პარასკევი, მაისი 8, 2026

ჯანდაცვის სამინისტრო: რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტრო: რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ხელმისაწვდომი ხდება.

კერძოდ, 2026 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დააფინანსებს იმ ოპერაციებს, რომელთა განხორციელებაც, მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში ვერ ხერხდება და რომელთა საზღვარგარეთ ჩატარებაც რეკომენდებულია შესაბამისი სამედიცინო კომისიისა და დარგის სპეციალისტების მიერ.

მკურნალობა უზრუნველყოფილი იქნება ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებითა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის ჩართულობით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიაში მოღვაწე ბავშვთა კარდიოქირურგს, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელს თორნიკე სოლოღაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რთული თანდაყოლილი გულის მანკების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უცხოეთში მაღალკვალიფიციური მკურნალობის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობამ „ბავშვთა კარდიოქირურგიის კონვენციაში“ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამის გეოგრაფიული არეალი და სერვისი ხელმისაწვდომი გახადა, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შეხვედრაზე, ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ პროგრამას 2022 წლიდან თბილისის მერია წარმატებით ახორციელებს და თბილისში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის პირებს ეხება. აღნიშნულმა წარმატებულმა პრაქტიკამ კი საფუძველი ჩაუყარა პროგრამის შემდგომ გაფართოებას, ქვეყნის მასშტაბით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გამოცდილების გაზიარებასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც პედიატრიული კარდიოქირურგიის მიმართულებით სერვისების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე ესწრებოდა.

ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა – “ღორის გრიპის“ პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება

საქართველოში ამ დროისთვის გრიპის ვირუსის სამი განსხვავებული ტიპი ვრცელდება, რომელთაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებული ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპია — მისი წილი შემთხვევების დაახლოებით 65%-ს შეადგენს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორისა და თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს მიმართავენ. ხშირ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ფილტვების ანთებაა, რომელიც გრიპის გართულების შედეგად ვითარდება.

ჩხაიძის განმარტებით, გრიპმა ქვეყანაში უჩვეულოდ ადრე მოიპოვა დომინანტური პოზიცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო კვირებში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ გრიპზე მოდის. მათ შორის ჭარბობს A ტიპის გრიპი, კერძოდ H3N2 შტამი, რომელიც ჰონგ-კონგის გრიპის სახელითაა ცნობილი. შედარებით ნაკლებია H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები, ხოლო B ტიპის გრიპი მინიმალურ პროცენტს შეადგენს. სპეციალისტის თქმით, ყველა ეს შტამი იმ ვაქცინის შემადგენლობაში იყო, რომელიც ქვეყანაში გამოიყენებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ვირუსებს შეესაბამება.

თუ შარშან გრიპის შემთხვევების პიკი თებერვალში დაფიქსირდა, წელს ვირუსის აქტიური გავრცელება გაცილებით ადრე დაიწყო. მსგავსი ტენდენცია არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. ექიმის შეფასებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰონგ-კონგის გრიპის შტამია, რომელმაც ზაფხულში მუტაციები განიცადა და უფრო ადვილად გადამდები გახდა.

გრიპი იმ ვირუსებს მიეკუთვნება, რომელთა წინააღმდეგაც არსებობს ეფექტური ანტივირუსული პრეპარატები, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის. მკურნალობის დაწყება მაქსიმალურად სწრაფად არის რეკომენდებული, რადგან დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში მედიკამენტებს ყველაზე მაღალი ეფექტიანობა აქვთ.

რაც შეეხება კლინიკურ სურათს, რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი ქვეყანაში ერთადერთია, რომელიც სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების მართვაზეა სპეციალიზებული. ბოლო პერიოდში ამ განყოფილებაში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის ხშირი მიზეზი გრიპით გამოწვეული პნევმონიაა.

ივანე ჩხაიძე განსაკუთრებით მოუწოდებს 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს, ყურადღება არ მოადუნონ. მისი თქმით, მაღალი სიცხის რამდენიმე დღე ლოდინი არ არის მიზანშეწონილი. თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი აქვს და საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან უნდა ჩაერთოს ოჯახის ექიმი, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ჰოსპიტალიზაცია და ანტივირუსული მკურნალობის დაწყება.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა უნდა ვიცოდეთ – ვინ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით? როგორ უნდა გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი

ექთნებს უგამოცდოდ საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეეძლებათ
#post_seo_title

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საზოგადოებაში ხშირად „საყოველთაო დაზღვევის“ სახელით არის ცნობილი, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ მექანიზმს წარმოადგენს. მისი ამოქმედება 2013 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს, მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ბარიერები შეუმციროს. წლების განმავლობაში პროგრამა არაერთხელ განახლდა და შეიცვალა, რათა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებებს უკეთ მოერგოს.

პროგრამის დანიშნულება

პროგრამის მთავარი ამოცანაა, ქვეყნის მოსახლეობას უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც კერძო დაზღვევა არ გააჩნია ან შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

ვინ სარგებლობს პროგრამით

საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებად ითვლებიან:

  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ;

  • საქართველოში კანონიერ სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, მათ შორის ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსისა და თავშესაფრის მაძიებლები.

პროგრამა ჯგუფებად არის დაყოფილი და თითოეული კატეგორიისთვის პირობები განსხვავდება შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით.

რომელი სერვისებია დაფარული

მიღებული მომსახურების მოცულობა დამოკიდებულია ბენეფიციარის კატეგორიაზე, თუმცა ყველაზე გავრცელებული სერვისებია:

  • ამბულატორიული მომსახურება – ოჯახის ექიმისა და ექთნის კონსულტაციები, რეცეპტები და სამედიცინო მიმართულებები;

  • გადაუდებელი დახმარება – როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურება მრავალი მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში (ტრავმები, მოწამვლები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა);

  • გეგმური სტაციონარული მკურნალობა – ოპერაციები და მკურნალობა, თანაგადახდის პირობებით;

  • ონკოლოგიური მკურნალობა – ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია;

  • მშობიარობა და საკეისრო კვეთა – დაფინანსება თითქმის ყველა მოქალაქისთვის;

  • პროფილაქტიკური პროგრამები – იმუნიზაცია და სკრინინგი.

პაკეტები სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის

1. მაქსიმალური დაფარვის ჯგუფები
ამ კატეგორიაში შედიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახები;

  • პენსიონერები;

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

  • იძულებით გადაადგილებული პირები;

  • პედაგოგები და სტუდენტები.

მათთვის სერვისების უმეტესობა სრულად ან მინიმალური თანაგადახდით ფინანსდება.

2. საშუალო შემოსავლის მქონე პირები
ეს ჯგუფი მოიცავს მოქალაქეებს, რომელთა თვიური შემოსავალი 1000 ლარს აღემატება, თუმცა წლიური არ სცდება 40 000 ლარს. მათ ძირითადად უნარჩუნდებათ საბაზისო პაკეტი, თუმცა გარკვეულ მომსახურებებზე თანაგადახდა უფრო მაღალია.

3. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები
თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვთ და, როგორც წესი, საბაზისო პაკეტით სარგებლობენ. პირობები შესაძლოა შეიცვალოს, თუ მათ დამატებით კერძო დაზღვევაც აქვთ.

4. მაღალი შემოსავლის ჯგუფი
მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს, პროგრამის სრული პაკეტით ვეღარ სარგებლობენ, თუმცა მათთვის კვლავ ფინანსდება:

  • მშობიარობა და საკეისრო კვეთა;

  • ინფექციური დაავადებების მკურნალობა.

მნიშვნელოვანი დეტალები

  • თანაგადახდა – მომსახურების ნაწილის დაფარვა ხშირად ბენეფიციარის პასუხისმგებლობაა, თუმცა სოციალურად დაუცველებისა და ბავშვებისთვის ეს მინიმუმამდეა დაყვანილი;

  • ლიმიტები – ზოგიერთ მომსახურებაზე მოქმედებს მაქსიმალური დაფინანსების ზღვარი;

  • გამონაკლისები – პროგრამა სრულად არ ფარავს სტომატოლოგიურ მომსახურებას, სათვალეებსა და გარკვეულ მედიკამენტებს;

  • კერძო დაზღვევა – კერძო პოლისის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა ნაწილობრივ შეიზღუდოს.

როგორ უნდა გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი

რადგან პროგრამის პირობები პერიოდულად იცვლება და თითოეული მოქალაქის პაკეტი ინდივიდუალურია, ყველაზე სანდო ინფორმაციის მისაღებად რეკომენდებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1505 – დარეკვა და პირადი ნომრის მითითებით დეტალების დაზუსტება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფაში და ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

რას ამბობს კვლევა – ადამიანის სიარული ბევრ რამეს გვეუბნება მის პიროვნებაზე – თუ თქვენი სიარულის რიტმი სწრაფია, დააკვირდი, გახასიათებს თუ არა ეს 7 თვისება

ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის სიარული ბევრ რამეს გვეუბნება მის პიროვნებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ, გარკვეულ ხასიათის თვისებებს ფლობენ, აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი კრისტალ კასტანიოცცი.

1. სანდოობა და მიზანდასახულობა
სწრაფად მოსიარულე ადამიანები ხშირად აჩვენებენ მიზანმიმართულ ქცევას. ეს ასახავს მათ უნარს, იყვნენ პროდუქტიულები, გააკონტროლონ მიზნამდე მისვლის კურსი და ეფექტურად იმოქმედონ.

2. ექსტრავერსია
ასეთი ადამიანები ორიენტირებულები არიან გარე სამყაროზე, აქტიურები და ენერგიულები არიან. ექსტრავერტები, როგორც წესი, ბევრს მოძრაობენ და კარგად გრძნობენ თავს ფიზიკური და მენტალური აქტივობის პირობებში.

3. ემოციური სტაბილურობა
ემოციურად დაბალანსებული ადამიანები სწრაფად გადაადგილდებიან, რადგან ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ ფიქრსა და აზროვნებაზე, მოძრაობენ თავდაჯერებულად და სისწრაფით.

4. სიახლეებისადმი ლტოლვა

გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და ფანტაზიით.

5. კეთილგანწყობილობა
თანაგრძნობა და თანამშრომლობის უნარი ასევე მოქმედებს სიარულის სიჩქარეზე. კეთილგანწყობილი ადამიანები შეიძლება მიჰყვნენ პარტნიორის ტემპს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ სისწრაფისკენაც უბიძგებენ.

6. მიზანდასახულობა
რწმენა და ინიციატივა ზრდის ადამიანთა მიზანდასახულობას.. მიზანდასახული პიროვნებები ხშირად სწრაფად დადიან, მკაფიოდ იციან მიმართულება და თავიანთი მიზნები.

7. ამბიციურობა
ამბიციური ადამიანები ესწრაფვიან მნიშვნელოვან მიზნებს. მათთვის ბუნებრივია სწრაფი ნაბიჯები.

ამრიგად, თქვენი სიარულის ტემპი მხოლოდ ჩვევის ან ფიზიკური ფორმის საკითხი არ არის, არამედ თქვენი პიროვნების სარკეცაა. სწრაფი ნაბიჯი შეიძლება ენერგიის, მიზანდასახულობისა და შინაგანი თავდაჯერებულობის ნიშანი იყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გვეხმარება მაწონი ნაბუხუსევზე? – მარი მალაზონიას განმარტება

როგორ გვეხმარება მაწონი ნაბუხუსევზე? - მარი მალაზონიას განმარტება
#post_seo_title

 როგორ გვეხმარება მაწონი ნაბუხუსევზე?

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორიმარი მალაზონია გადაცემაში“პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ გვეხმარება მაწონი ნაბახუსევზე:

„ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემდეგ ორგანიზმს აღდგენა სჭირდება და ამისთვის გარკვეული შიდა ბალანსის მოწესრიგებაა აუცილებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელიც ნაწლავებში არსებულ მიკროორგანიზმებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ადამიანები მიკრობიომის შესახებ არაფერს იცნობდნენ, დაკვირვებით მიხვდნენ, რომ ზოგიერთი ტრადიციული საკვები ორგანიზმს ამ მდგომარეობის გადატანაში ეხმარებოდა. სწორედ ასეთი მაგალითია მაწონი, რომლის გამოყენების გამოცდილება საქართველოს მრავალ კუთხეში არსებობდა.

დღეს ეს ტრადიცია ნაკლებად არის შემორჩენილი, თუმცა თანამედროვე მედიცინა ადასტურებს, რომ ფერმენტირებული პროდუქტები, რომლებიც მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებითა და მათი მოქმედების შედეგებით, ორგანიზმისთვის დამხმარე შეიძლება იყოს. მაწონი ამ მხრივ უნიკალურ პროდუქტად მიიჩნევა, რადგან მასში ერთდროულად გვხვდება როგორც ცოცხალი ბაქტერიები, ისე მათი საკვები გარემო და მოქმედების პროდუქტები.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კვებითი კულტურისა და გამოცდილების გახსენება. წინაპრების მიერ დაგროვილი ცოდნა ხშირად შეიძლება იყოს უფრო რბილი და ეფექტური გზა ორგანიზმის მხარდასაჭერად, ვიდრე არასწორი ჩვევების გაგრძელება. ტრადიციული კვებისადმი დაბრუნება ბევრ ადამიანს დაეხმარება, თავი უკეთ იგრძნოს და თავიდან აიცილოს ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმზე“

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ არ უნდა დავაზიანოთ ჯანმრთელობა სახალწლო სუფრაზე – „მეგობრებო, ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით…“

რა უნდა ვჭამოთ დილით
#post_seo_title

როგორ არ უნდა დავაზიანოთ ჯანმრთელობა სახალწლო სუფრაზე

გასტროენერტოროლოგი ჯაბა ზარქუა რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„მეგობრებო,
ზუსტად ვიცი რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით და ამიტომ წინმსწრებად გეტყვით: შემთხვევით არავინ დაგაჯეროთ რომ ახალ წელს გაკლიათ ფერმენტები, პრობიოტიკები, ანტისპაზმოდიკები, მჟავიანობის წამლები და ათასი მსგავსი რამ. ეს ყველაფერი აკლია ამ მედიკამენტების გაყიდვების დეპარტამენტის ბოსებს.
გული მიკვდება რაღაცნაირი წმინდა ქართული ტრადიციასავით რომ ყალიბდება საახალწლო სუფრასთან აუცილებელი წამლების მენიუ ჯანმრთელი ადამიანებისათვის. ამდენ პანკრეასის ენზიმს საერთოდ სადმე თუ მოიხმარენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ვიცი.
დისკომფორტს არ უნდა ტონა წამალი. ამ დროს უფრო უსაფრთხო ქცევა შემდეგია – თუ არასწორი ქცევით გამოწვეული დისკომფორტი გადასწონის ამ ქცევით მიღებულ ბენეფიტებს, დროა ქცევა შევცვალოთ. ასაკის მატებასთან ერთად ალკოჰოლის და ზედმეტად ცხიმიანი საკვების შემცირება თუ მოგვიწევს, არაა ტრაგედია, ამით ჩვენი ადამიანობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ხოლო თუ დისკომფორტი არაა უფრო მეტი, ვიდრე ბენეფიტი, მაშინ შეხედეთ მას როგორც სიამოვნების მიღებისას გადახდილ აუცილებელ ხარკს, ბევრი წყალი დალიეთ, ცოტა ადროვეთ და გაივლის.“ – წერს ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შესაძლოა ადამიანის თირკმელების შემცვლელად იქცეს, მათი ხარისხი შესაძლოა კიდევ უფრო უკეთესიც იყოს

#post_seo_title

ღორის თირკმელები უახლოეს მომავალში ტრანსპლანტაციის დროს შესაძლოა ადამიანის თირკმელების შემცვლელად იქცეს  და მეტიც, მათი ხარისხი შესაძლოა კიდევ უფრო უკეთესიც იყოს. ამის შესახებ წერს უცხოური გამოცემა The Guardian, Langone Health-ის სამედიცინო ცენტრის დირექტორსა და ქირურგ რობერტ მონტგომერიზე დაყრდნობით.

ექსპერტების შეფასებით, გენეტიკური მოდიფიკაციის წყალობით ადამიანში ასეთი ორგანოების გადანერგვისას  რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

„კლინიკური გამოცდის ფარგლებში პირველი გადანერგვა უკვე განხორციელდა, ხოლო შემდეგი იანვარშია დაგეგმილი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ვარაუდობენ, რომ ექვს პაციენტს გადაუნერგავენ ღორის თირკმელებს, რომლებიც გენეტიკურ დონეზე 10 ცვლილებითაა რედაქტირებული, რათა გადანერგილი ორგანოს უარყოფის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო (FDA) დაამტკიცებს ცდების გაფართოებას, იგეგმება კიდევ 44 ადამიანს ჩაუტარდეს ღორის თირკმლის ტრანსპლანტაცია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახნის მამაკაცი გადაარჩინა – პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება, აღარ აღენიშნებოდა პულსი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახნის მამაკაცი გადაარჩინა - პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება, აღარ აღენიშნებოდა პულსი
#post_seo_title

დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან სასწრაფო დახმარება გამოძახეს. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი მაღალი არტერიული წნევის ფონზე გულმკერდის ტკივილს და მარცხენა ხელში ირადიაციას უჩიოდა.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

ადგილზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას პაციენტი კონტაქტურ მდგომარეობაში დახვდა. ჩატარებული ელექტროკარდიოგრაფიული კვლევისას პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. აღინიშნებოდა მხოლოდ ოდნავი სიფერმკრთალე და გულმკერდის ტკივილი, რომელიც ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ მალევე მოეხსნა.
ბრიგადის ექიმის ლალი ჭურაძის გადმოცემით, კლინიკასთან შეთანხმების პროცესში, ჰოსპიტალიზაციის დაწყებამდე, პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება, აღარ აღენიშნებოდა პულსი. ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის მედიკოსების სწრაფი და კოორდინირებული მოქმედებების შედეგად წამებში მოხდა სასუნთქი გზების მართვის უზრუნველყოფა და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, რის შედეგადაც პაციენტის გულისცემა აღსდგა,
სიცოცხლისთვის ბრძოლის პარალელურად, ბრიგადის წევრებს სასწრაფო დახმარების ავტომობილის გარშემო შეკრებილი, პანიკაში მყოფი მოქალაქეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაც უწევდათ.
პაციენტი მალევე მოვიდა გონს, გახდა კონტაქტური და შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ექიმი ლალი ჭურაძე
უმცროსი ექიმი ლიდია ქაჯაია
მძღოლი ოთარ ქურთაული

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი სიმპტომების ცოდნა – ხშირად, რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, შეინიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მატება 37,2 გრადუსამდე

ახალი კვლევა, გაფრთხილება: ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით
#post_seo_title

ხშირად, რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, შეინიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მატება 37,2 გრადუსამდე

ექიმი არჩილ ჯალაღონია საინტერესო რჩევებს გვაძლევს:

“ხშირად, რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, შეინიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მატება 37,2 გრადუსამდე. თუ თერმომეტრზე ნახავთ ასეთ მაჩვენებლებს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა:

  • როგორია თქვენი თვითშეგრძნება,
  • არის თუ არა რაიმე სიმპტომი, რომელიც მიუთითებს გაციების შემდეგ გართულებების გაჩენაზე.ბევრი ექიმი ფიქრობს, რომ ზოგიერთი სასუნთქი გზების ინფექციების გადატანის შემდეგ, სხეულის ტემპერატურის ასეთ ნიშნულებამდე მომატება შეიძლება შეინიშნებოდეს კიდევ 2 კვირის განმავლობაში. ამ დროს თვინებურად წამლების მიღება არ შეიძლება, მიზანშეწონილია დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
  • თუ შესაძლებელია, დარჩით სახლში, მეტი დაისვენეთ, ნუ დატვირთავთ დიეტას ცხიმიანი საკვებით და დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.
  • თუ სამსახურში წასვლა გარდაუვალია, მაშინ სიფრთხილე გმართებთ გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისგან, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულის და სისხლძარღვების აქტივობაზე;
  • თქვენ შეგიძლიათ თქვენი სხეულის მხარდაჭერა ჩაის და სხვადასხვა სასარგებლო ნაყებების დალევით.
  • უნდა შეეცადოთ, იყოთ თბილად და კომფორტულად.
  • თუ ზოგადი მდგომარეობა და ამინდი გაძლევთ საშუალებას, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
  • თუ გაქვთ ნარჩენი ხველება, სითხის მიღებამ და ორთქლით ან პულვერიზებული წვეთებით ინჰალაციამ შესაძლოა შეამციროს სეკრეტის რაოდენობა და მისი გამოდევნა გააიოლოს.

ადრე სამკურნალოდ მოწოდებული იყო თუთიის პრეპარატების და C ვიტამინის გამოყენება, მაგრამ მცირე რაოდენობით ჩატარებული კვლევების მხოლოდ ნაწილმა აჩვენა, რომ ეს საშუალებები ეფექტურია, სხვა კვლევები კი მათ არაეფექტურად მიიჩნევს. ჯერჯერობით არ ჩატარებულა ფართო კლინიკური კვლევები ამ პრეპარატების ეფექტურობის დასადასტურებლად. ექსპერტების უმრავლესობა მათ სამკურნალოდ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას.

ასეთ დროს ანტივირუსული პრეპარატები არ არის ეფექტური.

ანტიბიოტიკები არ იძლევიან შედეგს მაშინაც კი, როდესაც ცხვირიდან ან ხველების დროს გამოიყოფა სქელი და შეფერილი ლორწო, თუ ეს პროცესები არ არის გამოწვეული ბაქტერიული ეტიოლოგიით.

ძველი თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტები, როგორიცაა ქლორფენირამინი, ძილიანობას იწვევენ.

ახალი თაობის ანტიჰისტამინური მედიმედიკამენტები ნაკლებად იწვევს ძილიანობას, მაგრამ არაეფექტურია გაციების დროს არსებული ხველებისთვის.

ასპირინი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის, რადგან მან შესაძლოა ბავშვებში რეიეს სინდრომის განვითარების რისკი გააძლიეროს.

ხველების სუპრესანტების რუტინულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, გამომდინარე იქიდან, რომ ხველება ხელს უწყობს სასუნთქი გზების სეკრეტისაგან განთავისუფლებას. ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მძიმედ გამოხატული ხველების შემთხვევაში, როდესაც იგი ხელს უშლის ნორმალური ძილის პროცესს და დისკომფორტს უქმნის პაციენტს.

ეს მეთოდები ეფექტურია ტემპერატურასთან მიმართებაში, რომელიც არ აღემატება 37,2 გრადუს ზღურბლს და თუ ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. თუ თავს ცუდად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს გამოკვლევას და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

როგორც წესი, სისხლის ზოგადი და კლინიკური ტესტები ასეთ შემთხვევებში ძალიან ინფორმაციულია და საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ და თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულების დაწყება.

ასე რომ, ყველა ადამიანი მგრძნობიარეა გაციების მიმართ. სიმპტომები შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად გამოხატული, მაგრამ “გაციებას” ყოველთვის ახასიათებს: სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის უმნიშვნელო მატება. დაავადების გამოვლენის მიზეზი არის ვირუსი, რომელიც შევიდა სხეულში.

ზოგჯერ “გაციების” საფარქვეშ სხვა, უფრო რთული დაავადებები, როგორიცაა გრიპი და SARS , შეიძლება იმალებოდეს. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი სიმპტომების ცოდნა. რიგი ფაქტორებით დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე, გაციება შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მოხდეს. ასეთი პირობები საფრთხეს უქმნის გართულებების განვითარებას და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ამიტომ თუ თქვენ გეცოდინებათ ზოგადი რეკომენდაციები “გაციების” და მისი გადატანის შემდეგ, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ მიაწოდოთ საკუთარ თავს და სხვებსაც ადეკვატური დახმარება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.” – წერს არჩილ ჯალაღონია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ალცჰაიმერი შესაძლოა განიკურნოს – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

დემენციისა და ალცჰაიმერის პრევენციაზე ზრუნვა პირველი ნიშნების გამოვლენამდე უნდა დაიწყოს

მეცნიერების მტკიცებით, უკვე განვითარებული ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაშიც კი ტვინს შეუძლია სტრუქტურისა და ფუნქციების აღდგენა, ასეთი შედეგი ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა.

კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Reports Medicine (CRM), მეცნიერებმა მძიმე ფორმის ალცჰაიმერის მქონე თაგვებში ტვინში ენერგეტიკული ცვლის კორექციის შემდეგ. კოგნიტიური ფუნქციების სრული აღდგენა დააფიქსირეს.

კვლევის საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდა მოლეკულა NAD+ – უჯრედული ენერგეტიკული მეტაბოლიზმის უნივერსალური მონაწილე. ავტორებმა დაადგინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში NAD+ -ის დონე მკვეთრად მცირდება, და ეს შემცირება უფრო ძლიერია, ვიდრე ნორმალური დაბერებისას. შედეგად ირღვევა ნეირონების მუშაობა, ვითარდება ანთება, ზიანდება სისხლძარღვები და გროვდება პათოლოგიური ცილები, ამილოიდი და ტაუ.

მკვლევრებმა გამოცადეს პრეპარატი P7C3-A20, რომელიც NAD+-ის დონეს ნორმაზე მაღლა არ ზრდის, არამედ ეხმარება უჯრედებს მისი ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. ამის შედეგად, უკვე გამოხატული სიმპტომების მქონე თაგვებში:

ტაუ-ცილის პათოლოგიური დონე ნორმას დაუბრუნდა;
აღდგა ნეირონული კავშირები;
გაქრა კოგნიტიური დარღვევები – მეხსიერებისა და სწავლის უნარები ნორმალურ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ კლინიკურ მოდელებზე და ადამიანებში ეფექტიანობის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა ცვლის თავად ალცჰაიმერის დაავადების აღქმას: შესაძლოა, იგი არა მხოლოდ შენელებადი, არამედ პოტენციურად განკურნებადიც იყოს, თუ ტვინის ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა გახდება შესაძლებელი. 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights