
- ექიმი
- ოთარ ვასაძე
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- 2 402 301; 2 402 322
- ელ-ფოსტა
- office@ecc.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- chapidze.ge/
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
ჩაფიძის გულის ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი.
განათლება
– 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის (სპეციალობა – სამკურნალო საქმე) დამთავრების შემდეგ, 1976 წ.-დან - სწავლობდა მოსკოვში, ზოგადი პათოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
- 1982 - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ციტოდინამიური ურთიერთქმედებები ასეპტიური ანთების კერაში“.
სამუშაო გამოცდილება
– სხვადასხვა დროს მუშაობდა ქირურგიის ს/კ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტში გულის რითმის მოშლის ქირურგიული მკურნალობის ჯგუფის უფროსად, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯერ დირექტორის მოადგილედ და შემდგომ - დირექტორად, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორად, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის ექსპეტად სოციალურ საკითხებში და გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშის მოსამზადებელი კომისიის ექსპერტად ჯანდაცვის საკითხებში.
h2>სამეცნიერო შრომები
– გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო ნაშრომი მიძღვნილი ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანმრთელობის პოლიტიკის, სამედიცინო განათლების, გულ-სისხლძარღვტა დაავადებებისა და ზოგადი პათოლოგიის საკითხებისადმი, მათ შორის, 3 სახელმძღვანელო, 3 მონოგრაფია და და 1 განმარტებითი ლექსიკონი.
- 2000-2004 წლებში იყო საერთაშორისო ჟურნალის “Journal of Health Sciences Management and Public Health” რედაქტორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე.
პედაგოგიური გამოცდილება:
- 2000 წლიდან - სკრენტონის უნივერსიტეტის (პენსილვანია, აშშ) მოწვეული პროფესორი.
- 2007 - არჩეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად, სადაც დღემდე კითხულობს კურსებს "ჯანდაცვის მენეჯმენტი“, "ჯანდაცვის ორგანიზაციული ლიდერობა“ და "ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში“.
სახელმწიფო ჯილდოები
- 2003 და 2013 წლებში ორჯერ არის დაჯილდოებული "ღირსების ორდენით“.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება
