
- ექიმი
- ნინო თურქაძე
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
ნინო იურის ასული თურქაძე დაიბადა 1976 წლის 21 ნოემბერს ქალაქ საჩხერეში. 1982–1993 წლებში ის სწავლობდა საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 საშუალო სკოლაში, სადაც მიიღო საშუალო განათლება. 1994 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 2001 წელს და მიენიჭა ზოგადი პროფილის პედიატრის კვალიფიკაცია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ნინო თურქაძემ აქტიურად დაიწყო პროფესიული საქმიანობა - 2003 წელს აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პედიატრიული მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილებაში. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების მიზნით, 2005 წელს, მან მუშაობა განაგრძო თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ახალშობილთა პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასევე, ამავე წელს საქმიანობდა აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. ნინო თურქაძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს: ზოგადი პროფილის ექიმ-პედიატრი და ნეონატოლოგია. 2002 წლიდან დღემდე, ის ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას საჩხერის რაიონული საავადმყოფო- პოლიკლინიკური გაერთიანების სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მუშაობს ექიმ-ნეონატოლოგად. ასევე, 2023 წლიდან ის პარალელურად საქმიანობს სკოლის ექიმის პოზიციას. პროფესიული განვითარება მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია — უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, იგი რეგულარულად ესწრება და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
რა არის კარგი ექიმი?
პროფესიონალ ექიმს, პირველ რიგში, საქმის სიყვარული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პაციენტებთან კომუნიკაციის უნარი სჭირდება.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემს არჩევანზე უდიდესი გავლენა დედაჩემმა, პედიატრმა, მარინე შუბითიძემ იქონია. მისმა პროფესიონალიზმმა და პატარა პაციენტებზე ზრუნვამ შთამაგონა, რომ ექიმობა ჩემი მოწოდება იყო. უკვე 24 წელზე მეტია, რაც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექიმ-ნეონატოლოგად ვმუშაობ. ეს რთული, თუმცა უდიდესი პოზიტივით სავსე საქმეა, რადგან ახალი სიცოცხლის დაბადების თანამონაწილე ხარ. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და ვიდგე ადამიანების გვერდით მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად ვჭირდები.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ყოველთვის ვაფასებ შრომისმოყვარე, მიზანდასახულ და გაწონასწორებულ ადამიანებს. ვცდილობ, მათი საუკეთესო თვისებები საკუთარ თავში განვავითარო.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ კოლეგებს ვურჩევდი, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და მუდმივად განვითარდნენ.
განათლება
სწავლობდა საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 საშუალო სკოლაში, სადაც მიიღო საშუალო განათლება. დაასრულა 2001 წელს და მიენიჭა ზოგადი პროფილის პედიატრის კვალიფიკაცია.
სამუშაო ადგილი
გოთუას სამედიცინო ცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





