დადასტურებული ექიმი — certificate.ge
სპეციალობა ჯერ არ არის მითითებული.
- ექიმი
- ნუნუ თოდრია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1964 წლის 22 ივლისს ქალაქ ბორჯომში. 1981 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1989 წელს წარჩინებით დაასრულა და ექიმ-მკურნალის კვალიფიკაცია მოიპოვა. პროფესიული განვითარების გზაზე მან რამდენიმე მნიშვნელოვანი სპეციალიზაცია გაიარა: 1990 წელს — ნევროლოგიაში, 1995 წელს — ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, ხოლო 2009 წელს — ნეფროლოგიაში. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ნევროლოგიის, ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული მედიცინის, ნეფროლოგიისა და ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით. მისი მრავალწლიანი შრომითი საქმიანობა 1991 წლიდან იწყება. 1991–1995 წლებში ის მუშაობდა ბორჯომის რაიონულ პოლიკლინიკაში ნევროპათოლოგად, ხოლო 1995– 2011 წლებში — ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგად. 2011 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს შპს „ჯეო- ჰოსპიტალსის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ანესთეზიო-რეანიმაციის მიმართულებას, სადაც ასევე საქმიანობს როგორც კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი და ნეფროლოგი. 2009 წლიდან, პარალელურად მუშაობს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკაში“ ნეფროლოგის პოზიციაზე. ნუნუ თოდრია არის საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის, ასევე ანესთეზიოლოგიის, რეანიმაციისა და რესპირაციული ასოციაციების წევრი. ადგილობრივ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2010 წელს მიენიჭა „ბორჯომის საპატიო ექიმის“, ხოლო 2016 წელს — „ბორჯომის საპატიო მოქალაქის“ წოდება. ის გაიზარდა ოჯახში, სადაც დედა, იზოლდა გელაშვილი, ექთანი იყო, ხოლო მამა, ანზორ თოდრია — მშენებელი ინჟინერი. ჰყავს ვაჟი — გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დედის პროფესიულ გზას აგრძელებს და ორი შვილიშვილი.
რა არის კარგი ექიმი?
პროფესიონალი ექიმის საფუძველი უწყვეტი განათლება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიტიკულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარია.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
სკოლის პერიოდიდანვე მიზიდავდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი გაღრმავდა და გაჩნდა სურვილი, ჩემი ცოდნა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად გამომეყენებინა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალი არ არის ერთი კონკრეტული ადამიანი.
რჩევა მომავალ ექიმებს
მედიცინა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს ცხოვრების წესია, სადაც სწავლა არასდროს მთავრდება. ახალგაზრდა ექიმებს ვურჩევდი, არასდროს დაკარგონ ცოდნის გაღრმავების სურვილი.
გამოცდილება
ნუნუ თოდრია დაიბადა 1964 წლის 22 ივლისს ქალაქ ბორჯომში. 1981 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1989 წელს წარჩინებით დაასრულა და ექიმ-მკურნალის კვალიფიკაცია მოიპოვა. პროფესიული განვითარების გზაზე მან რამდენიმე მნიშვნელოვანი სპეციალიზაცია გაიარა: 1990 წელს — ნევროლოგიაში, 1995 წელს — ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, ხოლო 2009 წელს — ნეფროლოგიაში. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ნევროლოგიის, ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული
სამუშაო ადგილი
კლინიკა ბაიები
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება