ შედარებით ეფექტზე ვსაუბრობთ.
რა თქმა უნდა, თუ შევასრულებთ იმ საბაზისო მოძრაობებს, რომელშიც აგონისტი ასევე იქნება ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირის კუნთები, ფეხს უფრო საგრძნობლად გავზრდით.
კონსენსუსი: თუ ადამიანს არ სურს ფეხის კუნთების გაზრდა, მას შეუძლია დატვირთოს დუნდულა კუნთი ისე, რომ ფეხის კუნთების ჩართულობა შეამციროს. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ… თუ ადამიანი ახლა იწყებს ვარჯიშს, მხოლოდ იზოლირებული, მიზნობრივი კუნთების დატვირთვის შემთხვევაში ეფექტი უფრო პროლონგირებული იქნება, რადგან დიდი კუნთი საკმაოდ დიდ მოცულობას და ინტენსივობას მოითხოვს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია – ექიმის საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება მშობლებს:
ვირუსის დროს თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. ექიმი ლელა ჯღამაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია ნებადართული ანტიბიოტიკის მიღება და რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღებამ.
„ანტიბიოტიკს პროფილაქტიკის მიზნით აძლევენ, ბავშვებს რომ არ შეხვდეთ ვირუსი. საკუთარ შვილებს მიაქანებთ უფსრკულისკენ. მათ აღარ აქვთ რეზისტენტობა, იმუნური სისტემა აქვთ დაქვეითებული“ – ამბობს ექიმი.
საქართელოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ქვეყანაში ახლა ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულრიებს.
როგორც ექიმი ლელა ჯღამაძე ამბობს, ვირუსებთან ბრძოლისას ანტიბიოტიკების თვითნებურად ან პროფილაქტიკის მიზნით მიღება დაუშვებელია.
შესაბამისად ისმის კითხვა, როდის არის მიზანშეწონილი მათი გამოყენება?
„ბინძურდება სისხლი, ილექება ღვიძლში და იწყება ათასი გართულება. დღესდღეისობით საქართველოში ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტია“ – განაცხადა ლელა ჯღამაძემ.
რა არის ამის მიზეზი?
როგორც ექიმი ამბობს, არამიზნობრივად მიღებულ ანტიბიოტიკს კუჭნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება შეუძლია. ამასთანავე ორგანიზმი ხდება იმუნორეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ.
„როდესაც ვირუსულ მდგომარეობაში აძლევთ ანტიბიოტიკს, არ ხდება დაავადების მორჩენა, გადავადება ხდება. იმ მომენტში კლავს სიმტომებს და ორჯერ უარესი ემართებათ“ – ამბობს ექიმი.
თვის განმავლობაშ რამდჯერ შეიძლება ბავშვი ერთი და იგივე ვირუსით გახდეს ავად?
დარგის სპეციალისტების თქმით, ანტიბიოტიკების თვითნებური მიღების ნაცვლად პაციენტმა სისხლის საერთო და C რეაქტიულ ცილაზე ანალიზი უნდა ჩაიტაროს.
რა არის ბრძოლის საუკეთესო მეთოდი?
კვებას, ვიტამინებსა და სიმპტომურ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს
„სიცხის დამწევი საშუალება როდესაც იწყებს მოქმედებას, სიცხე ებრძვის ვირუსს. სიცხეს ვწევთ დაბლა და გამოდის, რომ ვირუსი იწყებს ორგანიზმში გაბოგინებას“ – აღნიშნა ექიმმა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ქართულ რეალობაში ახალი ტერმინი „ტრიბლდემია“ დამკვიდრდა, ის ერთდროულად სამი ვირუსის – გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას გულისხმობს. პრევენციის საუკეთესო მეთოდი არა ანტიობიოტიკური მკურნალობა, არამედ შესაბამისი ვაქცინის გაკეთებაა…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi