დადასტურებული ექიმი — certificate.ge
სპეციალობა ჯერ არ არის მითითებული.
- ექიმი
- სოფიო ნიკოლაძე
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1983 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში. სადაც დაამთავრა მე-9 სკოლა-გიმნაზია, რის შემდეგაც, უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა თბილისში განაგრძო. 2001–2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. სოფიო ნიკოლაძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიის, ბავშვთა ინფექციურის და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით. მისი მრავალფეროვანი პროფესიული კარიერა 2012 წლიდან დაიწყო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უმცროსი ექიმის პოზიციაზე. წლების განმავლობაში მან უდიდესი გამოცდილება დააგროვა ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. სოფიო ნიკოლაძე აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ, ისე აკადემიურ საქმიანობაში. 2024 წლიდან მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ იშვიათი გენეტიკური დაავადებების მკურნალობის მართვის პროცესშია ჩართული. 2025 წლიდან კი ამერიკული პროგრამის მოწვეული ლექტორის სტატუსით, ლექციებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ატარებს. უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, სოფიო ნიკოლაძე პერმანენტულად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი კლინიკური პუბლიკაცია პრესტიჟულ სამედიცინო გამოცემებში. არის: საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი, პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, „ევექსი ჰოსპიტლების“ პედიატრიული ბორდის წევრი, 2020 წლიდან კი ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) მიერ ავტორიზებული BLS (Basic Life Support) ინსტრუქტორია.
რა არის კარგი ექიმი?
პროფესიონალი ექიმი მხოლოდ ცოდნით არ იქმნება. მას სჭირდება თანაგრძნობა, პასუხისმგებლობის უნარი, მოთმინება და მუდმივი განვითარების სურვილი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
მე არ გავზრდილვარ ექიმების ოჯახში, ამიტომ არჩევანი ტრადიციის გაგრძელება არ ყოფილა. ბავშვობიდან მიზიდავდა ადამიანის დახმარების სურვილი და ის განსაკუთრებული ნდობა, რომელსაც ადამიანები ექიმებს უცხადებენ.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტულ ადამიანს არ ვბაძავ. ჩემთვის იდეალია ექიმი, რომელიც პროფესიონალიზმს ადამიანურობასთან აერთიანებს.
რჩევა მომავალ ექიმებს
ექიმობა პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. ეს გზა მოითხოვს დიდ შრომას, თვითდისციპლინას და თავდადებას. არასოდეს დაკარგოთ ცნობისმოყვარეობა, განაგრძეთ სწავლა და გახსოვდეთ, რომ თქვენს წინაშე ყოველთვის პირველ რიგში ადამიანი დგას და არა დაავადება. ზოგჯერ პაციენტს თქვენი ცოდნა გადაარჩენს, ზოგჯერ თქვენი ყურადღება, კეთილი სიტყვა და თანადგომა.
განათლება
დაამთავრა მე-9 სკოლა-გიმნაზია, რის შემდეგაც, უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა თბილისში განაგრძო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.
გამოცდილება
სოფიო ნიკოლაძე დაიბადა 1983 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში. სადაც დაამთავრა მე-9 სკოლა-გიმნაზია, რის შემდეგაც, უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა თბილისში განაგრძო. 2001–2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. სოფიო ნიკოლაძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიის, ბავშვთა ინფექციურის და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით. მისი მრავალფეროვანი პროფესიული კარიერა 2012 წლიდან დაიწყო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უმცროსი ექიმის პოზიციაზე. წლების განმავლობაში მან უდიდესი გამოცდ
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება