
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: აჭარა
- ექიმი
- ქეთევან შერვაშიძე
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- რეგიონი
- აჭარა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1976 წლის 9 მაისს, ქალაქ ბათუმში. 1993 წელს დაამთავრა ბათუმის N28 საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რომლის სამედიცინო ფაკულტეტიც 2000 წელს, პედიატრიის სპეციალობით დაასრულა. 2002-2005 წლებში სწავლა განაგრძო სანქტ- პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიაში, ნეონატოლოგიის სპეციალობით. ქალბატონი ქეთევანისთვის მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა 2005 წლიდან იწყება. 2005-2010 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმ ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგად. 2010 წლიდან დღემდე სამედიცინო საქმიანობას ეწევა კლინიკა „მედინაში“ ნეონატოლოგის პოზიციაზე, ხოლო 2024 წლიდან პარალელურად არის კლინიკა „ბაუს“ ნეონატოლოგი. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ნეონატოლოგიაში, კრიტიკულ მედიცინას და ზოგად პედიატრიაში.
რა არის კარგი ექიმი?
იმისათვის, რომ ადამიანი, ჭეშმარიტად გულისხმიერ და მაღალი დონის პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბდეს, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოთმინება და კომუნიკაციის გამორჩეული უნარია საჭირო. ნამდვილ ექიმს უნდა შეეძლოს სხვისი ტკვილის თანაგანცდა. პაციენტის მოსმენა და მისი სწორად გაგება. პროფესიონალიზმი მოითხოვს, რომ ექიმმა საკუთარი დაღლა არასოდეს აჩვენოს გარშემომყოფებს. მისი უმთავრესი მისიაა - მაქსიმალურად ეცადოს, თითოეული პაციენტისთვის საიმედო საყრდენად, იმედად და ნუგეშად იქცეს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემი პროფესიული არჩევანი დიდწილად ოჯახურმა გარემომ განაპირობა. მამა, მამიდა და ბევრი ახლობელი ექიმი იყო, რამაც ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. ამ სამედიცინო ატმოსფერომ, ბავშვობიდანვე ჩამისახა სურვილი, რომ მეც ამ ჰუმანურ და საპასუხიმგებლო გზას გავყოლოდი.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი უპირველესი იდეალი ყოველთვის მამაჩემი - ცნობილი ბავშვთა ქირურგ- უროლოგი, მურმან შერვაშიძე იყო. მან 40 წელზე მეტი მიუძღვნა ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს. ბავშვობიდან ვხედავდი მის თვალებში იმ დიდ, განსაკუთრებულ სიყვარულსა და თავდადებას, რაც თითოეულ პაციენტზე ზრუნვას გამოხატავდა. სწორედ ეს პროფესიონალიზმი და ადამიანობა გახდა ჩემთვის სამაგალითო.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ კოლეგებს ვეტყოდი, რომ თუკი მთელი გულითა და სულით არ შეგიძლიათ ადამიანის ტკივილის გათავისება და თანაგრძობის გამოხატვა, სჯობს, საერთოდ არ აირჩიოთ ეს პროფესია. მედიცინაში მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიის სიღრმისეული ცოდნაც - პაციენტს ხომ ხშირად არა მხოლოდ წამალი, არამედ სწორი სიტყვა და სულიერი მხარდაჭერაც კურნავს.
განათლება
დაამთავრა ბათუმის N28 საჯარო სკოლა. დაასრულა.
გამოცდილება
ქეთევან შერვაშიძე დაიბადა 1976 წლის 9 მაისს, ქალაქ ბათუმში. 1993 წელს დაამთავრა ბათუმის N28 საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რომლის სამედიცინო ფაკულტეტიც 2000 წელს, პედიატრიის სპეციალობით დაასრულა. 2002-2005 წლებში სწავლა განაგრძო სანქტ- პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიაში, ნეონატოლოგიის სპეციალობით. ქალბატონი ქეთევანისთვის მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა 2005 წლიდან იწყება. 2005-2010 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმ ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგად. 2010 წლიდან დღემდე სამედიცინო საქმიანობას ეწევა
სამუშაო ადგილი
მედცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება

