პარასკევი, მაისი 1, 2026

დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება – კვლევა

კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
ფოტო: NASA

დედამიწის ბირთვში მიმდინარე ცვლილებებმა დღე-ღამის ხანგრძლივობაზე შეიძლება იმოქმედოს, – ნათქვამია შვეიცარიელი სპეციალისტების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა სტაბილური ჩანს, სინამდვილეში ცვლილებები ფიქსირდება.

დედამიწა ტრიალებს ღერძის ირგვლივ, მაგრამ მისი მოძრაობა ყოველთვის არ ჯდება 24 საათში. დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში შეიმჩნევა.

დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება ასევე შეუძლია იქონიოს ყინულის დნობამ და წყლის მოცულობის ცვლილებამ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი იმისთვის, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობის რყევების უფრო ზუსტი ანალიზი მოახდინონ. ამისთვის მათ გამოიყენეს ნეიროქსელები და მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომლებიც სპეციალური კვლევების შედეგად იყო მიღებული. ასევე, გამოყენებული იყო მონაცემები მზის დაბნელების შესახებ, რომლებიც აძლევს მეცნიერებს საშუალებას დააკვირდნენ პლანეტის ბრუნვის ცვლილებებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს.

ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის რეკომენდაციას უწევს შემდეგ რისკ-ჯგუფებს:
– ჯანდაცვის სპეციალისტები
– 65+ ასაკის ასაკოვანი პირები
– ორსულები
– 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვები
– ქრონიკული დაავადების მქონე პირები
აცრა ვაქცინაციის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებათა სია ▶ https://ncdc.ge/…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ ჩნდება ეჭვიანობა წყვილს შორის | როგორ შევძინოთ ურთიერთობას მეტი სიმშვიდე

მამაკაცის ტვინი ქალების ტვინზე უფრო სწრაფად მცირდება ასაკთან ერთად
#post_seo_title

რატომ ჩნდება ეჭვიანობა წყვილს შორის | როგორ შევძინოთ ურთიერთობას მეტი სიმშვიდე

ფსიქოლოგი, ზურა მხეიძე გადაცემას – „დილა მშვიდობისა საქართველო” სტუმრობდა. 

„თუ გინდა გაარკვიო რა არის შენი, ყველაფერი უნდა გაუშვა. გაშვება ნიშნავს იმას, რომ ვინც ჩემთან დარჩება, ის ყოფილა ჩემი. მე თუ ესე მიჭირავს ვიღაცა, ის ჩემი არაა. თუ კონტროლი ვინმეზე მჭირდება, ე.ი. ის ადამიანი ჩემთან არ არის”,- ამბობს მხეიძე.

იხილეთ სრული გადაცემა:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა – ახალი კვლევა

კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა - ახალი კვლევა
#post_seo_title

კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პოპულაცია უეცრად და საგანგაშო მასშტაბით მცირდება.

მეცნიერების ინფორმაციით, აქამდე უცნობი პანდემიის შედეგად ზღვის ზღარბების ერთ-ერთი მთავარი სახეობა — Diadema africanum — არქიპელაგზე თითქმის ქრება, რასაც შესაძლოა მძიმე და ხანგრძლივი ეკოლოგიური შედეგები მოჰყვეს.

ზღვის ზღარბები უხერხემლო ცხოველები არიან, რომლებიც წყალმცენარეებს ქვებიდან ფხეკენ და ამ გზით რიფებზე მათი ჭარბი ზრდის კონტროლს უზრუნველყოფენ. სწორედ ამიტომ, ისინი მარჯნებისა და სხვა ნელა მზარდი ზღვის ორგანიზმების დაცვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუმცა, როცა ზღვის ზღარბების რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება, ისინი თავად იქცევიან საფრთხედ — ფსკერიდან ზედმეტად ბევრ მცენარეს ანადგურებენ და წყალქვეშა ლანდშაფტებს „უდაბნოდ“ აქცევენ.

ახალი კვლევის თანახმად, 2022–2023 წლებში კანარის კუნძულებსა და მადეირაზე დაფიქსირდა „მასობრივი სიკვდილიანობის მოვლენა“, რომელმაც D. africanum-ის პოპულაციები მძიმედ დააზიანა.

2022 წლის თებერვალში მკვლევრებმა ლა პალმასა და გომერასთან ახლოს ზღვის ზღარბების დიდი რაოდენობით სიკვდილი დააფიქსირეს. ინფიცირებულ ინდივიდებს უცნაური ქცევა ჰქონდათ — სუსტად რეაგირებდნენ სტიმულზე, მოძრაობა უჭირდათ, სიკვდილამდე კი ეკლები და ქსოვილები სცილდებოდათ.

ზუსტი სურათის მისაღებად მეცნიერებმა შვიდ კუნძულზე 76 ლოკაცია შეისწავლეს და 2022–2025 წლების მონაცემები ძველ ჩანაწერებს შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ Diadema africanum-ის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, ზოგიერთი ადგილობრივი პოპულაცია კი პრაქტიკულად გადაშენებულია.

მკვლევრებმა ჯერ ვერ დაადგინეს, რა გახდა ზღვის ზღარბების მასობრივი განადგურების მიზეზი. სხვა რეგიონებში მსგავსი მოვლენები პარაზიტებს უკავშირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არსებობს. ასევე უცნობია, როგორ მოხვდა დაავადება კანარის კუნძულებზე — ზღვის დინებებით, ნაოსნობით თუ კლიმატის ცვლილების შედეგად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„დავიწყების ფიზიოლოგია
ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს.
ძირითადად ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაგვიცვას ჩვენ და საკუთარი თავიც გადატვირთვისგან.
ანალოგიისთვის ავიღოთ ტვინზე გაცილებით მარტივი კომპიუტერი – ჩვენი სმარტფონები.
აქაც რაღაც ეტაპზე გვიწევს ძველი სურათების, ვიდეოების, აპლიკაციების წაშლა, რომ ახალი მასალა შევიყვანოთ, განვათავსოთ და შევინახოთ ტელეფონში.
ცენტრალური ნერვული სისტემა ასევე ივიწყებს იმას, რაც დიდი ხანია აღარ არის გამოყენებაში.
მაგალითად, სამსახურის ან ახლო მეგობრის გზა სულ გვახსოვს.
აი, ერთხელ რომ სადღაც ვიყავით და იმ გზას რაღაც დროის მერე ვეღარ ვიხსენებთ, ეს მინიმუმ ლოგიკურია და ფიზიოლოგურად ბუნებრივიც.
ნუ ჩავარდებით პირდაპირი რეისით პანიკაში, თუ რაღაცეები აღარ გახსოვთ!
მიეცით ტვინს საშუალება, იზრუნოს თქვენს მეხსიერებაზე და დაგავიწყოთ რაღაცეები.
კონტრაინტუიტიულად ჟღერს, მაგრამ ასეა!
თან ყველაფრის დამახსოვრება საერთოდ არც არის საჭირო, მრავალი მიზეზის გამო!“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თუ გვინდა, რომ გული ერთგულად გვემსახუროს 

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

თუ გვინდა, რომ გული ერთგულად გვემსახუროს

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

მოძრაობა აუცილებელია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ფეხით სიარული, თუმცა ყველაფერში ზომიერებაა მთავარი. ზოგი ადამიანი საერთოდ არ მოძრაობს, ზოგი კი საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებს.

ზუსტი დოზა არ არსებობს — რამდენი კილომეტრი უნდა იაროს ადამიანმა დღეში, ეს ინდივიდუალურია და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს, აუცილებელია ექიმთან შეთანხმება.

ფეხით სიარული გულისთვის სასარგებლოა, მაგრამ საუბარია სუფთა ჰაერზე მოძრაობაზე და არა სახლში ფუსფუსზე. ოთახებს შორის გადაადგილება სეირნობას არ ცვლის. რეალური სარგებელი მხოლოდ გარეთ სიარულს მოაქვს.

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სირბილი აუცილებელი არ არის — მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯები სავსებით საკმარისია. უმოძრაობა და მუდმივი წოლა კი საზიანოა. ძილის წინ, ნახევარი საათი, იარეთ ფეხით, შემდეგ მიდით და დაიძინეთ

ზედმეტად ცხიმიანი და ტკბილი საკვები გულისთვის არასასურველია. წონის კონტროლი მნიშვნელოვანია — როგორც ჭარბი წონა, ისე უკიდურესი სიგამხდრეც პრობლემად შეიძლება იქცეს. ბალანსი აქაც გადამწყვეტია.

მუსიკას ნამდვილი თერაპიაა. ვისაც რა მუსიკა სიამოვნებს, ის უნდა მოისმინოს.

ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

სტრესი, განსაკუთრებით უარყოფითი, არაფერს კარგს არ გვაძლევს. გარემო უფრო მშვიდი უნდა იყოს. მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა — ეს ადამიანსაც უკეთ აგრძნობინებს თავს და საზოგადოებასაც.

სითბო ყველას სჭირდება — ადამიანს, ბავშვს, გარემოს. გვჭირდება დადებითი ემოციები.

რას შედეგებზე საუბრობენ მეცნიერები – ეკრანთან გატარებული დრო 5 წლამდე ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს

ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს
#post_seo_title

ბოლო ათწლეულში პატარები ეკრანთან უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ. ექსპერტებს კი აინტერესებთ, რა გავლენა აქვს მათ ტვინზე ტელევიზორთან, სმარტფონთან და პლანშეტთან გატარებულ დროს სწორედ ტვინის განვითარების უმნიშვნელოვანეს პერიოდში.

საა პირველი კვლევა, რომელიც ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში”, — ამბობს კვლევის ავტორი ჯონ ჰიუტონი, რომელიც ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელია.

3-დან 5 წლამდე ბავშვების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს. ახალ კვლევაში ჯამში 47 ჯანმრთელი ბავშვი მონაწილეობდა, მათგან 27 გოგო და 20 — ბიჭი იყო და ისინი საბავშვო ბაღში ჯერ არ დადიოდნენ.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს კოგნიტური ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის (AAP) მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს სხვა აუცილებელ ქცევებთან შეფარდებით.

სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ეკრანთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს ატარებენ დღის განმავლობაში, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებადაა განვითარებული. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ენის, საუბრისა და კოგნიტური უნარების განვითარებაზე.

ნაცრისფერი ნივთიერება შეიცავს ტვინის უჯრედების დიდ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც სხეულ გადაწყვეტილებებს იღებს. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისგანმ რომლებიც აკავშირებს ტვინის უჯრედებს ნერვულ სისტემასთან.

შედეგებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც რეკომენდირებულზე დიდ დროს ატარებდნენ ეკრანთან და ასევე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ მშობლებთან ურთიერთობის, ტვინის ნაკლებად განვითარებული და ორგანიზებული თეთრი ნივთიერება ჰქონდათ.

სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს.

ჰიუტონის თქმით, კვლევის მიხედვით ბავშვები ეკრანთან საშუალოდ 2 საათს ატარებდნენ. არჩევისას კითხვარი კი ამ ქცევას ერთიდან ხუთ საათამდე ზომავდა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ხშირი ყურება კავშირშია ბავშვების მხრიდან ნაკლები ყურადღების გამოხატვასა და თავისუფალ აზროვნებაში. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო ასევე აჩვენებს ენის სწავლის დაგვიანებებს, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აქვეითებს მშობლისა და შვილის ურთერთობის ხარისხს.

ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.

ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. ჰიუტონის თქმით, კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი დროის დიდი ნაწილის გატარებას ტექნოლოგიებთან 1 წლის ასაკიდან იწყებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას და რის გამოყენებასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ გვსურს, ზრდასრულ ასაკში საღი აზროვნება, მეხსიერება და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title

რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას და რის გამოყენებასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში”პირადი ექიმი” საუბრობს, რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას და რის გამოყენებასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ გვსურს, ზრდასრულ ასაკში საღი აზროვნება, მეხსიერება და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ:

როდესაც კვება კალორიებით მდიდარია, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ რომელი ნივთიერებებით იტვირთება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმი. ესენია:

  • ბევრი შაქარი,
  • ბევრი მარილი,
  • ბევრი ცხიმი.

ასეთ პროდუქტები უდავოდ გემრიელია, ბავშვებს უყვართ, მათ ურჩევნიათ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის ნაცვლად, რომელსაც თუნდაც მოხარშული ხორცით მოვუმზადებთ, ძეხვი, სოსისი, დაბრაწული, შემწვარი, დაშაშხული, მარილსა და კვამლში გამოყვანილი პროდუქტები მიირთვან. იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური გემოები ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა ხოლმე.

ბავშვებს უყვართ წახემსება ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: ჩიფსი, ბურბუშელა, ხრაშუნა პოპკორნი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, სწრაფი კვების პროდუქტები. ეს ტვინის განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის ერთხელ მოხმარებით პრობლემას არ შექმნის. ჯანმრთელი ბავშვებისთვის ხანდახან ასეთი პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია. მაგრამ როდესაც სისტემატურ, არარაციონალურ, დიდი რაოდენობით გამოყენებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რისკი ცალსახაა. ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობაზე, თავის ტვინსა და იმუნურ სისტემაზე აუცილებლად აისახება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ზიანი

COVID is Not the Flu: the data shows that COVID-19 remains a far more dangerous virus, both in terms of its immediate effects and long-term consequences
#post_seo_title

COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ზიანი

(ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ანალიზის ოფიციალური ქართული თარგმანი)
პროფესორ გიორგი ფხაკაძის, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარის
შესავალი
COVID-19-ის პანდემიამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ დეზინფორმაცია არ არის მხოლოდ აზრის გამოხატვის ან განსხვავებული შეხედულებების საკითხი — ეს არის რეალური საფრთხე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, ადამიანების სიცოცხლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ მომზადებული ეს ანალიზი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სიღრმისეულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებას, რომელიც ცხადყოფს, თუ რა მასშტაბის ზიანს აყენებს ვაქცინაციის შესახებ მცდარი ინფორმაცია საზოგადოებას. დოკუმენტი პირდაპირ აჩვენებს, რომ დეზინფორმაციამ მილიონობით ადამიანი დააყენა ჯანმრთელობის რისკის წინაშე და ყოველდღიურად ასობით მილიონი დოლარის ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი ამ თარგმანს აქვეყნებს იმ მიზნით, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა, ჯანდაცვის პროფესიონალებმა, მედიამ და საზოგადოებამ ერთობლივად გააცნობიერონ — დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის განუყოფელი ნაწილი და არა არჩევითი აქტივობა.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე
COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ მცდარი ინფორმაცია და დეზინფორმაცია
ყოველდღიურად 50–300 მილიონი დოლარის ზიანს იწვევს
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა
ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრი
ავტორები
  • რიჩარდ ბრანსი, PhD
  • დივია ჰოსანგადი, MSPH
  • მარკ ტროტოშო, MSPH
  • ტარა კირკ სელი, PhD, MA
ქვემოთ გთავაზობთ სამივე გვერდის სრულ, უწყვეტ და სარკისებურ თარგმანს ინგლისურიდან ქართულად — ყოველგვარი შეკვეცის, გამოტოვების ან შინაარსობრივი ცვლილების გარეშე, მათ შორის სათაურები, ავტორები, ძირითადი ტექსტი და ლიტერატურის ჩამონათვალი (References).
COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ მცდარი ინფორმაცია და დეზინფორმაცია
ყოველდღიურად 50–300 მილიონი დოლარის ზიანს იწვევს
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა
ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრი
ავტორები
  • რიჩარდ ბრანსი, PhD
  • დივია ჰოსანგადი, MSPH
  • მარკ ტროტოშო, MSPH
  • ტარა კირკ სელი, PhD, MA
გვერდი 1
COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია შეიძლება უკიდურესად საზიანო აღმოჩნდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისზე რეაგირებისთვის. ასეთი გზავნილები მოიცავს როგორც უნებლიედ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას (მცდარ ინფორმაციას), ასევე განზრახ შექმნილ და გავრცელებულ ყალბ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას (დეზინფორმაციას). მცდარმა ინფორმაციამ და დეზინფორმაციამ ხელი შეუწყო სამედიცინო პროფესიონალებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეაგირების სისტემების მიმართ ნდობის შემცირებას, ცრუ სამედიცინო „მკურნალობების“ მიმართ რწმენის ზრდას, დაავადების გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების პოლიტიზაციას და სიცოცხლის დაკარგვის ზრდას.
როგორც ქვეყანას, ამ ეტაპზე არ გვაქვს სანდო და ერთიანი მიდგომების სისტემა მცდარი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის მართვისთვის, ასევე არ გვაქვს ზუსტი მეთოდები მათი გავრცელებით გამოწვეული ხარჯების მონეტიზაციისთვის. ამ ხარჯებისთვის ზუსტი, მაღალი სანდოობის მქონე ფულადი ღირებულების მინიჭების მთავარი სირთულე არის დეტალური მონაცემების ნაკლებობა. ამ ხარვეზის ნაწილობრივ შესავსებად, ჩვენ შევიმუშავეთ კონსერვატიული საწყისი შეფასება ამ პრობლემის ერთი კონკრეტული ასპექტის შესახებ — მცდარი ინფორმაციის ან დეზინფორმაციის გავლენით მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკური ღირებულება, როდესაც ადამიანი უარს ამბობს COVID-19-ის ვაქცინაციაზე.
კვლევები, რომლებიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს ამყარებს ნებაყოფლობით არავაქცინაციასა და მცდარ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას შორის, შეზღუდულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არავაქცინაცია აუცილებლად არ არის გამოწვეული არც ერთით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კორელაცია დეზინფორმაციის რწმენასა და ვაქცინაციაზე უარს შორის. მრავალი სხვა ფაქტორი — მათ შორის ჯანდაცვაზე წვდომის ნაკლებობა, სამედიცინო სისტემის მიმართ წინასწარი უნდობლობა ან ახალი სამედიცინო ჩარევისადმი ინსტინქტური შიში — შეიძლება იწვევდეს არავაქცინაციას მცდარი ინფორმაციის ან დეზინფორმაციის გარეშეც. ამ ფაქტორების ჩართვისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები, თუმცა ამ ანალიზში გამოყენებული შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ აშშ-ში ნებაყოფლობითი არავაქცინაციის 5%-დან 30%-მდე გამოწვეულია მცდარი ინფორმაციითა და დეზინფორმაციით. ეს ეფუძნება ექსპერიმენტულ კვლევებს, რომლებმაც აჩვენა ვაქცინაციის განზრახვის 6 პროცენტული პუნქტით შემცირება მცდარი ინფორმაციის ზემოქმედების შედეგად, ასევე გრიპის ვაქცინაციის მიმღებთა რაოდენობის შედარებას COVID-19-ის ვაქცინაციის მიმღებთა რაოდენობასთან. არავაქცინირებული ადამიანების დაახლოებით 23% აცხადებს, რომ ჩვეულებრივ ყოველწლიურად იღებს გრიპის ვაქცინას. სიახლის შიშის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, დასაშვებია, რომ ამ განსხვავების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მცდარი ინფორმაციითა და დეზინფორმაციით არის განპირობებული. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 22%, ანუ 43 მილიონი ადამიანი, არ იყო აცრილი, რის საფუძველზეც ვაფასებთ, რომ 2–12 მილიონი ადამიანი არ არის აცრილი მცდარი ინფორმაციის ან დეზინფორმაციის გამო.
აშშ-ში 2–12 მილიონი ადამიანი არ არის აცრილი მცდარი ინფორმაციის ან დეზინფორმაციის გამო.
გვერდი 2
ჩვენი გამოთვლებით, ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობის შემდეგ, აშშ-ში COVID-19-ის ნებაყოფლობითმა არავაქცინაციამ დღეში მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ზიანი გამოიწვია. ეს შეფასება ეფუძნება ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს, სიცოცხლის დაკარგვის ეკონომიკურ ღირებულებას და COVID-19-თან დაკავშირებული გრძელვადიანი ავადობის ზიანს, რომლებიც გამოთვლილია აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მიერ გამოყენებული რეგულატორული ზემოქმედების შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგიით. ჩვენი კონსერვატიული შეფასება არ ითვალისწინებს მომავალში გადაცემის შემცირებას და ასახავს შედარებით დაბალ გადაცემის დონეს 2021 წლის ივნისსა და ივლისში. დელტა ვარიანტის ტალღის პერიოდში არავაქცინაციით გამოწვეული ზიანი და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტით გამოწვეული შემთხვევების ზრდა შემცირდა, ზიანის ეს დონე (დაახლოებით 300 გარდაცვალება, 1 200 ჰოსპიტალიზაცია და დღეში 20 000 შემთხვევა ან მეტი) სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გაზომილი ზიანის დიდი ნაწილი გამოიხატება სიკვდილიანობისა და ავადობის მონეტიზებულ ღირებულებაში, დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დღეში წარმოადგენს პირდაპირ ფულად ან ფინანსურ ზიანს — ჯანდაცვის სისტემის ხარჯებსა და ეკონომიკურ დანაკარგებს სამუშაოს გაცდენის გამო. შეფასებებისა და წყაროების დეტალური აღწერა მოცემულია ჩვენს სამუშაო დოკუმენტში.
თუ ნებაყოფლობითი არავაქცინაციის საერთო ზიანი დღეში 1 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ ზიანის 5%-დან 30%-მდე გამოწვეულია მცდარი ინფორმაციითა და დეზინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ მცდარი ინფორმაცია და დეზინფორმაცია ყოველდღიურად იწვევს 50–300 მილიონი დოლარის ზიანს 2021 წლის მაისიდან მოყოლებული, როდესაც ვაქცინები აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობისთვის უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დელტა ვარიანტის ტალღის პერიოდში ზიანი გაცილებით უფრო მაღალი იყო. თუ მცდარი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება, ამ დონის ზიანიც სავარაუდოდ გაგრძელდება.
შესაძლებელია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული შეხედულებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მცდარი ინფორმაციითა და დეზინფორმაციით არის განპირობებული, გამყარებულია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძალისხმევის შედეგად ძნელად შეიცვლება. თუმცა ყველას შეხედულებები საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ მომავალში მცდარი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის შემცირებამ შეიძლება შეამციროს ნებაყოფლობითი არავაქცინაციის დონე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ის ძალისხმევა, რომელიც მცდარ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას ეფექტიანად შეამცირებს ან გაანეიტრალებს და დაკავშირებულ არავაქცინაციას სულ მცირე 10%-ით შეამცირებს, პანდემიის გაგრძელების პერიოდში შეიძლება ღირდეს დღეში 5–30 მილიონი დოლარი, ანუ თვეში 150–900 მილიონი დოლარი.
მცდარი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ეკონომიკური ტვირთის შემდგომი ანალიზი აუცილებელია შეფასებების დასაზუსტებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ხარჯები არ დარჩეს უხილავი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. წინასწარ შეფასებებს განვაახლებთ ახალი მონაცემების მიღებისთანავე.
გვერდი 3
წყაროები:
1. ნეთერი დ. Axios–Ipsos-ის გამოკითხვა: მცდარი ინფორმაციის მქონე ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილნი ვაქცინაციისკენ. Axios. გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2021. ხელმისაწვდომია 14 ოქტომბერი, 2021.
2. ლოომბა ს, დე ფიგუერედო ა, პიანტკოვსკი ს, დე გრიფ კ, ლარსონი ჰ. COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავლენის გაზომვა ვაქცინაციის განზრახვაზე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. Nature Human Behaviour. 2021;5:337–348.
3. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები. COVID-19-ის ვაქცინაცია შეერთებულ შტატებში. მონაცემები 2021 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით.
4. სპარკსი გ, კირზინგერი ა, ბროუდი მ. KFF COVID-19 ვაქცინის მონიტორი: არავაქცინირებული მოსახლეობის პროფილი. KFF. გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2021.
5. აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი. რეგულატორული ზემოქმედების ანალიზის სახელმძღვანელო. ვაშინგტონი, 2016.
6. ბარტშ სმ, ვედლოკ პტ, ო’შეა კჯ და სხვ. სიცოცხლისა და ხარჯების გადარჩენა COVID-19-ის ვაქცინაციის გაფართოებითა და დაჩქარებით. Journal of Infectious Diseases. 2021;224(6):938–948.
7. ბრანს რ, ჰოსანგადი დ, ტროტოშო მ, სელი ტკ. COVID-19-ის მცდარი ინფორმაციის ღირებულება. 2021.
8. ფრიმენი დ, ლოე ბს, იუ ლ-მ და სხვ. ვაქცინაციის შესახებ წერილობითი ინფორმაციის სხვადასხვა ტიპის გავლენა COVID-19-ის ვაქცინაციისადმი ყოყმანზე დიდ ბრიტანეთში. Lancet Public Health. 2021;6(6):e416–e427.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს, არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატები და ვიტამინები“-ზაზა თელია

„არაფრის მომცემი 1000 ლარის კვლევები დაუნიშნეს - სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს“ - ზაზა თელია
#post_seo_title

დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია  „ფორტუნა პლუსის“ ეთერში  „სილამაზის აკადემია“ იმუნიტეტის გამაძლიერებლებზე საუბრობს

ზაზა თელია ამბობს, რომ თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი ამაღლდება, ის ექიმი იტყუება.

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს. მომავალში თუ ვინმე შექმნის, ნობელის პრემიას მიიღებს.

თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი ამაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია.

პაციენტებს არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატები და ვიტამინები, ანალიზებში რეფერენსული ზღვარი თუ არის 200-დან 300-მდე, ხოლო პასუხია 199 – ამის გამო უნიშნავენ ვიტამინს ზედოზირებით. საზოგადოებამ არ იცის, რომ არსებობს  ჰიპერვიტამინოზის საფრთხეც.

გადაჭარბებული ვიტამინების მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას. ვიტამინები საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოს პაციენტმა. მაგალითად D ვიტამინი უნდა მიიღოთ საჭიროების მიხედვით და არა პროფილაქტიკის მიზნით.

საკვები დანამატები განკუთვნილია მალნუტრიციაში მყოფი პირებისათვის. არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის სამწუხაროდ სიმსივნეები და ეს ადამიანები სიმსივნის თუ ქიმიის გამო ვერ იღებენ საკვებს, სწორედ ასეთ დროს შეიძლება დავახმაროთ დანამატები.“ – განაცხადა ზაზა თელიამ.

გადაცემა ვრცლად 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights